-
პოსტები
3.117 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი McLaren
-
გაიზარდა თუ არა ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობა
McLaren replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
machkatela აბა რას ნიშნავს? რიგითი ჯარისკაცების გმირობის მაგალითები აფხაზეთის ომშიც საკმაოდ იყო. და მარტო რიგითი ჯარისკაცების არა. მაშინ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნაწილმაც გაწირა თავი. მაგრამ ზოგადად ნატოს სტანდარტებთან ახლანდელ ჯარს არაფერი საერთო არ ქონია. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაც ვერ შეძლო. მაგაზეა ლაპარაკი, თორე გმირობის მაგალითები ახლაც ბლომად იყო. -
გაიზარდა თუ არა ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობა
McLaren replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ახლა პრიმიტივიზმად ჩანს. მაგრამ 2003 წელს ხალხი ამას სრული სერიოზულობით ამბობდა (ძირითადში მიშისტები). ნუ ეს არის ნაცების ახალი პროპაგანდა, რომელსაც ხალხი ძირითადში აღარ ჭამს. ამდენი ტყუილის მერე ძალიან რთულია დაარწმუნო ადამიანი, რომ ახალგორში ოსური დროშის ფრიალი ქართული დროშის ფრიალს ჯობია, რომ ცხინვალის ჩრდილოეთით უმნიშვნელოვანესი ქართული ანკლავის ლიკვიდაცია კარგია, რომ 3500 რუსი ჯარისკაცი 49-წლიანი ვადით შერეულ ქართულ-ოსურ-რუსულ "სამშვიდობო" ძალებს ჯობია. ადრე არ სხლავდა, მაგრამ ხალხმა ეს არ იცოდა. 92 წლის მერე ოს სეპარატისტებს ქართული ანკლავების აღება არ უცდიათ 2004 წლამდე. აფხაზებს არაერთი შეტაკების მიუხედავად არ უცდიათ არც ენგურის გადმოლახვა, არც კოდორის ხეობის ზედა ნაწილში გადასვლა. ახლა კიდე მითები იქმნებოდა ახალ ქართულ ჯარზე და უცებ დაუცველად დარჩენილი დასავლეთ საქართველო და შიდა ქართლი. -
გაიზარდა თუ არა ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობა
McLaren replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პროდასავლური და პროამერიკული განწყობების ჩასახვა ქართველებში შევარდნაძის დროს დაიწყო. ტელევიზიებში ალტერნატიული აზრის გაჩენა, ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება, "ქართველი ვარ და მაშასადამე ევროპელი ვარ" მოსახლეობაში დასავლეთისადმი რწმენა დანერგა. სოციალური გაჭირვება და უშუქობა შევარდნაძის კორუფციულ ხელისუფლებას მიეწერებოდა და ყველაფერი კარგი დასავლეთს. ნატოს მიერ ქართული ჯარის წვრთნა, IPAP. ამერიკანიზმმა პიკს ვარდების რევოლუციისას მიაღწია. თითქმის ყველა მიშისტი მაშინ აღიარებდა რომ მიშა ამერიკელების აგენტი იყო, მაგრამ ამ ფაქტს ძალიან დადებითად აღიქვამდა. შევარდნაძე, პროდასავლური პოლიტიკის მიუხედავად, დასავლეთთან არ ასოცირდებოდა. აი მიშამ, ძირითადში თავისი პროპაგანდის და ხანდახან ამერიკელების საქციელების გამო, ამას მიაღწია. ამის შედეგად მთავრობაზე ყველა გაბრაზებული ადამიანი, დასავლეთსაც ადანაშაულებდა. იმის გამო რომ თავის მხრივ ოპოზიციაც პროდასავლური იყო, მიშას რეიტინგის კლება, მათი რეიტინგის ზრდას არ იწვევდა. ხოდა მიშას დაბალი რეიტინგის მიუხედავად, ის მაინც უალტერნატივოდ ითვლებოდა წლების განმავლობაში (იმიტომ რომ დანარჩენებს კიდევ უფრო დაბალი რეიტინგი ქონდათ). ხოდა ბუშის ადმინისტრაცია აგრძელებდა მის მხარდაჭერას და ხშირ შემთხვევაში ისეთ რაღაცეებზე ხუჭავდა თვალს რაზეც სხვა ქვეყნებს საჯაროდ აკრიტიკებდა. ამით კიდევ უფრო აღიზიანებდნენ ქართველ ხალხს. ამ ყველაფრის მწვერვალი აგვისტოს ომი იყო. დაიმსხვრა სააკაშვილის შექმნილი ბოლო ილუზია, რომ საქართველოს ძლიერი ჯარი ყავდა. იმ დროს როცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუცველი იყო, ძალიან გამაღიზიანებლად ჟღერდა შეშფოთება-აღშფოთებები. ძალიან ბევრი მიხვდა რომ დასავლეთი არაა ჩვენი ფარი. ძალიან ბევრმა დაინახა რომ ბუხარესტის სამიტზე ბუშის ტინგიცი, ვითომ ის საქართველოსთვის მაპის მინიჭებას უჭერდა მხარს, იყო აფიორა (მან ძალიან კარგად იცოდა რომ ევროპელები ასეთ რისკზე არ წავიდოდნენ). 2004 წელს ხალხს იმედი ქონდა რომ დასავლეთი დაგვეხმარებოდა დემოკრატიული, ევროპული სახემწიფოს ჩამოყალიბებაში, დაგვეხმარებოდნენ სოციალური პრობლემების გადაჭრაში, მიგვიღებდნენ ნატოში და ამით გადაჭრიდნენ აფხაზეთის პრობლემას (ცხინვალის რეგიონის პრობლემა მაშინ არ იდგა ასე მწვავედ, ითვლებოდა რომ ეს ისედაც მოგვარდებოდა). საბოლოო ჯამში მივიღეთ ქვეყანა, რომელის 20% ოფიციალურად ოკუპირებულია და რომელსაც არ შეუძლია ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ქვეყანა რომელშიც მილიონნახევარი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და რაც მთავარია მივიღეთ მუშარაფის ტიპის რეჟიმი, რომელსაც ამერიკელები მხოლოდ იმიტომ უჭერენ მხარს, რომ ის ერთ დროს ამერიკელების მიერ აღიარებული დემოკრატიის შუქურის ბელადი იყო. თქვენი აზრით არაა ეს საკმარისი განწყობების შესაცვლელად? -
ერთ წელიწადშI მერის არჩევნები იქნებაო!!
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ხოდა მეც მაგას ვამბობ. მაგათ საბოლოო შედეგი აინტერესებდათ. როცა ჯამი დათვალეს და ნახეს რომ სააკაშვილი ბარიერს ვერ ლახავდა, დაიწყეს ოქმების გადაწერა. უბრალოდ თბილისში უფრო მცირე მასშტაბით გააკეთეს ეგ. რეგიონებში ნაკლები დამკვირვებელი იყო და მაგიტომ ერჩივნათ ძირითადად იქაური ოქმები გადაეწერათ. თორე თბილისშიც ხდებოდა ოქმების გადაწერა. მე სადაც ვაძლევდი ხმას, იმ უბანზე ორჯერ შეცვალეს ოქმი. ეს ცვლილებები საიტზე ფიქსირდებოდა და ყოველი ასეთი ცვლილების მერე სააკაშვილის ხმები ამ უბანზე მატულობდა. ა ქრისტიან-დემოკრატი? სნაჩალა დუმაი, ფათომ გავარი. იასნია, სიბრიყვე იყო. მაგრამ არც მასეა საქმე შენ რომ ამბობ. 50%-ზე ნაკლები, იმ უბნების გარდა სადაც ოპოზიციამ ისედაც მოიგო, ნაცებმა მარტო გლდანში, ნაძალადევში, საბურთალოზე და ქუთაისში დაიწერეს. ასე რომ საერთო კანდიდატები რომც ყოლოდათ, ოპოზიციონერთა საერთო რაოდენობა 31-ის მაგივრად იქნებოდა 35, და ნაციონალების 119 - ის მაგივრად - 115. ეს არაფერს არ შეცვლიდა. newstudio ალიანსი რომ ატარებდა პლებისციტს, რეგიონებში უარესი შედეგი ქონდა სააკაშვილს, ვიდრე თბილისში. მაგრამ რეგიონებში გაცილებით მეტი გაჭირვებულია, და შესაბამისად ამომრჩევლების მოსყიდვაც უფრო მასიურად ხდება. -
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთ ბლოკად???
