Jump to content
Planeta.Ge

Lo Janko

პლანეტელი
  • პოსტები

    2.860
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Lo Janko

  1. ვახ რა სასტავს დავაკლდი კაცო! gendolf, გილოცავ! მრავალს დაესწარი და გაიხარე!
  2. გოლოცავ Private Nodari, მეგობარო დაბადების დღეს! გახარებასა და ნათელ მომავალს გისურვებ! :lasha1997:
  3. kisa რატომ კადრულობს თუ კარდულობს კისა?
  4. asesino_141 ძალიან ბევრი მაქვს წაკითხული მეთქი, არა, მაგრამ რაც წაკითხული მაქვს, მაგი ყველაზე საინტერესო და ყველაზე მაგარია.
  5. kisa ნახე აბა 21.26- წუთიდან http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=13-11-2010%2021:25
  6. მეც გილოცავ asesino! მრავალს დაესწარი და გაიხარე! სიკეთე და წარმატება იყოს შენი თანმდევი.
  7. lasha_alo ყავს და ზუსტად ეხლა ინტერვიუს იძლევა ტვ იმედში.
  8. Siknadmo +100% და ნაცების მთელი საქმიანობა ხალხის ამ განწყობილების გაძლიერებისკენაა მიმართული, ოპოზიცია კი თავისი სრული უუნარობით ამაში მათ ხელს უწყობს
  9. DATA TUTASXIA ტყულა მიყურებ მასე გაკვირვებული. არასდროს არავისთვის არ მიმიკერებია იარლიყი, არც ახლა ვაპირებ და არც რუსების ადვოკატობას გაბრალებ. მე უბრალოდ ის აღვნიშნე, რომ არასწორია ტოტლებენის მოღალატეობა დავაბრალოთ გერმანელებს და ვამტკიცოთ, რომ რუსები აქ არაფერ შუაში არიანო. მაგ ლოგიკით ბოლშევიკური ტერორის ერთერთი მთავარი დამნაშავეები ქართველები ყოფილან. აგე, სიკნადმოს დადებულ ვიდეოროლიკში რუსები ლატიშებს რუსი ხალხის გენოციდში სდებენ ბრალს. შენს პოსტებში ბევრი საინტერესო მაქვს წაკითხული და ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ.
  10. Siknadmo კაცო, მასე იმ დასკვნამდე მივალთ, რომ მთელი რუსეთი ებრაელებითაა დასახლებული და აბა რა გიკვირს თუ მათი პრემიერი და პრეზიდენტიც ებრაელი იქნება?
  11. DATA TUTASXIA კომუნისტურ იდეოლოგიას ბევრი ავტორი ყავდა და ებრაელების აქტიურობა რევოლუციურ მოძრაობებში გამოწვეული იყო მათი უუფლებობით.გრაფი ვიტე, რუსეთის იმპერიის ერთერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი თვლიდა, რომ რუსეთის პოლიტიკა მატერიალურად შეძლებული და ეკონომიკურად ძლიერი ებრაელი მოსახლეობის მიმართ იყო დიდი შეცდომა. რუსული რევოლუციური მოძრაობა ძირითადად ნაცმენებისგან იყო დაკომპლექტებული და ეს არცაა გასაკვირი, ხალხთა საპყრობილეში პატიმრები ბუნტავშიკობენ. და ვინ თვლიდა თავს პატიმრად ამ საპყრობილეში? რათქმაუნდა არა რუსი - ქართველი, სომეხი, ებრაელი, ლატიში, პოლონელი და ა. შ. ასე რომ ებრაელების რევოლუციონერობაში არაფერია გასაკვირი, კარგად რომ დაითვალო აღმოაჩენ რომ თურმე ბევრი ქართველიც, სომეხიც და კიდევ ბევრი სხვა ყოფილა რევოლუციონერი.
