თვითონ ჩეჩნებისგან რაც ვიცი: ძალიან მაგარი ტიპი იყოვი. სანამ ცოცხალი იყო, ვახაბიტებს და წვერებიან ისლამისტებს დედებს უდღნამდა. რუსებს თავად რუსეთში მოუგო საინფორმაციო ომი. მაგ., ასეთი პროექტით - დაჭერილ "პრიზივნიკებს", ანუ გაწვეულ 18-20 წლის ბიჭებს კი არ კლავდა სადისტურად შამილა და ძმანი მისნი რომ აკეთებდნენ, არამედ მშობელს ჩააბარებდა ხელწერილით (რომ მეორედ არ ჩამოვიდოდა ჩეჩნეთში) და უშვებდა. ომს ძალიან მაღალპროფესიულად აწარმოებდა, რაც შედეგებითაც გამოჩნდა. თუნდაც მაშინ, სირთაოზა გრაჩოვის (ელცინის ლუბიმჩიკი) ტანკები ათეულობით რომ აუფეთქა გროზნოში. სწორედ ამიტომ ეშინოდათ მისი და მრავალჯერადი წარუმატებელი მცდელობის მერე მაინც მოკლეს. Siknadmo არადა, ისტორიულ რაკურსში რომ შეხედო, ალბათ მართალი ხარ. აფხაზეთის ამბებში მის როლზე, ვერაფერს ვიტყვი ვერც კარგს და ვერც ცუდს. გამიგია, რომ შამილა და კომპანია, ვინც იქ ომობდა, დუდაევის გაგზავნილი ხალხი არ იყოვო.