Jump to content
Planeta.Ge

DATA TUTASXIA

პლანეტელი
  • პოსტები

    1.033
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი DATA TUTASXIA -ს მიერ

  1. lukbeson

    პატივცემულო დათა რომ მოსულიყავი 7 აგვისტოს რუსთაველზე ამას არ იტყოდი....

     

    ყაბალახი მქონდა გარეცხილი და ამიტომაც ვერ მოვედი :)

     

     

    მნიშვნელობა არა აქვს ქართველი იყო სადავეებთან თუ ჩეჩენი, აზრი ერთია რუსეთმა დაიწყო აგრესია 1783 წლის ტრაქტატიდან რომელიც გაგრძელდა 1800 იან და 1900 იან წლებშიც რომელიც ძალიან ბევრმა არ იცის და ჩვენ ინტერნეტ ჯგუფი რეაქცია ვცდილობტ რომ ხალხის ყურამდე მივიტანოტ ყვეკლაფერი.

     

    და შენ წარმოიდგინე რაც აქ გიწერია ამას კომუნისტებიც გვასწავლიდნენ. სასკოლო სახელმძღვანელოში, გაკვრით მაგრამ მაინც წერდნენ რა საზიზღარი იყო მეფის თვითმპყრობელობა და როგორ გვჩაგრავდნენ მეფის ოხრანკა. სხვა თუ არაფერი მე, დათა თუთაშხიას მასწავლი შენ ლუკბესონა რა იყო მეფე და მისი რეჟიმი? :D :D :D

     

     

    ეს ერთი და მიშას როდის მოსთხოვთ პასუხს მის მიერ ჩადენილ YYY-ზე?

    აი ამ აქციაზე მივალ აუცილებლად.

  2. lasalexx

    ციტატა

    საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად გიორგი ჭანტურია აირჩიეს

    10 / 08, 2009 13:19

     

    საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. სამეურვეო საბჭომ გიორგი ჭანტურია ხუთი ხმით აირჩია.

    სამეურვეო საბჭოს წევრებიდან ხუთმა მათგანმა ხმა გიორგი ჭანტურიას მისცა, ხოლო სამმა წევრმა არც ერთ კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

    გიორგი ჭანტურიასთან შესაბამისი ხელშეკრულება დღესვე გაფორმდება.

     

    http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

     

     

    ამ მთავრობასთან დათმობა არ შეიძლება რა.

     

    არაფერს დათმობას ესენი არ აპირებენ ბლიად. ომბუდსმენიდან დაწყებული საზმაუს დირექტორით დამთავრებული არც ერთი საკვანძო პოსტი არ დათმო მთავრობამ. და შენ წარმოიდგინეთ მინისტრის მოადგილეობაზეც უარი მიიღო ოპოზიციამ.

     

     

    ######## დემოკრატია.

  3. lasalexx

    . მოვა პატრული და დაგიმტვრევთ მთელ გამოფენას (ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში როგორც ხდება ხოლმე, ისე).

     

    არ გამაცინო :)

     

     

     

    lukbeson

    კიდევ ერთი თხოვნა

     

    დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ გვითხრათ რატომ ფიქრობთ ასე...

     

     

    ამავდროულად უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია.

     

     

    მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ქუჩის აქციების.

     

     

    საერთოდ რას ისახავს მიზნად მსგავსი აქციები?

     

    რა უნდა უთხრათ ხალხს ისეთი რაც არ ვიცით?

     

    მეფის რუსეთის ამბებში გეთანხმებით, მაგრამ აი კომუნისტების რეპრესიებზე ვერა, რადგან კომუნიზმი არ ყოფილა რუსული პროექტი. ეგ ებრაელების ნაჩალიჩარია და როგორც ქართველები ,ისე რუსები, უკრაინელები, სომხები და სხვა ყველა ერთნაირად იჩაგრებოდა.

    თანაც, რეპრესიებმა პიკს მაშინ მიაღწია როდესაც ქართველები მართავდნენ სსრკ-ს. ასე რომ მთლად ეგრე არ არის საქმე. სიმართლე სიმართლეა.

     

    მე რატომღაც მგონია, რომ ეს მთავრობის მიერ ინსპირირებული და დაფინანსებული პროექტია და ამით ცდილობს მიშა თავისი წილ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს.

     

    ერთი სიტყვით ორთქლის გამოშვებაა და მეტი არაფერი.

  4. Sakartwelo

    გალში სულ მეგრელები არიან,იქ აფხაზების ჭაჭანებაც არ არის. ანუ თუ მეგრელი მეგრულ მიწაზე გადადის და იქ მეგრელებთან კონტაქტობს,ამაში გასაკვირი არაფერია.

