Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. Siknadmo კი, მსმენია. რამდენად სიმართლეა არ ვიცი და ალბათ ვერც გავიგებთ, მაგრამ ის რომ მაკკეინმა ამ ომით ხეირი ნახა, ფაქტია. მაგრამ ესეც არაა მთავარი. ყველა ცუდი ისაა რომ პრეზიდენტმა ძმაკაცობის გამო დაიწყო ორდენების გაცემა. ანუ ღირებულს აღარაფერს ტოვებს ამ ქვეყანაში. ლ ი ც ი ალბათ არა. მაგრამ ჩვენ რა ხეირი. რამე განსაკუთრებულს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის? liliko
  2. ლ ი ც ი სიტყვიერ მხარდაჭერას უამრავი ადამიანი გამოხატავდა თუნდაც YouTube - ის კომენტარებში. ყველა მათგანს ორდენი ეკუთვნის? თანაც ეს ადამიანები გულწრფელად გვიჭერდნენ მხარს. აი მაკკეინი კი საკუთარ რეიტინგზე მუშაობდა.
  3. liliko ზუსტი გზა რომ ვიცოდე, უკვე მანდ ვიქნებოდი :2kiss: ალბათ ერთმანეთის გაგებით და ურთიერთპატივისცემით უნდა დავიწყოთ. ჩვენ მათ ადგილას უნდა წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი, იმათ კიდევ ჩვენ ადგილას. და იქნება მოინახოს ჩვენ შორის რამე მაინც საერთო.
  4. McLaren

    Mariah Carey

    მის კარიერაში ერთ ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერა
  5. zen ნორმალურ სახელმწიფოდ თუ გვინდა ვიქცეთ, მარტო რუსული ბაზრის იმედზე ვერ ვიქნებით. ჩვენ კი არა, ბელორუსმა რომ არ დაუჯერა რაღაც საკითხებში რუსეთს, ეგრევე ბელორუსიის რძის შემოტანა აკრძალეს რუსეთში. ამიტომ მარტო რუსულ ბაზარზე თუ ვიქნებით დამოკიდებულები, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება შიმშილით ამოგვხოცონ. გაზი? ეგ მარტო ჩვენი პრობლემა არაა. ეს პრობლემა მთელ ევროპას აწუხებს. ამიტომაც ცდილობენ ალტერნატიული გაზსადენის აშენებას. თუნდაც ეს რუსულ გაზზე ძვირი დაუჯდეთ. კიბატონო, მაგრამ აქაც ძირითადი შემაფერხებელი რუსეთის სახელმწიფოა. როცა საჰაერო მიმოსვლას პოლიტიკური ანგარიშწორების საშუალებად იყენებენ, ძნელია ასეთ ქვეყანასთან ურთიერთობა. ამაზე თვითონ რუსი ხალხი უნდა დაფიქრდეს, ჭირდებათ მათ ასეთი ხელისუფლება და ასეთი პოლიტიკა თუ არა? ჩვენ სამწუხაროდ აქ ვერაფერს შევცვლით. საზღვრებს რაც შეეხება, რუსეთმა ცხადად აგვიხსნა, რომ აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებაზე უარს არ იტყვის. ამიტომ აქაც რუსეთმა სხვა გზა არ დაგვიტოვა. ჯობია იმ გზას გავყვეთ სადაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რაღაც შანსები მაინც გვაქვს.
  6. მაგას ჯობია რამე ახალი ქალაქი ააშენონ (როგორც ყაზახეთში), დაარქვან მიშაგრადი ან სააკაშვილი (ლესელიძე ხომ ქვია დაბას, სააკაშვილი რითაა ლესელიძეზე ნაკლები). ხოდა მთელი პარტია ოჯახებიანად მანდ გადასახლდეს.
  7. lasha1997 რას ერჩი ბათუმს და ბათუმელებს? ძალიან მიყვარს ეგ ქალაქი და "ნაგავს" რა პონტში ტენი?
  8. Pariz კაცისნაირი ქალი არ გინახავს არასდროს?
  9. Nukriko :yes2: პირველ რიგში ჩვენი საკუთარი თავი უნდა დავარწმუნოთ, რომ სამხედრო გზით ეს კონფლიქტები არ და ვერ გადაწყდება. მხოლოდ ამის მერე შევძლებთ ამაში აფხაზების და ოსების დარწმუნებას.
