Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. Anima Libera Siknadmo მე მაქვს თეორია, რომელიც აგებულია თანამედროვე საქართველოზე საბჭოთა კავშირში იყო მოქმედების თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ მისი სტრუქტურები, ვერ ახერხებდნენ აზრის თავისუფლების შეზღუდვას როდესაც გაქრა საბჭოთა სისტემა, ადამიანებმა თვითნებურად გახდნენ ისეთი ადამიანები, რომელსაც მამარდაშვილი ჰომო-სოვეტიკოს უწოდებდა.. ანუ ადამიანები თავისუფლების პირობებში, თვითნებურად გახდნენ კომკავშირლები, პარტიულები და ა.შ ამის ნათელი გამოვლინება არის ნაციონალური მოძრაობა და მისი ოპოზიცია, თვითმართველობები და ა.შ ეს არ არის საბჭოთა მემკვიდრეობა, ესაა უკვე სხვა რამ, მუტაციაა. ამიტომ ვამბობ, რომ თავისუფლება დაკარგა თავისი სუბსტანცია, რადგან თავისუფლების დაშვებით (აზრის თავისუფლებას ვგულისხმობ), იქმნება ისეთი სისტემა რომელიც გამორიცხავს აზრის თავისუფლებას.. თავისუფლება დღეს გამორიცხავს თავისუფლებას... აი სწორედ აქეთკენ მივედით.. რელიგიას და ათეიზმს რაც შეეხება, ზუსტად იგივე დასკვნამდე მივედი, უკვე აღარანაირი აზრი აღარ აქვს ადამიანი ათეისტია თუ თეისტი - ორივეს თავის შინაარსი დაკარგული აქვს.. ადამიანის თავისუფლებამ გამოიწვია მისი შეზღუდვა.. აი ეს მოვლენები რატომ მოხდა 20-ე და 21-ე საუკუნეში, ეს არ ვიცი. ალბათ თავისებური კულტურის, ტექნოლოგიების, ეკონომიკის და ა.შ უკუშედეგია ეს, მაგრამ ფაქტია რომ თავისუფლების დაშვებით, ჩვენ ვერ ვიღებთ თავისუფლებას...
  2. მე არ მიკითხავს როგორი ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფალი, მე ვიკითხე რა არის თქვენთვის თავისუფლებათქო პირველ რიგში სახელმწიფოსგან რა თავისუფლებას მოითხოვთ?
  3. Siknadmo ადამიანი სუიციდური არსებაა და გმირობა არის მისი სურვილი რომ მის სუიციდურ მიდრეკილებას აზრი შემატოს მერე საიდან მოიტანე რომ კეთილები იყვნენ ეს ჯარისკაცები? იმ რუსმა ეს გააკეთა თავის თავისთვის, იმისთვის რომ კაი ტიპი გამოჩენილიყო პირველ რიგში თავის თავში. თვითშეფასებისთვის
  4. Siknadmo ესეთი რამე ბუნებაში არ არსებობს... სიკეთის კეთება გულისხმობს სხვა ადამიანის დამადლებას და დავალებას, რომ მომავალში ეს სიკეთე უკან უნდა გადაუხადო (სხვა ფორმით)
  5. "More than one in three Americans lived in households that received Medicaid, food stamps or other means-based government assistance in mid-2010, according to a new report." ეს ნიშნავს, რომ ამერული ოჯახების ერთი მესამედი იმდენად ღარიბი იყო, რომ არ შეეძლო თავისი ოჯახის წევრის სამედიცინო ხარჯის დაფარვა ან საჭმლის ყიდვა. http://money.cnn.com/2012/02/07/news/economy/government_assistance/index.htm?iid=HP_LN
  6. მორალის ფილოსოფია მამენტ ძალიან პრიმიტიულად მეჩვენება...
  7. ათეიზმში - მქონდა ეს ეპიკურზე საუბარი მაგრამ..
  8. საკმაოდ პრიმიტიული ათეისტური ხედვაა...
  9. Siknadmo სწორედ ამიტომ გახდებოდა ბერი... მამამისთან დაპირისპირებამ მიიყვანა მის იდეოლოგიურ ღირებულებების წინააღმდეგ გალაშქრებამდე, რასაც ვერ უბედავდა მამას, მამის მისი იდეოლოგიის და მსოფლმხედველობას უბედავდა... სხვანაირი ურთიერთობები რომ ჰქონდა მამა-შვილს ალბათ სულ სხვანაირი იქნებოდა შვილიც... აქედან იქმნებიან ათეისტები და თეისტებიც... მშობლებთან კონფლიქტია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი..
