Jump to content
Planeta.Ge

DATA TUTASXIA

პლანეტელი
  • პოსტები

    1.033
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი DATA TUTASXIA

  1. http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/156323-rogorc-chans-chvengan-ghiad-thu-shefarvith-sokhumisa-da-ckhinvalis-damoukideblobis-aghiarebas-ithkhoven.html როგორც ჩანს, ჩვენგან, ღიად თუ შეფარვით, სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვენ 10:07 11-01-2011 როგორც ჩანს, ჩვენგან, ღიად თუ შეფარვით, სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვენ რუსულ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივებზე, მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგის დაწყების სავარაუდო სცენარებზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა _ ბატონო სოსო, გასული წლის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა _ "რუსეთთან დიალოგის გარეშე არაფერი გადაწყდება". ქართულმა მხარემ რუსეთთან ურთიერთობის გარკვეული ფორმულა რომ უნდა შეიმუშაოს, ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ როგორი უნდა იყო ეს ფორმულა, ამ თემაზე პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში არა მარტო დიამეტრულად განსხვავებული მიდგომები არსებობს, არამედ ხშირ შემთხვევაში - ურთიერთგამომრიცხავიც. ორ ქვეყანას შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან საუბარს არ აპირებს; ასეთ ვითარებაში მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებების დაწყების რა პერსპექტივა არსებობს და არსებული რეალიების გათვალისწინებით როგორია საერთაშორისო პრაქტიკა? _ რასაკვირველია, დიალოგი რუსეთთან აუცილებელია, ეს აქსიომაა, მაგრამ, როცა კონკრეტიკისკენ მივდივართ, მერე გვხვდება გადაულახავი ან ძალიან ძნელად გადასალახავი ბარიერები. გასაგებია, რომ დიალოგი უპირობოდ უნდა დაიწყოს, მაგრამ დიალოგის ფორმატი დღის წესრიგის გარეშე, ძველი რომაელებიდან მოყოლებული, დღემდე არავის არ გამოუგონია. თუ ორი მხარე წინასწარ არ შეთანხმდა, რაზე იმსჯელებენ, დიალოგის დაწყება წარმოუდგენელია. ეს არ გახლავთ პირობა, ეს დიალოგის დაწყების წესია. რუსეთი საქართველოსთან დიალოგის დაწყების პირობად ახალი რეალიების გათვალისწინებას მოითხოვს. თუ რას ნიშნავს რუსეთისათვის ახალი რეალობა, ჩვენთან უკვე მეოთხე კლასელებმაც იციან. მოსკოვი აცხადებს, რომ სოხუმი და ცხინვალი დამოუკიდებელია და თბილისისაგან ომის შედეგების აღიარებას ითხოვს. ასეთ ვითარებაში ჩვენ რაზე უნდა ვილაპარაკოთ? იმაზე, რომ გვაქვს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება? საერთაშორისო სამართლის პრაქტიკით ჩვენ დღეს რუსეთთან თეორიულად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით ისევე, როგორც რუსეთი იაპონიასთან იმყოფება საომარ მდგომარეობაში. რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ზავი არ არის დადებული. იაპონია რუსეთისგან დღემდე თხოულობს კუნძულების - უტურუპის, კუნაშირისა და ჰაბომაის გადაცემას, რუსეთი კი კატეგორიული წინააღმდეგია. პრეზიდენტი მედვედევი კუნძულ კუნაშირზეც კი ჩავიდა. იაპონია ერთ სერიოზულ დათმობაზე წავიდა - ტოკიოს მოსკოვთან სამშვიდობო ხელშეკრულება არა აქვს გაფორმებული, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს ნონსენსია. _ ჩვენ შეიძლება ამ გზით