McLaren replied to machkatela's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
machkatela 10 კაცი კი არა, ერთი კაცი ფორჩიხობს მაგათ პარტიაში. პროსტო მერე ის 117 ცოცხალი გვამი პულტებს აჭერს და უმცირესობიდან ის 15 კაცი სულ ყირაზე რომ დადგეს, ის 117 კაცი მაინც ბელადს დაუჯერებს. -
ერთ წელიწადშI მერის არჩევნები იქნებაო!!
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn მაშინ ოპოზიციის მიერ თბილისის მოგება არაფერს არ წყვეტდა. კარგი რა. საარჩევნო კოდექსი ისევ იმ ჯიბის პარლამენტმა უნდა შეცვალოს. ანუ ნებისმიერ ვარიანტში ისეთ სქემას შექმნიან, რომ გაუადვილდეთ ეგ ამბავი. მარა მაგანაც თუ არ უშველა, არც ეგაა პრობლემა. საოლქო კომისიაში ან ცესკოში გადაწერენ ოქმებს. ვინ დაუშლით რო? სასამართლო? -
ერთ წელიწადშI მერის არჩევნები იქნებაო!!
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio აქ კანდიდატურა არაა მთავარი. სხვაგან არ ვიცი, და თბილისში ოპოზიციამ სულ რომ ბიძინა გუჯაბიძის კანდიდატურა დააყენოს, ობიექტურად ნაცები მაინც ვერ მოიგებენ. სამართლიან არჩევნებშეი მთავრობის კანდიდატი 20%-საც ვერ მოაგროვებს. მაგრამ აქ სხვა მომენტია. მიშა თავისი ნებით არც ერთ თანამდებობას არ დათმობს, და მითუმეტეს თბილისის მერის პოსტს. მასზე ზეწოლაა საჭირო. დასავლეთი რომ ზეწოლას მოახდენს სააკაშვილზე, მაგის მე ნაკლებად მჯერა. ამიტომ საჭიროა ძლიერი ზეწოლა ქვეყნის შიგნიდან. ოპოზიციამ უნდა მიახვედროს დორბლიანი, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს არჩევნების კიდევ ერთხელ გაყალბებას. თან რაც ყველაზე მთავარია ამ მუქარის ასრულების ტრაკი უნდა ქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მერი იქნება რუსუდან კერვალიშვილი და დორბლიანი დარჩება მესამე ვადით. -
Saturn კაი რა. ვიღაცეების გამო მთელ კუთხეს ამხელა შეურაცხყოფას როგორ აყენებ. მერე კიდე ამბობთ, ერი რატომ არ ერთიანდებაო. ვიღაცა თუ იყო მანდ ბანდიტი და გამომძალველი, ეგ არ ნიშნავს რომ ყველა იქაური ეგრე უნდა მოიხსენიო. ბოლოს და ბოლოს ნებით დაყარა იმ ხალხმა იარაღი, თორე ვერც სამთავრობო ჯარი აიღებდა მაგ ხეობას, ვერც აფხაზები და ვერც ის დედააფეთქებული 58-ე არმია.
-
Tbilisi რაიო? ადგილობრივები იცავდნენ მაგ ხეობას 13 წლის განმავლობაში. ვიდრე ვიღაცეებს სპეცოპერაციის ჩატარება არ მოუნდათ. ქართველებისთვის ტყვიის სროლა არ იკადრა ამ ხალხმა და თავისი ნებით დაყარა იარაღი. რაც მოიმკეს ამით კი ვნახეთ. ახლა ისევ აიღეს ჯარის დატოვებული იარაღი და თუ ვინმე დაიცავს ამ ხეობას, ისევ ეგენი იქნებიან. მაგარი ვაჟკაცი ხალხია.
