Jump to content
Planeta.Ge

DATA TUTASXIA

პლანეტელი
  • პოსტები

    1.033
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი DATA TUTASXIA -ს მიერ

  1. რა მასალები არსებობს ლოთის წინააღმდეგ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით?(მოწმეთა ჩვენებები, ვიდეომასალა ან აუდიო არსებობს თუ ინტუიციით ხვდებიან?
  2. ლ ი ც ი

    პატრიარქმა თავად აუკრძალა სასულიერი პირებს პოლიტიკაში ჩარევა

     

     

    თქვენ რატომ გინდათ რომ არ ჩაერიონ გარკვეული დოზით თქო ეს ვიკითხე.

     

    ან სად ჩაერია სამღვდელოება იქნება გაიხსენოთ.

  3. Nukriko

    მე ვარ ფედერაციის მომხრე!

     

    +1

     

    და საერთოდ უნიტარიზმი ფედალურ გადმონაშთად მიმაჩნია. განვითარებული ქვეყნები, რომლებსაც ოფიციალურად ქვეყნის უნიტარული მოწყობა აქვთ გამოცხადებული, აწყდებიან ბევრ პრობლემებს და ამიტომაც იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც მათ ფედერალურ მოწყობასთან აახლოებს.

  4. nikusha_marx

    ეს ჩვენი ქვეყანაა და რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება ეს ჩვენც გვეხება..

     

     

    მაშინ სასულიერი პირებს რატომ ვუკრძალავთ პოლიტიკაში ჩარევას? ისინიც ხომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ.

  5. დაწერეთ კონკრეტულად რა არ მოგწონთ. ფაქტების ნაკლებობაა თქვენს პოსტებში და დემაგოგიას ემსგავსება. სად ან რაში ხედავთ თეოკრატიული სახელმწიფოს ნიშნებს. ვა გაგიჟდები კაცი.

     

     

    თუ მართლმადიდებელი ადამიანი მესულმანზე, იაღოველზე ან ათეისტზე რამეს იტყვის, ეგრევე გარბიან საზღვარზე და ყვირიან არიქა მართლმადიდებლები გვავიწროებენო. ეხლა კი მრავალი რჯულილის ადამიანი, ძირითადად ათეისტები და იაღოველები ფეხებით შედგნენ ეკლესიას და ხმასაც არ გაღებინებენ არიქა თეოკრატიული სახელმწიფო არ გვინდაო.

     

    დამიკონკრეტეთ სად და როდის ჩაერია ეკლესია პოლიტიკაში? გელოდებით.

     

    მითხარით ათეისტს რა ესაქმება ეკლესიაში და რატომ ერევა მის საქმეებში?

     

    გიშლით ვინმე ხელს?

     

    მესმის პრობლემებია ეკლესიაში, მაგრამ ეს თქვენი საქმე არ არის.

  6. Saturn

    კი, ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები ვართ. ენი ფრობლემ?

     

    მე თქვენი ვერ გავიგე რა.

     

    ეგ ჰელოუინი რაღაც წარმართული, სატანისტური რიტუალია. ჰოდა საპატრიარქო და ერეკლეს საზოგადოება მოუწოდებს ხალხს არ მიიღოთო მონაწილეობა და რა არის ამაში საპანიკო. მთავარია დარბევა და დაპირისპირება არ მოხდეს.

     

    და კიდევ ვინც ასეთ სატანისტურ რიტუალში იღებს მონაწილეობასის მართლმადიდებელი ვერ იქნება.

  7. Saturn

    მაგრად არ მევუასება ქალებს ზაგარის მიღების შემდეგ ძუძუები თეთრად რომ აქვთ ხოლმე დარჩენილი.

    ამის საწინააღმდეგოდ არსებობს სხვა, ალტერნატიული გზა.

  8. ძუკუ

    მე მგონი სწორედ ამაზეა გათვლილი იმ ქალბატონის პატრონთა ქმედება.

     

     

    ძუკუ ბატონო არ მესმის როგორ უნდა გახდეს ნორმალური ადამიანი იმ ქალბატონის ფანი.

     

    უბრალოდ იგი არის ხოხო, რომელმაც იგრძნო ძალაუფლების გემო და ცდილობს საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ რაღაცას წარმოადგენს.

