-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
მხოლოდ ამ სტატიის ავტორს შეუძლია ერთი დარტყმით მეტოქის მამიკო ამერიკაში გააფრინოს!
-
ერთი სიტყვით სლეობაა!!
-
არა მგონია ბევრი მყავდეს, მე ვირთხებს მტრად არ აღვიქვავ - მხოლოდ გემის კაპიტანს და მასთან დაახლოებულ პირებს აღვიქვავ მტრად - აბსოლიტურ ბოროტებად. ვირთხები მერე თვითონ გაიქცევიან გემიდან..
-
მე მძულს ადამიანები რომლებიც სხვის უბედურებაზე ცხოვრობენ, ამიტომაც მათ არ ვუყვარვარ მე!!
-
ნაციზმს დემოკრატიულ ქვეყანაში ზღუდავენ - ეს შეიძლება დემოკრატიის ორმაგ სტანდარტად მიიჩნიონ - მაგრამ დანაშაულის გამართლება და დანაშაულისადმი ტოლერანტობა არ შეიძლება - არ შეიძლება ტოლერანტი იყო იმ ბოროტების რასაც ნაც. მოძრაობა ჰქვია...
-
პატრიარქოფობია და “ნეოლიბერალი წმინდანები” საქართველოში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"ვირთხები ჩასაძირი გემიდან, პირველები გარბიან!" თქვა კაპიტანმა და თვითნაც გაიქცა... -
ძუკუ ადამიანი არ უნდა იყოს გულგრილი - ნაც. მოძრაობა - ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება რაც ბოლო 15 წელი საქართველოში უარსებია.. ეს არის ბოროტების ბოლო სტადია, თუ შეიძლება ესე ითქვას. კომუნისტებს აგინებენ და შედარება არ არის, კომუნისტებსა და ამ რეჟიმს შორის, რადგან საქ-ში ამ რეჟიმმა გაცილებით ბევრი ადამიანი გააუბედურა, ვიდრე აქამდე არსებულმა სხვა რეჟიმებმა.. აბსოლიტურ ბოროტების დამცველს - ვერ დავიცავ! აქ არ შეიძლება ადამიანის მორალიდან გამომდინარე ბავშვების და ზოგადად ადამიანების სიკვდილზე გამდიდრებულ ადამიანების და მისი დამცველების ინტერესები დაიცვა.. არ შეიძლება უბრალოდ!
-
FRIDRIX თქვენს ხელში გავბანალურდით
-
პატრიარქოფობია და “ნეოლიბერალი წმინდანები” საქართველოში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Anima Libera რამე ვთქვი არასწორი? -
პატრიარქოფობია და “ნეოლიბერალი წმინდანები” საქართველოში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn მუშაობ იმ სტრუქტურაში, რომელიც პასუხისმგებელია არა მარტო პოლიტიკურ ტერორში, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ ტერორშიც (ქართლში გლეხები უმიწოდ, უშემოსავლოდ რომ დატოვებს და რამოდენიმე ციხეში დაიჭირეს, ამას ვგულისხმობ სოციალურ-ეკონომიკურ ტერორში) ანუ შენ ხარ იმ სისტემის ნაწილი, ვინც საზოგადოებას პარაზიტივით ჰყავს.. ვიღაც შეიძლება პატიოსანი მხედრიონელი იყო, მაგრამ მხედრიონელი რომ იყო, მაგრამ მხედრიონელობა უკვე ამორალური იყო. ორგანიზაცია რომელიც უამრავ ადამიანის უბედურებაზეა აგებული და მისი წევრი ხარ, ესეგი შენც საზოგადოების უბედურებით სარგებლობ.. -
პატრიარქოფობია და “ნეოლიბერალი წმინდანები” საქართველოში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დემაგოგიას კარგია, როცა საზოგადოებამ არ იცის სიმარლე რა არის, მაგრამ როცა ყველამ იცის სიმართლე, რადგან თბითოეულ ადამიანს ეხება ის პრობლემები რაც ზემოთ დავწერე, დემაგოგია ყოველგვარ ძალას კარგავს.. ხო თურმე სირები ყოფილან ადამიანები, გადასახადებით რომ ახრჩობენ და მერე საპროტესტოდ რომ გამოვლენს მას მისვე დაფინანსებული კარგად ანაზღაურებადი პოლიცია რომ ყოფას უტირებს, ძვალს არ დაუტოვებს მთელს.. რისთვის ვიხდით ჩვენი ხელფასის 20% იცით? ვიღაც ტიპებმა დუბინკის ტრიალში და გაკუებაში რომ აიღონ 2000 ლარიანი ხელფასები, თან თუ ბევრს გააკუებენ პრემიაც ექნებათ.. -