-
Tbilisi ლეჟავას კვირის რეპორტაჟში იყო სიუჟეტი კოდორის ხეობიდან. ხოდა იქ დარჩენილი ქართველები ამბობდნენ, იმდენი იარაღი დატოვაო ჯარმა, რომ აფხაზებსაც ეყოო და ჩვენცო ;)
-
newstudio გაწელე გამოწელე - მაქსიმუმ 50000 კაცი. ეგ ბრძოლისუნარიანი კაცების დაახლოებით 6%-ია. თანაც ამ ერთი წლის განმავლობაში ვინმე რაიმეთი მოეზადა. მე მაგალითად რეზერვისტი ვარ და ამ ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არავის შევუწუხებივარ. ანუ ყველაფერი ისევ იმ დონეზეა როგორც შარშან იყო, ზოგიერთ რაღაცეებში უარესადაც. ერთადერთი იმედი ისაა, რომ ომი არ იქნება. კაცმა რომ თქვას ჩვენი ხელისუფლებაც უნდა ხვდებოდეს რომ ომით დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს და რუსეთსაც უნდა ესმოდეს რომ იმაზე მეტ ტერიტორიას ვერ აიღებს რაც შარშან აიღო. ნუ მაქსიმუმ თრუსოს ხეობა შემოიერთოს, მაგრამ ამისთვის არამგონია ახალი ომის დაწყება უღირდეს.
-
სააკაშვილმა თავდაუსხმელობას მოაწერე ხელი აგვისტოში, თავდაუცველობას კი არა. რა რთული გასაგები ეგაა. თავდასხმის უფლება არ გვაქვს, მაგრამ თავდაცვა ჩვენი ვალდებულებაა. მაგის უფლებას ვერავინ ვერასდროს ვერ წაართმევს ვერც ერთ აღიარებულ სახელმწიფოს.
-
dire რავი, ერთ მშვენიერ დილას პრომეთე გაუჩინარდა ცირკის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჟურნალისტებმა მერიას მიაკითხეს სად გაქრაო პრომეთე. ხოდა მერიაში უპასუხეს ინფორმაციას არ ვფლობთო. მერე ბორჯომში აღმოუჩენიათ.
-
კიი. ბათუმში მივდივარ რამდენიმე დღეში :jump:
-
Sakartwelo პრომეთე ბორჯომში წაიღეს. თან ისე რომ თბილისის მერიაში არც იცოდნენ ეგ ამბავი
-
თუ აქედან არავინ არაფერს არ ისვრის, ე.ი. ვერც ერთ დამამტკიცებელ საბუთს რუსები ვერ დადებენ. შარშან აგვისტოში, სანამ რუსთავი 2-ის გაშუქებული ცხინვალის დაბომბვა არ მიიღეს, აქტიურ მოქმედებაზე არ გადასულან. თუ ჩვენების მხრიდან არანაირ სროლას არ აქვს ადგილი, არა მგონია რუსებმა შარშანდელის გამეორება გაბედონ.
-
რამ შეიძლება გააერთიანოს ქართველი ერი?
McLaren replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio შარშანდელი ომის მერე ალბათ იყო გაერთიანების შანსი. მაგრამ როინ შავაძის მკვლელობით, სამხედროების მასიური დაჭერებით დეზერტირობის ბრალდებით, ეს შანსი მოისპო. ერთმა ნაწილმა დაიჯერა ხელისუფლების მიერ წაყენებული ბრალდებები და იმ სიბინძურეების გამეორება დაიწყო. მეორე ნაწილმა კიდევ უფრო ნათლად დაინახა, თუ რა არაადამიანურ რეჟიმთან აქვს საქმე. საბოლოო ჯამში ამ ომმა გაერთიანების მაგივრად კიდევ უფრო გახლიჩა ერი. -
რამ შეიძლება გააერთიანოს ქართველი ერი?
