-
პოსტები
2.860 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
6
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Lo Janko
-
არ ვიცი lasha1997, სამშობლოს სიყვარულზე და პატრიოტიზმზე მე ჩემი შეხედულება მაქვს. მე მგონია, რომ სამშობლოს სიყვარულზე საქართველოში დღემდე ბატონობს ჰომო სოვიეტიკური შეხედულებები. ყველაზე ბოლშევიზებური დღეს პატრიოტული აღზრდის საკითხებია ჩვენთან. ამიტომ დღემდე შემორჩენილი კლიშეები ჩემში იწვევს უკეთეს შემთხვევაში ირონიას. მე მგონია პატრიოტი ისა ვინც ძალისხმევას არ აკლებს რომ შეუქმნას თავის ოჯახს ღირსეული ყოფითი პირობები და ამავე დროს მოყვასზე ზრუნვას თუ ვერ ახერხებს, კი მაინც ფეხებს არ ახოცავს ახლობელს და თანამოქალაქეს. სრულად გეთანხმები.
-
შალვა რამიშვილი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა
Lo Janko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეც ვულოცავ, წავა, თუ არ წავა პოლიტიკაში მისი საქმეა და იქნება წარმატებული პოლიტიკაში თუ არა - ჩვენი. -
მარტივდება ევროკავშირის ვიზების აღება
Lo Janko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რუსულად კარგად ჟღერს vitaminC, поимают дадут, вырвешся убежиш, догонят поимают и опять дадут. :misha: -
გული არ გაიტეხო lasha1997, ეს უბრალო წვრილ ადამიანური შავი შურია, პროვოკაციებს არ წამოეგო კიდე. ფრომი ამტკიცებდა, რომ არაჯანმრთელ, ტო ესწ ავადმყოფ საზოგადოებას აქვს სადო მაზოხისტური ტენდენციების მძაფრი მოზღვავებაო.
-
newstudio, ბებიაშენისაო არავის უთქვამს მაგ სირისათვის?
-
ამბავი მიხეილ სააკაშვილის ორიგინალური საათისა
Lo Janko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არ მიიტანო გულთან ახლოს licemer, მასეთი ამბები ვფიქრობ ცოტა არ იქნება. :misha: -
lasha1997 მე არ მიმაჩნია, რომ სამშობლოს პირველ რიგში ჩაყენება ნიშნავს საქართველოდან არ წასვლას. დარწმუნებულიც ვარ ემიგრანტებს უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლიათ ქვეყნისთვის ვიდრე მათ ვინც ხელგაწვდილი სახლში ზის და თავის უსუსურობას მკერდში მჯიღის ცემით სამშობლოს სიყვარულით ხსნის.
-
newstudio, რა ვიცი აბა, ერთი ივანიშვილთან გეცადა, ბევრი კარგი საქმე გააკეთა მაგ კაცმა და ეგება დაგეხმაროს. ისე სცენარში რამენაირად დავით აღმაშენებელი რომ ჩაგერთო ეგება მიშიკოც დაგეხმაროს, მაგრამ მაშინ აღმაშენებლის როლი მას უნდა შესთავაზო.
-
რატომ ასოცირდება დემოკრატია სისუსტესთან?
Lo Janko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გეთანხმები ყველა სიტყვეში Grig :sicili: -
მართალი ხარ Saturn, არ არის საჭირო მარჩიელობა, რა დიშ..ც ახლაა ის იქნებოდა მაშინაც.
