Jump to content
Planeta.Ge

DATA TUTASXIA

პლანეტელი
  • პოსტები

    1.033
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი DATA TUTASXIA

  1. Saturn არც გაიაფდება თუ მონოპოლიები ისევ იქნება. კონკურენცია არეგულირებს ფასებს.
  2. gendolf კი მაგრამ 2015 წელი აქვეა და რა ქალებმა ჯარგამოვლილი ახალშობილები გააჩინონ?
  3. ვაშაძე მიხვდა ალბათ,რომ ამერიკელებს გულზე არ ეხატებათ მისი წარსულის გამო და ამანაც ამიტომაც გაკრა კბილი.
  4. კარგით ეგრე იყოს, მაგრამ სატვირთო თვითმფრინავით დეპორტირებული ქართველის დანახვაზე წიოკი არ ატეხოთ მერე.
  5. T_A_T ფორუმ.გეს იუზერია ნიკით "ლეონიდე". ისე მაგარია პრესა.გე საკუთარ თავს ფორუმ .გე-ზე აპიარებს.
  6. nika3012 კარგით რა და ნუ გადაგვაყოლეთ ამ საქალწულე აპკს და ნუ გადავარდით მეორე უკიდურესობაში. გავიგეთ რომ აპკის სიმრთელით ქალის ვერ შეაფასებ,მაგრამ არც აპკდარღვეულთა გაიდეალება და ტრფიალი არ ვარგა.
  7. http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=12978&lang=geo ამერიკის ყოფილი მოქალაქე ჯეფრი სილვერმენი 22 თებერვალს თბილისში უკვე მეოთხედ სცემეს. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აცხადებს, ცემის ყველა ფაქტი მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სილვერმანის თქმით, მისი დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ორგანიზებულია. ჯეფრი სილვერმენი საქართველოში 1991 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობს, ჰყავს ქართველი მეუღლე და აქვს ძველი ქართული პასპორტი. როგორც თავად აცხადებს, საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობითაა დაკავებული და ძირითადად, იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ვაჭრობის ფაქტებს იძიებს. რამდენიმე წლის წინ იგი ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ-გაზეთის, humanrights.ge-ს ინგლისური ვერსიის რედაქტორი იყო. მისი ავტორობით ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული სტატიები მართლაც სიმწვავით და კრიტიკული პათოსით გამოირჩევა. წარმოშობით რაკი ამერიკელია, ჯეფრი სილვერმენი დახმარებას აშშ-ის საელჩოს სთხოვს და საყვედურსაც გამოთქვამს, რომ აქამდე საელჩო ვერაფრით დაეხმარა. „22 თებერვალს ღამის პირველ საათზე სასტიკად მცემეს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ იყო“, - აცხადებს ჯეფრი სილვერმენი ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას, - „პირველად როცა მცემეს, 47 ნაკერი მქონდა თვალთან. ამერიკის საელჩო მაშინაც არ დამეხმარა. არადა, საქართველოში ამერიკელს არავინ სცემს, თუ ეს ვიღაცას არ უნდა და ამის მოთხოვნა არ არის. ერთხელ წამიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვაჟა-ფშაველაზე, ე. წ. „მოდულის“ შენობაში. ხელებზე ბორკილები დამადეს, მცემეს და მითხრეს, რომ თუ ვინმეს ვეტყოდი ამის შესახებ, მომკლავდნენ. მე იქიდან ამერიკის საელჩოში მივედი და ნაიარევები ვაჩვენე. მათ კი მითხრეს, რომ ვერაფერს ხედავდნენ. მესამედ 2003 წელს იყო. ჩემი პრობლემები საქართველოში 2002-03 წლიდან დაიწყო, როცა პანკისის ხეობაზე გამოძიება დავიწყე. 