-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
Федера́льная резе́рвная систе́ма (ФРС, Федеральный резерв) (англ. Federal Reserve System) — специально созданная в 1913 году законом о Федеральном Резерве (англ. Federal Reserve Act) система, которая в совокупности выполняет роль центрального банка Соединённых Штатов Америки. В управлении ФРС весомую роль играет государство, хотя форма собственности капитала является частной — акционерная с особым статусом акций მე ვფიქრობ რომ რადგან ბანკირებმა და მაგ ბურჟუებმა აიღეს მთელი ძალაუფლება საკუთარ ხელში, ამერიკის სახელმწიფოს დღეს თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ეს კომპანიები, ბანკები. ერთი სიტყვით ბანკირები რა. ამიტომ იქ პირიქითაა, ბანკირები აკონტროლებენ სახელმწიფოს, ამიტომაც დაიწყო ის უაზრო ომი რასაც ავღანეთში ომი ჰყვია. რა ინტერესი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, ავღანეთში? აი ბანკირები კი ამით გამდიდრდებიან, ასევეა ერაყშიც.
-
არა ეს არაფერ შუაშია, სწორედაც პროფესიონალი კგბ-შნიკი რომ არის მაგიტომაც ჩააბანძა სოროსის ფონდი. აი შეგიძლია წაიკითხო სოროსის წიგნი და ნახო მისი ინტერვიუები და მერე დაელაპარაკე ქართველ სოროსისტებს და ნახავ რამხელა განსხვავებაა. პრინციპი მარტივია, რაც უნდა გააკეთონ დემოკრატიულმა ძალებმა შენ ანუ კგბ აკეთებ ამას და მერე აბანძებ, სახელს უტეხ დემოკრატიულ მოძრაობებს. ესაა მთელი ლოგიკა
-
კომპანიები არ ვიცი მარა ჩინეთის ბანკები სახელმწიფოს ხელშია. 8 ძირითადი ბანკი ჰყავთ და რვავე სახელმწიფოს ხელშია. ამერიკაში კი ბანკი არის კერძო პირის, მათ შორის ფედერალური ბანკი. ცაიგაისტში იყო, ფულს ამერიკაში როგორ აკეთებენ იცი? 1 დოლარის შეძენა რომ უნდა სახელმწისო ფედერალურ ბანკს მიმართავს, ფედერალური ბანკი 1 დოლარს უკეთებს ოღონდ 0.01% უნდა მისცეს ბანკს, ეხლა სხვაგან საიდან უნდა გამოიტანოს სახელმწიფომ ფული და ისევ ამ ვალის გამოსატანად ისევ ამ ბანკს აბეჭდინებს ფულს, მარა ისევ ვალი რჩება,. ამიტომაც არის რომ ამერიკის სახელმწიფო ფედერალურ ბანკის ვალიდან არასდროს არ ამოვა. ჩინეთში კი რადგან ბანკი სახელმწიფოსია, არანაირი ვალი მას არ ედება. უბრძანებს და ისიც უშვებს არანაირ ვალის გარეშე.
-
ძუკუ დარჩიაშვილი ხო იცი თავის დროზე კომკავშირული ხაზით იქაჩებოდა. მე ესე ვხედავ, კგბ-შნიკებმა დაითრიეს საქართველოში სოროსი და სოროსის ფონდი სხვანაირად რომ არ განვითარებულიყო, მისცეს მახინჯი სახე, ეხლა სოროსი ყველაფერ ვერ გააკონტროლებს და ისე რომ იცოდე, იყო რა თქმა უნდა სამართლიანი დაფინანსებებიც, გრანტებიც. მარა ძირითადად დარჩიაშვილი თავის კგბ-შნიკურ საძმაკაცოს ქაჩავდა, სოროსის ფონდით. ამიტომაც მიიღო ესეთი ცუდი სახელი, სოროსის ფონდამა და სოროსიზმა.
