Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. Saturn კაი ერთი. მერიის თანამშრომელბი 25 თებერვალს თავისუფლების მოედანს კრუგებს რომ ურტყავდნენ, რადიოებში რუსული სიმღერების აკრძალვის მოთხოვნით, ამას რა ქვია თუ არა ისტერია?
  2. რომ იცოდეს ალასანიამ რა მაგრა კიდია თინა კენდენაუსს საქართველოს საარჩევნო კოდექსი. არ ვიცი, მაგრამ საქართველო აშკარად საქართველოს მოქალაქეებისაა და არა თინა კენდენაუსის.
  3. Saturn ანუ ეგ ყოფილა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. საქართველოში კომუნისტების ხელისუფლება 19 წლის წინ დამთავრდა, და დღემდე რატომ არავის გახსენებეია ეგ ძეგლი? და აღება თუ უნდოდათ, ამისთვის ამხელა ისტერიკის ატეხვა რა საჭირო იყო? ვინმე შეეწინააღმდეგა რამდენიმე სტალინისტის გარდა? ან რუსულად გახმოვანებული ფილმების აკრძალვა რა იყო? ესეც რაღაც ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა, პარლამენტში ცალკე კანონი რომ მიიღეს?
  4. Saturn შეიძლება ასეცაა, მაგრამ უცნაურად არ გეჩვენება რაღაც რაღაცეები? ერთ მშვენიერ დღეს იკრიბება ნაღები საზოგადოება გია ნოდიას და თეა თუთბერიძის მეთაურობით და მოითხოვს სტალინის ძეგლის აღებას. ამას მოყვება ამ ამბის გარჩევა პარლამენტში. შემდეგ ვრცელი სიუჟეტები ერორ 1-ზე, 2-ზე და 3-ზე. პროსახელისუფლებო ფორუმებზე ნომერ 1 თემა სტალინის ძეგლის აღება ხდება. ამას მოყვება პროსახელისუფლებო არასამთავრობო ორგანიზაციის მიტინგი გორში იგივე მოთხოვნით. საზოგადოება აშკარად გულგრილია ამ თემის მიმართ და არ გეჩვენება, რომ ხელისუფლება ძალით არასკრუტკებს ამ ამბებს?
  5. Saturn ეტყობა მართლა ვერ მიხვდი თემის არსს. გარკვეულწილად საქართველოში არსებობს ანტისახელისუფლებო ისტერია, მაგრამ თითქმის არარსებობს ანტირუსული ისტერია. ამიტომ წესით და რიგით დამოუკიდებელი ტელევიზია (რომელიც ითვალისწინებდეს მაყურებლის გემოვნებას) უნდა იყოს ორიენტირებული ხელისუფლების კრიტიკაზე და არა მაგალითად სტალინის ძეგლის აღების მოთხოვნაზე. არ აინტერესებს ხალხს ამ ძეგლის ამბები, უმრავლესობას არ მიაჩნია, რომ ამ ძეგლის დგომა / არდგომა გადაწყვეტს თუნდაც ტერიტორიულ პრობლემებს. და რატომ ხდება ამ თემების ძალით პოპულარიზაცია, ამაზეა თემა.
  6. bocmani და დღეს რა მოთხოვნებს აყენებთ რეაქციაში? რუსულ პროდუქციასთან ბრძოლა ახსენე და ენგურჰესის საიდუმლო მემორანდუმთან გაცნობა ხომ არ მოგითხოვიათ?
  7. nikusha_marx შენ როგორ გგონია? პაატა ბურჭულაძეზე გაკეთებულმა სიუჟეტმა რამდენ ადამიანს შეაცვლევინა აზრი ბურჭულაძეზე?
  8. Siknadmo ეს ბუნებრივიცაა. მეც უმთავრეს მტრად მიმაჩნია რუსეთი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსულ სიმღერებს, რუს მსახიობებს, რუს მწერლებს და რუსულ ენას უნდა ვებრძოლო.
  9. nikusha_marx როგორი ტემპებით? თუ ამჩნევ რომ მაგათი მოწყობილი აქციები სხვას არავის აინტერესებს?
  10. აფხაზები და ოსები ჩვენ მტრებად გვთვლიან და მაგიტომაც ფიქრობენ რომ ჩვენთან ერთ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელია. ჩვენც თუ მტრებად ჩავთვლით მათ, ე.ი. ჩვენც ვეთანხმებით მათ აზრს. ამიტომ გამთლიანებული საქართველო თუ გვინდა, უნდა მივხვდეთ, რომ არ არსებობს ამ პრობლემის მოგვარების ძალისმიერი გზა. მამენტ უკვე დიდი ხნის წინ უნდა მივმხდარიყავით...
