-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
რამდენი ფორუმზე დამოკიდებული ხალხია
-
ვინ არის მოდერი ? ღმერთია თუ ჩვეულებრივი მოკვდავი
Nukriko replied to მაკიაველი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ღმერთკაცი -
laci ვინც აკონტროლებს ფინანსურ და პოლიტიკურ რესურსებს საქართველოში..
-
mama მე მტკიცებას არ დაგიწყებ, მხოლოდ რჩევას მოგცემ - წაიკიტხე რეკლამის ფსიქოლოგიაზე წიგნებიმ - ჩემზე უკეთ აგიხსნიან, მანიპულაციის და თავზე მოხვევის რამდენაირი საშუალება არსებობს...
-
კენჭი უყარეს და ნაცმომ ერთხმად დაუჭირეს მხარი კონსტიტუციურ ცვლილებებს . თან წყევლიდნენ ქართოცსს. ახლა კონცერტის გაგრძელებას უნდა ველოდეთ - პარლამენტის დათხოვნას და ახალი მონოლითური პარლამენტის არჩევას. ლოგიკურად ასეა
-
mama ყველანაირი რეკლამა თავს მოხვევაა,, დაიცა, დაიცა, დაიცა - რა შუაშია სამოქალაქო საზოგადოება, ლიბერალიზმი და ჩვენი ტრადიციული საახლობლო-სანათესაო ურთიერთობები ერთმანეთთან? პრიმიტიული კრიტიკააა.... სამოქალაქო საზოგადოება ჩნდება მაშინ, როდესაც არსებობს სახელმწიფო. შენ გაქვს მხოლოდ 20-წლიანი ისტორია, აქედან 90% კრიზისებში და ომებში გაატარე, ამის მიუხედავად სამოქალაქო სექტორი უფრო ძლიერი გაქვს ვიდრე სომხეთსა თუ აზერბაიჯანში. სამოქალაქო სეკტორის განვითარებას დრო სჭირდება - ბავშვი 9 თვე უნდა იყოს მუცელში რომ გაჩნდეს, 2 დღე არ ეყოფა ამ გაგებით, გერმანია არ იყო თავის დროზე ევროპა - რადგან საფრანგეთისნაირი სამოქალაქო საზოგადოება არ ჰქონია მაგარი ლოგიკაა... რაც შეეხება ლიბერალიზმს, რატომ უნდა ვიყოთ ლიბერალები და რატომ არის გაიგივებული ლიბერალიზმი ევოპულობასთან? ევროპაში ძალიან ბევრი მიმდინარეობებია, ლიბერალიზმიც და არალიბერალიზმიც და არც ერთი იდეოლოგია არ ცხადება აბსოლუტურად ჭეშმარიტად. ჩვენთან კი ლიბერალებს უნდათ რომ ლიბერალიზმი აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მონათვლონ. რაც შეეხება საახლობლო-სანათესაოს და სხვა ტრადიციებს, არც იტალიელები არიან ამ საკითხში ნაკლები, არც ბერძნები და სხვა ევროპელები, მაგრამ ეს ხელს არ უშლით ევროპელობაში... ევროპელობას როგორც კულტურულ ასპექტს თუ მიიღებ, ძალიან კარგად გამოჩნდება, რომ ქართული კულტურა ევროპულ კულტურაზეა აგებული და არასდროს არ უცდია მას, რაღაც სხვა გზით წასულიყო, როგორც ეს ბევრმა აზიურმა ქვეყანამ სცადა..