McLaren replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
analgin 100% გია კრიალაშვილი რომ ჩაცხრილეს გლდანის გზაზე, მერე რუსებთან კავშირი რომ დააბრალეს, და მერე საზოგადოების ნაწილმა ან დაიჯერა ეს ზღაპარი, ან ძალიან გულგრილად მოეკიდა მაგ ამბავს. ამის მერე ამ კაცის ახლობლებს ძალიან გაუჭირდებათ ამ საზოგადოებასთან გაერთიანება. თან მარტო კრიალაშვილი რომ იყოს. ძალიან ბევრია საქართველოში უსამართლობის მსხვერპლი. პირადად მე მადლობა ღმერთს მსგავსი რამ ამ შემმთხვევია, მაგრამ მეც ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გავერთიანდე იმ ხალხთან ვისაც 6 მაისის დარბევა უხაროდა და "მეორე თვალი რატომ არ ამოუჩიჩქნეს" ყვიროდა. დაჟე რომც დანიშნონ ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაღაც კოალიციური მთავრობა შექმნან, შეიძლება ამან არსებული რეჟიმი შეასუსტოს, მაგრამ გაერთიანებამდე მაინც ვერ მიგვიყვანს. -
newstudio 9 თვე სამი რაიონი მაჟორიტარის გარეშე რომ იქნება მგონი, მაგას ჭირდება ცვლილება. ისე ბოროტი ენები ამბობენ ნაცები მაგ არჩევნებში არ მიიღებენო მონაწილეობას. ვაბშე იარსებებს თუ არა ეგ პარტია იმ დრომდე, ეგეც საკითხავია :lol:
-
მიხეილ სააკაშვილი -"ახალი ომი გარდაუვალია"
McLaren replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ზუსტად ეგაა საკვანძო ფრაზა ამ ინტერვიუში licemer მერე გამოაცალოს რუსებს ეგ პრიჩინა თუ ასეა. თანაც რომ ვადამდელ არჩევნებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მოითხოვს. -
შარშანდელი ომის დროს მგონი კარგად გამოჩნდა, რომ საქართველოში ხალხი მზადაა მხოლოდ ვირტუალური ომისთვის. ჯაჭვი, მიტინგი, ფორუმზე დედის გინება. ჩინოვნიკებისთვის ამ ყველაფერს + ბრიფინგები და სხვადასხვა თანამდებობის უცხოელი სტუმრების მიღება. საომარ მოქმედებებში ყველაზე დიდი ციფრი რაც კი დასახელებულა 37000 კაცი მონაწილეობდა. (ეჭვი მაქვს ამ 37000 რეზერვისტებიც შედიან, რომლებიც უბრალოდ აქეთ იქით გაასეირნეს). ეგ მთელი მოსახლეობის 1%-იც კი არაა. არა მგონია ერთი წლის განმავლობაში კარდინალურად შეცვლილიყოს მოსახლეობის სულისკვეთება, მითუმეტეს უკეთესობისკენ. მგონი ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იქნება თუ ამ ყველაფერს გავიაზრებთ და მთელ ჩვენ რესურს ომის პრევენციისთვის დავხარჯავთ და არა ახალი ლეგენდების შექმნისთვის, თითქოს მთელი თბილისი ხელში იარაღს აიღებს და მტერს გაუწევს წინააღმდეგობას.
-
მე ჩოხას პოზიციას ვიზიარებ. ამიტომ ობიექტურად ვერ შევაფასებ ვინ მოიგო და ვინ წააგო. მოკლედ
-
Saturn კარგი რა. New York Times არჩევნებს არ აკვირდება. მხოლოდ დამკვირვებლების აზრებს გადმოსცემს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მხრივ საბოლოო დასკვანაა. ხოდა წაკითხული მაქვს საბოლოო დასკვნები ორივე არჩევნებზე. ორივეს ვეთანხმები.
