-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
Siknadmo კოსმოპოლიტი კი არა, ერთი პროვინციალ-ნაციონალისტი ხარ მთელი არსით. ) მაგით საზღვრავ შენს ქართველობას? :DD
-
Siknadmo წადი მიდი დაიძინე :DD ვაი, ვაი სიკნადმო რომ დაიწყებს ქართველობაზე ლაპარაკს :DD
-
სისულელეებს ნუ ბოდიალობ რა... :DD ხან ეთნოსიო, ხან ტომიო :DD გაერკვიე ჯერ რაზე საუბრობ.. ტომი არის დიდი გაერთიანება. მონათესავე ტომებს შორის ყველაზე დიდი გაერთიანებები იყო ქართები, ლაზურ-მეგრული ტომები. ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, შესაბამისად არანაირი ასიმილაცია არ იყო საჭირო, ენაც ერთი იყო.. სიკნაკ, იცი ეს როგორ მკიდია :DD
-
ეს ნიკო ბერძენიშვილის თეორიაა. მეგრულ-ქართული ენა აქვს საერტო ქართული ფესვები, როგორც ცნობილია, კარჩაკეტილობამ, გამოიწვია მათი განსხვავებული გზით განვიტარება, თორე არანაირი ქართიზაცია არ მომხდარა, იყო ერთიანი და მერე მოხდა სხვა გზით განვითარება
-
ბადრი_წიქორაძე რანაირად არის ეს მაჩვენებელი? ჩემთან რეზერვში რამოდენიმე გაქართველებული აზერბაიჯანელი იყო, სხვათაშორის კონფლიქტი რომ იყო, ისინიც გაიწვიეს და იყვნენ რეზერვში.. არანაირად არ არის ეს არაფრის მაჩვენებელი. ყივჩაღები, ოსების ჩასახლებები დღეს უამრავი ოსი არის გაქართველებული და სხვადასხვა ეროვნებები რომლებიც ჩამოასახლეს ან ჩამოსახლდნენ და გაქართველდენნ, თუმცა ეს გაქართველება ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყო.. რა წყაროდან ასკვნი ამას? საკმაოდ ბევრი შემტხვევაა დაფიქსირებული უცხოელებს რომ მიჰყვებოდნენ..
-
არანაირი ასიმილაცია არ იყო საჭირო. ბუნებრივმა მდგომარეობა + პოლიტიკურმა მდგომარობამ, განაპირობა დროებითი დაყოფა, რომელიც გადალახული იქნა. არანაირი ქართიზაცია არ მომხდარა, იმიტომ რომ აქამდენც ერთნი იყვნენ..
-
არ მესმოდა არასდროს, რატომ არ კმაყოფილდებოდნენ ადამიანები, როდესაც მეკითხებოდნენ: "სადაური ხარო?" და პასუხად იღებდნენ: "თბილისელი ვარ". ბაბუაჩემი, მამაჩემი და მეც თბილისში-დავიბადეთ გავიზარდეთ, მარა რატომღაც უნდა ვთქვა რომ ქართლელი ვარ. ეს არის ფეოდალური ნაციონალიზმის დამახასიათებელი, რომ შენ იქაური კი არ ხარ, სადაც დაიბადე, სადაც გაიზარდე, ვისთანაც ახდენ შენს იდენტიფიკაციას, არამედ შენ იქაური ხარ, საიდანაც შენი შორეული და შეიძლება არც ისე შორეული წინაპრები ცხოვრობდნენ. რატომ აქვს ამ ფესვებს ესეთი დიდი მნიშვნელობა და რატომ არის ესეთი ძნელი, მაგალითად კახელი გახდეს მეგრელი თუ კი სამეგრელოში დაიბადება და გაიზრდება და პირიქით? რა მნიშვნელობა აქვს ამ რაღაც ფესვების ქექვას? ფეოდალურ სამყაროში, ადამიანი მიწაზე იყო მიბმული, თაობები ისე იცვლებოდა, რომ იმ მიწას არც ერთი თაობა არ ცილდებოდა. შესაბამისად ერთი ადგილისადმი კუთვნილებას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, ჩამოსული სხვა კუთხიდან, მაინც