Jump to content
Planeta.Ge

DATA TUTASXIA

პლანეტელი
  • პოსტები

    1.033
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი DATA TUTASXIA -ს მიერ

  1. tb_parazitka

    ბოლოს და ბოლოს ფეხიტ დავდიოდი ამდენი ხანი მაგ აყროლებულ გამზირზე, შარდის და კიდე ერტი რაგაცის სუნით რო ყარდა

     

    ნაგავზე არაფერს ვამბობ უკვე.

    ვარდების რევოლუციის დროს სუნამოებს ფსამდა ხალხი?

  2. licemer

    თუკი ჩვენი მთავრობა ხელისუფლებაში დარჩება ყველა ეს ქვეყანა გაცილებით დამოუკიდებელი გახდება, რაც რეგიონში წონასწორობას მთლიანად შეცვლის~, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

     

    მთელი ამ ბლუყუნის მთავარი აზრი ამ წინადადებაშია.

     

     

     

    ყველა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით კრიზისის მიუხედავად ადამიანთა 60 პროცენტზე მეტი მხარს მთავრობას უჭერს~, - აღნიშნა სააკაშვილმა.

    იმდენი მე შენი..........

  3. asds

    ეს თემა დიდი ხანია დარეგულირებულია საერთაშორისო სამართლის მიერ ..

     

     

    გავკარი საერთაშორისო სამართალს, როდესაც ქვეყანას ტერიტორიები აქვს დაკარგული.

     

    მე უფრო მორალური მხარე მაინტერესებს, უბრალოდ წარმოვიდგინე ჩემი ალექსის (ორი წლისაა)ტოლა ბავშვებიც, რომ მოყვებოდნენ ამ დაბომბვაში. განცდები წარმოვიდგინე უბრალოდ. ჩვენ მორალურად უფრო მაღლა უნდა დავდგეთ და დასახლებული პუნქტები არ უნდა დავბომბოთ.

  4. ძუკუ

    პუტინი დაახლოებით ჩემხელაა. მეც დავდიოდი გუდაუთაში, იქ თსუ-ს ბანაკი იყო. მახსოვს ჩვენთან ახლოს სწორედ ლენინგრადის უნივერსიტეტის ბანაკი იყო. ე.ი თეორიულად პუტინს შეიძლება გადავყროდი სადმე პლიაჟზე.

    ეხ ყველაფერი წინასწარ რომ იცოდე ხომ ღირდა სადმე სიბნელეში დადარაჯება და.....

     

    როგორ შეცვლიდი მსოფლიო პოლიტიკურ სიტუაციას.

     

    მაგრამ ჟოაო რას დაწერდა მერე.

     

     

     

    მიშა მაინც მაგარია.

  5. licemer

    არასდროს არავისზე არ მითქვია აგენტია-თქო, ა რ ა ს დ რ ო ს !
    რომ რადიკალები რუსებს კურტუმოს უშნოდ უთამაშებენ და ბასტა!

    ბევრად არ გავსხვავდება აგენტებისგან.

  6. რუსეთ-უკრაინის ომი არა კვატი.

     

    უბრალოდ ეგ უკრაინელი ხალხისთვის იყო განკუთვნილი. ბევრმა უკრაინელმა არ იცოდა რომ უკრაინა იარაღს ყიდდა საქართველოზე და ამ იარაღით მათი ძმები "რუსები" იხოცებოდნენ. ეხლა წარმოიდგინე რა ეფექტი ექნება სლავ უკრაინელს, როდესაც ამას გაიგებს. პიარია უბრალოდ იანუკოვიჩის სასარგებლოდ. წარმოიდგინეთ ქართველები ვერ განთავისუფლებულან ამ 37 მანეთიანი წარსულისგან და უკრაინელზე როგორ იმოქმედებს.

  7. Saturn

    ედიკას დამცველებიც ყავდა? უბრალო ხალხიდან მე ასეთებს არ ვიცნობდი.

     

    ხო, პარტიებში არ ვყოფილვარ არასდროს

     

    არ გეწყინოს. უბრალოდ მეც მივიღე მონაწილეობა ვარდების რევოლუციაში(და კარგიც ვჭამე)ხმაც მიშას მივეცი. არ იფიქრო რომ რაიმეთი პიროვნულად განაწყენებული ვარ მიშაზე. ადრე სადაც ვმუშაობდი იქ ვმუშაობ დღესაც.

