Jump to content
Planeta.Ge

DATA TUTASXIA

პლანეტელი
  • პოსტები

    1.033
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი DATA TUTASXIA

  1. მაცი ოკუპანტეთში ცხოვრობ? აბა რანაირი აბრაგი ხარ შენ?
  2. SSDK უკაცრავად და თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით?
  3. Saturn და სასამართლო ვის გადაწყვეტილებას ასრულებს? :TAT:
  4. fashisti ნინო ბურჯანაძემ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა წარადგინა 16:52 01-08-2011 ნინო ბურჯანაძემ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა წარადგინა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიის წარმომადგენლებს დღეს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვა წარუდგინა , რომლის თანახმადაც, 26 მაისის ღამეს, ავტოკოლონის ადამიანთან ან რაიმე უცხო სხეულთან შეჯახება არ ფიქსირდება. დასკვნის თანახმად, პირველ ჩანაწერზე ფიქსირდება ექვსი ავტომობილისგან შემდგარი ავტოკოლონის მოძრაობა ღამის საათებში, ავტომობილების შეჯახება უცხო სხეულთან კადრში არ არის ასახული, ხოლო უცხო სხეული ფიქსირდება კოლონაში მომავალი მე-6 (ბოლო) მუქი (სავარაუდოდ შავი) ფერის ავტომობილის უკან თავისუფლების მოედნის დასაწყისში. მეორე ჩანაწერში ფიქსირდება ავტოკოლონის მოძრაობა, რომელსაც გვერდით მოჰყვება ადამიანების ჯგუფი. ავტომობილები მიემართებიან მათ წინ მდგარი ადამიანთა ჯგუფის მიმართულებით. ავტომობილების შეჯახება ადამიანთან ან რაიმე უცხო სხეულთან არ ფიქსირდება. კადრში დაფიქსირებულია ავტომობილის მკვეთრი აწევა და დაწევა სავალი ნაწილიდან, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რაიმე საგანზე გავლით. ეს ავტომობილი ექვსი ავტომობილისგან შემდგარ კოლონაში არის მეხუთე, ბოლოს წინა და არის ღია ფერის. ბურჯანაძის შეფასებით, ეს არის სკანდალური დასკვნა, რომელზედაც ხელისუფლებას, რომელმაც ის, თავის თანამოაზრეებთან ერთად, მკვლელობაში დაადანაშაულა, პასუხის გაცემა მოუწევს. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ინტერესდება, იმ ფონზე, როცა ხელისუფლებამ დააპატიმრა "სახალხო კრების", პირადად მისი და მისი ოჯახის ყველა მძღოლი, რატომ არ ეძებს მე-6 ავტომობილს, რომელსაც შს სამინისტროს მტკიცებით, ადამიანი უნდა გაეტანა და რომელიც კოლონას არ ეკუთვნებოდა. "იმიტომ ხომ არა, რომ ამ ავტომანქანაში მსხდარი ადამიანები შს სამინისტროს ოპერთანამშრომლები იყვნენ?", - აღნიშნა მან. ბურჯანაძის განცხადებით, ყველა პუნქტში, რომელიც მათ წინააღმდეგ ბრალდებას უკავშირდება, ხელისუფლება ტყუის. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მზადაა, დაეხმაროს გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს სიმართლის დადგენაში – თუ რა ვითარებაში დაიღუპა მათი ოჯახის წევრი. ამასთან, როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ექსპერტიზის დასკვნა რეაგირებისთვის საერთაშორიოს ორგანიზაციებს გადაეგზავნა. შს სამინისტრის ინფორმაციის თანახმად, 26 მაისის ღამეს, ბურჯანაძის ექსკორტმა პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა. შსს-მ ამ ფაქტის დასადასტურებლად ვიდეომასალა გაავრცელა. სწორედ ამ ვიდეომასალის საფუძველზე დაიდო ექსპერტიზის დასკვნა. ამ დროისთვის დაკავებულია ოთხი მძღოლი, აქედან ორს უკვე 4 წლით პატიმრობა და 5 წლით პირობითი პატიმრობა მიესაჯათ.
  5. babuagiorgi Siknadmo რა მაიტერესებს იცით, ნუ ეს გიჟია და არაპროგნოზირებადი"შეუიარაღებელი" თვალითახ კარგად სჩანს, მაგრამ ამ ამერიკელებმა ფსონი რატომ დადეს ასეთ ადამიანზე. ცნობილია,რომ სპეცსამსახურები და ფსიქოლოგები ადრევე სწავლობენ მათ პროტეჟეებს. ნუთუ ასეთი გიჟი აწყობდათ ოკიანისგაღმელებს,მითუმეტეს ქონდათ ალტერნატივა. ჩემის აზრით აწყობდათ
  6. ძუკუ ჰიბრიდებზე არ მაქვს საუბარი. ჰიბრიდი არ არის საშიში და აქამდეც ვიყენებდით. უბრალოდ ამ ქვეყანაში არ არსებობს გარანტი იმისა,რომ გენმოდიფიცირებული საქონელი არ შემოვა. კი გვეუბნებიან ჰიბრიდიაო,მაგრამ გენმოდიფიცირებული რომ იყოს თავდებში დაგვიდგება ვინმე? ან შეუძლია გამოკვლევა ვინმეს? ან თუ გვაქვს უხვმოსავლიანი სიმინდი რატომ გვტენიან ამ ახალ ამერიკულს სიმინდს? და რატომ გვხდიან ვიღაცაზე დამოკიდებულს? ხომ შეიძლება ეს მიმართულება სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე და ქართველი მეცნიერების მონაწილეობით შექმნას შესაბამისი ინსტიტუტები და გამოიყვანოს ახალი ჯიშები? ყოვლწლიურად რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარზეა საუბარი,რომელსაც ამერიკელებს უხდიან. გადაუხადონ ადგილობრივებს და არ იქნება საეჭვო ეს ყველაფერი.
