-
პოსტები
2.860 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
6
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Lo Janko
-
TATASTROFA :tashi:
-
newstudio მე პოლიტიკოსი არა ვარ და ჩემი რჩევა ნაკლებად ფასეულია, თუმცა აუდიტორიის წევრი ვარ და შეფასების უფლება მაქვს, ალბათ. ნაცებს და მათ ბელადს რაც უფრო დიდ ხანს ვაკვირდები, მით უფრო მიძლიერდება ასოციაცია ცნობილი ბლოკბასტერის - მატრიცას მესამე ნაწილის ერთ ეპიზოდზე. მოკლედ მაგ ფილმში არის ერთი მისტერ ანდერსონი, თუ არ ვცდები, კომპიუტერული ვირუსია რა. ყველას ვისაც შეეხება თავისნაირად გადააქცევს, მისი დამარცხება ნეოსაც კი არ შეუძლია. მოკლედ მასტი მაშინ მარცხდება, როცა აღმოაჩენს რომ მის სამყაროში მხოლოდ თვითონ არის. ნაცები ეწევიან ანალოგიურ მოქმედებას, ანაციანალებენ ყველას და ყველაფერს რასაც ეხებიან და ბოლოს, მგონი მაგით თუ დამარცხდებიან თორე ამათ ვერავინ გარედან ვერ მოერევა.
-
SHARI, აქამდე რა, არჩევნები არ ყალბდებოდა? თუ არჩევნების გაყალბების ლეგიტიმაცია ევროკავშირის დამკვირვებლებმა უნდა მოახდინონ? დაიჯერეთ ხალხო ვარდების რევოლუცია მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ თეთრი მელა ბებერი იყო იმისათვის რომ ებრძოლა ერთი, უშიშროებამ უღალატა ორი და ბებერი მოერიდა სისხლისღვრას სამი. მიხოს შემთხვევა სულ სხვაა, აქ სხვა პრიორიტეტებია საჭირო.
-
საარჩევნო კომისია ნაციონალებმა დატოვეს
Lo Janko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio, როცა მიხოს და ნაცებს ნეობოლშევიკებს ადარებენ, ამ ფორუმზეც და სხვაგანაც მიხოს ბევრი მოწინააღმდეგე ხელების სავსავს იწყებს - არა კაცო მთლად მასე არ არისო საქმეო. ნებისმიერ სახელმწიფოში ხელისუფლების ოპონენტის დაცვას პრაიზვოლისაგან საზოგადოება სასამართლოს გზით ცრდილობს (რამდენად ახერხებს სხვა საკითხია). მიხომ სასამართლო საქართველოში ისეთ დღეში ჩააგდო, რომ წითელ ბოლშევიკებსაც კი შეშურდებოდათ. მე ვერა ვხედავ ვერანაირ სხვაობას ვიშინსკისა და მიხოს სასამართლოებს შორის. ცინიზმით, აგენი ფორასაც მიცემენ. განსხვავება ისაა, რომ მიხოს ისეთი სივრცე არა აქვს, როგორიც ციმბირია ლაგერების მოსაწყობად და ძალა დასავლეთის სირზე დასაკიდებლად (თუმცა როგორც ვატყობ ისინიც საკმაოდ კიდია). შენ კიდე, მეუბნები ხმამაღლა ნათქვამიაო. ხმამაღლა ნათქვამი კი არა, დიდი ხანია ხმადაბლა ვლაპარაკობ, მაგრამ ხანდახან ამოხეთქავს ხოლმე. -
საკუთარი მეგობრების დაღუპვაზე გამოძიება მათ უნდა მოეთხოვათ და არა მგონია ჩვენზე ნაკლებად ესმით ეს. ამ ამბავმა ვერ გამოაფხიზლა და კიდე ვინმეს გონია, რომ მაგათი გამოფხიზლება შეიძლება?