გარკევულწილად ჩამოსულად ითვლებოდა, რამოდენიმე თაობა რომ ეცხოვრა მაგალითად გორში, ის მაინც იტყოდა რომ იმერელია. ჩამოყალიბებულ ერისთვის მნიშვნელობას არ წარმოადგენს თუ შენი საგავრეულო ფესვები, რომელ კუთხიდან არის. თუ ერი შემდგარია, ქართველი მუდამ ქართველი რჩება და არავინ იძიებს მის ფესვებს. მარა რამდენად ჩამოყალიბებულნი ვართ? ვიღაცას დიდი ბებო ჰყავდა ოსი, მერე მიდის ჭორაობა ის ქართველი არ არის, ბებო ჰყავს ოსიო. ამ მხირვ რამხელა დაპრკიოლებაა, იმ ადამიანის ვისაც ქართველობა უნდა, მაგრამ მის ფესვებში იქექებიან და არ აძLევენ საშვალებას უბრალოდ იყოს ქართველი. ამიტომაც თავად საქართველოში, ესეთი მძიმეა გაქართველების პროცესი და ამაში ჩვენი ეს ფეოდალური კულტურაა დამნაშავე. ჩვენ არ ვაძლევთ არაქართველებს იმის საშვალებას, რომ გახდნენ ქართველები, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რაღაც "სუფთა სისხლის" ადამიანი რომელიც იქნება ქართველი, სხვანაირი ქართველი კი არ არსებობს. რამოდენიმე ხნის წინ ვიყავი ბორჯომში და იქ ერთი ადგილობრივი მეუბნება და მიმტკიცებდა, რომ კახელები ნამდვილი ქართველები არ არიანო, იმათ ვისი სისხლი აქვთ კაცმა არ იცისო, სპარსელების და მონღოლებისო, აი აქ მონღოლები არ ყოფილანო და ამიტომაც ჩვენო ყველაზე ნაღიდი ქართველები ვართო. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი ადამიანის აზრი, მსგავსი აზრები ბევრ ადამიანსიგან მსმენია. ეს არა იმდენად ფაშიზმი არამედ ფეოდალური რაღაც "სუფთა სისხლის" იდეაა. ამიტომ მაინტერესებს, ვართ კი შემდგარი ერი? თუ ვართ მაშინ რაღაზე გვჭირდება, რაღაც ფეოდალური "წმინდა სისხლის" ინსტიტუტი?
-
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
Nukriko replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
http://tvali.ge/index.php?action=watch&v=5044 -
ერთი კაცი ამ ორ გვერდს რომ პოსტავ არ გეზარება? ზვიად გამსახურდიას გამოსვლა ყვარლის რაიონის სოფ. ახალსოფელში 1 ივნისი, 1990 წ. ”მთავარი მიზეზი ჩვენი აქ ჩამოსვლისა ის არის, რომ აი, ამ გამყიდველი კომუნისტების წყალობით, ამ მოღალატეების წყალობით აქ ლეკიანობა დაიწყო კახეთში, კახეთის შუაგულში. კახეთი ყოველთვის იყო დემოგრაფიულად ყველაზე სუფთა რეგიონი, სადაც ქართული ელემენტი მუდამ სჭარბობდა, მუდამ მძლავრობდა. ახლა ისე მოგვიწყვეს საქმე ამ კომუნისტებმა, რომ საგონებელში ვართ ჩავარდნილნი, როგორ გადავარჩინოთ კახეთი. აქეთ თათრობა ეძალება, იქით ლეკობა ეძალება, აქეთ სომხობა ეძალება, აქეთ ოსობა ეძალება და სადაცაა კახეთს გადაყლაპავენ. ეს გაგვიკეთეს ამ კომუნისტებმა, ამ მოღალატეებმა. გაყიდეს, ფულზე გაყიდეს ეს ჩვენი საყვარელი, ეს წმინდა კუთხე. კახეთი, ჩვენი გმირების სამშობლო, ეს წმინდანების სამშობლო გაყიდეს, მიჰყიდეს უცხო თესლს და დღეს კატასტროფის წინაშე ვართ. და აი, ასეთ დროს გამოიღვიძა ხალხმა და აიძულა უცხეთესლი დაეტოვებინა