-
ეს თავისით როგორ უნდა მოხდეს, მექანიზმი მაჩვენე? მაგალითად მინდა რომ ტიპებმა ჩაიცვან ჩემი პროდუქციის ტანსაცმელი, ვაკეთებ რეკლამას, პიარს ვუწევ და ხალხი იწყებს ამ მოდის მიღებას. ეს თავსმოხვევაა, მარა მერე რა? შენ საწინააღმდეგოდ ამიკრძალაცვ რეკლამის გაკეთებას? გააჩნია რას გულისხმობ ევროპაში - სამოქალაქო გაგებას? კულტურულ ფასეულობებს? ეკონომიკურ მოდელს? თუ რას გულისხმობ და მერე ყველაფერი თავისით გაირკვევა,,
-
რაც შეეხება ზოგადად თემას, რა მომენტამდე იყავით "მაგრები" საბჭოთა კავშირის ქართული თაობა? ისტორიამ ხო გვანახა, რაც ვიყავით 90-იანებში, თუ მაშინ სხვა თაობა იყოო? ეს თაობათა დაპირისპირება, არის მაგარი სისულელე და არაფრის მომცემი. ჯობია აწმყოზე ვიფიქროთ და რეალური საქმე ვაკეთოთ და მნიშვნელობა არ აქვს რომელი თაობის წარმომადგენელი იქნები.. დასავლური ფასეულობები რატომ მოწონთ ხალხს? იმიტომ რომ გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში ვცხოვრობთ და ეს ფასეულობები თავისით შემოდის. რატომ გვინდა დასავლეთი? იმიტომ რომ კულტურულად ახლოს ვაართ (სურვილიც გვაქვს), რომ დასავლეთის ანწილი ვიყოთ და ეკონომიკურად თვითკმარები არ ვართ, გვჭირდება უცხოეთიდან შემოსული ფული არსებობისთვის. ჩვენი თანამოქალაქეები ძირითადად რუსეთში და ევროპაში არიან მიმოფანტულები და იქიდან გვიგზავნიან ფულს. მე პირადად თვითკმარი სახელმწიფოს მომხრე ვარ, მაგრამ არა ისეთის როგორიც ჩრდ. კორეაა. ანუ არ უნდა ჩავიკეტოთ.. მაგრამ სანამ არ ვართ თვითკმარები და ფული უცხოეთიდან გვჭირდება, იქამდე ანტიდასავლურობა ცოტა ტეხავს.. რეალურ ალტერნატივა ზოგადად ამ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე რუსეთთან მიბმაა. არა იმიტომ რომ სამყარო რუსეთად და დასავლეთად იყოფა, არამედ იმიტომ რომ ქართველები ამ ორ სისტემაში ვართ ინტეგრირებულნი და სხვა შემოსავლის წყაროები არ გაგვაჩნია.. mama ეს კარგი, მარა შემფასებელი ვინ იქნება, შენ? თუ სააკაშვილი? თუ ვინ უდნა იყოს შემფასებელუი, რა არის კარგი და რა არის ცუდი?
-
დეგა ესე თუ არის, ზნაჩით რასაც გეუბნებიან ის განსაზღვრავს იმას, თუ ვინ უნდა იყო შენ... ელიტა გეუბნება, რომ მე ვარ დასავლური ფასეულობების მატარებელი და მაგიტომ მაქვს ბევრი ფული, ვილები და თანამდებობაო შენ საწინააღმდეგოდ ამბობ, რომ მე კონსევრატორი ვარო, არ მიყვარს დასავლეთიო (ანუ ავტომატურად აიგივებ ჩვენს ელიტას დასავლეთთან) და საპასუხოდ იმაზე მეტად ვიქნები კონსერვატორი ვიდრე სინამდვილეში უნდა იყვნენ კონსევატორებიო. უფრო არქაისტული ფორმითო.. აქედან მანიპულაცია ძალიან კარგად ჩანს...შენ ელიტის ზიზღით არ მიიღებ იმ ფასეულობებს რაც დასავლეთიდან მოვიდა - რომელიც პირდაპირ წესით შენ უნდა გემსახურებოდეს და შენ უფლებებს და იკეთებ იქ სადაც ყველაზე ადვილად გმართავს - არქაულ იერაქიულ მოდელში. შენ ნუ გგონია რომ იმ "მამა-პაპურ" ავტორიტეტებიდან, დავერბოვკებული ხალი არავინ არაა. მეტიც სწორედ ესეთი იერარქიულ ავტორიტეტებით მართავს ხალხს სისტემა.. ძალიან იდეალურად ააწყო სისტუაცია, ისე იდეალურად რომ შენ შენი ნებით ამბობ იმ უფლებებზე უარს, რაც შენ გეკუთვნის და რაღაც ჩოხებში, ყანწებში და ა.შ ეძებ გამოსავალს... (შენ როდესაც ვამბობ, პირადად არ გგულისხმობთ - ზოგად კონსერვატორის არქეტიპს ვგულისხმობ)