  10. Siknadmo 4 წელია ერთი ნიკი მაქვს იქეთ, ცარიელი ვორნლოგით
  11. dire ამის გარანტი არის პოლტიზირებული პოლიცია. მაგრამ ვთქვათ გადადგა ვანო და შსს-ს მინისტრი გახდა მაგალითად ეკა ტყეშელაშვილი. პოლიცია პოლიტიზირებული აღარ იქნება? და ბადრის რას აღარ იყვირებენ?
  12. მოგეხსენებათ ხელისუფლების მხარდამჭერების ყველაზე საყვარელი მინისტრი ვანო მერაბიშვილია. ზოგიერთ მათგანს ის მიშაზე მეტადაც უყვარს. ამას მოწმობს ვანო მერაბიშვილის ფანკლუბის არსებობა. თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებიც მას უწოდებენ საქართველოს ხერხემალს. რაშია ვანო ასეთი განსაკუთრებული? ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა უჭირს და ინტელექტითაც დიდად არ გამოირჩევა, პრინციპში ასეთი ბევრია ჩვენს ხელისუფლებაში. პოლიციის რეფორმის ყველაზე წარმატებულად მიჩნეული პატრული ჯერ კიდევ ოქრუაშვილის დროსაა შექმნილი. არის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი. ასეთიც ბევრია ჩვენს ხელისუფლებაში. ახლა ჩემ ვერსიას გეტყვით, თუ რატომაა ვანო განსაკუთრებული. და თქვენც გამოთქვით თქვენი აზრი. ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ძალიან ბევრი დანაშაული მოხდა, რაშიც შსს-ს მაღალჩინოსნები ფიგურირებდნენ. გვირგვლიანის მკვლელობა, ჟვანიას მკვლელობა, კორტებზე ჩატარებული სპეცოპერაცია, 7 ნოემბერი და იმედის დარბევა. არც ამ დანაშაულისთვის (გარდა გირგვლიანის მკვლელობის შემსრულებლებისა) არც ერთი ჩინოვნიკი და არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა. გვირგვლიანის საქმეში თავად მინისტრის მეუღლეც მონაწილეობდა. და ვანო მერაბიშვილის შსს-ს მინისტრად ყოფნა იმის სიმბოლოა, რომ პარტიის მიერ ჩადენილი ნებისმიერი უზნეობა დაუსჯელად ჩაივლის. ეს მათთვის საკუთარი სიძლიერის სიმბოლოა. ხელისუფლების მხარდამჭერების საყვარელი ფრაზაა "არავის გადაუღუნონ". და ვანო მერაბიშვილი მათთვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ჩაიდინო უამრავი დანაშაული, და ეს ყველაფერი შეგრჩეს. ჩემი აზრით ესაა იმის მიზეზი, რომ შსს-ს მინისტრის პოსტი არც ერთ სამთავრობო კარუსელს არ ეწირება. და ნაკლებად მჯერა ვანოს შეუცვლელობის. ახლა ეკა ტყეშელაშვილი რომ დანიშნონ შსს-ს მინისტრად ვითომ რამე შეიცვლება ამ სტრუქტურაში? ყველაფერი ისევ ისე დარჩება, მაგრამ ნაციონალებს პატივმოყვარეობა შეელახებათ.
  13. Lo Janko არსად დაეკარგოთ და რატომაა შეურაცხყოფა თუ მათ ვანოისტებად მოვიხსენიებ? სიტყვა "ფანკლუბი" საქართველოში სხვა რამეს ნიშნავს? lasha_alo :auf:
  14. Lo Janko თეა ოფიციალურადაა გაწევრიანებული ვანო მერაბიშვილის ფანკლუბში.
  15. SHARI თეა საჯარო პირია, და მასზე ლაპარაკი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა :yes2:
  16. SHARI ვანოისტი და არამიშისტი? არ მჯერა მე ეგეთების...
  17. lasha_alo თეა გვყავს. მაგაზე დიდი მიშისტი და "ლიბერალი" ვინ გინდა?
  18. UTUFURS :no2: 2006-ში მოიგეს ნაცებმა ადგილობრივი არჩევნები, და შედეგები არავის გაუპროტესტებია. 2008-ში გაყალბდა ორივე არჩევნები და ამიტომ მოყვა ამას პროტესტი. საქართველო პატარაა. ვერაფერი ვერ დაიმალება
  19. Achiko1972 გაიხარე. თქვენც მრავალს დაესწარით თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
  20. Saturn თემების ამხელა სია დავდე: შედი ფორუმ.გე-ზე მერე პოლიტიკაში, და იქ გადახედე თემების სათაურებს.
×
×
  • შექმენი...