-
საინტერსოა, რომ სოროსმა ჩინეთს თავისი სახელი მოუნახა – ნაციონალური კაპიტალიზმი, საერთაშორისო კაპიტალიზმის საპირისპიროთ, რაც დასავლეთს ახასიათებსო. თვითონ ამ სახელშიც ჩანს, რომ სოროსიც კი თავისუფალი ბაზრის სტრატეგიების მიღმა ვერ მიდის ანალიზში. ის ხედავს თავისუფალი ბაზრის ნაკლოვანებებს, მაგრამ მისი რეცეპტი მხოლოდ მეტი/უკეთესი რეგულირებაა. რაც შეეხება ქართულ ლიბერალურ-ეკონომიკის მამას ბენდუქიძეს http://www.rosbalt.ru/2010/01/27/707507.html როგორც ხედავთ ამერიკელებამა რუსებს საავტომობილო ფირმაც კი არ მიჰყიდეს, მაშინ როცა "ჩვენი ბენდუქიძეები" ირწმუნებიან თითქოს ფულს სუნი არა აქვსო და ქვეყნის მთელი ენერგოინდუსტრიის რუსეთისადმი მიყიდვასაც თავისუფალი ბაზრის ნორმად აცხადებენ. ჩვენგან განსხვავებით ამერიკელები რუსებთან ომის მდგომარეობასი არ იმყოფებიან და თავისუფალი ბაზრის პრინციპებიც ბენდუქიძეზე უკეთ ესმით. ესე არაა? ამას ვწერ ყველაზე ახალგაზრდა პირდაღებული "ლიბერალ – პატრიოტ–კაპიტალისტ– ნაციონალისტისთვის", რომელმაც შეიძლება შემთხვევით ამ ბლოგზე ეს სტატიაც წაიკითხოს.
-
სოროსის ჩემი საყვარელი მოაზროვნეა და სამწუხაროა, რომ საქართველოში მის დაარსებულ ფონდშიც კი პრაქტიკულად არაფარი არ იციან მისი შეხედულებების შესახებ. მეტიც, სოროსის ანტიგლობალისტური შეხედულებების და საბაზრო ფუნდამენტალიზმის კრიტიკის ფონზე ქართველი სოროსელები სწორედ საბაზრო ფუნდამენტალიზმს და ნეოლიბერალიზმს აღიქვამდნენ ლიბერალურ დემოკრატიად, რის მხარდამჭერებადაც გვევლინებოდნენ. ვარდების რევოლუციის მთავრობაც სწორედ ესეთი აზროვნების იყო და არის, თუმცა მასაც, რატომღაც, სოროსის/სოროსელის იარლიყი აქვს მიკრული. მიუხედავად სოსროსის ამგვარი დახასიათებისა, ამ სტატიაში მინდოდა მეთქვა, რომ სოროსიც , როგორც სხვა დასავლელი მოაზროვნეები, ჩინეთის შეფასებაში ბევრ შეცდომას უშვებენ. სამწუხაროდ ვერ მოვნახე ის კლიპი, სადაც სოროსი ბლუმბერიგის ტელევიზიის For the Record გადაცემას ინტერვიუს აძლევს და ამბობს, რომ იმის გამო, რომ ჩინეთის საბანკო სისტემა სახელმწიფოა ინვესტიციები, თავისი პოლიტიკური ამბიციურობის გამო არახარჯეფექტურია – მშ ს 40% ის ინვესტიცია ეკონომიკაში ძალიან ბევრიაო უკუგებასთან შედარებით. მოდით ვნახოთ რა უკუგება აქვს სხვადასხვა ქვეყნებში ინვესტიციებს (მონაცემების CIA საიტიდან არის. ჩინეთს 2009 წელს მშ ს 42% ქონდა მთლიანი ინვესტიცია და ზრდა იყო 8,4% , ანუ, ინვესტიცის 5 ეთეული იძლეოდა 1 ერთეულ ზდას. ამერიკას იგივე 2009 წელს მშპ ს 12% ის ინვესტირების ფონზე კლება ქონდა, მაგრამ შეღავათი გავუწიოთ და ავიღოთ ზრდის 2007 წლის მაჩვენებელი, 2,1%. გამოვა, რომ იგივე ერთი ერთულით ზრდისთვის 6 ერთეული ინვესტიცია დასჭირდა. იგივე შედაებას თუ საქართველოსთვის გავკეთებთ ორჯერ უარეს ციფრს მივიღებთ. 