     

    არა რას მელაპარაკები. გალელი მეგრელები ძირითადა ზუგდიდში გადმოდიოდნენ და მანდ ყიდულობდნენ ყველაფერს. პირდაპირი რეისებიც იყო ზუგდიდამდე. აქ საუბარია აფხაზებთან ვაჭრობაზე. გალი იყო და არის მაგათთვი ბეღელი სადაც ჩამოდიან თვით გუდაუთელი აფხაზები.

     

    ეტყობა მეგრელი აფხაზების გასვენებაში იყვნენ. ე.წ. აფხაზებისა,რმლებსაც გვარ-სახელი მეგრული აქვთ.

    ძირითადად ეგრეა ,ანუ ტყვარჩელელ და ოჩამჩირელ აფხაზებთან.

  5. liliko

    ამუშავდა პრინციპი - იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეცო?

    აბა ვინ იქნება შემდეგი?

     

    ეჰ რას იზამ.

     

    კი მაგრამ თქვენ არ გინდოდათ ემანსიპაცია?

  6. liliko

    ეჰ, ბატოო ლიცემერ, როდის ყოფილა ერთი მერცხლის ჭიკჭიკს გაზაფხული მოეყვანოს?

    კაი ჯანდაბას მეორე მე ვიქნები.

     

    ვიცი როგორ დამეჩაგრა ჩემი ბეჩუნი ამ ბოლო დროს.

  7. თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან ახლო ურთიერთობა ქონდათ აფხაზებს და სამეგრელოს მოსახლეობას ვარდების რევოლუციამდე. ხალხს საერთო ბიზნესი ქონდათ და ყოველდღიური ურთიერთობა. სამეგრელოს ვაჭრები გალში დადიოდნენ თავიანთ საქონელს იქ ყიდდნენ და პირიქით. მე, პირადად ვიცი რამდენიმე შეხვედრა, სადაც აფხაზები იყვნენ ქორწილში სამეგრელოში. მეგრელები კი რამდენჯერმე(რაც მე ვიცი) აფხაზების გასვენებაშიც ყოფილან არათუ გალში, არამედ ოჩამჩირეში. ჩემი სოფელი ზედ აფხაზეთის საზღვარზეა და ადგილობრივი ბიჭები ახლო ურთიერთობაში იყვნენ აფხაზ მესაზღვრეებთან. მაგათგან ვიცი, რომ აფხაზი მესაზღვრე ვინმე ნარმანია ითხოვდა მეგრელ ნარმანიებთან შეხვედრას. ასე რომ ძალიან დიდი შანსი დავკარგეთ აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენისა. ეს ჩვენი სირბანჯო პრეზიდენტი(არადა ხმა მას მივეცი მაშინ) რაც მოვიდა ყველაფერი შეწყდა და მარტო ომის რიტორიკა ისმის. დამიჯერეთ ეგ არასდროს არ აპირებდა ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნებას. როგორც მე ვიცი ყოველთვის ომის მომხრე იყო. შედეგის სახეზეა. ერთად ერთი ადამიანი ვისაც მისი ამბიციების შეკავება შეეძლო ჟვანია იყო, მაგრამ ქე იცით მასაც რა უქნეს. სულ მიკვირდა ყველაფერს რუსებს აბრალებდა მიშა და მარტო ჟვანიას სიკვდილი არ დაუბრალებია რუსებისთვის. უცნაურია არა?.მაგრამ ფაქტი.
  8. ირაკლი ალასანია [ 4 ] [50.00%]

     

    მეც ალასანიას ვირჩევ, მაგრამ მეშინია რომ მისგან მიშა 2 არ დადგეს. საპარლამენტოში ალბათ ფორუმს მივცემ ხმას.

  9. newstudio

    არავიტარი აჭარული ან მეგრული სეპარატიზმი არ არსებობს!~

     

    ხო მაგრამ ზოგიერთები მანიპულირებენ ამ თემით და ჯობია საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან ეს საკითხი.

     

     

    ისე მეგრელი სეპარატისტი მე ვარ აგერ. :)

  10. newstudio

    ესე ხელაღებით დაშლა არა

     

    მარა თუ ჭკვიანურად გაკეთდა....

     

     

    მაგალითად გურიას მიუერთებდი აჭარას და იქნებოდა გურია-აჭარის ავტონომია. ამით მოისპობოდა აჭარული სეპარატიზმის ხსენებაც კი.

     

    შეიძლება მცხეთა-მთიანეთის შეერთება შიდა ქართლისთვის ან კახეთისთვის ან კიდევ გადანაწილება ტერიტორიული სიახლოვის მიხედვით.

     

     

    სამტრედიის და ხონის რაიონებს მიუერთებდი სამეგრელო-ზემო სვანეთს(შეიძლებიდა გურიის რაღაც ნაწილის მიერთება), რადგან სასტიკად არ მომწონს სამეგრელოს რეგიონში მარტო ეთნიკურ უმრავლესობას მეგრელები რომ შეადგენენ. ამით უფრო აღმოიფხვრებოდა "მეგრული სეპარატიზმი"(თუ არსებობს სადმე). და ვაბშე ამ რეგიონს კოლხეთის რეგიონს დავარქმევდი.