     

    მაგრამ ვარდების დროს მქონდა ურთიერთომ აედიკას მომხრეებთან და სწორედ ეგ არგუმენტი ქონდათ. მახსოვს ფრაზებიც კი:-"ვისა ბიჭო მიშას, გიჟს როგორ უნდა ჩააბარო ქვეყანაო". მე კი ვიცავდი ამ გიჟს.

  8. choxa

    ვლადიმერ პუტინი დღეს აფხაზეთს ეწვევა

     

    შენ ის მითხარი რატომ არ უნდა ჩავიდეს. თავისი ტერიტორიაა ფაქტიურად და ჩავა აბა რას იზამს.

  9. Saturn

    მხარს იმიტომ ვუჭერ, რომ პოტენციალურ შემცვლელებში ვერაფერ სასიკეთოს ვერ ვხედავ.

     

     

    ტიპიური მოქალაქეთა კავშირის წევრის პასუხია. ზუსტად ასე იძახდნენ ედიკას დამცველები.

  10. licemer

    რასაც ვხედავ იმას ვუბნობ კიდეც- ვხედავ კი იმას, რომ რადიკალები რუსებს კურტუმოს უშნოდ უთამაშებენ და ბასტა!

    გამაგიჟებ მე შენ. კაცო ცალ-ცალკე რომ აიღო მიშას მთავრობა ყველას აგინებ და ერთიანობაში როგორ იქნება კარგი? ან ასეთების მიერ გატარებული პოლიტიკისა როგორ გჯერა.

     

     

    ეხლა რაც შეეხება ოპოზიციას. ოპოზიცია მრავალფეროვანია და ბუნებრივია მათ შორისაც არიან მარგინალები. ესენი ითხოვენ არჩევნების ჩატარებას და არა ხელისუფლებაში უპირობო მოსვლას. ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და თუნდაც ნაცებმა გაიმარჯვონ. ან კიდევ რომ იძახით აგენტებიაო - დადეთ ფაქტები, მასალები და დაარწმუნეთ საზოგადოება რომ აგენტები არიან. მაგრამ ვაი რომ ასეთი ფაქტები არ არსებობს. რატომღაც არ აქვს ყოვლის მცოდნე ვანოს ეგ ფაქტები. არადა რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე მთავრობასთან დაახლოებულ ერთ ადამიანს, რომელმაც ღიად მითხრა რომ არავითარი აგენტობა არ არსებობს, პროსტა პიარიაო.

     

     

    რა უნდა ქნას ოპოზიციამ? როდესაც ომი იყო ღირსეულად მოიქცა ყველა,ტაიმ-აუტი აიღეს, არვითარი პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთებულა. გაზაფხულის აქციები არ იყო საჭირო?

     

    როგორ უნდა ენდო მთავრობას, რომელმაც საჩვენებლადაც კი არ დათმო უმნიშვნელო პოსტიც კი.

  11. licemer

    მელას პონტში ვარ თუ სიზმრის...DATA TUTASXIA

     

    მელასი :yes2: სამწუხაროდ. არ დამვორნო რა. :eshmak: :angel:

     

    შენ მშვენივრად გესმის რაც ხდება, მაგრამ მიშას სიმართლე გირჩევნია მაინც.

  12. licemer

    კრემლის გეგმებით, სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურების ახალი რაუნდი უნდა დაიწყოს?

     

     

     

    ამ გეგმის ქართველ მარიონეტებს კი, იმ შემთხვევაში, თუ კრემლის დავალებას შეასრულებენ, ჯილდოდ “ხელისუფლება” ერგებათ, ოღონდ ახალი ხელისუფლება დაქვემდებარებული იქნება რუსულ იდეოლოგიასა და საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციაზე.

     

    რუსული პოლიტიკის ქართველ პაიკებად განიხილებიან ცოლ-ქმარი ნინო ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე. ამ უკანასკნელს, ფარული ფორმირების შექმნა, რუსული კავშირების განმტკიცება და პრორუსული პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკური პარტიების შემომტკიცება დაევალება.