  7. ძუკუ კი სიმინდზეა ლაპარაკი. ხორბლთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით,იმიტომ რომ არ ვიცი. აჰა ესეც საინტერესო სტატიაა საჭიროა თუ არა გენური ინჟინერიის პროდუქციის იმპორტი? Posted on June 3, 2010 by ekofact მსოფლიო ბაზარზე, გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტების ზრდის მიუხედავად, მომხმარებელი მათ მაინც ფრთხილად ეკიდება. 1990 წლების მიწურულს გმ მცენარეებისადმი წინააღმდეგობა ყველა კონტინენტზე გაიზარდა. ბევრმა ქვეყანამ იმ სასურსათო დახმარებაზე, რომელიც გმ საკვებს შეიცავდა უარი თქვა. სოფლის მეურნეობაში გენურ-საინჟინრო სამუშაოების დანერგვის პოტენციურ საფრთხეებზე ბევრი შეიძლება ითქვას: ტრანსგენური მცენარე წარმოადგენს ახალ ორგანიზმს ახალი თვისებებით. kombosto kombosto შეიძლება ეს თვისებები საზიანო აღმოჩნდეს, როგორც ადამიანისათვის, ისე ეკოსისტემისათვის (მწერებისადმი მდგრადობის გენი შეიძლება მრავალ სხვა მცენარეშიც გადავიდეს, რაც მწერების პოპულაციის გადაშენებას გამოიწვევს. ამის მაგალითები უკვე არსებობს). გენური ინჟინერიით, რომელიც სახეობათაშორის ბარიერს არღვევს, შესაძლებელია გენების აღება და გადატანა ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებულ სახეობებს შორისაც. გენ-მოდიფიცირებული პროდუქტების კომპონენტები შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ალერგენები, მაღალტოქსიკურებიც ანუ ქიმიურად საშიში ცოცხალი ორგანიზმებისათვისაც. მაგ: მხოლოდ რამდენიმე წლის მოხმარების შემდეგ, გახდა ცნობილი ასპარტამის სახელით გავრცელებული კვების დანამატით გამოწვეული სერიოზულ გვერდით მოვლენებზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უსაფრთხოდ ითვლებოდა და კვებისა და ფარმაცევტულ წარმოებაში მისი გამოყენება 100-ზე მეტ ქვეყანაში იყო დაშვებული. ასპარტამი, როგორც შაქრის შემცვლელი, რეკომენდირებული იყო შაქრის დიაბეტით დაავადებულთათვის, ასევე, ვისაც სიმსუქნის პრობლემა აწუხებდა, ან სურდა აეცილებინა კარიესის. მას იყენებდნენ 5 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციის წარმოებაში (“ჩოცა-ცოლა ლიგჰტ”, “Pეპსი-ცოლა ლიგჰტ”, იოგურტის, რძიანი დესერტების, ნაყინის, საღეჭი რეზინების და სხვ.). პირველი ტრანსგენი კომპანია “ჩალგენე”-მ პირველი კომერციული ტრანსგენი “Fლავრ შავრ” ჯიშის პომიდორი შექმნა, რომელიც აშშ-ს სუპერმარკეტებში 1994 წელს გამოჩნდა. თუმცა, წარმოებასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სამი წლის შემდეგ, მისი რეალიზაცია შეწყდა. თავიდან გენმოდიფიცირებული მცენარეების თესვას მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია. 1996 წლიდან მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. 1998 წელს მსოფლიოს 45 ქვეყანაში (განსაკუთრებით აშშ-ში, კანადასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში), 60 სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე 25 ათასზე მეტი საველე ცდა ჩატარდა. 1997 წელს, წინა წელთან შედარებით, ტრანსგენური სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესების საერთო ფართობი მსოფლიოში 4,5-ჯერ გაიზარდა. 1998 წელს 30 მლნ ჰა-ს გადააჭარბა, 2003 წლისათვის ამ სახის ნათესებს 60 მილიონი ჰექტარი ეკავა. ტრანსგენური მცენარეების გაშენებაში აშშ, არგენტინა, კანადა და ჩინეთი მსოფლიო ლიდერები არიან. გენური ინჟინერიით მიღებული მცენარეებიდან გავრცელებულია სოიო (1995 წლიდან აშენებენ). შემდეგ სიმინდი, ბამბა, თამბაქო, პომიდორი, კარტოფილი და ა.შ. გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურები, როგორც კვების პროდუქტების, ისე საკვები დანამატების წარმოებაში გამოიყენება. მაგალითად, სოიოსგან მიიღება სოიოს რძე, რომელსაც ჩვილი ბავშვები ნატურალური რძის მაგივრად იღებენ. სოიოს ლეციტინი (E322) გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში, როგორც ემულგატორი და სტაბილიზატორი, ხოლო სოიოს ქერქი _ ქატოს, ბურბუშელას და სხვა საკვების წარმოებაში. დიდი რაოდენობითაა ისეთი პროდუქტების შემადგენლობაში, როგორიცაა პური, ძეხვი, შოკოლადი და სხვ. მოდიფიცირებული კარტოფილი და სიმინდი ჩიფსების დასამზადებლად გამოიყენება. მისგან მიღებული სახამებელი კი საკონდიტრო და პურის საცხობ მრეწველობაში, ასევე სხვადასხვა სოუსების, კეტჩუპების (საწებლების) და მაიონეზების მისაღებად. სიმინდისა და რაფსის ზეთს დანამატის სახით იყენებენ მარგარინში, პურ-ფუნთუშეულში და სხვა. “Gრეენპეაცე”-ის სპეციალისტებმა მოამზადეს იმ პროდუქტების ჩამონათვალი (მწარმოებელი კომპანიის მითითებით), რომლებიც შეიცავენ ან შეიძლება შეიცავდნენ გენ-მოდიფიცირებულ კომპონენტებს. ეს ნუსხა ხელმისაწვდომია ინტერნეტის ყველა მომხმარებლისათვის. მასში შესულია ცნობილი კომპანიების (Hერსჰეყ’ს, ჩადბურყ და Mარს) ფართოდ გავრცელებული შოკოლადის ნაწარმი (Fრუიტ&Nუტ, M&M, შნიცკერს, თწიხ, Mილკყ ჭაყ), ჩოცა-ჩოლა-სა და Pეპსი ჩოლა-ს უალკოჰოლო სასმელები (ჩოცა-ჩოლა, შპრიტე, Pეპსი, 7-Uპ); შოკოლადის სასმელი Nესქუიკ (კომპანია Nესტლე), ფირმა Dანონ-ის იოგურტები, Pროცტერ & Gამბლე-ის ჩიფსები, Kნორრ-ის სოუსი, Lიპტონ-ის ჩაი, Pარმალატ-ის ორცხობილები, საღეჭი რეზინები შტიმოროლ და ჭრიგლეყ’ს და სხვა. გენ-მოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობაც წარმოადგენს. ბიომრავალფეროვნების დაცვა გენმოდიფიცირებული (გმ) პროდუქტების მიმართ 1990 წლიდან ევროპაში გაიზარდა გარემოსდაცვითი და სამომხმარებლო ორგანიზაციების, ფერმერების, მოსახლეობის ნაწილის წინააღმდეგობა. ევროპის ხუთმა ქვეყანამ (ავსტრია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, საბერძნეთი და დიდი ბრიტანეთი) გმ მცენარეებზე გარკვეული აკრძალვები დააწესა. გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებიდან თავისუფალი ზონების შექმნას ითვალისწინებს ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების კანონმდებლობები. აკრძალვები შემოიღეს აზიასა და ლათინურ ამერიკაშიც. ბევრმა სამხრეთულმა ქვეყანამ უარი თქვა იმ სასურსათო დახმარებაზე, რომელიც გმ საკვებს შეიცავდა. 