-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
ვართ თუ არა რუსული მენტალობის მატარებლები?
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საერთო მართლმადიდებლური ცივილიზაციის არსებობის არ მჯერა. განსხვავება არის სლავურ-მართლმადიდებლურსა და იგივე ბერძნებსა და ქართველებს შორის.. მე არა იმდენად მართლმადიდებლურ ცივილიზაციას ვუკავშირებს ამ მსგავსებებს, არამედ საბჭოთა წარსულს.. და თვითმიზანი რატომ არის "დასავლელი" ადამიანი? -
ვართ თუ არა რუსული მენტალობის მატარებლები?
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა ენაზე საუბრობ ეს სხვა რამეა, ამას არანაირი მნიშველობა არ აქვს. მთავარია როგორი მენტალიტეტი გაქვს.. მასის-მენტალიტეტი საზოგადოების მენტალიტეტი რუსულს არ უნდა ჰგავდეს, პირიქით რადიკალურად საპირისპირო უნდა იყოს, რომ ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა ვაშენოთ.. -
როგორი იქნება მომავალი 5 წელი საქართველოში?
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio -
როგორი იქნება მომავალი 5 წელი საქართველოში?
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არა და რუსეთი ჩემი აზრით ამ ვერსიას ამუშავებს ყველაზე მეტად.. და რეალურიცაა.. უბრალოდ ამ ვერსიის განხორციელებას დასავლეთი უშლის ხელს.. -
ვერსია N1 რუსეთ-საქართველოს ომი განახლდება ტერორისტული აქტების შედეგად დაიღუპება რამოდენიმე რუსი ჯარისკაცი, ოსი მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე გააქტიურდება პანკისის ხეობა, რის შემდეგაც რუსეთს მიეცემა საბაბი ჯარი შემოიყვანოს. სააკაშვილის ხელისუფლება ამით უფრო გამყარდება როგორც ქვეყნის დამცველი (გამეორდება იგივე რაც აგვისტოში იყო) ვერსია N2 არანაირი ომი არ მოხდება, ოპოზიცია გააქტიურდება, მერიის არჩევნების გაყალბების შედეგად დაიწყება დიდი მოძრაობა, რომელიც ან არეულობაში გადაიზრდება ან ისევე ჩაიფუშება როგორც აქამდე ოპოზიციის მიტინგები ჩაიფუშა. სააკაშვილი დარჩება ხელისუფლებაში, ხოლო მის შემდეგ მისი მემკვიდრე ვერსია N3 თბილისის მერის არჩევნები ჩატარდება, გაიმარჯვებს ოპოზიცია და სააკაშვილის რეჟიმის დემონატაჟი დაიწყება თბილისის მერიიდან, ამ დემონტაჟს ხელს შეუწყობს დასავლეთი და თავის "სტავკას" თბილისის ოპოზიციონერ მერზე (ჩემი აზრით ალასანიაზე) გააკეთებს, რომელიც მომავალში პრეზიდენტად შეიძლება წარმოგვიდგინოს, დასავლეთის ზეწოლი შედეგად სააკაშვილი იძულებული იქნება მშვიდობიანათ დათმოს ხელისუფლება 2013 წელს ვერსია N4 მოხდება წამოწევა აფხაზეთის თემის, რუსები ხვდებიან რა რომ რეგიონში ამერიკელების შემოსვლას წინ ვერ უღდგებიან, ომს დაიწყებენ და თბილისამდე მოვლენ, სათავეში პრორუსულ ადამიანი ჩაუდგება არა ის ვინც ეხლა ჩანს არამედ ისეთი რეპუტაციით თითქოს ის ამ ოკუპაციას საქართველოს სასარგებლოდ შეცვლის, კონკრეტულად აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს (თუმცა იქ რუსული გავლენა და ჯარი მაინც იქნება) ტერიტორიულ მთლიანობა აღდგება რუსების მეშვეობით და საქართველოში დამყარდება რუსული მარიონეტული მთავრობა, რომელსაც ექნება იმჯი საქართველოს გამაერთიანებლისა. შეწყდება ყველანაირი ინტეგრაცია დასავლეთისკენ.. თუ გაქვთ თქვენი სცენარი დაწერეთ. თუ ეთანხმებით აქედან რომელიმე სცენარს დააფიქსირეთ უბრალოდ.