-
დასავლური ფასეულობები და ტრადიციები (ხშირ შემთხვევაში საბჭოთა კავშირთანაა დაკავშირებული) - კლასთა ბრძოლის ერთ-ერთი მომენტები. ამაზე თემას გავხსნი.. ელიტა გეუბნებათ რომ ის იმიტომ არის წარმატებული რომ არის "დასავლური", ხოლო შენ წარუმატებელი რომ "კონსევრატორი" ხარ.. აქედან გამომდინარეობს კლასთა ბრძოლა - დაბალი კლასები კონსევატიზმში, წარსულში იკეტებიან, ხოლო მაღალი კლასები კი ამ პოზიციაში ძალიან ბედნიერები არიან - ლეგიტიმაციის წყაროდ აქციეს "დასავლეთელობა"
-
ბოზობა ცოტა რბილადაა ნათქვამი.. უფრო სხვა სიტყვა აჯობებდა
-
სამართლიანობის აღდგენა თუ "დემოკრატიული შურისძიება"?
Nukriko replied to mama's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვისაც უფრო კონკრეტულად აინტერესებს თუ რატომ შეუწყდა ავტორიზაცია ბენდუს უნი-ს მაშინ წაიკითხოს მონიტორინგის დასკვნა http://www.scribd.com/doc/129957105/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AF%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91 -
ბოიკოტიც არ ჭირდება, ისედაც არავინ უყურებს
-
სამართლიანობის აღდგენა თუ "დემოკრატიული შურისძიება"?
Nukriko replied to mama's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საბჭოთა კავშირს რომ ებრძვიან და თვითონ საბჭოთა დოქტრინული აზროვნება აქვთ, მიყვარს ეგეთი ტიპები :nekro: :nekro: :nekro: -
სამართლიანობის აღდგენა თუ "დემოკრატიული შურისძიება"?
Nukriko replied to mama's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
სამართლიანობის აღდგენა თუ "დემოკრატიული შურისძიება"?
Nukriko replied to mama's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
აქაც არის 3 მიშისტი და ატერორებენ აქაურობას
-
სამართლიანობის აღდგენა თუ "დემოკრატიული შურისძიება"?
Nukriko replied to mama's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლოგიკაში ძაან მაგარი :facepalm: :facepalm: მე არ მილაპარაკია ავტორიზაციაზე.. ავტორიზაციაზე თუ გაინტერესებს eqe.ge იქნება სრული მიზეზები დადებული რა იყო მიზეზი... მე უბრალოდ არ მესმის, იმ ადამიანის ხელში როგორ უნდა იყოს აგრარული უნივერსიტეტი, რომელსაც სოფლის მეურნეობა საბჭოთა გადმონაშთი ჰგონია -
სამართლიანობის აღდგენა თუ "დემოკრატიული შურისძიება"?
Nukriko replied to mama's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კითხვის ნიშანს თუ ხედავ სადმე? და თუ მაინც და მაინც შეკითხვაზეა საუბარი, იმას უნდა შევეკითხოთ (მოვთხოვოთ) ეს კრიმინალი, ვინც ჩაიდინა (სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ).. თუმცა ტერიტორიების გაჩუქება, არავის მოუთხოვია და უნივერსიტეტს ვინღა ჩივის, მეტიც ზოგიერთი სექტანტი-მიშისტი აღმერთებს კიდეც -
სამართლიანობის აღდგენა თუ "დემოკრატიული შურისძიება"?
