ძუკუ არაფერი ვიცი, სიმართლე გითხრათ. მე არ ვყოფილვარ ამჯერად სტრასბურგში, სხვა იყო და როგორც კი გავარკვევ, დავდებ ინფოს. ისე, გასაკვირი სულაც არ არის. Lo Janko ერთი კინოა, დასტინ ჰოფმანი თამაშობს, როგორ აპიარებენ ვითომდაც ალბანელების გენოციდს. ასე რომ, ნეშენალ ჯეოგრაფიკშიც მიდის პატარ-პატარა პროპაგანდა. ტაშიი ბოსნიაში კი, მაგრამ ახლა კოსოვოზე არ არის საუბარი? თანაც სერბებმა მეტი მოწინააღმდეგე დახოცეს იმიტომ კი არა, რომ უფრო სისხლისმსმელები იყვნენ, არამედ იმიტომ რომ ბრძოლებს იგებდნენ და მოწინააღმდეგის ტერიტორიებს უფრო ინტენსიურად იკავებდნენ, ვიდრე ხორვატები და მუსლიმები. ისე, სისასტიკეს არც ერთი მხარე არ აკლებდა.