     

    კრემლის ინტერესების არეალში არიან: ბურჯანაძე-ბიწაძე, ფორუმი, ლეიბორისტები, თემურ შაშიაშვილი და მისი “თეთრები”, ტრადიციონალისტები, გრეჩიხები და მათი საზოგადოებრივი მოძრაობა, კონსერვატორები...

     

    რუსული გეგმის მიხედვით, ქართულმა პრორუსულმა პარტიებმა ერთმანეთის მიმართ წყენა ცოტა ხნით გვერდზე უნდა გადადონ და გაერთიანდნენ დიდი რუსეთის ბოროტი ზრახვების შესასრულებლად.

     

    კრემლის ახალი ანტიქართული გეგმიდან ნათლად ჩანს, რომ რუსეთის მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა, მისი საგარეო კურსის შეცვლა და ქვეყნის რუსეთიზაციაა.

     

    კრემლისა და ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილის ინტერესები კი ერთმანეთს ემთხვევა. თუ კრემლის მიზანი საქართველოს საგარეო ვექტორის ჩრდილოეთისკენ შებრუნებაა, ქართული ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლების დამხობა აქვს განზრახული.

     

    ოპოზიციის ამ ნაწილის დევიზი დაახლოებით ასეთია: ოღონდ ეს ხელისუფლება არა და, თუ გინდა, წყალსაც წაუღია საქართველოს ნაციონალური ინტერესები.

     

     

     

    სექტემბრამდე კი არც თუ დიდი დრო რჩება. მართალია, ზემოთდასახელებული პარტიები კატეგორიულად უარყოფენ კრემლთან რაიმე ღია თუ ფარულ კავშირებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ თავის დროზე გაჩეჩილაძე-გამყრელიძის დუეტიც უარყოფდა რუსული სპეცსამსახურების მიერ მართულ ქართველებთან კავშირს, მაგრამ “ბერლინის ჩანაწერმა” ყველას თავისი ადგილი მიუჩინა.

     

    რა მოხდება სექტემბერში? პოლიტილოგების აზრით, საზოგადოებას აქვს არჩევანი – ან კრემლის მიერ მართული პოლიტიკოსების მოწოდებების ატაცება,

     

    ან ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმა საქართველოს ჟირინოვსკიზაციაზე. ან ბურჯანაძე-ბიწაძისთვის “თავისი ადგილის მიჩენა” ან ანზორ ბურჯანაძის ეპოქაში დაბრუნება.

     

     

     

     

    http://droni.ge/?article_id=63&lang=geo

     

     

     

    ლიცემერი: რა თქმა უნდა droni.ge ხელისუფლების რუპორია, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სიმართლეს უბნობს-თქვენი აზრით?

     

     

    ეგ ჟოაოს დაწერილი ხომ არ არის?

     

     

     

    ლიციმერ ნათქვამია: მელას რას ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო(ან პირიქით). ასეა შენი საქმე.

  13. გურული მოიყვანს ცოლს მორჩება ქეიფი რამე-რუმეები და წავლენ დასაძინებლად.

     

    დაწოლის წინ გურული ეუბნება ცოლს:- ბავშვის გულობიზა თუ არა ამას როგორ გაკადრებდიო ქალბატონო.

  14. Saturn

    ვალების მოცულობა არასდროს არ არის საგანგაშო.

     

    ეუფ.

     

     

    საგანგაშო ისაა თუ სხვაზე გაქვს ფული ნასესხები და ვერ იბრუნებ

     

    ისეიგი ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყნებმა იდარდონ. :D

  15. Lo Janko

    ეს რას ნიშნავს DATA TUTASXIA, ხომ ვერ მეტყვი?

     

    ეგ ფორუმ.გეს იუზერებს კითხე და გეტყვიან. ან კიდევ ნოდარ ნათაძესაც ექნება პასუხი.

     

     

     

    აი ეს საიდან ეგ უფრო მაინტერესებს.

     

    სომხეთი _ 14.23 მლნ.

    არადა ლოგიკურად, პროამერიკულ "დემოკრატიის შუქურას"-საქართველოს არ უნდა ქონდეს პრორუსული ეკონომიკა ჩამოშლილი სომხეთის ვალი.

  16. არის თუ არა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა საგანგაშო?

