Jump to content
Planeta.Ge

DATA TUTASXIA

პლანეტელი
  • პოსტები

    1.033
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი DATA TUTASXIA

  1. http://www.commersant.ge/?id=2555 2011-07-01 11:07:25 სტროს კანის საქმე: მოახლე მუდმივად ცრუობდა RBC საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, დომინიკ სტროს-კანის წინააღმდეგ ნიუ-იორკის სასტუმრო Sofitel–ში მოახლის გაუპატიურების მცდელობის მუხლით აღძრული საქმე, ფაქტობრივად, გაიხსნა. პოლიციამ გაარკვია, რომ “დაზარალებული” დაკითხვებზე გამუდმებით ცრუობდა. სასტუმროს მოახლეს, 32 წლის გვინეელ ქალბატონს, სტოს-კანთან ინციდენტამდე, სატელეფონო საუბარი ჰქონდა უცნობ მამაკაცთან, რომელთანაც ამ საქმიდან მიღებულ სარგებელს განიხილავდა. პოლიციამ ეს ამერიკელი მამაკაცი უკვე დააკავა. აღმოჩნდა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, მას მოახლის ანგარიშზე რამდენიმე მსხვილი თანხა ჰქონდა გადარიცხული. გვინეელი ემიგრანტის ანგარიშზე პოლიციამ 100 ათასამდე დოლარი აღმოაჩინა. მოახლემ ტელეფონთან დაკავშირებითაც იცრუა, როცა განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი მობილური ჰქონდა, მაგრამ გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ ქალბატონი ყოველთვიურად ასობით დოლარს 5 ნომერზე ხარჯავდა. მისი ბიოგრაფიის შესასწავლისას პოლიციამ ბევრი საყურადღებო რამ შეიტყო. გამოძიებამ დაადასტურა, რომ მოახლეს სტროს-კანთან სექსუალური კონტაქტი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ამ უკანასკნელს მასზე ძალა არ უხმარია. საინტერესო კი ისაა, რომ პრესაში ეს ინფორმაცია მხოლოდ სავალუტო ფონდის ახალ ხელმძღვანელად საფრანგეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კრისტინ ლაგარდის დანიშვნის შემდეგ გამოქვეყნდა.
  2. გოლოცავ ლიც. ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებ.
  3. გეთანხმები. მაგრამ ერთი რაღაცა ვერ გავიგე-ჩვენი შეხსენება რაში სჭირდება ოპოზიციას თვითონ ვერ ხვდებიან ან ვერ ხედავენ რომ ხორცი ხელოვნურად გააძვირეს? ან საწვავის ფასები ხელოვნურად რომაა გაბერილი? ან შრომის კანონმდებლობის შეცვლა მოითხოვონ,რომელიც ფაქტიურად ფეოდალურ ურთიერთობებს აყალიბებს დამსაქმებელ-დასაქმებულს შორის. ან კიდევ პენსიების გაზრდა მოითხოვონ საარსებო მინიმუმამდე მაინც. აი ასეთ თემებზე უნდა მოხდეს თემატური გაერთიანება და რაღაც ხელშესახები შედეგების დადება.
  4. მაია2011 ბიომეტრიის ეფექტურობაზე ვერაფერს ვერ გეტყვით,მაგრამ თავისუფალი მედიის შესაძლებლობები ჯეროვნად არ აქვს შეფასებული ოპოზიციას. სწორედ ეს უკანასკნელი ქმნის საზოგადოებრივ აზრს,ამიტომაც ეძახიან მედიას მეოთხე ხელისუფლებას-საკანონმდებლო,აღმასრულებელ,სასამართლო ხელისუფლების შემდეგ,სწორედ მასმედიას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე.. თქვენ როგორ ფიქრობთ,რატომ უცვლიდა ხელისუფლება პატარკაციშვილს ტელეიმედს რკინიგზაზე? ან რატომ აახიეს ბადრის ტელევიზია? იმიტომ რომ თავისუფალი,არაკონტროლირებადი ტელევიზიების პირობებში ძნელია ხალხის მოტყუება.