2007 წლის 7 ნოემბერსაც მცემეს „იმედის“ ტელევიზიის წინ. ამ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანის უფლებები და სამართალი. დიქტატურაა ირგვლივ და ამას მხარს ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს. თუ არ შეიცვლება რამე, აქაც იგივე მოხდება, რაც ხდება ტუნისსა და ეგვიპტეში“. - იქნებ დეტალები გვითხრათ, რა მოხდა 22 თებერვალს. - რაც შეეხება ბოლო ფაქტს, 21 თებერვალს საღამოს ახვლედიანის (ყოფილი - პეროვსკაიას) ქუჩაზე ვიყავი მეგობართან ერთად. მცემეს გარეთ გამოსვლისას, დაახლოებით 01:00 საათზე. გავიღვიძე საავადმყოფოში. შემდეგ რაც გავიხსენე, იყო ის, რომ ვეგდე ქუჩაში. სხვა დეტალები არ მახსოვს. ეს რომ ერთხელ მომხდარიყო, შემთხვევითობას მივაწერდი, მაგრამ ეს უკვე მეოთხეჯერ ხდება ბოლო 7-8 წლის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ეს პირდაპირ უკავშირდება ჩემს საქმიანობას. - საავადმყოფოში ვინმემ გინახულათ? - არა, საავადმყოფოში არავინ მოსულა. მერე სახლიდან დავუკავშირდი ამერიკის საელჩოს და ვთხოვე, პოლიციასთან ერთად მოსულიყო და მივცემდი ინფორმაციას. პოლიცია მოვიდა და საქმე აღძრა. საელჩოდან არავინ მოსულა. - საერთოდ, ამერიკის საელჩოსგან რა პასუხი მიიღეთ? - ყოველთვის, როცა ამერიკის საელჩოს ვურეკავს, არასდროს მეხმარებიან. მათ 2004 წელს გააუქმეს ჩემი ამერიკული პასპორტი. თუ რატომ, ეს ცალკე ისტორიაა და ახლა ამას აღარ მოვყვები. - ბატონო ჯეფრი, რა მიზეზით გდევნიან, ხომ ვერ დაგვიკონკრეტებთ? - ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ერთი ის, რომ ახლახან ვიძიებდი ნარკოტიკებით ვაჭრობას საქართველოში, რომელსაც ჩემი აზრით, მთლიანად შსს და ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს. ტელეკომპანია „მაესტროშიც“ იყო რეპორტაჟი ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მე გამოვიკვლიე, როგორ აფინანსებს ამერიკის მთავრობა ნარკოტიკებით ვაჭრობას და ამაზე ინტერნეტშიც განვათავსე სტატია. უფრო ადრე მე ვიძიებდი სამეგრელოში, ხურჩაში მომხდარ ინციდენტს და ამაზე სტატიაც დავწერე. ახლა ამ ინციდენტზე არავინ ლაპარაკობს. ხურჩის ინციდენტი - ავტობუსის აფეთქება და სროლები - სინამდვილეში ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ და მხარს უჭერდა პოტომაკის ინსტიტუტი, რომელიც აშშ-ს „ბინძური საქმეებისა“ და დაზვერვის ოპერაციების კონტრაქტორია. თანაც იმ დროს იქ ადგილობრივ არჩევნებს აყალბებდნენ და ხალხს სცემდნენ. მოკლედ, მთავრობაზე მსგავს ინფორმაციებს ხშირად ვაქვეყნებ, ვწერ იმას, რისი მოსმენაც მთავრობას არ სურს. - ახლა რას აპირებთ? - ახლა რას გავაკეთებ არ ვიცი. ალბათ საუკეთესო გამოსავალი იქნება პოლიტიკური სტატუსის ძიება, რომ გარკვეული მტკიცებულებები წარვუდგინო სასამართლოს. მე ზუსტად ვიცი, რომ საქართველო ჩართულია იარაღით ვაჭრობის საკითხში. არ გამოვრიცხავ, ლტოლვილის სტატუსი მოვითხოვო და ევროპულ სასამართლოს ვთხოვო დამხარება. ვთხოვ ადამიანის უფლებათა ცენტრს, დაუკავშირდეს აშშ-ს საელჩოს, მოვიდნენ ჩემთან პოლიციასთან ერთად. << უკან დაბრუნება