აქაურობა და თანდათანობით სტოვებენ კიდევაც. ახლა ეროვნული მოძრაობა წამოვიდა, ვითომცდა ეროვნული მოძრაობა, ცრუეროვნული მოძრაობა და იძახის, როგორ გეკადრებათ ხალხნო, ჩვენ ინტერნაციონალისტები ვართო, ჩვენ ხალხთა მეგობრობა უნდა ვიქადაგოთო, ჩვენ არჩევნებში ყველას უნდა მივაღებინოთ მონაწილეობაო: ლეკსაც, თათარსაც, სომეხსაცო. ქართველი ერი არ უჭერთ მხარს, გესმით? ახლა ამათი მხარდაჭერა უნდათ და ეუბნებიან, რას ბრძანებთ, სად მიდიხართ, ეს ხომ თქვენი მამულია, თქვენი მიწააო, როგორ გეკადრებათ, ვინ გიშვებთო. აგერ, თათრებს ეფერებიან შუა ქართლში. აი, ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ცრუ ჯგუფები, ცრუ პარტიები, ეროვნულ-დემოკრატიული ჰქვია ჭანტურიას პარტიას და ყოველნაირად ეხვეწება თათრებს, დარჩით, სად მიბრძანდებით, თქვენი მიწააო. იქით სომხებს ეხვეწება, დარჩით კაცო, სად მიბრძანდებით, საქართველო თქვენი სამშობლოა. არ გაგიკვირდეთ, რომ ლეკებსაც უთხრას. აქ ცრუ პარტიები ბევრია. აქ ცრუ საზოგადოებაც არის, ვითომ ჭავჭავაძის, ისინიც ამ გზაზე დგანან. ილიას წმინდა სახელი დაირქვეს ამ მოღალატეებმა და მერე თურქების ნახევარმილიონინ არმიას მოეზიდებიან საქართველოში. ახლა ესენიც გულმოცემულები არიან, ლეკებიც. ამბობენ, კაცო, არ ყოფილა ისე ჩვენი საქმე, ეს ჩვენი სამშობლო ყოფილაო. ამას ეროვნული მოძრაობა ამბობს, არაფორმალები ამბობენო, კაცო, გესმით? აი, რას აკეთებს მთავრობა. დაინახა, გაუტყდა ავტორიტეტი, ხალხი მას აღარ უჯერებს და ახლა შექმნა თაავისი აგანეტები ჩვენს მოძრაობაში, გესმით? თავისი აგენტების ჯგუფები, რომ ეს არაქართული მოსახლეობა აქ გაამრავლოს, რომ მერე გადაგვყლაპონ კარგად, გესმით? გესმით, რა შეთქმულებაა ჩვენი ერის წინააღმდეგ? .... ეს ვითომც ეროვმული ფორუმი, ეს ცრუფორუმი, სადაც შეიყარა მოღალატეები, გამყიდველები, საქართველოს მოღალატეები შეერთდნენ და დაგვიპირისპირდნენ ჩვენ, ეროვნულ მოძრაობას. თქვენ ნაციონალისტები ხართ, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ სხვა ერებს, თქვენ ეთნოკრიზისებს იწვევთო. ეთნოკრიზისს უძახიან, ქართველებს რომ ვიცავთ, ქართველი ერის ინტერესებს ვიცავთ და სამაჩაბლოში ქართველებს რომ ჟლეტენ და ჩვენ რომ ხმას ვიმაღლებთ, რომ არიქა, დავიცვათ ოსებისგან ქართველები, თურმე, ეს ეთნოკრიზისში ჩარევა არის. თურმე ეს ნაციონალიზმია, გესმით? აი, რა ენით გველაპარაკებიან და შექმენს ვითომ ფორუმი, გაერთიანდნენ ცრუ პარტიებში და ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეგვიშალონ, ყველანაირად შეეკრენ არაქართველებს, აქეთ ოსების ორგანიზაციებს გაუკავშირდნენ, იქით აფხაზების ორგანიზაციები ჩამოიყვანეს, აგერ ყრილობა მოაწყვეს შუა თბილისში და აფხაზი გამოვიდა, ”გაუმარჯოს დამოუკიდებელ აფხაზეთშო” მქუხარე ტაშით შეეგება მთელი ყრილობა, აი, ამ მოღალატეების ყრილობა. აი, რა ხდება მეგობრებო. გაახილეთ თვალი, რამეთუ მოვიდა მტერი უკვე შენიღბული სხვა ფორმით, სხვა სახით და უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი. .... არავის აქ ფეხი არ მოადგმევინოთ, შეიძლება ისინი მოვიდნენ და თქვან: კაცო, ლეკები ჩვენი ძმები არიან, რასა ბრძანებთ, მოდით, ჩავეხუტოთ, კარგად ვიყოთ მათთანო. აი, ნახავთ, რა იქნება უახლეს ხანში. ამაზე უპასუხეთ სტვენით და გააძევეთ აქედან, აი, ამას გირჩევთ მე. ძალა ჩვენსკენ არის და ყველა მოღალატეს გავუსწორდებით, ყველა ბოროტ მტერს, აქ შემოხიზნულ არაქართველსაც გავაძევებთ საქართველოდან..." გაზეთი ”ივერია” 23 6.06. 1990 ეს აქაც იყოს
-
ზვიად გამსახურდიას გამოსვლა ყვარლის რაიონის სოფ. ახალსოფელში 1 ივნისი, 1990 წ. ”მთავარი მიზეზი ჩვენი აქ ჩამოსვლისა ის არის, რომ აი, ამ გამყიდველი კომუნისტების წყალობით, ამ მოღალატეების წყალობით აქ ლეკიანობა დაიწყო კახეთში, კახეთის შუაგულში. კახეთი ყოველთვის იყო დემოგრაფიულად ყველაზე სუფთა რეგიონი, სადაც ქართული ელემენტი მუდამ სჭარბობდა, მუდამ მძლავრობდა. ახლა ისე მოგვიწყვეს საქმე ამ კომუნისტებმა, რომ საგონებელში ვართ ჩავარდნილნი, როგორ გადავარჩინოთ კახეთი. აქეთ თათრობა ეძალება, იქით ლეკობა ეძალება, აქეთ სომხობა ეძალება, აქეთ ოსობა ეძალება და სადაცაა კახეთს გადაყლაპავენ. ეს გაგვიკეთეს ამ კომუნისტებმა, ამ მოღალატეებმა. გაყიდეს, ფულზე გაყიდეს ეს ჩვენი საყვარელი, ეს წმინდა კუთხე. კახეთი, ჩვენი გმირების სამშობლო, ეს წმინდანების სამშობლო გაყიდეს, მიჰყიდეს უცხო თესლს და დღეს კატასტროფის წინაშე ვართ. და აი, ასეთ დროს გამოიღვიძა ხალხმა და აიძულა უცხეთესლი დაეტოვებინა აქაურობა და თანდათანობით სტოვებენ კიდევაც. ახლა ეროვნული მოძრაობა წამოვიდა, ვითომცდა ეროვნული მოძრაობა, ცრუეროვნული მოძრაობა და იძახის, როგორ გეკადრებათ ხალხნო, ჩვენ ინტერნაციონალისტები ვართო, ჩვენ ხალხთა მეგობრობა უნდა ვიქადაგოთო, ჩვენ არჩევნებში ყველას უნდა მივაღებინოთ მონაწილეობაო: ლეკსაც, თათარსაც, სომეხსაცო. ქართველი ერი არ უჭერთ მხარს, გესმით? ახლა ამათი მხარდაჭერა უნდათ და ეუბნებიან, რას ბრძანებთ, სად მიდიხართ, ეს ხომ თქვენი მამულია, თქვენი მიწააო, როგორ გეკადრებათ, ვინ გიშვებთო. აგერ, თათრებს ეფერებიან შუა ქართლში. აი, ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ცრუ ჯგუფები, ცრუ პარტიები, ეროვნულ-დემოკრატიული ჰქვია ჭანტურიას პარტიას და ყოველნაირად ეხვეწება თათრებს, დარჩით, სად მიბრძანდებით, თქვენი მიწააო. იქით სომხებს ეხვეწება, დარჩით კაცო, სად მიბრძანდებით, საქართველო თქვენი სამშობლოა. არ გაგიკვირდეთ, რომ ლეკებსაც უთხრას. აქ ცრუ პარტიები ბევრია. აქ ცრუ საზოგადოებაც არის, ვითომ ჭავჭავაძის, ისინიც ამ გზაზე დგანან. ილიას წმინდა სახელი დაირქვეს ამ მოღალატეებმა და მერე თურქების ნახევარმილიონინ არმიას მოეზიდებიან საქართველოში. ახლა ესენიც გულმოცემულები არიან, ლეკებიც. ამბობენ, კაცო, არ ყოფილა ისე ჩვენი საქმე, ეს ჩვენი სამშობლო ყოფილაო. ამას ეროვნული მოძრაობა ამბობს, არაფორმალები ამბობენო, კაცო, გესმით? აი, რას აკეთებს მთავრობა. დაინახა, გაუტყდა ავტორიტეტი, ხალხი მას აღარ უჯერებს და ახლა შექმნა თაავისი აგანეტები ჩვენს მოძრაობაში, გესმით? თავისი აგენტების ჯგუფები, რომ ეს არაქართული მოსახლეობა აქ გაამრავლოს, რომ მერე გადაგვყლაპონ კარგად, გესმით? გესმით, რა შეთქმულებაა ჩვენი ერის წინააღმდეგ? .... ეს ვითომც ეროვმული ფორუმი, ეს ცრუფორუმი, სადაც შეიყარა მოღალატეები, გამყიდველები, საქართველოს მოღალატეები შეერთდნენ და დაგვიპირისპირდნენ ჩვენ, ეროვნულ მოძრაობას. თქვენ ნაციონალისტები ხართ, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ სხვა ერებს, თქვენ ეთნოკრიზისებს იწვევთო. ეთნოკრიზისს უძახიან, ქართველებს რომ ვიცავთ, ქართველი ერის ინტერესებს ვიცავთ და სამაჩაბლოში ქართველებს რომ ჟლეტენ და ჩვენ რომ ხმას ვიმაღლებთ, რომ არიქა, დავიცვათ ოსებისგან ქართველები, თურმე, ეს ეთნოკრიზისში ჩარევა არის. თურმე ეს ნაციონალიზმია, გესმით? აი, რა ენით გველაპარაკებიან და შექმენს ვითომ ფორუმი, გაერთიანდნენ ცრუ პარტიებში და ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეგვიშალონ, ყველანაირად შეეკრენ არაქართველებს, აქეთ ოსების ორგანიზაციებს გაუკავშირდნენ, იქით აფხაზების ორგანიზაციები ჩამოიყვანეს, აგერ ყრილობა მოაწყვეს შუა თბილისში და აფხაზი გამოვიდა, ”გაუმარჯოს დამოუკიდებელ აფხაზეთშო” მქუხარე ტაშით შეეგება მთელი ყრილობა, აი, ამ მოღალატეების ყრილობა. აი, რა ხდება მეგობრებო. გაახილეთ თვალი, რამეთუ მოვიდა მტერი უკვე შენიღბული სხვა ფორმით, სხვა სახით და უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი. .... არავის აქ ფეხი არ მოადგმევინოთ, შეიძლება ისინი მოვიდნენ და თქვან: კაცო, ლეკები ჩვენი ძმები არიან, რასა ბრძანებთ, მოდით, ჩავეხუტოთ, კარგად ვიყოთ მათთანო. აი, ნახავთ, რა იქნება უახლეს ხანში. ამაზე უპასუხეთ სტვენით და გააძევეთ აქედან, აი, ამას გირჩევთ მე. ძალა ჩვენსკენ არის და ყველა მოღალატეს გავუსწორდებით, ყველა ბოროტ მტერს, აქ შემოხიზნულ არაქართველსაც გავაძევებთ საქართველოდან..." გაზეთი ”ივერია” 23 6.06. 1990 დაკოპირებულია ფორუმ.გე-დან :DD
-
dire სად დავწერე, ერთი დამიციტადე, მსგავსი რამ? სად დავწერე რომ რესპუბლიკელები და თავისუფლების ინსტიტუტი მიყვარს, ესეცც დამიციტადე.. რაც დაწერე ცილისწამებაა, თუ კი ნორმალური ადამიანი წერს ამას, მარა რამდენადაც ვიცი ზოგიერთ ფორუმელი თუ რა ტიპია, ისიც ვიცი რომ ზოგიერთი ფორუმელი ცხოვრობს ვაფშე სხვა სამყაროში და რეალობა მათგან არის ისე შორს, ისე შორს, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ ნორმალურად აღიქვან, რეალობა. ამიტომაც იგონებენ უამრავ ზღაპრებს და მერე საკუთარ თავს აჯერებენ ამ ზღაპრებს. (აბა სხვა არ დაიჯერებს და )
-
ანარქისტი ხარ?
