Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. http://www.youtube.com/watch?src_vid=nGugj1ym594&annotation_id=annotation_668217&feature=iv&v=1qq6onsqENc&noredirect=1
  2. georgekh13 კი მაგრამ მე რა შუაში ვარ??? მე გითხარი, თუ გინდა რომ შენ აზრზე გადმომიყვანო, საჭიროა ჩემზე მეტი ცოდნა და ის რომ მე გაღიარო ავტორიტეტად, შესაბამისად ეს არ მოხდება (იმიტომ რომ ჩვენი ცოდნა პოლიტიკაზე, იდეოლოგიაზე და ა.შ მე გჯობივარ და შესაბამისად ავტორიტეტი ვერ იქნები)... ეხლა შესაბამისად ის შენი ჩანაფიქრი, წინასწარ განწირულია...
  3. georgekh13 ალბათ პირველი შენ უნდა იფიქრო საკუთარი თავის გამოსწორებაზე, რომ სხვებზე დაიწყო ფიქრი მეტიც ეს გამოსწორების იდეა სისულელეა, შენ არ გაქვს ამ სფეროში (ვგულისხმობ პოლიტიკას, იდეოლოგიას და ა.შ) იმდენი ცოდნა, რომ მე "გამომასწორო".. "გამოსწორება" შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მოწინააღმდეგე შენს ავტორიტეტს (კონკრეტულ სფეროში) აღიარებს, რაც ჩვენ შემთხვევაში არაა.. ამიტომ გირჩევ, რომ ხელი აიღო ამ საქმისგან... გადააგდე ეს "მესიის" კომპლექსები..
  4. შენ ყველა ქართველებისა და რუსებისნაირი ნუ გგონია
  5. ძალიან მრავლისმეტყველი განცხადებაა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსის მხრიდან. ბასი უკვე დიდ ხანია გაღიაზიანებული და შეშფოთებულია და ეს ნაციონალური მოძრაობისთვის ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდია. თუმცა ცდილობენ საქმე სხვაგვარად წარმოაჩინონ.
  6. უფრო მეტ ნიკს თუ შექმნი და დაეთანხმები საკუთარ თავს, უფრო დამაჯერებელი იქნება
  7. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სტრატეგიაა აქ შეგიძლია რუსეთს ომი გამოუცხადო და აიძულო საქართველო დამოუკიდებელ ქვეყანად გამოაცხადოს, მერე კი დაასეივო და იმ სეივიდან საქართველო აირჩიო..
  8. 2.3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების, სიწმინდეების - წმინდანების, საკულტო ნივთების, ღონისძიებების, ღვთისმსახურების და მოძღვრების ან მათი მიმდევრების გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მეტსახელების შერქმევა, ცილისწამება. აგრეთვე ისეთი მტკიცებულებითი განცხადებები, რომლებიც შეურაცხყოფენ რომელიმე კონფესიის მიმდევრების რწმენას; Saturn იოანე დამასკელი არის წმინდანი - მაგრამ ჩემთვის თეოლოგია, საკმაოდ ჭკვიანი თავის დროისთვის (ქრისტიანობაში ანტიკური ფილოსოფიის შემტანთა ერთ-ერთი წარმომადგენელი) - ხოლო წმინდანის შეურაცხყოფა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის თუ არა?