  8. http://www.presage.tv/?m=blogs&BAID=7&BID=26 მე პოლიტიკაში არ ვერევი! (7 ნოემბერი... ჰუმანისტები... და პოლიციელი...) არ ვიცი, ზუსტად როდის გამოაქვეყნებს “პრესა.გე”-ს ადმინისტრაცია ამ ტექტს ჩემს ბლოგზე, მაგრამ ახლა, როდესაც მე ჩემი ბლოგისთვის მორიგი ტექსტის წერა დავიწყე, 6 ნოემბრის ღამეა... ანუ ხვალ 7 ნოემბერი თენდება... ახლა ამ ტექსტის სათაურს შეხედეთ კიდევ ერთხელ. ამ ტექსტს ეს სათაური იმიტომ დავარქვი, რომ ბოლო დროს, რაც ამ საიტზე ბლოგების წერა, ხოლო ერთ-ერთ გაზეთში “პოლიტიკური სატირის” გვერდის გამოქვეყნება დავიწყე, ადამიანთა გარკვეული კატეგორია ასეთი სიტყვებით მეხმაურება – “მიდი რა, შენი საქმე აკეთე, რა შენი საქმეა პოლიტიკაში ჩარევაო”... სწორედ ამის პასუხად მინდა, მხოლოდ ერთი რეალური ეპიზოდი გავიხსენო ჩემი ცხოვრებიდან. სულაც არ ვაპირებ სამი წლის წინანდელი გამაოგნებელი ამბების ან პოლიტიკურ, ან საზოგადოებრივ, ან სოციალურ, ან რაიმე სხვა ჭრილში განხილვას... მე უბრალოდ, ადამიანების შესახებ მოგიყვებით: 2007 წლის 7 ნოემბრის დილას და შემდეგ კიდევ მთელი დღის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს ტელევიზორში ვუყურე. ეს ტელევიზორი იმ ორგანიზაციაში იდგა, სადაც იმ დროისთვის მე ვმუშაობდი. იმ ორგანიზაციის იმ განყოფილებაში კი, ისეთი პროფესიის ადამიანები მუშაობდნენ, რომლებსაც, წესით, ჰუმანიზმის, სიკეთის, მშვიდობის ქადაგება უნდა ევალებოდეთ კიდეც და წესით, შინაგანადაც ასეთები უნდა იყვნენ... მოვლენები კი ასე განვითარდა: დილის, შემდეგ კი – შუადღის დარბევის მერე, გაოგნებული ვარ. ხმას ვერ ვიღებ. ვერაფრით წარმომედგინა რომ ქართველები ქართველებს ასეთი სისასტიკით დაუწყებდნენ ცემას... - აეგრე ბიჭებო! ჩახოცეთ! მოკალით! დაუტეხეთ ეგ რეგვენი თავები მაგათი დედა...- ეს ფრაზა იმ “ჰუმანურ” ორგანიზაციაში, იმ ოთახიდან მესმის, სადაც ტელევიზორი დგას. შევდივარ. ერთიანად მოზეიმე სახეები. ტელევიზორში კი დასისხლიანებული ხალხი ჩანს. რამდენიმემ ჩემი შესვლა შეამჩნია - ჰა, უტირეს დედა?! – მეუბნება ერთი. - რა გჭირთ, ბიჭო, ადამიანობა სულ დაკარგეთ? – მეტს ვერაფერს ვამბობ... საღამოა... ასეულობით სპეცრაზმელი “იმედის” შენობაში შეიჭრა... ვნერვიულობ... ხან ერთ ჩემს ნაცნობ “იმედელთან” ვცდილობ დარეკვას, ხან მეორესთან... (მოგვიანებით გავიგე, რომ მათთვის მობილურები ჩამოურთმევიათ). სახეზე ალბათ აშკარად მეტყობა უკიდურესი შეშფოთება თუ ბრაზი თუ გაოგნება... ჩემს ოთახში რიგრიგობით შემოდიან “ჰუმანური” პროფესიის მსახურები. მიყურებენ და ტექსტი თითქმის სიტყვა-სიტყვით ერთია: - კაი, შე ჩემა, რა დღეში ხარ! ისე უქნიათ, ნუ გამოუშვიათ ცოცხლები! ბოლო შემომსვლელთან ვეღარ ვითმენ... - ბიჭო, ამ ადამიანებთან ერთად გაიზარდე... ბოლო-ბოლო, “სკილზე” (განათების მოწყობილობაა) გახუხული პური გიჭამია მაგათთან ერთად და ჭაჭა დაგიყოლებია... მაგას როგორ ამბობ? - აუ, თუ ძმა ხარ, საერთოდ გირჩევ, ნაკლებად ჩაერიო პოლიტიკაში... მაგათმა რომ თავისი გაიტანონ, შენ ამხელა ფულს ვიღა გადაგიხდის, ამაზე არ გიფიქრია? აქ, მეკეტება... - დაახვიოს ყველამ და გაიკეთოს უკან ეგ დოლარები! (მგონი ძალიან ხმამაღლა ვამბობ ამას) რა პოლიტიკა, ბიჭო?! რომელ მიტინგზე მნახე სიტყვით გამოსული? მე ადამიანობაზე გელაპარაკებით თქვე ჩემისებო! თქვენ... აქ ვაპირებ ძალიან უცენზურო სიტყვები ვთქვა... მაგრამ მობილური რეკავს... ჩემი ძველი ძმაკაცის ნომერია... პოლიციის