Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. ქრისტიანობამ ჩამოაყალიბა სახელმწიფოს ახალი ხედვა. მისი ავტორი იყო თომა აკვიტანელი. მისი თეორიის მიხედვით სახელმწიფო წარმოადგენს ღვთაებრივი ნების პროდუქტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ძალაუფლება მუდმივი და აუცილებელია, და ის დამოკიდებულია ეკლესიაზე. ამიტომაც ყველა ვალდებულია ყველაფერში დაემორჩილოს ხელისუფალს. არსებობს სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც ღვთაებრივი ნების გამომხატველია. აუცილებელია მას შეეგუო და არ შეეწინააღმდეგო. ასევე უნდა დაემორჩილო ღმერთის მიერ დანიშნულ მეფეს. ამ თეორიის მიხედვით სამეფო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნიშნავს ღმერთისადმი დაუმორჩილებლობას. უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ამ თეორიაში მეფისა და ღმერთის ურთიერთობა, ასევე ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიის შორის. IX-X საუკუნეებში ჩამოყალიბდა ორი მახვილის თეორია, რომლის მიხედვითაც ქრისტიანობის დასაცავად ღმერთმა ადამიანებს ორი მახვილი მისცა - ეკლესია და სახელმწიფო. უპირატესობა ამ ორში აქვს ეკლესიას, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა იყოს მეფე. მეორეს მხრივ ბიზანტიური საერო ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ამ ძალაუფლებას იმპერატორს არა ეკლესია, არამედ ღმერთი გადასცემს. მოგვიანებით ჩნდება ახალი თეორია, ეს არის ეგრედ წოდებული ცეზაროპაპიზმი. მის მიხედვით, ბიზანტიის იმპერატორი თავის თავზე იღებს ეკლესიის და სახელმწიფოს მართვას. ცეზაროპაპიზმი პირველად გაჩნდა იმპერატორ თეოდოს დიდის (346-395) მმართველობის დროს და ფორმალურად გაფორმდა იუსტინანეს კოდექსის მიერ. ასევე არსებობს თეორია სიმფონიური ძალაუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბიზანტიაში ეკლესია და სამეფო ხელისუფლება ჰარმონიულად თანაარსებობდნენ, რადგან ორივე ერთ საქმეს ემსახურებოდნენ და მათ შორის რაიმე დაპირისპირებას არ ჰქონდა ადგილი. სიმფონიის თეორია კი საბოლოოდ გააფორმა იმპერატორმა იუსტინიანემ. იუსტინიანეს თეორიის მიხედვით ეკლესია იმპერიის სული, ხოლო სახელმწიფო კი მისი სხეული იყო. მაგრამ სახარებისეული ეკლესია თავის თავს თვლიდა “ქრისტეს სხეულად”. რადგან ბიზანტიაში ეს სხეული სახელმწიფო ითვლებოდა, ყველა მისი ქვეშერდომი დე-ფაქტოდ, ანუAავტომატურად ხდებოდა ეკლესიის წევრი. ამით კი იშლებოდა საზღვარი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. უფრო მეტიც, ეკლესიას საერთოდ ვეღარ ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და ვეღარ ასრულებდა საკუთარ ფუნქციას, რამეთუ ამ ფუნქციის შესრულება მეტწილად იტვირთა სახელმწიფომ. ამიტომაც იმპერატორი მუდამ უფრო ესწრებოდა საეკლესიო კრებებს და საკმაოდ დიდ როლს ასრულებდა საკესიო კრებების შედეგზე. თუ კი რომისპაპი ითვლებოდა უცოდველკად მხოლოდ კათედრაზე მყოფი, კათედრის მიღმა კი ის ისეთივე ცოდვილად ითვლებოდა როგორიც ჩვეულებრივი ადამიანი იყოს, ცეზაროპაპიზმის შემთხვევაში ბიზანტიის იმპერატოტრი უცოდველი იყო ძილშიც კი. ცეზაროპაპიზმი არის ბიზანტიურ-მართლმადიდებკლური და რუსულ-მართლმადიდებლური მოვლენა. რამოდენიმე ისტორიკოს მიაჩნია რომ დავით აღმაშენებელმაც რომელმაც მოიწვია საეკლესიო კრება და რომელიც ესწრებოდა და რომელმაც ახალი თანამდებობა შემოიღო, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო ცეზაროპაპიზმის გამოვლინება რადგან მან საკუთარი ძალაუფლებას დაუქვემდებარა საერო და სასულიერო ხელისუფლება. თუმცა დავით აღმაშენებლზე ბევრი რამ ჯერ სადაოა და გადაწყვეტით ვერ ვიტყვით რომ ეს მართლა ასე იყო.
  2. ბევრი ვერსია არის რის გამოც კეთდება ეს 1) ტერორიზმში მხილება დიდი სკანდალია (განსაკუთრებით ბიძგი აფხაზეთისა და ოსეთის აღიარების საკითხში) 2) შესაძლებელია ამის გამო მეორე ომიც მოხდეს 3) შეიძლება არც არაფერი გამოუვიდეთ მარა რა განზრახვა დევს ამაში გასაგებია, თუმცა გამოუვა თუ არა ეს მეორე საკითხია.