-
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
Nukriko replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
მაგარი ვიდეოა :DD -
ნუ მედემაგოგები რა :DD
-
9 აპრილის აქცია იმიტომ გათამაშდა რომ რუსებს ზვიადი მოეყვანათ სათავეში, პოპულიზმი აჩუქეს ბატონ ზვიადს... მერე მის ხელებითვე დაანგრიეს სახელმწიფოებრიობა..
-
რელიგიაა კაცობრიობის პრობლემების მთავარი მიზეზი?
Nukriko replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
FRIDRIX შენ მასონიზმის გჯერა? :DD სერიოზული კაცი მეგონე და მასონებიო :DD -
ადამიანი როგორც ბიოლოგიური არსება, კულტურის გაჩენისგან გაცილებით ადრე გაჩნდა. დადამიანი არის და იქნება იმ ინსტიქტების მატარებელი, რაც მას ახასიათებს. კულტურა არის ამ ინსტიქტების დამთრგუნავი ინსტიტუტი, სისტემა. ადამიანი არის ამ ორ საწყისზე აგებული, მარა თავად ძალაუფლება არის სიველურის საწყისი, შესაბამისად პოლიტიკაც ამ სიველურის გამომხატველია..
-
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
Nukriko replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Pariz ესე ყურმოკვრით რომ იცი, ამიტომ არის ამხელა ბარგი. ;) ევოლუციის თეორია არის მეცნიერული თეორია, რელიგია კი თავისთავად მეცნიერება არ არის, ის სულ სხბვა ირაციონალურ სფეროს განეკუთვნება. მეცნიერები ვერ ასწავლიან მომავალ მეცნ9იერებს, არამეცნიერულ თეორიებს, მეცნიერებმა უნდა ასწავლონ მეცნიერება, შესაბამისდად, მოითხოვო მეცნიერისგან, რომ იმან ასწავლოს არამეცნიერული თეორია არის აბსურდი. რაც შეეხება ევცოლუციის თეორიის სკოლაში სწავლას, XX-საუკუნის 20-იანმ წლებში დარვინის თეორია რომ ასწავლა მასწავლებელმა ბავშვებს, მთელი სასამართლო მოუწყეს. ამის გარდა, მე სკოლაშI არ მისწავლია დარვინის თეორია, მარა ზატო მყავდა რელიგიის მასწავლებლები, რომლებიც სრული სერიოზულლობით მეუბნებოდნენ რომ 1999 წელი არის აპოკალიფსის წერი რადგან სამ 999 რომ ამოატრიალებ გამოდის 666 :DD დეგენერატიზაცია მიდიოდა სკოლების, ალბათ ეხლა ცოტა უკეთესია ამ მხრივ, ეს ნაგიჯრები იმედია გააგდეს -
არ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება არ გაგვაჩნია ელემენტარულად ისეთი სოფლის მეურნეობის სისტემა, რომ სოფლის მეორნეობისგან რამე მოგება ვნახოთ. საქართველოს დღეს საკუთარი თავის გამოკვება არ შეუძლია და ამაში სხვები კი არა, ქართველები არიან დამნაშავეები. საქართველო ცოცხლობს, უცხოურ ფულით, დახმარებებით და ა.შ ტიპიური არშემდგარი ქვეყანა ვართ, რომელსაც დამოუკიდებლად არსებობაც კი არ ძალუძს.. მერე აგინებენ ხოლმე უცხოეთს, იმ უცხოეთმა ფულის ნაკადი რომ შეგიწყვიტოს, ხო სულ დაერხა საქარტველოს..
