Jump to content
Planeta.Ge

Grig

პლანეტელი
  • პოსტები

    2.268
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    5

ყველა პოსტი Grig

  1. ძუკუ რავი აბა, კარგი ადვოკატი რომ აგვეყვანა, მგონი მოვიგებდით მაგ საქმეს. ისე, იურიდიული დეტალები არ ვიცი, მაგრამ ის ორი აფერისტი რომ მოსადღნავი იყო, ცხადია. თუმცა, ედიკასდროინდელი შესაბამისი ჩინოვნიკები უფრო მაგრად უნდა მოიდღნას, ვინც ამ საქმეშია გარეული.
  2. DonCaredo კი ატარებს, მაგრამ ჩვენ რაზე ვართ ასეთი ჩმორები ამ სირს რომ ტაშს ვუკრავთ, აი ეს არ მესმის.
  3. ეს კაცი ქართული ოპოზიციის მუწუკია. მიშას ადგილზე, ხელის გულზე ვატარებდი - ბანკსაც მივცემდი და კონცერნსაც.
  4. კარგი ველოსიპედები სად იყიდება, არ იცით ვინმემ?
  5. Saturn მე არ მახსოვს, ეს საკითხი აქტუალური ყოფილიყო სსრკ-ში, მითი კი ყოველთვის აქტუალურია. თუ დრო გექნება, წაიკითხე ავთანდილ წულაძის "პოლიტიკური მითოლოგია" რუსულად (ნეტში უფასოდ არის ბევრგან). პოპულარული ენითაა დაწერილი და რუსეთის ბევრ მითს ააშკარავებს და შენ გაგისწორებს . თუმცა, თუ უფრო ღრმა ანალიზი გინდა - ბარტის "მითოლოგიები" წაიკითხე.
  6. ძუკუ საერთოდ ამნაირ კვლევებში ერთი რამე არ მესმის და თქვენ უნდა შეგეკითხოთ. კი, მესმის, რომ ნაციონალებს შეიძლება 70%-იც ჰქონდეთ და მეტიც, მაგრამ აი, ქდმ როგორ გადის მეორეზე, ეს არ მესმის. არც ერთ კაცს არ ვიცნობ, ქდმ-ს რომ აძლევდეს ხმას. რა ხდება, ვერ გავიგე?!
  7. Saturn რა თქმა უნდა, მაგრამ კატინზე რასაც ამბობდნენ უფრო პროპაგანდა იყო და არა მითი, რადგან არავის სჯეროდა ამისი. მითი არის ის, რისიც ბევრ ადამიანს გულწრფელად სჯერა. მართალია, კაგებე ამაში აქტიურობდა, თუმცა არანაკლებ აქტიურობდნენ სხვებიც. მაგ, ფრანგული პოლიტიკური მითების შექმნაზე ბრწყინვალე ნაშრომები აქვს როლან ბარტს. http://en.wikipedia.org/wiki/Roland_Barthes
  8. სპეცრაზმელი სხვაა, ზონდერი - სხვა, შუა უზის დიდი ზღვარი
  9. ალასანა ფრანგებს რაღაც მესტარაჟდენიებს შეპირდებოდა და ამათაც ეს გბაგბო, რომელიც დიდი შათლახი იყო ალბათ, მაასრიალეს რა.
  10. Saturn სორელი ამბობდა, მითი იმდენად ძლიერია, რომ თუ ადამიანმა ერთხელ დაიჯერა, მერე რა მტკიცებულებაც არ უნდა მოუყვანო, მაინც ვერ შეაცვლევინებ აზრსო. და კიდევ, არის ასეთი ფსიქო-სოციალური ტერმინი "მითოლოგიური აზროვნება"
  11. Saturn ცუდადაა საქმე, რახან თქვენობით მომმართავ
  12. PEPE. ტყუპები არიან ეს შობელძაღლები (ჩვენ და მაგათ მთავრობებს ვგულისხმობ), თუმცა ერთი მნიოშვნელოვანი განსხვავებით - მათმა უნფროსობამ ომი მოიგო (სარქისიანიც და ექსპრეზიდენტი კოჩარიანიც ე.წ. ყარაბაღული კლანის წევრები არიან). სხვათაშორის, თუ არ ვცდები, ყარაბაღის ომის დაწყებისას კოჩარიანი სტეპანაკერტის რომელიღაც ფაბრიკის პარტკომი იყო, სარქისიანი კი მაგის მოადგილე. პ.ს. ისე, ყარაბაღის ამჟამინდელი პრეზიდენტი გვარად სააკიანია.
  13. Saturn მართალია. ომის დაწყებას რომ აპირებდა საჰაკა, კოკოითმაც იცოდა და, ცხადია, რუსებმაც. ბევრი ჩვენი გენერალი და პოლიტიკოსი ამაზე ჟურნალისტებთანაც კი საუბრობდა. მაგ. გენშტაბის უფროსი გოგავა. ისე, კოკოითმა მანამდე რამდენჯერმე მოახდინა ბავშვების ევაკუაცია. ბოლო ასეთი ომამდე იყო 2008 წლის აპრილში. რაღა დაგიმალო და, მეც ვიცოდი ჩვენები შეტევას რომ აპირებდნენ (რუსებისთვის არ მითქვამს - ბოიშვილი ვიყო ), თუმცა მაინც არ მჯეროდა ასეთი უგუნურები თუ იქნებოდნენ უნფროსობაში. საბოლოოდ კი ამაში მაშინ დავრწმუნდი, რაც 7 აგვისტოს ნაშუადღევს ღუდუშაურის საავადმყოფოს ევაკუაცია განახორციელეს. ცხადია, ნაციონალების ინტევიუებში საწინააღმდეგოს წაიკითხავდი. აი, რაც მოისმინე, მაგი ვანიჩკას შეთხზული რომ იყო, მალევე გაბაზრდა. ასეთ "ჩანაწერებს" მარტო შიდა, ასე ვთქვათ, ქართული "ბაზარი" მოიხმარს. ტალავინის დასკვნაში, რაც საქართველოს გარეთ არავის გაუკრიტიკებია, პირდაპირ წერია ამის შესახებ.