ვიაროთ? _ ამ თემაზე ჩემთან აკადემიაში მოსული იაპონიის ელჩი მესაუბრა და დელიკატურად მისაყვედურა, რომ ჩვენ რუსეთთან მიმართებაში იაპონიის მაგალითს არ ვიყენებთ, ანუ არ ვამყარებთ რუსეთთან დიპლომატიურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, იმავდროულად არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. იაპონიას შეუძლია, თავს მისცეს ასეთი ფუფუნების უფლება, ვინაიდან იაპონიისათვის კუნძულები უტურუპი და კუნაშირი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ჩვენთვის - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამიტომ, აქ პარალელების გავლება უადგილო და არაადეკვატურია. ჩემი არგუმენტი იაპონიის ელჩს ვუთხარი და დამეთანხმა. არის საკითხები, რომლებშიც ჩვენ რუსეთთან ვერასდროს ვერ შევთანხმდებით. საქართველოს ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ დათანხმდება, რომ რუსეთს საქართველოში სამი ელჩი, ერთი თბილისში და კიდევ თითო-თითო სოხუმსა და ცხინვალში ჰყავდეს. ეს გამორიცხულია. ვთქვათ, რუსეთმა გახსნა საზღვრები და რუსეთის ბაზარზე დაუშვა ჩვენი პროდუქტები, მაგრამ რისთვის? ჩემი აზრით, დღეს რუსეთთან მიმართებაში უნიკალური სიტუაცია და უკანასკნელი ბერკეტი გვაქვს. ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთისათვის ჩვენი თანხმობის მიცემა-არმიცემაა. აშშ-ს ექსსახელმწიფო მდივნებს, კისინჯერსა და ბეიკერს რუსეთში კონსალტინგური კომპანიები, ანუ ბიზნესი აქვთ. ამას წინათ, კისინჯერის სამსახურის ერთ-ერთი ექსპერტმა პირდაპირ განაცხადა _ საქართველოს არავინ არაფერს ეკითხება და ჩვენ თბილისს არ მივცემთ უფლებას, რუსეთთან დაწყებული თამაში გაგვიფუჭოსო. რუსეთში ამერიკული კონსალტინგური კომპანიების საშუალებით იშოვეს პირველი დიდი ფული ნოღაიდელმა და ქავთარაძემ. შემდეგ მათ თავისი კომპანიები ცოლებზე გადააფორმეს. ამიტომ, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ჩვენი თანხმობის სანაცვლოდ საზღვრების გახსნაზე, ფრენების სრულფასოვნად აღდგენაზე, ჩვენი მოქალქეებისთვის რუსეთში ბიზნესის სფეროში უპირატესი ხელშეწყობის მსგავს თემებზე. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ჩვენს ქართულ დიპლომატიას ბოლო 10 წელი წარმატებები ნამდვილად ჰქონდა. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დააკანონა ტერმინი "ოკუპაცია". ეს არ იყო უბრალო საქმე და მივიჩნევ, რომ ამას ხელი შეუწყო, როგორც პრეზიდენტის ვიზიტებმა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ისე - ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერამ. მაგრამ რუსულ-ქართული ურთიერთობის თემაზე საუბრისას საგარეო პოლიტიკაში დელიკატური სიტუაცია იქმნება. ერთი მხრივ, ჩვენი კურსი რუსეთის, როგორც აგრესორის ლუსტრაცია და ისაა, რომ რუსეთი ემუქრება საქართველოს. საქართველოს დედაქალაქიდან არც ისე შორს, რუსული ქვემეხების გარდა, "სმერჩები" დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ახალი აგრესია გამორიცხული არ არის. ჩვენ დიდ ნაკლად ის მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით ერთი მხრივ ჩვენსა და, მეორე მხრივ, რუსული მხარის კომპრომისებზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივაზე ღია დისკუსიები უნდა იმართებოდეს. ამ თემაზე აკადემიურ წრეებში უნდა მიდიოდეს მსჯელობა და კამათი. საგარეო პოლიტიკაზე ერთი