-
პოსტები
3.117 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი McLaren
-
ქართული ოპოზიცია - გუშინ, დღეს, ხვალ
McLaren replied to Harry Potter's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn კი მაგრამ არც ბურჯანაძის ბრძანებები არ სრულდებოდა. ერთი თვე რომ გაწელილიყო ასეთი მდგომარეობა, ვის სასარგებლოდ გადაიხრებოდა სიტუაცია? მერე რა რომ გამოაცხადებდნენ? გავიდოდა ერთი-ორი კვირა, ხალხი დაიღლებოდა, კანცელარია და პარლამენტი გათავისუფლდებოდა და შტურმიც აღარ იქნებოდა საჭირო ამ შენობის დასაბრუნებლად. ამ შემთხვევაში სააკაშვილისთვის ერთადერთი გამოსავალი სამხედრო ძალების სრული გადაბირება იქნებოდა. ამას შეიძლება 91-92 წლის სცენარის გამეორება გამოეწვია. აბა რა არის მთავარი? შენ რას იტყვი და ხათუნა გოგორიშვილი რას იტყვის? ხალხის რაოდენობა არის ფაქტი, 2007-2009 წლებში მეტი ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში ვიდრე 2003-ში, სხვა დანარჩენი არის სუბიექტური აზრი. რუსული სპეცსამსახურების მომზადებული გეგმაც, სუბიექტური აზრია. მეც შემიძლია ვთქვა რომ 2003 წელს რუსები იყვნენ ჩართულები იმ მოვლენებში. მაგრამ ვერც მე დავასაბუთებ ამას, და ვერც შენ დამიმტკიცებ რომ ბოლო ორი წლის მოვლენები რუსეთიდან იმართებოდა. -
უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ,
McLaren replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
machkatela მოწერილია უკვე ხელი ძალის არგამოყენებაზე. გვიანია ამაზე მსჯელობა -
ქართული ოპოზიცია - გუშინ, დღეს, ხვალ
McLaren replied to Harry Potter's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn მე ხომ არ ვიძახი ხალხის ნება არ ყოფილა მეთქი. იყო ხალხის ნება, მაგრამ ეგ არ იყო გადამწყვეტი. გადამწყვეტი ის იყო, რომ კოჯრის თუ რომელიღაც ბატალიონი რევოლუციონერების მხარეს გადმოვიდა. გადამწყვეტი მომენტი ისიც იყო, რომ პარლამენტში შევარდნის მერე მეორე დღესვე შევარდნაძე გადადგა. არ გიფიქრია, რა მოხდებოდა შევარდნაძე რომ გადმობარგებულიყო სადმე მამათში ერთი თვით და გადადგომაზე არ მოეწერა ხელი. რამდენ ხანს უყარაულებდა ხალხი იმ პარლამენტის და კანცელარიის შენობას? ამაზე რა უნდა ვთქვა. ერთი ფაქტი მაინც მითხარი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობა დასტურდება გინდა 2007 წლის, გინდა 2009 წლის მოვლენებში. ან ხალხს რა სურს და რა არა, ეგ დასკვნა საიდან გამოიტანე? 2 ნოემბერსაც და 9 აპრილსაც იმაზე მეტი ხალხი იდგა რუსთაველზე, ვიდრე 2003 წლის 22 ნოემბერს. მე თუ არ მენდობი უცხოური პრესის არქივიდან ამოიღე სტატიები, რა რაოდენობა სახელდებოდა მაშინ, და რაოდენობა სახელდებოდა 2007-ში, 2008-ში და 2009-ში. -
ქართული ოპოზიცია - გუშინ, დღეს, ხვალ
McLaren replied to Harry Potter's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
