-
პოსტები
3.117 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი McLaren
-
joao მე მგონია რომ აგვისტოს ომამდე რუსების იქიდან გაყვანა გაცილებით უფრო ადვილი იყო. და რომ ეს ომი მოსახდენი იყო, მაგისიც არ მჯერა. და რომც მოსახდენი ყოფილიყო, იმისთვის მაინც უნდა მიგვეღწია, რომ ომის დამწყებებად ჩვენ არ წარმოვჩენილიყავით. გრადით ცხინვალის დაბომბვა, მერე ორ დღეში იქიდან გამოსვლა, + მოსახლეობის დიდი ნაწილის დაუცველად დატოვება, კოდორის ხეობის უბრძოლველად დატოვება, და მერე იმის ლოდინი თუ როდის დაარწმუნებს სარკოზი მედვედევს, რომ ე.წ. ბუფერული ზონებიდან (რა ტერმინიც აქამდე არ არსებობდა) რუსული ჯარი უნდა გავიდეს. ამაზე უარესი რა შეიძლებოდა რომ მომხდარიყო, არ ვიცი. ეგ დღევანდელზეა, თუ ორივე შემთხვევაზეა განცხადება?
-
joao ანუ კონფლიქტის ამგვარი გალღობა დადებით მოვლენად მიგაჩნია? მდაას ეგ როდის თქვეს? შეგიძლია ლინკი დააგდო?
-
joao ტერიტორიების დეოკუპაციაზე უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ამ ლაპარაკით ტერიტორიების დეოკუპაცია ვერ მოხდება. ამიტომ მანამდე უნდა ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე რასაც შეიძლება რაიმე კონკრეტული შედეგი მოყვეს. იმ პოლიტიკის წყალობით, რაც 2004 წლიდან ხორციელდებოდა (და რომელსაც შენ სწორს უწოდებ), ძალიან ბევრი რამ რითიც ვაჭრობა შეგვეძლო რუსებთან და სეპარატისტებთან, ისე აგვახიეს, რომ სანაცვლოდ ჩვენ არაფერი მიგვიღია. შარშანდელი ომის მერე დიალოგისგან რაიმე შედეგის მიღება გაცილებით უფრო ძნელია, მაგრამ დიალოგი მაინც საჭიროა. მაგალითად ავიღოთ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრების გაკონტროლება. შეიძლება შეთანხმება ისეთ მექანიზმზე, რომ აღარ გაჩნდეს შეკითხვები, პირველად ცხინვალიდან ესროლეს ნიქოზს თუ პირიქით. ეს ის თემაა, რაზე ლაპარაკმაც შეიძლება კონკრეტული შედეგი გამოიღოს. დაჟე ადგილობრივ სეპარატისტებთანაა საჭირო უფრო მეტი ლაპარაკი, ვიდრე რუსებთან. ოკუპირებული კია ის ტერიტორიები, და ეთნო წმენდას კი ქონდა მანდ ადგილი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იქ მცხოვრები ხალხი ჩვენ არ გვიჭერს მხარს. როცა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დეოკუპაციას, საქართველოს 1991 წლის დეოკუპაციას ადარებ, ისიც უნდა გახსოვდეს რომ მაშინ ბუნტი შიგნიდან დაიწყო. როცა ამბობ, რომ რუსეთი ავღანეთიდან გავიდა, მთელი აღმოსავლეთ ევროპიდან გავიდა და ა.შ., არ დაგავიწყდეს რომ ამ ყველა შემთხვევაში აჯანყება შიგნიდან მოხდა. აფხაზეთში და განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში ჯერჯერობით მსგავსი რამ არ შეიმჩნევა. და რომც გაჩნდეს ეს წინააღმდეგობა, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ წინააღმდეგობის ჩვენთვის სასიკეთოდ გამოყენება შევძლოთ.
-
joao ხსენებით არ გიხსენებია. მაგრამ ოპოზიციას მეხუთე კოლონა უწოდე. ეს კურსი უნდა გაგრძელდესო და აუცილებლად მივაღწევთო მიზანს. თან ამ კურსით რანაირად მივაღწევთ მიზანს, არ გითქვამს. მგონი რთული დასანახი არ უნდა იყოს თუ რას ნიშნავს ეს. რაზე უნდა ელაპარაკო, და ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებთან უსაფრთხოებაზე. რომ აღარ იყოს მუდმივი ბრალდებები, "პირველმა შენ მესროლე, არა პირველმა შენ გაისროლე". ლაპარაკი უნდა იყოს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებაზე. უნდა ელაპარაკო სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებაზე. და რაც მთავარია სეპარატისტებთან უნდა დავამყაროთ უშუალო კონტაქტი.