ჟურნალიც არ გამოდის, რომლის ფურცლებზეც შესაძლებელი იქნებოდა ამ თემებზე მეცნიერთა აზრების შეჯერება. _ ბატონო სოსო, თუ შეიძლება, ასე დავსვამ კითხვას _ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენაზე მსჯელობისას თუ არის შესაძლებელი იმის განსაზღვრა, სად გადის ქართული მხარის კომპრომისების ზღვარი, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა შეიძლება და რა არ შეიძლება? არავინ დაობს, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა საქართველოსთვის ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ თბილისის მხრიდან მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენის მზაობას ხომ არ განიხილავს კრემლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წარმოქმნილ რეალობასთან შეგუებისკენ გადადგმულ ნაბიჯად? და კიდევ, თუ ვინიცობაა და თბილისი რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე წავიდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში ქართული მხარის პრინციპული პოზიცია როგორ უნდა დაფიქსირდეს? _ წარმატებული შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი საგარეო-პოლიტიკური კურსი, რომელშიც გათვითცნობიერებულია საზოგადოება და მხარს უჭერს. თუ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს აკადემიური წრეები და პოლიტიკური კლასი მხარს არ უჭერენ და არ იცნობენ, ის წარმატებული ვერ იქნება. მე ვხედავ საფრთხეს, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ცოტა არ იყოს კასტურ ორგანიზაციად იქცევა. იგივე მინისტრი ვაშაძე საზოგადოების წინაშე არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ თბილისი რუსეთთან მიმართებაში რაღაც საკითხებში კომპრომისისთვის მზად არის, მაგრამ რიგ საკითხებში ბოლომდე პრინციპულ პოზიციას შეინარჩუნებს. მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ ჩვენ რუსეთთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ, საკმარისი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისი დათმობა შეგვიძლია და რისი - არა. ამაზე კი ღია მსჯელობა არ მიმდინარეობს. არადა, კომპრომისების გარეშე ნორმალური ურთიერთობების აღდგენა წარმოუდგენელია. ამაზე მსჯელობა არ უნდა იყოს მხოლოდ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში; ამ თემაზე იმ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ, ვინც რუსეთის თემა კარგად იცის და ექსპერტი გუშინ არ გამხდარა. ამ თემაზე იმათ უნდა ისაუბრონ, ვისაც ერთი წიგნი თუ არა, ერთი-ორი ღირებული მეცნიერული სტატია მაინც აქვს დაწერილი. _ ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მდგომარეობა მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად რეალისტურად გაიაზრებს დასავლეთი რუსეთში მიმდინარე პროცესებს და როგორ აისახება დასავლეთის მხრიდან რუსეთში მიმდინარე პროცესების რეალისტური აღქმა ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებზე... _ დასავლეთის მხრიდან რუსეთში მიმდინარე პროცესების ადეკვატურობას მე ვერ ვხედავ. თომას მანს ერთი ამერიკელი დიპლომატი ამშვიდებდა, _ თქვენ, ევროპელები პესიმიზმისკენ რომ გადაიხრებით და ცუდ ხასიათზე იქნებით, გაიხსენეთ, რომ აშშ თქვენს გვერდით დგასო. ამაზე, თომას მანმა უპასუხა _ ჩვენ პესიმისტები და ცუდ ხასიათზე მაშინ ვხდებით, როცა ვხვდებით, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით არ დგასო. როდესაც კისინჯერის კონსალტინგური კომპანიის ექპერტის დასკვნა წავიკითხე, სადაც საუბარია, რომ საქართველოს არავინ არ გააფუჭებინებს რუსეთთან წამოწყებულ თამაშს და ჩვენ საქართველოს ვაიძულებთ, თანხმობა განაცხადოს რუსეთის მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, მსგავსი განცხადებები ოპტიმიზმისტურ განწყობაზე ყოფნის საფუძველს არ ტოვებს. მესმის, აშშ-მ 17 წელი იწვალა, რომ რუსეთი როგორმე შეეთრიათ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და რუსეთიც მიდის გარკვეულ დათმობებზე; აშშ-ც თავის მხრივ მზად არის, გადახედოს სსრკ-სთან მიმართებაში ჯექსონ-ვენიკის ინიციატივით სენატის მიერ 1974 წელს მიღებულ კანონს. ამ კანონით, მოსკოვს ყოველწლიურად ისრაელში 60 ათასი ებრაელის გაშვება ევალებოდა და სსრკ-ს აშშ-სთან უპირატესი ვაჭრობის რეჟიმი ექნებოდა, მაგრამ, მაშინ სსრკ-მ ამაზე უარი თქვა. პრეზიდენტმა ობამამ მთელი თავისი საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას ყველა კვერცხი ერთ კალათაში ჩადო, რაც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამიტომ, სწორი არიან აშშ-ში საღად მოაზროვნე რეალისტები, რომლებსაც აშშ-ში პესიმისტებს უწოდებენ. მათი აზრით, დეკემბერში სენატის მიერ რუსეთთან სტრატეგიული იარაღის შემცირების ხელშეკრულების რატიფიცირება წამგებიანია. რუსეთი თავის სტრატეგიულ რაკეტებს იმის გამო მაინც შეამცირებდა, რომ მათი შენახვის ფული არა აქვს. რუსეთს ამ იარაღზე აშშ-სთან პარიტეტი უნდა ჰქონდეს, მაშინ როცა ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პოტენციალი იზრდება და ისინი არც ერთ ხელშეკრულებას არ ემორჩილებიან. და ეს მაშინ, როცა ბირთვული იარაღი დღეს თუ არა ხვალ, ირანსაც ექნება. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს პროგნოზი იმის თაობაზე, რომ 2011 წელს აშშ-ს ეკონომიკა კრიზისიდან გამოვა. ამერიკის ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკაზე სამჯერ მეტია. ამიტომ, მსოფლიო დღეს მაინც ერთპოლუსიანია. მრავალპოლუსიან მსოფლიოზე საუბარი ზღაპარია, თუნდაც იმიტომ, რომ დღეს აშშ-ს სამხედრო პოტენციალი და ეკონომიკა მთელი ევროპისა და ჩინეთის პოტენციალზე ორჯერ მეტია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება 2011 წელი. ჩვენ თუ რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემა გვაიძულეს, უნდა ვიცოდეთ, რას მივიღებთ სანაცვლოდ. მხოლოდ ცალმხრივი დათმობები დაუშვებელია. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ საქართველო აშშ-საგან ჯერჯერობით მხოლოდ დაპირებებს იღებს. ეს ეხება იმას, რომ საქართველოს ნატო-ში ადრე თუ გვიან მიიღებენ. 2008 წელს მიღებულმა 4-მილიარდიანმა დახმარებამ ფინანსური კრიზისი კი გადაგვატანინა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გარანტირებული არა ვართ, რომ პუტინს კიდევ რამე მოუვლის და რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახალ ომს არ დაიწყებს. ასეთ სიტუაციაში რა იქნება - ისევ ის, რაც იყო? ევროპას ჩვენთვის მოსაცემი ფული აღარ აქვს. ევროპამ და ნატო-მ რუსეთთან ურთიერთობები უკვე აღადგინეს. შექმნილი ვითარების არსი ასეთია, რა თქმა უნდა, თუ ის გაამართლებს: დასავლეთი ჩვენ გვეუბნება _ მე რუსეთს თანამშრომლობაში ჩავითრევ და მერე უფრო მეტი ბერკეტი მექნება რუსეთზე