  10. Saturn ხო მარა პოლიტიკური პოზიციები გაქვს, ხომ ესეა? ესე რომ არ იყოს არც დაპოსტავდი.. შესაბამისად არ ხარ ე.წ პოლიტიკისგან შორს მყოფი ადამიანი რადგან უკვე პოზიცია გაქვს, ზნაჩიტ უკვე მხარე ხარ...
  11. Saturn ანუ გარკვეულწილად ემიჯნები პოლიტიკას???
  12. tatka ვირტუალურ "დაცხომებისგან" მუღამს ვერ ვიჭერ...
  13. რა ხოხმაა, მოვკვდი სიცილით!!! ესეგი ფრიდრიხი აშინებს ვიღაცას, ვიღაცა ამით რეკლამას იკეთებს და ორივე იკმაყოფილებს თავის სურვილებს... ერთი იმუქრება და სიამოვნებას იღებს ამსიგან, მეორე კი მოწამეობრივ ტიპად გამოჰყავს თავი და სიამოვნებს ეს... და საბოლოო ჯამში კი ყველაზე დიდი კაიფი ისაა, რომ ხალხი ამ ყველაფერს სერიოზულად უყურებს ვაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა
  14. gendolf ვერ გამოდგება, იმიტომ რომ მატერიალური თვალსაზრისით ეს არავის არ აწყობს..
  15. http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=OXEs3Y7IM9I საქართველოს გამოცდილებას უკვე ბევრი სწავლობს, აი მაგალითად ეს ვიდეო არ წააგავს იმედში გასულ სიუჟეტს???
  16. დემოკრატიისგან რომ ტირანები იბადებიან ეს არაა ახალი... დემოკრატია კი არ არის აბსურდული, არამედ იმპერიალიზმს უწყობს ხელს... gendolf გლობალიზაცია ბლეფია - ვერ გაქაჩავს ეს სისტემა გლობალიზაციამდე.. იმპერიალიზმი კი ცუდია, რადგან იმპერიალიზმის ნიშნავს სხვის ძარცვას და როგორც წესი ეს სხვა - ხალხია.. არავინ არ იფიქროთ, რომ ვინმე იმპერიები უცხო ქვეყნის ელიტებს ძარცავენ, არა ისინი უშუალოდ ხალხს ძარცავენ და ამას მათი ელიტის მეშვეობით აკეთებენ - საქართველო ამის კარგი მაგალითია..
  17. მოკლე ისტორია დემოკრატიისა და იმპერიალიზმის დემოკრატიისა და კაპიტალიზმის ქორწილის ისტორია ძალზე საინტერესო დეტალებს შეიცავს. ყველა ევროპული დემოკრატია, რომელიც 18-ე და 19-ე საუკუნეებში ჩამოყალიბდა, ორი რამე ჰქონდათ საერთო: 1) არჩევნებში მონაწილეობის უფლებეა, მხოლოდ გარკვეულ სოციალურ ფენებს ჰქონდათ (საარჩევნო ცენზი არსებობდა ისეთ ქვეყნებში, როგორიც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იყო) და 2) ყველა დემორატიული სახელმწიფო ამავდროულად კოლონიური იმპერია იყო. ამ ორ მსგავსებამ განაპირობა დემოკრატიის წარმატებულობა ევროპაში. ფეოდალური სისტემის რღვევა და აბსოლიტიზმის მონარქიების კრიზისის შემდეგ, პარლამენტარიზმი ერთადერთ ალტერნატივად მოგვევლინა. ჩვენ ვერ გავიგებთ დემოკრატიის ისტორიას თუ მის კავშირს კოლონიალიზმთან ვერ დავინახავთ. დემოკრატია პირდაპირ კავშირში იყო კოლონიალიზმთან. წარმატებული კოლონიზაციას აწარმოებდა ის იმპერია, სადაც სავაჭრო-კომპანიები ძლიერი იყო და სადაც ფეოდალების გავლენას, მდიდარი ვაჭრები (ბურჟუები) ცვლიდნენ. ეფექტური კოლონიალიზმისთვის საჭირო იყო ძლიერი სავაჭრო-კომპანიები ესეთი კოლონიური