  11. Gegius

    ასებობენ ძალები რომლებიც გვიბყრობენ აგრესიით და არსებობენ ძალები რომლებიც ენის მოთაფვლითა და ძირის მზაკვრული გამოთხით. მერწმუნეთ ეს უკანასკნელი უფრო საშიშია და ამ საფრთხეს წარმოადგენს დასავლეთი.

    ვერავინ ჩვენ ვერ დაგვიპყრობს თუ ყველაფერზე წინ ჩვენს ინტერესებს დავაყენებთ.

     

    მაგრამ, სამწუხაროდ ამ მთავრობისთვის, საქართველოს ინტერესები მხოლოდ მეორეხარისხოვანია.

  12. newstudio

    აბა იმას ხომ არ იტყვის ჩვენ გვინდა ომიო

     

    გასაგებია, მაგრამ როცა იტყვის მაშინ ვაგინოთ.

     

    უბრალოდ ხელოვნურად ვძაბავთ სიტუაციას. და შენ მაინც ნუ აყვებია ასეთ პროპაგანდას. გამოვიდა პაატა დავითაია და ატეხა ერთი ამბავი, არიქა რუსებს ჯარიშემოყავთ და ომს აპირებსო. იქით ფელგენგაუერმა შეგვიკიკინა, ყოველ აგვისტოს თვეში ომით გვემუქრება, კიდევ ის პუტინის ყოფილი მრჩეველი რომ იყო..... მოკლედ რა ვის როგორც უნდა ისე ატრიალებს რეალობას. დაანერვოზეს ხალხი.

     

    გონიერი კაცი ხარ დეპრეს და იმას უნდა ხვდებოდე რომ ასეთ ისტერიაში მარტო სააკაშვილია მოგებული. ხალხის აგრესია მარტო რუსეთის მიმართ კია არა -ამ ნაძირალა ხელისუფლების მიმართაც უნდა იყოს მიმართული. ვერ ხედავ ამ ავანტიურიდან მიშა მშრალი გამოდის.

  13. newstudio

    პ.ს. როგორც ჩანს რუსეთს ჯერ ბოლომდე არ უთქვია უარი საქართველოსთან ომზე...

     

    შენ მაინც რაგჭირს? შინაარს ვერ იგებ თუ ძალით ამახინჯებ შინაარსს. ამბობს მიშას ხელშიო ყველაფერიაო მოსალოდნელი და არა მე ჯერ ბოლომდე არ მითქვიაო უარი საქართველოსთან ომზე.

     

     

     

    ისეთ სათაურს მისცემთ თემებს, რომ გული გაგისკდება კაცს.

     

    კარგით რა არ გეყოთ ომის რიტორიკა.

  14. Saturn

    კი დაბომბა. მანამდე ოსებმა და რუსმა "სამშვიდობოებმა" დაბომბეს თუ არა ქართული პოაზიციები?

     

    ამას რამე ნიშნის მოგებით არ გეკითხები.

     

    უბრალოდ ზოგიერთები ღადაობენ ამ თემით და ამიტომაც შეგეკითხე.

     

    ისე კაი იქნებოდა ცხინვალისკენ რომ არ შეგვეტია.

  15. Saturn

    მაქედან რამდენი დაიღუპა ქართველების და რამდენი რუსების ნასროლი ჭურვით, ეგ თუ დაგითვლია? ან რამდენი ქართველი დაიღუპა, სანამ ცხინვალს დაბომბავდნენ?

     

    სატურნ ერთი კონკრეტული შეკითხვა მაქვს შენთან.

     

    -7 აგვისტოს, ღამით, ჩვენმა არტილერიამ დაბომბა თუ არა ცხინვალი?

  16. Sakartwelo

    ეგრე გაიღიმა შევარდნაძემ მოსკოვში და ცოტა ხანში აფხაზეთიც დავკარგეთ. მიხეილი სულ გიჟივით იცინის,ვერ გაიგებ,სინამდვილეში რა ფიქრობს.

     

    :D არა მაშინ აბსოლუტურად ადექვატური იყო მიშა.

     

    გალის რაიონიდან ის 60.000 ქართველიც გამოაყრევინეთ რუსეთს და მერე კიდევ დაინახავს მსოფლიო რუსეთის ნამდვილს სახეს-თქო,გადაეცით მაგ ავადმყოფს.

     

    ეჰ ვის ახსოვს ხალხი.

     

    აფსუს რა სააბრაგო ადგილებია აფხაზეთში :D

  17. Sakartwelo

    ანუ ორმაგად უფრო საშიშია დღეს რუსეთი,ვიდრე ელცინის დროს იყო.