Nukriko replied to mama's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აგრარული უნივერსიტეტი თავისი 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტითა და 975 000 კვმ მიწის ნაკვეთით გადაეცა ბენდუქიძეს 4 მილიონ დოლარად, თანაც - 2 წლიანი განვადებით. მაშინ როცა, ამ ქონების მთლიანი ღირებულება 280 მილიონ დოლარს შეადგენს -
სამართლიანობის აღდგენა თუ "დემოკრატიული შურისძიება"?
Nukriko replied to mama's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბოლო დროს რამდენჯერმე მომიწია ჩემს თავზე გამომეცადა თუ რა არის დისკრიმინაცია. ძალიან წინააღმდეგობრივი გრძნობები მეუფლება ამასთან დაკავშირებით: ერთის მხრივ, ჩემი თავი მეცოდება, მეორე მხრივ უნდა მიხაროდეს კიდეც, ვინაიდან ემპირიული რეალობა ადასტურებს იმ თეორიულ შეფასებებს, რომლებსაც აკადემიურ ნაშრომებში ვაკეთებ. თუმცა რა საინტერესოა ეს სოციალური მეცნიერებები: მიზეზ-შედეგობრივი კავშირები რაღაც მომენტში კარგავენ ნიუტონისეულ სწორხაზოვნებას: რომ არ ყოფილიყო ჩემი აკადემიური შეფასებები ასეთი ნეგატიური, ალბათ არც დავიჩაგრებოდი. ვიქნებოდი ერთი დებილი ოპტიმისტი და მექნებოდა მაღალი ხელფასი და მშვიდი ცხოვრება. მაგრამ მინდა თუ არ მინდა, საქართველოს პოსტსაბჭოთა რეალობის მოკრძალებულ ხიბლს პრაქტიკაში ვეუფლები და მიღებულ გამოცდილებას ახლა გიზიარებთ - ვ ნაზიდანიე პოტომკამ, სხვა აბა რა შემიძლია. როგორც ერთხელ დათო ზურაბიშვილმა მითხრა 2003 წელს, როდესაც ვარდების რევულიციის კატასტროფულ შედეგებს ვწინასწარმეტყველებდი: რასაც წერო, მერე წაიკითხავენო როგორც ისტორიის ნაწილსო. ანუ ახლა არ გვცალიაო ფილოსოფიისთვის, ვისაც გვჯერა გაგვატარეო. ხოდა აჰა, გავატარე, რა მექნა, და ახლა ცოტას კიდევ დავამატებ ისტორიისთვის. მოკლედ, ბენდუქიძის უნივერსიტეტში დავაპირე დასაქმება. ყველაზე მხიარულ მკითხველებს ალბათ უკვე ეცინებათ, მაგრამ დაიცადეთ, მერე უკეთესი იქნება. მთლად სიგიჟე არ იყო ამგვარი მცდელობა, ვინაიდან ვიცოდი, რომ იქ სხვადასხვანაირი ხალხი მუშაობს, მათ შორის ბევრი ოპოზიციონერი. ხოდა როდესაც ჯობს.ჯე-ზე ვნახე გამოცხადებული კონკურსი ჩემი სპეციალობით საპროფესორო თანამდებობაზე, გავაგზავნე განაცხადი. პასუხად ის მივიღე რომ უნივერსიტეტი დაინტერესდა და საქართველოში ჩემი დაბრუნების შემდეგ მზად არიან რომ გამესაუბრონ. (ვინც არ იცით, ბენდუქიძის "თავისუფალი" უნივერსიტეტი შეიქმნა რამდენიმე ინსტიტუტის გაერთიანებით, მათ შორის ესმ-ი და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი. საკმაოდ ძვირია იქ სწავლება, და ფულიც ბლომად არის ჩაყრილი, ყოველ შემთხვევაში შენობა ბრწინვალედაა გარემონტებული. ახალი შენობაც შენდება). გასაუბრებაზე დამხვდა "თავისუფალი" უნივერსიტეტის ლამის მთელი აკადემიური