Saturn ეს ყველაფერი რეგულირდება სოფლის მეურნეობის მინისტრის 2 ბრძანებით (#2-218 და #2-235). ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ბრძანებები - ორივე - გამოცემულია 2005 წელს, მაგრამ ამოქმედდა მხოლოდ შარშან, მას შემდეგ, რაც ჩოჩელმა სადღაც ნატახტარში თუ მის სიახლოვეს გააკეთა ბიონი. (სხვა ბევრი ბოინი არსებობდა მანამდე და ახლაც). არ ვიცი ეს როგორ ხდება (ამას ცალკე გამოძიება უნდა), მაგრამ ფაქტია, რომ თბილისი და მიმდებარე დას. პუნქტები მარტო ჩოჩელის ბოინით მარაგდება. ნუ, თუ არ გჯერავს, შეგიძლია თავად გადაამოწმო. კიდევ ერთი ამბავი. სწორედ მას შემდეგ, რაც ჩოჩელმა თავის ბოინი გააკეთა, საქონლის ფასი უცბად ავარდა 12 ლარამდე. ახლა მას ხორცის თავის ქსელიც აქვს - "იბერიონი" თუ რაღაც ამდაგვარი ჰქვია. ახლა უკვე გლეხს არა აქვს უფლება საქონელი დაკლას. უნდა ჩააბაროს ბოინის და იქ დაკლავენ. ღორებზე ეს ჯერ, როგორც ვიცი, არ ვრცელდება. სწორედ ამიტომ არის, რომ ღორის ხორცი ბოლო თვეებია საქონელზე რამენიმე (1-2-3) ლარით უფრო იაფი ღირს.