-
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
Nukriko replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Pariz :DD მაგადია რა მაგადი.. რა უსუსურობაა ევოლუციის წინააღმდეგ, არანაირი არგუმენტი, მაქსიმალური შეურაცხყოფა ამ თეორიის. :DD http://azrebi.ge/index.php?m=2&newsid=19 -
newstudio ოპოზიცია დარბის უცხოეთში და ელოდება პაძერშკას, ასევე ხელისუფლებაც, რათა შიდა ძალაუფლება გაიმტკიცოს უცხო ძალების ხელშეწყობით. არჩევნების გაპრავებას უცხოეთის დამკვირვებლებით ახდენენ და აპრავებენ არჩევნების შედეგებს.. საქართველოში შეიძლება ვიღაცას რაღაცა სურს, მარა ამის არანაირი პოლიტიკური თუ სხვა საშვალება არ არსებობს, რომ აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა. ავიღოთ 90-იანი წლების სამოქალაქო ომი, ორივე მხარის შეიარაღებაში და დაფინანსებაში რუსეთი იღებდა მნიშვნელოვან მონაწილეობას. თავის აგენტურა რომ ჰყავს ეს ერთი და მათი მეშვეობით რომ ახდენს პოლიტიკურ ინტერესების გატარებას ეს მემგონი უცხო არ არის. ვარდების რევოლუციამდე, სოროსის ფონდით შექმნილი, მოძრაობა "კმარა" და ნაციონალური მოძრაობა, რომლის უკანაც იყო სხვადასხვა ძალები, მხოლოდ მაშინ შეძლო რეალური პოლიტიკური გამარჯვების მოპოვება, როდესაც უცხოური ძალებმა დახმარება აღმოუჩინეს. 7 ნოემბერი ხო რუსეთიდან ჩამოსული, რუსული ფულებით, ბადრი პატარკაციშვილის დიდი მეშვეობით მოეწყო, საერთოდ მისი ფულის და ტელეკომპანიის წყალობით, მიხეილ სააკაშვილის პოპულარულობის საგრძნობი დაცემა მოხდა. მე ვფიქრობ რომ საქართველოში არ არის იმხელა რესურსი, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკა იწარმოებდეს.. რეალურ პოლიტიკურ წარმატებას რომ მიაღწიო, შენს უკან უნდა იდგეს რომელიმე უცხო ძალა. ამიტომაც ჩვენ არ ვართ დამოუკიდებლები..
-
newstudio ერთ პროპაგანდას მეორე პროპაგანდა უნდა დაუპირისპირო... სამწუხაროდ ესეა..
-
დამოუკიდებლობა, პირველ რიგში იმაში აისახება, რომ ქვეყანაში, პირველ რიგში შიდა პოლიტიკას უცხო ქვეყნებისგან დამოუკიდებლად ქვეყნის მოსახლეობა და პოლიტირი ელიტა აწარმოებს. არც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა საქართველოში, უცხო ქვეყნების ჩარევის გარეშე არ მომხდარა. არც სამოქალაქო ომი 90-იან წლებში, ან სამხედრო ამბოხი, არც ვარდების რევოლუცია და არც 7 ნოემბერი.. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში დამოუკიდებლად არაფერი ხდება, საქართველოში პოლიტიკური მოძრაობა რომ დაიწყოს, რომელსაც რაღაც მნიშვნელობა ექნება, აუცილებლად უცხო ძალები უნდა ედგნენ უკან.. მე პირადად მიჩნდება შეკითხვა, ჩვენ ქართველ ერს, გვაქვს დამოუკიდებელ პოლიტიკის წარმოების უნარი?
-
ადრე თუ გვიან ყველანაირი პროპაგანდა ინგრევა აგნოსტიკობა, ათეიზმი უკვე მყარად არის ფეხმოკიდებული ევროპაში, იაპონიაში და ჩინეთშიც. ასე რომ რელიგიების შესუსტების პროცესი დაწყებულია 19-ე საუკუნიდან დღემდე. 2 საუკუნე გავიდა და რელიგიებმა 40-საუკუნოვანი მონოპოლიური ბატონობამ პოზიციები საგრძნობლად დაკარგა..