პატრიარქოფობია და “ნეოლიბერალი წმინდანები” საქართველოში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn არა, მე ის ვერ მომინელებია, ფულს ხალხის ჩაგვრაში რომ გიხდიან, თან საკმაოდ დიდ ფულს და ამას წინ სამეგრელოში ვიყავი და იქ რომ ვნახე ცხოვრების დონე, სწორედ ეს ვერ მომინელებია, ჯერ ისედაც რა აქვთ, რომ კიდე სიფათს ახევენ გადასახადებით, რათა თქვენ მოგცეთ ეს ფული, რომ მერე უფრო თამამად დაჩაგროთ ისევ ის ხალხი, ვის ხარჯზეც ცხოვრობთ.. -
პატრიარქოფობია და “ნეოლიბერალი წმინდანები” საქართველოში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არანაირი მირავაია რევოლუცია არ არის საჭირო, საჭიროა გახვიდე რეგიონებში მაინც და ნახო როგორ ცხოვრობს ჩვეულებრივი ადამიანები, ჰკითხო რამდენი აქვთ შემოსავალი და რამდენს უხდიან სახელმწიფოს და მერე მიხვდები ვის ხარჯზეც ისვენებთ ეგვიპტეში თუ რა ვიცი კიდე სადაც.. თუმცა იასნა, "სირებთან" რა გინდათ თქვენ, დაე მოეტყნათ კარგის #######ი ბოლომდე!!!!! -
newstudio აი კაი, მიხვალთ - ყველაზე კარგ შემთხვევაში დაიშლებით... ისინი დაგიკიდებენ, 100% ვიცი რომ ერთ მოთხოვნასაც არ გაითვალისწინებენ უარეს შემთხვევაში, პოლიყვერები უკაცრავად პატრული ბიძიას აცემინებს მომიტინგეებს და დაიჭერენ ხალხს და კვლავ არ გაითვალისწინებენ მოთხოვნებს.. და რა შეგრჩებათ? კარგ შემთხვევაში აბსოლიტურად არაფერი! ცუდ შემთხვევაში ნაცები და დაჭერილი მომიტინგეები, რომლებიც ამის შემდეგ ვეღარ გავლენ ისე თამამად მიტინგზე! და სააკაშვილი კვლავ დაგცინებთ!
-
"სად ერეკლეს" ამბავია ეხლა ეს...
-
პატრიარქოფობია და “ნეოლიბერალი წმინდანები” საქართველოში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სირების საზოგადოება და შიმშილისგან მკვდარი ბავშვების ხარჯზე გამდიდრებული ჩინოვნიკებისა თუ მისი მონების არმიის - პატიოსანი, ინტელექტუალური და გამაძღარი კარქი ნაცები... -
newstudio პოლიტიკოსი რომ იყო მაგარი სუსტი პოლიტიკოსი იქნებოდი, ჩემი აზრით
-
მოდერატორის პრობლემა არსებობს.. ამის მიუხედავად, მე ერთ რამეს ვიტყვი: არ ვაპირებ იმ ადამიანებს ვორნი და ბანი დავადო, ვინც მიშას, ნაცებს და ზოგადად მიშისტებს აგინებს.. რატომ უნდა დავადო ბანი, კაცისმკვლელების, ნაძირლების, ჩათლახების და ახვრების მაგინებლებს? ამ წესის შესრულებაზე უარს ვაცხადებ მე.. ან ახალი მოდერატორი დანიშნე ჩემს მაგივრად, ან ის დანიშნე ჩემთან ერთად ვინც ზემოთ ჩამოთვლილების ინტერესებს დაიცავს აქ... დიდი მადლობა ყურადღებისთვის!
-
ესეთ აქციებში არ მივიღებ მონაწილეობას.. მითხრან, ეხლა სააკაშვილის დასამხობათ მივდივართო და პაჟალსტა გავყვები.. ხოლო ესეთ პატარ-პატარა აქციებს არანაირი აზრი არ აქვს, ამ რეჟიმის პირობებში!