2009 წლის მიხედვით არც ბრაზილია გვაძლევს უკეთეს სურათს. რა თქმა უნდა შეიძლება მოინახოს ისეთი წლები, როცა ეკონომიური ბუმის ფონზე ამერიკა, საქართველო ან ბრაზილია უკეთეს ეფექტურობას აჩვენებდა ერთეულ ინვესტიციაზე, მაგრამ ჩინეტის უპირატესობა არის ზრდის მყარი ციფრები, მსოფლიო ეკონომიური კრიზისის ადვილი გადალახვა ( რაც მის ზრდაზე ფაქტიურად არ აისახა), და თუ15–20 წლის პერიოდს ავიღებთ საშუალო ხარჯეფექტურობაც ინვესტიციებისერთეულზე გაცილებით მეტია ვიდრე ამერიკაში ან საქართველოში. რა თქმა უნდა სოროსი აღიარებს ჩინეთის უპირატესობებს: ის რომ ინვესტიციებზე ფაქტიური სახელმწიფო კონტროლი ცინეთს სწრაფი მოქმედების საშუალებას აძლევს, მაგრამ ვერ გადაუხარშია ის, რომ გრძელვადიანიხარჯეფექტურობა ჩინეთს მეტი აქვს.
-
ჩემის აზრით, ჩინეთის უპირატესობა ის არის, რომ თავისუფალ ბაზარს და მის სტრატეგიებს ისინი მხოლოდ ერთ ინსტრუმენტად იყენებენ განვითარბაში. მეორე დიდი ინსტრუმენტი კი არის სტრატეგიული ინვესტიციების სახელმწიფოს მიერ დაგეგმვა, რაც სწრაფი ზრდის ფაზაში აუცილებელია ტენდენციის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. როდესაც ჩინეთი დასავლეთს დაეწევა განვითარებაში შესაძლოა სახელმწიფო ინვესტიციების როლი შემცირდეს, მაგრამ სინგაპურის მაგალითი გვიჩვენებს, რომ მაღალგანვითარებულ დონეზეც კი სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის უშუალო სტრატეგიული მართვა მფლობელობის ინსტრუმენტების გამოყენებით ( სინგაპურის ეკონომიკის 60% სახლემწიფო ფონდის ხელშია) შეიძლება ეფექტურიც იყოს და თავისუფალ ვაჭრობასთანაც არ მოვიდეს კონფლიქტში.
-
Saturn წაიკითხე სტატია და უფრო კარგად გაიგებ. სკანდინავიური ქვეყნები დღეს ამერიკას უსწრებს სოციალურ თანასწორობის მხრივ, ელემენტარულად მათხოვრების რაოდენობა და უმუშევართა რაოდენობა შეადარე. რაც შეეხება ჩვენს პოლემიკას ჩინეთის ეკონომიკა – 8,7 ტრილიონი , ინდუსტრია 46,8%= 4,2 ტრილიონი, ზრდის ტემპი 10%. 10 წელიწადში ეკონომიკა =21 ტრილიონი, 7 წელიწადში–15,4 ტრ ამერიკის ეკონომიკა – 14 ტრილიონი, ინდუსტრია 22%= 3 ტრილიონი, ზრდის ტემპი 2%, 10 წელიწადში ეკონომიკა =17 ტრილიონი, 7 წელიწადში–15,8 ტრ ანუ ჩინეთის ეკონომიკა 8 წელიწადში მოცულობით გაუსწრებს ამერიკას, დღეს კი ინდუსტრიით უკვე უფრო დიდია.
-
გახსოვთ კვების ტალონებს რო ვაგინებდით საბჭოთა კავშირში? ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვიყავით, რომ მხოლოდ საბჭოთა სოციალიზმისთვის იყო ესეთი სამარცხვინო რამ მისაღები. წაიკითხეთ ეს სტატია – მსოფლიო კაპიტალიზმის ლიდერი ასეთი ტალონებით აჭმევს რვიდან ერთ ამერიკელს და ეს ჩეულებრივი რამე გახდა. http://www.nytimes.com/2009/11/29/us/29foo...p;th&emc=th Saturn ეს შენი აზრით ,ხოლოდ და მხოლოდ.
