Jump to content
Planeta.Ge

Lo Janko

პლანეტელი
  • პოსტები

    2.860
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Lo Janko

  1. lasha1997, პოლში რომ ჩაგეწერა - დიახ, მაგრამ უღირსი ტრადიცია მოსაშორებელია, უფრო კარგი იქნებოდა. მე მას მივცემდი ხმას, რადგან ვთვლი, რომ ძალიან ბევრი ტრადიცია, რომელსაც ჩვენ ქართულს ვეძახით არის კომუნისტების დროს გაუკუღმართებული ყოფიდან გამომდინარე. მაგალითად ე.წ. სუფრის ტრადიციები დღევანდელი ფორმით სათავეს იღებს იმ ეპოქაში, როცა ჩინოვნიკებს ნაჩალიჩარი ფულით რაიმეს შეძენა ეშინოდათ და ამიტომ იძულებული იყვნენ ფული ჭამა-სმაში ეხარჯათ, პატივისცემებიც რესტორნებითა და სუფრებით იხდებოდა. +100% choxa.
  2. choxa, ვითომ მიხოს ტუჩებით უფრო მაგარ ზასოსებს დაურტყამდა ლიონია?
  3. მეც მაგას ვხედავ და რატომ ამახვილებს ლ ი ც ი ყურადღებას გრეჩოს მუქარებზე, ესაა გასაკვირი.მაგ კაცის ხურჯინიანმა ვირმა უკვე ჩაიარა. უნიათო რომ იყო, ის მიიღო რაც დაიმსახურა. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ სისხლისღვრისკენ და შეტაკებისკენ ხალხს არ უბიძგა და ამისათვის დიდი მადლობა.
  4. Gagi 67, ხოდა დაანებეთ თავი აჭარის ავტონომიას, ამ სიტყვისა გველის ნაკბენივით რომ გეშინიათ და უმეტესობა უბრალოდ აზრზე არაა, რომ ავტონომია თვითმმართველობის აღმნიშვნელია და მეტი არაფერი. შეიყვანეთ მაგ კონფედერაციულ კავშირში აჭარა ცალკე სუბიექტად და აღარ ექნება რუსეთს ორი ხმა ერთის წინააღმდეგ. ან უფრო უკეთესი, ყველა ტერიტორიალური ერთეული საქართველოში გათანაბრდეს თავის სტატუსში და სახელმწიფოს აგება მოხდეს გერმანიის ფედერაციის ანალოგიურად. მაგრამ ამ შემთხვევაში მიხო ისე ვერ იპარპაშებს როგორც ახლა და ვითომ საკმარისი მიზეზია ქვეყნის ერთიანობა იმისათვის, რომ მიხომ თავი შეიზღუდოს? მა მერე ვიღამ გვიხსნას? :misha:
  5. ლ ი ც ი, თუ მასე ამბობს და უნდა სიმართლისტი იყოს, მაშინ რაშია პრობლემა? გამოდის, კაცი იძახის არ მოვითმენ არანაირ უსამართლობას ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის მიმართულიო, ე.ი. ჩემთან გარიგებას სხვისი დაჩაგვრის ხარჯზე არ მოვითმენო.
  6. აი ეს ლინკი ნახე http://www.prpc.ru/law_org/list.shtml და ამობეჭდე, ძალიან საჭირო ინფორმაციაა შენს მდგომარეობაში ჩავარდნილი კაცისთვის. მოსკოვში რომ გაემგზავრები გზაში წაიკითხე და ამოარჩიე ვისზე ღირს მიმართვა. ისე მე ამნისტი ინტერნეიშნელის და ჰუმან რაით ვოჩის წარმომადგენლობებს გირჩევ. ეხოს აუცილებლად დაუკავშირდი. ჟურნალისტური სოლიდარობა მაინც მუშაობს და დაგეხმარებიან. მახსოვს ნატალია მორარს მაგენი მაგრად დაუდგნენ. პრესკონფერენციები და რუსეთის მმართველების გაღიზიანებები არ გინდა. გისურვებ მალე დაბრუნებას.
