Jump to content
Planeta.Ge

DATA TUTASXIA

პლანეტელი
  • პოსტები

    1.033
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი DATA TUTASXIA -ს მიერ

  1. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...11258&ct=14

     

     

    ბუშისთვის ფეხსაცმლის სროლამ ჟურნალისტს დიდი ფული აშოვნინა

    radio.businessfm.ru

     

    ერაყელი ჟურნალისტი ალ ზაიდი, რომელმაც ბუშისთვის ფეხსაცმლის სროლით გაითქვა სახელი, დღეს პატიმრობიდან გამოდის, თავისუფლებაზე ცხოვრებას კი ის ფუფუნებაში გააგრძელებს: ამერიკელი ლიდერისადმი სიძულვილმა მას დიდი ფული აშოვნინა.

     

    გმირ–ჟურნალისტზე გათხოვებაზე დღეს თითქმის ყველა ერაყელი გოგონა ოცნებობს. პალესტინელი შეიხი აჰმედ ჯოვდა ჟურნალისტს დაქორწინების შემდეგ ოქროთი და ძვირფასეულობით ``ავსებას`` პირდება. თუმცა ჟურნალისტს არც თავად აქვს ფინანსური პრობლემები: ციხეში ყოფნის პერიოდში ეგვიპტური ტელეკომპანია, სადაც ის მუშაობდა, მას ხელფასს უხდიდა, კომპანიის მფლობელმა კი კორესპონდენტს ბაღდადის ფეშენებელურ რაიონში ორსართულიანი აგარაკი უყიდა.

     

    ბაღდადელმა ბიზნესმენმა რეპორტიორს მერსედესი აჩუქა, ყატარის პრინცმა კი ჯანდაცვის დაზღვევით დააჯილდოვა. ჟურნალისტს თანხები შემოწირულობის სახითაც დაუგროვდა. მაგრამ მათი ამოწურვის შემდეგაც კი კორესპონდენტს ფინანსური პრობლემები არ ექნება – ფეხსაცმლის ფირმამ, რომელმაც ბუშისთვის ნასროლი ჩექმა დაამზადა, ალ–ზაიდის ფულადი პრემია დაუნიშნა.

     

    შეგახსენებთ, რომ ბუშისთვის ჩექმის სროლის გამო ჟურნალისტს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომლიდანაც მან მხოლოდ 9 თვე მოიხადა.

  2. დაუნახავები ხართ თქვენ. რა არ იცით ამ ომში რუსები რომ დავამარცხეთ და ცხინვალი დავიბრუნეთ? :D

     

     

    კაი მიშა გიჟია, მაგრამ მიშისტებსაც რომ სჯერათ მისი. და ავტობუსის რეისსაც რომ ნიშნავენ-თბილისი-სოხუმი. :D

  3. ბოცმან რეაქცია არის ორგანიზაცია, რომელსაც მთავრობი საწინააღმდეგოდ არასდროს არაფერი არ განუცხადებია.

     

     

    შენ წარმოიდგინე ომამდე რუსეთის სამშვიდობო ჯარის გაყვანა ან ესენგედან ჩველი გამოსვლაც კი არ მოუთხოვია.

  4. ბოცმან მე სხვა რაღაცას გეუბნები და შენ სხვა მიმართულებით მიგყავს საუბარი. ქართულ ეკონომიკაზე კი არა მტერ ქვეყანაშია(როგორც შენ ამბობ და რუსულ საქონელს ბოიკოტს უცხადებ)დასაქმებული ნახევარი მილიონი ქრთველი და ამ ფულით აქაც მეორე იმდენს ინახავს.ნუ რაღაც მე არ მესმის ან ვერ ვიგებ. იქნებ საერთოდ თავს მოგვახვიეს ეს აზრი რუსეთი მტრობისა(მე არაფერს ვამტკიცებ).

