Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. ბატონო დავით, გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა შეუშალოთ ხელი ნაციონალებს არჩევნების გაყალბებაში?
  2. maliari როგორც თვითონ ამბობდა, დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა რამდენიმე წლის წინ, და არა რუსეთიდან.
  3. http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...3339&act=ns მართალია ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჭორია, მაგრამ მხოლოდ ჭორიც რომ იყოს ნაციონალების გარდა მსგავს რამეს ვერავინ მოიფიქრებდა. მოკლედ ვიღაცეების თავში ეგ იდეაც იხარშება. თანაც ამ პოსტის შემოღებას წინ არაფერი უდგას. საკონსტიტუციო უმრავლესობა ყავთ პარლამენტში. თან საკონსტიტუციო კომისია კაკრაზ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობს.
  4. basil_kobakhidze და რა არის ამ სტატიაში ისეთი, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენს საპატრიარქოს. ის, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ომში ორივე მხარეს დაღუპულთათვის ლოცულობს?
  5. basil_kobakhidze დიდი მადლობა ინფორმაციისთვის აი წავიდა ნაციონალური დემაგოგიის ჯაჭვი. მანდ ნათლად წერია რომ მიტროპოლიტმა აკურთხაო. მაგრამ არსად არ წერია, რომ ეს მიტროპოლიტი ამ ჟურნალის მთავარი რედაქტორია. მაგრამ თქვენ უკვე ამ მიტროპოლიტსაც დასდეთ ბრალი რუსეთის ჯარის დიდებაში. ჯაჭვი გრძელდება. და ეს ბრალდება ავტომატურად სხვა მიტროპოლიტებზეც ვრცელდება. აქედან დასკვნა. პატრიარქი რუსულ ჯარს ადიდებს! მართლა ძალიან მიხარია, რომ სასულიერო პირი აღარ ხართ.
  6. basil_kobakhidze თქვენ თქვით რომ ფორუმზე პირველად ხართ. არადა თქვენს მიერ გამოქვეყნებული სტატია სწორედ, რომ ფორუმ.გედანაა აღებული. იმიტომ რომ ელექტრონული სახით სხვაგან არსად გამოცემულა. ეს არის ერთადერთი თქვენი ხელჩასაჭიდი, და ერთ-ერთი მიტროპოლიტის კურთხევით გამოცემულ ჟურნალში დაბეჭდილი სტატიის გამო პატრიარქისთვის რუსული ჯარის დიდების დაბრალება დემაგოგიაა.
  7. nikusha_marx სად დაინახე ამ თემაში პატრიარქის გაკერპება? ან პრობლემებზე საუბარს ვინ გაურბის? უბრალოდ ეს კაცი აშკარად შეურაცხყოფებზე გადადის. ამას ქვია პროვოკაცია. "აი თავისუფლების ინსტიტუტელები რა ჭკვიანები ვართ" და საპატრიარქოს პოზიციის დამცველები რა ბნელი ხალხია. ზუსტად ამას ემსახურებოდა მისი პასუხი ჩემს პირველ შეკითხვაზე.
  8. nikusha_marx ნუ ახლა როგორ აგიხსნა, რომ ზოგიერთისთვის რწმენა პირადულია. და არაფერ შუაში არ არის კერპი. ამას რასაც ეს კაცი აქ წერს, არ არის პრობლემებზე მსჯელობა. რაღაც ძველი, თითიდან გამოწოვილი სტატიებიდან პატრიარქს რუსული ჯარის დიდებაში ამხელს. ჩვეულებრივ ადამიანებს რომ აწებებენ მსგავს იარლიყებს მეზობელ ფორუმზე, მაგას ვერ ვიტან. და იგივეს, რომ პატრიარქზე ამბობენ, რა რეაქცია უნდა მქონდეს???
  9. basil_kobakhidze ეს სიტყვები წარმოთქვა რუსეთის კათალიკოს პატრიარქმა 1998 წელს. და პატრიარქის კურთხევით გამოცემულმა ჟურნალმა გააშუქა ეს ამბავი. თქვენ კიდევ აგვისტოს ომის წლის თავზე ამ სტატიიდან გამომდინარე წერთ, რომ პატრიარქი თურმე რუსეთის ჯარს ადიდებს. არის ეს დემაგოგია და ცილის წამება?
  10. nikusha_marx მართლმადიდებელი ადამიანისთვის პატრიარქის ქლაბშოუში გაშარჟება არის შეურაცხყოფა. გასაგებია, რომ შეიძლება ათეისტი იყო, ან პატრიარქთან რამე პრეტენზია გქონდეს. მაგრამ როგორც სხვა ადამიანს არ აგინებ დედას მხოლოდ იმის გამო რომ ის სხვისი დედაა, და შენ გკიდია, ისე არ უნდა შეურაცხყო ადამიანის რწმენა.
  11. nikusha_marx და ვინ გწვავთ კოცონზე გამაგებინე. აქეთ იღებს ეგ "პროგრესულ ფრთა" გულისამრევ ვიდეოებს, კიდევ გვეუბნება "კლაბშოუშიც უნდა გაიჩითოსო პატრიარქი" და მერე თავი მოაქვთ მსხვერპლად. შენგან გამკვირვებია. მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი.