  12. Siknadmo ჩემი აზრით უფრო სწორი იქნებოდა დაგეწერა უამრავი საბაბი, უამრავი მიზეზის ნაცვლად. იმაშიც დაგეთანხმები, რომ ჩვენ არ გვქონდა არანაირი გააზრებული სტრატეგია არა მარტო რუსეთთან ურთიერთობაში, არამედ საერთოდ საგარეო პოლიტიკაში. ალბათ ბევრი უბედურების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა პოპულისტური, ბრმა სიძულვილით აღრტყინებული და ძალიან აქტიური მასების ტალღაზე მოსული, ძალაუფლების შენარჩუნებაზე ორიენტირებული ე.წ. ეროვნული ხელისუფლების დანაშაულებრივი საშინაო პოლიტიკა. ხაზგასმით ვამბობ საშინაო და არა საგარეო პოლიტიკა, რადგან სწორედ ეს გახდა რუსეთის აგრესიული, იმპერიული ქმედებების საბაბი. Lupus Pilum Mutat, Non Mentem - მგელი ტყავს იცვლის და არა სულს. რუსეთის იმპერიული სული არ შეცვლილა და ის ყოველთვის ეცდება დაიბრუნოს დაკარგული, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს ჩვენს მიერ ჩადენილ სისულელეებს. შენ ბევრ კითხვებს სვამ, მაგრამ არასდროს გიკითხავს, რატომ მძლავრობს ქართულ პოლიტიკაში ანტირუსული ტენდენციები? არ აქვს ამას რეალური საფუძველი? Siknadmo, ყველა სიკეთესთან ერთად ანტისემიტიზმის ვირუსიც შეგყრია.
  13. Siknadmo საინტერესოა შენი აზრის გაგება ამის თაობაზე.
  14. Siknadmo კლიშეების თაობაზე გეთანხმები. რაც შეეხება ვინ როგორ მსჯელობს რუსეთზე, მე არ მიკვირს შეფასებების მკვეთრი კონტრასტულობა, რადგან ჩვენი ცხოვრებაა ჯერჯერობით შავ-თეთრი, აქედან გამომდინარე მოქმედებს პრინციპი - ის რაც ერთ რამეში ცუდია, ყველაფერში ცუდია და პირიქით, ის რაც ერთ რამეში კარგია ყველაფერში კარგია. უფრო სწორად, თუ რაღაცა ჩვენთვის მიუღებელია ის ყველაფერში ცუდია და თუ ჩვენ რაღაცისკენ მივისწრაფვით, ის რათქმაუნდა ყველაფერში კარგია. გარდა ამისა ისიც გასათვალისწინებელია რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს. რა ობიექტურობაზე შეიძლება აქ საუბარი? ეს შენი პირადი აზრია, რომელსაც მე არ ვეთანხმები. რომელ საზოგადოებას როგორი ზროვნების უნარი აქვს, ამის შეფასებას დიდი ამბიცია უნდა.
  15. T_A_T, მე ვერაფერს ვიტყვი, თემა Nukrikoმ გახსნა დაალბათ მას უნდა დაეკითხოთ. ისე, აბსოლუტურად კორექტულად ჩამოაყალიბა რისი თქმაც უნდოდა. მისი თემა უფრო გლობალურ პრობლემას ეხება, ვიდრე რუსულ-ქართული ურთიერთობებია.
  16. Siknadmo თაფლი იყოს თორე ბუზი სტამბოლიდან მოფრინდებაო, ხომ გაგიგონია?მასე ყველაფრის გამართლება შეიძლება შეძლო კაცმა, მთავარია "გული გულობდეს". აგერ Nukrikoმ ამ საკითხს მთელი თემა მიუძღვნა http://planeta.ge/index.php?showtopic=46294&view=findpost&p=346926. არაკეთილსინდისიერი ისტორიის ინტერპრეტატორის ხელში, ყოველთვის შეიძლება ამტკიცო თეთრზე შავი, თან სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ისტორია მათემატიკა არაა, ცალსახა ამონახსნი (იგივე ინტერპრეტაცია) არა აქვს.