     

    ბუნებრივია. და არც არის გასაკვირი.

     

    რუსეთთან ხელშეკრულების ფასი არის 0.

     

    მთლად ეგრეც არ არის საქმე. გახსოვს სააკაშვილის შეხვედრა პუტინთან? და მიშას მომღიმარი სახე? მაშინ თქვა მიშამ: -"-აი ამ კაცთან შეიძლებაო ლაპარაკი". ანუ რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენი მიშა სხვანაირად აჭიკჭიკდა. ერთმა ტელეფონის ზარმა გადაწყვიტა ყველაფერი. მიშა თავის ქმედებებში თავისუფალი არ არის, მარიონეტია სხვის ხელში.

     

    პრინციპიანმა და არამარიონეტმა პუტინმა ბევრჯერ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,მაგრამ ბოლოს რაც მოხდა,ყველამ ვიცით.

     

    ჩვენდა სამწუხაროდ ეგრეა, მაგრამ აი იმათ კითხე აბა.

     

     

     

    გასული წლის აგვისტოს ომმა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ დაანახა, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ განაცხადა.

     

    აი ამ სისულელის გამო მოსდა ის, როგორც შენ ამბობ

    მაგრამ ბოლოს რაც მოხდა,ყველამ ვიცით.
  18. Sakartwelo

    რუსები მაგ პირობასაც დაარღვევენ,ამიტომ აზრი არ აქვს

     

    მესმის რომ ბევრჯერ დარღვიეს შეთანხმება, მაგრამ ეს უპრინციპო და მარიონეტი ელცინის დროს იყო ძირითადად. დღეს რუსეთი უფრო პრაგმატულია და ეს უნდა გამოვიყენოთ. თანაც რუსეთს ბევრი ალტერნატივა არ აქვს, თვითონაც ცუდ დღეშია.

     

    მთავარი მაგათი მესიჯი ამერიკის გასვლაა ამ რეგიონიდან. რადგანაც მშვენივრად იციან, რომ ეს კავკასიაში პრობლემებს შეუქმნის რუსეთს და დაშლის წინაპირობაა.

  19. choxa

    ერთადერთი პირობით - თუ რუსეთი ამ რეგიონებიდან თავის შეიარაღებულ ძალებს სრულად (!!!!!!) გაიყვანს

     

     

    კიდევ ერთი უტოპია.

  20. newstudio

    გასული წლის აგვისტოს ომმა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ დაანახა, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ განაცხადა

     

     

    დაიჯერეთ ხალხნო ომი სწორედ ამ მიზნით დაიწყო. ამისთვის გაიღო ამ ხალხმა სისხლი.

     

    ნუ რამდენად გამართლებულია ეს ყველაფერი თქვენ თვითონ განსაჯეთ.

  21. nikusha_marx

    არაფერი არ შეიცვლება მაგრამ უბრალოდ მე მაინტერესებს ამ იდეის სოციალური, ფსიქოგოლირუი და სხვა მხარეეი???

    ორთქლის გამოშვებაა და მეტი არაფერი.

     

    შენ წარმოიდგინე ბევრი ამ აქციის მერე ძალიან ბედნიერი იქნება.

  22. საინტერესოა-მოგონებებია ომზე

     

    http://www.ambebi.ge/conflicts/8476-omis-d...shekhvedra.html

     

    ომის დროს დაბომბილი კასპი და ბაქრაძის და ბორისოვის საიდუმლო შეხვედრა

    გასული წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო იერიში კასპის რაიონზეც მიიტანეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა მდინარე ლეხურაზე გადასასვლელი ხიდი, სატელეფონო კომუნიკაციები, ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი, საცხოვრებელი სახლები და მიღებული დაზიანებებისგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა. საოკუპაციო ჯარები კვირაზე მეტხანს პატრულირებდნენ კასპში მანამ, სანამ ქართლის ამ პატარა ქალაქში პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის და გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვის საიდუმლო შეხვედრა არ შედგა...

     

    გია, კასპის მკვიდრი:

    - 6 აგვისტოს, როგორც კი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ჩვენი რაიონიდან 350 რეზერვისტი გაიწვიეს. კასპის რაიონი ყოველდღე იღებდა დევნილებს კონფლიქტის ზონიდან და გორის რაიონიდან. ომის პირველ დღეებში, დევნილთა რაოდენობამ 7000 კაცს მიაღწია. 12 აგვისტოს კი კასპის გავლით, უკვე ქართული ჯარის ნაწილები ბრუნდებოდნენ... ხმა გავრცელდა, თითქოს რუსული ჯარები უნდა შემოსულიყვნენ და რაიონის გამგეობისა და პოლიციის შენობები უნდა დაეკავებინათ. მოსახლეობა რაღაც ცუდის მოლოდინში იყო, მაგრამ ხალხი სახლების დატოვებას არ ჩქარობდა. იმ დღეს კასპში რუსული ჯარის ნაწილები არ შემოსულან, მაგრამ ღამით, ორის 20 წუთზე კასპის თავზე ორი რუსული გამანადგურებელი გამოჩნდა. საზარელმა ხმამ შეძრა მთელი ქალაქი და მალევე აფეთქებების ხმაც გაისმა. ქალაქი ჯერ განათდა, შემდეგ კი უკუნეთმა მოიცვა. მხოლოდ მეორე დღეს, გამთენიისას გახდა შესაძლებელი, გვენახა, რომ ერთი ჭურვი კასპის ცემენტის ქარხნის სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე იყო ჩამოვარდნილი, მეორე იქვე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან აფეთქდა და მნიშვნელოვნად დააზიანა შენობა. კიდევ ერთი ჭურვი სარკინიგზო მაგისტრალს დაეცა, რის შედეგადაც დაინგრა რკინიგზის მეისრის ჯიხური, ხოლო მეისრე მურაზ მერებაშვილი მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. კიდევ რამდენიმე ჭურვი მდინარე ლეხურაზე გადასასვლელ ხიდს დაეცა. იმავე გამანადგურებლებმა სოფელ სამთავისის თავზეც გადაიფრინეს და რამდენიმე ბომბი სოფლის სასაფლაოზე ჩამოაგდეს. ჭურვების ნამსხვრევები ფაქტობრივად მთელ ქალაქში იყო მიმობნეული, თითქმის ყველა შენობის მინები ჩამსხვრეული იყო. 13 აგვისტოს ქალაქში ისევ გავრცელდა ხმა, რომ ოკუპანტები კასპში შემოდიოდნენ. ამ ცნობის შემდეგ მოსახლეობის უმეტესობა თბილისისკენ დაიძრა. ქალაქში მხოლოდ ხანდაზმულები და ყველაზე გულადი ადამიანები დარჩნენ - ისინი, ვისაც საკუთარი ქალაქი დამპყრობლებისთვის არ ეთმობოდათ და თუ ამის საჭიროება იქნებოდა, სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავდნენ კასპს რუსი ოკუპანტებისგან. 14-ში დილით, რუსული საბრძოლო ავტომობილები მართლაც გამოჩნდა ჩვენი ქალაქის ქუჩებში. რამდენიმე ტანკი ქალაქის ცენტრში განთავსდა. მოსახლეობის დაყაჩაღების, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები რუსი ოკუპანტების მხრიდან ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ხალხი მაინც ძალიან შეშინებული და დაძაბული იყო. მოსახლეობასთან საუბრისას რუსი ჯარისკაცები აცხადებდნენ, რომ კასპში სამშვიდობო მისიით იყვნენ შემოსული და ხალხს კაზაკების და ჩრდილოკავკასიელი მაროდიორებისგან იცავდნენ. საკვებ პროდუქტებსა და სასმელს მაღაზიებში ყიდულობდნენ და საბრძოლო მანქანებში ეძინათ.

     

    ლია, კასპის მკვიდრი:

    - სხვათა შორის, ერთ-ერთ ჯარისკაცში კასპიდან წასული, ეროვნებით ოსი ბიჭი შევიცანით. თავადაც გამოგველაპარაკა, მოგვიკითხა და სინანული გამოხატა იმის გამო, რაც ხდებოდა. ჩვენს ქუჩაზე, ჩემს შვილებთან ერთად გაიზარდა და შეუძლებელია ქართველების მიმართ სიძულვილი ჰქონოდა. მანამ, სანამ რუსი ოკუპანტები კასპში იმყოფებოდნენ, ჩვენს ქალაქში საინტერესო შეხვედრა შედგა. თავის დროზე, კასპი ინდუსტრიული ქალაქი იყო. ცემენტის ქარხნის გარდა, აქ მუშაობდა საკონსერვო, ელექტროქარხანა და ამის გამო ქალაქში ბევრი რუსი ეროვნების ოჯახი ჩამოვიდა საცხოვრებლად. ზოგი არეულობის პერიოდში სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ ვინც ქართველებს დაუნათესავდა, კასპში დარჩა საცხოვრებლად. მაშინ, როდესაც იგოეთში რუსული ტანკები იდგნენ და კასპიც ოკუპანტების ხელში იყო, ჩვენს ქალაქში რუსი გენერლის, ბორისოვისა და დავით ბაქრაძის შეხვედრა შედგა. არ ვიცი, ვინ იყო ამ შეხვედრის ინიციატორი, მაგრამ ბორისოვის პირობა ასეთი ყოფილა, რომ შეხვედრა კასპელი რუსის ოჯახში უნდა შემდგარიყო. ეს მოთხოვნა ქართულმა მხარემ გაითვალისწინა და ბაქრაძე და ბორისოვი ჩვენი თანაქალაქელის, გვარად ვორონას ოჯახში შეახვედრეს. მთელი ქალაქი ერთი მხრივ, ქართველი სპეცრაზმელებით, მეორე მხრივ კი რუსი სამხედროებით აივსო. ჩვენთვის უცნობია ამ შეხვედრის შინაარსი. სხვათა შორის, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციაც არსად გამოქვეყნებულა. უფრო მეტიც - პარლამენტის საგამოძიებო კომისიაშიც კი არავის უკითხავს ბაქრაძისთვის ბორისოვთან შეხვედრის შესახებ. ერთი კი ცხადია, ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, რუსულმა სამხედრო ნაწილებმა საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიიდან გასვლის ბრძანება მიიღეს. 25 აგვისტოს რუსი ჯარისკაცები კასპიდანაც გავიდნენ, მაგრამ ერთი თანამებრძოლი დარჩათ, რომელიც თურმე ნასვამი ყოფილა და სადღაც ჩრდილში ეძინა, როდესაც მისი მეგობრები ქალაქს ტოვებდნენ. მეორე დღეს, უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი მშვიდობიანად გავაცილეთ კასპიდან.

