Jump to content
Planeta.Ge

Lo Janko

პლანეტელი
  • პოსტები

    2.860
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Lo Janko

  1. ძუკუ მიხოს ხომ ამბობს კიდე დიდ ხანს ვიქნებით ხელისუფლებაშიო. რამდენადაც მახსოვს მესამე რეიხი ნაცისტებს ათასი წელი უნდა .
  2. ლ ი ც ი დამამტკიცებელ საბუთებში არაა საქმე და არც არავინ ეძებს საბუთებს, მათთვის მთავარია იარლიყი მოგაწებონ. საზოგადოებაში არაჯანსაღი განწყობილებაა, არ მინდა ვუწოდო ამ მდგომარეობას ფსიქოზი, მაგრამ ფსიქოზთან ახლოსაა. მაგ კატეგორიის ხალხის ლოგიკა ძალიან მარტივია, როცა კუდიანებზე ცხადდება ნადირობა და თავის გამოჩენა გინდა, კუდიანის ძებნით ფონს ვერ გახვალ, თვითონ უნდა მიაბა სხვას კუდი რომ არ დაგასწრონ და აქეთ შენ არ მოგაბან. რუსეთუმეს იარლიყის მიწებებამ დღეს დედაზე შეგინება ჩაანაცვლა.
  3. გაუმარჯოს ლ ი ც ი! იქით ანალოგიურ თემაში რუსეთუმეც კი გიწოდეს. აქ არავინ მეგულება მასეთის მკადრებელი, მაგრამ ის რაც იქ წავიკითხე ძალიან საგანგაშოა. ბოღმა ხეთქავს ძალიან ბევრს ორივე მხრიდან და თუ დროზე არ მოხდა განმუხტვა, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება.
  4. ძუკუ ალბათ ის რაც ჩვენ ყველამ - ორპირობა, ღალატი და ფარისევლობა "დიდ პოლიტიკაში".
  5. Saturn ეს თემა პოლიტიკური გახდა ამ წინადადების შემდეგ ალბათ არა?
  6. ძუკუ ეს მგონია სწორად. მე დიდი ხანია ვიძახი, რომ ჩემი აზრით მიხო ალბათ აწარმოებდა მოლაპარაკებებს პუტინის გარემოცვის ხალხთან და მხოლოდ ამ მოლაპარაკებების ფონზე დაიკიდა მან ევროპისა და აშშ-ს გაფრთხილებები და გააკეთა ის რაც გააკეთა. შედეგად პროვოკაცამ იმუშავა 100%-იანი ეფექტურობით, მიხო ისე გადააგდეს როგორც ამას ქურდები უკეთებენ ხოლმე ლოხებს. დიდი ნაბიჭვარია პუტანკა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი ბრალია რაც მოგვივიდა.
  7. georgekh13, მე ვერ გამოვხატე ჩემი სათქმელი ეტყობა კარგად. მე ამ კონკრეტულ შემთხვევას არ ვგულისხმობდი, რომელშიც აბსოლუტურად გეთანხმები. მე საერთო განწყობაზე მქონდა საუბარი ხალხში.
  8. georgekh13 ზუსტად ამაშია საქმე. ასეთი განწყობა საქართველოში არის მასიური და არა მარტო ასტანის სამიტის მიმართ, არამედ საერთოდ ყველაფრის მიმართ. ამას ქვია ნიჰილიზმი, ნაცების მთავარი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი.
  9. lasha1997 ხოდა ზუსტად მაგას საყვედურობენ ნაცები ერს, დაგვიდექითო. ერთად რო არ ვდგავართ იმიტომ გვემართება ყველა უბედურებაო. ერთად დგომა ყოველთვის გულისხმობს რაღაც იდეის გარშემო გაერთიანებას, იდეები კი საქართველოში ბევრია, სამწუხაროდ ამ იდეებსაც ცალსახა ინტერპრეტაცია არა აქვს, ყველა თავისებურად გებულობს, ხშირად ერთმანეთის საპირისპირო მნიშვნელობით და შედეგიც სახეზეა. ლებედ რაკ და შჩუკა. აგენტები და ბალამუტები რო ბევრი ყავს ეგ ფაქტია, მაგრამ თვითონაც კაი ხილია რა, არ არის გამორიცხული ამერიკელების ზურგს უკან წაემაგარტიპებინა და რუსებთან საიდუმლო გარიგებები ქონოდა. რუსებმაც აიღეს და ჩვეულ სტილში გადააგდეს. მიხოს ისტერიული რეაქციები რუსეთის მიმართ უფრო გადაგდებული პარტნიორის ქმედებებს გავს, ვიდრე გააზრებულ პოლიტიკას.
  10. analgin ხო წარმოგიდგენია რა დონეზე აქვს პიარი აყვანილი? მალე სიზმარსაც ვერ ვნახავთ მიხოს გარეშე. ტაშიი აბა გრეჩიხა დაწერე.
  11. და გუგლის ტრანსლეიტში ასე ადვილია კაიფი? რუსულად Г-н президент-ს თარგმნის.
  12. ნეტა ჩვენები თუ ღებულობდნენ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას?
