-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
წადი დაიძინე :DD
-
ეს რა შუაშია? :DD შეიძლება ადამიანი თვლის თავის სამშობლოდ იმ ქალას სადაც ცხოვრობს და სულ ერთ ადგილზე ეკიდოს აფხაზეთში წასვლა და იმ ტერიტორიის გამო ბრძოლა.. ამ შეკითხვამდე მივდიოდი..
-
საქართველოში უამრავი არამართლმადიდებელია და ის პრობლემაა.. შენ არამართლმადიდებლებს - პატრიოტიზმის მიღმა ტოვებ...
-
:drug:
-
frusciante მე მიკამათია თავის დროზე ამ თემებზე, უამრავ ნაციონალისტთან და ვიცი რა უნდა მივიღო ნაციონალიტისგან ჩემ თავზე და რა არა. და ისიც ვიცი რომ ნაციონალისტებს სძულთ ჩემი აზრები, ისევე როგორც მე მძულს მათი აზრები. აი ეს არის ყველაზე დიდი ნაკლი ნაციოპნალიტებისა, ემოციური კრუნჩხვები, რაციონალიზმის გარეშე. 1) სომეხმა რომ თქვას ეს და აბსურდული იყოს, უნდა მოკვდე სიცილით 2) სომეხმა რომ თქვას და რაღაც მაგალიტები რომ მოიყვანოს, რომელიც აბსურდულად არ გამოიყურება, იმდენი ჭკუა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მისი მაგალითებიც გააქარწყლო. ამით ამოიწყრება ერთთა შორისი კონფლიქტიც :DD ამის მაგივრად, უჭკუო ადამიაები აღვივებენ ერთთა შორის კონფლიქტებს
-
ნაციონალიზმს, როგორც ყველა იდეოლოგიას აქვს თავისი განხრები, ყველამ თუ "ჭეშმარიტ ნაციონალიზმზე" ილაპარაკა და მეორე ნაციონალისტების, ნაციონალიზმი ცრუ ნაციონალიზმათ გამოაცხადა ამას ჩემთვის როგორც არანაციონალისთვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ნაციონალიზმი არის თქვენი რელიგია, თქვენივე სექტები. ნაციონალისტურ სექტებს შორის რა დაპირისპირებაა ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნაციონალიზებური კულტურის მიმართ მაქვს ირონიული დამოკიდებულება, ილია ავჭავაძეს რომ ნაციონალისტად გამჰყავთ, ამაზე მაქვს ირონიული დამოკიდებულიება და არა ილია ჭავჭავაძეზე. ასევე თქვენს მიერვე გამოგონილ ტრადიციეზე მაქვს ირონიული დამოკიდებულება. თუმცაღა არის ფოლკლორული ტრადიციები რომელიც მომწონს. ამის მიუხედავად არ მომწონს, ის შინაარსი რა შინაარსაც უამრავი პარტია თუ მოღვაწე დებს ტრადიციებში, ყველაზე რეგრესულ მოვლენებს ტრადიციად ნათლავს და მერე იცავს მას.. სეკულარიზმი ავტომატურად ანტიეკლესიურობას ნიშნავს? ელიტიზმი მემგონი უფრო ნაციონალისტების დამახასიათებელია რას ეძახით ალტერნატიულს არ ვიცი, მარა ჩემთვის ამ მომენტისთვის დასავკლური დემოკრატიული ღირებულებეი უფრო ფასეულია, ვიდრე რომელიმე სხვა ღირებულებები. ესე ვერ დავყოფ, კარდუელს და ნაციონალისტს, ზოგადად ჩამოვთვლი ნაციონალისტების დამახასიათებელ თვისებებს 1) ქსენოფობიას (განსაკუთრებით სომხებთან დამოკიდებულებაში) 2) ირაციონალიზმს 3) გადარჩენის გზად, მილიტარიზმი და საკარნავალო ტრადიციები რომ გაქვთ აღებული 4) რელიგიური კლერიკანიზმის გაფეტიშება 5) ბელადომანია 6) ფანატიზმი
-
ნუ ეხლა რა უნდა გელაპარაკო, სალაპარაკო რეალურად არ არის ეს. უბრალოდ პატარა რჩევას მოქცემ, გაარკვიე ჯერ რა არის წყაროთმცოდნეობა, რომელი მეცნიერების დარგია და მერე გამოიტანე დასკვნები frusciante შეგიძლია დაასახელო მათი თვისებები.. მაგრამ სააკაშვილის მთავრიობა რომ არის ნაციოპნალისტური ეს ჩანს უამრავ რამეში. მაგალითად, პატრიოტთა ბანაკებიდან დაწყებული, სამხედრო რიტორიკა, მილიტარიზმიდან დამთავრებული.. პატრიოტიზმის ნაციონალისტური გაგებიდან დაწყებული, რომ პატრიოტი არის ის კაცი რომელმაც უნდა იომოს ომში, უამრავ სხვა მაგალითამდე დამთავრებული.
