-
პოსტები
2.860 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
6
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Lo Janko
-
shamili შენ ეტყობა ახალგაზრდა ხარ. მეც, როცა ახალგაზრდა ვიყავი ზუსტად იგივე აზრები მაწუხებდა, სანამ არ მივხვდი, რომ და გავაცნობიერე, რომ ნაციონალიზმი ნაციზმი არაა, სამან ძალაუფლება მათ ხელში არაა, მერე კი იცოცხლე ყველაფერი სტანდარტული გზით ვითარდება.
-
ლ ი ც ი, აქ ითქვა ნიკუშას მაგივრადაო და ამიტომ გენდერზე არ გამიმახვილებია ყურადღება. არა მაქვს არაფერი საწინააღმდეგო ტატასტროფას მიმართ და გეთანხმები გენდერული წონასწორობა გასათვალისწინებელია.
-
მე ისევ ძუკუ-ს და GIO-100-ს დავასახელებდი და დავუმატებდი chegesto-ს და FrankEinstein-ს. ამ ხალხის ინტელექტს და ობიექტურობას ვენდობი.
-
ლ ი ც ი, იზმორონ რა, ცოტა ნერვებს თუ აგვიშლიან თორე მაგენი ღრუსების გარეშე ჩვენზე უფრო უტრაკონი არიან, იმხელას იქადნიან გეგონება ქვეყანა მათი აშენებული იყოს და ამ დროს მე-10 საუკუნიდან სამეფო და სახელმწიფოებრიობა დაკარგული ქონდათ. მარტივი ღრუსული საკენკია, მაგრამ სომხეთში ჭკვიანი ხალხიც არიან და მაგ საკენკს არ აკენკავენ.
-
არც მე მგონია, მაგრამ მათ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენეს ბრბოში აკუმულირებული პროტესტი, რომელიც სოციალური უკმაყოფილების გამო არსებობდა და მიმართეს ქსენოფობიური იდეოლოგიის გასაღვივებლად. ძნელია საკუთარ თავს გამოუტყდე უუნარობასა და უსუსურობაში, გაცილებით უფრო ადვილია საკუთარი უუნარობა გაამართლო იმით, რომ სხვა ეროვნების ან რელიგიის ხალხი გჩაგრავს და იყენებს შენი სამოთხე ქვეყნის სიკეთეებს. ღმერთმა დაგვიფაროს, სრული დაქცევისათვის ესღა გვაკლია.
-
ნაციონალიზმი ჩემი აზრით არის ის პარაზიტი, რომელიც მასის ეკონოკიკური მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეულ უკმაყოფილებას მიმართავს უცხოელთა წინააღმდეგ. ე.ი. უკმაყოფილების მიზეზად აცხადებს უცხო ელემენტების არსებობას ქვეყანაში. მოკლედ პარაზიტირებს ქსენოფობიურ გრძნობებზე, რომელიც მეტ ნაკლებად ყველა ადამიანის ქვეცნობიერებაში ზის. ნაციონალიზმის ვირუსი ერევა მხოლოდ დაუძლურებულ საზოგადოებას და თუ ევროპაში ნაციონალიზმი მატულობს, ეს მხოლოდ ევროპული დემოკრატიული საზოგადოების დასუსტების მაჩვენებელია. ჩემი აზრით გლობალური კრიზისის შესახებ შეიძლება მაგითაც ვიმსჯელოთ. ნაციონალიზმის ზრდა ნიშნავს კრიზისის გაღრმავებას, შემცირება ამ შემთხვევაში ალბათ კრიზისის დაძლევის ომასწავებელიო იქნება. IMHO.