-
დღეს რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის 70 წლისთავია
Lo Janko replied to Lo Janko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ომი მოიგო კოალიციამ და არა როიმელიმე ერთმა მხარემ. საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა მაქსიმალურად დაეკნინებინა ინგლისისა და ამერიკის როლი ამ ომში. ისე, ომის მთავარი ინიციატორი და ხელშემწყობი იყო იოსკა და კინაღამ გადაყვა კიდევაც თავის სიბეცეს, მაგრამ ხო იცი კაცს Fortuna, რომ წყალობს ყოველთვის მართალია. გამარჯვებულებს არ ასამერთლებენო ამბობენ, თორემ იოსკა და ბოლშევიკები ნიურნმბერგის პროცესზე ნაცისტების გვერდზე უნდა მჯდარიყვნენ საბრალდებო სკამზე. ქართველებისთვისაც არ დაუკლია, კარგად ჟუჟა. ტერიტორიებიც ლაითად ჩამოგვაჭრა (ის სტალინისტები ორჯონიკიძეს რომ აბრალებენ) და ავტონომიებიც ჩამოკიდა ქვეყანას კისერზე გირებად. მე ხშირად მიწევს ბალტიისპირელებთან შეხვედრა და რაცხა არ შემიმჩნევია მასეთი არაფერი. უფრო ქართველები კომპლექსობენ და არ კადრულობენ მასზე სხვასთან აუგის თქმას. -
შენ პირს თაფლი და შაქარი licemer, ღმერთით მასე იქნებოდეს. ეს რუსებისთვის იქნება ძალიან საგრძნობი დარტყმა. ერთხელ უკვე გადაუხადეს ძუკუ, მაგრამ ბაწკამ ხო გახსოვს რაც უჩვენა კრემლის ლილიპუტებს
-
Президент Белоруссии Александр Лукашенко ближайшие несколько дней проведёт в Сочи, где запланирована его встреча с президентом Медведевым Об этом сообщила пресс-служба главы белорусского государства. На переговорах на высшем уровне планируется обсудить весь спектр сложных вопросов, тех, которые до сих пор не решаются, говорят в Минске. http://www.echo.msk.ru/news/614846-echo.html რაცხა არ მომწონს მე აი დვიჟენიები... ©ტანკე :misha:
-
ეუფ, ესეც მე მეჩვენება კაცო?
-
მთლად მასე მეთქი ვერ ვიტყვი liliko, მაგრამ რეალობა მართლა არ არის სახუმარო, თუმცა მაინც მგონია რომ მთლად წყალწაღებულები არა ვართ და კიდევ დადგება გაზაფხული ჩვენს ეზოებში. ვნახოთ. არა მარტო მე - ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს mc^2 F, ფუძე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! © ბიძია-ბაბუა. მართლა შერეკილი უნდა იყო ამ ქვეყნის რომ გჯეროდეს რა.
-
lasha1997, ცხოვრება კი არ დავხატე, უბრალოდ პასუხი გავეცი კითხვაზე და ცოტა გადავაჭარბე. რას იზამ ოცნებას ჯერ არავინ მოუკლავს.
-
asds, საიდან ასკვნი ამას გაუგებარია, თან აცხადებ აპრიორშიო. მე კი მგონია, რომ საზოგადოება ვითარდება. ნუ, რა ვქნათ ახლა, თუ ისე არ ვითარდება როგორც შენ გინდა და გგონია. არ მიმაჩნია სწორად რომ პოლიტიკური ან იდეოლოგიური შეხედულებებისათვის განიცდი ზეწოლას და დევნას საზოგადოების ერთი ნაწილისაგან, მაგრამ ასე ხდება ყველა არადემოკრატიულ საზოგადოებაში. ისე საბჭოთა რეჟიმ გამომვლილ ხალხს მაინცადამაინც არ უნდა გაგვიჭირდეს ლავირება იმ ხარისხით მაინც, რომ ავიცილოთ პირდაპირი დაპირისპირება რეჟიმის მსახურებთან. მშვიდობა, თავისუფლება და ერთიანობა, რათა ჩვენი შრომით შევიქმნათ კეთილდღეობა, ჩვენც ვისიამოვნოთ და კარგი ქვეყანა დავუტოვოთ შთამომავლობას. ოღონდ მართლა.
-
Gegius, შენს ლინკზე შესვლა დავაპირე და ჩემი ანტივირუსი გადაირია. ეტყობა თქვენი საიტი არა ნაციონალისტებს არ უშვებს.