ოფიცერია ეს ჩემი ძმაკაცი და იმჟამად პატრულში მუშაობს... მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი 90-ანებში, პოლიციის ოფიცერი ვარ მეც... იქიდან ვიცნობთ ერთმანეთს... გული მიჩერდება... ახლა ეს დამიწყებს კიდევ – “ჰააა! დავახურეთ დედის რაღაცეები თავზე მაგ ახვრებს! აბა რა ეგონათ” – და ასეთებს... - ჰო... – უხალისოდ ვპასუხობ... ძალიან არ მინდა ვაგინო... - ბაკურ... ძმაო... ყველას ვურეკავ ვინც კი ახლოს მიცნობს და ვისი აზრიც ჩემს შესახებ მნიშვნელოვანია ჩემთვის... დღეს სასტიკად მრცხვენია რომ ქართველი პოლიციელი მქვია! – მესმის ყურმილიდან... არაფერი... ხმას ვეღარ ვიღებ... მხოლოდ ცრემლები... “ჰუმანური” პროფესიის კოლეგები გაკვირვებული მიყურებენ... ვერ მიმხვდარან ვინ დამირეკა და რა მითხრა... უხმოდ გავდივარ... რადიო “უცნობის” ოფისში საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს, ჩემს პირად ნაცნობებს ვხედავ. - ბიჭებო, ცოტა ხანს აქ ვიჯდები... ვეღარ ვძლებ იქ... - ყრუდ ვამბობ. იქ ვზივარ დაახლოებით ორი საათი. მერე შინ მივდივარ. ერთი თვეც არ არის გასული... მე იმ “ჰუმანური” პროფესიის კოლეგების ჯგუფიდან მივდივარ სამუდამოდ. ჩემი ძველი ძმაკაცი პოლიციიდან მიდის... მიხარია, რომ ყველას არ დაუკარგავს ადამიანობა... არც მას მერე გამოვსულვარ მიტინგებზე სიტყვით... არც მსურს გამოვიდე... ახლა კი, გთხოვთ, კიდევ ერთხელ წაიკითხოთ ამ ტექსტის სათაური და თუ რამე კომენტარის დაწერას აპირებთ, მხოლოდ ამის შემდეგ დაწეროთ! არ გაინტერესებთ სად მუშაობდა ბაკურ სვანიძე 2007 წლის 7 ნოემბერს? აჰა აქ იხილეთ საიტერესო ინტერვიუ ბაკურ სვანიძესთან. http://7days.ge/index2.php?newsid=1643 პროპაგანდის იარაღადქცეული, შესანახი ხალხი! პრესა-დაიჯესტი 3-06-2010, 16:02 ნინო მიქიაშვილი პროპაგანდის იარაღადქცეული, შესანახი ხალხი! იმაზე, თუ რატომ ხუმრობენ გადამეტებულად არატრადიციულ სექსზე, ქართველი იუმორისტები; როგორ იქცნენ ისინი “შესანახ ხალხად“; რა რეაქცია ჰქონდათ მათ 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაზე, “იმედში“ შეჭრაზე და იუმორში როგორ დააბრუნეს დრო უკან, პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა ბაკურ სვანიძეს, რომელიც 16 წელია ამ სფეროში მუშაობს. დროში უკან დავბრუნდით და საუბარი “ბუდარიათი“ დავიწყეთ, რომელიც “რუსთავი 2“-ზე “გაიღიმეთ, ფარული კამერაა“ სახელწოდებით გადიოდა. “ბუდარია“, რომ გამოჩნდა, კიდევ რა იუმორისტული გადაცემები გადიოდა ეთერში ბაკურ სვანიძე: ტელეკომპანია “იბერვიზიას“ ეთერში “ბუდარია“ პირველად 1994 წლის 23 მაისს გავიდა. მაშინ ჩვენი ძირითადი კონკურენტი - “პასეანსი“, ხალხში ძალიან პოპულარული გადაცემა იყო. ამასთან, “იბერვიზიაზე“ გადიოდა ორი იუმორისტული პროექტი - ერთს ერქვა “კაზუსები“; ცუდი პროექტი არ იყო, მაგრამ ხალხს არ დაამახსოვრდა; ამას აკეთებდა ლანა ბენდუქიძე; მეორე იყო “პარანოია“, რომელიც ხალხს უფრო ახსოვს; “პარანოიას“ შალვა რამიშვილი და შონზო, იგივე ზურა გაჩეჩილაძე აკეთებდნენ. მაშინ არც ერთი იუმორისტული გადაცემა არ იყო მხოლოდ ფარულ კამერებზე აგებული. ამ კუთხით პირველი “ბუდარია“ გახლდათ, რომლის სრულუფლებიანი ავტორები ვიყავით მე და ალეკო მალხაზიშვილი. ჩვენთან