-
პატრიარქოფობია და “ნეოლიბერალი წმინდანები” საქართველოში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჯერ ესერთი, შურისმაძიებელი არ ვარ მეორეც უკვე გაქვს საზოგადოებაში "სააკაშვილისტის" სახელი, იუზერი არ არსებობს, რომელსაც ესე არ ჰგონია და თუ ხმამაღლა არ ამბობს, მხოლოდ იმიტომ რომ ფორუმის წესები არ აძლევს ამის საშუალება და პოსტსააკაშვილისტურ რეჟიმში ისე იქნები, როგორც უამრავი ყოფილი შევარდნაძისტია, არასასურველი კადრი.. მესამე კი - მხედრიონელებსაც ეგონათ, რომ არაფერი მოუვიდოდათ, მაგრამ ჰა მაგათი 80% დაბრედილია დღეს უკვე.. და ბოლოს, უცვლელი არაფერი არ არის, მითუმეტეს ის რეჟიმი რომლებზეც ზოგიერათის ქონებაა და "წარმატებულობაა" დამოკიდებული. და სულ ბოლოს, შენ ზემოთა პოსტიდან ჩანს ეს შიში (უკვე ბევრნი არიანი - ამბავი) -
პატრიარქოფობია და “ნეოლიბერალი წმინდანები” საქართველოში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რომ აქ განხორციელდება ეს ამბავი და შეიძლება შენც შეგეხოს შემდეგ ე.წ "შურისძიება", როგორც შსს-ში მომუშავეს? ხო მომხედონ, თორე აგადე პროვოკაციაზე და ეგაა -
პატრიარქოფობია და “ნეოლიბერალი წმინდანები” საქართველოში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გეშინია? -
ბოლო ხანებში ქართულ ლიბერალურ პრესაში გახშირებულია თავდასხმები ქართული ეკლესიის ლიდერზე, ილია მეორეზე. ცხადია, დემოკრატიული დისკურსის ნაწილია ნებისმიერი ინსტიტუტისა თუ ლიდერის კონსტრუქციული კრიტიკა. თუ ამ კრიტიკას საზოგადოება პროგრესული ცვლილებების მიმართულებით მიჰყავს, მაშინ ეს ნამდვილად მისასალმებელია. თუკი პირიქით, შუა საუკუნეებში დაგვაბრუნებს, შეიძლება ითქვას რომ ის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესითაა მოტივირებული. რამეთუ სიბნელე ყოველთვის სერიოზული იარაღია მმართველი კლასების არსენალში, რომლის საშუალებითაც ისინი უბრალო ადამიანების მანიპულირებას ახდენენ. საინტერესოა ქართველი ლიბერალი და ნეკონსერვატორი ავტორების ნაწერების დეკონსტრუქცია ამ მიმართებით. ორთავე ჯგუფი – ერთის მხრივ სააკაშვილის მომხრე ქართველი ნეოკონსერვატორები და მეორეს მხრივ მისი კონსტრუქციული ოპოზიცია, ლიბერალები საკმაოდ დიდ ადგილს უთმობენ ქართული ეკლესიის კრიტიკას. ამათივე განცხადებით – ისინი ამას ადამიანის უფლებების და სეკულარული სახელმწიფოს დამკვიდრების პოზიციიდან აკეთებენ. აპრიორულად მივიღოთ ეს განაცხადი და აქედან დავიწყოთ ანალიზი. საინტერესოა, რამდენად თანმიმდევრულები არიან ეს ადამიანები საკუთარი კრიტიკისას. ორი აზრი არ არის რომ რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ნებისმიერი ტიპის ფობია საზოგადოებისათვის მეტად მავნებელი ფაქტორია. ადამიანების ნებისმიერი ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული ფობიები საბოლოო ჯამში კულტურული ძალადობის ფორმებია. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ უმრავლესობის ფობია ისევე ცუდია როგორც უმცირესობის – და ეს სიძულვილი არც პატრიარქის მიმართ უნდა იყოს მიმართული და არც ნებისმიერი სხვა ეკლესიის წარმომადგენლის. აგრეთვე ისიც გასათვალისწინებელია რამდენად სამართლიანია კრიტიკა და ემსახურება თუ არა ის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს. პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორის, ქრისტოფერ გარსესის ნაშრომში, "ნეოლიბერალი წმინდანები" კარგად არის წარმოჩენილი ეკვადორის ერთ-ერთი ლიბერალური სამწყსოს ოპუს დეის ქმედებები. ქრისტოფერ გარსესის თქმით, ოპუს დეი ამ შემთხვევაში მთლიანად ნეოლიბერალური პოლიტიკური ელიტის ინტერესებს გამოხატავს და რელიგიურ მოძღვრებასაც მთლიანად არგებს თანამედროვე კაპიტალისტურ წყობილებას. ანუ ხდება რელიგიური პრინციპების მორგება არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეალობაზე – და თუ ეს რეალობა მოითხოვს თვით დოგმებიც კი იცვლება. ახალი, ნეოლიბერალური ოპუს დეის მოძღვრების თანახმად ადამიანის დამონება და დაჩაგვრა, თუ ეს კაპიტალიზმის ინტერესების გათვალისწინებით ხდება სრულიად მისაღებია ქრისტიანული მორალისათვის. ის ვინც ოლიგარქიულ კაპიტალიზმს კარგად მოემსახურება, ‘ნეოლიბერალი წმინდანი’ ხდება. ლათინური და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური წყობით ძალიან გვანან დღევანდელ საქართველოს ძირითადად ოლიგარქიები მართავენ და ამ ოლიგარქიების სამსახურში დგას ადგილობრივი საეკლესიო ისტაბლიშმენტი. თუმცა, კათოლიკურ ეკლესიაში არის გამორჩეული ნაწილი, რომელიც თავს “განთავისუფლების თეოლოგიის” წარმომადგენლებს უწოდებს – მათი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი არქიეპისკოპოსი ოსკარ რომერო სალვადორში სიკვდილის ესკადრონებმა ჩაცხრილეს 80-იანი წლების დასაწყისში. Mმას მერე ოლიგარქიული ინტერესების დამცველმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა, რომლებსაც სიკვდილის ბრიგადებს უწოდებენ ბევრი კათოლიკე სასულიერო პირის თუ მონაზვნის ცხოვრება შეიწირეს. 1998 წელს გვატემალაში ეპისკოპოსმა ხუან გერარდიმ გამოიძია სიკვდილის ესკადრონების მიერ ჩადენილი დანაშაულებები. მისი გამოძიების დამთავრებიდან ორ დღეში ისიც მოკლეს. აღმოჩნდა რომ მის სიკვდილზე პასუხილმგებელი სამხედრო რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ. კათოლიკურ ეკლესიაში საკმაოდ ბევრი რელიგიური მოღვაწე აღმოჩნდა, რომელმაც არ მიიღო ოლიგარქიული კაპიტალიზმის თამაშის წესები – მათთვის ყველასთვის ერთი წამალი იყო გამოწერილი – ტყვია. ეს იმას ნიშნავს რომ რომის ეკლესიაში მხოლოდ ‘ნეოლიბერალი წმინდანები’ არ არიან და მრავალი პროგრესული სასულიერო მოღვაწეც არის. თუმცა ოლიგარქიული ქვეყნების პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ხშირ შემთხვევაში ოპუს დეის მსგავს ორგანიზაციებს მფარველობდა, რადგანაც ისინი მათს სიმდიდრეს შესაბამისი რელიგიური დოქტრინით იცავენ. ოპუს დეის დანიშნულება ბევრ ქვეყანაში სწორედაც რომ დანაშაულებრივი რეჟიმების გამართლებაა – ძალადობაზე და უთანასწორობაზე დამყარებული სისტემის დაცვა – და არა მახოლოდ დაცვა, მათი ღვთაებრივად გამოცხადებაც. ისიც საინტერესოა, რომ სიტყვა ფუნდამენტალიზმი პირველად ამერიკელმა პროტესტანტებმა იხმარეს საკუთარ თავთან მიმართებაში. ისინი მოდერნისტებთან დებატებში 1920-იან წლებში საკუთარ თავს სწორედ ასე მოიხსენიებდნენ და ამით აცხადებდნენ რომ მათი ზედმიწევნით კონსერვატიული შეხედულებები რწმენის ‘ფუნდამენტთან’ უფრო ახლოს დგას. ამერიკელი პროტესტანტი ფუნდამენტალისტების ერთი დამახასიათებელი თვისებაა რომ თვალი დახუჭონ სოციალურ უთანასწორობაზე და სიღარიბეზე და ძირითადად ილაპარაკონ ადამიანების პირად ცხოვრებაზე. ერთ-ერთი ასეთი პროტესტანტულ-ფუნდამენტალისტური რელიგიური დენომინაცია დღესაც საპროტესტო აქციებს აწყობს ავღანეთში და ერაყში დაღუპული ჯარისკაცების სასაფლაოებზე. ისინი ამ ადამიანების პარანშვიდებზე და დაკრძალვაზე მიდიან და ჯარისკაცების ოჯახებს შეახსენებენ რომ მათი შვილები ღმერთმა დასაჯა იმისათვის რომ ამერიკამ ჰომოსექსუალიზმი ოფიციალურად მიიღო. საინტერესოა, რომ ამ ფუნდამენტალისტური სექტის წევრებს ის კი არ ანაღვლებს რომ ამერიკელი ჯარისკაცები სხვა ადამიანების სამშობლოში ოკუპანტები არიან – მათ იმპერიალიზმი, ეკონომიკური დისკრიმინაცია არ აინტერესებთ – მათ მხოლოდ ჰომოსექსუალიზმი აღელვებთ. Dდა ამ პროტესტის ფორმის გამოსახატად მეტად უშნო ფორმას ნახულობენ – დაღუპული ჯარისკაცების პანაშვიდებზე მათს ოჯახებს საკუთარ შვილებთან, ძმებთან და მეუღლეებთან წყნარად გამომშვიდობების