-
joao მსხვერპლი ნაკლები იყო, და ნაკლები დევნილი მივიღეთ ვიდრე აფხაზეთიდან. მაგრამ ტერიტორიაც უფრო მცირე იყო, და მოსახლეობაც. მაგრამ ეს აშკარად არ ყოფილა ლოკალური შეტაკებები ბანდ-ფორმირებებსა და ქართულ მილიციას შორის (პოლიცია მაშინ მილიცია ერქვა მგონი). იმედია New York Times ენდობი: http://www.nytimes.com/1991/02/10/world/kr...etia&st=nyt ელცინთან დადებული ხელშეკრულება ნამდვილად პოზიტიური ამბავი იყო, მაგრამ კონფლიქტის მოწესრიგებას რაც შეეხება, რა ვიცი. ისევ New York Times: http://www.nytimes.com/1991/11/02/world/ru...etia&st=nyt და აი კიდე http://www.nytimes.com/1991/10/02/world/as...etia&st=nyt
-
joao წავიკითხე და საკმაოდ საინტერესო იყო პირველი ნაწილი. ძალიან ცალმხრივად მომეჩვენა, ზვიად გამსახურდია - სიკეთე, ედუარდ შევარდნაძე - ბოროტება, მიხაეილ სააკაშვილი - ისევ სიკეთე. დავიწყოთ გამსახურდიათი. პირველ რიგში იქიდან დავიწყებ, რომ 91 წელს 5 წლის ვიყავი. ამიტომ "პუტჩისტი" და ეგეთ იარლიყებს თუ არ მომაწებებ, კაი იქნება. აქ გიწერია ასეთი რამ, რომ 91 წელს ჯერარდაშლილი საბჭოთა კავშირის დროს აფხაზეთის ომი იქნებოდა კატასტროფა საქართველოსთვის. ამაში გეთანხმები, მაგრამ ზუსტად ასეთივე კატასტროფა იყო ამ დროს ომი ცხინვალის რეგიონში. იქ გიწერია, რომ ეს კონფლიქტი ინსპირირებული იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ. ალბათ ასეც იყო. მაგრამ მე მეორე შეკითხვაც მაქვს. რა გააკეთა მაშინ ქართულმა მხარემ ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად? პირველად ცხინვალში სიტუაცია 89 წლის ნოემბერში დაიძაბა, ხომ ასეა? ფართომასშტაბიანი ომი კი 91 წლის იანვარში დაიწყო. რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში? რეგიონში დაიწყო ბანდფორმირებების შექმნა (სხვათაშორის ამ ბანდფორმირებების უდიდესი ნაწილი მერე გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში მიიღო მონაწილეობა). ეროვნული მოძრაობის ზეწოლით მიიღეს კანონი, რომლითაც რეგიონალურ პარტიებს უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ (გეგონებოდა ძალიან დიდ ამინდს შექმნიდნენ ეგ პარტიები უზენაეს საბჭოში). და ბოლოს ცხინვალში შევიდა ქართული მილიცია, მხედრიონი და სხვა ბანდ-ფორმირებები. ანუ მოხდა ზუსტად იმის საწინააღმდეგო რაც შენ აფხაზეთთან მიმართებაში გიწერია. არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ მე მარტო ქართულ მხარეს ვადანაშულებდე ამ ომში. ალბათ მეორე მხარეც არანაკლებ (და შეიძლება მეტად) დამნაშავე იყო. მაგრამ შენ თვითონ თქვი, რომ იქითა მხრიდან რუსული სპეც-სამსახურები მოქმედებდნენ და ყველაფერი რაც მეორე მხარეს კეთდებოდა იყო ამ გეგმის ნაწილი. და აქეთ მხარეს რაც კეთდებოდა, ეგ რომელი გეგმის ნაწილი იყო? ზუსტად ეს მაინტერესებს მე. შენ წერ რომ ცხინვალის რეგიონი შევარდნაძემ ჩააბარა და იქ რუსული არმია სამშვიდობო სტატუსით შემოიყვანა. მაგრამ რატომღაც ის გავიწყდება რომ როცა შევარდნაძე მოვიდა ხელისუფლებაში, ომი უკვე ერთი წელია რაც მიდიოდა, რომ რუსული ჯარი ცხინვალის რეგიონიდან სწორედ 92 წლის მაისში გავიდა, მაგრამ მას მერე რაც შევარდნაძემ უარი უთხრა რუსებს დსთ-ში შესვლაზე, რუსეთმა "დასაჯა" საქართველო და უკან დაახევინა ივნისში შტურმით აღებული ცხინვალიდან. მერე 92 წლის ივლისიდან აფხაზეთში დაიწყო იმის მსგავსი მოვლენები, რაც ხდებოდა 90 წლის ნოემბრიდან, როცა ცხინვალის რეგიონში, იქაურმა უმაღლესმა საბჭომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა. ანუ შევარდნაძემ გამსახურდიას შეცდომა გაიმეორა. სხვა საქმეა, რომ შეიძლება გამსახურდია ამ შეცდომას შეუგნებლად უშვებდა, შევარდნაძე კიდე - შეგნებულად. მაგრამ შედეგი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე დადგა.