  17. Siknadmo კაი ახლა, არ ღირს ამ თემაზე კამათის გაგრძელება, არცერთი დამპყრობელი არ არის კამფეტი. ძალადობა ფრანგულია, ინგლისურია, თურქულია, თუ რუსულია ძალადობაა და დასაიასნებელი აქ არაფერია.მე ერთ უბრალო ფაქტს მოგიყვან. თურქები და სპარსები საქართველოში საუკუნეების განმავლობაში დაპარპაშებდნენ და ჩვენს მეფეებს რაფერც უნდოდათ ისე აპამპულებდნენ, მაგრამ არც თურქება და არც სპარსებს მეფობა საქართველოში არ გაუუქმებია, ერთი კი არა რამდენიმე სამეფო იყო ხშირად. აი, ერთმორწმუნე მხსნელმა რუსეთმა კი ჯერ 1801-ში მეფობა გაგვიუქმა, ამით სახელმწიფოებრიობას დაუსვა წერტილი და მერე კი ავტოკეფალიაც იმავე გზას გაუყენა. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. მოკავშირეები მასე არ იქცევიან. რაც შეეხება შემოთავაზებულ ფილმს მეფის ოჯახის დახვრეტაზე, Siknadmo მე შენ განათლებული კაცი მგონიხარ და მასეთ სახელდახეოდ შეთხზულ ბაიკებზე არ უნდა ეგებოდე. მასეთი ისტორიები და კიდე უფრო კრუტოი ფაბულებით პაჩკა ორ შაურადაა რუსი ნაციონალისტებისა და პოჩვენნიკების პროგრამულ თხზულებებში. ხო ლატიშებმა მოაწყვეს რუსი ხალხის გენოციდი, აპა რაი. :018:
  18. T_A_T, მაგენი თუ გამომერკელდენ, ჩვენზე რაღაის თქმა შეიძლება მაშინ? მერე გაილაშქრე Siknadmo, ვინ გიშლის, მაგრამ რუსული იმპერიალიზმს ნაცები საფრთობელად იმიტომ იყენებენ, რომ რეალურადაც რუსული იმპერიალიზმი იყო და არის დღესაც. მე დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი ციმბირში და კარგად ვიცნობდი ერთ ეთნოგრაფს, ეთნიკურ ევენკს, რომელიც მიმტკიცებდა რომ ციმბირი მრავალი ეთნოსის სამშობლო იყოო, რომლებიც დღეს აღარ არსებობენო, ხოდა რა ვიფიქრო ეხლა მე, ის ხალხები ნებაყოფილობით გადაშენდნენ დინოზავრებივით, თუ ეგება ვინმე მიეხმარა მათ ამ საქმეში?
  19. Siknadmo იმიტომ რომ ჩვენ უფრო უარეს საპყრობილეში ვცხოვრობთ.ისე რუსეთში ბევრი გერმანელიც ცხოვრობს, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ რუსეთი გერმანიას ჯობია.
  20. ირაკლი75 კი, მაგი მესამეა. Saturn აბა, თუ არ გამოექანა ისე პარლამენტში ვინ შეუშვებს? მიხო 2003-ში რო დეიძრა და ვერ გააჩერეს იმიტოა ეხლა დამკაში. იცის ეს გუბაზამ და მიტო ემზადება ასე რუდუნებით. ბოლოს ალბათ დეიძრება, მარა თუ კურსში ვერ ჩაჯდა შემოეხარჯება ვინმე პირველივე მოსახვევში.
  21. newstudio რაზგონს იღებს. სკოლაში ნიუტონის პირველი კანონი არ გისწავლიათ კაცო? რაც უფრო მასიურია კაცი მით უფრო ძნელია მისი დაძვრა, მარა თუ დაიძრა, მტრისას, ვეღარ გააჩერებენ.
  22. გაუმარჯოს lasha1997. ხოდა, მეც მაგი მაინტერესებს რისი ეშინიათ?
×
×
  • შექმენი...