თანამშრომლობდნენ: ირაკლი საღინაძე, მიშა მშვილდაძე, ნიკა ქავთარაძე, დათო გოგიჩაიშვილი და სხვები. თვითონ სახელწოდება “ბუდარია“, რომლის ასოთაწყობა ძალიან ჟღერადია, პირადად ჩემი მოფიქრებულია - დედის მხარეს გურულები მყავს და გურული დიალექტით, ბუდარია ობობას ქსელს, აბლაბუდას ნიშნავს. როგორ აღმოჩნდა “ბუდარია“ ტელეკომპანია “რუსთავი 2’-ზე? – “ბუდარიამ“ იმოგზაურა - “იბერვიზია“ მოგვიანებით მეპატრონეს წაართვეს თუ საერთოდ დაიხურა, ზუსტად არ მახსოვს და ჩვენ მეორე არხზე გადავინაცვლეთ. რამდენიმე წლის შემდეგ ისიც დაიხურა და ტელეკომპანია “პირველი სტერეოს“ სტუდია “მაესტროს“ ეთერში გადავედით, რომელიც მაშინ ძალიან პოპულარული იყო; შემდეგ ტელეკომპანია “202“–ზე გადავინაცვლეთ. “ბუდარია“ “რუსთავი 2“-ზე “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გადავიდა. მაშინ ამ არხზე გასართობი გადაცემებიდან მხოლოდ ღამის შოუ გადიოდა, რომლის ავტორი და წამყვანი დათო გოგიჩაიშვილი იყო და ჩვენც ამავე “კანტორაში“ ჩაგვსვეს, დათო გოგიჩაიშვილი ითვლებოდა ჩვენს ხელმღვანელად, მაგრამ ჩვენს საქმიანობაში არ ერეოდა. “რუსთავი 2“-მა ჩვენი გადაცემისთვის სახელწოდების გადარქმევა მოითხოვა და “ბუდარიას“ დაერქვა – “გაიღიმეთ, ფარული კამერაა“. რომელიც დიდი ხანია ეთერში არ გადის, არც თქვენ ჩანხართ და ამ წუთას სად ხართ, რას საქმიანობთ - თქვენც საკრებულოს წევრი ხომ არ გახდით, ისევე როგორც მაგალითად, შონზო? – რა საკრებულო?! ღმერთმა დამიფაროს. “რუსთავი 2“-დან დათო გოგიჩაიშვილი, რამდენიმე ადამიანთან ერთად, რომ წავიდა (ეს მოხდა შიდა ინტრიგების გამო, რომელშიც მე არანაირად არ ჩავრეულვარ), მე პირველ არხზე, გასართობი შოუების მთავარ პროდიუსერად გადავედი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალეკო მალხაზიშვილმა და გოჩა თანდარაშვილმა დამირეკეს და მთხოვეს, რომ მათთან დავბრუნებულიყავი, მთავარ პროდიუსერად და დავბრუნდი. მაგ პერიოდიდან უკვე “კლაბ შოუ“ დაარსდა, შემდეგ ,“შაბათის შოუს“ სახელი გადაერქვა და “კომედი შოუ“ დაარქვეს. ისე მოხდა, რომ გარკვეული სხვა ტიპის, ჩემთვის მიუღებელი მორალური კრიტერიუმები ჩამოყალიბდა – მაშინ ქართულმა იუმორმა, “რუსთავი 2“-ზე, გარკვეული მიმართულებით დაიწყო სვლა; ვერ ავეწყვე და 2007 წლის ბოლოს “რუსთავი 2“-დან წამოვედი. რა ჰქვია მაგ მიმართულებას იუმორში? – ვისაც არ უნდა ეწყინოს, ჩემს მეგობრებს, თუ არამეგობრებს, პირადად მე ამას იუმორს ვერ დავარქმევ, ასეთი მიმართულება იუმორში არ არსებობს; იუმორში არის ტექსტობრივი იუმორი, გამომსახველობითი იუმორი, მაგრამ ეს არც ერთ კრიტერიუმში არ ჯდება. წამოსვლამდე თუ ელაპარაკებოდით თქვენს მეგობრებს, ამ პრობლემაზე? – რა თქმა უნდა, ღიად გამოვთქვამდი რომ რაღაცეები არ მომწონდა, განსაკუთრებით სექსზე გადამეტებული ხუმრობა. ამასთან, ხელისუფლებაში დავით აღმაშენებელიც, რომ გყავდეს, იუმორისტის უპირველესი დანიშნულება ხელისუფლების კრიტიკაა და არა ხოტბის შესხმა. ჯონდი ბაღათურიასა და შალვა ნათელაშვილზე გაუთევებელი შაყირი, ბოლობოლო სირცხვილია. ანუ პოლიტიზირებული გახდა მათი იუმორი?! – და თან სერიოზულად პოლიტიზირებული. 