2003 წლის ვარდების რევოლუცია მომზადებული იყო სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ, მათ შორის თვითონ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება იყო ჩართული მაგ ამბებში. 2007 წლის მოვლენებში ჩართული იყო მარტო ბადრის ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი, მეტი არაფერი. ნოემბრის მოვლენების მიზანი არც ყოფილა რევოლუცია. მიზანი იყო დასუსტებული ოპოზიციის გაერთიანება, მათი პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, მმართველი გუნდისთვის რეალური ალტერნატიის შექმნა და შემდეგ ამ ძალის ხელისუფლებაში მოყვანა 2008-2009 საარჩევნო ციკლის შედეგად. მაგრამ არც სააკაშვილის ხელისუფლება და არც მისი დასავლელი მფარველები ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. -
გორში ამ წუთებში სტალინის ძეგლის გადატანის,
McLaren replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მკიდია იდგება იქ სტალინის ძეგლი თუ არა. შეიძლება მართლა არ უნდა იდგეს, არ ვიცი. მაგრამ ის ვიცი, თუ საიდან მოდის მთელი ეს ისტერია. ბოლშევიზმის დამარცხება კი არაა მიზანი. მიზანი არის მორიგი პიარ აქციის აგორება, და ვიღაცეებს მმართველ პარტიაში მიაჩნიათ რომ ეს პიარ აქცია მათთვის მომგებიან იქნება. ამიტომ რეჟიმის შეცვლამდე წინააღმდეგი ვარ. მერე რაც გინდათ ის გიქნიათ -
Saturn ძირითადი მასა დაბომბვის დაწყებისას დაიღუპა. მერე ხალხი ძირითადში სარდაფებში ჩავიდა. მაგრამ აქედან ნახევარი რომც დაღუპულიყო ამ დაბომბვის დროს, ცოტაა? ხოდა ვიძახოთ ჩვენ "მოგიტYანთ მძინარე ცხინვალი" და იმათ იძახონ "მოგიტYანთ მძინარე თამარაშენი". უბრალოდ ერთი რამეა გასათვალისწინებელი. იქითა მხარე როგორც ჩანს ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ამ სიტუაციაში. ისინი ჩვენ თავისიანებად არ აღგვიქვამენ. ჩვენ კიდე ცხინვალი ქართულ ქალაქად ვთვლით და მაინც გავიძახით ასეთ .....ობას.
-
lasha1997 მეც არ ვარ პოლიტიკოსი (არც დიდი არც პატარა), მაგრამ შარშან ცხინვალში 162 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ამ დაბომბვის დროს. და სანამ ასე აგდებით მოვიხსენიებთ იმ მოვლენებს, საქართველოს გამთლიანების შანსი არ გვექნება.
-
უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ,
McLaren replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ისადა თქვენ თუ იცით რომ აგვისტოს ომის მერე სააკშვილმა უკვე მოაწერა ხელი ძალის არგამოყენებაზე. უბრალოდ ერორებს გამორჩათ ეგ მომენტი http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7604376.stm "შემდეგ მედვედევმა თქვა, რომ ევროკავშირის დელეგაციამ მას გადასცა სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ის ძალის გამოუყენებლობაზე იღებდა ვალდებულებას". ეს ინფო არც ერთ ქართულ არხს არ გადმოუცია, და ამიტომაცაა რომ საქართველოს მოსახელეობა შეცდომაშია შეყვანილი. ახლა მედვედვი სააკაშვილისგან ითხოვს, რომ ეს შეთანხმება ხელმოწერილი იყოს მეზობელ სახელმწიფოებთან (აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან"), რაც თავისთავად ვერ მოხდება იმის გამო, რომ საქართველო მათ არ ცნობს დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან. თორე ძალის არგამოყენებას რაც შეეხება, მაგაზე უკვე დიდი ხანია რაც დორბლიანს მოწერილი აქვს ხელი. -
newstudio :no2: ჩვენ ისევ ის მთავრობა გვყავს. რომელიც ზუსტად ისევე იქცევა, როგორც ომამდე იქცეოდა.
-
გვასწავლა რო რამე?
