Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. Saturn შენ არ ამბობდი ტალიავინის დასკვნას ვენდობიო? ხოდა დაიდო დასკვა სადაც გარკვევით წერია ვის რა ბრალი მიუძღვის შარშანდელ ომში. დანარჩენში არ გედავები. სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ბაქი ბუქი ვიცით.
  2. newstudio კიბატონო. მოდი იმით დავიწყოთ, რომ მეზობლებს ვინც შარშან საპარლამენტო არჩევნებზე ფული აიღო გამარჯობა არ ვუთხრათ. თანახმა ხართ? მიშა მოწონთ თქო იმას კი არ ვამბობ. უბრალოდ ბუნებრივად მიაჩნიათ რომ ხელისუფლება ხალხს თავზე აჯვავს.
  3. newstudio იმდენი გამოვიდა რომ ეყო მაგ საქმეს. ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა აიღე, იგივე აშშ. რატომ ვერ ხერხდება იქ არჩევნების გაყალბება? 1. ამერიკელი პოლიციელი არაა მმართველი პარტიის პოლიციელი. ის არასდროს არ მივა საარჩევნო უბანზე არ სცემს, არ დააშინებს ამომრჩეველს ან დამკვირვებელს. და თუ ვიღაცა მაინც შეეცდება ამის გაკეთებას, დამკვირვებელი გამოიძახებს პოლიციას და დამრღვევ პოლიციელს ეგრევე დააპატიმრებენ. 2. აშშ-ში მოსამართლეებად ღირსეული ადამიანები ხდებიან, და ვიღაც ჩინოვნიკების ბრძანებებს არ ასრულებენ. და თუ მათში გამოერევა ვინმე უღირსი, აღამსრულებელი ხელისუფლების ჩარევის გარეშეც ახერხებენ მის გადაყენებას. ეგ არის ხალხის შეგნება. აქ კიდე ფულის გულისთვის ძალიან ბევრი ძალიან ბევრ რამეზეა წამსვლელი. ბევრს, განსაკუთრებით რეგიონებში, მიშა მართლა ბელადი და განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანი გონია. მეგონა რომ შარშანდელი ომი გამოაღვიძებდა ამ ხალხს. ამდენი დაღუპული, უსახლკაროდ დარჩენილი, და სრულიად დაუცველი ქვეყანა. მაგრამ არა. პოლიციელები ისევ მიშა! მიშას! ბღავილში არიან, მოსამართლეები ისევ ისე ულოკავენ პროკურორებს, ხალხი კი გადაკეტილი ქუჩებით იყო შეწუხებული. არ მოწონს ხალხს მიშა, მაგრამ მის მოსაშორებლად არავინ არაფერს არ აკეთებს.
  4. newstudio და 2 მილიონი ადამიანი რომელმაც ვაბშე ყველაფერი დაიკიდა და მიტინგზე კი არა, არჩევნებზეც არ მისულა? დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალა აღმართს არ ხნავს!
  5. newstudio აქ სატურნს დავეთანხმები. მართალია მიშა არ აურჩევია მოსახლეობის 50%+1 ნაწილს, მაგრამ ხალხი შეეგუა გაყალბებით გზით "არჩეულ" ხელისუფლებას. ანუ ხალხმა აირჩია იმ რეჟიმში ცხოვრება, რომელშიდაც ცხოვრობს.
  6. Saturn იტყვიან გადასახედბს გავზრდითო, სამაგიეროდ პენსიებს და სოციალურ დახმარებებსაც გავზრდით. ხოდა საქართველოში ბიზნესმენი უფრო მეტია რაოდენობრივად, თუ პენსიონერი?
  7. მე უკვე ორჯერ ჩავიჭერი პრაქტიკაზე. ზეგ კიდევ მივდივარ. იმედია ამჯერად მაინც გამიმართლებს
  8. აი ჯიშკარიანი და ცაგურია რანაირად სპობენ ოპოზიციას არ მესმის.
  9. 6 მაისის ინციდენტის მერე იძახდა, პოლიციას საბრძოლო ტყვიების გამოყენების უფლებაც ქონდაო. http://www.adjaratv.ge/ge/photo/20175.jpg
  10. არადა ახლა რომ ვიხსენებ, სკოლა უფრო კაი იყო.
  11. ფულის ზღვარგადასული სიყვარული. სულ რამდენიმე თვის წინ მოლდოვაში 1 ხმა აკლდებოდათ კომუნისტებს პრეზიდენტის ასარჩევად. 41 ოპოზიციონერიდან ვერც ერთი ვერ მოისყიდეს. არადა 5 მილიონ ევროს პირდებოდნენ გადმობირებულს. ჩვენთან კიდე დახოცავდნენ ერთმანეთს ამ 5 მილიონი ევროს გამო.
  12. სოზარ სუბარი მაგალითად არ შედის იმ ერთ და იგივე სახეებში. სუფთა წარსული აქვს. ბოლო 5 წლის განმავლობაში მართლა მაგრად იმუშავა. მაგრამ მაგ კაცზე უკეთესად არავინ არ იცის თუ როგორ კიდიათ ნაციანალებს კანონი და კონსტიტუცია. ხოდა ახლა საკრებულოს არჩევნებით თავს იტყუებს თუ ჩვენ გვატყუებს ვერ გავიგე.
  13. Tazo200X ყველასი არ ვიცი, და არჩევნებში ვინც აპირებს მონაწილეობას ალბათ თბილისის საკრებულოში რამდენიმე ადგილის და შესაბამისად დასაქმების იმედი აქვთ. მე უფრო ის არ მესმის, ხალხს რატომ აქვს იმედი რომ 2013-მდე თუ "ვაცალეთ" დრობლიანს, მერე ის აუცილებლად წავა.
  14. წესით ჩვენ ნაციანალების ჩარეცხვაზე უფრო უნდა ვზრუნავდეთ. თორე ოპოზიციამ ასე თუ გააგრძელა თავისით ჩაირეცხება.
  15. დღევაბდელი კანონმდებლობით მერს ირჩევს საკრებულო. ხოდა მოგება თუა, საკრებულოს არჩევნებიც უნდა მოიგოს ალიანსმა. აქ პრობლემა სხვა რამეშია.
  16. maliari დედაქალაქის ნაწილობრივი გადატანა არ გამიგია მე. თანახმა ვარ, გადაიტანონ დედაქალაქი სადმე სხვაგან და გააჯვან საერთოდ თბილისიდან.
  17. lasha1997 და რატომ არ გააყალბებს, მაგას ვკითხულობ ამდენი ხანია, და იქნება ამიხსნას ვინმემ? რატომ გააყალბა მიშამ 2008 წელს 3 არჩევნები ზედიზედ, და რატომ არ გააყალბებს, 2010-ში?
  18. Saturn მარტო ალასანია ვერც შექმნიდა. ხალხის ნებაა ამისთვის საჭირო. დემოკრატია ხალხის მმართველობაა. ხოდა ალასანიამ, თუ ვინც იქნება, გზა უნდა აჩვენოს ხალხს, რომლითაც გამარჯვება შეიძლება. თუ ხალხი გაყვება ამ გზას გაიმარჯვებს, თუ არა დამარცხდება. მაგრამ გეგმა ყველა ვარიანტში უნდა არსებობდეს. თორე მიშას პატიოსნების და თინა კეიდენაუს იმედით ჩემმა მტერმა იაროს.
  19. licemer კარგი, შემრცხვა. შენი კანდიდატურაც მისაღებია. და იმედი მაქვს შენც აღარ მოიხსენიებ აუგად პოლიტფორუმელებს
  20. choxa თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, მერი იქნება გეგენავა, და შემდეგი პრეზიდენტი - იაკობაშვილი. ვთქვათ მერის პოსტი მოიპოვა ოპოზიციამ. თბილისის ბიუჯეტიდან უამრავი თანხები იფლანგება ნაც მოძრაობის და მათი მხარდამჭერების გამოსაკვებად. არჩევნების წინ აგიტაციაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ მერიის ჩინოვნიკები. ბოლოდაბოლოს ყველა ტაშფანდურისთვის ხალხის სატარებლად ყვითელ ავტობუსებს იყენებენ. ანუ მერის პოსტის დაკარგვით დორბლიანი კარგავს მთელ ამ სიამოვნებას. გაყალბების შემთხვევაში რა ხდება? საპროტესტო აქციები, რომლებიც ალბათ არაფრით არ დამთავრდება. და უცხოეთიდან ცნობილი ფრაზები, რომ საარჩევნო გარემო დასახვეწია, რომ ხარვეზები გამოსასწორებელია. მერე ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რაღაც კომისიების შექმნა და შემდეგი არჩევნებისთვის მზადება. თქვენი აზრით რომელ ვარიანტს აირჩევს დორბლიანი? "დასავლეთი აიძულებს" ვერსიისაც ნაკლებად მჯერა. მათი თვალსაწიერიდანაც შევხედოთ სიტუაციას. ერთი მხრივ რეჟიმი, რომელიც ასე თუ ისე კონტროლირებადია (ხანდახან წამოყრანტალებულ სისულელეებს თუ არ ჩავთვლით). მეორე მხარეს კიდევ ოპოზიცია. გინდაც კონტროლირებადი ალასანია ავიღოთ. მაგის გასაყვანად რაღაც რესურსის ჩადებაა საჭირო. სხვა თუ არაფერი დრობლიანი რომ აიძულო სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს, რაღაცით უნდა დაემუქრო. ესეც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. და რატომ გარისკავენ ვიღაც ალასანიას გამო? რას მოიგებენ ამისთანას ალასანიას ხელისუფლებაში მოსვლით? დემოკრატიის იმპორტის არაეფექტურობა ბუშის ადმინისტრაციამ დაამტკიცა, და აშშ-ში ჩვენგან განსხვავებით როგორც წესი სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. მოკლედ მერობა თუ უნდა ალასანიას, ისეთი სიტუაცია უნდა შექმნას, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში რეალური იყოს ამ რეჟიმის დამხობა.
  21. ჩემთვისაც მისაღებია ორივე კანდიდატი.
  22. liliko კატასტროფას თვალს გულისხმობს ეტყობა როგორც ლილიკომ თქვა რაღაც ტექნიკური პრობლემაა. შეგიძლია licеmer - ით დარეგისტრირდე, ოღონდ e ან c რუსული კლავიატურიდან აკრიფო.
×
×
  • შექმენი...