     

    ვფიქრობ და არ მესმის როგორ შეიძლება მტერმა საკუთარ ქვეყანაში დაასაქმოს ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქე და მეორე ამდენი იქიდან არჩინოს.

     

    მეორე მხრივ გბომბავს და ტერიტორიებს გართმევს. რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

     

    იქნებ ჩვენც ვცოდავთ? დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ ჩვენი წარსული. იქნებ გვატყუებენ და არც ისე საქმე როგორც ჩვენ ვხედავთ?

  5. სნობიზმითაა ავად ჩვენი ერი. თუმცა ყველა მცირერიცხოვანი ერის სენია ეგ დაავადება.

     

    ქართველები როდესაც ოკეანეს გადალახავენ ან ევროპას მიაშურებენ ეგრევე იჩენს თავს "მე ლონდონში ვსწავლობდი". :)

     

    ---------------------------------დირე თუ ძმა ხარ ეგ ავატარი მოაშორე. :yes2:

  6. პატივცემულო დათა...

    ვინ ხალხი ეთანხმება და ვინ ხალხია კმაყოფილი?

    პოლიციელები, გამგეობის მუშაკების ნაწილი, 100 ეგზალტირებული მოხუცი და გიორგი თარგამაძის 1000-მდე გულშემატკვიარი? ნუ კიდევ დაუშვათ მერაბ სეფაშვილი და 3 G ? და ესენი არიან ხალხი?

    არა ბატონო... ესენი არიან ის რასაც თუ ევოლუციის მოდელს მივუყენებთ მალე დეგრადაცია და გაქრობა აქვს გარანტირებული

     

     

    მთლად ესე მარტივადაც არ არის საქმე.

     

    რაიონებში ამ მხრივ ძალიან ცუდად არის საქმე.

     

    ფულს დახარბებულ ბრბოდ აქცია ხალხი აბელა სეთურმა.

     

    სიმართლე თუ უთხარი შიძლება ჩაგქოლონ და ჩემი ავატარის ბედს გაიზიარებ თუ სპირიდონა სულანჯიების და ასინეთა -ტოფანების ხელში თუ მოხვდი.

  7. ანტი-რუსული ისტერია რომ იყოს რაღა გვიჭირს!

     

    მაგ შემთხვევაში ამდენ უსარგებლო რუსულ პროდუქციას არ გავასაღებდით გურჯისტანში!

     

    უბრალოდ ჩვენ ძალიან მიბმულები აღმოვჩნდით ამ მონსტრზე და ნელ-ნელა უნდა ჩამოვშორდეთ!

     

    თითოეული ჩვენგანი!

    ---------------------------------------

    მაშინ ის ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქე ვინ არის რუსეთში რომ ცხოვრობს.

     

    მანახე მე შენ აზერი ერევანში მცხოვრები ან პირიქით.

     

    სერბებისთვის ამერიკა მტერია?

  8. არა პატივცემულო დათა....

     

    ქართველ ხალხს არ გაუცვლია...

     

    გაცვალა არამზადა ხელისუფლებამ, მისმა ამაზრზენმა სატელიტებმა და მოსახლეობის ყველაზე მდაბიო და სულმოკლე ნაწილმა.

     

    მე მათ ნაწილად ჩემს თავს არ მივიჩნევ, დარმწუნებული ვარ არც თქვენ ბატონო... და კიდევ უამრავი ჩვენნაირია ამ ქვეყანაში.

     

     

    ------------------------------------------------------------------

     

    რა სჭირს ამ ფორუმს ნიკის ჩასმას ვერ ვახერხებ ვერც ციტირებას.

     

     

    დირე გეთანხმები უფრო სწორედ მინდა დაგეთანხმო, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ასეა. ამას ჰაერზე არ ვიძახი.

