akkai ოოო, აი მაგაშია სწორედ საქმე. ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ჩემნაირისთვის, საათს გარკვეული ირაციონალური შინაარსი აქვს. მაგ., შვეიცარული მექანიკური საათები, რომლებიც ათასობით ევრო ღირს, არ არის ისეთი ზუსტი, როგორ იაპონური ან თუნდაც ჩინური 'კვარცები.' მაგრამ იმ კვარცებს არ გააჩნიათ 'შინაარსი". ნუ, რავი აბა, მგონი ვერ ავხსენი კარგად - თავიდან დავიწყებ აი, მაგალითად მერლინ მონროს უორხოლისეული ნახატი, რომელიც ათეულობით მილიონი ღირს, არ არის მსახიობის ისეთივე ზუსტი გამოსახულება, როგორც მისი ფოტო - ხომ ასეა? მაგრამ ნახატში მილიონებს იხდიან, ფოტოში - არა. გიორგი68 მაგარია შურიანდაბოღმილიკაცისსმაილიკი ერთ ჩემ ძმაკაცს ვაშერონ კონსტანტინი აქვს, ორიგინალი რა თქმა უნდა, ჰოდა მეუბნება, 3 ათასად გავყიდიო. ვინც საათებში ერკვევა, იცის, რომ ამ ფირმის საათი რამდენჯერმე მეტი ღირს, ან რამდენიმე ათეულჯერ მეტი. ჰოდა, ახლა რაზდუმიებში ვარ, საიდან მოვიტანო ფოხ-ი.