     

     

    ფინანსთა სამინისტრო: „წელს საგარეო ვალების მოცულობა შესაძლოა ისევ გაიზარდოს“

     

    საქართველოს საგარეო ვალი კვლავ იზრდება. ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის საგარეო ვალის ახალი მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ქვეყანას საგარეო ვალის სახით 31–ი ივლისის მონაცემებით, 5–ი მილიარდ 145–ი მილიონი ლარი აქვს აღებული. 2008–ა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებით კი ქვეყნის საგარეო ვალი 3–ი მილიარდ 341–თ მილიონ ლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალი თითქმის 30–ი პროპცენტით გაიზარდა.

     

    არის თუ არა საგარეო ვალის მოცულობა საგანგაშო და გაიზრდება თუ არა მიმდინარე წელს ამ ვალის მოცულობა? ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საგარეო ვალი წელს შესაძლოა ისევ გაიზარდოს, თუმცა ამაში საფრთხეს ვერაფერს ხედავენ.

    სამინისტროს ცნობით, ეს ვალი მსოფლიოში ყველაზე იაფი ფულია, აქვს გადახდის დიდი ხანგრძლივობა და ძალიან დაბალი 0,75–დან 1,5–მდე პროცენტი. „შესაბამისად, ჩვენ იგი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და დაწყებული პროექტები ბოლომდე მივიყვანოთ“–აცხადებენ სამინისტროში და დასძენენ, რომ თანხა დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის გზებისა და ენერგოსტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

     

    http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10417&ct=18

     

     

    ეს ცოტა ძველი ინფოა მაგრამ მაინც იყოს.

     

     

    საქართველოს საგარეო ვალი 30 პროცენტით გაიზარდა 2009 წლის 10 03, სამშაბათი - 18:29

    2009 წლის მარტისთვის საქართველოს საგარეო ვალი  30 პროცენტით გაიზარდა. უცხოური წყაროების ცნობით, ქვეყნის საგარეო ვალმა ამ ეტაპისთვის შეადგინა 2.575.274.000 აშშ დოლარი. ვალის ზრდა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული - ლონდონის ბირჟაზე სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვით (500 მლნ. დოლარი), ლარის კურსის მერყეობით და  აგვისტოს ომის შემდგომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული კრედიტების გამო. ორმხრივი კრედიტების  ჩარჩოში ვალმა  507.764 მლნ. დოლარი შეადგინა:

    ავსტრია - 1.245 მლნ. დოლარი,

    აზერბაიჯანი - 14..387 მლნ. დოლარი,

     

    თურქმენეთი - 211 მლნ. 

    თურქეთი _ 38.91 მლნ.

    ირანი _ 11.28 მლნ.

    რუსეთი _ 119.4 მლნ.

    აშშ _ 38 მლნ. 

    სომხეთი _ 14.23 მლნ.

    უზბეკეთი - 373 ათასი დოლარი

    უკრაინა - 340 ათასი,

    ყაზახეთი _ 27 მლნ. 

    ჩინეთი _ 4.386 მლნ.

    გერმანია _ 157 მლნ. 

    იაპონია _ 53 მლნ. 

    კუვეიტი _ 12 მლნ. 

    საერთაშორისო ინსტიტუტების ვალი 1.559 მილიარდ დოლარს შეადგენს.   

     

     

     

    http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10387&ct=18

     

    საქართველო მორიგ სესხს იღებს

     

     

    აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტების დასაფინანსებლად 30 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო. თანხა იმ მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის უნდა დაიხარჯოს, რომლებიც აგვისტოს ომის დროსა და გლობალური ფინანსური კრიზისის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სესხი 32 წლის ვადით გამოიყო, საპროცენტო განაკვეთი წლიურ ერთ მთელ 6 მეათედ პროცენტს შეადგენს, საშეღავათო პერიოდი კი რვა წლით არის განსაზღვრული. შეგახსენებთ, ამ დროისათვის საქართველოს საგარეო ვალი 4 მილიარდ 800 მილიონ ლარს აჭარბებს. აქვე ინფორმაციისათვის - საქართველოსთვის მორიგი სესხის გამოყოფის საკითხს საერტაშორისო სავალუტო ფონდი დღეს დაამტკიცებს. საუბარია 420 მილიონი დოლარის გამოყოფაზე.

