Siknadmo მერე ცოტაა მაგი? ეხა, თუ გონებრივი პათოლოგია არა გაქვს ჩე გევარასავით, ყველა ადამიანი პრინციპში ბუნებით კონფორმისტია. ასე რომ არ იყოს, ტიიტუუუუუ, სულ რევოლუციებსი და შფოთში ვიქნებოდით. კონფორმიზმსა და უკომპრომისობას შორის რაღაც პარიტეტი უნდა იყოს, სხვაგვარად არ გამოვა. აი, მაგალითად მე არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც უკომპრომისონი იყვნენ შევარდნაძის დროს არსებული სიტუაციის მიმართ და იმავე პირობებში ეგუებიან და ხშირად ამართლებენ კიდეც მიხოს რეჟიმის უკანონობებს. :ravic: ერთხელ ბორის პარამონოვმა საინტერესო აზრი გამოთქვა რადიო სვაბოდას ეთერიდან - ყველა ზევიდან უყურებს გერმანელ ბიურგერსო, როგორც რაღაც მერკანტილურ და საზიზღარ არსებასო, რომელიც არას დაგიდევთ იდეალებს და დასცინის ყველაფერს ამაღლებულს და მშვენიერსო, ამავე დროს ყველასათვის სანატრელი და მისაბაძია ცხოვრების ის დონე, რომელიც გერმანიაში არისო და არავინ არ უფიქრდება, რომ სწორებ იმ ბიურგერების შრომით არის ეს ყველაფერი აშენებულიო. ნორმალური ადამიანის ფსიქიკაზე უჭმელობაზე მეტად უსამართლობის განცდა მოქმედებს დამთრგუნველად. ვოტ! ესაა ჩემი კომენტარი.