  9. Saturn

    მშვენიერი იდეაა

    აქ არ გვინდა ძმაო და თუ უნდათ ტიტველი სიარული აიღონ "ნუდისტური" ვიზები და იარონ სადაც უნდათ. :D

  10. newstudio

    ეს თუ უბრალოდ მოწოდებაა არა უშავს, ხოლო თუ ვინმესთან შევარდნა, გამოვარდნას აპირებთ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ყველა შესაძლებელი ხერხებით შევეწინააღმდეგები

    :yes2: :yes2:

     

    კატეგორიულად ვეწინააღმდეგები რამენაირ დარბევას და ძალადობას. თუმცა აქ მარტო მოწოდება იყო, რომ სირობაა ეს ჰელოუინი(რასაც ვეთანხმები) და მონაწილეობა არ მიიღონ.

     

    ისე მაინტერესებს ვის თავში დაიბადა ეგ იდეა. გული მერევა ამ სნობებზე რა. იქნებ ნუდისტური პლაჟიც გაგვეხსნა. მო####-ით დასავლური ღირებულებები.

     

    ვერ გავიგე რატომ გაგიჟდა აქაური იუზერთა ერთი ჯგუფი. თქვა ვინმემ არ დაუშვებთო?

  11. ლ ი ც ი

    არ მეცნობა, ვინ არის...DATA TUTASXIA ?

     

    ყოფილი იმედის ჟურნალისტია. წამყვანი.

     

    მოკლედ ყველა შემძვრალია.

  12. chegesto

    ეს არის ტანკეს სტატია ჩანახატი ანალიზი რაც გინდათ ის დაარქვით ... მე ძალიან მომეწონა .. რესპექტ ჩემგან მას

     

    წაიკითხეთ ბოლომდე.. არ მოიწყენთ დამიჯერეთ

     

    წარმოდგენა არ მაქვს,ამ თემას რატომ ვხსნი.ალბათ,იმიტომ,რომ მაზოხისტური გადახრები მაქვს : D

    ბევრს უკითხავს ჩემთვის, თუ რა მინდოდა ამერიკისგან და რატომ ავითვალწუნე ეგ ქვეყანა.ხოდა,ახლა მოვიკრიბე ძალა,ნებისყოფა და დავწერე,რაც მინდა მაგ თქვენი ამერიკისაგან.

     

    თავიდანვე გაფრთხილებთ,რომ პოსტი საკმაოდ დიდი გამოვა.ვისაც წაკითხვა გეზარებათ,მოძებნეთ თქვენს ბრაუზერზე "back" ღილაკი და გაბრძანდით.ძალიან კარგად ვიცი,რომ 5 კაცზე მეტი არ წაიკითხავს,ან შეიძლება ბევრმაც წაიკითხოს პროვოკაციული სათაურის გამო : D შიგადაშიგ თემას გადავუხვევ ხოლმე საინტერესო ოფტოპიკებით,თქვენთვის ადვილი წასაკითხი რომ გამოვიდეს.

     

    წავეით...

     

    ნუ,მე არ ვდებ ბრალს ამერიკას ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ან შუა საუკუნეებში წაგებულ რომელიმე ომში,ამერიკა პასუხისმგებელია იმაში,რაც გვჭირს 2003 წლიდან მოყოლებული.

     

    საიდან დავიწყო,არც ვიცი,თავში რვავე მხრიდან მოდის აზრები და თუ მოვუყარე ერთად თავი,კარგი იქნება.

     

    ამ თემის მიზანი არაა ამერიკისა და რუსეთის შედარება,ამ თემის მიზანია,რომ დაგანახოთ,თუ ვინ იმალება ჩვენი "სტრატეგიული პარტნიორის" მიღმა,ე.წ. მეგობრის ტყავში გახვეული.

     

    ამერიკა მხოლოდ თავისი თავის სტრატეგიული პარტნიორია.მაგ ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები,რომელსაც ატარებს კიდეც ამ რეგიონში.მის ინტერესებს კი ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან არაფერი ესაქმება.რატომ გგონიათ,რომ რასაც ამერიკა აკეთებს აქ,ეს ჩვენს საკეთილდღეოდ კეთდება?გადახედეთ ქვეყანას,დედა ეხვნის აქაურობას. ამერიკას მხოლოდ თავისი თავი ადარდებს და რაც მალე შეიგნებთ ამას,მით უკეთესი ყველასთვის.