1999 წლის ივნისში ევროკავშირის ხუთმა წევრმა ქვეყანამ: დანიამ, საფრანგეთმა, საბერძნეთმა, იტალიამ და ლუქსემბურგმა გამოსცეს ოფიციალური დეკლარაცია ე.წ. დე ფაქტო მორატორიუმი, რამაც ხელი შეუშალა გმ მცენარეების შემოღწევას ევროპის ბაზარზე. (ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენცია მიღებულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ. ხელმოწერილია რიო-დე-ჟანეიროში 1992 წლის 5 ივნისს. ძალაში 1993 წლის დეკემბერში შევიდა. ხელმოწერილია ევროგაერთიანებისა და 162 სახელმწიფოს მიერ. კონვენციის სამდივნო იმყოფება მონრეალში.) საქართველო ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენციას 1994 წელს შეუერთდა. (კონვენციის ფონდში საწევრო გადასახადი შეადგენს დაახლოებით 12 ათას აშშ დოლარს წელიწადში.) საქართველომ მიიღო ის უფლებები, რასაც კონვენცია აძლევს მის მხარეებს გენეტიკური რესურსებიდან მიღებული მოგების სამართლიანი განაწილების საკითხებში. აღნიშნული კონვენციის თანახმად, საქართველო ვალდებულია არეგულიროს, აკონტროლოს და შეამციროს ბიოტექნოლოგიებით მიღებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება და გამოთავისუფლება ბუნებაში. ამ კონვენციის დანართი – “ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტაჰენის ოქმი” – ერთადერთი საერთაშორისო საბუთია, რომელიც მთლიანად მიძღვნილია გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმების კონტროლისაკენ – რატიფიცირებულია 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ და ძალაშია შესული. სტატისტიკა გმო-ს იმპორტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ქვეყანამ მხედველობაში უნდა მიიღოს პრობლემის არა მხოლოდ სამეცნიერო, სოციალურ-ეკონომიკური ასპექტებიც; თუმცა, ტრანსგენური კულტურების თესვა “სტანდარტული” 12%-იანი მატებით იზრდება. მათზე მოდის მსოფლიო სოიას წარმოების 45%, სიმინდის – 10%, ბამბის – 20% და რაფსის 11%. ამჟამად აშშ-ში ტრანსგენურ კულტურებზე მოდის სოიას 75%, სიმინდის 34% და ბამბის 71%. ევროპის ბევრ ქვეყანაში გენმოდიფიცირებული კარტოფილით და პომიდვრით დაკავებული ფართობები პრაქტიკულად ნულზეა დასული, რაც არსებულ სიტუაციაში მათი გამოყენების არაპერსპექტიულობაზე მეტყველობს; გენური ინჟინერიით მიღებული ორგანიზმების (გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების – გმო), გავრცელება ბიომრავალფეროვნებისათვის, ისეთივე საშიშროებას წარმოადგენს, როგორც უცხო სახეობების ჩასახლება ახალ გარემოში. ახალი ნიშან-თვისება, რომელსაც გმო მცენარეები შეიძენენ, მათ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით, რამაც შესაძლებელია სერიოზული ეკოლოგიური დარღვევები გამოიწვიოს. (ბოლო დროის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად მცენარეთა და ცხოველთა 30-მე სახეობა ქრება, რაშიც გმო გავრცელების დიდი წვლილია. გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ოფისის გამოკვლევის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო კულტურების 75%, ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში გადაშენდა). აშშ-ში გადაშენების პირას მყოფი მცენარეების 42% განსაკუთრებული რისკის ქვეშაა უცხო სახეობების ფართოდ გავრცელების გამო. აშშ-ის შიდა საქმეების დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანას მათი დაცვა, ყოველწლიურად, სულ მცირე 123 მილიონი დოლარი მაინც უჯდება. გენმოდიფიცირებული პროდუქციის საკვებად გამოყენების მომხრეების მთავარი არგუმენტი, თავად სასოფლო-სამეურნეო კულტურების მახასიათებლებია, რომელთაც ბიოინჟინერიის მეთოდების გამოყენებამ მრავალი სასარგებლო თვისება შესძინა. კერძოდ, ეს კულტურები უფრო მდგრადები გახდნენ დაავადებების, მავნე მწერებისა და, რაც მთავარია, პესტიციდების მიმართ, რომელთა უარყოფითი გავლენაც ადამიანის ორგანიზმზე დიდი ხანია დამტკიცებულია. 2000 წელს გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEFGEF) საბჭოს სესიაზე `ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემების განვითარების” პროგრამა დამტკიცდა, საქართველოში, აღნიშნული პროგრამის ეგიდით, პროექტის განხორციელება 2002 წელს დაიწყო და მას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებულ საკითხებს (გარდა ”ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ” საქართველოს კანონისა _ III თავი, მუხლი 8 _ რომელიც კრძალავს ცხოველთა საკვები დანამატების სახით გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათი პროდუქტების გამოყენებას). საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მოხვედრის ძირითად წყაროს ტრანსსასაზღვრო გადაადგილება წარმოადგენს. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები “გმო-საგან მიღებული ფერმენტებით საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვა ბოლო 10 წლის განმავლობაში, 68 მლნ აშშ დოლარიდან 24 მილიარდამდე გაიზარდა. სამკურნალო წამლების 30%, გენეტიკურად მოდიფიცირებული მიკროორგანიზმებისაგანაა მიღებული. შიდაწვის ძრავის საწვავის 6%, რომელსაც ავტომობილებისათვის და ტრაქტორებისათვის გამოიყენებენ, მიიღება ტრანსგენური მცენარეული მასიდან წარმოებული ბიოდიზელით, რომელშიც ნავთობიდან წარმოებული დიზელის საწვავი მხოლოდ 15%-მდეა. ტანსაცმელიც კი – შესაძლებელია ამ ტექნოლოგიების გამოყენებით მიღებული მცენარეების (ძირითადად ბამბის კულტურის) იყოს,” _ ამბობს პროფ.ავთანდილ კორახაშვილი, რომელიც წლებია გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებზე მუშაობს. საცდელ მინდვრებზე დამცავი ზონებისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე უკვე იზრდება გენური ინჟინერიის საშუალებით მიღებული სოია, სიმინდი, ბამბა, (მარტო ამ 3 კულტურაზე მოდის გმო-ს ნათესების 71%), შაქრის ჭარხალი, კარტოფილი, თამბაქო, მარწყვი, სხვადასხვა ყვავილები და ა.შ. გენების ფუნქცია `მთლიანად დამოკიდებულია იმ გარემო პირობებზე, რომელშიც ისინი იმყოფებიან~, _ ამბობს ბარბარა მაკკლინტოკი (Bარბარა Mცჩლინტოცკ), 1983 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გენური ინჟინერიის დარგში ჩატარებული გამოკვლევებისათვის. რა არის გენური ინჟინერია? ზოგიერთის აზრით, ბუნებრივი გაგრძელებაა იმ ბიოტექნოლოგიური პროცესების, რომლებსაც ადამიანი დასაბამიდან იყენებდა – ღვინის დაყენებისა და პურის ცხობიდან დაწყებული, მცენარეთა და ცხოველთა სელექციით დამთავრებული. მართალია, დღეისათვის საკვებად გამოყენებული მარცვლეული ძნელად თუ წააგავს იმ ველურ წინაპარს, რომლისგანაც ის ადამიანმა ხელოვნური შერჩევის გზით მიიღო, მაგრამ ასეთი გადარჩევის ტრადიციული ფორმა თვისობრივად მნიშვნელოვნად განსხვავდება გენური ინჟინერიისაგან. ბუნებაში გენეტიკური მრავალფეროვნება გარკვეული საზღვრების პირობებში ყალიბდება, ანუ – ვარდი შესაძლებელია შეჯვარებული იყოს განსხვავებული ჯიშის ვარდთან, მაგრამ მას ვერასოდეს შევაჯვარებთ კომბოსტოსთან. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახეობები ახლონათესაურ კავშირში არიან და მათი შეჯვარება ხერხდება, შთამომავლობა, როგორც წესი, უნაყოფოა. მაგალითად, ცხენი შეიძლება შეეჯვაროს ვირს, მაგრამ მათი შთამომავალი ჯორი შთამომავლობას ვერ იძლევა. გენური ინჟინერია კი ასეთ ბარიერებს არღვევს. დღეისათვის გენური ინჟინერიის გზით შესაძლებელია გენების აღება და გადატანა ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებულ სახეობებს შორისაც კი; მაგალითად, მცენარეებში შეიძლება გენები გადავიტანოთ ბაქტერიებიდან, ვირუსებიდან, მწერებიდან, ცხოველებიდან და ადამიანებიდანაც კი. “მოლეკულური ბიოლოგიის დარგის მეცნიერების აზრით, სახეობის ცნებაში არაფერია განსაკუთრებით ხელშეუხებელი. ისინი ვერ ხედავენ ეთიკურ პრობლემას სახეობიდან სხვა სახეობის მემკვიდრულ აპარატში ერთი, ხუთი და თუნდაც ასი გენის გადატანაში. მათ მიაჩნიათ, რომ ამით ისინი მხოლოდ გენის ქიმიურ კოდს ცვლიან და არა განსაზღვრული ცხოველის მთლიან სპეციფიკას.~ (ჟერემყ ღიფკინ, 1998). ხშირად დავობენ, რომ შესაჯვარებელი სახეობების გენების ურთიერთჩანაცვლება მეცნიერული აღმოჩენა არ არის, რადგან ევოლუციის პროცესში ბაქტერიები და ვირუსები ხშირად ახდენენ გენების ჩანაცვლებას სახეობებს შორის. ამჟამად მცენარეებში და ადამიანში აღმოჩენილია შესაბამისად 25 და 27 ათასი გენი, რომლის თუნდაც ერთი გენის შეცვლა ან ჩანაცვლება იწვევს სერიოზულ ცვლილებებს. გენური ინჟინერია მხოლოდ ბუნებრივ პროცესს აჩქარებს. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2006 წლის 1 იანვრისათვის გამოქვეყნებულია გმო-ს 16 მცენარის 68 ჯიშ-პოპულაცია, რომელთა წარმოება და გამოყენება ნებადართულია. ამ ჩამონათვალში ძირითადად ლიდერობენ: სოია, სიმინდი, ბამბა, პომიდორი, რაფსი, შაქრის ჭარხალი. საერთაშორისო კომპანია `მონსანტო-“ს ჰერბიციდი რაუნდაპი მსოფლიოში ყველაზე კარგი გასაღების ბაზრის მქონე პრეპარატია. კომპანიის 9 მილიარდ აშშ დოლარიანი წლიური შემოსავლის 17%, სწორედ მის წილზე მოდის. თუმცა აშშ-ის პატენტს ჰერბიციდ რაუნდაპზე 2000 წლის ბოლოს ვადა გაუვიდა, მონსანტომ შეძლო ეფექტურად გაეფართოვებინა მისი მოქმედების ვადა და მონოპოლია. კერძოდ, აშშ-ს ფერმერები, რომლებსაც მონსანტოს გენური ინჟინერიით მიღებული სოია მოჰყავთ, ხელს აწერენ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც სხვა ჰერბიციდების გამოყენების შემთხვევაში ისინი კანონით დაისჯებიან. პირველი სერიოზული ნეგატიური რეაქცია ევროპაში გენეტიკურად მოდიფიცირებულ კულტურების მარცვლეულზე 1996 წელს მოხდა, როცა ამსტერდამში აშშ-დან შევიდა გემი 200 000 ტ სოიას მარცვლით ევროკავშირის ქვეყნებისათვის. მაშინ `გრინფის~-ის 400-ზე მეტი აქტივისტი გამოვიდა ჰამბურგში მოთხოვნით – `ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ლაბორატორიის სასინჯი კურდღლები, შეიტანეთ გენურად შეცვლილი სოია თქვენს საკვებში~. ასეთი გამოსვლები ინტენსიურად მიმდინარეობდა გერმანიაში. მაქს პლანქის ინსტიტუტის გენეტიკურად მოდიფიცირებული რაფსის ნათესები 14-ჯერ დაარბიეს. ამ დღიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერთა, ფერმერთა და მომხმარებელთა აზრი ორ ჯგუფად გაიყო. ერთნი შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ გენურად მოდიფიცირებული კულტურები უარყოფითად მოქმედებდნენ იმ ცოცხალ ორგანიზმებზე. მეცნიერთა მეორე ჯგუფი ამტკიცებდა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურები უარყოფითად არ მოქმედებენ ადამიანის და პირუტყვის ორგანიზმზე. ამ მოვლენის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა საკითხი – უფრო მეტი დამაჯერებლობით დაესაბუთებინათ ან უარეყოთ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ზიანი ან უვნებლობა, ვინაიდან ევროპის ზოგიერთი ქვეყნის (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) სუპერმარკეტებმა და ჰიპერმარკეტებმა მიიღეს გადაწყვეტილება არ ევაჭრათ გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტებით, ვინაიდან მათი მეხსიერებიდან ჯერ კიდევ არ გამქრალიყო ბრიტანული ე.