     

    ადამიანები რომლებიც დღეს მიშას უჭერენ მხარს, შეგნებულად თუ შეუგნებლად აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე უარს აცხადებენ. ეს ადამიანი უკვე არც ეუბნება ხალხს რომ დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, სამაგიეროდ ბათუმში, ქუტაისში, სიღნაღში, ზუგდიდში რაც გააკეთა იმის რეკლამირებას საკმაოდ წარმატებით ახდენს. ყველაზე საინტერესი და სამწუხარო ისაა რომ ამას ხალყი ეთანხმება და კმაყოფილია, არც კი ახსოვთ აფხაზეთი და სამაჩაბლო.

  9. ჰიტლერს რომ ისეთივე ტელევიზიები ყოლოდა, როგორებიც ჩვენ გვყავს, გერმანელები დღემდე ვერ მიხვდებოდნენ, წააგეს, თუ მოიგეს.

     

    ესაა შალვა ნათელაშვილის სიტყვები. და სრულიად ვეთანხმები.

     

    ჩვენი ტელევიზიების ხელში ხალხი მაინც სიმართლეს ვერ გაიგებს და ჩაცხრება მუხტი. არაფერიც არ მოხდება, რაღაცას წაიმიტინგებენ და მორჩა.

     

     

     

    ერთ რაღაცას ხმამაღლა ვიტყვი:

     

    -ქართველმა ხალხმა შადრევნებზე, შეღებილ ფასადებზე და 80 ლარიან პენსიაზე გაცვალა აფხაზეთი და სამაჩაბლო. :yes2:

  10. newstudio

    რუსეთი არის ჩვენი მტერი

     

    გასაგებია, მაგრამ ის ნახევარი მილიონი ქართველი ვინაა რუსეთში რომ ცხოვრობს?

     

    გინახია შენ აზერი ერევანში მცხოვრები და პირიქით.

     

    სამეგრელოში ვიყავი და მითხრეს ზუგდიდელი ხელოსნები როგორ მუშაობენ გაგრაში და სოხუმში. და ვინ არიან ესენი მტერთან რომ მიდიან.

     

    შალვა მაღლაკელიძე გენერალი იყო ჰიტლერის არმიაში, მაგრამ საქართველო არ სძულდა.

     

    და კიდევ უამრავი რამ შემიძლია გითხრა.

  11. არა მგონია სამშობლოსთვის ეღალატა მაგ ტიპს.უბრალოდ ხელისუფლებისადმი პროტესტი ასეთი ფორმით გამოხატა.
  12. licemer

    ჩემი აზრით, ეს თემა დასახურია

     

    ავტორი ხომ არ არის წინააღმდეგი?

     

    დახურე ლიც. გული მიკვდება კომენტარებს რომ ვკითხულობ.

     

     

    ვგრძნობ იმდენს ვიზამთ რომ კოლხიდები მოგვიმრავლდება სამეგრელოში.

  13. licemer

    საინტერესოს რა მოგახსენო, ჩემო ბატონო Lo Janko , მაგრამ რთული ნამდვილადაა. თითქმის საუკუნე-ნახევარი არწმუნებდნენ მავანნი და მავანნი, რომ "მინგრელეცები" ქართველები არ არიან და მთლად დამოუკიდებელ სახელმწიფოს თუ არა, ერთ ავტონომიას ნამდვილად იმსახურებენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და იმედია მომავალშიც არაფერი გამოუვათ

    არაფერი იმ შემთხვევაში არ გამოუვათ თუ ჩვენ არ მივცემთ საბაბს და ადექვატურად მოვიქცევით. შენ შესანიშნავად იცი როგორი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში და სწორია ეს დამოკიდებულება?

  14. lasalexx

    რატომ უნდა იყოს სამეგრელოში განსაკუთრებული სასწავლო პროგრამა? ისინი ისეთივე ქართველები არიან, როგორც მაგალითად კახელები ან რაჭველები. და სასწავლო პროგრამაც ალბათ ერთნაირი უნდა იყოს ყველა ქართულ სკოლაში.

     

    მაშინ ყველგან ვასწავლოთ.