7 ნოემბრის დარბევა, რომ მოხდა, თქვენ მაშინ “რუსთავი 2“-ზე იყავით? – კი, იქ ვიყავი, “რუსთავი 2“-დან დეკემბერში წამოვედი. როგორ აისახა იუმორისტულ გადაცემებში ეს დარბევა – დაიგმო, თუ პირიქით? – რომელ დაგმობაზე მელაპარაკებით?! პირიქით, მოიწონეს და ჩემთვის ეს შოკი იყო. ხალხისთვის (ვისი მომხრეც არ უნდა იყოს) თავის გატეხვის და თავპირის დალეწვის თემაზე რომ იხუმრებ, ეს უკვე რბილად, რომ ვთქვათ, ცუდია, ტრაგედიაა. როგორი რეაქცია მოჰყვა ტელე–იმედში სპეცრაზმის შევარდნას? – ეს უკვე ორმაგი შოკი იყო. “უარესი ეკუთვნითო“, - რამდენიმე იუმორისტისგან ასეთი შეფასებებიც კი მოვისმინე, რამაც ძალიან გამაღიზიანა და ბუნებრივია, ეს ხმამაღლა გამოვხატე. ამის შემდეგ დაწერეთ განცხადება და წამოხვედით? – არა, განცხადება არ დამიწერია, უბრალოდ, წამოვედი და აღარ მივედი. ოღონდ ახლა მთლად ისე არ გამიგოთ, რომ მაინცდამაინც ამის გულისთვის წამოვედი. ჩემს შემთხვევაში მოხდა ის, რაც დღეს ხშირად ხდება - როცა ადამიანი მიუღებელი ხდება, პირდაპირ არ ეუბნებიან უკაცრავად და “დავაი“ აქედანო; ისეთ გარემოს უქმნიან, რომ ოსტატურად აიძულებენ თავად თქვას უარი სამსახურზე. გარკვეული დაპირისპირებების და რაღაც-რაღაცეების გამო, იძულებული გავხდი წამოვსულიყავი. ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ მე შესანახი ხალხის რიცხვში აღარ მოვიაზრებოდი. რას ნიშნავს “შესანახი ხალხი“? – ადამიანმა, რომლის გვარს ინტერვიუში ვერ დავასახელებ და რომელსაც ეხება ეთერში რა გადაცემა უნდა გავიდეს და რა არა, პირადად მე, გარკვეულ ტელე–პროდუქტებზე ასეთი რამ მითხრა - “აი, ეს და ეს არის იდიოტობა, არ ვარგა, სისულელე, საშინელებაა, მაგრამ მე ეს ხალხი უნდა შევინახო“. არ ჰკითხეთ რას ჰქვია უნდა შეინახო-თქო? – არა, რადგან ჩემთვის ეს სავსებით გასაგები იყო - დღეს ყველაფერი პროპაგანდის იარაღადაა ქცეული. მე მაგალითად ძალიან ახლო შეხებაში ვარ ლიტერატურასთან და ამ სფეროშიც (თანამედროვე თაობაში) იგივე ხდება - ზედაპირზე შესანახი პოეტები და მწერლები ტივტივებენ, რომლებიც პერიოდულად გამოდიან, რაღაც სისულელეებს ამბობენ, ისეთს, როგორიც დღევანდელ ხელისუფლებას აწყობს. თქვენი აზრით, კიდევ რა პრობლემაა ამ სფეროში, სექსზე გადამეტებული ხუმრობის და იუმორის პროპაგანდის იარაღად გამოყენების გარდა? – სექსზე შეიძლება იხუმრო, მაგრამ ხარისხიანად. უმთავრესი პრობლემა იუმორის უხარისხობაა. ვინ წერს იუმორისტული გადაცემების სცენარებს? – სცენარებს თვითონ წერენ, მაგრამ ნათლად არიან მიხვედრილები, მაგის გაგებინების ხერხები არსებობს, რომ თუ რაიმე ისეთს გაბედავენ, რაც “ზევით“ არ მოეწონებათ, დაკარგავენ ძალიან სერიოზულ ხელფასებს. მათი ადამიანურად მესმის, მაგრამ როცა შენ იუმორისტი ხარ, შენი ცხოვრება, მომავალი, არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, ვინ იქნება სათავეში. რატომ არის “რუსთავი 2“-ის გასართობ შოუებში ხშირი და მთავარი არატრადიციული სექსის თემა? – ეს გარკვეულწილად ხალხის ბრალიც არის და თან, ამაზე ხუმრობა ძალიან იოლია. მაგალითად, მიშა ანდღულაძე მისდევს სიკო ჭუმბურიძეს (იქ როგორც აქვთ ხოლმე როლები), გასაგებია რა მიზნით და ხალხი უკვე იცინის. წესით, ამაზე ხალხმა არ უნდა იცინოს. მაგრამ როგორც ვხედავ, ხალხი ნელ–ნელა ერკვევა და ასეთი დამახინჯებული