     

    დავიწყოთ საკადრო პოლიტიკით - გოსდეპმა დაძეძგა სამთავრობო უწყებები ლაწირაკებით - ბიჭუკელებითა და გოგჩოებით,და იცით რატომ? - იმიტომ,რომ უფრო ადვილია ბიჭუკელებისა და გოგჩოების მართვა,ვიდრე ათას ^&ეზე გადამხტარი გამოცდილი კადრებისა.ბევრად უფრო ადვილია მათი გადაყვანა ანგლო-საქსურ ყაიდაზე.55 წლის კაცს ვერ გაუშვებ ამერიკის რომელიღაცა ჭღრ დონის კოლეჯში და იქ ვერ დაამთავრებინებ პღრ დონის პროგრამას და სერთიფიკატს ვერ ააღებინებ გასაგები მიზეზების გამო;ლაწირაკებს კი ადვილად მოუგრიხავ კისერს ყველანაირი გაგებით.ისნი გამოუცდლები და ადვილად დასამორჩილებლებიც არიან,თან ამერიკის კულტი მათში ძალიან ღრმადაა გამჯდარი.მარტო ეს რომ იყოს,რაღა უჭირდა - თან ლაწირაკები და თან ჰიბრიდები! აი,მათი პროდუქტები! ასეთები არიან გოსდეპის მოსაწონი იდეალური კადრები.ნუ,თუ iq 80-ზე ნაკლები ექნებათ,ეს მხოლოდ ბონუსი იქნება - მათ არ ესაჭიროებათ და არ მოეთხოვებათ აზროვნება.მანდ იმისთვის შეარჩიეს,რომ უხმოდ შეასრულონ გოსდეპის ბრძნანებები.მათ არ აქვთ უფლება,იფიქრონ...და თუ ფიქრი არ შეეძლებათ,ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება გოსდეპის ჩინოვნკებისათვის,მათთვის ნაკლები თავის ტკივილი იქნება და უფრო საიმედონიც იქნებიან მათი გამოყვანილი კადრები.პრინციპში,მესმის მათი.

     

    ახლა დავუბრუნდეთ "ჰიბრიდების" თემას - დამთხვევაა,რომ ეს ბიჭუკელები და გოგჩოები(აბსოლუტური უმრავლესობა) ჰიბრიდები არიან? - არა მგონია! სხვაგვარად არ გამიგოთ,არ მაქვს არანაირი გართულება,თუ ვინმეს დედა სომეხი ან რუსი ჰყავს.აქ ლაპარაკია ამერიკელების მიდგომაზე,თუ რატომ ირჩევენ მაინცდამაინც ჰიბრიდებს.პასუხი მარტივია - მათში არ ზის ქართული ნაციონალიზმი და,შესაბამისად,ისინი ბნელები არ არიან ამერიკელების საზომით.დამეთანხმებით,რომ მათი გაგებით ე.წ. ბნელები ბევრ პრობლემას შეუქმნიდნენ ამერიკელებს და ეს მათ არ აწყობთ.ძალიან სახიფათო რეგიონია იმისთვის,რომ ეროვნულობა წინა პლანზე წამოიწიოს.ამერიკას ეგ აქ არაფერში სჭირდება.ტაკს,შევბთანხმდით,რ��

    �მ ამერიკის ფავორიტმა კადრებმა უნდა დააკმაყოფილონ ეს კრიტერიუმები:

     

    1. უნდა იყვნენ გამოუცდელი ლაწირაკები

    2. უნდა იყვნენ შერეულები

    3. დიდად არ უნდა გამოირჩეოდნენ აზროვნების უნარით.

     

    გადახედეთ მთავრობას,ჩართეთ ტელევიზორი და დაინახავთ,რომ 10-დან 8 არის 40 წლამდე ასაკის ჩინოვნიკი.გადატენილია ლაწირაკებით ეს მთავრობა.სულ მთლად გენიოსი რომ იყო,ასაკი და გამოცდილება მაინც თავისას შვრება.ისე,მე მანდ ჯერ გენიოსი ვერ ვნახე.არაა ეგრე,რა...ლაწირაკების მიერ აშენებულ ქვეყანას გავარტყი! კმარელებისას მითუმეტეს. მაგათი გაკეთებული დიდი პოლიტიკა არ გაიშვას... ამ ქვეყანას კიდევ კარგად უდგას სული.პრეზიდენტიც ღლაპია,ჭარმაგი თინეიჯერი...ჩემი ნება რომ იყოს,45 წლამდე ავწევდი ასაკობრივ ცენზს მინისტრობაზე(და 35 წლამდე მინისტრობის მოადგილეობაზე);პრეზიდენტობაზ

    ე - 55 წლამდე.