წ. `გიჟი ძროხების~ კრიზისი და მასთან დაკავშირებული უზარმაზარი ეკონომიური ზარალი. ანალოგიური აჟიოტაჟი ატყდა ცხრა წლის წინ, საქართველოში, როცა ამერიკული ორგანიზაცია AჩDI-VOჩA-მ შემოიტანა გენური ინჟინერიით გამოყვანილი კოლორადოს ხოჭოს მიმართ რეზისტენტული კარტოფილი. მაშინ ეს საკითხი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საგანგებო განხილვის საგანიც კი გახდა. ჩვენი ქვეყნის მეცნიერების და პრაქტიკოსების აზრიც აქ ორად გაიყო. ბაქტერიული გენით მიღებული ტრანსგენური კულტურების მოსავლიანობა 30-35%-ით მაღალია და 40%-ით უფრო რენტაბელური, ვიდრე ჩვეულებრივი კულტურების ტრადიციული აგროტექნიკის პირობების შემთხვევაში. ოპონენტებს ხშირად მოჰყავთ `დუსტის~ შემთხვევა, რომლის მავნეობაზე დღეს არავინ კამათობს, მაგრამ თავის დროზე მისი გამოყენება სასიცოცხლო ინტერესებით იყო განპირობებული – კერძოდ, დუსტმა კაცობრიობა ტოტალური შიმშილისაგან იხსნა და მრავალ ქვეყანას შეუნარჩუნა გენოფონდი და ბიომრავალფეროვნება განადგურებისგან გადაარჩინა. მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოება და შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე გენმოდიფიცირებული კვების პროდუქტების რაოდენობა მატულობს, რომელთა შორისაა მოსახლეობის კვებაში და მ.შ. საქართველოს მოსახლეობის კვებაშიც ფართოდ მოხმარებული პროდუქტებიც. მაგალითად, მოსკოვში “გრინფისის” მიერ 2002 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, ბავშვთა კვების და ხორცპროდუქტების 30%-ში არსებობდა გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხიმები, თანაც ამის თაობაზე არ იყო მარკირება (ეტიკეტირება). ცხადია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენების მოდიფიცირება მათ ანიჭებს მდგრადობას სხვადასხვა პესტიციდების, დაავადებების, მღრღნელების მიმართ, ზრდის შენახვის ვადებს, მაგრამ სასურველია გენების გამოხატვის გაუთვალისწინებელი ეფექტების, მაგ. პროდუქტების კვებითი ღირებულების შეცვლის, ალერგიული ან ტოქსიკური რეაქციებისა და შორეული შედეგების შეფასების ჩატარება, რაც საკმაოდ გართულებულია. მედიკოსების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ “საუკუნის დაავადების”-ალერგიის ძირითადი მიზეზი, სწორედ გმო-ს გავრცელებაა. (ჰტტპ://რესისტ.რუ/ნოთNჩ/ანალყსის/ტგპ3/). საქართველოში მოედინება უამრავი მცენარეული და მიკრობული საკვები და მედიკამენტები, გაჯერებული გმო-ით ან მისი ინგრედიენტებით. ამის კარგი მაგალითია საქართველოს ბაზარზე მეტად პოპულარული ბანანები, რომელთა ტრანსგენობას მათი თითქმის 2-ჯერ დიდი ზომაც ამტკიცებს. პროფ.ავთანდილ კორახაშვილის აზრით, საქართველოში საკვები პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლის სისტემის გარდა, აუცილებელია შეიქმნას რისკის შეფასების ეროვნული პროცედურა და შემუშავდეს გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა, და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ გმო-ს პროდუცენტები დაინტერესებულნი არიან გმო-ს უკონტროლო გავრცელებით: მაგალითად, გმო-ს პიონერმა ფირმამ “მონსანტო”-მ დაამუშავა ტექნოლოგია “ტერმინატორი”, რომლის მეშვეობითაც შეუძლებელი ხდება მოსავლის ნაწილის სათესლე მასალად გამოყენება, და ყოველწლიურად აუცილებელი ხდება ფირმის წარმომადგენლებზე გასვლა და ნებართვის აღება. ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში გამოცხადებულია მორატორიუმი გმო პროდუქტებზე, ხოლო საკვებში მისი 0,9%-ის არსებობის შემთხვევაში (ძირითადად ინგრედიენტების ხარჯზე), ევრორეგულიაციებით სავალდებულოა მისი პროდუქტის ეტიკეტზე აღნიშვნა. ამჟამად, საქართველოში მიმდინარეობს ბიოტექნოლოგიის იმ მეთოდების ათვისება, რომელიც საშუალებას იძლევა ჩვეულებრივ და გენეტიკურად მოდიფიცირებულ კულტურებს შორის განსხვავება დადგინდეს. მას საფუძვლად უდევს მოლეკულური კლონინგის ლაბორატორიული გამოკვლევების მეთოდიკა აგარის ჟელეზე ელექტროფორეზის გამოყენებით. ეს პირველ რიგში საჭიროა იმისათვის, რომ კონტროლი დავაწესოთ ჩვენს ქვეყანაში გენური ინჟინერიის პროდუქციის იმპორტზე, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს ექსპორტიორი ქვეყნების თვალში საქართველოს იმიჯს და არ მისცემს მათ საშუალებას მიკვლევადობის გარეშე აწარმოონ ასეთი პროდუქციის საქართველოში ექსპორტი
  8. scipion098 ხოხ გავწითლდი კაცი. ეხლა მე გეტყვი. მე ვმუშაობ ორგანიზაციაში სადაც მეგრელები ბევრი მუშაობენ, მაგრამ კუთხურობის ნიშნით არავის შეურჩევია ისინი. თუ სიტყვაზე მენდობი ეგრეა. აი მანდვე მუშაობენ ერთ -ერეთი კუთხისწარმომადგენლები,რომლებიც იმენნა ამ ნიშნით შეარჩიეს. ისე ზოგადად ნიჭიერი ხალხი ვართ ძმაო და ჩვენს ნიჭზე დიდი მოთხოვნილებაა ბაზარზე აფხაზეთიდან დევნილებმა ყველაფერი დაკარგეს და წარმოიდგინე მაინც ფეხზე დადგნენ. არ გატყდა ეს ხალხი და ბევრს აჯობა კიდევაც ამიტომ შურს მათი ბევრს. სიცოცხლისუნარიანი, რაციონალურად მოაზროვნე ხალხი ვართ ძმაო. და შედეგიც სახეზეა.