  9. თავიდან მეც ფარსი მეგონა, მარა მერე დავფიქრდი და ესეთი დასკვნა გამოვიტანე (რადგან მიშა მართლა აღელვდა), რომ იქნებ იგრძნეს ვაზელინებმა ხელისუფლების ცვლილების სუნი და გააქტიურდნენ თავის ბატონის (მიშას) წინააღმდეგ... ამას ისიც ემატება, რომ უკვე დასავლეთში გააქტიურდნენ ისეთი ინტერვიუებით, რომ მიშა შეუცვლელი არ არის ამერიკისთვის... აშკარად ცვლილებებისთვის ემზადება პოლიტიკური სპექტრი, თან არამგონია რომ ეს "ბეზპრეძელი" რაც იმ საცოდავ ადამიანს დამართეს, (პოლიციიდან რომ გადმოაგდეს), და ამის შემდეგ ესეთ ზეწოლას ახორციელებენ ოჯახზე ყველას თვალ წინ, მგონია რომ ამ თამაშის ერთ-ერთი ნაწილია - ანუ ამზადებენ საფუძველს მიშას შესაცვლელად. (მე არ ვამბობ რომ ის კაცი ვინმეს დავალებით მოკლეს, მაგრამ მგონია რომ რაც იმ კაცის გარდაცვალების შემდეგ ხდება ეს ყველაფერს ვიღაც სპეციალურად აკეთებს, ისე რომ შემსრულებლები ვერ ხვდებიან რა ხდება) ამზადებენ წინაპირობას მიშას შესაცვლელად...
  10. აზრი როგორც ვატყობ ზრდილობის პრობლემები გაგაჩნია. ამის გარდა აშკარად სხვა რელიგიის რწმენა-წარმოდგენები ძალიან გაწუხებს, როგორც ჩანს სამებასთან მებრძოლო! რაც შეეხება სამებას წმინდა იოანე დამასკელი ღვთის სიტყვისა და ძის შესახებ: ამრიგად, ეს ერთი და მხოლო ღმერთი უსიტყვო არ არის. აქვს მას სიტყვა, მაგრამ არა უგვამოვნო, არც არსებობაში დაწყებული, არც დასრულებადი, რადგან არ იყო (ჟამი), როდესაც არ იყო ღვთის სიტყვა. მარადეამს აქვს ღმერთს თავისი სიტყვა, მისგან შობილი, თუმცა არა ჩვენეული სიტყვისებრ უგვამოვნო და ჰაერში გაბნევადი, არამედ გვამოვნებითი, ცოცხალი, სრული. არათუ მის გარეთ გამავალი, არამედ მარადჟამს მასში არსებული. რადგან, სად იქნებოდა იგი, მის გარეთ მყოფი? ჩვენი ბუნება წარმავალია და ადვილად დაშლადი. ამიტომ, ჩვენი სიტყვაც უგვამოვნოა. მაგრამ ღმერთი მარადმყოფია და სრული, რის გამოც აქვს მას თავისი სატყვა, - სრული და გვამოვნებითი, მარადმყოფი და ცოცხალი ანუ ყოველივე იმის მქონე, რაც მშობელს აქვს. ამასთან, როგორც ჩვენეული სიტყვა გამოდის გონებისგან და არც მთლად უიგივდება გონებას, არც ყოვლითურთ სხვაა, რადგან არის რა გონებისგან, სხვა არის მისგან, მაგრამ, ამასთან, არის რა იმავე გონების საჩინომყოფელი, მისგან ყოვლითურთ განსხვავებული როდია, არამედ ბუნებით ერთია მასთან, მაგრამ მდგომარეობით სხვა არის მისგან, - მსგავსადვე, ღვთის სიტყვაც თავისეული გვამოვნებითობით განეყოფა მას, ვისგანაც გვამოვნება აქვს, მაგრამ რადგანაც თავის თავში ავლენს იგი ყველაფერს იმას, რაც ღვთის შესახებ განიჭვრიტება, ამიტომ ბუნებით იგივეა მასთან. ასე რომ, როგორც მამის მიმართ განიჭვრიტება ყველაფერში სისრულე, ამგვარადვე განიჭვრიტება ეს სისრულე მისგან შობილი სიტყვის მიმართაც. წმინდა იოანე დამასკელი სულიწმინდის შესახებ: საჭიროა, რომ სიტყვას სულიც ჰქონდეს. თვით ჩვენეული სიტყვაც არ არის უნაწილო სულისა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სული (სუნთქვა) უცხოა ჩვენი არსებისგან, რადგან ჰაერის მოზიდვა და ამოშვებაა იგი, შევისუნთქავთ რა და ამოვისუნთქავთ სხეულის საარსებოდ, რაც წარმოთქმის დროს სიტყვის ხმა ხდება და თავის თავში ავლენს სიტყვის ძალას. რაც შეეხება საღვთო