-
საარჩევნო კომისია ნაციონალებმა დატოვეს
Lo Janko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
quote name='newstudio' date='18th November 2009 - 11:42 PM' post=136224] პ.ს. ვინმე ნორმალურად ამიხსნის რას ჩალიჩობენ ნაციონალები?! მთავარია ჩალიჩობენ, რას, არ აქვს მნიშვნელობა არც ჩვენთვის და არც მათთვის. მთავარი ის არის ხალხი რას იჩალიჩებს, ვნახოთ, ჯერჯერობით ყველაფერი გასდით. -
წინასწარ ბოდიშს გიხდით ვისაც გულით გსურთ უსამართლობასთან შერკინება, ვერ მოვალ თუნდაც იმიტომ რომ თბილისში არა ვარ. მაგრამ რ2-ის შენობასთან რატომ? ეს სიმბოლურია, რადგან დაღუპულები რ2-ის თანამშრომლები იყვნენ, თუ თვითონ რ2-ს ვუცხადებთ პროტესტს? კიდევ ერთხელ მაპატიეთ თუ სწორად ვერ გავერკვიე სიტუაციაში.
-
ბატონო ირაკლი თქვენი აზრით რა არის ჩვენი ქვეყნის ის სამი უმთავრესი პრობლემა, რომლებიც მოითხოვენ დაუყოვნებლივ გადაჭრას (რათქმაუნდა არ ვგულისხმობ ტერიტორიულ პრობლემებს, რომლებიც მოკლე დროში არ მოგვარდება) და როგორ ფიქრობთ ამ პრობლემების მოგვარებას თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მაინტერესებს მხოლოდ პირველი ნაბიჯები, რომლებსაც თქვენ გადადგამთ მათ მოსაგვარებლად.
-
რუსეთთან პრდაპირი დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღსდგეს.
Lo Janko replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჭეშმარიტად დიტო. საინტერესოა კვიპროსს თუ აქვს დიპურთიერთობა თურქეთთან? -
lasha1997, რომელ ქვეყნის ლიდერს უნდა საკუთარი ქვეყნის კვლა? ესეთი მგონი მხოლოდ ერთი იყო, რომის ბოლო იმპერატორი რომულუსი და ისეც თუ არ ვცდები ჯან ანუის ინტერპრეტაციაში. რათქმაუნდა არ უნდოდა ქვეყნის კვლა, მაგრამ შემოეკვლა, პირადი ამბიციების და ქვეყნის მართვის არცოდნის გამო.
-
კონსტატნტინე გამსახურდიამ შესაძლოა პარლამენტი ისევ დატოვოს
Lo Janko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საინტერესოა ის ზოგი რითი ასაბუთებს, რომ მამის სიკვდილთან დაკავშირებულ გამოძიებაში შვილი მიუკერძოებელი იქნება. -
კონსტატნტინე გამსახურდიამ შესაძლოა პარლამენტი ისევ დატოვოს
Lo Janko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჯერ დავიწყებ იმით, რომ არ ვიცი ვინ როგორ თვლის, მაგრამ ჩემი აზრით ამ ტიპის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ დაინტერესებული პირი და მითუმეტეს დაღუპულის შვილი არ უნდა დაინიშნოს. არ განვმარტავ რატომ, მგონი ისედაც ცხადია. რას ნიშნავს გავრცელდა ინფორმაცია?ინფორმაციას კონკრეტული პირები ავრცელებენ და ეს ვერსია მე პირადად მხოლოდ ზვიადისტებისაგან მაქვს გაგებული. ლ ი ც ი, ზოგადად მაგ მასტი დიდი ხანია არის გაუგებრობაში და ბუნდოვანებაში და არა მგონია ამ სიტუაციამ ამ მხრივ დაამძიმოს სურათი.IMHO კომისია თავიდანვე შეიქმნა იმის დასამტკიცებლად რომ ზვიადს თავი კი არ მოუკლავს, არამედ მოკლეს (ესაა მთავარი ამოცანა) და ვის შერაცხავენ მკვლელად, ვფიქრობ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. აქედან გამომდინარე ნინუას მკვლელობა და ხსენებული აჟიოტაჟი კი არ უშლის, პირიქით ხელს უწყობს მთავარი მიზნის მიღწევას. აი ეს კი ასიანია. :sicili: მაგრად ვიცინე. -
ეს რა, ღორის გრიპის ვირუსები არიან :
-
რა ხდება, ებრალიძეს ვაპიარებთ? რითი დაიმსახურა მაგ კაცმა ასე ხშირად რომ ვახსენებთ და ვაპოპულარებთ?