-
შენ თუ ზოგადად ხალხს გულისხმობSaturn, კი ბატონო გეთამხმები, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობდი სხვა რამეს. გუშინ ჩოხამ გახსნა თემა - “THE WALL STREET JOURNAL”, მორიგი სირცხვილი (http://planeta.ge/index.php?showtopic=13555). ჟურნალი წერს რომ საკითხის გარკვევისათვის მათ მიმართეს საქართველოს ოფიაციალურ სამსახურეს, მაგრამ "საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეკითხვებს არ უპასუხა; კომენტარზე უარი განაცხადა საქართველოში ინვესტიციების სახელმწიფო სააგენტომაც". იცი ასე რატომ მოხდა? იმიტომ ხომ არა, რომ ქართული მხარე აბსოლუტურად მართალია და არ თვლის საჭიროდ პასუხის გაცემას?მე კი მგონია, რომ უბრალოდ ქართულმა მხარემ არ იცის ბელადის პოზიცია ამ საკითხზე და ამიტომ არიდებს თავს პასუხებს. აი როცა ბელადი გაუიასნებს პოზიციას მაშინ კი აყეფდებიან უნისონში. ასეა სასამართლოც სამწუხაროდ, საქმეები ჭიანურდება მანამ, სანამ ბელადი არ გამოხატავს თავის პოზიციას.
-
მე არაფერს არ ვხატავ, მე ვიკითხე სად არის მეთქი ამ ქვეყანაში სასამართლო.Saturn რამდენადაც მახსოვს შევარდნაძის ეპოაში ერთი პროცესი იყო (ასანიძის პროცესი), რომელიც სტრასბურგამდე მივიდა და საქართველოს მთავრობის მარცხით დამთავრდა. ეხლა, თუ დავუჯერებთ მასმედიას, იქ ძალიან ბევრი საქმეა განხილვის მოლოდინში და როგორც ამბობენ უმეტესობა ხელისუფლების მარცხით დამთავრდება.Saturn შენ შეგიძლია თითი იშვირო სასამართლოსკენ რამდენიც გინდა, მაგრამ დააკვირდი საითკენაც თითს იშვერ იქ სასამართლო კი არა ბელადის აჩრდილი დგას. მართალი ხარ ლ ი ც ი, ყურადღება მიიპყრო და სწორად გათვალა, რომ რეაქცია უმეტესწილად არაადექვატური იქნებოდა.
-
ლ ი ც ი, მაინცა და მაინც პატრიარქით რატომ დაიწყო ეს პროცესი?ჯერ მისი საზოგადოების დომინანტი ხვადით დაეწყო და მაშინ უკვე სხვა ელფერი ექნებოდა მის პროტესტს. ვითომ კი Saturn?, აბა სასამართლო? თუ სტრასბურგისას გულისხმობ მაშინ მე პარდონ.
-
babuagiorgi მგონი თქვენს კლავიატურას ან მაუსს რაღაცა დაემართა. სამი იდენტური თემაა გახსნილი ეს თებურიძე ვიღაა?
-
მიმხვედრი მიხვდება-------------------- http://3.bp.blogspot.com/_SY3JclhK4R8/SoUsQEozhfI/AAAAAAAAAdQ/y7RG_V_XJm0/s400/ostrich.gif http://img22.imageshack.us/img22/2529/60852490.gif
-
უნდა მიიღოს თუ არა ალასანიამ არჩევნებში მონაწილეობა?
Lo Janko replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მგონი მაინც მონაწილეობა აჯობებს. -
არის შანსი საქართველოში დამყარდეს დემოკრატია?
Lo Janko replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Private Nodari ურთიერთ სიყვარულის ტოტალიზაცია, ე.ი. საყოველთაო თვისებად გახდომა გაცილებით უფრო რთული საქმეა ვიდრე დემოკრატიის აშენება. არა გვაქვს -
არის შანსი საქართველოში დამყარდეს დემოკრატია?