ბუნებას, მარტივსა და შეუდგენელს, კეთილმსახურებითად უნდა ვაღიარებდეთ, რომ არსებობს ღვთის სული, რადგან სიტყვა ღვთისა ჩვენეულ სიტყვაზე უფრო ნაკლულოვანი არ შეიძლება იყოს. ამასთან, უღვთოება იქნებოდა იმგვარი ფიქრი, რომ ეს სული უცხო რამ არის ღვთისგან და გარედან არის შესული მასში, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაშია, რომლებიც შედგენილნი ვართ. ისევე, როგორც ღვთის სიტყვის გაგონებისას წარმოვიდგენთ არა უგვამოვნო სიტყვას, არცთუ სწავლის გზით შეთვისებულს ანდა ხმით წარმოთქმულს, ან კიდევ ჰაერში განბევადსა და დაშლადს, არამედ არსობრივად გვამოვანს, ამრჩეველს, მოქმედს და ყოვლადძლიერს, ასევე, განვისწავლებით რა, რომ ღვთის სული თანამავალია სიტყვისა და მისი მოქმედების ცხადმყოფელი, უგვამოვნო სუნთქვად როდი აღვიქვამთ მას, რადგან მართლაც უბადრუკობამდე დამდაბლდებოდა საღვთო ბუნების სიდიადე, თუ ჩვენეული სულის მსგავსად იქნებოდა გააზრებული მასში არსებული სულიც, არამედ არის იგი არსობრივი ძალა, თვით თავისთავად საკუთარ გვამოვნებაში განჭვრეტილი, მამისგან გამომავალი, სიტყვაში დავანებული და მისი გამაცხადებელი, რომელსაც არც ღვთისგან განშორება შეუძლია, არის რა მასში, და - არც სიტყვისგან, თანამავალია რა მისი; არცთუ უმყოფობად განქარვებადია იგი, არამედ, სიტყვის მსგავსად, გვამოვნებითად მყოფია, ცოცხალია, ამრჩეველია, თვითმოძრავია, მოქმედია, ყოვლითურთ სიკეთის მნებებელია და თავის ყოველ განზრახულობაში განზრახვის თანადროული ძალის მქონეა, არ კი აქვს რა მას არც დასაბამი, არც დასასრული, რადგან არასოდეს დაპკლებია მამას სიტყვა, არცთუ სიტყვას - სული. ამგვარად, ერთი მხრივ, ბუნებითი ერთობის გამო ელინთა მრავალღმერთიანობის საცთური უჩინარდება, ხოლო მეორე მხრივ, სიტყვის და სულის აღიარებით იუდეველთა მოძღვრება ისპობა, თუმცა ამ ორივე მწვალებლობისგან ნარჩუნდება ის, რაც სასარგებლოა. იუდეველური თვალსაზრისისგან - ბუნების ერთობა, ელინიზმისგან კი - მარტოდენ გვამოვნებათა მიხედვით განყოფა. თუ შეგვეპაექრება იუდეველი სიტყვისა და სულის აღიარების გამო, საღვთო წერილის მიერ უნდა ვამხილოთ იგი და დავადუმოთ, რადგან, ერთი მხრივ, სიტყვის შესახებ საღვთო დავითი ამბობსა: „უკუნისამდე, უფალო, ჰგიეს შენი სიტყვა ცაში“ (ფს. 118,89); კიდევ: „მოავლინა თავისი სიტყვა და განკურნა ისინი“ (ფს. 106,20), ხოლო წარმოთქმადი სიტყვა არც მოივლინება, არც უკუნისამდე ჰგიეს იგი; მეორე მხრივ, სულის შესახებ იგივე დავითი ამბობს, გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან“ (ფს103,30), კიდევ: „უფლის სიტყვით ცანი დამყარდნენ და მისი პირის სულით - ყოველი ძალა მათი“ (ფს. 32,4); ასევე, იობი ამბობს: „საღვთო სული - შემქმნელი ჩემი, ხოლო მობერვა ყოვლისმპყრობლისა - შემამტკიცებელი ჩემი“ (იობ. 33,4). ამგვარი სული, - მოვლენილი, შემქმნელი, დამამყარებელი და შემამტკიცებელი, - არ არის განქარვებადი ორთქლი, ისევე როგორც არც ღვთის პირია სხეულებრივი ნაწილი, რადგან ორივე მათგანი ღვთისმშვენად უნდა გავიაზროთ
  11. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; მათე 28:19
  12. ვაზელინა და დიქტატორა... ოჰ,ოჰ,ოჰ.ოჰ რა დებატებია, რა პოლიტიკური ბრძოლაა - დემოკრატია ყვავის...