-
ამას აქაც დავწერ ჩემი აზრით, ახლანდელი კრიზისით კაპიტალიზმს მოუვიდა ერთი ფუნდამენტური ცვლილება რასაც ვერავინ ვერ ამჩნევს და რასაც დასავლეთი უკან ვერ შემოაბრუნებს. კაპიტალიზმს შეეცვალა პატრონი. კაპიტალისტური წესებით თამაშს ადრე იგებდა მდიდარი დასავლეთი. ეხლა იგივე წესები მუშაობენ ღარიბი აზიის გამდიდრებაზე. თავის დროზე კაპიტალისტური თამაშის უცვლლელი ლიდერების (დასავლეთის) აქილევსის ქუსლი იპოვა იაპონიამ, როცა ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის ხელშეწყობა დაიწყო კაპიტალისტური დოქტრინებისგან თითქმის გადაუხვევლად. მაგრამ იაპონია არ იყო საკმაოდ დიდი ნამდვილი რევოლუციის მოსახდენად. ეხლა, როცა ათჯერ უფრო დიდმა (კომუნისტურმა) ჩინეთმა დაიწყო იგივე აქილევსის ქუსლზე ფეხის დადგმა და თანაც "წესების" უფრო გაბედული დარღვევით, ყველაფერი თვდაყირა დადგა. თუ დასავლეთი გააგრძელებს კაპიტალისტური წესების დაცვას (საბაზრო ფუნდამენტალიზმი) ეს გაამდიდრებს უკვე მხოლოდ ჩინეთს. საქმეს ვერ უშველის ვერც დოლარის გაუფასურება, რაც ამერიკას ვალებს კი გაასტუმრებინებს და ჩინეთს ზარალს მიაყენებს, მაგრამ დაუკარგავს დოლარს ამერიკის სტრატგიული იარაღის როლს. ეს ამერიკას ზესახელმწიფოდან ჩვეულებრივი სახელმწიფოების რიგში ჩააყენებს. კაპიტალისტური თამაშის გაგრძელებისას, დასავლეთის ელიტა, რომელიც ხალხს უკვე ვეღარ გამდიდრდებს, აღმოჩნდება თავისი ხალიხის პირისპირ. გამოსავალი იქნება მხოლოდ ორი – კაპიტალისტებმა ან უნდა მემერცხენეებს დაუთმონ გზა ან გააგრძელონ საკუთარი ხალხის ხარჯზე გამდიდრება, რაც საბოლოოდ დემოკრატიის დამხობამდე მიიყვანს საქმეს. შედეგად როლები ამერიაკსა და აზიას შორის საბოლოოდ შეიცვლება. უთანასწორო, ღარიბი და ავტორიტარული ამერიკა მდიდარი და თანსწორი აზიელების წინაარმდეგ, რომლებიც დემოკრატიის თვისი ფორმების შემოღებას იწყებენ – ჰა, როგორია? არა და ასეთ ამბავს დიდი დიდი 25 წელი გვაშორებს, თუკი ამერიკელებმა დროზე არ გაყარეს გაუნათლებელი მენავთობე კოუბოები პოლიტიკიდან, რომლებსაც მხოლოდ იმის ჭკუა ყოფნით, რომ განათლებული აფერისტები აიყვანონ თავიან ბანკებში მენეჯერებად და ნაქურდალის წილში ჩაუჯდნენ. რეალურად რეიგანისტები კომუნისტებს მეორედ ვეღარ დაამარცხებენ იმიტომ, რომ ეხლანდელი კომუნისტები (ჩინელები) მათივე წესით უგებენ თამაშს. კონსერვატიული ამერიკა კი იმდენად ხარბი და ბრიყვია, რომ კაპიტალისტი ჩინელების მიმართ მოწიწებას ვერ მალავს და ავტორიტარიზმში ბრალის დადებასაც კი ვერ ბედავს. სამაგიეროდ გმირულად ებრძვიან "დაუძინებელ მტერს" – თხის მწყემსებს ავღანეთის და პარკისტანის მთებში. არ გაგონებთ ეს გარბაჩოვის სესერეკას? მაშინაც რუსული იმპერიული ელიტა თავისი გუშინდელი მტრების (კაპიტალისტების) მიმართ სიმპათიით განიმსჭვალა და ახალი მტერი ავღანეთის მთებში იპოვა. საღოლ, სხვა რე უნდა თქვა – მართლაც რომ მსგავსი პრობლემები მსგავს გადაწყვეტილებებს ბადებს, ოღონდ თუკი გადწყვეტილების იმღებები არიან მსგავსი.