-
newstudio, იმედია კარგად იმუშავებს. მე ხშირხშირად ვერ შემოვდივარ ფორუმზე და ნიკსერჩერის გარეშე მიჭირს გამოხმაურებებისა და ჩემთვის საინტერესო საკითხების მოძებნა.
-
newstudio, როცა ვაჭერ ნიკის ძებნა-ს მიგდებს აი ამას და როგორ მოვიქცე? ბრაუზერად ვიყენებ ინტერნეტ ექსპლორერ 8-ს წინასწარ გმადლობთ
-
ვაა როცა გრუ-შნიკები მიხოზე ბაზრობენ ეს დეზაა და როცა პატრიარქებზე, მაშინ იციან რასაც ამბობენ? პრიამ ჟელეზნაია ლოგიკაა Saturn, როდის მერე გახდნენ გრუ-ს ოფიცრები ასეთი ავტორიტეტულნი შსს-ში, ააა?
-
სწორი ხარ lasha1997 და თან ეს თავისებური გამოწვევაცაა, რომელსაც ერთი პასუხი აქვს - ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოსო. ხოდა მგონი მაგ პასუხს ელოდება ხელისუფლება იმისათვის, რომ უფრო გაბედულად იმოქმედოს პატრიარქის წინააღმდეგ.
-
მეც ვუერთდები ორი ღირსეული პიროვნების - ჩოხასა და Jonathan Livingstonის დაბადების დღის მილოცვებს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და სულის სიმტკიცეს. :alk:
-
ლ ი ც ი, თქვენც იცით რომ მეც ხშირად ვიზიარებ თქვენს თვალსაზრისს. ამ შემთხვევაში უბრალოდ ვერ გამიგია რაღა ახლა გაახსენდათ ზვიადის სიკვდილი და ახლა დაიწყეს კვალის დამალვა. ან რა კავშირში შეიძლება იყვნენ ეს საწ####ბი ზვიადის სიკვდილთან? მე უფრო აგენტურული ინფორმაციის ფლობის გამო მგონია. შეიძლება ვცდებოდე, თავს არ ვდებ.
-
ალასანია უშიშროების სხდომაზე არ მივა
Lo Janko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997, ნაცებისთვის კანონი არ არის ზღუდე, რომლის გადალახვაც მათ გაუჭირდებათ. არჩევნების კანონზე ძიძგილაობით მათ ყურადღების გადატანა უნდათ იმ ფაქტიდან, რომ ნებისმიერი არჩევნები მათი ხელისუფლებაში ყოფნისას განწირულია გასაყალბებლად. -
ალასანია უშიშროების სხდომაზე არ მივა
Lo Janko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ღმერთმა ქნას ეს ზრდა სიშლეგეში არ გადაეზარდოს და არ დაემსგავსოს ქვეყნის მიმდინარე ლიდერს.საქართველოში ისე აირია პოლიტიკური კონიუქტურა, რომ საბოლოოდ რას მივიღებთ ძნელი განსასაზღვრავია. ამიტომ ცოტა დააჩქაროს ზრდა მაგ ჯეელმა თორემ შეიძლება ნასუფრალზე მოუწიოს ჩამოჯდომა.