  13. რა უნდა ვთქვა - ჩვეულებრივი ნაძირლები არიან, ამის ჩამდენები...
  14. პრეზიდენტ კარტერის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების დარგში, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ გაზეთ «კომსომოლსკაია პრავდას» ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. სულ ახლახან ნიუ იორკში ბჟეზინსკის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში სახელწოდებით «სტრატეგიული ხედვა: ამერიკა და გლობალური ძლიერების კრიზისი» ზბიგნევ ბჟეზინსკი იმაზე წერს, რაც მას თანამედროვე მსოფლიოში აშფოთებს. – თქვენს წიგნში აპოკალიფსურ სურათს ხატავთ, რომლის მიხედვითაც ამერიკა ეკონომიკურ ვარდნასთან ერთად პოლიტიკურ უძლურებასა და სტრატეგიულ იზოლაციაშია, მაშინ, როცა ჩინეთი ისტორიულ ნახტომს აკეთებს. – მართლაც, თუ ამერიკა განაგრძობს დაქვეითებას საშინაო პოლიტიკაში და გაუაზრებელ საგარეო პოლიტიკას მიჰყვება, მისი დაისი გარდაუვალია. თუმცა საბოლოო ჯამში მოგებული ჩინეთი როდი აღმოჩნდება. გაიმარჯვებს ქაოსი. ჩემი აზრით, უახლოესი 20 წლის განმავლობაში მსოფლიო არენაზე ვერ გამოჩნდება ზესახელმწიფო, რომელიც უკანასკნელი წლების ამერიკას შეედრება, ვინაიდან მსოფლიოში დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. სიმძლავრე, ძალა, გავლენა გარდაუვალად ინაცვლებს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. საჭიროა გონივრული კომპრომისის მიღწევა. თუ ამას ვერ შევძლებთ, მსოფლიო ქაოსი გველის, რომლის იქით შეიძლება საკაცობრიო ცივილიზაციის დასასრულიც იყოს. – მაინც რატომ კარგავს ასე სწრაფად მსოფლიოში მიმზიდველობას ამერიკა? იქნებ იმიტომ, რომ ამერიკამ საკუთარ თავზე «მსოფლიო ჟანდარმის» ფუნქცია აიღო? – იმას ვერ ვიტყვით, რომ ამერიკა სრულიად არაპოპულარულია მსოფლიოში, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩვენ შემოგვეხარჯა უნიკალური კრედიტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამ მოგვანიჭა. არადა, 90-იანი წლების დასაწყისში ხომ თითქმის ყველა პოლიტოლოგი ერთხმად ამბობდა, რომ მსოფლიოში ამერიკის უდავო დომინირება იწყება. ჩვენ გვქონდა საშუალება, დაგვეწყო მსოფლიოს გარდაქმნა, მაგრამ შედეგად კიდევ უფრო რთული და მშფოთვარე ვითარება მივიღეთ, ვიდრე მანამდე. – მიზეზი რა არის? – ჯერ ერთი, მხედველობაში უნდა მივიღოთ გლობალური პოლიტიკური გამოღვიძების ფენომენი. მანამდე არასოდეს ასე ღიად ხალხებს არ გამოუხატავთ საკუთარი პოლიტიკური თვითშეგნება და პოლიტიკური მისწრაფებები. ამან მსოფლიო რთულად სამართავი გახადა. მეორეც, დასავლეთის დომინირების ფენომენმა არსებობა შეწყვიტა. ყველაფერი ხომ შუა საუკუნეებში, ესპანეთის, როგორც მსოფლიო იმპერიის აღმავლობით დაიწყო, რომელიც საფრანგეთმა შეცვალა, მას ბრიტანეთი მოჰყვა და ბოლოს და ბოლოს, არენაზე