  14. Saturn რატომ გამოიყვანეს ალანა გაგლოევას ბებია ცხინვალიდან?. (შეიძლება სხვებიც). ჰო, კსტაწი, ამაზეც გაგვეცი პასუხი, სატურნ. ომის დაწეყებაზე კი მეგონა, რომ მორჩა ბაზარი. ისე, რუსების შემოსვლაო, არ დასტურდებაო, მე ასეთი ტექსტები წამიკითხავს.
  15. mtidan ძალიან საეჭვოა, რომ ამდენი პატიმარი ავადმყოფობით კვდებოდეს. ესენი ხომ მასონებთან დაახლოებული ხალხია და შესაძლებელია რაიმე რიტუალსაც ატარებენ და კლავენ პატიმრებს. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. რაში სიამოოვნებთ ამდენი ხალხის ხოცვა შეჩვევა იცის - რომ დაიწყებ, მერე ვერ ჩერდები
  16. Anima Libera ვაახ, რამდენი ხანია. ახლა ჩამოვიდა უბრალოდ, 3 კვირის წინ
  17. verusi ჩემს მოკრძალებულ ნაწერზე შენი საპასუხო პოსტის სადღაც მესამედი წავიკითხე და მეტის წაკითხვას არ ვაპირებ. არც თემატურად პასუხის გაცემას, რადგან ტონი არ მომწონს. მადლობელი დაგრჩები, თუ სხვა დროს ცოტა სხვანაირ პასუხს მომწერ. მითუმეტეს პირადად არ მიცნობ, ბევრი თანაფორუმელისგან განსხვავებით.
  18. უკნიდან იყო მირტყმული - დასჭირდა ჟესტიანშიკი (370 ლარი), მალიარი (300 ლარი) და პლასტმასის ხელოსანი (200 ლარი).
  19. Saturn ნუ, ეს რწმენის ამბავია, რაზეც არ დაობენ. მანქანის გაკეთება 500 დოლარი დამიჯდა - გამაგიჟეს დედააფეთქებულმა ხელოსნებმა, ეროვნებით სომხებმა სხვათაშორის და მე კი აქ მაგათ ვესარჩლები, იბიომატ. კარგად კი გააკეთეს, მაგრამ 3 კვირა მალოდინეს იმ შობელძაღლებმა.
  20. Saturn კაი სატურნ, ახლა კარდუისტულ ნუ უშვებ, რა. ჩემი პოსტი არ წაგიკითხავს? სად მიწერია, ჩოჩელია იქ ნახსენები მეთქი? მგონი გარკვევით დავწერე, რომ ეს აქტი (არ წამიკითხავს სხვათაშორის - დრო არ მაქვს), 2005-ში გამოიცა და აამოქმედეს მარტო მას შემდეგ, რაც ჩოჩელმა გააკეთა ბოინი. კსტაწი - წყაროა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზ-სთან ურთიერთობის სამსახური. შემიძლია ტელეფონი მოგცე და თავად ჰკითხე (ოღონდ ხვალ).
  21. ძუკუ გავიგებთ იმას, რაც ადრეც ბევრჯერ გაგვიგია - მიშა მაგუარია
  22. verusi არაფერში არ გეთანხმები, რაც დაწერე. ახლა უფრო კონკრეტულად. ეს არის ცალმხრივი სიმართლე. სომხები კი არ მოექცნენ აზერებს სასტიკად, ორივენი მოექცნენ ერთმანეთს სადისტურად. უბრალოდ, სომხებმა მეტი აზერი დახოცეს მათემატიკურად, რადგან, უბრალოდ, მოიგეს ომი და მოწინააღმდეგის ტერიტორია დაიკავეს. სისასტიკე იყო სარკისებურად იდენტური ორივე მხრიდან. რამდენჯერმე ვარ სომხეთში ნამყოფი და მსგავსი არაფერი შემინიშნავს. მათ ფორუმებსაც ვაკვირდები (რუსულენოვანს, რა თქმა უნდა) და დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ ჩვენთან უფრო მეტი ქსენოფობია და უზრდელობაა სომხების მიმართ, ვიდრე პირიქით. ჩემ ქუჩაზე - კრწანისის ქუჩა - მთვრალმა გვარდიელმა ავტომატით დაცხრილა რუსი ბავშვი, 2 წლის (1992 თუ 93 წ). რამდენიმე დღის მერე ის ბავშვი მოკვდა დიღმის საავადმყოფოში (ახლა იაშვილის კლინიკა რომ ჰქვია, იქ.) ნუ, ეს არის ტიპიური, ასე ვთქვათ, ურბანული მითი (ამ დარგის სპეციალისტი ვარ, სხვათაშორის - პოლიტიკური მითოლოგიის) ნუ, ეს კი ტიპიური ქსენოფობიაა. Saturn ვაახ, სატურნ, ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. არ ვიცი, შენ მოგილოცო თუ საკუთარ თავს
×
×
  • შექმენი...