იუმორი რეიტინგს კარგავს. თავის დროზე ჩვენ რომ “კავეენი“ დავიწყეთ, ფილარმონიაში სხვადასხვა ტიპის იუმორისტული კონცერტები ტარდებოდა და ერთადერთი სასაცილო ის იყო, რომ ვიღაც მსუქანი ჩაიხდიდა შარვალს და სცენაზე საცვლის ამარა დარბოდა, რაზეც მთელი დარბაზი სიცილით კვდებოდა. მერე ჩვენ ტექსტობრივი იუმორის შემოტანა დავიწყეთ - თსუ-ს “კავეენის“ ნაკრები სცენაზე ფაქტობრივად, არც ვინძრეოდით, არა თუ ვიხდიდით და დავრბოდით - ვიდექით, ვლაპარაკობდით და ამით ხალხს ვაცინებდით; მაშინ ხალხი მიხვდა, რომ ეს უფრო ღირებული პროდუქციაა, ვიდრე სცენაზე საცვლის ამარა სირბილი და დღეს, ამათმა ყველაფერი უკან დააბრუნეს. რა არის უკან დაბრუნების მიზეზი? – ვფიქრობ, ეს ტექსტობრივი იუმორის ვერწერის შედეგია, ალბათ ამ ადამიანებს კარგი ტექსტობრივი იუმორის შექმნა არ შეუძლიათ. საუკეთესო სცენარისტები - მწერალი იუმორისტები “რუსთავი 2“-დან “იმედზე“, დათო გოგიჩაიშვილის “კანტორაში“ გადავიდნენ. შემიძლია გოჩა კორხელაური და გიორგი ჯანელიძე დავასახელო. რატომ არ თქვით აქამდე ეს ყველაფერი? – 2007 წლის ბოლოდან მოყოლებული ყოველთვის ვამბობ, რომ იუმორის გაფუჭება ნელ–ნელა დაიწყო და რომ დღესდღეობით იუმორი საშინლადაა გაფუჭებული. ჟურნალისტებიდან თქვენ ხართ პირველი, ვინც ამის შესახებ ინტერვიუს ჩაწერა მთხოვა და უარი არ მითქვამს, ეგ არის და ეგ. “რა გჭირთ, მაგის დედა ვატირე? სულ გადაირიეთ, რა იდიოტობებს აკეთებთ?!“ – ქუჩაში ასეთი სიტყვებით მხვდებიან, 3-4 წლის უნახავი ახლობლები, რომლებსაც ისევ “რუსთავი 2“-ზე ვგონივარ. მათ ვუხსნი, რომ მე იქ აღარ ვარ. ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, თქვენი მეგობრები ალბათ იტყვიან, განაწყენებულია, მაღალი ხელფასი, რომ აღარ აქვს; ჩვენთან ერთად, 30 მაისს, “ეგზიტპოლების“ გამოცხადების შემდეგ სააკაშვილისა და უგულავას ზურგს უკან რომ არ იდგა და ტაშს არ უკრავდაო. – ახლა აღარ გავმეორდები და იმაზე ლაპარაკს აღარ მოვყვები, რომ იუმორისტი ხელისუფლების კრიტიკით უნდა იყოს დაკავებული და არა ხოტბის შესხმითა და ტაშისკვრით. რაც შეეხება ჩემს განაწყენებას - გააჩნია ვინ როგორ ჩათვლის, ამის საწინააღმდეგო მექანიზმი არ არსებობს; განაწყენებული ვარ თუ არა, მკითხველმა შეაფასოს. მე ვამბობ რომ დღეს ქართული იუმორი არ ვარგა, თითქმის აყროლებულია, რაც ჩემთვის ძალიან გულსატკენია, თუნდაც იმიტომ რომ ამ სფეროში 16 წელია ვმუშაობ და ვაპირებ კიდევ ვიმუშაო. დღევანდელ ქართულ იუმორში ტექსტობრივი თითქმის აღარ არის, ყველაფერი ცუდი ფორმით გამოხატულ გამომსახველობით იუმორზეა გადასული; ვიღაცა აუცილებლად ჭყავის, ვიღაცა ბღავის, ვიღაც იჭყანება, ვიღაც ღრანჭს აქცევს - ამაზეა აგებული 15-წუთიანი “სკეტჩი“, რაც აშკარად დაბალი ხარისხის იუმორია. “რუსთავი 2“-ზე რომ ვმუშაობდი, მათ მაშინაც ვეუბნებოდი და ახლაც იგივეს გავიმეორებ, რომ ასე გაგრძელება, უპირველესად მათთვისაა დამღუპველი. 