  5. SSDK მოდი ამ ჯერზე გავატარებ. :TAT: ეს ფიქრებია ხმამაღლა თუ რა არის ვერ ვიგებ? ეს არის დემაგოგია. მე არ ვამბობ მიშა გადადექი თქო, იმიტომ რომ არ გადადგება თანაც არასერიოზულია. როცა ღლაბუცზე საუბრობ კარგად დაფიქრდი არც მიცნობ და არც გიცნობ. ან სად ნახე ჩემს პოსტებში ღლაბუცი. დავაკონკრეტე რაც უნდა გააკეთონ კარგად წაიკიტხე და მერე ილაპარაკე. და საერთოდ მორჩი დიდაქტიკას. გასაგებლარიენ? კორექტულად
  6. SSDK და რა მედიის თავისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება არ არის? ყველა ამახვილებს ყურადღებას და არაფერს არ აკეთებენ ფაქტია. კომენტარის გარეშე :givi: რაღაც მეეჭვება მოლაპარაკებით დათმოს პალიკო კუბლაშვილმა 1 არხის საეთერო დრო. რვიანში შემავალ პარტიებს ჩემი დახმარება სჭირდებათ ამ მიმართულებით კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
  7. ძუკუ მიშას ნება რომ იყოს იმ მეორე არხსაც არ დაგითმობს. უნდა მოსთხოვო. აქცია უნდა მოაწყო და დაათმობინო. ამის მიღწევა უფრო ადვილია ვიდრე მიშას გადადგომა.
  8. რაიონებში მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობამ თუ იცის რაც მოხდა 26 მაისს. და ეს ტელევიზიმ თუ არ აჩვენა ვერასდროს ვერ გაიგებენ.
  9. SSDK მე ვფიქრობ ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის ყველაზე მომგებიანია საზმაუზე ოპოზიციური ორსააათიანი საეთერო დროის მითხოვნა.არ ვიცი ვინ იქნება წამყვანი,მაგრამ ერთი კარგი პოლიტიკური თოქშოუს გაკეთება კი შეიძლებოდა. ან შეიძლება ნანა ლეჟავას ფილმების ჩვენება. ძუკუ ეს ხომ ხალხმა უნდა გაიგოს რომ არ არიან ჩუმად? რაიონებშიც უნდა ისმოდეს მაგათი ხმა და როგორ? ხალხთან სალაპარაკო დრო უნდა მოითხოვონ საზმაუზე.
  10. SSDK ადმინისტრაციულ რესურსს ყოველთვის გამოიყენებს ხელისუფლება. თან თანხებსაც დახარჯავს დეკლარირებულზე ბევრად მეტს. დამიჯერეთ ეს ძალიან ძნელი გასაკონტროლებელია ასეთი სასამართლოს და პოლიციის პირობებში. მთავარია რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივიდეს ხმის მისაცემად. აი ამას კი არებული საინფორმაციო არხების პირობებში ვერ მოახერხებს ოპოზიცია. ოპოზიციამ ხალხს უნდა დაუმტკიცოს,აუხსნას რატომ არის ხელისუფლება ცუდი და თვითონ უნდა შესთავაზოს საკუთარი თავი. ამას კი ტელევიზიის გარეშე ვერ მოახერხებს. დამიჯერეთ რუსთავი2 გარეშე ვარდების რევოლუცია არ მოხდებოდა. იმედის გარეშე 7 ნოემბერი არ იქნებოდა.
  11. Siknadmo ამაზე ერთი ანეკდოტი მახსენდება-სომხებს რომ ქართველობას აძლევენ თუ მტკვარს გადაცურავენ. ჰოდა ერთი გადმოცურავს და მეორეს კი ცოტა დააკლდება ნაპირამდე და პირველს ეხვეწება- ტიგრანჯან მიშველე ვიღრჩობიო. ეს უკანასკნელი კი-წადი შენი სომეხი დედაცო. ჰოდა იმის თქმა მინდა რომა აი ამ უკანასკნელის შტამომავალია მიშიკო.
  12. babuagiorgi ბაბუ აქ დემოკრატიულობაზე არ არის საქმე, უბრალოდ რა კანონიც არ უნდა მიიღო მაინც დაარღვევენ. არჩევნებში მთავარია აღებული ხმები და მაგათი დაცვა. ხმები რომ მიიღო ეს ნიშნავს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო უბანში და ხმა მისცეს ოპოკანდიდატს. რეგიონებში საშინელი მდგომარეეობაა, ხალხს რომ ელაპარაკები გეგონება ზაალ უდუმაშვილი გელაპარაკება. თან მოსახლეობის შედარებით ინტელექტუალური ნაწილი გასულია რეგიონებიდან და რიგით ხელისუფლების ავანტიურისტ აგიტატორებს უადვილდებათ ხალხის მოტყუება. რეგიონები კი ნაცების საარჩევნო "ბეღელია".