  3. მე დავენიზლავები ვისაც უნდა, რომ მონაწილეები აღმოჩნდებიან ჩეჩნები და აღმოაჩენენ რომ ჩეჩნებს ეხმარებოდნენ ქართველები.. ეს არის ძალიან ძველი პოლიტიკური მეთოდი რომელსაც რუსეთი ხშირად იყენებს ხოლმე.
  4. Grig მიშა ესეთი იყო რევოლუციის დაწყების დროს. მარა ეხლა არავის ჯერა. რაც შეეხება არაკორექტულობას, პიროვნების კულტუი რა სახითაც არ უნდა არსებობდეს, რელიგიურ თუ საერო პიროვნების კულტები, რომელიც რატომღაც ხელშეუხებელნი უნდა იყვნენ და მეტიც არავის არ აქვს უფლება გააკრიტიკოს ის, არის საკმაოდ ცუდი მოვლენა და ამ მოვლენის მიმართ ვიქნები კიდევადაც "არაკორექტული" ისე თუ დააკვირდი რომ როცა საპატრიარქო იწყებს რაღაც ქმედებას მერე მოყვება ამას რაღაც ამბები და თუ დააკვირდი უმიზეზოდ არც ერთი ამბავი არ მომხდარა საპტრიარქოს წინააღმდეგ.
  5. არ მიყვარს არც თუთბერიძე და არც პატრიარქი, არც თავისუფლების ინსტიტუტი და არც საპატრიარქო,არც ნაც. მოძრაობა და არც არსებული ოპოზიცია ამას რომ შეიგნებს ბევრი მერე ღირს უკვე დიალოგი.
  6. ერთ რამეს ვხედავ პატრიარქი ძალიან კონფორტულად იყო შევარდნაძის დროს და შევარდნაძესთან ძალიან ჰარმონიული დამოკიდებულება ჰქონდა.
  7. ნახე აქაც ერთი საინტერესო მომენტია. განსხვავებულ აზრის მარგინალიზაციისთვის, ისინი განსხვავებულ აზრს "კაგებეშნიკურ" აზრს უწოდებენ ყოველგვარ მტკიცებულების გარეშე, ან რუსეთუმე აზრს ან რა ვიცი კიდე.
  8. საერო ხელისუფლების სისუსტით უნდათ რომ ისარგებლონ სასულერო ხელისუფალმა, ნაიდაგს აკეთებენ. საერო ხელისუფლების მოშლისთანავე გარკვეულ პოლიტიკურ ბერკეტების აღებას შეეცდება სასულიერო ხელისუფლება. კლასიკური ნიმუშია იმისა თუ როგორ ამზადებს სასულიერო ხელისუფლება, ხან რუსეთის დახმარების იმედად ხან ადგილობრივი ძალების იმედად სასულიერო ხელისუფლება ცდილობს სახელმწიფოს მართავის სადავები იგდოს ხელს. რაც ყოველთვის უნდოდათ სასულიერო ხელისუფლებას იმას ახორციელებს ეხლა, თეოკრატიულ სახელმწიფოს შექმნას. მარა ჩავარდება ეს პროექტი, არ არის რეალურად ისეთი ძლიერი ეკლესია როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
  9. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა" (Transparency International) საქართველოს მთავრობის საერთაშორისო სარეკლამო კამპანიასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. სარეკლამო რგოლში, რომელიც BBC-ზე და CNN-ზე თებერვალში გავიდა, საქართველო ნახსენებია, როგორც „მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის კუთხით". „საერთაშორისო გამჭვირვალობას" ასეთი განცხადება არასდროს გაუკეთებია. „ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე" დაყრდნობით გაკეთდა. რეკლამაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის" „კორუფციის აღქმის ინდექსის" მონაცემები. „საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნომ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" უკმაყოფილება გამოთქვეს ამ რეკლამის მიმართ და ორივე ტელეარხს სარეკლამო რგოლის შესწორებული ვერსიის გაშვებაზე შეუთანხმდნენ". „საერთაშორისო გამჭვირვალობა" მზადაა დაეხმაროს საქართველოს მთავრობას, რათა ამ ორგანიზაციის ხელთ არსებული მონაცემები და შეფასებები სწორად იქნას გამოყენებული საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ქვეყნის მიღწევების ასახვისას", - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში. http://www.media.ge/ka/node/36823
  10. ამხანაგებო-ვინაიდან ადმინკაში მოდერიმა აიღო რამდენიმედღიანი შვებულება თემას მე გამოვხვეტავ მისი ნებართვითტატ
  11. ავტორიტარულ მახინჯ სისტემას აშენებენ ეგენი და ეს არის ამ სიმახინჯის გამოვლინება. მეტიც კოლაბორაციული ხელისუფლება გვყავს, ოპოზიცითურთ, რომელიც ერთ საქმეს აკეთებს ამ სიმახინჯის კეთებას. ოპოზიციის როლს გეტყვი, რუსეთის რევოლუციის დროს მღვდელი გაპონი რომ იყო და ხალხი წაიყვანა, დამიჯერეთ თეთრგვარდიელები არ გესვრიანო და რომ წაიყვანა და ჩაახოცინა (მოგვიანებით რომ აღმოჩნდა რომ მეფის რუსეთის შეგზავნილი იყო ხალხში) აი მსგავს თამაშს თამაშობს ჩვენი ოპოზიცია. ჩვენი ოპოზიციის დავალებაა ესაა, ხალხი უფრო დააჩმორებინოს ხელისუფლებას.