     

    ემა ტუხიაშვილი

    ჟურნალი ”გზა”

  23. http://www.ambebi.ge/conflicts/8419-ra-gva...istos-omma.html

     

     

     

    თუ თბილისის ქუჩებში გაივლით, ხალხს და გარემოს დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ თითქმის არაფერი შეგახსენებთ ერთი წლის წინათ გადატანილ ხანმოკლე, მაგრამ ტრაგიკული შედეგების მქონე ომს. ამ ომის შედეგად საქართველომ ძირძველი ტერიტორიები დაკარგა და იმედი მცირეა, რომ მათ დაბრუნებას ახლო მომავალში შევძლებთ. როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, ხალხს უფრო უარესის მოლოდინი აქვს. ამერიკული Internacional Republican Institute საქართველოს ოფისის მიერ ამ წლის თებერვალ-მარტში ჩატარებული გამოკითხვით მოსახლეობის მხოლოდ 19% სჯერა, რომ ახლო მომავალში ქვეყანაში სიტუაცია გაუმჯობესდება. 2008 წლის სექტემბერში კი ასე 33% ფიქრობდა. გამოკითხულთა უმეტესობა (52%) უმთავრეს პრობლემად უმუშევრობას ასახელებს და შემდეგ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას (35%). სამ უმთავრეს პრობლემას შორის ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები სახელდება. მოსახლეობის უმრავლესობას (67%) ყველაზე უფრო ომის დაწყების და ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების (20%) ეშინია.

     

    თუმცა, იმავე მოსახლეობის 87% საქართველოს ხელისუფლებას უპირველეს ამოცანად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უსახავს. თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ გადაწყვეტს აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების საკითხს. გამოკითხულთა 94% ამ პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების გზას ემხრობა.

     

    საგულისხმოა აგვისტოს მოვლენებთან დამოკიდებულება. თუკი 2008 წლის სექტემბერში მხოლოდ 7% თვლიდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, 2009 წლის მარტში უკვე ორჯერ მეტი გამოკითხული (14%) ფიქრობს, რომ ომის ინიციატორი საქართველოს ხელისუფლებაა. გამოკითხულთა 73% საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს შეცდომად აგვისტოს ომის დაწყებასა და ტერიტორიების დაკარგვას მიიჩნევს.

    თვალშისაცემია ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობის ზრდის ტენდენციაც. თუ 2008 წლის სექტემბერში გამოკითხულთა 70% აშშ-ს საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევდა, 2009 წლის მარტში მხოლოდ 52% ფიქრობს ასე. თუკი 2008 წლის სექტემბერში ქვეყნის ნატო-ში გაწევრებას 77% უჭერდა მხარს, 2009 წლის მარტში მომხრეთა რაოდენობა 49%- მდე დაეცა. საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზების განლაგების მომხრეთა რაოდენობა 7 თვის განმავლობაში 54%- დან 33%-მდე შემცირდა.