საშუალებას არ აძლევენ და ყველას ერთად ჯოჯოხეთში ერეკებიან. როდესაც დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა ფუნდამენტალისტურ სექტას უჩივლეს უზენაესმა სასამართომ მათი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა – სიტყვის თავისუფლების გამოხატულებად იქნა მიჩნეული მათი სრულიად გაუგებარი აქციები სასაფლაოებზე. მე როგორც მწერალი ცხადია ვთვლი რომ სიტყვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს, თუმცა ამ ფუნდამენტალისტების სექტის ქმედებების გაგება მაინც მიჭირს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ იმპერიალიზმი საერთოდ არ აწუხებთ. ცხადია, პროტესტანტულ ეკლესიებსაც ბევრი პროგრესული მოღვაწე ახსოვს – მარტინ ლუთერ კინგ ჯუნიორიდან დაწყებული და ჯესი ჯექსონით დამთავრებული. ანუ აქაც არ არის ერთგვაროვნება. ამიტომაც ნებისმიერ ეკლესიაზე მსჯელობისას სასურველია დასახელებულ იქნას კონკრეტული სასულიერო მოღვაწის და დენომინაციის სახელი. ეს იმისათვის რომ მთელს რელიგიას არ მიეწეროს ის, რასაც მისი ცალკეული წარმომადგენლები აკეთებენ. დიახაც, დასავლეთში დღეს ფუნდამენტალიზმი მძვინვარებს – მას ხან ოპუს დეის ფორმა აქვს, ხანაც პროტესტანტულ-ევანგელისტური დენომინაციების. ეს ფუნდამენტალიზმი როგორც წესი ნეოლიბერალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ წყობას იცავს და ღვთაებრივად აცხადებს. სწორედ ამიტომაც არის რომ ბევრი წამყვანი სოციალური მეცნიერი დღევანდელ ეპოქას პოსტ-სეკულარულ ეპოქად აფასებს და ლაპარაკობს მთელს მსოფლიოში ფუნდამენტალიზმის მოძალებაზე. პირველ რიგში კი თვით დასავლეთში ბნელი საუკუნეების ტრადიციების აღორძინებაზე, როდესაც ხან ზოგიერთი ფანატიკოსი მღვდელი ყურანს წვავს კოცონზე, ხან კი ადამიანებს მათი ნათესავების დაკრძალვის საშუალებას არ აძლევენ სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო. თუმცა, ამ დენომინაციებს ერთი საერთო თვისებაც აქვთ: მათ პრინციპულად არ უნდათ სიღარიბეზე ლაპარაკი – ეს მათთვის პრობლემა არ არის. რამდენად ქრისტიანულია ღარიბებისა და გაჭირვებულების ასე დავიწყება და ეკლესიის მდიდართა კლასის წარმომადგენლად ცნობა უკვე სხვა საკითხია. ამაზე ალბათ თეოლოგები ილაპარაკებენ. მე უბრალოდ ის მაინტერესებს, რას ფიქრობენ ქართველი ‘ნეოლიბერალი წმინდანები’ ანუ ის ხალხი ვინც ყველაფერ დასავლურს უკრიტიკოდ იღებს და ყველაფერ აღმოსავლურს ავტომატურად სიბნელედ აცხადებს. ეს ადამიანები, დროს არ იშურებენ რომ პრაქტიკულად ყოველდღიურად არ გაატარონ კრიტიკის ქარცეცხლის ქვეშ ილია მეორე. მე პირადად ეკლესიური ადამიანი არ ვარ და არ მაქვს პრეტენზია რელიგიური დოქტრინების ზედმიწევნით ცოდნაზე. მაგრამ შემიძლია დარწმუნებიტ ვთქვა რომ ქართველი ‘ნეოლიბერალი წმინდანები’ (ქრიოსტოფერ გარსესს რომ დავესესხოთ გამოთქმაში) აშკარად ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ ხშირად. ორი აზრი არ არის რომ არც ერთი ორგანიზაცია უშეცდომო არ არის და ზოგიერთი ადამიანი მართლმადიდებლობის სახელითაც უამრავ სისულელეს ამბობს. დიახ, სიბნელე საქართველოშიაც არსებობს. მაგრამ, ყველაფერი შედარებითია და როდესაც პუბლიცისტები და სოციალური მეცნიერები დღევანდელი დასავლური ფუნდამენტალიზმის პრობლემებს საერთოდ არ ეხებიან და ცდილობენ მათზე საერთოდ არ ისაუბრონ და ამის ხარჯზე ილია მეორე გამოყვანონ რეაქციონერად, ეს აშკარა ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტია. მხოლოდ ოპუს დეისთან და თანამედროვე პროტესტანტ ფუნდამენტალისტებთან შედარება, რომლებიც პირდაპირ ამართლებენ ძალადობას და სიღატაკეს ნეოლიბერალი წმინდანებისათვის აშკარად წამგებიანი იქნება და აქედან გამომდინარე ეს ადამიანები ამ საკითხებს საერთოდ არ ეხებიან. ქართული ფუნდამენტალიზმის