-
ძალიან ბევრი რამ სუბიექტური, მაგრამ ეგ კიდევ არა უშავს. აი საბოლოო დასკვნა გლიჯამს. არანაირი თანამშრომლობა რუსეთთან და ყველაფერი კარგად იქნება. როგორ, რანაირად მოხდება ეს, ამაზე არაფერს ამბობს თემის ავტორი. ერთადერთი აზრი რაც გამოვიტანე ისაა, რომ მიშას ხელისუფლებას არ უნდა ვებრძოლოთ და თუ საჭირო გახდა მესამე ვადითაც ავირჩიოთ.
-
makaterine ვაა? აქაც ხარ? :flowers:
-
Saturn იქ ვინც იყო ახალგაზრდული მოძრაობის წევრი, არც მალავდა. ოპოზიციის მიერ საკუთარი ხალხის ფორუმებზე დასმას რაც შეეხება, ზოგადად ფორუმი არაა ის ადგილი სადაც პარტიების დაქირავებულმა ხალხმა შეკვეთილი პოსტები უნდა წეროს. თუმცა ფორუმ.გეზე ნაცების შემოტევის ფონზე, შეიძლება ურიგო არ იქნებოდა, ოპოზიციასაც რომ გაეკეთებინა მსგავსი რამე. ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა მაგისთანა რამეებში მონაწილეობის მიღება.
-
Saturn მე რაც ვნახე, სადღაც 10 ბავშვი იქნებოდა. თითოს რამდენი ნიკი აქვს არ ვიცი. თან ეს მხოლოდ ერთ ორგანიზაციაში. დანარჩენს პმ-ში მოგწერ
-
sakani-sakartvelo რამე ნიუსი თუა, ვპოსტავ. და ისე რა აზრი აქვს. ჩემთვისაც რომ გადაეხადა ვინმეს ხელფასი, კიდე ხო. Saturn ეგ არაა ილუზია. ჩემი თვალით მაქვს ნანახი. თუ გინდა პიემში ორგანიზაციის სახელსაც მოგწერ, საიდანაც ერთ ერთი ხელფასიანი ჯგუფი პოსტავს.
-
sakani-sakartvelo არ არიან ეგენი მიშისტები. დიდი ნაწილი იქ ხელფასის გულისთვის პოსტავს. მაგისთანებთან კამათი საინტერესო აღარაა. ამიტომ უხელფასოები მიდიან იქიდან, ხოლო ხელფასიანების რაოდენობა მატულობს.
-
newstudio ეს კომუნისტური პარტია ხელისუფლებაში მოვიდა 1996 წელს, არჩევნების შედეგად. და ასევე არჩევნების გზით კომუნისტები ტოვებენ ხელისუფლებას. ასე რომ მოლდოვამ დიდი ხნის წინ გვაჯობა.
-
joao მე არ ვნერვიულობ. არანაირი შეხება არ მაქვს ამ ფორუმის მარკეტინგთან. უბრალოდ რაც აქ დაიწერა, რიჟა ბაზარია და მეტი არაფერი. ყველა ისედაც ხვდება ყველაფერს
-
joao დებატები რომ გამართულიყო აქ, ბევრი იქითა ფორუმელი აქ დარეგისტრირდებოდა. ზოგი შეიძლება აქტიურ წევრადაც დარჩენილიყო. ზუსტად ამიტომ აეწვათ იქ ზოგიერთებს. და არა მგონია შენ ამას ვერ ხვდებოდე.
-
Saturn ხო, ალბათ
-
Saturn მეგონა მეწერა ექაუნთში. 23-ის. მარტო გადახტა, დანარჩენები ღობეს აქეთ იყვნენ. მაგრამ მე სხვა, უფრო კონკრეტულ საკითხზე გავამახვილე ყურადღება და შენ მაინც ხერხეულიძე, თარგამაძე და უცნობიო.