  7. რომელს? ხმალამოღებული პრეზიდენტი წურბელებით კისერზე რომ ებრძვის ასთავიან უხსენებელს? :misha:
  8. ძუკუ, ამ მხრივ ძალიან საგულისხმოა კიწმარიშვილის ჩვენებაც დავითაიას კომისიაზე. ეროსიმაც მაშინ თქვა, რომ მიხო ვიღაცაებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებსო. მოკლედ რუსებმა ათოხლეს და ამანაც ორივე ხელებით მიირთვა. აი მარტო ამიტომ არა აქვს მას მორალური უფლება იყოს ქვეყნის პრეზიდენტი და გვმოძღვროს მაღალი ტრიბუნიდან. :papa:
  9. და რომელ ქვეყანაშია კიდე მსგავსი სამსახური? სერბეთსა და კვიპროსს ხომ არ გულისხმობთ?
  10. ძუკუ, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა უთქვამს. თუ რაისმა მართლა დაამშვიდა ეს ბედოვლათები, რუსეთს ომი არ აწყობს და არ დაიწყებსო, ამათ ეს შეიძლება მოეთარგმნათ, ან როგორც ამერიკელების წაქეზება აქტიური მოქმედებებისაკენ, ან როგორც ინფორმაცია რომ რუსეთი სუსტია და ომის თავი არ აქვსო. წარმომიდგენია მიხო თავისი გარემოცვის ცენტრში, როგორ ღრმად წვდება მოვლენებისა და კონდოლიზას ნათქვამის სხვებისაგან დაფარულ არსს და როგორ იმსახურებს მხურვალე ტაშს. :misha: :tashi:
  11. ბატონო თემურ, როინ შავაძის მკვლელობის გამოძიებაზე რას გვეტყოდით? როგორ ფიქრობთ მაინც რამ გამოიწვია ამ კაცის ასეთი ნაჩქარევი ლიკვიდაცია?
  12. ლ ი ც ი, გრეჩიხაში არ არის საქმე. გრეჩიხა ერთი გაუფერულებული ეპიზოდია. გაცილებით საგანგაშოა ის რომ ყველაფერი მოჩვენებითად მიჩუმათებულია, ამ დროს კი დაძაბულობა საზოგადოებში იზრდება და საშიშ ნიშნულთან ახლოსაა IMHO. დაძაბული სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდება, განმუხტვაა საჭირო. ასეთ პირობებში პოლიტიკურ ავანტურისტებს და ექსტრემისტებს დიდი გასაქანი აქვთ. ღმერთმა დაგვიფაროს ექსტრემისტების მოსვლა ხელისუფლებაში, ყველაფერი რაც მიღწეულია კატუ პად ხვოსტ. მიხო დიდ შეცდომებს უშვებს. მე ერთადერთ გამოსავალი გზა ამ სიტუაციიდან მისი მშვიდობიანი წასვლა მგონია. არჩევნების დანიშვნა და გადადგომა. ქვეყანაში სიტუაციის კონტროლი ექსტრემისტებმა არ უნდა ჩაიგდონ ხელში.
  13. lasalexx, ამაზე უკვე დავწერე, რომ პრეზიდენტი ადექვატური უნდა ავირჩიოთ მეთქი. მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია, მწყემსი უნდა იყოს ყოჩაღი.
  14. babuagiorgi, ჯიგარი ხარ რომ მაინც ჩვენთანა ხარ, შენ პოსტებს ყოველთვის ვკითხულობ ხოლმე ამ ფორუმზეც და იმ ფორუმზეც და ახლა ვხვდები რომ დიდსულოვანი კაცი ყოფილხარ, რომ არ გაბოროტდი და უთმენ (ჩვენს ფორუმზე არაა ლაპარაკი) იმ ტუტუცებს ისეთ რამეებს რაც მოსათმენი არ არის. ღმერთმა ხელი მოგიმართოს და მშვიდობით დაგაბრუნოს შენს სახლში.