  9. ეხლაც გადავრეკე მამაჩემთან სოფელში და მეუბნება ჩვენებური სიმინდი ჰექტარზე მოდისო 7-8 ტონაო ნორმალური აგროტექნიკის პირობებშიო. თანაც ავუხსენი რატომაც მაინტერესებდა და მითხრა:-რომ ამერიკული სიმინდი ითესება ახლო-ახლო და ამითაცაა განპირობებული მისი მაღალმოსავლიანობაო. ჩვენს სიმინდს თი ისეთივე ტექნოლოგიით დავთესავთ და სასუქს ბევრს მივცემთ მაშინ ჩვენიც მოგვცემსო მაგდენ მოსავალსო. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ნახევარი ჰექტარი საყანე მიწა და იქ ყოველ წელს 4 ტონას იღებს მამაჩემი ოჯახისთვის სამყოფს. საუბარია ენგურის სანაპიროზე ნოყიერ მიწებზე სხვაგან რა ხდება ნამდვილად არ ვიცი, მითუმეტეს აღმოსავლეთ საქართველოში გვალვების პირობებში ალბათ მოსავალიც ნაკლებია.
  10. Saturn მთავარია გენმოდიფიცირებული არ იყოს. ამის გარანტიას იძლევა ვინმე? ეს ამერიკული სიმინდი რამდენი მოდის ჰექტარზე?.
  11. fashisti კი მაგრამ გული იმაზე არ გერევა,რომ პენსია 80-100 ლარია და და უბრალო ჩინოვნიკის ხელფასი 1000 ლარზე მეტი?
  12. "სახალხო კრების" ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ბურჯანაძის კორტეჟის მანაქნების რაიმესთან ან ვინმესთან შეჯახება გამორიცხა თბილისი 20:08 - 29.07.11 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა681 ზომა: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ვიდეოკადრების ექსპერტიზის შედეგად, ბურჯანაძის კორტეჟის მანაქნების რაიმესთან ან ვინმესთან შეჯახება გამორიცხა ,- ამის შესახებ ნათქვამია "სახალხო კრების" მიერტ გავრცელებულ განცხადებაში. მთი ინფორმაციით, აბსურდული ბრალდებებით დაპატიმრებული „სახალხო კრების" წევრთა წამებას. პროკურატურა ცდილობს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლით აღიარებინოს მოგონილი დანაშაული დაკავებულ ადამიანებს. "განსაკუთრებული ზეწოლა იყო მძღოლებზე და იგი გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ავტოავარიას გამორიცხავს. საუბარია 26 მაისს და მის შემდგომ სახელისუფლებო არხების მიერ ტირაჟირებულ ცნობილ ვიდეოკადრებზე, სადაც ვითომდა ბურჯანაძის კორტეჟი ეჯახება პოლიციელს თავისუფლების მოედანზე"- ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ აღნიშნული ვიდეოკადრების ექსპერტიზის შედეგად, ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა ბურჯანაძის კორტეჟის მანაქნების რაიმესთან ან ვინმესთან შეჯახება. "სწორედ ამ დასკვნის შემდეგ მძღოლების „აღიარება" აუცილებელი გახდა ხელისუფლებისათვის, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მათი პიარ გეგმის სქემა იშლება", - ნათქვამია განცხადებაში. „სახალხო კრება" და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" მადლობას უხდის ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს ობიექტურობისათვის და გამოჩენილი გამბედაობისათვის და მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს რეაგირების გარეშე არ დატოვოს უკანონოდ და აშკარად პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების საქმე. "სააკაშვილის რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულო მოქალაქეების წამება, საკუთარი მოსახლეობის ტერორი და დამონების მცდელობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ადექვატურ რეაგირებას გამოიწვევს და დაუსჯელი არ დარჩება. საზოგადოებას შევახსენებთ, ამ ტიპის საქმეები სწორედ დიქტატურის ერთ-ერთი ნიშანია. ყველას ახსოვს ბოლშევიკურ საქართველოში „ექიმთა საქმე", დღეს „ნეობოლშევიკურ საქართველოში" სამწუხაროდ „მძღოლების საქმეზე" გვიწევს რეაგირება", - ნათქვამია "სახალხო კრების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. http://ghn.ge/news-47829.html --------------------------
  13. მე მგონი არ აპირებს მიშა ხელისუფლებაში დარჩენას და რასაც დაპირდა მის ხელისუფლებაში მომყვანებს უსრულებს. უნდა მოასწროს სანამ ვადა გაუვა. :givi: საკითხავია რა იქნება შემდეგი. :TAT:
  14. FRIDRIX სვანი არ ვარ, მაგრამ მეც იგივენაირად მოვიქცეოდი. შენ როგორ მოიქცეოდი? კი მაგრამ აბრაგები ხომ აქა ვართ. მე და მაცი მივხედავთ ამ საქმეს მაცი
  15. Saturn ფაქტებს რას უშვები სატურნ? ან რას ამბობს ისეთს,რაც აქამდე არ ვიცოდით? http://civil.ge/geo/article.php?id=16818 “გპირდებით – და ეს არ არის წინასაარჩევნო დაპირება – თუ 5 იანვრის არჩევნები ნორმალურად ჩაივლის, შემდეგ ზამთარს უფრო თბილი კლიმატის პირობებში გავატარებთ; ჩვენ სახლებში დავბრუნდებით. მე ამას თქვენ გპირდებით და ამის გარანტიას ვიძლევი. არასდროს აქამდე ასე კონკრეტული არაფერი მითქვამს,” – განაცხადა სააკაშვილმა. ასე რომ ბათუ ქუთელია რუსთავი2 ეთერშიც აცხადებდა:- ჩვენი ჯარი როსტოვამდეც ჩავაო თუ მოვინდომეთო.
  16. ძუკუ ჰო მაშინვე უნდა ეთქვა, მაგრამ ჯობს გვიან.