მსოფლიო ფუნდამენტალიზმის კონტექსტიდან საერთოდ ამოღება და მისი იზოლირებულად განხილვა ნამდვილად არამეცნიერული და არაობიექტური მეთოდია. შედარებითი მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი მეთოდია დღევანდელ სოციალურ მეცნიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. მე რეალურად ვსაუბრობ დღევანდელ დღეზე – მაშინ როდესაც სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში უამრავი ფუნდამენტალისტური დოქტრინა მოქმედებს, რომელიც ნეოლიბერალიზმის ძალადობას ყოველდღიურად ამართლებს – კარგი იქნება მაგალითებით გვესარგებლა. იგივე ჯერი ფოლუელის და პატრიკ რობერტსონის მაგალითები, სულ ახლო წარსულიდან ამის დამმოწმებელია. როდესაც ამერიკას 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედია დაატყდა თავს, პატრიკ რობერტსონმა იმავე დღეს განაცხადა რომ ეს იყო ღვთაებრივი სასჯელი იმ გარყვნილი ცხოვრებისათვის, რომლითაც ეს ქვეყანა ცხოვრობს. ეს სულ ახლახანს მოხდა. უფრო მეტიც, ახლანდელი კონგრესის არჩევნებში გასული წლის შემოდგომაზე “ჩაის მსმელთა პარტიის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც ტექსასის შტატში კენჭს იყრიდა და ამავ დროს მოძღვარია (როგორც მე ვიცი მართლმადიდებელი სასულიერო პირები ჯერჯერობით კენჭს არ იყრიან) პირდაპირ თქვა, თუ ამ არჩევნებზე რესპუბლიკურამ პარტიამ არ გაიმარჯვა, ჩვენ იარაღი უნდა ავიღოთ ხელში და ღმერთის სახელით ძალადობით დავამხოთ ობამას ადმინისტრაციაო. ეს კაცი არც დაუჭერიათ, არც უცემიათ და არც მოუკლავთ – უფრო მეტიც, მისმა პარტიამ – პროტესტანტი ფინდამენტალისტების მოძრაობამ წარმომადგენელთა პალატის არჩევნები მოიგო. საქართველოში 2007 წლის ნოემბერში ადამიანებს დააბრალეს ძალადობისკენ მოწოდება და ამის გამო დამოუკიდებელი ტელევიზია დაარბიეს და დახურეს, უამრავი ადამიანი სცემეს. ამერიკაში კი ასეთი ფუნდამენტალისტები პირდაპირ აკეთებენ მოწოდებას ხელისუფლების ძალით შეცვლისაკენ და მათ მაინც კანონი იცავს. პატრიარქის ფობიით დაავადებულ ქართველ ნეოლიბერალ კომენტატორებს ის ავიწყდებათ რომ შედარებითი ანალიზი აუცილებელია ნებისმიერი სოციალური მეცნიერების ნაშრომისათვის და ამავე დროს ნებისმიერი მეტნაკლებად ობიექტური პუბლიცისტური შრომისათვის. ქართული ეკლესიის ნაკლოვანებებზე საუბარი ცხადია საჭიროა, ისევე როგორც ყველა სხვა ინსტიტუტისაზე, მაგრამ ამავე დროს სხვა ქრისტიანულ დენომინაციებთან შედარებაც არ იქნებოდა ურიგო. მთავრობის მომხრე ნეოლიბერალ ნეოკონებს აგრეთვე რატომღაც მუდმივად ავიწყდებათ ერთი ფაქტი, რომ ქართული ეკლესიის დოქტრინაში ძალადობა არ არის აყვანილი წმინდა ხარისხში – ანუ ქართული ეკლესიის დოქტრინა არ ცნობს ‘სამართლიანი ომის’ თეორიას, რომელიც ნეტარი ავგუსტინეს და თომა აქვინელის მოძღვრებებზე დაყრდნობით კათოლიკურმა და რიგმა პროტესტანტულმა ეკლესიებმა იდეოლოგიის რანგში აიყვანეს და ჯერ კიდევ მე-11 საუკუნიდან მოყოლებული საკუთარ იმპერიალისტურ და დამყრობლურ ომებს, რომელთა მიზანიც რეალურად ყაჩაღობა და ეკონომიკური დოვლათის მოპოვება იყო, ჯვაროსნული ომების სახით მეტაფიზიკური საწყისი მოუძებნეს. ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი, ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი ვალტერ ბენიამინი ამას ‘ღვთაებრივ ძალადობას’ (Divine Violence) უწოდებს თავის ნაშრომში ‘ძალადობის კრიტიკა’. დიახაც, ბევრი სხვა ქრისტიანული ეკლესიის დოქტრინაში ძალადობა გამართლებულია, რაც აშკარად პოლიტიკური ზეწოლის შედეგია. ადრე ეს ფეოდალური წყობილების მიერ იყო ინსპირირებული – ცხადია კონსტანტინედან დაწყებული და ავსტრო-უნგრეთის იმპერატორით დამთავრებული ყველა იმპერიის მეთაურს მორჩილი რელიგია სჭირდებოდა. სწორედ ამ პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით რელიგიური დოქტრინების ცვლილებები ხდებოდა. ასეთი ცვლილებები რუსეთის ეკლესიაშიც მომხდარა და ბევრ სხვა ქვეყანაშიაც. ქართული ეკლესია პოლიტიკურ დაკვეთებს სხვადასხვა მიზეზის გამო (ალბათ ერთ-ერთი ისაა რომ საბედნიეროდ ძლიერი და ავტორიტარული იმპერია პრაქტიკულად არასდროს გვქონია) ძალიან იშვიათად თუ იღებდა. აქედან გამომდინარე ქართული ეკლესიის დოქტრინაში ‘სამართლიანი ომის’ ცნება, რომელიც პრაქტიკულად ძალადობის გამართლებაა – არ არის. მე ვფიქრობ, ეს სერიოზული საკითხია, რომელსაც იგნორირებას უკეთებენ ნეოლიბერალი საეკლესიო კომენტატორები. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ევროპული ‘ბნელი საუკუნეების’ პერიოდში, სწორედაც რომ რომის ეკლესიის ხელმძღვანელობით მილიონობით ქალი, მეცნიერი, ებრაელი და სხვა სარწმუნოების წარმომადგენელი კოცონზე იქნა დაწვული ერეტოკოსობის ბრალდებით. ასეთი რამ ქართულ ეკლესიაში არ მომხდარა – თუ ვცდები შემისწორეთ. კიდევ ერთი შედარებითი ანალიზი: რუსულმა დერჟავულმა ეკლესიამ ‘მამა სერგის’ ავტორი და კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოზაროვნე ლევ ტოლსტოი შეაჩვენა და მას ექსკომუნიკაცია გაუკეთა – ქართულმა ეკლესიამ კი ‘განდეგილის’ ავტორი (ბევრმა ფუნდამენტალისტმა ეს პოემაც შეიძლება მწვალებლობად მიიჩნიოს) წმინდანად შერაცხა. ზოგი შეიძლება ამ ფაქტსაც უარყოფითად უყურებს და სრული უფლება გააჩნია, მაგრამ ჩემთვის აქ დიდი სხვაობაა. რა თქმა უნდა, მე იმას არ ვამბობ რომ ჩვენ, ქართველები უნაკლონი ვართ და ჩვენს ეკლესიას შეცდომები არ აქვს დაშვებული. რა თქმა უნდა კი – ამისათვის კმარა რომ ახლა ნეოლიბერალ წმინდანად მოვლენილი ბასილ კობახიძის წერილიც წაიკითხოთ, როდესაც იგი პატრიარქის თანაშემწედ მუშაობდა, სადაც ის თვით ინკვიზიციისათვისაც შესაშური ზიზღით ლაპარაკობს სხვა დენომინაციების წევრებზე. ფანატიზმი, რა თქმა უნდა ჩვენს ეკლესიაშიც არის და სიბნელესთან ბრძოლა განათლებით აუცილებელია. მაგრამ, ამას ჩემი გამოცდილებით უეცრად ტრანსფორმირებულ ბასილ კობახიძეზე ან მეორე ნეოლიბერალ რელიგიურ კომენტატორ ნოდარ ლადარიაზე უკეთესად ზოგიერთი ეპისკოპოსი აკეთებს. 2005-06 წლებში მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვების დახმარების პროგრამის ფარგლებში საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა მქონდა ბათუმის მთავარეპისკოპოს დიმიტრი შიოლაშვილთან, სწორედ იმ ადამიანთან რომლის წინააღმდეგაც ასე გამალებით იბრძვიან ნეოლიბერალი კომენტატორები. სწორედ იქ ვნახე, რომ ყოველგვარი პიარისა და რეკლამის გარეშე ბათუმის სამწყსო როგორ ეხმარება ასობით და ათასობით გაჭირვებულ ბავშვს და მათ საკუთარ ხარჯზე სწორედაც რომ სეკულარულ განათლებას აძლევს. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით რომ არ მენახა, შეიძლება არც დამეჯერებინა. საბედნიეროდ ამ ფაქტის შემსწრე მარტო მე არ გახლავართ – ვინც ბათუმში აღმოჩნდება, მისთვის ადვილია ამ ფაქტების გადამოწმება. მაგრამ, დღევანდელი რეჟიმი და მედიის ისტაბლიშმენტი ბასილ კობახიძის გაბრაზებულ წერილებსა თუ ნოდარ ლადარიას პროპაგანდას უსმენს და მას არ აინტერესებს ის, რომ დღეს ქართული ეკლესიის წარმომადგენლები შეიძლება მათზე მეტსაც აკეთებდნენ ბავშვების და ახალგაზრდების მკურნალობის, აღზრდის და სწორედაც რომ სეკულარული განათლების საქმეში. ისიც ფაქტია რომ ბათუმ-სხალთის ეპარქია ბევრ გაჭირვებულს ეხმარება და განკითხვის გარეშე მკურნალობს შიდსით დაავადებულებს. დიახ, ასეთი სწორედაც რომ სეკულარული აქტი მე ბევრი სახელმწიფო მოღვაწისგან არ მინახავს. სწორედ ასეთი განათლების მიცემა არის საჭირო იმისათვის რომ სიბნელე დავამარცხოთ. ის რაც ქართველ ნეოლიბერალ რელიგიურ კომენტატორებს სჭირთ ერთი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს – მათ ობიექტურობას ერთი მნიშვნელოვანი დაავადება აფერხებს – ეს არის პატრიარქოფობია. მინდა მათ ვუთხრა, რომ ეს ისეთივე მძიმე დაავადებაა, როგორც ნებისმიერი სხვა ფობია. ამას ვამბობ როგორც არაეკლესიური ადამიანი, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ბევრ ღირებულებაზე ზემოთ ვაყენებ. თავის დროზე, სწორედ მე გამოვაქვეყნე ჟურნალ ‘დრო მშვიდობისაში’ ლაშა ბუღაძის ‘პირველი რუსი’. ცხადია ამის მერე უსიამოვნო დიალოგები მქონდა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და შეიძლება სხვებზე მეტი პიროვნული მიზეზიც მქონდეს იმისათვის რომ გამოვიდე პატრიარქის ან რომელიმე ეპისკოპოსის წინააღმდეგ. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედაც რომ ლიბერალური ცხოვრების წესით ვცხოვრობდი და ამის გამო სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან მქონია დაპირისპირებები. მაგრამ, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება სწორი იმის თქმა რომ ქართული ეკლესიის ლიდერი ილია მეორე ფუნდამენტალისტია – ეს აბსოლუტური სიცრუეა. პირიქით, მე ვფიქრობ რომ ჩვენ გაგვიმართლა რომ ასეთი ზომიერი ეკლესიის ლიდერი ჰყავს საქართველოს. 1990 წლიდან ამერიკაში ვცხოვრობ და ძალიან ბევრი ფუნდამენტალისტი მყავს ნანახი - გარწმუნებთ საქართველოში ამ მხრივ ბევრად უკეთესი ვითარებაა ვიდრე ბევრ ისეთ ადგილას, სადაც ადგილობრივი ფუნდამენტალისტები მარკ ტვენის “ტომ სოიერის თავგადასავალის” და უოლტ უიტმენის ლექსების აკრძალვას ითხოვენ. მთელ რიგ შტატებში და მთელს რიგ შემთხვევბში ეს მცდელობები წარმატებითაც მთავრდება. ტექსასის შტატის განათლების ბორდი მაგალითად უკვე დიდი ხანია რაც კრეაციონისტული ისტორიის სახელმძღვანელოებს უჭერს მხარს საჯარო განათლების სისტემაში. ასეთი რამ დღეს საქართველოში წარმოუდგენელია. Kკი ბატონო, უამრავი პრობლემა გვაქვს სიბნელის მხრივ, მაგრად ამან ფაქტების დანახვაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს. შედარებითი ანალიზი ყოველთვის სასარგებლო იარაღია ნებისმიერი პუბლიცისტისა თუ სოციალური მეცნიერისათვის. ნეოლიბერალი კომენტატორების ანალიზის დროს იკარგება ობიექტური შეფასების უნარი – ეს წერილები ემსგავსება შეჯიბრს იმაში თუ ვის უფრო ეზიზღება ქართული ეკლესია და მისი პატრიარქი. მე იმედი მაქვს, რომ ეს უბრალოდ ხელისუფლების დაკვეთა არ არის, სადაც მისი შემსრულებლები გამიზნულ პოლიტიკას აწარმოებენ. იმედი მაქვს რომ ამ ცალმხრივობის მიღმა დგას უბრალოდ ინტელექტუალური მოუმწიფებლობა და ემოციური დამოკიდებულება. სწორედ ეს არის რომ მთელს რიგ ჩემს მეგობრებს ობიექტური ანალიზის უნარს უკარგავს. მე არავის მოვუწოდებ რომ რომელიმე ეკლესიაში იაროს – მითუმეტეს რომ მეც არ დავდივარ. არც იმას ვამბობ რომ ბრმად დაცუჯეროთ ნებისმიერ მოძღვარს თუ მოქადაგეს. ჩემი არგუმენტი ერთია – შედარებითი ანალიზის ჭრილში გავატაროთ ნებისმიერი არგუმენტ და ამით განვამტკიცოთ ჩვენი პოზიცია. ვფიქრობ ამით ქართული საზოგადოება მხოლოდ იხეირებს. პატრიარქოფობია კი სიძულვილის ერთ-ერთი ფორმაა და მისგანაც განკურნება ესაჭიროება ჩვენს საზოგადოებას. http://european.ge/?id=146
-
ე.წ ბრბო, მასა, საზოგადოება რაც გინდა ის დაუძახე.. ბრბო + ის ძალა ვისაც შესწევს ავანტიურაზე წასვლა და ხელისუფლების დამხობა.. არაფერი არ არის სამუდამო.. ყველაფერი მთავრდება როდესმე, ეს ხელისუფლება კი ნამდვილად არ არის მუდმივი და მის შემდეგ, მაგარი დაერხევათ ბევრს.. აი თავის დროზე მხედრიონელებს რომ დაერხა, ნახევარზე მეტი რომ დაბრიდეს ან ციხეში ჩასვეს, იგივე ელოდება მათაც..
-
მე იუზერ აზრი-ს კანდიდატურას ვაყენებ.. სერიოზულად ოღონდ.. იფიქრეთ ამაზე!! :nekro: ცოტა ნერვებს კი მოგშლით, მარა ეს არაფერი!!!