  12. basil_kobakhidze თუ შესაძლებელია, იმ სტატიაზეც მიპასუხეთ. რა შუაშია 1998 წელს რუსეთის პატრიარქის სიტყვები საკუთარი ქვეყნის ჯარზე იმასთან, თითქოს საქართველოს საპატარიარქო რუსის ჯარს ადიდებს.
  13. ბატონო ბასილ აქ როგორც მივხვდი რუსეთის პატრიარქი საუბრობს საკუთარი ქვეყნის ჯარზე, 1998 წელს. ამის გადმოტანა საქართველოს საპატრიარქოზე, თანაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ხომ არ გგონიათ პროვოკაცია საპატრიარქოს წინააღმდეგ?
  14. choxa ძალიან გამიხარდა misha songulashvili numlock თქვენ ბატონი ბასილის დაცვის თანამშრომლები ბრძანდებით? ბოდიშს ვიხდი ადმინისტრაციასთან. მეტს აღარ გავაოფებ
  15. ხალხი რომ გამოტელევიზორდა ამერიკის ბრალი რატომაა? ისე თბილისში გამოტელევიზორებული მიშისტი ძალიან ცოტაა. მაგრამ ვინც არაა გამოტელევიზორი, იმათაც რომ არაფრის გაკეთება არ უნდათ? ესეც ხომ არაა ამერიკელების ბრალი.
  16. აი ქართველი პროდიუსერიც: http://i073.radikal.ru/0910/87/38182ef4fdf7.jpg http://www.parliament.ge/index.php?lang_id...p;cevri_id=1703
  17. Facebook - ზე წავიკითხე თქვენი ერთერთი კომენტარი, სადაც თქვენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბრალს დებთ, თითქოს ის რუსულ ჯარს ადიდებდა. ეს ნამდვილად თქვენი კომენტარი იყო თუ ვინმემ სხვამ დაწერა თქვენი სახელით და გვარით?
  18. როგორ შეაფასებთ თეა თუთბერიძის მიერ პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეობის ინტერნეტში გავრცელების ამბავს?
  19. kakha_kukava როგორ ფიქრობთ, საქართველო რომელიც საგარეჯოს რაიონში ნაციონალების რეპრესიულ მანქანას ვერ გაუმკლავდება, შეძლებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას?
  20. თქვენ ფიქრობთ, რომ რეგიონებში უმრავლესობა ხელისუფლებას უჭერს მხარს? თუ ფიქრობთ, რომ ვერ შეძლებთ მანდ ნაციონალების რეპრესიული მანქანის დამარცხებას?
  21. ბატონო კახა, მაისის ადგილობრივ არჩევნებზე საუბრისას, ოპოზიცია საუბრობს ხოლმე მხოლოდ თბილისზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მზად ხართ რეგიონები ნაციონალებს "დაუთმოთ"?
  22. გამარჯობათ, ბატონო კახა. წინა რამდენიმე არჩევნებმა აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ყველანაირი რესურსი გააჩნია არჩევნების გასაყალბებლად. საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგებით დაწყებული, უშუალოდ ოქმებში ციფრების ჩასწორებით დამთავრებული. გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა აღუდგეთ ამას წინ?
  23. newstudio ახალგორის რაიონში შედიან, თუმცა მერე აქეთ ექმნებათ პრობლემები. დიდი და პატარა ლიახვის ხეობას, რაც შეეხება, იქ ვერავინ ვერ შედის. ერგნეთში რუსები დგანან და არავის არ უშვებენ. თანაც დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში რუსებმა უკვე დაიწყეს სამხედროებისთვის სახლების შენება.
  24. ragadan ამ შედარებაში ერთი უზუსტობაა. რუსებს იმიტომ მოუწიათ აღმოსავლეთ ევროპიდან გასვლა, რომ მათი იქ დარჩენა იქაურებს არ უნდოდათ. იგივეს გამეორება თუ გვინდა, ამისთვის საჭირო იქნება აფხაზების და ოსების თანამონაწილეობა. სხვანაირად არ გამოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი იქ დარჩება ოსების და აფხაზების დამცველად, და რაც მეტს დავემუქრებით მათ სამხედრო ოპერაციით, მით უფრო გავამყარებთ იქ რუსეთის პოზიციებს. ხოლო ღია სამხედრო დაპირისპირებაში ჩვენ რუსეთზე ვერ გავიმარჯვებთ. ამიტომაცაა საჭირო აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება. შარშანდელი ომით კი ამის შანსი შემცირდა. სხვა თუ არაფერი ცხინვალის რეგიონში სრულად მოიშალა კონტაქტი ქართველებს და ოსებს შორის. ფაქტიურად მთელი რეგიონი რუსების ხელში აღმოჩნდა და რამდენიმე წელიწადში ალბათ იგივე სიტუაცია იქნება იქ, რაც დღეს აფხაზეთშია.
  25. ragadan ოპოზიციის სისუსტეებზე ცალკე თემებია გახსნილი აქ. რაც შეეხება მპოსტავ ბრიგადას, ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი, იმას ვამბობ. არანაირი შეფასებები და ვარაუდები.
×
×
  • შექმენი...