-
ამისთანა ახალგაზრდებს ყოველთვის გვერდზე დავუდგები.
Nukriko replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ამ ადამიანთან მქონია პირდაპირი შეხება, უშვალო ურთიერთობა არა მარა შეხების წერტილი მქონია.. პრეტენზიული-დეგენერატკა :DD არჩევით საგანში იყო ჩვენთან, ტიპს არავინ უყურებდა კოლოქიუმზე მარა ისეთი პოზა მიიღო არ გადაგაწერინებთო :DD არა და არავის სშჭირდებოდა მისგან გადაწერა, მერა არც თუ ისე მაღალი ქულა მიიღო.. კაროჩე რა.. არ მევასება ესეთი ტიპები და მომკალი ეხლა.. -
ის ზუსტად ვიცი რომ სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან არის ჩვენთვის დამღუპველი და რაში გჭირდება ვინმეს ამოუდგე გვერძე? ეკეთე შენი საქმე მაგრა და ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის ვიდრე რაღაც ამოუდგე ვიღაც ლიდერს გვერძე...
-
ამისთანა ახალგაზრდებს ყოველთვის გვერდზე დავუდგები.
Nukriko replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მერე ჩემზე დიდი ადამიანი ბრძანდები და არ აკვირდებოდი ესეთ ადამიანებს, რა მალე იცვლებოდნენ? შენი გამოცდილება არ გეუბნება რომ ეს ახალგაზრდა არის ისეთი ტიპი მე როგორც დავწერე ზემოთ? დამიჯერე რა ადამიანი როცა ამახვილებს ყურადღებას, თუ რა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, თუ როგორ ებრძვიან მას, ის პიარს იკეთებს და მეტი არაფერს, პიარს კი გაიკეთებ ესე თავისუფლებისთვის მოწომეს იმიჯს თუ შეიქმნი. მას რომ ეთქვა და ყურადღება გაემახვილებინა, არა იმაზე როგორ ებრძვიან მას და როგორ აგონებს სსრკ-ს და ნაცისტურ გერმანიას ეს სისტემა და მხოლოდ ისაა რაღაც თავისუფლების სიმბოლო, არამედ ყურადღება გაემახვილებინა იდეაზე, რა იდეას ქადაგებს და ამ იდეაში თვითონ არ გამოჩენილიყო, მაშინ დაჯერება შეიძლებოდა, მარა დამიჯერე რა თუ ეს ადამიანი რამეს მიაღწევს, მალე ვიხილავთ მაგაქრ კომფორმისტად.. -
Saturn არა ჯერ იმაზე რომ ბრაზობს ამერიკელები ფულს არ მაძლევენო (რატომ უნდა მისცენ საერთოდ? ) მერე იმის ოცნება რომ აქვს რომ რუსები მისცემენ ფულს (რატომ მისცემენ ფულს? ) ქართველი ელის სწორედ ამ კარგ ცხოვრებას გარე ფაქტორებიდან, ვიღაცამ უნდა მისცეს ეს ფული.;; აბა რანაირი მიშისტი ხარ? Private Nodari მიდი (არა და აზრზე არ ხარ როგორ უნდა დავამარცხოთ რუსეთი )
-
ამისთანა ახალგაზრდებს ყოველთვის გვერდზე დავუდგები.
Nukriko replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დამიჯერეთ რა, ეგეთი საკუთარი თავით განდიდებული ადამიანი საბოლოო ჯამში ისეთივე კომფორმისტად იქცევა როგორი კონფორმისტებიც თვითმართველობაშია... -
Saturn რა არის შენ ხომ არ უმტკიცებდი ვინმეს ომამდე რუსეულ არმიას ქართული არმია შეჭამსო?
-
ხო და მითხარით რა არის ეს სწორი სამხედრო ტაქტიკა და სწორი დიპლომატიური ტაქტიკა?