-
Saturn ჩემი აზრით, ახლანდელი კრიზისით კაპიტალიზმს მოუვიდა ერთი ფუნდამენტური ცვლილება რასაც ვერავინ ვერ ამჩნევს და რასაც დასავლეთი უკან ვერ შემოაბრუნებს. კაპიტალიზმს შეეცვალა პატრონი. კაპიტალისტური წესებით თამაშს ადრე იგებდა მდიდარი დასავლეთი. ეხლა იგივე წესები მუშაობენ ღარიბი აზიის გამდიდრებაზე. თავის დროზე კაპიტალისტური თამაშის უცვლლელი ლიდერების (დასავლეთის) აქილევსის ქუსლი იპოვა იაპონიამ, როცა ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის ხელშეწყობა დაიწყო კაპიტალისტური დოქტრინებისგან თითქმის გადაუხვევლად. მაგრამ იაპონია არ იყო საკმაოდ დიდი ნამდვილი რევოლუციის მოსახდენად. ეხლა, როცა ათჯერ უფრო დიდმა (კომუნისტურმა) ჩინეთმა დაიწყო იგივე აქილევსის ქუსლზე ფეხის დადგმა და თანაც "წესების" უფრო გაბედული დარღვევით, ყველაფერი თვდაყირა დადგა. თუ დასავლეთი გააგრძელებს კაპიტალისტური წესების დაცვას (საბაზრო ფუნდამენტალიზმი) ეს გაამდიდრებს უკვე მხოლოდ ჩინეთს. საქმეს ვერ უშველის ვერც დოლარის გაუფასურება, რაც ამერიკას ვალებს კი გაასტუმრებინებს და ჩინეთს ზარალს მიაყენებს, მაგრამ დაუკარგავს დოლარს ამერიკის სტრატგიული იარაღის როლს. ეს ამერიკას ზესახელმწიფოდან ჩვეულებრივი სახელმწიფოების რიგში ჩააყენებს. კაპიტალისტური თამაშის გაგრძელებისას, დასავლეთის ელიტა, რომელიც ხალხს უკვე ვეღარ გამდიდრდებს, აღმოჩნდება თავისი ხალიხის პირისპირ. გამოსავალი იქნება მხოლოდ ორი – კაპიტალისტებმა ან უნდა მემერცხენეებს დაუთმონ გზა ან გააგრძელონ საკუთარი ხალხის ხარჯზე გამდიდრება, რაც საბოლოოდ დემოკრატიის დამხობამდე მიიყვანს საქმეს. შედეგად როლები ამერიაკსა და აზიას შორის საბოლოოდ შეიცვლება. უთანასწორო, ღარიბი და ავტორიტარული ამერიკა მდიდარი და თანსწორი აზიელების წინაარმდეგ, რომლებიც დემოკრატიის თვისი ფორმების შემოღებას იწყებენ – ჰა, როგორია? არა და ასეთ ამბავს დიდი დიდი 25 წელი გვაშორებს, თუკი ამერიკელებმა დროზე არ გაყარეს გაუნათლებელი მენავთობე კოუბოები პოლიტიკიდან, რომლებსაც მხოლოდ იმის ჭკუა ყოფნით, რომ განათლებული აფერისტები აიყვანონ თავიან ბანკებში მენეჯერებად და ნაქურდალის წილში ჩაუჯდნენ. რეალურად რეიგანისტები კომუნისტებს მეორედ ვეღარ დაამარცხებენ იმიტომ, რომ ეხლანდელი კომუნისტები (ჩინელები) მათივე წესით უგებენ თამაშს. კონსერვატიული ამერიკა კი იმდენად ხარბი და ბრიყვია, რომ კაპიტალისტი ჩინელების მიმართ მოწიწებას ვერ მალავს და ავტორიტარიზმში ბრალის დადებასაც კი ვერ ბედავს. სამაგიეროდ გმირულად ებრძვიან "დაუძინებელ მტერს" – თხის მწყემსებს ავღანეთის და პარკისტანის მთებში. არ გაგონებთ ეს გარბაჩოვის სესერეკას? მაშინაც რუსული იმპერიული ელიტა თავისი გუშინდელი მტრების (კაპიტალისტების) მიმართ სიმპათიით განიმსჭვალა და ახალი მტერი ავღანეთის მთებში იპოვა. საღოლ, სხვა რე უნდა თქვა – მართლაც რომ მსგავსი პრობლემები მსგავს გადაწყვეტილებებს ბადებს, ოღონდ თუკი გადწყვეტილების იმღებები არიან მსგავსი. ამ თემაზე მე ვერ დაგელაპარაკები და არ მაინტერესებს სიმართლე გითხრა, მე მაგ კატეგორტიებს, გარეგან და შინაგან მორწმუნეს ერთ ქვაბში ვხარშავ