     

     

     

    http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10403&ct=18

     

    სავალუტო ფონდმა საქართველოს ახალი კრედიტი დაუმტკიცა

    რადიო ``კომერსანტი``, FM 95,5

     

    საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს დამატებით 423 მილიონ ნახევარი დოლარის კრედიტი დაუმტკიცა, რის შემდეგაც ფონდის დახმარება საქართველოსთვის მილიარდ 17 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. სავალუტო ფონდმა ასევე დაუჭირა მხარი საქართველოსთვის მორიგი ტრანშის 148 მილიონ 400 ათასი დოლარის გამოყოფას. შეგახსენებთ, წელს ფონდმა უკვე გამოგვიყო 450 მილიონი. 420 მილიონი კი საქართველომ 2011 წლის ივნისამდე უნდა მიიღოს.

     

     

    http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10395&ct=18

     

    რა თანხას იღებს საქართველო დონორთა დახმარებებიდან?

    რადიო ``კომერსანტი``, FM 95,5

     

    “ძირითადი თანხები წლის ბოლოსათვის შემოვა”

     

     

    აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს დონორთა დახმარებების სახით 4,5 მილიარდი დოლარი გამოეყო, საიდანაც 2,5 მილიარდი სესხია, დანარჩენი გრანტი. ჩვენ დავინტერესდით, რა თანხა მივიღეთ უკვე და რას ველოდებით.

     

    ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე რადიო “კომერსანტთან” საუბარში განმარტავს, რომ დონორთა დახმარებიდან ჩარიცხვები ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე …საქართველოს მთავრობამ სესხის სახით მიიღო 277 მილიონი დოლარი და 51 მილიონი ევრო, ხოლო კერძო სექტორმა 660 მილიონი დოლარი. ამ დროისათვის მთავრობას ასევე მიღებული აქვს მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 85 მილიონი და აზიის განვითარების ბანკის 80 მილიონი დოლარის სესხი. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძირითადი თანხები საქართველოში წლის ბოლოსთვის შემოვა. სესხის სახით ქვეყანა 703 მილიონ დოლარს და 256 მილიონ ევროს მიიღებს. კერძო სექტორი კი 500 მილიონ დოლარს. თანხის მიზნობრიობის მონიტორინგი კი დონორი ორგანიზაციების მხრიდან ხორციელდება. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ჯერჯერობით მათი მხრიდან შენიშვნები არ ყოფილა.

     

    დღესვე ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის საგარეო ვალის ახალი მაჩვენებელი გამოაქვეყნა. საქართველოს საგარეო ვალის სახით 31 ივლისის მონაცემებით, 5 მილიარდ 145 მილიონი ლარი აქვს აღებული. 2008 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებით კი ქვეყნის საგარეო ვალი 3 მილიარდ 341 მილიონ ლარს შეადგენდა.

     

    შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო დახმარებები, რომელსაც ქვეყანა აგვისტოს ბოლოდან მიიღებს, ასევე ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი, საქართველოს ეკონომიკას კრიზისის დაძლვაში დაეხმარება და ამას საქართველოს მოქალაქეები საკუთარ თავზე იგრძნობენ.

     

     

     

    აჰა დატკბით.

     

    აი თურმე როგორ ვითარდება ეკონომიკა და რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი.

     

     

     

     

    მაგრამ მე ამან უფრო გამაკვირვა.

     

    http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10425&ct=14

     

     

    ემუქრება თუ არა ამერიკას ტექნიკური დეფოლტი?

     

     

    ამერიკის ხაზინის მდივანმა ტიმოტი გეიტნერმა ქვეყნის კონგრესს ოფიციალური წერილით მიმართა და შტატების სახელმწიფო ვალის დადგენილი ლიმიტის გაზრდა მოითხოვა. დღეისთვის ლიმიტი 12,1 ტრილიონ დოლარს შეადგენს, გეიტნერი კი კონგრესში დემოკრატების ლიდერის ჰარი რიდის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალის ჭერს ფედარალური ხელისუფლება მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში მიაღწევს და იგი პირველად, შეიძლება ტექნიკური დეფოლტის სიტუაციაში აღმოჩნდეს. „ზომები მანამ უნდა მივიღოთ, სანამ ეს მოხდება. როგორც ამერიკაში, ასევე მთელს მსოფლიოში მოქალაქეები და ინვესტორები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ამერიკა თავის ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებს“–წერს გეიტნერი. ამერიკის ხაზინა მიმდინარე ფინანსურ წელს 2 ტრილიონი დოლარის, ხოლო მომავალ წელს 1,6 ტრილიონი დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვეებას გეგმავს.