ზემოქმედების. ახლა საინტერესოა, აშშ-რუსეთისა და დასავლეთ-რუსეთის ურთიერთობებში ვის ექნება მეტი ბერკეტი? ევროპასა და ამერიკას რუსეთზე, თუ რუსეთს - ორივეზე? ეს რომ გაირკვევა, მერე შეიძლება საუბარი, თუ რა შეიძლება იყოს შემდგომ, ანუ უახლოეს მომავალში. _ ბატონო სოსო, მას შემდეგ, რაც კრემლმა პრაქტიკულად უპასუხოდ დატოვა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადება მოსკოვთან დიალოგის დაწყების შესახებ, ჩვენ ამ თემაზე არც ბრიუსელის, არც აშშ-ს და სხვათა შორის, არც იმავე ევროპარლამენტის გაცხადებული რეაქცია არ მოგვისმენია. სამწუხაროდ, ჟენევის ბოლო კონსულტაციებიდან დაბრუნებულ უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას ევროკავშირისა და გაერო-ს საგანგებო წარმომადგენლების "არასაკმარისად მტკიცე პოზიციების გამო" უკმაყოფილების გამოთქმა მოუწია. პარალელურად, "რესპუბლიკელი" კონგრესმენების წინააღმდეგობის მიუხედავად, აშშ-ს კონგრესმა სტრატეგიული შეტევითი შეიარღების შემცირების ხელშეკრულების რატიფიცირებით მოსკოვისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. პარიზმა მოსკოვს "მისტრალი" მიჰყიდა, ბერლინი და რომი რუსეთთან წარმატებით თანამშრომლობენ, დასავლეთი რუსეთში დემოკრატიის არარსებობაზე აშკარად თვალს ხუჭავს. ასეთ ფონზე, ხშირად გამოითქმის აზრი, რომ დასავლეთმა საქართველოსთან მიმართებაში თითქოს "ხელები დაიბანა" და საქართველოსადმი მისი მხარდაჭერა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. თქვენი აზრით, რამდენად მართებულია ამგვარი მტკიცება? _ არა, "ხელები არ დაუბანია". დასავლეთისთვის საქართველო კვლავ სტრატეგიულ რეგიონად რჩება. თუ ბუშის დროს წინა პლანზე საქართველო, კავკასია და დემოკრატიის გავრცელება იყო მთავარი, ახლა აშშ-სა და დასავლეთისათვის პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ დასავლეთისათვის რუსეთთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - თქვენს ხარჯზე. ჩვენ დასავლეთ-რუსეთის ურთიერთობის მაჯისცემაზე ხელი უნდა გვედოს და ვაკვირდებოდეთ, ჩვენს ხარჯზე ხომ არ ხდება მათ შორის ურთიერთობების დათბობა. ძალიან ცუდად მენიშნა ჟენევის კონსულტაციების მე-14 რაუნდის დასრულების შემდეგ გაერო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების მისამართით გამოთქმული გიგა ბოკერიას ღია საყვედური. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბოკერიას საყვედურზე დასავლეთმა იგნორირება გააკეთა. მე არსად და არავისაგან არ მსმენია, რომ ბოკერიას განცხადება ვთქვათ, გადაჭარბებულად კრიტიკული იყო, საქართველო დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია და დასავლეთი თბილისისათვის მნიშვნელოვან საკითხებში პრინციპული იქნება. ჟენევის ბოლო კონსულტაციებზე მიღებულ კომუნიკეში მთავარი ის იყო, რასაც ყურადღება არავინ მიაქცია და იგი ჩვენთვის ძალიან ცუდია. მასში სიტყვა-სიტყვით წერია _ მხარეები შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით და ახალი რეალობის შესახებ რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე, სამშვიდობო პროცესის წინსვლა შეუძლებელია. ეს ნიშნავს, თითქოს ჩვენ დავთანხმდით, რომ ჩვენი მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის აღიარების გარეშე შეუძლებელია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო პროცესის წინსვლა. ჟენევაში გამართული კონსულტაციები მანამდეც უშედეგოდ სრულდებოდა, მაგრამ გიგა ბოკერიას გაერო-სა და ევროკავშირის მისამართით ღია პრეტენზია მანამდე არ გამოუთქვამს. როგორც ჩანს, ჩვენგან ღიად თუ შეფარვით, სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვენ. ამ თემაზე ჩვენთან არავინ საუბრობს და ისე იქცევიან, როგორც - პარტიზანი დაკითხვაზე. ის რომ, ამ თემაზე საგარეო სამინიტროს რამე განცხადება არ გაუკეთებია, ძალიან ცუდად მენიშნა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ დასავლეთს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაში მართლაც რაღაც თამაშს ვუფუჭებთ. დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა ის გახლავთ, რომ კიდევ ჰგონიათ, თითქოს მედვედევი პუტინისაგან განსხვავდება. მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი 2012 წელს ხელმეორედ გახდება. დასავლეთისთვის ალბათ მედვედევი სჯობია, მაგრამ ასე იქნება კი? თვით ბზეჟინსკიმაც კი, რომელიც პოლონელი არისტოკრატია და რუსეთმა აქცია აშშ-ში ლტოლვილად, მიუნხენის კონფერენციაზე მედვედევს ასეთი რამ უთხრა _ თქვენით აღფრთოვანებულია მთელი ამერიკა. ხადარკოვსკის სასამართლოზე ყველაფერი გაირკვა. მედვედევის განცხადებების მიუხედავად, ხადარკოვსკის მაინც უკანონო განაჩენი გამოუტანეს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დასავლეთმა საქართველოსთან მიმართებაში "ხელები დაიბანა". უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ ახლა მთავარი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების თემაა. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ დასავლეთ-რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე არ მოხდება, მაგრამ კონკრეტულად რას ნიშნავს ეს, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. დასავლეთი დღეს რუსეთზე ნებისმიერ რეალურ ზეწოლას გამორიცხავს. მხედველობაში არა მაქვს დოკუმენტებში ჩაწერილი ფრაზები, რომელიც რუსეთზე არანაირად არ მოქმედებს. რუსეთს დასავლეთის კრიტიკაზე და აზრზე 300 წელია, აქვს იმუნიტეტი გამომუშავებული. როცა მედვედევს ინდოეთში ვიზიტისას "ვიკილიქსთან" დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, მან პირდაპირ განაცხადა _ "мне плевать, что думают и говорят о нас на Западе. это всего лишь мнение". რუსეთის პრეზიდენტი რომ ამას იტყვის, ამის მერე, ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ არ დაინახო, - რუსეთი დემოკრატიისკენ არ მიდის და დასავლეთის რჩევებს დემონსტრაციულად არ ითვალისწინებს. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენთან რუსეთთან დიალოგის დაწყებისა და ურთიერთობების აღდგენის თემაზე ღია მსჯელობა არ მიმდინარეობს. ამ თემებზე საჯარო დისკუსია და მსჯელობა ტელევიზიებში ტელეშოუებში უნდა იყოს. ამ თემებზე ჩვენთან საზოგადოება "რუსთავი-2"-ზე, "იმედსა" და ასევე "კავკასიაზე" მხოლოდ ცალმხრივ მსჯელობას ისმენს. ამ დროს კი, სიმართლე სადღაც შუაშია. კობა ბენდელიანი "ინტერპრესნიუსი" ეხლა ამ კაცს არ უნდა აგინო? და მისნაირ შნირ ექსპერტებს კიდევ. არადა აქამდე იძახოდნენ არავითარი მოლაპარაკებაო. ალასანია დიალოგის მომხრე იყო და რუსეთის აგენტად შერაცხეს. ეხლა მიხვდნენ კონფრონტაცია კი არა დიალოგი ყოფილა საჭირო.
  2. გილოცავ.ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებ.