-
Saturn With the American economy struggling and the political system in gridlock, there is one thing everyone in Washington seems to agree on: The Chinese do it better. http://www.washingtonpost.com/wp-dyn/conte...0022602601.html http://www.marketwatch.com/story/death-of-...23?pagenumber=2 შენ გჯერა რომ ერთ დღეს უმრავლესობაში მყოფი ათეისტები უმცირესობად იქცნენ?
-
საინტერესოა, რომ საქართველოს უარყოფითი საანაგარიშსწორებო ბალანსი (ქვეყნის ეკონომიკის მოცულობასთან შედარებით) ერთ ერთი უარესია მსოფლიოში. ინფორმაციისთვის, ეს ციფრი სავაჭრო დეფიციტისგან დიდად არ განსხვავდება. 2008 ში ეს იყო 2,9 მილიარდი დოლარი 2009 ში, კრიზისის შედეგად, შემცირდა 1,7 მდე. ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს თუ შეადარებ, 2008 ში ეს შეადგენდა დაახლოებით მ.შ.პ. ს 26% ხოლო 2009 ში 16%. ციფრებიაღებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიტიდან. https://www.cia.gov/library/publications/th...ok/geos/gg.html ასეთ შედარებებს ხშირად ნომინალურ მ.შ.პ. სთან. კი არ აკეთებენ არამედ მსყიდველობითუნარიანობით დათვლილ მ.შ.პ. სთან. თუ ჩვენც ასე გავაკეთებთ ციფრი ოდნავ უკეთესი გამოვა მაგრამ შედარებით ღირებულებას დაკარგავს ზოგ შემთხვევაში. მაგალითად, თუ ამ ციფრებს ( ნომინალურ მშპ ს პროცენტების) შევადარებთ საბერძნეთის ციფრებს 2008 ში გამოდის რომ საბერძნეთის 15% დეფიციტთან შედარებით ჩვენი ციფრი კატასტროფულია. თუ მსყიდველობით უნიარინობით დათვლის მშპ სთან შედარებებს ავიღებთ, საქართველოს ციფრი უკეთესი – 13% – გამოდის. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ საბერძნეთში ნომინალურ დოლარს მსყიდველობითუნაიანობა 1 აქვს საქრთველოში კი 1,4. ანუ, ჩვენთან 1 დოლარი 1,4 დოლარის საქონელს ყიდულობს. მეორეს მხრივ უარყოფითი ბალანსი მოიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ტოვებს უცხოური ვალუტა იმპორტირებული საქონლის სანაცლოდ და ეს თანხები ვალად აწვება კერძო სექტორს ან სახელმწიფოს, ან იფარება კერძო ან სახელმწიფო ქონების გაყიდვის ხარჯზე. შესაბამისად ამ დეფიცითის გავლენა რომ შეაფასეო ვალების თვალსაზრისით ჯობია ნომინალური დოლარით იანგარიშო – კერზო და სახელმწიფო ორგანიზაციების ბალანსებში ნომინალური დოლარი ფიგურირებს და არა მისი მსყიდველობითი უნარი. ეხლა დავუბრუნდები იმას თუ რატომ შევადარე