2013 წელს იქნება თუ 2033 წელს, რაღაც შეიცვლება და ასეთი სახელით ვერსად ვეღარაფერს გააკეთებენ. თქვენ რას საქმიანობთ ამჟამად? – პატარა ვიდეო-სტუდია მაქვს - “ბიეს სტუდია“ და ვაკეთებ არასაეთერო და საეთერო პროდუქციას, ვინ რას დამიკვეთავს, იმისდამიხედვით. გარკვეული პერიოდი “მზეზე“ მცირე ფორმატის იუმორისტულ შოუს ვაკეთებდით, ჩვენი ძველი მეგობრის, “ნიკორას“ დახმარებით; ვერ ვიტყვი რომ ეს იყო ძალიან ხარისხიანი, რადგან დაფინანსება მწირი გახლდათ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდით აქცენტი ტექსტობრივ იუმორზე ყოფილიყო. დღესდღეობით ამ ყველაფრის რეტროსპექტივა “პირველ სტერეოზე“ გადის (შაბათ–კვირას); თუ ვინმეს ეს ნანახი აქვს, ალბათ დამეთანხმება, რომ იქ ზედმეტი ჭყავილი, ბღავილი, მანჭვა და გრეხვა არ არის, აქცენტი ტექსტობრივ იუმორზეა. “პირველ სტერეოზე“ ასევე რეტროსპექტივით გადის „ფარული კამერა“, სადაც ასევე არ არის ზედმეტი მანჭვა–გრეხვა. ნუ რა ვიცი რა კომენტარი უნდა გააკეთო კაცმა. მაგრამ მინც დავწერ ერთ რამეს: -პადხალიმობისა და არაკაცობის ზეიმია დღეს საქართველოში.
  9. გილოცავთ ბატონო ძუკუ სიკეთეს და ბედნიერებას გისურვებთ.
  10. ძუკუ :givi: ისე ძუკუ ბატონო სულ მინდოდა მეკითხა და მერიდებასავით, ეგ ნიკი-ძუკუ რატომ აირჩიეთ? :018:
  11. newstudio ამ კონტექსტში საინტერესოა სხვა- ჩვენი გაბარიტების მქონე ქვეყნების პოზიცია. მიმოვიხედოთ ირგვლივ ყველა რაღაც სარგებელს ნახულობს და ჩვენ? ეხლა აღარ დავწერ ისედაც ყველამ იცის რაც მოვიგეთ. შუა აზიის ქვეყნებმა გვაჯობეს ჭკუაში.
  12. Saturn georgekh13 newstudio არც მე ვარ იზოლაციონიზმის მომხრე ,მაგრამ რაღაც საზღვარი ხომ უნდა არსებობდეს.
  13. newstudio ბოდიში მარა რა მაკეინის ან ამერიკის საქმეა აქ რა მოხდება? ნუ მე ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ მაქვს საუბარი,მაგრამ ამ მაკკეინს აშკარად ზედმეტი მოსდის. საქართველოს უყურებს როგორც იარაღს რუსეთთან საბრძოლველად.
  14. Achiko1972 სამაგიეროდ ამ განვითარებული ქვეყნების ვალი სხვასაც აქვს და ამიტომაც კიდიათ. სამაგიეროდ ჩვენი ვალი არავის აქვს ამიტომაცაა საგანგაშო.
  15. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=22681&ct=18 ნახევარი მილიარდი დოლარი წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემებს მოხმარდება საქართველოს ხელისუფლება ახალ საგარეო ვალს იღებს. აზიის განვითარების ბანკი ქვეყანას ნახევარ მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ნიკა გილაურის ინფორმაციით, თანხა წყალმომარაგების სისტემების და კანალიზაციის რეაბილიტაციას მოხმარდება. "აზიის განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და თანხის ხარჯვა მომავალი თვეებიდან დაიწყება," - განაცხადა პრემიერმა. პროექტი წელიწადნახევარში დასრულდება და საქართველოს ყველა დიდ ქალაქს, ასევე რაიონულ ცენტრს მოიცავს.
  16. პრეზიდენტთან კი არა მსოფლიო დონის აფერისტთან გვაქვს საქმე.
  17. ანუ რა გამოდის რუსეთიდან გამოგზავნილი ფული ხალხთან მიდის პირდაპირ,ხოლო ამერიკიდან ძირითადად მთავრობას და მის ჩინოვნიკებს უგზავნიან გრანტების სახით? :018:
  18. http://www.kvirispalitra.ge/politic/5693-mishas-aghmochenebi.html "ბათუმი ჩემი ვაჟიშვილი... უფრო ზუსტად, ქალიშვილია. ის ხომ გოგოა" :givi:
  19. nostradamusi აკონკაგუაზე კი არა ბიბლიოთეკებში არ დადის ხალხი ბუკლეტებისა და წიგნების წასაკითხად. :018:
  20. Jonathan livingston ესეც მოსანატრებელი გაგვიხდება ისე მიდის საქმე.
×
×
  • შექმენი...