-
newstudio კარგი განიხილე, სამხედრო სწორი ტაქტიკით როგორ უნდა აჯობო რუსეთს? რუსული წნევა მოგკლავს ბოლო-ბოლო ისე ძალიან ვაშკაცურად თუ იბრძოოლე და 9 რუსი მოკალი 10 წნევით მოგკლავს.. აქვს ამ რუსეთს ამის ფუფუნების საშვალება.. დიპლომატიური განიხლი, აი როგოერ უნდა გაყარო რუსი? სწრაფი შედეგი ნახვა გინდათ ესე კი არ გამოვა.. რეალურად ცივი ომი დაიწყო 1945 წლიდან და 1990 წლამდე გასტანა.. აი ეს პერიოდი საკმარისი იყო, კულტურულად, ეკონომიკურად და ა.შ დასავლეთს ეჯობა სსრკ-სთვის და ამ წარმატებებით სსრკ დაენგრია. ამხელა იმპერია დაანგრიეს ერთი გასროლის გარეშე.. სწრაფი ეფექტი თუ გინდა, კარგს ვერაგფერს მიიღებს სააქართველო ამისგან..
-
Private Nodari და როგორ უნდა დაესხა აბა თავს? შენ პირადად სად იყავი 2008 აგვისტოში? სანამდე ომი დაიწყებოდა ერთი ტიპი მიმტკიცებდა ფორუმზე რომ რუსებს გავანადგურებთ ყოფას ვუტირებთო.. მერე დაიკარგა სადღაც... :DD
-
-
ნუ ეხლა უკვდავი ადამიანის აზრს არ შეედრება რა თქმა უნდა Die Taube არც ერთს არ აქვს დანიშნულება, კაცმაც და ქალმაც ისე უნდა იცხოვრონ როგორც უნდათ. თუ ერთად გადაწყვეტენ ცხოვრებას, მოხდება შეთანხმება რა ვალდებულებას აიღებს კაცი და რა ვალდებულებას აიღებს ქალი...
-
რუსეთი დღეს-დღეობით არის აშკარა აგრესორი, თუ კი აქამდე სეპარატისტების მიღმა იმალებოდა, ეხლა ყველა კარტი გაშალა და გამოჩინა თავის აგრესია.. რა უნდა რუსეთს? კავკასია ეს არის ის გზაჯვარედინი, რომელზე კონტროლიც რუსეთს მისცემს იმის საშვალებას, მთლიანად ჩაიგდოს ხელთ ყოველგვარი ენერგომატარებელი გზები. ამის გარდა, რუსეთს შეეძლება კავკასიის ხელში ჩაგდების შედეგად, აქტიური პოლიტიკა წამოიწყო ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით.. რუსეთ-ირანის დაახლოების ტენდენციები ჩანს.. ხოლო კავკასიის კონტროლის შემდეგ რუსეთი უკვა დაუფარავად შეეცდება ახლო აღმოსავლეთში საკუთარი პოლიტიკა გააქტიუროს. მისი მიზანი რა არის? ჩაიგდო ყველანაირი ენერგომატარებლების გზები თავის ხელთ და ამით ის გახდება ევრაზიის ჰეგემონი, როგორც ჩინეთს ისე ევროპას თავის გავლენის ორბიტაში მოაქცვევს იმდენად რამდენადაც მის ხელთ იქნება ყველა ენერგორესურსი.. ეს თუ ვერ მოახერხა რუსეთმა მისი იმპერია ავტომატურად ინგრევა, მთელი იმპერიის იმედი სწორედაც ამაში მდგომარეობს, სხვანაირად რუსეთი მსოფლიო ჰეგემონი ვერ გახდება. რატომ კავკასია? კავკასია არის ის ტერიტორია, რომელიც 19-ე საუკუნეში ხელთ იგდო რუსეთმა და რომლის შემდეგაც გააქტიურა საკუტარი პოლიტიკა ირანიოს მიმართულებით. იყო პერიოდი როცა ინგლისმა და რუსეთმა ირანი გავლენის ზონებად დაყვეს.. როგორც მათი გეოპოლიტიკუროსები ამბობენ, რუსეთი მხოლოდ მაშინ იქნება მსოფლიო ჰეგემონი თუ კი ინდოეთის ოკეანეში გავა. ინდოეთის ოკეანეში გასვლა რუსებს ისტორიულ მისიად მიაჩნიათ. კავკასია ამ შემთხვევაში არის ის პლაცდარმი რომელიც მას დაეხმარება მიუახლოვდეს ინდოეთის ოკენეს, ანუ კავკასიიდან გააკონტროლებს ახლო