     

    ეკა ტყეშელაშვილი რომ იქნება უშიშროების საბჭოს მდივანი,მანდ საერთოდ რაზეა საუბარი?! კი,ბაზარი არაა,შეიძლება ძლიერი ირიურისტია(იურისტია,ხომ?),ენაწყლიანია,ორატორული ნიჭითაც გამოირჩევა,მაგრამ ის დონე არაა,უშიშროების საბჭოს მდივნობა რომ გაქაჩოს.მაგ თანამდებობას სხვაგვარი გაქანება სჭირდება,სხვაგვარი ქარიზმაც.ეკა ტყეშელაშვილი ძალიან ბეჯითი გოგო ჩანს,კაი ჯიშინიანი ზუბრიაჩკა,სკოლაში და უნივერსიტეტში რომ ხუთებზე აბულბულებდა ყველაფერს და გაკვეთილის მოყოლისას რომ ყოველ ხუთ წამში ერთხელ წიგნში იხედებოდა,მაგრამ არაა რა ის დონე...ის იქნებოდა ნაცმოს კარგი პრესმდივანი,რომელიმე სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი,მაგრამ უშიშროების საბჭოს მდივანი?! are you fucking kidding me?

     

    ასეა თუ ისე,ამერიკას სწორედ ეგეთი კადრები სჭირდება,ზედმეტად ბეჯითი და დამჯერი : )

     

    ამერიკა ყველანაირად ეცდება,რომ ეს ხალხი შეინარჩუნოს ქვეყნის სათავეში.ისინი გამოცდილი დამჯერნი არიან,ტესტირება ჩატარებული აქვთ.მათ საქართველოს ინტერესები რომ არ ადარდებთ,ეს ისედაც ნათელია - დემოკრატიის შუქურა,არა? უხ,მე მაგათი!

     

    ახლა ცოტაოდენი დრო დავუთმოთ ჩვენს ძვირფას ოპოზიციას - ახლა თავს ძლივს ვიკავებ,რომ არ ვაგინო კაი გურჯულად,ჯიშიანად.ნინო ბურჯანაძეე კიდევ ბედავს და რადიკალიზმზე საუბრობს?! მაგათ ჩვენ ^&ეები ხომ არ ვგონივართ? იმდენს ვერ ხვდებიან,რომ უარესად ვღიზიანდებით,როცა რადიკალურ ქმედებებზე საუბრობენ? 26 მაისს დავინახეთ,რა ჟოპოებიც იყვნენ,ახლა მოეშვან ჩვენს გაბითურებას(მცდელობას) და თავის მოწონებას! 26 მაისის საღამოს ხალხი ითხოვდა რადიკალურ ქმედებებს,მაგრამ ოპო-ლიდერებმა რკინიგზაზე წაიყვანეს მომიტინგეები და საბოლოოდ ჩააქრეს მუხტი რუსთაველის გამზირზე.საინტერესოა,სააკაშვ

    ილისგან თუ მიიღეს ღირსების ორდენები? მიიღებენ,სად წავლენ.მათი ლაი-ლაი არავის აინტერესებს! როცა იყო დრო რადიკალური ქმედებების განსახორციელებლად,მათ ჩაისვარეს.მორჩა,წერტილი! ახლა უარესად ვღიზიანდები,როცა რაღაც ვირტუალურ რადიკალიზმზე საუბრობენ სრულიად ნაგლურად...ნამუსგაწყვეტილები!

     

     