-
არა, რეალობიდან გამომდინარე ესეა.. ომები - ნაციონალურ ტალღაზე დაიწყო საქართველოში, ეს ქართულ ნაციონალიზმის ყველაზე დიდი დანაშაული. ასევე ქსენოფობიური გამოხტომები არა მარტო 90-იანებში დღესაც გვხვდება ნაციონალისტებისგან. და უამრავი სხვა მაგალითის დაწერა შეიძლება.. მართალი ხარ და მაგაშია პრობლემა რომ დღევანდელი იდეოლგოია ფსევდოლიბერალიზმია და არა ლიბერალიზმი, ამ ფსევდოლიბერალიზმის უკან კი ნაციონალიზმია :sorry:
-
შენ ხომ ნუ იტყვი, სიღრმეებში დაცურავ რა :DD :DD :DD :DD :DD :DD :DD :DD
-
პატრიარქი კირილი: ”ჰაიტიმ მიწისძვრა დაიმსახურა!”
Nukriko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
:DD :DD :DD :DD :DD -
shavlego91 ილია ჭავჭავაძე - ლიბერალი დანარჩენი უბრალოდ მწერლები და პოეტები.ლლ ბაბუაჩემი -წყაროთმცოდნე ამიღწერე ეროვნული იდეოლოგია? ბადრი_წიქორაძე ტყუილია, მინარეთი აკრძალა მხოლოდ, მეჩეთის აშენება შეიძება იქ. საქართველოში გაუმართლებელი იქნება, მსგავსი გადაწყვეტილება, რადგან არსებობს მთლიანად თემები სადაც მარტო მუსულმანები ცხოვრობენ. frusciante კი ძალიიან ადრე, ნიკლი ლიბერალით ვიყავი დარეგისტრირებული.. მალევე დავტოვე თქვენი ფორუმი და ვიცი რა იდეოლოგიის მატარებლები ხართ.. რა ვიცი აბა, ნაციონალიზმს შევეწინააღმდეგე და უცბათ მოძღალატედ მაკურთხეს :DD მესმის პროპაგანდა კარგია, მარა ნაციონალიზმი თავისთავად ანტიქართული იდეოლოგიაა დღესღეობით :sorry:
-
ერს,რომელსაც პროტესტის გრძნობა არა აქვს...............
Nukriko replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არა მარტო ერს, არამედ ადამიანსაც აქვს დარხეული -
აფხაზეთში ყოფილხარ?
-
რატომ ვერ ვერევით ნაციონალების ზონდერებს
Nukriko replied to McLaren's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
analgin ვიცოდი ეს.. მადლობა ხელახალი ახსნისთვის. მე ვარ 23 წლის, შესბამისად შენი თეორიით, მე და შენ ერთ თაობას მივეკუთვნებით. ხო და გეკითხები, რა გააკეთა ამ ჩვენმა თაობამ? შეგიძლია მაგალითების დასახელება? -
მამული ტერიტორიაა... ცვალებადი ტერიტორია, რაც გუშინ საქართველოდ ითვლებოდა (ტაო-კლარჯეთი, ჰერეთი და ა.შ) დღეს აღარ ითველბა. შენ რომელ ტერიტორიას თვლი ქართულად, ის რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაშია, თუ იმათაც რომელიც არ არის? სარწმუნოებას რაც შეეხება, ვინც არ არის შენი სარწმუნოების, ის საქართველოს ინტერეს არ ატარებს?
-
ვინ შემოიღო? აბა განგვანათლეთ... შემიძლია იგივე ნაირად გიპასუხოთ, უბრალოდ ეს მე არაფერს შემმატებს, უბრალოდ თქვენ დაგემსგავსებით და არ მინდა ეს. მე ვიცი რამოდენიმე იდეოლგოია ძირითადად 1) ნაციონალისტური იდეოლგოია 2) ლიბერალური იდეოლოგია 3) კონსერვატიული იდეოლოგია 4) სოციალისტური იდეოლოგია 5) კომუნისტური იდეოლოგია 6) ფაშისტური, ნაცისტური იდეოლოგია 7) ფუნდამენტალისტური იდეოლოგია და კიდე ერთი იდეოლგოია ვიცი, რომელიც დღეს უკვე მკვდარი იდეოლგოიაა 8) მონარქიულ-ფეოდალური იდეოლოგია რომელია მათ შორის ეროვნული იდეოლოგია? ასევე ცნობიოლია რომ არსებობს ესეთი საიტი kardu.ge რომლებიც ამტკიცებენ რომ ეროვნული იდეოლგოია არის ნაციონალისტური იდეოლოგია და ყველა სხვა დანარჩენი, არის მოღალატური იდეოლოგია.. მე მაინტერესებს რა არის ეროვნული იდეოლოგია?
-
რა არის შენთვის სამშობლო? რას ეძახი სამშობლოს? აგერ ადამიანმა თქვა რომ პატრიოტიზმი არის პრეზიდენტის სიყვარულიო, სამშობლოს პრეზიდენტთან და მართულ ელიტასთან აიგივებს. ხო და შენ რასთან აიგივებ სამშობლოს, ცოტა არ იყოს ზოგადი ცნებაა, სამშობლოს ერთგულება, ვისი ერთგულება? პრეზიდენტის?
-
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
Nukriko replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
mister-zvio სიტყვიერი გაფრთხილება, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებისთვის. შემდეგი გაფრთხილება ვორნი იქნება -
და თემა რელიგიურია?
-
რა არის ეროვნული იდეოლოგია? მოდით ვილაპარაკოთ, ზვიადისტების, ტრადიციონალისტების და ა.შ შემოღებულ ცნებაზე, ეროვნულ იდეოლოგიის შესახებ. სიმართლე გითხრათ, არ მესმის მისი შინაარსი, რა დევს ამ ეროვნულ იდეოლოგიაში? რა არის მასში კარგი? და სხვა იდეოლოგია, ავტომატურად ეროვნულ ინტერესების ღალატია?
-
გრძნობა ვის მიმართ?
-
newstudio
-
პატრიოტიზმი = პარტიისა და პრეზიდენტის ერთგულებას :sorry:
-
აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, აზრის გამოთქმის გამო, მოღალატურ იდეებს გაბრალებენ. მაინც და მაინც ვიღაცას უნდა უქნიო თავი, ჩუმად, რომ მოღალატე არ იყო.. ეს მიწა ჩვენ წინაპრებისგან კი არ გვაქვს მიღებული, არამედ მომავალ თაობისგან ვისესხეთ, რომელიც მათ უნდა დავუბრუნოთ. ჩვენმა წინაპრებმა ისესხეს ჩვენგან ეს მიწა და როგორც ხედავთ ცუდი სახელმწიფო დაგვიტოვეს.. წარსული აღარ გამეორდება, მარა აწმყოს და რაც მთავარია მომავალს რა ვუყოთ? ისტორია სწორედაც იმიტომ გვჭირდება, მისი ობიექტური გაანალიზება იმიტომ გვჭირდება, რომ ის აღარ გამეორდეს მეორედ. მარა არა, ისტორიის გაანალიზება არ გვინდა, ისტორია დღემდე მითების სამყაროში რჩება ჩვენთან, დიდგორის ბრძოლიდან დაწყებული იმ 100 ათასი მოწომაით დამთავრებული.. საცოდაობაა, ისტორიის მაგივრათ მითებით და გამოგონილი ისტორიებით რომ ვამაყობთ.. თუმცა მითის მსხვრევა იმხელა პანიკას და აგრესიას იწვევს, რომ ადამიანები მზად არიან ყველაფერი იკადრონ, რომ მითი დარჩეს.. ეს თემაც მე მინდოდა ისე გამეკეთებინა, რომ ერისთვის მითიური, ირაციონალური გაგება ჩამომეცილებინა და ერის თანამედროვე განმარტება მაინც შემომეტანა.. თუმცა მითს ბზარი აქვს, მარა ჯერ არ დამსხვრეულა, აგერ როგორც ვთქვი, ამ თემამ აგრესია გამოიწვია..
-
ოფტიკებია და ღრმად პირადული დიალოგებია............. თემას მიოფებთ, მოდერს ვთხოვ ჩარევა მოახდინოს!