asds არ უნდათ. უნდათ რომ დემოკრატია იყოს. პრინციპში ფორუმის რეიტინგისთვისაც კაია დემოკრატია. უბრალოდ დემოკრატია უნდა იყოს ყველასთვის ერთნაირი (მარტო ფორუმს არ ვგულისხმობ, ზოგადად ვამბობ). ახლა ნაწილმა 3 მოდერი იმიტომ უნდათო, რომ სატურნი დარჩეს. ნაწილი პირიქით ამბობს, 2 მოდერი უნდათ რომ სატურნი აღარ იყოს მოდერიო. მაშინ ჯერ წესები უნდა შემუშავებულიყო და მერე უნდა დაწყებულიყო კანდიდატურების განხილვა. კანდიდატურების დასახელების მერე წესების შეცვლას პიროვნული მომენტის სუნი ასდის. ასე რომ რახან იყო თავიდანვე ნათქვამი 3, ჩემი აზრით ჯობია რომ იყოს 3. თუ რაღაც ობიექტური მიზეზი არსებობს თუ რატომ უნდა იყოს 2 და არა 3, ამ წესის შემოღება შეიძლება შემდეგი არჩევნებისთვის.