-
Saturn კი, ეკა ხერხეულიძისგან მოვისმინე სადღაც 3 წლის წინ იმედზე, როცა ის გვირგვლიანის მკვლელობის გამართლებას ცდილობდა ასეთი ამორალური არგუმენტით. და იმის მერე მიშას ყველა მხარდამჭერი ამას იმეორებს დღეში სამჯერ. თან ამ გადმომხტარების სახელები არ იციან და რატომღაც არც ერთი საქმე არაა აღძრული არც ერთ მსგავს ფაქტზე. ფულის შოვნაზე და ქრთამების აღებაზე კი იყვნენ მაშინდელი პოლიციელები დასპეცებულები, მარა იმენა ანტისახელისუფლებო აზრის გულისთვის ვინმესთვის თვალი ამოეთხარათ, ეგეთი რამე მასიურად არ ყოფილა. დაჟე მათი უდიდესი ნაწილი თვითონ აგინებდა შევარდნაძეს. ეს კიდევ ერთი ზღაპარია, რომ უცნობი მარტო შენობის შტურმს აპირებდა. მაგრამ მე ამაზე არ მქონდა ლაპარაკი. აი ვთქვათ ბოლომდე მართლები იყვნენ პოლიციელები ეს იარაღი რომ გამოიყენეს. რატომ ესროდნენ მაინცდამაინც თავში? ყველა ვისაც დაზიანება ქონდა ტყვიისგან, თავში ქონდა მოხვედრილი ეგ ტყვია. ანუ პოლიცია გამიზნულად იმეტებდა ხალხს, არ ვიცი რატომ, ბოღმისგან, მიშას სიყვარულისგან თუ მართლა პრემიების მოლოდინში როგორც ერთ ერთ გაზეთში ეწერა. მაგრამ ფაქტი ფაქტია. ხოდა როგორ მოხერხდა ასეთი არაადამიანების ერთ სტრუქტურაში თავმოყრა, ამის გარკვევა მაინტერესებდა. CV-ის საშუალებით, ნაცნობობით, გამოსაცდელი ვადით თუ როგორ?
-
პოზიცია და ოპოზიცია ქვეყნის აღზრდილია და ა.შ. ზოგადი ლაპარაკია. ოპოზიციას რაც შეეხება, მას ნამდვილად ახასიათებს ის უარყოფითი თვისებები, რაც ზოგადად ქართველებს ახასიათებს. მაგრამ ჩემი აზრით ოპოზიციას ეგეთი რამეები არ უნდა ახასიათებდეთ. აი ხელისუფლება კი ბევრად უარყოფითი ძალაა და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. მაგრამ ეს სხვა თემაა. აქ ლაპარაკია შსს-ზე. იგივე 6 მაისი ფაქტი ავიღოთ. საკუთარ თანამოქალაქეს თავში ესვრი ტყვიას და მერე თავს იმით იმართლებ, რომ თურმე ინსტრუქცია არ წაგიკითხავს. რა ინსტრუქციის წაკითხვა უნდა იმას, რომ ეგ პლასტმასის ტყვია თვალში რომ მოგხვდეს, თვალს ამოგთხრის? ანუ იმისთანა სადისტია, რომ მზადაა საკუთარ თანამოქალაქეს თვალი ამოუჩიჩქნოს. და არ მითხრა ახლა რომ ესეც ქართული მენტალიტეტის ბრალია. ძალიან ბევრი ცუდი რამ ზის ქართულ მენტალიტეტში, მაგრამ თვალების დათხრა აშკარად არ გვახასიათებს. ასეთი ნაბოზრები ჩვენი მოსახლეობის არც თუ ისე დიდ პროცენტს შეადგენენ. და რატომაა სისულელე კითხვა, თუ რატომაა ამისთანების ამხელა კონცენტრაცია შსს-ში? იგივე შევარდნაძის დრო თქვი. მაშინაც იყვნენ პოლიციაში მაგისთანა სადისტები, მაგრამ ამხელა უმრავლსეობაში არ იყვნენ. იგივე პოლიციელები იყვნენ, 22 ნოემბერს ხალხი სახელმწიფო კანცელარიასთან რომ გამოატარეს.