-
სპეციალურად გავიხედე ფანჯარაში. მარტო ერთი მანქანა გაჩერდა, მერე უკნიდან მიუსიგნალეს და ისიც დაიძრა
-
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ry=5&arch=a http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ry=4&arch=a
-
აგერ შოთა უტიაშვილის განცხადება 8 აგვისტოს დილის 11 საათზე http://pirweli.com.ge/index.php?option=com...7&Itemid=52
-
ლადო გურგენიძის განცხადება: http://pirweli.com.ge/index.php?option=com...7&Itemid=52
-
ალასანიამ შეიძლება ოპოაქტივისტებს უშველოს
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ვაბშეტა რეზერვისტი ვარ და რავიცი, შარშან თქვეს არ გაამართლაო მაგ სისტემამ და რეფორმა არიო ჩასატარებელი. ხოდა არანაირი რეფორმა არ ყოფილა. ანუ ახლა ომი რომ დაიწყოს, რეზერვი ისევ ისე ჩაფლავდება, როგორც შარშან. რეგულარულ ჯარს რაც შეეხება, ბევრი საერთოდ დაითხოვეს იქიდან, დაჟე ისეთებიც ვიცი ვინც ერაყში მსახურობდა და კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. სამხედრო ტექნიკას რაც შეეხება, რომელიღაც უცხოურ გაზეთში იყო ამაზე საინტერესო სტატია. შენ თუ რამე სხვა ინფო გაქვს, დადე. -
ალასანიამ შეიძლება ოპოაქტივისტებს უშველოს
McLaren replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn მეც. ერთი წელი გავიდა შარშანდელი ომიდან და ქვეყნის თავდაცვის კუთხით არაფერი გაკეთებულა -
აგერ სააკაშვილი მობილიზაციას აცხადებს 8 აგვისტოს დილით: გამოცხადდა რეზერვისტთა საყოველთაო მობილიზაცია ეს უგულავა აცხადებს მორატორიუმს ქართული შენაერთები ცხინვალის 70%-ს აკონტროლებენ www.myvideo.ge -ზე იმ დროინდელი ვიდეოები რაც იყო, წაუშლიათ
-
DATA TUTASXIA გინდა სამშობლოს ღალატში დამდონ ბრალი?
-
თემურ იაკობაშვილი: "საქართველო რუსეთთან ომში
McLaren replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
და რათ უნდა ამას ბურჯანაძე. ორ მეზობელ ფორუმზე მოიძიეთ არქივი. თუ რუსთავი 2-ის არქივისთვის მიგიწვდებათ ხელი, იქაც ნახეთ ყურაშვილის, ლომაიას და იაკობაშვილის განცხადებები. იმ ღამეს კურიერიც და მოამბეც მოქმედი გრადების ფონზე გადიოდა. მაგ ბრძანებას კანტუზირებული ყურაშვილი რომ არ გასცემდა ფაქტია.
-
machkatela აი ამაში მე არ გეთანხმები. 15 ივნისს ზემოდან იყო გაცემული ბრძანება, რომ ამ დარბევის არც ერთი კადრი არ უნდა გადარჩენილიყო. ეს არ იყო რიგითი პოლიციელის ან ზონდერის გადაწყვეტილება.
-
გაიზარდა თუ არა ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობა
McLaren replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
machkatela კი მაგრამ მათი უსაფრთხოება ევაკუაციის დროს ვინ უნდა უზრუნველყოს? -
machkatela კამერა რომ უკავია ხელში, ე.ი. ოპერატორია ან ფოტო კორეპოდენტი. რას ნიშნავს შუბლზე არ ეწერა. გასაგებია, რომ პრესის და ინტერნეტ ტელევიზიების ჟურნალისტები ინსტრუქციებს არ იღებენ ხელისუფლებიდან. მაგრამ კამერების წართმევა და კადრების წაშლაც ზეწოლაა.
-
tb_parazitka 24 საათი? ობიექტურმა ჟურნალისტმა უნდა წეროს იმაზე რაც ქვეყანაში ხდება, და არა იმაზე რასაც უგულავა ეუბნება. ბოლო 2 წლის განმავლობაში რა დადებითი პოლიტიკური მოვლენები მოხდა საქართველოში? machkatela ხოო? 15 მაისს კამერები ვინ წაართვა იგივე ინტერნეტ ტელევიზიების და პრესის ჟურნალისტებს? ან IPN - ის კორესპონდენტი ვინ ცემა? ის რომ ზეწოლა ბევრად ნაკლებია ვიდრე ტელევიზიებში ეს სხვა ამბავია. ბოლოს და ბოლოს იმ ინტერნეტ ტელევიზიებს ის ხალხი უყურებს ვისაც შეხება აქვს ინტერნეტთან და ვინც ჭურში არ ზის. მაგრამ იმის თქმა რომ მათ თავისუფლად ეძლევათ მუშაობის საშუალება, ესეც არაა სიმართლე.
-
გაიზარდა თუ არა ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობა
McLaren replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn აბა ვის ფუნქციაში შედის?