აღმოსავლეთს და შემდეგ დაიწყებს ინდოეთის პოლიტიკის გააქწტიურებას.. რა თქმა უნდა თქვენ ეხლა იტყვით რომ რუსეთს ამის რესურსი არ გააჩნია, მაგრამ ის ემზადება ამისთვის და სწორედ უმნიშვნელოვანესი საკიტხი ამ გლობალურ რუსულ პოლიტიკისა არის კავკასია.. რატომ საქართველო? მართლმადიდებლობა და ერთმორწმუნეობას და კულტურულ ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე რუსეთი ხედავს ქართველებში რაღაც ისეთ ხალხს თუ კი მიუგდე ფული და ა.შ ქართველები შეეგუებიან რუსებს, ანუ კულტურა და რელიგიური ერთობას აკლეია სწორედ ესეთი დამოკიდებულება, ანუ რუსული ფული აკლია და ქართველები ეგრევე პრორუსები გავხდებით.. შესაბამისად არანაირი დიდი პრობლემა საქართველოშI რუსეთს აღარ ექნება თუ კი გადმოგვიგდებს მილიონებს. ანუ პრობლემას ისინი იმაშI ხედავენ რომ ჩვენ ამერიკელები გვიგდებენ უფრო მეტ ფულს და ამით ვშორდებით რუსეთსმ (არა იმიტომ რომ მათი კულტურა და მენტალობა მიუღებელია, არამედ ფუფუნებაა მთავარი) ქართველს უნდა გადაუგდო ფული და რუსეთის სამსახურში თავიოს ნებით ჩადგება. ამიტომაც მას კავკასიაში განსაკუტრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველების ფაქტორს. არა იმდენად აზერბაიჯანული პოლიტიკაა რუსეთშI მნიშვნელოვანი არამედ თავად ქართული პოლიტიკაა უმთავრესი რუსეთისთვის. რა უნდა ამერიკას რეგიონში? 1) ენერგომატარებლების რუსეთის გავლით ტრანსპორტირება, ამ მხრივ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 2) დასავლური ცივილიზაციის გავრცელება, კავკასიაში და შემდეგ უკვე აღმოსავლეთის ქვეყნებში.. მოგეხსენებათ როგორი მდგომარეობაა ისლამურ სამყაროსა და ამერიკლებს შორის, ხო და ამის განეიტრალებისთვის კულტურულ "ექსპანსიას" აწვბა. 3) დემოკრატიული და მშვიდობიან, სტაბილური რეგონის შექმნა რომელიც იქნება ამერიკის მოკავშირე.. 4) რუსეთის მოქცევა ანაკონდისებურად ისე რომ რუსეთი ვერ გაფართოვდეს, ამ საკითხში საქართველოს და კავკასიას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება რა უნდა სქართველოს? აქ მხოლოდ ჩემ აზრს მოგახსენებთ. საქართველოს ინტერესებშია შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა.. ამერიკასთან ურთიერთობა უნდა ავაგოთ ისე რომ ამერიკის უმტავრესი ინტერესები, ენერგომატარებლების ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იყოს და ქვყანა სტაბილური და დემოკრატიულ გზით ვითარდებოდეს. ეს ასევე ქართველების ინტერესში შედის. ამის და მიუხედავად საქარტველომ უნდა მოახდინოს რეგიონში გავლენის მოპოვება. როგორ უნდა მოვახდინოთ გავლენის გავრცელება, როცა მეზობლები უფრო ძლიერები გვყავს? ჩვენ გვაქვს ყველაზე კარგი შანსი, დემოკრატიის, ეკონომიკური თავისუფლების და კულტურული პოტენციალის ამოქმედების საშვალება. ჩვენ კავკასიელ ხალხებისთვის უნდა გავხდეთ მისაბაძი მაგალითი, კავკასიელებს უნდა სურდეთ აქ სასწავლებლად ჩამოსვლა, აქ კულტურული მორვაწეობა, რადგან სწორედ საქართველოში შეძლებენ ისინი თავიან