  13. EMSA არის ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო. EMSA-ს სამკაციანმა კომისიამ საქართველოს საზღვაო მომზადების სისტემის ინსპექტირება ჩაატარა 2006 წლის სექტემბერში. მათ შეამოწმეს საზღვაო ადმინისტრაცია, საზღვაო აკადემია და მეზღვაურთა მომზადების ორი კერძო სასწავლებელი. არაფერი განსაკუთრებული ამ შემოწმებაში არ ყოფილა და არაფერი ისეთი დარღვევა, უფრო სწორად შეუსაბამობა, რომლის აღმოფხვრა არ მოხერხდებოდა 1 წლის განმავლობაში მათ არ დაუფიქსირებიათ. საზღვაო ადმინისტრაციას შეეძლო გეგმაზომიერად ემოქმედა შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად, მაგრამ ასე არ მოხდა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ეხლა უკვე გვიანია, ურემი გადაბრუნდა და ბევრი მიხვდება თუ რა ადვილად შეიძლებოდა ამ პრობლემის გადალახვა. ადმინისტარცია რათქმაუნდა ბრალშია, მაგრამ იყო ისეთი ფაქტორებიც რომელიც ხელს არ უწყობდა საზღვაო ადმინისტრაციის გამართულ მუშაობას. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე ინიშნებოდნენ ხალხი, რომლებიც ან ვერ ერკვეოდნენ საზღვაო სფეროში, ან არ აინტერესებდათ საზღვაო საქმე და კარიერული დაწინაურების მოლოდინში იყვნენ, ან კიდე დაქვემდებარებული იყვნენ კალანურ ინტერესებს. როგორც ეტყობა არც სამინისტროს მხრიდან იყო სათანადო დამოკიდებულება, იქაც მინისტრები ხელთათმანებივით იცვლებოდნენ. არ იყო საკადრო სტაბილურობა.
  14. არჩევნებზე რა მოგახსენო ტაშიი, შეიძლება მსგავსება არის კიდეც, მაგრამ ყველაზე მაგარი მსგავსება საქართველოსა და ეგვიპტეს შორის იმაშია, რომ 7 დღიანი ომის შემდეგ ეგვიპტის მაშინდელინ ლიდერი აბდელ ნასერი კაი ხანი წარმატებით ატყუებდა ეგვიპტელებს ომი მოვიგეთო. ვალლაჰ ისტორია ხშირად მეორდება.
  15. სტო ვ პერიოდს იჭერენ kisa, თავს იზღვევენ. წიკილეაკს.ორგ-მა ჯერ შეპირებული დოკუმენტების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოაქვეყნა. ნაცები ერთი ადგილით გრძნობენ, რომ შესაძლებელია მათთვის უცუდესი ინფოები ჯერ არ გამოქვეყნებულა და ამიტომ თადარიგ იჭერენ, აქაოდა ვიღაც ავანტურისტების მონაჩმახს არ ვენდობითო. მთავარია ეხლა გადააგორონ, თორე მაგ კორკელიას მერეც გაუსწორდებიან, სად წავა რო?
  16. Grig დაგეზარა, ჰმ, ზუსტად მაგაზე ამახვილებს ყურადღებას მეზობელ თემაში მოდერი - ტატ-ი.
  17. T_A_T სამაგიეროდ კომუნისტურად კი არ ეშინია, დემოკრატიულად ეშინია. ამაშია საქმე.
  18. Saturn მაგარი არგუმენტია, ედიკას საკითხში ჩამჭერი. ავწიე ორივე ხელი. უკავშირდება, შენ ეტყობა დაგავიწყდა მიხოს წინარევოლუციური შეპირებები.ედიკა ცოცხალი ანაქრონიზმი იყო, მაგრამ ტერიტორიების დაკარგვაში მისი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი არ არის.IMHO
  19. lasha1997 მე ცოტა მსუბუქად ვიტყოდი - ტერიტორიები დავკარგეთ სამუდამოდ და ეს ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მოხდა, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. პასუხისმგებლობა მთლიანად ამ ხელისუფლების კისერზეა, თუგინდ ცამდე მართალი იყოს. ყველაფერი დანარჩენი არის რიტორიკა და გულის მოფხანა. Saturn ეტყობა ვერ გათვალესო, ნდაააა, მაგარია ღმერთმანი, ედიკამაც რაღაცეები ვერ გათვალა და ჩაის დალევაც არ აცალეს ისე გაუშვეს პენსიაზე.ამის შეცდომებს კი ტერიტორიების დაკარგვა მოყვა შედეგად და არათუ მობოდიშება, დღემდე მორალს გვიკითხავს ჯეელი. ტფუი lasha1997 მობოდიშება კი არა, ღირსების მქონე ლიდერი მინიმუმ გადადგებოდა, რუსების მიერ ტერიტორიების დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.
  20. lasha1997 შენ უკვე ნახე მაგ სიუჟეტი? მე ვაპირებდი შენზე გამოგზავნას მაივიდეოს ბმუკლის, მაგრამ მერე გამახსენდა საზღვარგარეთ არ იხსნება.
  21. babuagiorgi მერე რა რომ ხელისუფლების მომხრეა, მიხოს განცხადებებზე პასუხს ხომ არ აგებს? ნარკოზის ქვეშ არა, უფრო სარკოზის ქვეშ.
  22. babuagiorgi სატურნი რად გინდა? ან ამ საკითხთან დაკავშირებით რა შუაშია?
  23. ძუკუ დამასწარი ძუკუ, მეც ამის თქმა მინდოდა. ხოლო რაც შეეხება უკულტურობას აქ საკამათოა რა უფრო ბარბაროსულია, შემოუშვა ველურ საზოგადოებაში ქრისტიანული იდეოლოგია და ამ გზით განათლდე და გაკულტურდე, თუ ქრისტეს სახელით პირწმინდად წარხოცო ყველაფერი რაც მისი რელიგიის მიღებამდე შეუქმნია საზოგადოებას და ყველაფერი თავიდან დაიწყო. ბოლოს კი აღმოჩნდება რომ ვერაფრით ამტკიცებ შენს ძველ კულტურულობას გაქრისტიანებულ "ბარბაროსებთან" შედარებით.
×
×
  • შექმენი...