Lo Janko replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მგონი შეიძლება. ჩრდილო ევროპული დონის ალბათ ჯერ არა, მაგრამ საბერძნეთში რომ დემოკრატიაა ისეთი სავსებით შესაძლებელია და უახლოეს პერიოდშიც. ამისათვის, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ჯერ საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული აუცილებელია რომ ხელისუფლებაში მოხვდნენ ცოტა მაინც წესიერი და სინდის-ნამუსიანი ხალხი. -
საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს და ყველა მუსლიმ ქართველს ვულოცავ აიდ ულ-ადას დღესასწაულს, რომელიც ჩვენში ცნობილია ყურბან ბაირამის სახელით. :flowers:
-
გეთანხმები T_A_T, ისიც გამიგია ფსოქოლოგებისაგან, რომ უკომპლექსობის იმიჯის შექმნა ფსიქიკური მოშლილობისა და საკუთარი არასრულფასოვნების შენიღბვის ერთერთი გავრცელებული ფორმაა.
-
ღმერთმა გისმინოს newstudio, მაგრამ ნაცები და მათი აქსაკალი სიტყვა "დასავლეთს" დიდი ხანია მხოლოდ ტრაფარეტად იყენებენ და ამდენივე ხანია ერთ ადგილზე კიდიათ მათი აზრი შიდაპოლიტიკურ საკითხებზე.
-
ვა, აქ რა ვნებები დატრიალებულა? რას ერჩით ერთმანეთს, საკუთარ უკომპლექსობას და თავისუფალ მოაზროვნეობას აწვებით?
-
გავუსწოროთ თვალი სიმართლეს - რუსეთი კვდება
Lo Janko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დილა მშვიდობისა ძუკუ ბატონო, ბევრი იმპერია დაინგრა დღემდე, მაგრამ დედამიწას არ გაუჩერებია თავისი ღერძის გარშემო ბრუნვა და არც ცუნამს წაულეკავს ცისქვეშეთი. ვფიქრობ არაფერი უსაშველო არ მოხდება. რუსეთი რომ მართლა ყოფილიყო დაინტერესებული მშვიდობით და სტაბილურობით სამხრეთ კავკასიაში, მაშინ კიდე ხო რაღაცას ვიტყოდი, მაგრამ რეალში ვხედავთ რომ რუსეთი არის არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მთავარი დესტაბილიზატორი. -
ეს რომ წავიკითხე ფილმი გამახსენდა - ლაზარე, თუ გახსოვს გასვენების პროცესია რომ მიდის ქუჩაში და ლაზარე თავადს რომ ეუბნება მეგონა ჩვენთან მოდიოდნენო, რატომაო თავადი ეკითხება და ლაზარე პასუხობს ჭირისუფალი მოთქვამდაო - სად მიდიხარ სადაც არც საჭმელია და არც სასმელიო. ხოდა ჩემო Gagi 67, ის რაც შენ დაწერე პირველ რიგში მიშას რეჟიმს ახასიათებს და მხოლოდ ამის შემდეგ მის ოპონენტებს.
-
lasha1997, რატომ? დავირუსებულია?
-
Saturn, კი მეც მომივიდა პაროლი პირადი ინფორმაციის სანახავად, მაგრამ თან გამაფთხილა ინფოს უკვე ვეღარ შეცვლიო კი lasha1997, ქართულენოვანი საიტი აქვთ და საჭირო ინფოს ნახვა შესაძლებელია ქართულადაც, მაგრამ ანკეტები ინგლისურად ივსება.
-
კი შევავსე ფორმა და USAGC-მა ამ მისამართიდან info@greencardsupport.org მომწერა თქვენი განაცხადი მიღებულიაო
-
lasha1997, მე მომივიდა უკვე ასეთი ხასიათის პასუხი და აი მეორე აბზაცის შინაარსი რაცხა კარგად ვერ გავიგე, ე.ი. 2010-ს ივლისში იქნება ცნობილი 2011-ის გათამაშების შედეგებიო? თუ რავა? თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამისათვის უკვე წარედგინა გათამაშებაზე უფლებამოსილ პირებს ინფორმაცია შედეგების შესახებ 2011 გათამაშებიდან ცნობილი ხდება ივლისისათვის (მაქსიმალური ვადა) 2010. გთხოვთ, გამოიჩინოთ მოთმინება. მოგების შემთხვევაში, დაუყონებლივ გაცნობებთ