  3. წელს სახელმწიფომ 263 ობიექტი გაყიდა საქართველოში 2010 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 263 ობიექტი გაიყიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, წელს საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. ვერა ქობალიას განცხადებითვე, 2011 წლისათვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პრივატიზების პროცესის მეტი გამჭვირვალობა და ამ მიზნით ელექტრონული პრივატიზების სისტემის ამოქმედება იქნება. თუ წელს 263 ობიექტი გაიყიდა წარმოიდგინეთ რამდენია გაყიდული ნაცმოძის მართველობის პერიოდში. ეხლა რამდენი მილიარდია შემოსული ამ პრივატიზაციიდან. აქ ხომ მილიარდებზეა საუბარი და სად წავიდა მთელი ეს თანხა? რაც გაკეთდა ღირს იმდენი რა თანხებზეც არის საუბარი? maliari არ გეწყინოს მაგრამ სუფთა მალიარული პოსტია. :018:
  4. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 9379.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა თბილისი 18:00 - 30.12.10 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა45 ზომა: საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2010 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 9379.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან 3137.4 მლნ აშშ დოლარი იყო სამთავრობო სექტორის ვალი (33.4%), 889.3 მლნ აშშ დოლარი (9.5%) - ეროვნული ბანკის, 1444.7 მლნ აშშ დოლარი (15.4%) - საბანკო სექტორის, 1676.2 მლნ აშშ დოლარი (17.9%) - სხვა სექტორებისა და 2232.0 მლნ აშშ დოლარი (23.8%) - კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 94.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. 2010 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 663.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა; აქედან 274.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები. ეროვნული ბანკის საგარეო ვალის ზრდამ 36.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა კვარტლების მსგავსად, კვლავ გააგრძელა შემცირება საბანკო სექტორის უცხოურმა ვალდებულებებმა და დაიკლო 8.8 მლნ აშშ დოლარით. 297.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები, აქედან, 254.7 მლნ აშშ დოლარი საქართველოს რკინიგზის ევრობონდები იყო. საანგარიშო პერიოდში, ზრდა განიცადა უცხოურმა კომპანიათაშორისმა სესხებმა, სადაც, მატებამ 63.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საგარეო ვალდებულებების ზრდა დაფიქსირდა ძირითადად უცხოური ვალუტით. საანგარიშო კვარტლის განმავლობაში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობა 615.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსათვის 8903.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალი 48.4 მლნ აშშ დოლარი მატებით, 476.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. სამთავრობო სექტორის საგარეო ვალი ოპერაციული ცვლილების შედეგად 154.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილებით - 119.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2010 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები, როგორც უკვე აღინიშნა, 36.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, 44.3 მლნ აშშ დოლარი ზრდა, საკურსო ცვლილებების შედეგია, ხოლო ოპერაციული ცვლილებით კლებამ 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საბანკო სექტორში, საანგარიშო პერიოდში, გრძელვადიანი საგარეო ვალდებულებები 29.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. თუმცა ადგილი ჰქონდა საბანკო სექტორში არსებული მოკლევადიანი საგარეო ვალის ზრდას - 20.1 მლნ აშშ დოლარით. საკურსო ცვლილებების გამო, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა, 2010 წლის მესამე კვარტალში 8.5 მლნ აშშ დოლარით მოიმატა. სხვა სექტორების საგარეო ვალი, ოპერაციული ცვლილების შედეგად 252.4 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილებით - 36.8 მლნ აშშ დოლარი გაიზარდა. კომპანიათაშორის სესხები ოპერაციული ცვლილების შედეგად 42.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად 22.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. საანგარიშო კვარტლის განმავლობაში, კომპანიათაშორისი სესხები სხვა ცვლილებების გამო 0.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. მთლიანი საგარეო ვალის ზრდამ 2010 წლის მესამე კვარტალში ოპერაციული ცვლილებებით 424.3 მლნ აშშ დოლარი, საკურსო ცვლილებების შედეგად 231.4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სხვა ცვლილებებით 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამდენი ვალი + პრივატიზაციიდან შემოსული თანხები+ გრანტები სად მიდის და რაში იხარჯება ამდენი ფული?
  5. ioio მე ვერაფერი ვერ ვნახე და იქნებ გადმოაკოპირო. ისე ერთი მაინტერესებს სასულიერო პირს აქვს თუ არა უფლება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ან ხმის უფლება?