-
Saturn არ მომწონს. მაგრამ სულ სხვადასხვა მიზეზებია თუ რატომ არ მომწონს ოპოზიცია და რატომ არ მომწონს ხელისუფლება. ახლა ხელისუფლებაზე ვლაპარაკობ, კერძოდ მის ერთ ერთ სტრუქტურაზე. ადამიანი, ტელევიზიაში რომ შევარდება, ტექნიკას რომ დალეწავს, ხალხს კაცი/ქალისგან განურჩევლად დუბინკას რომ ჩაარტყავს, გაქცეულს გაეკიდება, და მერე ამ დარბეული ტელევიზიის ბუფეტში კატლეტს მოთოხნავს, ასეთს ადამიანურისა არაფერი ეტყობა. იმენა ეგაა ღორული ინსტინქტი. და მე არ მჯერა რომ ეს ხალხი ასე თარგამაძის დროსთან შედარებამ გააცხოველა. დარწმუნებული ვარ, რომ მანდ რაღაც მექანიზმი მუშაობს, რომელიც იმენა ასეთი ხალხის კონცენტრირებას ახდენს ამ უწყებაში. რა მექანიზმით აღწევენ ამას, ეგ გკითხე. შენ კიდე ზღაპრებს მიყვები და "ოპოზიცია არვარგაზე" გადაგაქვს ლაპარაკი.
-
Saturn ე.ი. შსს-ში რომ იწყებენ მუშაობას არ არიან მიშისტები და რომ ხედავენ იმ ოაზისს რაც მანდ სუფევს მიშისტდებიან ხო? შიგნიდან არ ვიცი რა სიტუაციაა (მადლობა ღმერთს), მაგრამ გარედან საკმარისად ჩანს ძალიან ბევრი რამ. განსაკუთრებით მოსაწონი ალბათ 7 ნოემბერს იმედში კატლეტების ჭამა იყო (ერთ ერთს მაინც როგორ არ გაეჩხირა ყელში ეგ კატლეტი).
-
Saturn როგორც ერთ ერთი პრიმიტივი პრიმიტიულად გიპასუხებ: საქართველოში ქალის საშუალო სიმაღლეა 1.65 მ.; ამიტომაც რომ ავიღოთ დაწესებულება სადაც მინიმუმ 500 ქალი მუშაობს, იქ 1.65-ზე მაღლების და დაბლების რაოდენობა დაახლოებით თანაბარია. დიდი დიდი 40% / 60% - ზე იყოს თანაფარდობა. მაგრამ არსებობს ზოგიერთი დაწესებულება, მაგალითად "სამოდელო სააგენტო", სადაც 90%-ზე მეტი 1.65 მ-ზე მაღალია. მაგრამ ეს სულაც არაა შემთხვევითობა. როცა ქალი მიდის სამოდელო სააგენტოში, მის CV - ში ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია სიმაღლე. სწორედ ეს პუნქტი განაპირობებს რომ ამ დაწესებულებაში დისბალანსი არსებობს მაღლებს და დაბლებს შორის. ხოდა მე დამაინტერესა შსს-ში რა განაპირობებს ამ დისბალანსს. შენ გეცოდინება უეჭველი.
-
Saturn ერთი რაღაცა მაინტერსებს და შენ გეცოდინება. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას დორბლიანი არ ევასება. და ყველა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურაში ეს ბალანსი მიშისტებს და ანტიმიშისტებს შორის მეტ-ნაკლებად დაცულია. რანაირად ხდება რომ შსს-ში და რუსთავი 2-ში ყველა მიშისტია? CV - ის რომ ავსებთ სამსახურში მიღების წინ პოლიტიკური შეხედულების მითითებას გთხოვენ?
-
აქ მარტო ფორუმ.გეს ლანძღვა იკრძალება? სხვათაშორის სიტყვა კრეტინარიუმი უფრო იმ სტრუქტურას შეესაბამება, სადაც შენ მუშაობ.
-
lasha1997 :yes2: ყველა იუზერს ვინც აქ შემოდის, თავის პოზიცია აქვს აშშ-სთან და რუსეთთან მიმართებაში. ასე რომ ნებისმიერი აქაური მსაჯი მიკერძოებული იქნება. ისე დებატებს წამყვანი არ ჭირდება? ინგა გრიგოლიას პონტში?
-
DATA TUTASXIA :yes2: თან ბარამიძეს თუ არ ენდე სიტყვაზე, ეგრევე მოღალატე ხდები. მე არც ერთ მხარეს არ დავუჯერებ მანამ სანამ ან კონკრეტულ ფაქტებს მაჩვენებენ, ან ევროკავშირის დამკვირვებლები დაადასტურებენ ამა თუ იმ მხარის ვერსიას.
-
და ევროკავშირის დამკვირვებლებს ძინავთ ჯერ? გასაგებია რომ ცხინვალში არ უშვებენ. მაგრამ ნიქოზში ხო უშვებენ...