ნიჭის გამოვლინებას. ანუ კავკასია ჩვენი კულტურის გავლენის ქვეშ უნდა მოვაქციოთ, სამწუხაროდ იმდენი ფული არ გვექნება რამდენიც აზერბაიჯანს აქვს, ამიტომ კავკასიის ეკონომიკურ "ექსპანსიას" ვერ მოვახდენთ, მაგრამ უნდა გავააქტიუროთ კავკასიური პოლიტიკა, არა იმ იდეით რომ რაღაც საერტო კავკასიურ სახლს შევქმნით, არამედ იმ იდეით რომ კავკასია იქნება ქართული კულტურის გავლენის სფერო.. თუ გვინდა რომ ძლეირები ვიყოთ სწორედ კულტურა უნდა ავამოქმედოთ სერიოზულ დონეზე, ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს კულტურული კავშირები კავკასიელ ერებთან და ეს ურთიერთობები უნდა გავაღრმავოთ. კავკასიის მომავალს როგორ ვხედავ? ქართული კულტურა, აზერბაიჯანული ფული და საერთო კავკასიური სივცე, კულტურულ-ეკონომიკური სივრცე.. ნუ სამხედრო სივრცე ცოტა ძნელი წარმოსაგენია პირველ ეტაპზე მარა პირველ ეტაპზე უნდა ამოქმედდეს ეს ორი კულტურულ-ეკონომიკური პოტენციალი. უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ის გარემოპირობა, რაც კავკასიელებში სუფევს, განსაკUტრებით იმ კავკასიელებში ვისაც რუსებთან აქვს ცუდი დამოკიდებულება, მათთან არის საჭირო გავააქტიუროდ და გამოვგლიჯოთ კულტურულად რუსეთს.. თუ შექმნა კულტურულ-ეკონომი9კური სივრცე ამას აუცილებლად მოყვება სამხედრო და სხვადასვხა საერთო სივრცეების შექმნა.. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ამერიკა იმისთვის რომ მან დაგვიცვას და ამ პერიოდშI უნდა გავააქტიუროდ ეს პოლიტიკა. დარწმუნებულივ არ ეს იქნება ძალიან გრძელვადიანი, 30-40-50 წლის შემდეგ მოიტანს სასურველ შედეგს, მაგრამ რომი ერთ დღეს არ აშენებულა.. რა არის საჭირო იმისთვის რომ განვახორციელოთ? პირველ რიგში უნდა გავდევნოთ კავკასიიდან რუსული კულტურული გავლენა.. კავცკასიიდან კი არა საქარტველოდან. ეს არის უპირველესი საქმე, ის ქართველი ინტელექტუალები და ხელოვნები რომლებიც არიან სწორედ იმ რუსული კულტურის წევრები, უნდა პრივილეგიები ჩამოვართვათ. სახელმწიფო უნდა გადაერთოს კულტურისა და მეცნიერების მაქსიმალურ განვიტარებას. გაცილებით მეტი რესურსი უნდა ჩაიდოს ამ მხრივ. შემდეგ უნდა ვიზრუნოთ რომ დავიპყროთ კულტურულად კავკასია. ყველაზე ძლიერი საშვალება კავკასიის კულტურულად დაპყრობის არის მას-კულტურა. შოუ-ბიზნესი და ა.შ ანუ მას-კულტურის თვალსაზრისით კავკასიელებს უნდა მოეწონოთ ქართული კულტურა.. რას იტყვით, სწორედ ვფიქრობ თუ არა? თუ კი ეს მოვახერხეთ რუსეთისგან და შეიძლება მომავალში ამერიკისგანაც დამოუკიდებლად არსებობა შევძლოთ, უსე რომ თავში არავინ არ წამოგვარტყას..
-
ვართ თუ არა რუსული მენტალობის მატარებლები?
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
maliari არა მარტო.. დაკვირვების ობიექტი ქართველიც იყო.. საინტერესო ის არის რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს ადამიანი მოღალატედ გამოაცხადა... -
არანაირი დანიშნულება არ არსებობს.. დანიშნულება არ შეიძლება ჰქონდეს ცოცხალ არსებას...