     

    აგვისტოს ომის წლისთავზე ომის გამომწვევ მიზეზებსა და გარემოებებზე კვლავ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა დარჩენილი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ერთი წლის წინ ეს საკმაოდ აქტუალური თემა საზოგადოებას თითქოს მიავიწყდა კიდეც. ომის მიზეზების დამდგენი საერთაშორისო კომისიის ანუ ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომელიც ივლისის ბოლოს უნდა გამოქვეყნებულიყო, კიდევ ორი თვით გადაიდო. როგორც ჩანს, ამ დასკვნაზე ბევრი რამ და, შესაძლოა, ბევრი ვინმე არის დამოკიდებული და კომისია ცდილობს ჭეშმარიტების დადგენაც მოახერხოს და პოლიტიკურ კონიუნქტურასაც გაუწიოს ანგარიში. ბოლო დროს ტალიავინი ორჯერ შეხვდა რუსეთის ოფიციალურ პირებს და როგორც რუსული მედია იუწყება, მათგან აგვისტოს ომზე დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები მიიღო. შეხვდა თუ არა იგი ქართულ მხარეს და მიიღო თუ არა მისგან რაიმე ახალი ინფორმაცია, უცნობია.

    აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა საქართველოს საპარლამენტო კომისიამ საბოლოო დასკვნაში ომის დამწყებად რუსეთი მიიჩნია. თუმცა, ვერც საქართველოს რიგი სახელმწიფო უწყებების (უშიშროების საბჭო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი, საგარეო დაზვერვის სამსახური) მიერ დაშვებულ აშკარა შეცდომებს აუარა გვერდი. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად, არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი პასუხისგებაში არ მიუციათ. ომის შემდეგ ისინი (კახა ლომაია, ეკა ტყეშელაშვილი, ზაზა გოგავა) უმტკივნეულოდ გადაბარგდნენ ერთი თბილი სავარძლიდან მეორეში.

    აგვისტოს ომის დაწყების ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ვერსიიდან ჩვენ რამდენიმე მომენტი გამოვყავით, რომლებზეც მეტ-ნაკლებად დოკუმენტური მასალა არსებობს და განსჯის საფუძველსაც იძლევა, რადგანაც ომის კვალს საქართველოდან შორს მივყავართ.

     

    პირველი მომენტი უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას 7 აგვისტოს. გია ყარყარაშვილის მიერ აგვისტოს ომის მიზეზების გამოკვლევის შემდეგ გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ 6 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროში ჩატარდა საიდუმლო თათბირი ცხინვალში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ხოლო 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, გაერთიანებული შტაბის უფროსმა დახურულ სხდომაზე უმაღლესი მთავარსარდლისგან მიიღო ბრძანება, რომლის თანახმადაც, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ევალებოდათ შეეჩერებინათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსეთის შეიარაღებული ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა; ჩაეხშოთ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები. თუმცა ბრძანების ასლი არც წერილობითი და არც ელექტრონული ფორმით არავის უნახავს. ასეა თუ ისე, ბრძანება თავისი შინაარსით ითვალისწინებს გარე სამხედრო აგრესიის მოგერიებას. თუმცა ყველას გვახსოვს, რომ 7 აგვისტოს, დაახლოებით იმავე დროს, ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი, გენერალი მამუკა ყურაშვილი "გრადების" ზალპების ფონზე ტელევიზიით აცხადებდა, რომ "ცხინვალის რეგიონში დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა," რაც სულ სხვა ტიპის ღონისძიებაა. იგი ითვალისწინებს შიდაარეულობის ჩაქრობას და მისი გამომწვევი დესტრუქციული ძალების ნეიტრალიზაციას. სავარაუდოდ, სააკაშვილსა და მის გუნდს სწორედ ეს ჰქონდათ განზრახული თავდაპირველად და ამას ირიბად ისიც ადასტურებს, რომ ცხინვალისკენ დაძრულ სამხედრო კოლონას დროშებით, ტრიბუნებით, ნაციონალური ატრიბუტიკით და სანაკოევის მთავრობის მხარდამჭერი პროკლამაციებით დატვირთული "პოლიტიკური კოლონა" მიჰყვებოდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ 6 აგვისტოს ცხინვალიდან ეუთომ სასწრაფოდ გამოიყვანა მისიის დარჩენილი ბოლო პერსონალი, ხოლო პროკლამაციების ნაწილი ეუთოს მისიის ოფისის სარდაფში აღმოაჩინეს.

     