  11. გარემოს დაცვის სამინისტრო ასე აბინძურებდეს გარემოს გაგონილა?!
  12. lasha1997 ხოდა თემაც მაგაზეა, რომ რეალში არანაირი ანტირუსული ისტერია არ არსებობს. მაგრამ ნაცების მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებები ამ ისტერიის გავრცელებას ცდილობენ.
  13. Saturn ერთ ერთ სახელისუფლებო ფორუმზე არც ერთი რუსული ესტრადის წარმომადგენლის ვიზიტი არ გამოუტოვებიათ. თითო ვიზიტზე 150 გვერდიანი თემაა გახსნილი დედის გინებით და "მოგ***ანთ პუგაჩოვას" სლოგანით. ხო მართლა, ნიკის და ციტატის ჩასმა რატომ აღარ მუშაობს?
  14. Saturn კი, მაგრამ ეს არის საზოგადოების ძალიან პატარა ჯგუფის აზრი. და ხელისუფლების მიერ მართული მედია საშუალებები კიდევ ამ თემას არაბუნებრივად დიდ დროს უთმობენ. მაგალითად ნებისმიერი რუსული ესტრადის წარმომადგენლის გასტროლებს საქართველში, დიდი ისტერიკა მოყვება ხოლმე პროსახელისუფლებო ფორუმებზე. მალხაზ გულაშვილი და მისი თანამოაზრეები ხომ საერთოდ ქვეყნის მტრებად არიან შერაცხულნი.
  15. ერორები (აქ იგულისხმება ნაცების მართული ტელევიზიები, ბეჭდვითი და ინტერნეტ რესურსები) ცდილობენ ისეთი სიტუაციას დახატვას, ვითომ საქართველოში ანტირუსული ისტერია სუფევდეს. ის ქართველი, რომელიც რუსეთში ჩავა მაგალითად რომელიმე კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, ან თუ აქ მიიღებს რომელიმე ცნობილ რუს სტუმარს, ეგრევე ცხადდება მოღალატედ. მუდმივად ხდება ისეთი თემების გაშუქება, როგორიცაა სტალინის ძეგლის გადატანა, რადიოებზე რუსული სიმღერების აკრძალვა, ასევე მიიღება კანონები კინოთეატრებში და ტელევიზიებში რუსულად გახმოვანებული ფილმების აკრძალვის შესახებ. არადა ირგვლივ რომ მიმოიხედოთ, ძალიან ცოტაა საქართველოში ისეთი ადამიანი, ვინც რუსულად გახმოვანებული ფილმების აკრძალვას ეთანხმებოდეს, არანაირი აგრესია არ არსებობს არც რუსი მსახიობების მიმართ, და არც რუსეთში მოღვაწე ქართველი არტისტების მიმართ. სტალინის ძეგლის გადატანის და ტაქსებში რუსული სიმღერების პრობლემა ხო საერთოდ არავის არ აწუხებს. ანუ იმისდამიუხედავად, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსულ სახელმწიფოს საქართველოს სახელმწიფოს მტრად აღიქვამს, საყოფაცხოვრებო ურთიერთობებზე ეს დამოკიდებულება არ მოქმედებს. მგონი ომის მერე ხალხში ასეთი განწყობა საკმაოდ მაღალი შეგნების მაჩვენებელია. და ამ დროს რატომ ცდილობს ხელისუფლება რომ ხალხში ძალით დათესოს ანტირუსული ისტერია? ერთ-ერთ პროსახელისუფლებო ფორუმზე ხშირად წამიკითხია ფრაზა "როდის მოვესწრებით, ქართველებს ისე შეძულდეთო რუსები, როგორც ბალტიისპირეთში სძულთო". თქვენი აზრით რა მიზანს ისახავს ეს პროპაგანდა?
  16. ორივეს დედაც ####### რატომ არაა ეგეთი ვარიანტი?
  17. თუ მიშისტი ფორუმელია, კარგს იზამს თუ პინოჩეტის ავატარს დაიყენებს, როგორც მეოცე საუკუნის საუკეთესო მმართველის (უფრო სწორედ მენეჯერის).
  18. რამდენი წლის წინ იყო, ბურჯანაძემ აჭარიდან გამოსახლებულ დევნილებს სამშობლოს მოღალატეები რომ უწოდა. მაშინ დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ქონდა ამ განცხადებაზე. ახლა კიდევ ზუსტად იგივე იარლიყების მიწებებას, მოღალატეს ძახილს და გამიშისტების მუქარას აქვს ადგილი. მართლა ძაან ახვრულ პროპაგანდას ეწევიან ნაცი ანალები.