საბჭო. უმეტესობა სიმპატიური ინტელიგენი ხალხი, რომლებმაც ყურადღებით მომისმინეს, კარგად მიმიღეს და როგორც შევატყვე, ყველაფერი პოზიტიური გადაწყვეტილებისკენ მიდიოდა, სანამ საკრალური კითხვა დაისმებოდა: მკითხეს, რა პოლიტიკურ იდეოლოგიას იზიარებთო. შეგახსენებთ, რომ მე ვარ პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტი. ამგვარი კითხვის დასმა ჩემზე წითელი ჩვარივით მოქმედებს, ძალიან გავცხარდი. რა თქვენი საქმეა მეთქი ჩემი პოლიტიკური იდეოლოგია, ჩვენ აქ დასაქმების ინტერვიუს ფორმატში ვსაუბრობთ-მეთქი, იდეოლოგიებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. არაო, მპასუხობს კადრების უფროსი, ახალგაზრდა კამსამოლა ტიპი, ეს ჩვენთვის არსებითიაო, ყველანაირი იდეოლოგიებით ვერ მივიღებთ სამსახურში, ვაითუ ვინმე, მაგალითად, ტროცკისტია. ამაზე კიდევ უფრო გავცხარდი. თქვენ თუ იდეოლოგიებს ასწავლით მეთქი, ეს თქვენი პრობლემაა, მე მეცნიერებას ვასწავლი, ამდენად ვერანაირ დათმობაზე ვერ წამოვალ, თქვენთვის გადაწყვიტეთ, ან თანხმდებით იმაზე რომ ჩემი შეხედულებები თქვენ არ გეხებათ, ან ნახვამდის. კარგიო, თქვენი სტატიები გამოგვიგზავნეთო, და ჩვენ თვითონ მივხვდებით, რა იდეოლოგიას ემხრობითო. ამაზე დავშორდით ერთმანეთს. სტატიები, ცხადია, გავუგზავნე, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ იქიდან ვერაფერს ვერ გაიგებდნენ. აკადემიური სტატიის სპეციფიკა ის არის, რომ მკვლევარის შეხედულებები ჩადებულია არა პირდაპირ მტკიცებულებებში, არამედ კვლევით მეთოდიკაში, საკვლევი საგნის არჩევაში, ხოლო დასკვნები ეფუძნება დასაბუთებას, და არა ლაილაის. მოკლედ, იდეოლოგიის განსაზღვრას ისეთივე კვალიფიკაცია სჭირდება როგორც სტატიის დაწერას, ამას გლავლიტიც კი ვერ ახერხებდა ზოგჯერ, არამცთუ უცოდინარი კამსამოლა ტიპი. თუმცა ალბათ სხვა გზებითაც შეეძლოთ ჩემს შესახებ ინფორმაციის მოგროვება. მოკლედ, ერთი კვირის თავზე დამიბარა უკვე ბენდუქიძემ, და ეს საუბარი გუშინ შედგა. ბენდუქიძესთანაც იგივე სცენარი განმეორდა დაახლოებით რაც წინა გასაუბრებზე. როდესაც საქმე შეხედულებებამდე მივიდა, ისევ უარზე დავდექი. ძალიან საბჭოთა სქემებს მიყვებით-მეთქი, მახსენდება, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი რომ ვიყავი, მომატებული სტიპენდია მეკუთვნოდა როგორც ხუთოსანს, მაგრამ ვერ ვღებულობდი, ვინაიდან ამ სტიპენდიის მიღებას კიდევ ლენინური ჩათვლის ჩაბარება უნდოდა, და ვერ ვაბარებდი. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩათვალეთ რომ ჩემი შეხედულებები თქვენსას არ ემთხვევა-თქო, და აქედან ამოვიდეთ. ხოდა ბენდუქიძის პასუხი ის იყო, რომ საბჭოთა მოსახლეობა წლების განმავლობაში მემარცხენე იდეებით იწამლებოდაო, და ახლა ის ვერ დაუშვებს რომ ვინმე, თუნდაც ამერიკელები, სტუდენტებს მემარცხენე იდეებს ასწავლიდეს, ამდენად ნახვამდისო. ამით დამთავრდა. ის მაინც ვუთხარი ბოლოში, რომ სულ არ მიმაჩნია რომ მემარჯვენე-მემარცხენე დაყოფა არის პოსტსაბჭოთა სივრცის მთავარი გამოწვევა, გამოწვევა არის ერთგანზომილებიანობა, რომელშიაც ერთი იდეოლოგია ცხადდება ჭეშმარიტებად. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, რაშიაც ასევე უკვე პირადი გამოცდილებით დავრწმუნდი. რომ ყოფილიყო, კაი ძვირი დაუჯდებოდა ეს ორი გასაუბრება "თავისუფალ" უნივერსიტეტს. განსხვავებული აზრის და შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციისთვის კაი ბლომად ფულს ავწაფავდი. ეხ, რა გავმდიდრდებოდით- ბევრნი, როგორც ვატყობ! დემოკრატია რომ ყოფილიყო, და არა "თავისუფლება", ასევე დავაყენებდი ამ უნივერსიტეტის სახელმწიფო აკრედიტაციის საკითხს. უნივერსიტეტი თეორიულად იძლევა უმაღლესი განათლების დიპლომებს, და არა ცნობას სწორი იდეოლოგიის შესახებ. თუკი სტუდენტებს აბოლებენ და ცალმხრივად ასწავლიან, დიპლომები ვერ უნდა ითვლებოდეს განათლების ექვივალენტად. ანუ ბენდუქიძეს აქვს უფლება ჩამოაყალიბოს სექტა, მაგრამ ამ სექტის გაცემული ცნობა სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს აღიარებული განათლების დიპლომად. აი როგორ იყო საქმე. უნდა გითხრათ, რომ ყველა უნივერსიტეტი თავისებურად უბერავს, სხვა დროს ჯავახიშვილის უნივერსიტეტზე გიამბობთ, სადაც ვითარება ასევე ჷიჟურია, მაგრამ სხვანაირად. ყოველი შემთხვევსითვის, მშობლებო და ახალგაზრდებო, ეს ინფორმაცია მე მგონი გამოსადეგი იქნება იმათთვის, ვისაც ბენდუქიძის უნივერსიტეტთან საქმე აქვს. მე კი ძალიან ვღელავ, უნდა გითხრათ, იმაზე, რომ კიდევ ერთხელ საქართველოში უნივერსიტეტები იქცევა იდეოლოგიურ წნეხად და არა განათლების მიმცემ ორგანიზაციებად. მარინა მუსხელიშვილი http://www.facebook.com/notes/marina-muskhelishvili/%E1%83%90%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1/10150218631495285 -
ი.ლატინინა: მკვდარ ჩავესზე და ნიგერიაზე
Nukriko replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
კაპიტალისტურ ეპოქამ ეს არჩევანი სამომხარებლო ბაზრამდე დაიყვანა. აქ უკვე არჩევანიც კი, აღარაა არჩევანი.. მაქსიმალური დესტრუქციას თუ შეუძლია ამ არჩევნის და მითუმეტეს თავისუფლების ჩვენება.. ადამიანი უკვე ადამიანი აღარ არის, ის ურალოდ პროდუქტია - კულტურული, სამომხარებლო პროდუქტი. როგორ უნდა დააღწიოს თავი ამას? უნდა გავიდეს კულტურიდან..
-
-
ი.ლატინინა: მკვდარ ჩავესზე და ნიგერიაზე
Nukriko replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლატინინა მაგარი "ექსპერტია" http://sphotos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash3/181044_10151252395101735_1254050362_n.jpg