-
დღეს რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის 70 წლისთავია
Lo Janko replied to Lo Janko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Sakartwelo, მიუხედავად იმისა, თუ რა უქნეს სტალინის თავკაცობით ბოლშევიკებმა საქართველოს და ქართველ ხალხს, დაწყებული 1921 წლიდან დამთავრებული 1953 წლამდე, სტალინის სიკვდილამდე, საქართველოში მაინც ბევრი სტალინისტია, საბედნიეროდ მათი რიცხვი იმდენი არაა, რამდენიც 1956 წლის 9 მარტს იყო, მაგრამ საკმაოდაა იმისათვის, რომ სტალინის საჯაროდ აუგად ხსენებას თავი მოარიდო, შარის თავიდან აცილების მიზნით. -
70 წლის წინ, დღეის სწორს XX საუკუნის (და შესაძლებელია ყველა დროის) ორმა უდიდესმა კაციჭამიამ სტალინმა და ჰიტლერმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელმაც გზა „დაულოცა“ ყველაზე დიდ სასაკლაოს კაცობრიობის ისტორიაში. საქართველომ ამ ომში დიდი საფასური გადაიხადა, ისტორიკოსების მტკიცებით 300 ათასი დაღუპული მხოლოდ საომარ მოქმედებებში. როგორც მოგეხსენებათ ამ გარიგებით ჰიტლერმა და სტალინმა გაიყვეს აღმოსავლეთი ევროპა, მათ შორის ის ქვეყნები, რომლებმაც ყველაზე მეტად დაგვიჭირეს ჩვენ მხარი შარშანდელი აგვისტოს მოვლენების დროს. 20 წლის წინ კი, 23 აგვისტოს ბალტიის სამი ქვეყნის მოქალაქეებმა ლიტველებმა, ლატვიელებმა და ესტონელებმა შეკრეს 600 კმ-იანი ცოცხალი ჯაჭვი, ე.წ. „ბალტიის გზა“ და ამით გამოხატეს თავისი დამოკიდებულება ნაციზმის, სტალინიზმის და ტოტალიტარიზმის მიმართ და მთელს მსოფლიოს აჩვენეს თავისი სწრაფვა თავისუფლებისაკენ. ამიერიდან, ე.ი. 2009 წლიდან მოყოლებული ბალტიისპირეთის ქვეყნები ყოველი წლის 23 აგვისტოს აღნიშნავენ როგორც ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. უზერებო, როგორ ფიქრობთ, უნდა დაუჭიროს თუ არა ჩვენმა ქვეყანამ მხარი ბალტიისპირელ მეგობრებს ამ დღის ამ სახით აღნიშვნაში, თუ ყურს მაინც უხეშად ხვდება სტალინიზმი და უმჯობესია ბოლშევიზმით ჩანაცვლება? ©licemer
-
რა ვი აბა kote-1962? მაგი ამათ ხელში თუ კიდე ვინმეს გაწეწვას მოახერხებს, მაშინ მალადეც რა.
-
ნაღდი ხარ kote-1962, აი მაგ მიზეზის გამო რამიშვილის მორალური რეაბილიტაცია არ მოხდება და ამიტომ ხელისუფლებისათვის ის დიდ საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ თუ ხელისუფლებამ არ გამოუშვა შალვა ციხიდან, მაშინ უკვე საფიქრელია, რომ შესაძლებელია არსებობდეს ჩვენთვის უცნობი გარემოებები, რომლის გახმაურება ხელისუფლებას არ აწყობს. ეს კი რამიშვილის რეიტინგს მაღლა აწევს. ისე მაინც საინტერესოა რას აპირებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
-
გუანტანამოს ტყვეები, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს
Lo Janko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მიშა ბირთვული ნარჩენების დამარხვას არ პირდება? : -
ამართლებთ თუ არა ტერორისტების საქციელს რუსეთში?
Lo Janko replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ტერორიზმის გამართლება არ შეიძლება არსად. -
licemer, როცა ქვეყანა დემოკრატიულია და ხელისუფლება ეყრდნობა კანონის უზენაესობას, მაშინ შეუცვლელი პიროვნებები არ არიან. როცა ქვეყანა ერთპიროვნულად იმართება, მმართველს რათქმაუნდა ესაჭიროება დასაყრდენი ერთგული ადამიანების სახით და როცა ასეთი ხალხი საძებნი არაა ნიშნავს, რომ მმართველის პოლიტიკა მხარდაჭერილია ხალხის დიდ ნაწილში, მაგრამ როცა ხელისუფლება ეყრდნობა რამდენიმე შეუცვლელ პირს, რომლებიც ამავე დროს არც თუ კარგი რეპუტაციით სარგებლობენ უკვე იმის ნიშანია, რომ ყროლის სუნი ავარდა გურჯისტანში. vitaminC, კე, მაგაზე უკეთესი არ მოიძებნა და ამიტომ ვერ ელევიან. lasha1997, მერე, მაშინ პირიქით უნდა იქცეოდნენ. რამე საქმის შეთითხვნა მათ სტილში და რასხოდი. ჟვანია მოიცილეს და ეს ვიღაა ასეთი.