  17. http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=3918&Itemid=999999999 ნინო ბურჯანაძე - დიახ, ...ოფიციალურად განვაცხადე 2008 წლის აპრილში, მაგრამ რეალურად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 10 ივნისს წავედი. 3 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში უკვე დაძაბული ვითარება იყო, მან დამირეკა და მთხოვა, მივსულიყავი. ბუნებრივია, მაშინვე დავთანხმდი. ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, მან სხვა თემით დაიწყო, მაგრამ ვთხოვე მთავარ საკითხზე - ოსეთის თემაზე გადასულიყო. მივხვდი, რომ მისი მრჩევლები, კიდევ, როგორც ეს იმავე წლის აპრილში იყო, ომის დაწყებას ურჩევდნენ. მე მას აპრილში პუტინთან საუბარი შევახსენე, როცა მან თქვა, რომ იქ, სადაც მშვიდობისმყოფელები იდგნენ, ჩვენი მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებას ადეკვატური რეაქცია მოჰყვებოდა რუსეთის ფედერაციიდან, რომ აუცილებლად შემოვიდოდნენ რუსეთის ჯარები და გაანადგურებდნენ ქართულ არმიას, და ამას შესაბამისად აღიარებაც მოჰყვებაო. მე მას ეს სიტყვები შევახსენე და ვუთხარი, არავითარ შემთხვევაში, როგორი პროვოკაციაც უნდა ყოფილიყო, არ ჩართულიყო, და მითუმეტეს თავად არ წამოეწყო ეს პროვოკაცია. მაშინ მან მითხრა: სროლა ხომ გრძელდებაო. შევახსენე, რომ სროლა ამ რეგიონში უკვე 15 წელია გრძელდებოდა, უკიდურეს შემთხვევაში, თუ მიგაჩნია, რომ არის საშიშროება, მაშინ უნდა გამოვიყვანოთ ქალები, ბავშვები და მოხუცები. დავტოვოთ მამაკაცები, და ღმერთმა არ ქნას, თუ რუსეთი დაგვესხმება თავს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი დავიცვათ. თუმცა მე გამოვრიცხავდი, რომ რუსეთის მხრიდან იქნებოდა ღია შემოტევა. სამწუხაროდ, მისი მრჩევლები არწმუნებდნენ, რომ რუსეთს ჟანგიანი ტანკები ჰყავს და ქართული არმია მათ ერთ ღამეში გაანადგურებდა. ჩემი არგუმენტი ძალან მარტივი იყო, შეიძლება ჟანგიანია, მაგრამ ბევრი ჰყავთ. დღემდე ვერავინ შეძლო რუსეთის არმია ერთ ღამეში გაენადგურებინა, და, საქართველოს მხრიდან, ეს არარეალური იყო. ვუთხარი, რომ როგორი ოპოზიციაც უნდა ვიყო (თუმცაღა, მაშინ არც ვიყავი ოპოზიცია), ყოველთვის დავიცავ ჩემი სახელმწიფოს ინტერესებსა და მის ერთიანობას. მაგრამ თუ შენ ომს დაიწყებ, ქვეყანას დაღუპავ, და ამას არასდროს გაპატიებ. აი ეს იყო, პრაქტიკულად, ჩემი ბოლო სიტყვები. მე მას ადამიანურად ვეხვეწებოდი, არ აჰყოლოდა იმ „რჩევებს“ რომელსაც გარემოცვა აძლევდა. 7 -ში (მე თბილისში ვიყავი) ჩემი მეუღლე საომარ მოქმედებათა ზონაში იყო, და როგორც კი ომი დაიწყო, მეორე დღეს ჩემი უფროსი შვილიც იქ წავიდა. მითხრა, დედა, შენი შვილი იქ უნდა იყოს, სადაც სხვისი შვილები არიანო. თავისთავად, მე არანაირი მორალური უფლება არ მქონდა მისთვის მეთქვა, რომ სახლში მჯდარიყო. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე წუთები იყო. 7-ში დამირეკა და მითხრა, ნინო, მე გავეცი ბრძანება ცხინვალის დაბომბვისა. ა.ვენედიქტოვი - ეს პრეზიდენტმა გითხრათ? ნინო ბურჯანაძე - დიახ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ა.ვენედიქტოვი - 7-ში საღამოს? ნინო ბურჯანაძე - 7-ში საღამოს დამირეკა და მითხრა - აი, ამ წუთას გავეცი ბრძანება ცხინვალის დაბომბვაზეო. ეს ჩემთვის შოკი იყო. დღემდე მახსოვს სიტყვები, რომელიც ვუთხარი - მიშა, დავიღუპეთ, გევედრები, შეაჩერე. მან მაშინვე მიპასუხა - შენ ყოველთვის გეშინია და სკეპტიკურად ხარ განწყობილი, ყველაფერი კარგად იქნება, ხვალ დილით ჩვენ ცხინვალში ვიზეიმებთ გამარჯვებასო. მე მახსოვს ჩემი სიტყვები და არ შემეშინდება გამეორების, ვუთხარი, - დაჩოქილი გევედრები, შეჩერდი. ეს ჩვენ დაგვღუპავს. - არა, უკვე გვიანია. ამით დასრულად ჩვენი საუბარი. მახსოვს განცდები - მივხვდი, რომ ეს ქვეყნისთვის დიდი კატასტროფა იყო. ამის შემდეგ რამდენჯერმე გვქონდა კიდევ სატელეფონო საუბარი. ა.ვენედიქტოვი - ომის დროს? ნინო ბურჯანაძე - დიახ, ომის დროს. ვფიქრობდი რა მომემოქმედა, დამერეკა რუსეთში და მეთხოვა, რომ შეეჩერებინათ დაბომბვა და ა.შ. მაგრამ საუბედუროდ, თუ საბედნიეროდ , არ დამირეკავს მოსკოვში. მე მახსოვს მინისტრთან საუბარი – მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვაშაძეს დავურეკე და მითხრა, რომ მთელი დღის განმავლობაში რეკავდა ლავროვი და ისინი ტელეფონს არ პასუხობდნენ. შოკში ვიყავი. ამას არ მოვყვებოდი... ა.ვენედიქტოვი - როდის. . . ნინო ბურჯანაძე - ჩვენი საუბრის წინ. პრაქტიკულად, უკვე 8-ში. ამას მე არ მოვყვებოდი, თავად რომ არ ყვებოდნენ მიშა და ვაშაძე. ვუთხარი, რომ ტელეფონისთვის ეპასუხათ, თორემ, ხვალ გვიანი იქნებოდა. შემდეგ დღეს, როცა უკვე ჩვენი არმია გაანადგურეს, ამათ დაიწყეს რეკვა მოსკოვში. მაგრამ, ახლა უკვე მოსკოვში არ პასუხობდნენ.
  18. მოიცა უფრო ვის ინტერესებშია ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთში-ჩვენი თუ რუსეთის? ვის ინტერესებშია რუსი ტურისტის ჩამოსვლა-ჩვენი თუ რუსეთის? მაცი ვა მაცი მუჭო რექ? არ გინდა აბრაგთა პარტია ჩამოვაყალიბოთ?