     

    ბრიტანეთის უმსხვილესი ბანკების „პრობლემურმა ვალებმა“ ბოლო ორ წელიწადში 85 მილიარდ ფუნტს მიაღწია. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება.

    პრობლემური ვალების დიდ ნაწილს ვადაგადაცილებული იპოთეკური და კორპორატიული კრედიტები შეადგენენ, რომელთა მოცულობამაც 35 მილიარდი ფუნტი შეადგინა. ინფრომაციისთვის: „ეიჩ ბი ოუ ესს“ და „ლოიდსს“ ბოლო 2 წლის განმავლობაში 28 მილიარდი ფუნტის, ნაციონალიზებულ „როიალ ბენქ ოფ სქოთლენდს“ 16 მილიარდის, „ბერქლის“ 12, ხოლო „ნოთერნ როქს“ 1,5 მილიარდის პრობლემური ვალები დაუგროვდათ.

     

     

     

     

    2013 წლისთვის გერმანიის სახელმწიფო ვალი 510 მილიარდი ევროთი გაიზრდება და ორ ტრილიონ ევროს მიაღწევს.

     

    ამგვარ მონაცემებს შეიცავს ფედერალური, მიწისა და ადგილობრივი ფინა ნსური გეგმარების საბჭოს მოხსენება. დოკუმენტის თანახმად, ვალის ეს რაოდენობა მთლიანი შიდა პროდუქტის 82%–ს მიაღწევს, რაც ევროპის სტაბილურობის პაქტს ეწინააღმდეგება. პაქტის მიხედვით, ეს წილი 60%–ს არ უნდა აღემატებოდეს.

  17. 15:28 10.08.09 - რუსეთთან ომში საქართველომ ორი პროვინცია და პოლიტიკური წონასწორობა დაკარგა.

    [მათიას ბრუნი. TELEPOLIS. foreignpress.ge]

    სოზარ სუბარს ზეპირი საუბარი არ სურს. ის ფოტოებს იმოწმებს. ”შეხედეთ”, ამბობს იგი. სუბარი ”ნოუთბუქს” ხსნის. ეკრანზე ფილმი იწყება. ეს შავ-თეთრი სცენა საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ბანკის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

     

    კადრში მანქანა მარცხენა მხრიდან ჩნდება. მას მეორე მოჰყვება, რომელიც პირველს წინ ეღობება და გაჩერებას აიძულებს. მანქანიდან სამი ნიღბიანი მამაკაცი გადმოდის. ერთ-ერთი პირველი მანქანის უკანა, მარჯვენა კარს აღებს. ორს მანქანიდან მამაკაცი გადმოჰყავს და სასტიკად სცემენ. რამდენიმე წუთში ისინი ისევ მანქანაში სხდებიან და ნაცემ მამაკაცს მიწაზე მიწაზე დაგდებულს ტოვებენ.

     

    სუბარს თავის პორტატიულ კომპიუტერში ასეთი ბევრი ჩანაწერი აქვს. კადრები ერთმანეთს გავს. ღამით რამდენიმე მამაკაცი ჩნდება. ისინი უმაწყალოდ სცემენ მსხვერპლს. სუბარისთვის მათი ვინაობა უცნობია. თუმცა მან იცის მსხვერპლთა ვინაობა. ისინი მიხეილ სააკაშვილისადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან. ამიტომ სუბარის თქმით, ამ ადამიანებზე სასტიკი თავდასხმების გამო პასუხისმგებელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ”ყველა გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს”, ამბობს იგი. საქართველოში არანაირი პოლიტიკური კონტროლი და წონასწორობა აღარ არსებობს.