  12. ავტორიტეტის, ავტორიტეტული ინსტიტუტის არ არსებობ არ ნიშნავს რომ იდეა არ არსებობს.
  13. პროგრესი არის კონსტიტუცია, კონსტიტუციის მიღმა რაღაც ბრალდებების გამო ტელევიზიის ჩამორთმევა ვერაფრით ვერ იქნება პროგრესული და მეტიც, ქართული კანონმდებლობის თანახმად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ქვეყნის წინააღმდეგ არის დასჯადი. ჯერ ძმაო კაგებეშნიკობას დამტკიცება უნდა და ეს უნდა დაამტკიცონ. ეს არც შენ და არც ხელისუფლებამ არ უნდა გადაწყვიტოს, სანამ გადაწყვეტს რამდენი ოპოზიციური ან ნეიტრალური და ა.შ არხის არსებობაა საკმარისი იქამდე გვექნება გადებული და იქამდე ხელისუფლების წარმომადგენლებს "პროგრესზე" ლაპარაკის არანაირი უფლება არ გექნებათ დემოკრატიული ინსტიტუტებიოს კვლევები მაინც წაიკიტხე საქართველოში სიტყვის თავისუფლების მხრივ და ნუ ცდლიობთ "პატრიოტიზმით" დააბოპლოთ ხალხი რათა თაბვისუფლება მოუსპოთ. არა ძმაო, ყველანაირ გადაწყვეტილება უნდა იყოს სამართლიანი. სწორედაც რომ სამართლიანობაა პროგრესი.
  14. აი ამას ეძახი პროგრეს და მერე რომ არ გვჯერა შენი "პროგრესული" წარმოდგენების, ამბობთ ხალხია ბნელიო
  15. ეს რომელმა პროგრესულმა ცეკას მდივანმა დაადგინა?
  16. იბერიას, 9 არხს, მზეს, იმედს, 202-ს რა ვუყოთ? შეადარა ეხლა იმედის გამოძიებები და იმედის რეპორტაჟები კავკასიას
  17. არა და ესე არ არის, უბრალოდ ყველანაირი პროგრესი ყველანაირმა ხელისუფლებამ რეგრესად აქცია და თავად გაგება პროგრესისა სამართლიანად აღიქმევა რეგრესად. პროგრესის სახით როცა ხელისუფლებისა და საზოგადოების ისეთ ურთიერთობას გთავაზობენ თითქოს ხელისუფალი ბატონია ხოლო საზოგადოება კი მონაა, ეს ვერ იქნება პროგრესული და რა პროგრესზეა საუბარი როცა სიტყვის თავისუფლება არ არის გარანტირებული და ყვეალანაირ ტელევიზიას ხელისუფლება მართავს. პროგრესი იწყება სიტყვის თავისუფლებიდან.
  18. კონფორმიზმი სწორედ ის არის როცა თავისუფლებას ცვლი კონფორტის გამო, ან რაღაც ღირებულებებს ცვლი კონფორტის გამო. საზოგადოების განვითარების ერთადერთ საშვალებას საზოგადოების შიგნით მენტალურ დაპირისპირება მიმაჩნია. ანუ უნდა არსებოდეს თავისუფალი სივრცე სადაც ადვილი იქნება შესაძლებელი დაპირისპირების მოხდენა და ამ დაპირისპირების ღიაობა უნდა იყოს გარანტირებული. ამ დაპირისპირებაში უამრავი ახალი იდეა დაიბადება, უამრავი სიახლე შეიქმნება. როცა ტაბუ დადებული თემები და ფასეულობებეი არის, რომელსაც არავინ ეხება, ის განიცდის გახრწნას.
  19. Saturn მეამბოხე ახალგაზრდა არის ადამიანი რომელიც ახალ ფასეულობებს ნერგავს და გააჩნია დიდი პროტესტი რეალობისადმი. ნუ ახალგაზრდა რომ ბერდება რა თქმა უნდა ამბოხებული სულიც ეკარგება, ეს ბუნებრივია და მერე ამ დაბერებულმა ყოფილმა მეამბოხე უპირისპირდება ახალგაზრდა მეამბოხეს. ეს არის ჩემი აზრით პროგრესის, ცვლილებების გზა.
×
×
  • შექმენი...