სავაჭრო-კომპანია იყო „ოსტ-ინდოეთის“, „ვესტ-ინდოეთის“, „ახალი საფრანგეთის კომპანია“, „ვირჯინიის კომპანია“ და სხვა. კომპანიები აბსოლიტურ მონარქიის პერიოდში, სახელმწიფოს დანამატს ასრულებდნენ და დამოკიდებულნი იყვნენ მართველ დინასტიაზე. რევოლუციები როგირც იყო ნიდერლანდებისა და ინგლისის რევოლუციები, წამოიწყეს რამოდენიმე მოთხოვნით: 1) მონარქის მიერ გადასახადების თვითნებურ დაწესებულების შეზღუდვის მოთხოვნით 2) კომპანიებისთვის შეზღუდვების მოხსნისთვის 3) ფეოდალებისთვის სოციალური პრივილეგიების გაუქმებისთვის 4) აგრარული საკითხი და 5) რელიგიური საკითხისთვის. ამ რევოლუციებმა აჩვენეს, რომ ახალი კაპიტალისტური სისტემისთვის, სახელმწიფოს მიერ გაზრდილი გადასახადები და ყოველგვარი ჩარევა მათ სავაჭრო საქმიანობაში იწვევდა მკვეთრ უკმაყოფილებას. რევოლუციებმა აბსოლიტური მონარქია პარლამენტარიზმით ჩაანაცვლეს, ხოლო პარლამენტარიზმის მეშვეობით მოხდა კაპიტალიზმის პოლიტიკასთან ქორწილი. რატომ აირჩიეს პარლამენტარიზმი? სავაჭრო კომპანიათა, გილდიათა და ა.შ მრავალფეროვნება, გამორიცხავდა მათ საერთო ინტერესების არსებობას. პარლამენტარიზმი, რომელიც ჩამოყალიბდა რევოლუციების შემდეგ საარჩევნო ცენზი ჰქონდა. მდიდრების ხმას გაცილებით მეტი წონა ჰქონდა, ვიდრე უფრო დაბალ სოციალურ ფენების ხმას (რეალურად მაშინ მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას არ ჰქონდა არჩევნებში ხმის უფლება). ახალმა პარლამენტარიზმი სავსებით კომფორტული აღმოჩნდა ახლად ჩამოყალიბებულ სოციალურ ფენებისთვის, რომლებსაც ფეოდალური წეს-ჩვეულებები ხელს უშლიდა სოციალურ იერარქიაში ასვლისთვის. ნათელი გახდა რომ არსებული პარლამენტარიზმი იყო ახალი სოციალურ ფენის ინტერესებისთვისთვის შექმნილი და ის ელიტარისტული იყო. სახელმწიფოს მოწყობაც გადაიხედა, ამიერიდან კომპანიების ინტერესების გამტარებლად გადაიქცეულმა იმპერიებმა, რომლებმაც უფრო აგრესიული კოლონიური პოლიტიკა წამოიწყეს და მერკანტელურ პოლიტიკას აწარმოებდნენ (მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და ბაზრებზე, უცხო სავაჭრო ორგანიზაციებს შეუზღუდეს მოღვაწეობა). გასაგები გახდა, რომ დემოკრატია სავაჭრო-კომპანიებისა და იმპერიალიზმის სამსახურში ჩადგა. დემოკრატია ასოცირდება მაღალ ცხოვრების დონესთან, ძირითადად ჩვენსავით მესამე სამყაროს ქვეყნები, დემოკრატიას არა ხალხის ნების გამოხატულებას, მაღალი ცხოვრების დონისთვის აუცილებელ სისტემად მიიჩნევენ (არა და ესე არაა), მარტივი შეკითხვა, რომ დავსვა - მსოფლიოში ყველგან ლიბერალ-დემორკატიული სისტემა რომ არსებობდეს, ყველგან მაღალი ცხოვრების დონე იქნება, თუ მხოლოდ იქ იქნება მაღალი ცხოვრების დონე, რომლებიც იმპერიალისტურ ქვეყნებს წარმოადგენენ?
  18. DonCaredo ანტისახელმწიფოებრიობას აწვები ძმაოოოოოოოო?!
×
×
  • შექმენი...