  13. babuagiorgi ეს შეზღუდვები ისედაც მოქმედია დღევანდელი კანონმდებლობით მაგრამ ვინ ასრულებს? მე ვფიქრობ ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის ყველაზე მომგებიანია საზმაუზე ოპოზიციური ორსააათიანი საეთერო დროის მითხოვნა. არ ვიცი ვინ იქნება წამყვანი,მაგრამ ერთი კარგი პოლიტიკური თოქშოუს გაკეთება კი შეიძლებოდა. ან შეიძლება ნანა ლეჟავას ფილმების ჩვენება. ბოლის დაბოლოს ხალხმა უდა იცოდეს სიმართლე ამ სიმართლეს კი უდუმაშვილი და ჯოჯუა არ ეტყვის ხალხს. ამისთვის ღირს აქციების გამართვა.
  14. http://www.commersant.ge/?id=2187 2011-06-16 09:24:51 ივლისიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა ძვირდება „თბილ ლაინი“: მძღოლების 90 პროცენტი თანახმაა, ჩვენი პირობები მიიღოს Commersant.ge ივლისიდან სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა გაძვირდება. ამის შესახებ მძღოლების გარდა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელიც აცხადებს. შეგახსენებთ: შპს „თბილ ლაინს“ ახალი სამარშრუტო ტაქსები შემოჰყავს და ისინი დედაქალაქში ივლისის პირველი ნახევრიდან გამოჩნდება. „თბილ ლაინი“ ფიზიკურ პირებთან, რომლებიც გადამხდელად არიან დარეგისტრირებული, იწყებს საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებას. ხელშეკრულების პირობებიდან ირკვევა, რომ მეიჯარე მოიჯარესგან გარკვეული გადასახადის გადახდას ითხოვს. მძღოლების ინფორმაციით, შედეგად მგზავრობის ღირებულება 80 თეთრი გახდება. იმას, რომ მგზავრობის ტარიფი მოიმატებს, „თბილ ლაინშიც“ ადასტურებენ, თუმცა რა ეღირება მგზავრობა, ვერ აკონკრეტებენ. როგორც ცნობილი გახდა, საიჯარო გადასახადი შედგება მარშრუტზე მოძრაობის ღირებულების – საგზურის (10 ლარი) და ყოველთვიური საიჯარო ქირისგან. საიჯარო ქირის გადახდა ყოველდღიურად მოხდება და მისი რაოდენობა 18 ევროს შეადგენს (ექვივალენტი ლარში). ამასთან, მოიჯარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად მეიჯარის (შპს „თბილ ლაინი“) საბანკო ანგარიშზე 500 ევროს წინასწარ გადაიხდის. მოიჯარე მხოლოდ 7 წლიანი საიჯარო ურთიერთობის გასვლის შემდეგ ხდება მიკროავტობუსის მესაკუთრე. ამის შემდეგ ის მხოლოდ მარშრუტზე მოძრაობის ღირებულებას (საგზური) გადაიხდის. მძღოლი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს მანქანას საწვავით, ვალდებულია მანქანის მცირე დაზიანებების აღმოფხვრაზე თავად იზრუნოს, კომპანია მხოლოდ ძრავის, სიჩქარის გადაცემათა კოლოფისა და ე.წ. ხიდის დაზიანების შეკეთებაზე იღებს ვალდებულებას. მძღოლებს კი მიაჩნიათ, რომ ასეთი გადასახადების პირობებში მოგება, ფაქტობრივად, არ ექნებათ, თანაც დეპოზიტზე შესატანი 500 ევრო მათთვის ძნელი გადასახდელია. „თბილ ლაინის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე commersant.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მძღოლების 90 პროცენტი თანახმაა ეს პირობები მიიღოს და მომავალი კვირიდან მათთან ხელშეკრულების გაფორმებაც დაიწყება, ამასთან, ასანიძე განმარტავს, რომ მიუხედავად ყოველდღიური გადასახადისა, მძღოლს დღეში სუფთა მოგება ხელზე 40 ლარი დარჩება, რაც აქამდე არ იყო. „რაც შეეხება დეპოზიტზე შესატან 500 ევროს, ეს არის ჩვენთვის საგარანტიო თანხა, რომ მძღოლი მანქანას გაუფრთხილდება. თანაც მათ ეს თანხა არ ეკარგებათ და შვიდი წლის გასვლის შემდეგ უკან დაუბრუნდებათ. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ტარიფს ჩვენ ვადგენთ. ის სავარაუდოდ მოიმატებს, რადგან ტარიფში ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი როგორც ამორტიზების, ისე სხვადასხვა ხარჯები. ამის მიუხედავად, კონსულტაციები გვაქვს მერიასთან და მას შემდეგ, რაც დედაქალაქში ყველა მანქანა ჩამოვა და ხელშეკრულებები გაფორმდება, ტარიფიც გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ტარიფი მოიმატებს, მაგრამ რამდენით, ჯერ არ ვიცით“– ამბობს დავით ასანიძე.