ჩვენ, ამერიკელები გამოვჩნდით, თუმცა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მეტად სამწუხარო მოვლენები მოხდა. პირველ რიგში, ამერიკამ საკუთარ შიდასახელმწიფოებრივ განვითარებას არ მიაქცია სათანადო ყურადღება. ჩვენ დავუშვით, რომ ჩვენს საზოგადოებაში სოციალური უთანასწორობა გაღრმავებულიყო. თუ 1990 წელს საწარმოთა დირექტორების ხელფასები 70-ჯერ მეტი იყო საშუალო ამერიკელის ხელფასზე, ახლა ეს განსხვავება 325-ჯერაა გაზრდილი. ამით საზოგადოებაში სამართლიანობა გაითელა, ეს კი სტაბილური სახელმწიფოს ფუნდამენტია. ჩვენ ისეთი ფინანსური სისტემა განვავითარეთ, როდესაც უზარმაზარი ტრანზაქციები სრულიად უკონტროლოდ ხორციელდება მთელ მსოფლიოში, რასაც წარმოუდგენელ სპეკულაციებამდე და ერთეულების უზომო გამდიდრებამდე მივყავართ. ჩვენ მივუშვით ინფრასტრუქტურა: ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, განათლება, ჯანდაცვა, რადგან მათში ინვესტირებას არ ვახდენთ. ჩვენ ომებს ვაწარმოებთ, ოღონდ საკუთარი ბიუჯეტიდან კი არ ვაფინანსებთ, არამედ გაუთავებელ სესხებს ვიღებთ, რამაც გადახდისუუნარო მოვალედ გვაქცია. შიდა სირთულეები საგარეოპოლიტიკურ პრობლემებთან ურთიერთქმედებს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩვენ ზომიერების გრძნობა და მორიდება დავკარგეთ. ჩვენი წინა პრეზიდენტი (მხედველობაში ჰყავს ჯორჯ ბუშ-უმცროსი) ცდილობდა, თავი ემართლებინა ფრაზით: «ღმერთმა აირჩია ამერიკა მთელი მსოფლიოს ბელადად»! გაითვალისწინეთ, რომ ეს მსოფლიო ბევრად უფრო რთული გახდა. – თქვენი თანამემამულეებისგან გვსმენია, რომ გამოთქმა «ამერიკული ოცნება» ცარიელ სიტყვებად იქცა. – ამერიკა ყოველთვის იყო შესაძლებლობათა ქვეყანა და ყველა თაობას ჰქონდა იმედი, რომ მამების თაობაზე უკეთესად იცხოვრებდა, მაგრამ სულ ახლახან ეს პროცესი დამუხრუჭდა. დღეს, მაგალითად, საშუალო ევროპელს მეტი შანსი აქვს, წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებასა და კარიერაში, ვიდრე ამერიკელს. – ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ამერიკის საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემაზე გადადის: სწავლა ფასიანი ხდება, მცირდება სავალდებულო საგნების სია, უმაღლესში ჩასაბარებლად ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება... – თქვენ ამერიკისთვის მეტად მტკივნეულ თემას შეეხეთ. ძალიან მაწუხებს განათლების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ჩვენ დემოკრატია ვართ, რომელიც რთულ სამყაროში გადარჩენას ლამობს გონივრული საგარეო პოლიტიკის განხორციელებით. მაგრამ ეს იმ პირობით არის შესაძლებელი, თუ ქვეყნის მოსახლეობა გონიერი და ჯანსაღად მოაზროვნეა. სხვაგვარად ჩვენ წინაშე მდგომ ამოცანებს ვერ გადავჭრით. უნდა ვაღიარო, რომ ამერიკელი ხალხი უვიცია. მას არავითარი