  19. Saturn ჰა სატურნ რა ქენი ნიღაბი ჩამოხსენი ხომ ეკლესიას.
  20. Saturn ნამდვილად ნიკანდრო ბატონო. ისე შენ როგორ მოიქცეოდი ნიკა დაგარგულიას ადგილას?
  21. Saturn ეგ მეგრელი რემბო,თავისი კრიმინალური წარსულით, მირჩევნია მთელ ნაციონალურ მოძრაობას და მის მხარდამჭერებს.
  22. http://www.presage.tv/?m=politics&AID=5588 ანგარიშწორება ზუგდიდის პოლიციაში გაუპატიურების მუქარის გამო 14:17 01.07.2011 [ნანა ფაჟავა, ზუგდიდი] 24 ივნისს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მომხდარი ინციდენტის შედეგად სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსანი კოხტა კოდუა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მას ყბისა და თავის ქალის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. მრავლობითი დაზიანებები მას დანაშაულში ეჭვმიტანილმა არასრულწლოვანმა, ნიკა დაგარგულიამ ზუგდიდის პოლიციის უფროსის, რუსლან შამახიას სამუშაო ოთახში მიაყენა. ამის შესახებ სოფელ ურთის საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლემ სასამართლო პროცესზე თავად აღიარა, თუმცა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რამაც პოლიციელის მიმართ ანგარიშწორება გადააწყვეტინა. ნიკა დაგარგულიამ მის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტიც აღიარა და კოდუა კიდევ ხუთ პოლიციელთან ერთად მისი გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა. არასრულწლოვანი ამჟამად ზუგდიდის N4 საპყრობილეშია გადაყვანილი და მას 4–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. რა ხდება ზუგდიდის პოლიციაში და სასურველი ჩვენების მიღების სურვილით რატომ ემუქრებიან დაკავებულებს გაუპატიურებით, ამის გარკვევას დღეს დაგარგულიას ხუთი შვილის დედა ცდილობს. ლალი ბენდელიანი, ბრალდებულის დედა: „შვილის დაკავების შესახებ პოლიციიდან ღამის 11 საათზე შემატყობინეს. ანუ, მას შემდეგ, რაც ნიკა 6 საათის განმავლობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ჰყავდათ გამოკეტილი და სასტიკად აწამებდნენ. იქ მისულებს ნიკა სამხარეო პოლიციაში გადაყვანილი დაგვხვდა. ბავშვის ნახვის უფლება პოლიციამ არ მომცა. ვნახე მხოლოდ სამი დღის შემდეგ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, როცა მას პატიმრობა შეუფარდეს. ვნახე გატანჯული შვილი და კიდევ უფრო დიდი საშინელება მოვისმინე. სასამართლო დარბაზში ნიკა ყვებოდა, თუ როგორ სცემდა მას ზუგდიდის სამმართველოში 6 პოლიციელი. განსაკუთრებული სისასტიკით კი ერთ–ერთი პოლიციელი, კოხტა კოდუა გამოირჩეოდა. რა არ აკადრეს თურმე, აფურთხებდნენ, პანღურს ჰკრავდნენ და რაც ყველაზე ამაზრზენია, ერთს უთქვამს, მიაკარით მაგიდაზე და ვიხმაროთო. ამ სიტყვების გაგონებაზე საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და ხელი მეც ავღმართეო. ვიფიქრე, ალბათ მკლავენ და სულერთია ყველაფერიო. მანამდე ძლიერი დარტყმები მუცლისა და თავის არეში უგრძვნია. გონება დაუკარგავს. პოლიციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისულა. სამედიცინო დახმარების გაწევამდე ექიმებს ხელბორკილების ახსნა მოუთხოვიათ. ხელების გათავისუფლების შემდეგ ნიკას უკანასკნელი ძალ–ღონე მოუკრებია და კოხტა კოდუასათვის მუშტი ყბაში ჩაურტყამს. იგი წაქცეულა და თავი მაგიდის კიდეზე დაურტყამს. იმ სასწრაფოთი, რომელიც ჩემი შვილის დასახმარებლად გამოიძახეს, საავადმყოფოში კომაში მყოფი კოდუა გადაუყვანიათ. არ ვიცი, რა მდგომარეობაშია დღეს ჩემი შვილი იმ ციხეში, სადაც კოხტა კოდუას ძმა ბადრაგია. ჩემი შვილის წამებას ალბათ იქაც განაგრძობენ. მისი ნახვის საშუალება ციხეშიც არ მომცეს. დამოუკიდებელი ადვოკატი უსახსრობის გამო ვერ დავიქირავე, სახაზინო დაუნიშნეს. ხელმოკლე ოჯახი მაქვს, ხუთი შვილი რის ვაი–ვაგლახით გამოვზარდე. გაჭირვების მიუხედავად ყველანი წარმატებული ბავშვები არიან. ნიკამ მძლეოსნობაში გამოიჩინა თავი და ოქროს მედლებიც მოიპოვა. ბავშვებს შიმშილი ბევრჯერ გადაუტანიათ, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ნიკა ვინმეს სამკაულს ყელიდან ააგლიჯავდა. მან ეს დანაშაული დაკავების პირველი წუთებიდან აღიარა და არ მესმის, რატომ აწამეს, რატომ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, სხვა რის აღიარებას მოითხოვდნენ მისგან? წამებასთან ერთად ისე დაკითხეს პოლიციაში ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომ პროცესს არც მშობელი, არც მასწავლებელი, არც დირექტორი და არც ფსიქოლოგი დაასწრეს.” ოჯახის თხოვნით დაგარგულიებთან მისულმა ურთის საჯარო სკოლის დირექტორმა ჟურნალისტებთან კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადა, ლამარა ქარდავას განმარტებით, მედიასთან ურთიერთობა მას შაშკინის უწყებასთან შეთანხმების გარეშე ეკრძალება. პირად საუბარში კი იგი ამბობს, რომ დაგარგულიას დაკითხვას სკოლის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კომენტარს არც მერაბიშვილის უწყებაში აკეთებენ. კოხტა კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არც ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმები ავრცელებენ, რადგან ჯანაშვილის დაწესებულება კალმახელიძის უწყებას დღითიდღე ემსგავსება. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც დღეს სამეგრელოში აქტიურად ვრცელდება ასეთია: „ვენაცვალეთ მაგ ბიჭის მარჯვენას, ვინც კოდუას მუშტი ჩააზილა და ყბა გაუნგრია! სხვისი შვილების ცოდვამ უწია. ყოჩაღ, მაგ ბავშვის ვაჟკაცობას!“ ძნელი მისახვედრი არ არის თუ რატომ გამოხატავენ ადამიანები კოდუას მიმართ ასეთ „თანაგრძნობასა და სიბრალულს.“ კოხტა კოდუას სახელი, როგორც სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილის, მეგის ქარდავას მარჯვენა ხელის, ბოლო წლებში მომხდარ თითქმის ყველა გახმაურებული წამებისა თუ გაუპატიურების ფაქტს უკავშირდება. ამბობენ იმასაც, რომ კოდუა განსაკუთრებული „მოქნილი“ ხელით გამოირჩევა და ამიტომაც ნარკოტიკების „ჩამდებელთა“ სიაში უპირობო ლიდერია. „მეტადონის“ უპრეცენდენტო „ჩადება“ კოხტა კოდუამ 2008 წელს სამეგრელოს 9 პოლიციელთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელა. რამდენიმესაათიანი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ ხელებდაკაპიწებულმა და რეზინის ხელთათმანიანმა კოდუამ უკრაინის მოქალაქის, ორესტ ბოხონკოს უკანალიდან ნარკოტიკული საშუალება „ამოიღო.“ 25–წლიან სასჯელს ბოხონკო ქართულ ციხეებში დღემდე იხდის...
×
×
  • შექმენი...