  15. http://www.commersant.ge/?id=1878 2011-06-02 12:34:27 საქართველო რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას არ დაბლოკავს საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას არ დაბლოკავს. ამის შესახებ გავლენიანი სააგენტო „ტომსონ როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამავე ინფორმაციით, სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა უკვე დაიწყო შესაბამისი დოკუმენტების მომზადება იმ მიზნით, რათა რუსეთს ორგანიზაციაში მიღების შესახებ ოფიციალურად ეცნობოს. „ტომსონ როიტერის“ მტკიცებით, ყველა ფორმალური საკითხის მოგვარება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი განიხილეს რომში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა. ამ ინფორმაციას ქართული მხარის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს. სწორედ მიხეილ სააკაშვილის და ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ ამერიკა ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებში ჩარევას არ აპირებს და ამ კუთხით ზეწოლას არ მოახდენს. საქართველო რუსეთისთვის სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ერთადერთი დაბრკოლებაა. შეგახსენებთ: ქართულ–რუსული მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი ჩაიშალა. მიზეზად შუამავალი შვეიცარიის მიერ დასახელებული ტექნიკური საკითხები სახელდება.
  16. სპეცრაზმელებს აქციის დარბევისთვის ათასლარიანი პრემიები დაურიგეს 28/05/2011 13:39 darbeva4.jpg"სპეცრაზმის თანამშრომლებს პარლამენტის წინ გამართული აქციის დარბევის გამო პრემიები დაურიგეს",- ამის შესახებ "ტრიბუნა.ge"-ს სარწმუნო წყარომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცნობა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა მიტინგის დარბევაში ათას-ათასი ლარი დაიმსახურეს. პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია 25 მაისის გვიან ღამით სპეცრაზმმა დაარბია. მომიტინგეთა დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. სპეცრაზმმა მომიტინგეები ალყაში მოაქცია. ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები აქციის მონაწილეებს უმოწყალოდ სცემდნენ. აქციის დარბევის დროს დაშავდა ასობით ადამიანი. იყო მსხვერპლიც. გარდაცვლილთა რიცხვი დღემდე ზუსტდება. ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ მიიჩნევა დაკარგულად, მათ კვლავ ეძებენ ოჯახის წევრები და ახლობლები. http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=3133&Itemid=1
  17. GeoStream კაცო შენ ხომ რუსეთში ცხოვრობ და ნუთუ ვერ შენიშნე საქართველოსკენ მომავალი რუსული ტანკები. ჰო კიდე ნონა გაფრინდაშვილი და ლუკა კურტანიძე უნდა დახვდნენ საზღვარზე.
  18. Saturn რატომ უცნობიც ხომ მაგარი ნაცემია. ტელევიზორშიც გვანახეს.
  19. Saturn სატურნ შენ თუ გახსოვს ამერიკის რომელი სახელმწიფო მდივანი იყო მხედრიონის წევრი? ჯეიმს ბეიკერი
  20. http://ghn.ge/news-43450.html ნიკოლა სარკოზი: ბატონმა მედვედევმა თავისი სიტყვა შეასრულა - საქართველოში რუსული ჯარი არ დგას თბილისი 14:01 - 28.05.11 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა328 ზომა: საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პირველად აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი არ დგას. ეს განცხადება მან დოვილში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. "ახლა საქართველო მთლიანად თავისუფალია, ტანკები კი თბილისიდან 40 კილომეტრში იდგნენ. ბატონმა მედვედევმა თავისი სიტყვა შეასრულა", _ განაცხადა მან. აღსანიშნავია, რომ ნიკოლა სარკოზი ადრე აცხადებდა, რომ რუსეთმა "მედვედევ-სარკოზის" გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების უმრავლესობა უკვე შეასრულა. "მე ვუთხარი ბატონ მედვედევს, რომ რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებების უმრავლესობა უკვე შეასრულა", _ აცხადებდა სარკოზი 2008 წელს რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ და იქვე განმარტა, რომ საუბარი მიდის, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტაზე და თავისი არმიის გაყვანაზე.
×
×
  • შექმენი...