წარმოდგენა არა აქვს გარე სამყაროზე. ჩვენს სახელმწიფო სკოლებში არ არის საგანი «მსოფლიო ისტორია». ჩვენ ბავშვებს ამერიკის პატრიოტულ ისტორიას ვასწავლით, სინამდვილეში კი ეს შელამაზებული «საშობაო» ისტორიაა, რომელიც შორს არის წარსულის რთული და წინააღმდეგობრივი რეალიებისგან. მაგალითად ავიღოთ, თუნდაც დამოკიდებულება ამერიკის მკვიდრ მოსახლეობასთან – ინდიელებთან. როგორი საწყენიც უნდა იყოს, უნდა ვაღიაროთ, რომ პირველი ეთნიკური წმენდები «კანონის სახელით» სწორედ ამერიკულ მიწაზე მოხდა! ათასობით ინდიელი აყარეს საკუთარი მიწებიდან პრეზიდენტ ჯეკსონის დროს... გეოგრაფია ავიღოთ. ჩვენ მას არ ვასწავლით! ამერიკული კოლეჯების ახლანდელი აბიტურიენტების 52%-ს არ შეუძლია რუკაზე გაჩვენოთ, სად მდებარეობს ნიუ იორკი. 2003-2010 წლებში უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელთა 70%-ს რუკაზე ერაყის პოვნა არ შეეძლო, ეს კი ის ქვეყანაა, რომელშიც ვომობდით! ერთხელ მომავალ სტუდენტებს შესთავაზეს რუკაზე ცისფრად დატანილი ტერიტორიის იდენტიფიცირება. მათგან 30% ვერ მიხვდა, რომ ეს წყნარი ოკეანე იყო! თქვენ გეღიმებათ, მაგრამ ეს სულაც არ არის სასაცილო. აქედან მოდის ამერიკელების დიდი ნაწილის მეტისმეტად მსუბუქი დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკის საკითხებისადმი. თანაც, როგორი სახით სთავაზობენ საერთაშორისო პრობლემატიკას საჯარო დისკუსიებში? ზედაპირულად, შავ-თეთრ ტონებში, დემაგოგიის პრევალირებით. – მოძრაობას «დაიკავე უოლ სტრიტი» როგორ შეაფასებთ? – ემოციურ დონეზე მათ მიმართ სიმპატიები მაქვს. ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ეს მოძრაობა ობიექტური შედეგია თანამედროვე საზოგადოებაში პოლიტიკური და სოციალური იდეების პოლარიზაციისა, სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების შეჯახებისა. შესაძლოა, ეს ჩინებული სიგნალია, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეისმინოს... მაგრამ საკითხავია: რა საჭიროა საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება სიცივეში კარვებში ღამისთევით? თანაც, მათი გამოსვლები უმართავ სოციალურ კონფლიქტში გადაზრდის საფრთხეს შეიცავს. და ის, რაც გასული წლის აგვისტოში ლონდონში მოხდა, – მასობრივი უწესრიგობა, დარბევები, მაროდიორობა, რასაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა, თვალნათლივ აჩვენებს უპასუხისმგებლობას და უკონტროლო სისასტიკეს, რომელშიც მშვიდობიანი პროტესტი შეიძლება გადაიზარდოს. და მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკულმა დემოკრატიამ უნდა ნახოს საკუთარ თავში ძალა, რათა არ გამოიყენოს რეპრესიული ზომები ამ მოძრაობის მონაწილეთა მიმართ. – 2007 წელს თქვენ მხარი დაუჭირეთ ბარაკ ობამას წამოყენებას პრეზიდენტის პოსტზე. ამბობენ, რომ თქვენ ახლა მისი