     

    სოზარი მის ბრალდებებს თავის მოკრძალებულ ოფისში აგროვებს, რომელსაც წინ პატარა ბაღი აქვს. ერთ დროს, როდესაც კავკასიას ბოლშევიკები მართავდნენ, ეს სტალინის დაგეშილი ძაღლის ლავრენტი ბერიას რეზიდენცია იყო. სუბარი - საქართველოს სახალხო დამცველია; ხელფასს სახელმწიფო უხდის, რომ მან ამ უკანასკნელისგან მოსახლეობა დაიცვას. ადამიანის უფლებების დამცველი სუბარი ომის პირველი წლის შედეგებს მისი ქვეყნისთვის ასე აღწერს: საქართველომ წონასწორობა დაკარგა. მასზე ბევრად ძლიერი მეზობლის, რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულმა ხუთდღიანმა კამპანიამ, რომელმაც შარშან აგვისტოში მსოფლიო შოკში ჩააგდო, ეს კავკასიური რესპუბლიკა დაანაწევრა.

     

    დღეს რუსული ტანკები ქართულ რეგიონებში დგანან და საეჭვოა ამ ტერიტორიების დატოვებას აპირებდნენ. რუსების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოკიდებლობისკენ ისწრაფვიან. თითქმის ყოველმა მეათე ქართველმა საკუთარი სახლი დაკარგა. ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის ცემა და თვალთავალი დაშვებულია. თავის მხრივ პოლიტიკური ოპოზიცია ერთმანეთში კამათობს. მხოლოდ ეკონომიკა არსებობს, ისიც დასავლური დახმარების წყალობით.

     

    ”აფხაზეთი - ჩვენი იერუსალიმია”

    ლაშა ჟვანია კრიტიკას არ იზიარებს. მარდი პოლიტიკოსი სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია. მან, პრეზიდენტის თითქმის ყველა ახლობლის მსგავსად კარიერა ადრე გაიკეთა. 1973 წელს დაბადებული კვალიფიციური იურისტი ახლა ეკონომიკური განვითარების მინისტრია. ვარდების რევოლუციიდან, რომელმაც შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმი დაამხო, ერთ წელიწადში ჟვანიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში მეორე კაცის რანგს მიაღწია. მოგვიანებით ის ელჩად ისრაელში დანიშნეს.

     

    ახლო აღმოსავლეთიდან მას წინადადება მოჰყავს, რომლითაც საკუთარი პრეზიდენტის პოლიტიკას ხსნის - ”აფხაზეთი - ჩვენი იერუსალიმია”, ამბობს ჟვანია. ანუ ამ ფრაზის გაგება ასე შეიძლება: საერთაშორისო საზოგადოება საქართველო-რუსეთის კონფლიქტს ისევე სერიოზულად უნდა მოეკიდოს, როგორც ახლო აღმოსავლეთისას. და კიდევ ერთი: ორი სახელმწიფოს არსებობა გამორციხულია. ”აფხაზეთი ყოველთვის საქართველოს ტერიტორია იყო და მომავალშიც ასეთად დარჩება”, ამბობს მინისტრი.

     

    ჟვანიამ სასტუმრო ”მერიოტში” მიგვიწვია. სულ ცოტა ხნით ადრე, ამ სასტუმროდან რამდენიმე ნაბიჯში მთავრობისადმი საქართველოს ოპოზიციის პროტესტის სიმბოლური გამოხატულება - ხელოვნური ციხის საკნები იდგა. დემოსტრანტების რიცხვმა იკლო. ოპოზიცია დაიშალა. ჟვანიამ ”ესპრესო” შეუკვეთა და მის გაგრილებას ელოდება. პერიოდულად ჭიქიდან წყალს სვამს. მინისტრი სწრაფად საუბრობს. მას მოკლე წინადადებები უყვარს.

     

    გონივრული იყო თუ არა ქვეყნის რუსეთთან ომში ჩაბმა? ”ყველა შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულები ვიყავით დაგვეცვა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა”, თქვა ჟვანიამ. საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიის დემონტაჟს ახდენს? პასუხი: ”მიხეილ სააკაშვილი - კარგი მმართველია, რომელიც ყოველთვის ისმენს რჩევებს”. საერთაშორისო ინვესტიციების ასეთი შემცირება ამ ხუთდღიანი ომის დამსახურებაა? ”ერთ ომზე მეტად უცხოურ ინვესტიციებს პოლიტიკური არასტაბილურობა უფრო ვნებს”, ამბობს იგი.