  15. დაგიწყებ Siknadmo და გეტყვი, რომ არა მარტო მთიანი აჭარა, ბარის აჭარაშიც საკმაოდ ბევრი ისლამის აღმსარებელი ქართველია და არავისზე ნაკლებები არ არიან. :eeh: ყელი მტკივა და ცხელს ვსვამ. :takodazeppe:
  16. ლ ი ც ი, ხომ ყველამ ციცით რომ არც ხელისუფლება წავა ამაზე, მეც სრულიად ვეთანხმები ძუკუ-ს და არც არის მგონი მაინცადამაინც სასურველი. არ უნდა ჩაყენდეს ევროპა ისეთ სიტუაციაში რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს მისი (ევროპის) და დასავლური ალტერნატივის სრული გაუფასურება ქართველი ხალხის თვალში. გარდა ამისა როდემდე უნდა ვიყოთ აპეკის ქვეშ? ბოლო ბოლო როდის უნდა გამოვიდეთ ინფანტილური მდგომარეობიდან? Спасение утопающих дело рук самих утопающих.© Остап Ибрагимович Бендер. :takodazeppe:
  17. ამაში ლ ი ც ი, შეიძლება შენ თვითონაც აზრზე არა ხარ რა ცამდე მართალი ხარ. სესხება თავისთავდ ცუდი არ არის, მაგრამ როცა საკუთარს, თუნდაც არც ისე კარგს ჩარეცხავ და მის ადგილას დამახინჯებულ ნასესხებს დადებ ეს ეროვნული უბედურებაა.
  18. lasalexx, შესაძლებელია საპარლამენტო მმართველობის დროს დემოკრატიის ხარისხი უფრო მაღალია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც დროში მეტადაა გაწელილი, ხოლო ისეთ გეოპოლიტიკურ გარემოში, როგორშიც საქართველოა ხშირად სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, ცხადია თავიდანვე იგულისხმება რომ პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ ადექვატური.
  19. მე ამას ვუჭერ მხარს და არ ვიზიარებ ოპოზიციის ერთი ნაწილის შიშებს, ამ ინსტიტუტის უვარგისობის თაობაზე ქართულ რეალობაში. პროდასავლური დიქტატურა - ეს რა ჯანდაბაა, ასეთი რამე ბუნებაში არსებობს?
  20. shamili, ეტყობა ირანიდანაც დაბერა სიომ ხომ? ისლამისტი ექსტრემისტები სხვას კი არაფერს ამბობენ. თქვენ უნდა ააგოროთ ნაციონალიზმის ტალღა? ხომეინიზმი ჩემო ძუკუ
  21. გუსარი მალჩატ, რა ვარი სათქმელია აბა? ისე კი უთქვია აგერ machkatela-ს, მე არაფერ შუაში ვარ სატურნიკო :
  22. მაინც რომელი ორგანოებით ხდება ნეტა ზეწოლა? :nasos: ეეე, რით ვერ გაიგეთ ეს გზა ხელისუფლებას აქვს პრივატიზებული და აბა რას ელოდით? თქვენც გინახიათ რა დაცვის ობიექტი, საქართველოში სხვა პრობლემები დაილია? ამაში 100%-ით გეთანხმებით, მაგრამ ამათ რა ქნან აბა, საკუთარს არ ინდობენ და რუსეთისას დაინდობენ? დავიჯერო თქვენ ისეთივე ტოლერანტულები ხართ რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ, როგორსაც საკუთარი თავისთვის მოითხოვთ? რაცხა არ მეჯერება.
  23. ოხ ეს ბათუმლები, ყველგან ეტენებიან რა. თან ძალიან ღრმად lasha1997 ალბათ როცა ძინავს chegesto
  24. maliari და ლ ი ც ი დიდი მადლობა ჩემი დაფასებისათვის, მე ამ პატივს ჩავთვლიდი დიდ ღირსებად, მაგრამ სამწუხადოდ მეც ძალიან დაკავებული ვარ და ვერ ავიღებ იმ ფუნქციას, რომელსაც ვერ გავწვდები.
×
×
  • შექმენი...