საიდუმლო მრჩეველი ხართ საგარეო პოლიტიკის საკითხებში. – ეს ასე არ არის. მე დროდადრო საშუალება მაქვს, ამა თუ იმ პრობლემაზე ჩემი შეხედულება გავაცნო, მაგრამ, თუ ეს ყოველდღიურად, რეგულარულად არ ხდება, თუ არ არის კამათი მოწინააღმდეგეებთან, რომლებიც ასევე ცდილობენ პრეზიდენტზე ზეგავლენას, თქვენ სრულად ვერ აკონტროლებთ სიტუაციას. თუმცა ობამა ჭკვიანი კაცია და მშვენივრად ერკვევა, რა რას ნიშნავს. – როგორია, თქვენი აზრით, იმის შესაძლებლობა, რომ ამერიკამ უახლოეს ხანებში ირანის წინააღმდეგ ომი წამოიწყოს? – ირანი სერიოზული პრობლემაა, რომლის გადასაწყვეტად ბრძნული მიდგომაა საჭირო. უბრალოდ, ომში ჩათრევა არაგონივრულია, განსაკუთრებით, ავღანეთში ათწლიანი სამხედრო მოქმედებების გამოცდილების მიღების შემდეგ, მით უმეტეს, რომ ამგვარი ომის შედეგების განჭვრეტა რთულია. დღევანდელი ომები ამერიკას არცთუ იაფი უჯდება. ჩვენ მოვახერხეთ ნაცისტურ გერმანიაზე და მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვება ოთხი წლის შემდეგ, საბჭოთა არმიასთან ერთად, რა თქმა უნდა... თალიბანთან ახლანდელი ომი, უკვე ათი წელია, მიმდინარეობს და სიმართლე რომ ვთქვათ, ბოლო არ უჩანს. რამდენი წელი დასჭირდა ერაყის გაწმენდას? თუმცა იქ ახლაც არ არის სიმშვიდე. – როგორ აფასებთ სიტუაციას თეირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ? – სიტუაცია გადაულახავი არ არის და შეკავებას ექვემდებარება. 40 წლის განმავლობაში, «ცივი ომის» დროს ჩვენ საბჭოთა კავშირთან ბირთვული შეკავების პოლიტიკას ვატარებდით, ვაკავებდით ჩინეთსაც «უკანასკნელი არგუმენტის» გამოყენებისგან. არ მინდა დაწვრილებით დაკონკრეტება, მაგრამ მე მევალებოდა აშშ-ის პრეზიდენტის პასუხის კოორდინირება ჩვენ წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ერთხელ თანაშემწემ, რომელსაც გენერლის ჩინი ჰქონდა, გამაღვიძა და მითხრა, რომ ბირთვული შეტევა დაიწყო. უნდა გამოგიტყდეთ, რომ თავიდან გონს მოსვლა და ყურადღების მოკრეფა გამიჭირდა. ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფებოდა, 20 წუთში დაიღუპებოდა. მთელი ჩემი გონება ამ ფაქტის გაცნობიერებისკენ იყო მიმართული. შემდეგ კი სიმშვიდის საოცარი გრძნობა მოვიდა: მორჩა, ეს დასასრულია ყველასთვის და, საითაც ჩვენ მივემართებით, ჩვენი მტერიც იქ აღმოჩნდება... საბედნიეროდ, ეს ცრუ განგაში აღმოჩნდა. დღეს ამერიკა ახერხებს ირანის ბირთვული ამბიციების შეკავებას იმის მუქარით, რომ პარალიზების ძალის მქონე პასუხი იქნება. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ საკუთარ თავზე ავიღებთ საჯარო ვალდებულებას, როგორიც ევროპაში ნატოს მოკავშირეების დასაცავად ავიღეთ, მაშინ ნებისმიერი მუქარა ირანის მხრიდან (მის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებისა და ახლო აღმოსავლეთში _ ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების მიმართ მისი შემდგომი გამოყენების შემთხვევაში) აშშ-ის მიერ განხილული იქნება როგორც შეტევა თავად აშშ-ზე. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ბირთვული იარაღის პოტენციური ფლობა წონადი მიზეზია, რის გამოც ამერიკა წინდახედული უნდა იყოს, სანამ ამ რეგიონში ომს წამოიწყებს. ამგვარ ომებს გამარჯვებული არა ჰყავს. არ ღირს ილუზიების ტყვეობაში ყოფნა. – თქვენ ამერიკელი პოლიტოლოგი ხართ, რომლის სპეციალიზაცია, უკვე ექვსი ათეული წელია, რუსეთია. როგორ ხედავთ მის აწმყოსა და მომავალს? – ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი დემოკრატიისკენ მიდის. შეუძლებელია, არ აღინიშნოს თქვენთან სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების დაწყება. ოპოზიცია საკუთარ თავს ინტერნაციონალურ საშუალო კლასს აკუთვნებს, რომელიც ფინანსურად საკმარისად დამოუკიდებელია, რათა საზღვარგარეთ იაროს და იქ განათლება მიიღოს. იგი გრძნობს საკუთარ ნათესაობას ევროპულ კულტურასთან და თავს დასავლეთის ნაწილად მიიჩნევს. ამერიკის ამოცანაა, დაეხმაროს მათ ამაში. არ შეიძლება პარალელისთვის უკრაინა არ გაიხსენო. იქაც მსგავსი პროცესები მიმდინარეობს. მართებული იქნება, თუკი უკრაინა, რომელიც დასავლეთისკენ მიილტვის და ამავე დროს ახლოსაა რუსეთთან, მისი ანტაგონისტი კი არ გახდება, არამედ მასაც იმავე მიმართულებით წაიყვანს. თუ ამერიკა საკმარის სიბრძნეს გამოიჩენს, მაშინ შემდგომი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიო მნიშვნელოვან ცვლილებებს დაინახავს დედამიწის ამ ნაწილში. მათი შედარება გასული საუკუნის 90-იან წლებთან იქნება შესაძლებელი, როცა სრულიად მოულოდნელად შობის დამდეგს საბჭოთა კავშირი დაინგრა. http://www.presage.tv/?m=digest&AID=10208
  15. მეც არ მომწონს ცვლილებები, მართალია ეხლა უფრო თანამედროვედ გამოიყურება, მარა ვერ ვეჩვევი...
  16. Siknadmo კარგად რომ დააკვირდე ათეისტის და თეისტის დისპუტი მაგარი არასაგნობრივია და ვერაფერზეც ვერ იდისპუტებენ... არასაგნობრივი ხდება ყველანაირი ესეთი დისპუტი.. ერთადერთი საგნობრივი დისპუტი ამ შემთხვევაში, თანაცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების შექმნაზე კამათია...
  17. ძუკუ გილოცავ დაბადების დღეს. ყოველივე საუკეთესოს გისრუვებ... ჯამრთელობა, ბედნიერებას და სიხარულს გისურვებ, შენს ოჯახთან ერთად!!!
  18. http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=axddr8Hv_r4 ეს რეპორტაჟი ჯობია
  19. უცხო_პლანეტელი ურთიერთობის ეტიკეტს - რომ მადლიერება უნდა გამოხატო "მადლობით", რომ "გამარჯობა" უნდა უთხრა ადამიანს როცა შეხვდები და ა.შ
  20. უცხო_პლანეტელი და რას მოელი რომ? ეპიკურე უკვე აღარ არის აქტუალური.. მკვდარი თემაა..
×
×
  • შექმენი...