  6. ioio ანუ თქვენ გინდათ თქვათ ყველას აქვს უფლება აკეთოს პოლიტიკური განცხადება ეკლესიის გარდა? რატომ,რის საფუძველზე უკრძალავთ მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას?
  7. Saturn Saturn ვერც აგიკრძალავს ვინმე,მაგრამ ვერ ვიგებ ათეისტს რაში ანაღვლებს ეკლესიაში რაც ხდება? რაში გამოიხატება ფუნდამენტალიზმი? ეკლესია გირჩევს ეკლესიურად იცხოვრო და თუ არ გინდა ნება შენია. მე რაც მინახია და გამიგონია ყოველთვის რჩევებით შემოიფარგლება საპატრიარქო. ეხლა შენ მეტყვი ჯიპები და ფულიო,მაგრამ მე გეუბნები ვინმეს ძალით წაართვეს? შემოწირულობაა ყველგან ესე ხდება. არამგონია ამ აზრში ვინმე შეგეწინააღმდეგოს.მაგრამ ვერც შენ აუკრძალავ რომელიმე სასულიერო პირს ქონდეს და დაფიქსიროს თავისი აზრი რამე ფაქტთან დაკავშირებით. ისიც საზოგადოების ნაწილია. Nukriko შენ მე მგონი ალაგ-ალაგ აზროვნებ. რა შუაშია აქ თეიზმი? მე ვსაუბრობ ეკლესიისა და ათეისტებიუ ურთიერთობებზე. ეკლესია კი არა თქვენ მიგაჩნიათ მტრად
  8. Saturn სატურნ მთელი ეს ათეისტების "ჟრიამული" სწორედ ეკლესიაში არსებულ ვითომპრობლემებს უკავშირდება. კრიტიკა აბა რაზეა? ჰაბიტუსი არ მოგწონთ სასულიერო პირებისა თუ რაშია საქმე? თუ ათეისტი ხარ და არ გაინტერესებს შობა როდის უნდა ავღნიშნოთ,მაშინ წესით არც ეკლესიის შიდასაქმეები უნდა გაინტერესებდეს. თუ შიდასაქმეები არ გაინტერესებს მაშინ რატომ უნდა აკრიტიკო? ათეისტების უმრავლესობა მოწინააღმდეგედ მიიჩნევს ეკლესიას და ამიტომაც ხდება ის რაც ხდება.
  9. ჰოდა თუ არ გეხება დაანებე ეკლესიას თავი. ბოდიში მაგრამ სად ნახე ათეისტების მიერ დალაგებული ეკლესია? ბევრი წარუმატებელი და ამბიციური ადამიანი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ცდილობს სხვისი,უფრო წარმატებული ადამიანის ლანძღვით. არ მინდა ასეთ ადამიანად ჩაგთვალო,მაგრამ შენი პოსტები აქეთკენ მიბიძგებს.
  10. Nukriko როდის უნდა ვიზეიმოთ შობა-25 დეკემბერს თუ 7 იანვარს?
  11. პირიქით, დაზადნა კი არა მთელი გადატვირთვის მიზანიც სწორედ ეს იყო. სწორედ ამ ხელშეკრულების გამო დათბა ურთიერთობები და მიზანიც მიღწეულია.
  12. Saturn ანუ შენ ამბობ არ მიულოცია? თავს დადებ ამაზე?
  13. Saturn ეს წაიკითხე და ვინ ხვიხვინებს მიხვდები http://ghn.ge/news-30205.html ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. "ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურს არჩევნებში გამარჯვება ტელეფონით მიულოცეს ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ვენესუელის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა. ამას გარდა, არჩევნების შედეგებს დადებითად გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი. მან განაცხადა, რომ ბელორუსი რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი ქვეყანაა და არჩევნები მისი საშინაო საქმეა", _ იუწყება პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი.
  14. newstudio მიშას რას დაეძებ მთავარია Saturn-მა არ მიულოცოს :018: ]
×
×
  • შექმენი...