საქარტველო საბერძნეთს – იმიტომ, რომ საბერძნეთი კინაღამ გაკოტრდა, როგორც იცით. ჩვენი ნცაიონალური ვალი ისეთი არ არის რომ გავკოტრდეთ მალე, მაგრამ საიდან იფარება ჩვენი რეკორდული სავაჭრო დეფიციტი. ეტალებს რომ არ ჩავუღრმავდეთ, ინფორმაცია მაინც არა გაქვს რელევანტური მსჯელობისათვის, ადვილი დასანახია, რომ თუ სახელმწიფოზე არ ახდენს დიდ გავლენას ეს დეფიციტი ესე იგი კერძო სექტორს აწვება და ეკონომიკის განვითარების პერსპექტივას აუარესებს. მოდით ეხლა შედარებისთვის ავიღოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც საქრთველოსთან უფრო ახლო დგას ეკონომიკის სტრუქტურითაც და საანაგარიშსწორებო დეფიციტითაც. 2008 წელს უარყოფითი ბალანსი ეკონომიკის ნომინალურ მოცულობასთან შედარებით 18% ქონდა ხოლო თუ მსყიდველობითუნარიანობით იანგარიშებდი 14% გამოდიოდა. ლატვია, როგორც მოგეხსენებათ გაკტრდა, მთავრობა დაემხო, ხოლო ქვეყანამ საერთაშორისო სკარედიტო ინსტიტუტებს 7,5 მილიარდი სთხოვა. ჩვენ არ გავკოტრდით უბრალოდ იმიტომ, რომ დასავლეთმა 5 მილიარდიანი დახმარება მოგვცა აგვისტოს ომის შემდეგ.
-
Saturn კი გეთანხმები რომ ტექნოლოგიები განსაზღვრავს მომავალს და ეს ტექნოლოგიები ჩინეთს გააჩნია. რა ტექნიკის უმრავლესობა არის ჩინეთში აწყობილი თუ აკვირდები და ჩინურ საქონელს მსოფლიო აქვს დაპყრობილი. ეხლა ჩინეთმა მიიღო 10 წლიანი გეგმა რომ იაფასიან საქონლიდან, მაღალხარისხიან საქონელზე გადავიდნენ. ვნახოთ ვნახოთ. ჯერ ჯერობით ყველაზე მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში ჩინეთს აქვს და ამას ვერაფერს ვერ უპირისპირებს ვერც დასავლეთი და ვერც აღმოსავლეთი არ იყო ესე, უმრავლესობა მორწმუნე იყო. ოფიციალური პროპაგანდა კი აჩვენებდა რომ თითქოს უმრავლესობა ათეისტი იყო
-
ნუ მასონების რომ არ მჯერა ეს სხვა თემაა. მაგრამ რაც შეეხება ამერიკის პრეზიდენტების მორწმუნეობას მოდი ჩამოვთვლი რამოდენიმე ათეისტ ამერიკელ პრეზიდენტს ვილიამ ჰოვარდ ტაფტი ტომას ჯეფერსონი ჯონ ადამსი ჯეიმს მედისონი აბრაამ ლინკოლნი კი დეისტი იყო, დეისტმა საკმაოდ დიდი როლი შეასრულა სეკულარიზმში. და მეტიც დეიზმი შორს დგას რელიგიისგან. რელიგიის საწინააღმდეგოც არის. ღმერთის არსებობის აღიარება არ ნიშნავს რელიგიის აღიარებას. შენ კი ამბობ რომ რელიგიაა გადამწყვეტი ფაქტორი.
-
Siknadmo ვოლტერი ვინ იყო მაშინ? ფრანგული განმანათლებლობაზე რას იტყვი მაშინ? კანონის შიში ან მორალური ღირებულებები, უამრავი რამეა რატომ უნდა იყო პატიოსანი. თუმცა შიშით როგორც წესი არაფერი კეთდება. თავისუფლების ინსტიტუტი რა შუაშია, ეს არის მიშას ყმა ინსტიტუტი და არა პირიქით. კი, მარა ეს არ ნიშნავს რომ რელიგიური ფასეულობა აუცილებლად უკეთესია არარელიგიურ ფასეულობებზე. სამოქალაქო ჰუმანიზმი ალბათ გაგიგია თუ არა?