  19. მე დავამთავრე უნივერსიტეტი არც ისე დიდი ხნის წინ. ხოდა ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეგ "წარმატებული რეფორმა". კერძო სასწავლებლებზე ვერაფერს ვიტყვი. სახელმწიფო სასწავლებლებს და კერძოდ თსუს რაც შეეხება. ჩაბარების დროს კორუფციის ფაქტები ნამდვილად შემცირდა. მაგრამ ასევე ბევრად შემცირდა უფასო ადგილების რაოდენობა. და აბიტურიენტისთვის მაინცდამაინც დიდი განსხვავება არაა, ჩაბარებისას ვინმეს ჯიბეში ჩაუდებს ვზიატკას თუ ოფიციალურად ბანკში გადაიხდის იგივე თანხას. თსუ-ში იმ ცნობილი მოვლენების დროს პროფესორ მასწავლელბლები ძირითადად პოლიტიკური ნიშნით შეამცირეს. ამას ჩემი ფაკულტეტის მაგალითზე ვამბობ. ამის მერე გამოჩნდა, რომ ამ ე.წ. რეფორმის ქვეშ, მხოლოდ ძველი სისტემის მოსპობა იგულისხმებოდა. ძველი სისტემის დანგრევის მერე რა იქნებოდა, ამაზე არავის არ უფიქრია. მოკლედ რა სისტემა მუშაობს ახლა მანდ. ვინც კი დარჩა მანდ ლექტორი, ყველა კითხულობს თავის საგანს. ყოველ საგანს შეესაბამება გარკვეული რაოდენობის კრედიტი. სემესტრი რომ დახუროს, სტუდენტმა უნდა მოაგროვოს კრედიტების გარკვეული რაოდენობა. და რა საგნებს გაივლის მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ხოდა საგნების შერჩევაც ხდება იმ პრინციპით, თუ რომელ ლექტორს აკლდება საათები, რომ სტუდენტს ფანჯარა არ ქონდეს ორ ლექციას შორის და ა.შ. მოკლედ ლექციების ცხრილს ყველა თავის გემოზე ადგენს. სტუდენტისთვის მთავარია ის 25 თუ 30 კრედიტი მოაგროვოს სემესტრი რომ დახუროს, ლექტორისთვის მთავარია საათების საჭირო რაოდენობა ქონდეს, ხელფასი რომ მიიღოს. ადმინისტრაციისთვის მთავარია, რომ სტუდენტები დროზე იხდიდნენ სწავლის გადასხადს. თორე რამე დალაგებული სახის მქონე სასწავლო პროგრამა თსუ-ში ფიზიკურად არ არსებობს. ესაა რეფორმა, რომელიც ერორების პროპაგანდის წყალობით ბევრს ახლაც წარმატებული გონია. არადა ეს საერთოდ არ იყო რეფორმა. ეს იყო ძველი სისტემის დანგრევა. მაგრამ ამ ძველი სისტემის ნაცვლად ახალი არაფერი შექმნილა.
  20. dire გეთანხმები. მაგრამ იმის იმედი აღარ მაქვს რომ დასავლეთი დაგვეხმარება ამ სისტემის ჩამოყალიბებაში. კრიტიკულ სიტუაციაში ევროპელების დახმარება ვნახე. აშშ-ს ვერა. პრინციპში არც არიან ვალდებულნი რომ დაგვეხმარონ.
  21. ძუკუ და რატომ ვერ გაიტანენ ამ კანონს რა შეუშლის ხელს? ან გაყალბებაში რა შეუშლის ხელს? და რატომ გაქვს ასეთი ეჭვი? აქამდე არ აიძულეს და ახლა რატომ აიძულებენ? აღარ მოწონთ დასავლეთში მიშა. მაგრამ არც იმდენად მიუღებელია ეს კაცი მათთვის, რომ რევოლუცია მოუწყონ, როგორც შევარდნაძეს მოუწყეს თავის დროზე.
  22. ძუკუ მე იმას კი არ ვამბობ რომ არჩევნებში არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. იმას ვამბობ, რომ თუ მიდიხართ არჩევნებზე, საკუთარი ხმების დაცვა უნდა შეგეძლოთ, და ხალხმა ვინც თქვენ ხმას მოგცემთ უნდა იცოდეს კონკრეტულად როგორ აპირებთ ამ ხმების დაცვას. თორე ისე, უბრალოდ რატომ დაგითმობთ მიშა თბილისის მერის პოსტს. ერთი მიზეზი მაინც დამისახელეთ.
×
×
  • შექმენი...