     

    ავტორიტარული რეჟიმის გზაზე

    ”მერიოტის” გრილი ფოიედან მთა-გორიან საბურთალომდე ავტომობილით ნახევარი საათის სავალი გზაა. ირაკლი ალასანია მოვლენებს სხვაგვარად აფასებს. ალასანია, ბურჯანაძის მსგავსად, ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელია.

     

    მისი კარიერა ჟვანიასას გავს. ალსანიაც 30 წელს გადაცილებულია. ისიც სამართალს სწავლობდა. ”ვარდების რევოლუცია” მისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა. სააკაშვილმა ის ჯერ აფხაზეთის ემიგრანტული მთავრობის ხელმძღვანელად, მოგვიანებით კი გაეროში საქართველოს ელჩად დანიშნა. თუმცა, ომმა ქართველი გენერლის შვილს ოპოზიციაში გადასვლისკენ უბიძგა.

     

    ალასანია სტუმრებს ოპოზიციური გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” ახალ შტაბ-ბინაში მასპინძლობს. დიდი სარკმლიდან კარგად მოსჩანს თბილისის ფართო ხედი. მოშორებით, სამების ტაძრის გუმბათი ელავს, რომლის მშენებლობაც 2004 წელს დასრულდა და ის საქართველოს რელიგიური გამოღვიძების სიმბოლოს წარმოაგდენს. ”ალიანსი” დიდწილად კონსერვატიული პოლიტიკოსების გაერთიანებაა.

     

    ”ცხინვალის აღების მცდელობა შეცდომა იყო”, ასე აფასებს ალასანია სამხრეთ-ოსურ ქალაქზე განხორციელებულ შეტევას. მთავრობამ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასა. სააკაშვილი უბრალოდ ”პოლიტიკური მოთამაშეა”. მის დროს კონსტიტუციაში ცამეტჯერ შეიტანეს ცვლილებები და ყოველ ჯერზე ამ ცლილებების მიზანი პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვა იყო. ”სააკაშვილი ავტორიტარული რეჟიმის გზას ადგას”, აცხადებს ალასანია.

     

    ირაკლი ალასანია შესაძლოა სააკაშვილის უფრო რეალურ ალტერნატივას წარმოადგენდეს, ვიდრე სადაო ნინო ბურჯანაძე. მას კომპრომისების უნარი და თავშეკავებული რიტორიკა აქვს.

     

    თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად სააკაშვილი მაინც ძლიერ ფიგურად რჩება. ამერიკელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტს თავისი ვიზიტით ივლისში ზურგი გაუმაგრა. ოპოზიციას კი განუცხადა, რომ ამერიკა არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში.

    http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53245

  18. licemer

    ჰეი, ეს თემა მეზობელ ფორუმზეც გავხსენი და იქ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, აქ რა გჭირთ?

     

    რა გინდა ვაგინოთ?

     

    არა ძმაო ჩვენ აქ კულტურული ხალხი ვართ.

  19. Sakartwelo

    კოდორს აქეთები დიდ პრობლემას არ წარმოადგენენ და უმრავლესობას ქართველი ნათესავები ჰყავთ.

     

    სიმართლე გითხრა სწორედ მაგათზე მაქვს საუბარი. ესენი დღევანდელი აფხაზების 60-65% შეადგენენ.

  20. lukbeson

    სკოლაში სწავლა სხვაა არის ცემო კარგო , მითუმეტეს მაშინ როდესაც 1500 ექსპონატი ე.წ. უშიშროების არქივიდან მაქვს ამორებული, რომელიც შენ ჩემო დატა თავლიტაც კი არ გაქვს ნანახი, გაგებულზე ხომ ზედმეტია საუბარი

     

    ასე რომ გნებავს მოდი გნებავს არ მოხვიდე გინდა მიშას პიარ აქცია ეძახე და გინდა ნეტარი გრეჩიხას ფიასკო

     

    უშიშროების არქივიდან მაქვს ამორებული

     

    ეგ არქივი ჩემი ბიძაშვილის მუშნი ზარანდიას მიერაა შედგენილი. ასე რომ საქმის კურსში ვარ.

×
×
  • შექმენი...