გუშინწინ, 7,5-წლიანი შესვენების შემდეგ, ვიყავი ბათუმში. მე ასეთი განადგურებული ქალაქი საქართველოშიც არ მინახავს. ვგულისხმობ ქალაქის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს პორტი-ძველი ბაზარი-საპატრულო (იმის იქით არ წავსულვარ, დრო არ მქონდა). ისეთი სიტუაციაა, რომ ჯიპითაც კი გაგიჭირდება სიარული. ადგილობრივებმა მითხრეს, მარტო ერთი პიტაჩოკი კეთდება და ბულვარიო, დანარჩენი, აი, ასეთ დღეშია და თანაც არაერთი წელიო. უკეთესი სიტუაცია არც ქობულეთშია. მთავარ ქუჩაზე (არ ვიცი, რა ჰქვია), მიუხედავად უამრავი იამკისა, კიდევ შეიძლება გავლა, მაგრამ, აი, იმის პარალელური რომ არის (არც იმის სახელი ვიცი), უკვე ტრაქტორი უნდა, თორემ სხვა სახის ტრანსპორტი ვერ გაივლის. ამას მიმალავდით, მიშისტებო?! აქ არისა, მგონი, აჭარელი იუზერი, და თქვას, ვტყუი თუ არა. ღმერთო, შენ გვიშველე ამათ ხელში