-
"რუსი ადამიანი ყოველთვის გარედან, რაღაც კოსმიურ თუ მეტაფიზიკურ ძალისგან ელის შველას" "ეს ნიშნავს ყოველგვარ იმედების დამყარებას იმაზე, რომ რაღაც გარეშე ძალა დანეხმარება, მიშველის, იმის მაგივრად, რომ ჩემს სიცოცხლეს სივრცე და დრო შევავსო ჩემი ძალისხმევით და შევქმნა ჩემს თავში ისეთი რა, რის გამოც მე შემიძლია ჩემს თავს პატივი ვცე" "ეს კი, ამბობს იგი, მკრეხელობაა. თუ ნამდვილი ქრისტიანი ხარ, შენი თავი შენ არ გეკუთვნის; რაკი ღმერთის ხატად ხარ შექმნილი, პატივი უნდა სცე ამ ხატს შენს თავში. ჩვენი გლეხობის უმეტესი ნაწილი, განაგრძობს რზანოვი, არ არის მიჩვეული შრომას, არც უყვარს შრომა. ამასთან გლეხობა მთლიანობაში გამსჭვალულუია იმ იდეით, რომ მიწა არავისია, ე.ი. ყველასია და ჩემიცაა. ხოლო რაკი არავისია, ღმერთისაა, ამიტომ თავადებსა და აზნაურებს მათივე მიწა უნდა წავართვათ იმის მაგივრად, რომ ჩვენი საკუთარი მიწა დავამუშაოთ. ჰოდა, როზანოვი ეუბნება გლეხებს: თქვენ ამბობთ, რომ მიწა ღმერთისაა; კი ბატონო აგრამ ეს ხო იმასაც გულისხმობს, რომ ამ მიწაზე ადამიანიც ღმერთის უნდა იყოს, ე.ი. ადამინმა თავისი შრომით, თავისი მიწისადმი სიყვარულით თავის თაცვში უნდა აღმოაჩინოს ის მარცვალი, რომელსაც "ღმერთის ხატი" ჰქვია, და ამით საკუთარი თავის პატივისცემა მოიპოვოს." მ. მამარდაშვილი ამ რუსში ქართველი ამოვიკითხე მე პირადად, თქვენ რას ფიქრობთ ესე თუ არა?
-
ეს დანიშნულებასთან რა შუაშია? თუ შენ დანიშნულებად მიგაჩნია ღმერთთან სიახლოვე და თვლი რომ მამაკაცის დანიშნულება ეს არის, მაშ როგორ ვრცელდება ეს დანიშნულება ათეისტზე?
-
და თუ ათეისტი არის კაცი, მაშინ როგორ გამოდის?
-
irakli alasania 1) თავდაპირველად, თქვენი შეფასების მიხედვით აგვისტოს ომში დამნაშავე იყო მხოლოდ რუსეთი, მოგვიანებით თქვენ შეცვალეთ ეს პოზიცია და ეხლა ამტკიცებთ, რომ დამნაშავე ამ ომში არის ასევე სააკაშვილი. ხო ვერ აგვიხსნით რით იყო განპირობებული თქვენი პოზიციის ასეთი თრანსფორმაცია? 2) როგორია თქვენი პარტიის და ზოგადად არასაპარლამენტო ოპოზიციის უახლოესი გეგმები და მიგაჩნიათ თუ არა რეალურად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა? 3) როგორ შეაფასებთ საქართველოს დრევანდელ საგარე პოლიტიკურ მდგომარეობას? რა შანსები აქვს სააკაშვილს უახლოეს ერთ წელიწადში აღიდგინოს თავისი დაკარგული პრესტიჟი დასავლურ სამყაროში? 4) თქვენი პარტია და თქვენ რა იდეოლოგიის მატარებლები ბრძანდებით?
-
რო იცოდეთ უამრავი ქართული რუკა რა არასწორედ არის შედგენილი, მერე აღარ გაგიკვირდებოდათ სხვების არასწორი რუკები...
-
მე მგონია რომ ახალგაზრდობის ყველაზე ბანძი ნაწილი მიდის ამ თვითმართველობაში....