    თუკი თბილისში იცოდნენ, რომ ცხინვალში რუსული ჯარები შემოვიდნენ, ვისი ან რისი იმედით იწყებდნენ საბრძოლო მოქმედებებს მათზე ასჯერ უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან?! სააკაშვილის ხელისუფლებაში არ შეიძლება არ სცოდნოდათ, რომ ეს აშკარა თვითმკვლელობა იქნებოდა. თუმცა როგორც ზოგიერთი მონაცემებით ირკვევა, მათ მაინც აშშ-ის დახმარების იმედი ჰქონდათ და ასეთი სიგნალები, როგორც ჩანს, მიიღეს მაშინდელი ადმინისტრაციის გარკვეული ჯგუფისაგან და ასევე ვაშინგტონში სააკაშვილის მეგობრებისაგან. უკვე დადასტურებულია, რომ 2008 წლის 17 აპრილს სენატორი ჯონ მაკკეინი ტელეფონით ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს და საუბრის მთავარი თემა აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილი სიტუაცია იყო. იმ დღესვე მაკკეინმა საჯარო განცხადება გააკეთა, რომელშიც მკაცრად დაგმო რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. მომქანცველ საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმულმა მაკკეინმა ცხინვალისა და აფხაზეთისთვის მოიცალა?! იმ დღესვე სააკაშვილის ხელისუფლება აფორმებს მორიგ კონტრაქტს მაკკეინის მრჩეველ რენდი შეინმენთან და მის კომპანიასთან. Wikipedia-ში რენდი შეინმენი მოხსენიებულია როგორც საქართველოს მიერ დაქირავებული ლობისტი ვაშინგტონში 2005 წლიდან და პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯონ მაკკეინის საგარეო-პოლიტიკური მრჩეველი.

     

    გაზეთ "Financial Times" მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლების ლობისტად ყოფნის პერიოდში შეინმენი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს ადანაშაულებდა რუსეთის მიმართ ზედმეტი დათმობების, მათ შორის აფხაზეთის საკითხზე გაეროს რეზოლუციის გამო. ცნობილია, რომ შეინმანს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის იმ დაჯგუფებასთან, რომლის წევრებიც რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მომხრენი იყვნენ.

     

    ეს დაჯგუფება ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ირგვლივ იყო გაერთიანებული. შეინმენს მოიხსენიებენ როგორც "ომის პარტიის" ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს. ამ გუნდში საპატიო ადგილი სენატორ ჯონ მაკკეინსაც უკავია. აგვისტოს ომის დღეებში მაკკეინის მიერ აგორებულმა ანტირუსულმა რიტორიკამ და ცნობილმა განცხადებამ, რომ "ჩვენ ყველანი ქართველები ვართ," მის წარუმატებელ საპრეზიდენტო კამპანიას ცოტა ხნით სული შთაბერა და იგი ბარაკ ობამას დაეწია. თუმცა ამის იქით მაკკეინის მხარდაჭერა არ წასულა.

     

    აგვისტოს ომის შემდეგ შეინმენი აცხადებდა, არ გვეგონა თუ 21-ე საუკუნეში რუსეთი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი მასშტაბის აგრესიაზე წავიდოდაო. მოგვიანებით ამ "არგუმენტს" თუთიყუშივით იმეორებდა სააკაშვილის გუნდის ლამის ყველა წარმომადგენელი.

     

    ცნობილი ჟურნალისტი, პატრიკ ბიუკენენი თავის სტატიაში - "ვინ არის რენდი შეინმენი - ვერავინ გაბედა ამისთვის ღალატი ეწოდებინა" შეინმენს "გაორებულ ლოიალისტს" და უცხოელების აგენტს უწოდებს, რომლის ამოცანაა დაავალდებულოს ამერიკა, საკუთარი მოქალაქეების სისხლი დაღვაროს მისი კლიენტი რეჟიმებისათვის, ბიუკენენი წერს, რომ 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის მარტის ჩათვლით სააკაშვილის ხელისუფლებამ შეინმენსა და მის ფირმას $290.000 დოლარი გადაუხადა. "დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საქმეში აშშ-ის მხარდაჭერის მიღება იყო ის, რისთვისაც სააკაშვილი შეინმენს ფულს უხდიდა,"- წერს ბიუკენენი.

     

    მისი ვარაუდით, ცხინვალზე შეტევის დროს სააკაშვილის შეკვეთა მისი ვაშინგტონელი ლობისტისათვის იყო ნატოსა და აშშ-ისგან კონფლიქტში ჩაბმის გარანტიის მიღება და შეინმანი თითქოს ახლოს იყო წარმატებასთან. თუ მის ბიოგრაფიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ის წარმატებით ლობირებდა ლატვიის, მაკედონიის და ხორვატიის ნატოში გაწევრების პროცესს. თუმცა, ბოლო მომენტში, როგორც ჩანს, აშშ-ის ადმინისტრაციამ კონფლიქტში ჩარევა გადაიფიქრა, თუმცა, ომის ბორბალი უკვე დატრიალებული იყო. სწორედ იმიტომ ჩამოფრინდა თბილისში სასწრაფოდ კონდოლიზა რაისი, რათა სიტუაცია რამენაირად დაერეგულირებინა - ის ომის დაწყების წინააღმდეგი იყო.

    ადრე თუ გვიან, აგვისტოს ომზე დღემდე დაფარული უფრო მეტი დოკუმენტი გამოვა სააშკარაოზე და, სავარაუდოდ, ომის რეალური დამწყების ვინაობაც გამოიკვეთება.

     

    ზაზა შანიძე

     

    ”ყველა სიახლე”

×
×
  • შექმენი...