-
ანტირელიგიურობა არაფერ შუაშია. ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმები ყოველთვის იქნება ადამიანის უფლებების დამრღვევი და სიცოცხლის ხელმყოფი. მარა ძალიან მარტივად არის საქმე, რელიგია საჭირო რომ არ არის სამართლიანი სახელმწიფოს აშენებაში, ეს გვაჩვენა დასავლურ ევროპულმა მაგალითმა. მეტიც ეკლესიას ახასიათებს ტოტალიტარული გადახრები, რატომღაც თავს მოიხსენიებს როგორც ერის ინტერესების მატარებელს, ანუ ერს არ შეუძლია მისგან დამოუკიდებლად ინტერესები ჰქონდეს. ამის მიუხედავად თრგუნავს ყოველივე მისგან მიუღებელს და ხშირად ეს აგრესიით ხდება, იგივე მმკ-ს ხელით.
-
Grig კავშირშია სწორედაც. შიში იწვევს აგრესიას. რეალურად ყველა აგრესიის წყარო არის შიში. ხოლო შიში იმისა რომ თეოკრატიული სახელმწიფო ჩამოყალიბდება არსებობს და შესაბამისად აგრესიაც აქედან მოდის, პატარა ისეთი სიტყვა რომელიც სხვამ შეიძლება თეოკრატიას დაუკავშიროს განსაკუთრებით კი ხშირად ხდება ხოლმე რომ ეს ეჭვები რეალობისგან შორს არ დგას, იწვევს აგრესიას. თორე ეხლა ჩვეულებრივი კონფესიის ლიდერი რომ იყოს რომელიც პოლიტიკაში მის დღემში არ გარეულა და ამ რელგიიას არ ჰყავს მმკ და მსგავსი ორგანიზაციები, ყველა ადვილად გაატარებდა. აქ კიდე შიშის მომენტებია.
-
Grig მოდი რა შევხედოთ უამრავ ჩარევას ეკლესიის მხრიდან რაც ხდება საზოგადო ცხოვრებასი. დიდი ათეული, სპექტაკლების გადადება, მართლმადიდებელ მშობლეთა კავშირი სადაც სასულიერო პირები ლიდერობენ და სხვა უამრავი გვაძლევს იმის საფუძველს რომ ეკლესია უხეშად ერევა არასასულიერო ხელისუფლებაში. და ამასთან ერთად უკვე საკმაოდ დიდი ძალაც არის, მისი გავლენის, მისი ქონების მეშვეობით. ასევე არის ერთადერტი რელიგიური ორგანიზაცია რომელიც სახელმწიფოსგან ფულს იღებს. პატრიარქის ქმედებები ბუნებრივ შიშს იწყვევს და გამძაფრებულ შიშს იწვევს სეკულარისტების, მათ და მათ შორის მეც მიმაჩნია რომ არის იმის ალბათობა რომ გარკვეულწილად რაღაც მოთეოკრატიული ელემენტები დამკვიდრდეს ქართულ პოლიტიკაში და ეს ჩემი აზრიტ იქნება ძალიან ცუდი საქარტველოსთვის. ამიტომ სანამ დროა, კრიტიკის მეშვეობით და ასევე სხვა კანონიერი გზების მეშვეობით უნდა დავუპირისპირდეთ ამ თეოკრატიულ გამოხტომებს. რაც შეეხება პირადად მე რატომ ვარ ესე განწყობილი. მე ახალგაზრდა ვარ და მაქვს იმის უფლება ვიყო მაქსიმალისტი და რადიკალი!
-
მოსკოვის ტერაქტში ქართული კვალი შეიძლება გამოჩნდესო
Nukriko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა უნდა ამის გაგებას, საკუთარ მოსახლეობას აშინებს. გაიხსენე ჩეჩნეთის მეორე ომის წინ რა მოხდა. სამოქალაქო საზოგადოების გასამხედროებით ავტორიტარული რეჟიმი სიცოცხლეს არა იხანგრძლივებს. ეს თავის მოსახლეობის წინააღმდეგაც მოხდა.