     

     

     

     

    Nukriko

    რა უნდა ვქნათ და მარტო ქართული უნდა იყოს სავალდებულო...

     

    და მე რა ვქნა? ჩემი წინაპრების ენაა და დავივიწყო? საკითხისადმი ასეთი მიდგომა შობს სწორედ სეპარატიზმს.

     

    გამოდის რომ ქართული ვისწავლოთ და მეგრული და სვანური ნახუიზე გავუშვათ? რა მიდგომაა ვერ გავიგე. ესაა უპატივცემლობა.

     

    მეზობელ ფორუმზე იყო ლიციმერის მიერ გახსნილი მსგავსი თემა. იქაც ანალოგიური დამოკიდებულება დაფიქსირდა.

     

     

    მე თქვენ გეკითხებით და მიპასუხეთ: -რატომ უნდა დაბრუნდნენ აფხაზები ქართულ იურისდიქციაში? ჩვენ ხომ მეგრულს და სვანურს ვკრავთ ხელს და აფხაზურს დავინდობთ?

  15. Nukriko

    სავალდებულო ვერ იქნება

     

    ხომ შეიძლება სამეგრელოში იყოს სავალდებულო და სკოლაში ისწავლებოდეს.

     

    ერი ვერ ჩამოგყალიბდება ორი ენით აი ესაა აქსიომა..

    აბა რა უნდა ვქნათ? გადაშენდეს?

  16. murTazi

    მე ვაბშე ვფიქრობ რო ალასანია მაგრად პლავნად იმოძრავებს ევროპა-რუსეთ-ამერიკას შორის. უხმაურო როჟაა და ყველაზე მეტს გააკეთებს.

     

    თუ ეგეთი იქნება კარგია, მაგრამ არამგონია მაგის საშუალება მისცენ.

  17. Nukriko

    სეპარატიზმის გაჩენაში თვითონ ჩვენ მიგვიძღვის დიდი როლი.. ჩვენ ვართ დამნაშავენი.. ყველაფერი გავაკეთეთ რომ მომხდარიყო ზღვარის გავლება ჩვენსა და აფხაზებს შორის...

     

    ჰოდა აგაშინა ღმერთმა. მეც ამას ვიძახი და სეპარატიზმს მაბრალებენ.

     

    საქართველო ერთიანი უნდა იყოს, ეს აქსოიმაა. მაგრამ ამ ერთიანობაში ხომ შეიძლება ისე გავაკეთოთ რომ ყველა კმაყოფილი იყოს მეტ-ნაკლებად მაგალითად :))

     

    რატომ არ შეიძლება ცოტაოდენი მეგრული კახელმა ან ქართლელმაც რომ იცოდეს. როგორი ეფექტი ექნება კახელი მიხო მეგრულ ქორწილში მეგრულად რომ იტყვის სადღეგრძელოს. გადაყვებიან ზედ. ეგ არის დაფასება ადამიანების, მათი კუთხის, ენის. არად ხდება პირიქით, მე მაპატიეთ მაგრამ მეგრულის არ მცოდნეები დაჯდებიან ამ სუფრასთან და (არამარტო სუფრაზე) და გაჯგიმულები დაიწყებენ მეგრული აქცენტით ქართულად საუბარს, მათი ჭკუით ვითომ დასცინიან.

  18. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. ქართულ რეალობაში რატომ გაჩნდა?

    ძალიან გთხოვთ იარლიყებს მოვერიდოთ.

     

     

    მოდერებს ვთხოვ არ დახურონ ეს თემა. რადგანაც მგონი ყველაზე თავისუფალ ფორუმზე ვიმყოფებით.

  19. Anika

    მოვითხოვთ მეგრულ და სვანურ ენებს მიენიჭოთ რეგიონალური ენის სტატუსი! Требуем придания Менгрельскому и Сванскому языкам статус регионального языка!

     

    და ეს სპარატიზმს რატომ ნიშნავს?

×
×
  • შექმენი...