    ჯერ სალომემ რა იკადრა მიტინგზე(26 მაისამდე)- ჩვენ არ ვართ რადიკალები,ნუ გვეძახით რადიკალებსო(გაუტყდა ქალს).ეეემანდ მივხვდი,რომ ისინი ხალხის დაკვეთას კი არ ასრულებდნენ,არამედ გოსდეპს აწონებდნენ თავს.ამაზრზენი სანახავინი არიან ეს ოპო-ლიდერები,როგორ მათხოვრობენ გოსდეპის ჩინოვნიკებთან...ადრე რომ შეხვდნენ ტეფტს,მგონი...ხომ გახსოვთ? მაშინ თავჩაქინდრულნი რომ გამოვიდნენ შეხვედრიდან ნაცემი ძაღლებივით,მაგ დროს შარვალი ლამის დავასველე : D ეს იყო ისეთი სიამოვნება,სიტყვებით ვერ აღგიწერთ.ახლა ვიცი,რას გრძნობენ ადამიანები,როცა ექსტაზის მდგომარებაში არიან : D ხომ სირზე ჰკიდიათ ხალხის დაკვეთა? ხომ გადასულები არიან იანკების ტრაკის ლოკვაზე,იქნებ რამეს გამოვრჩეთო? ხოდა,პაშლი ანი ნახ...მე მინდა,რომ ამერიკამ არ დათმოს მიშიკო და მისი ხროვა და ეს ოპოზიცია სამუდამოდ ჩაირეცხოს.მინდა,რომ მაქსიმალურად გაპაზორდნენ.რაც მათ ჩაიდინეს,ეს ხალხის ღალატი იყო,მე სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ.

     

    რაც შეეხება მიშიკოს დარჩენას - რა მნიშვნელობა აქვს,ისევ გოსდეპის ფინიები თუ მოვლენ ხელისუფლებაში,ამით რამე შეიცვლება? - არა! ერთი ნაგავის მეორეთი შეცვლა უკვე ვნახეთ 2003-ში.გმადლობთ,მაგრამ საკმარისია!

     

    ახლა ისევ დავუბრუნდეთ ამერიკის თემას - ჩემო ძვირფასებო(უიმეე,რა მიშიკოს ტერმინოლოგიით ავლაპარაკდი),შეგიძლიათ,ერთი ფაქტი მაინც დამისახელოთ,როცა ამერიკას რამეში წინააღმდეგობა გავუწიეთ და ისე არ გავაკეთეთ რაღაც,როგორც იანკებს სურდათ? თუნდაც ერთი,მეტი არ მინდა.ნუთუ გგონიათ,რომ ამერიკა მართლა ეუბნებოდა მიშიკოს,ომი არ დაიწყოო და მიშიკომ მაინც დაიწყო? ეს გამორიცხულია,წარმოუდგენელია! "788" იყო ამერიკა-მიშიკოს ერთობლივი პროექტი.ხშირად ისმის კითხვა,ვინ წააგო ომი,მაგრამ მთავრი მაინც ისაა,ვინ მოიგო ეს ომი.როგორ ფიქრობთ,ვინ მოიგო? -ამერიკამ,რა თქმა უნდა! ტუზი დაეცა ძია სემს,და თქვენ გგონიათ,ეს შემთხვევითობაა? "788" ომის შემდეგ ძალიან გაიზარდა ამერიკის როლი რეგიონში და კონკრეტულად - საქართველოში.ჩვენ ახლა ისე ვართ ამერიკაზე მიჯაჭვულნი,როგორც არასოდეს აქამდე.ახლა ჩვენ ამერიკის გარეშე არსებობაც აღარ შეგვიძლია.ყურებით ვართ დაჭერილები,მხოლოდ ერთი გზა გვაქვს - მივყვეთ იმ გზას,რომელიც აღებული გვაქვს,გზიდან გადახვევის შანსი აღარ გვაქვს შარშანდელი აგვისტოს მერე.რუსეთს სამუდამოდ მოეჭრა გზა სოლნეჩნაია გრუზიასაკენ.

     

    რა მიიღო ამერიკამ? - მისი როლი გაიზარდა,როგორც "სტრატეგიული პარტნიორისა" და რუსეთის ავტორიტეტი შეირყა.რუსეთის ჭეშმარიტი სახე მთელმა მსოფლიომ დაინახა,ლოლ.ასევე, შეირყა მიშიკოს სკამი იმ დონეზე,რომ მხოლოდ ამერიკას შეუძლია ძაფის გაწყვეტა,ანუ მიშიკოს სკამი ამერიკაზე მთლიანად დამოკიდებული გახდა.ამერიკა ამით აუცილებლად ისარგებლებს(უკვე სარგებლობს).

     

    ძია სემმა მოიცილა თავის ტკივილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახით.წაგებული ომის სინდრომი კიდევ დიდხანს გაგვყვება.ხომ ხედავთ,ომზე უკვე საუბარიც აღარაა.ჩაგვაჩუმეს.ჩვენ ხომ ერთდროულად 200 ბომბდამშენი გვბომბავდა ცხინვალის თავზე © მიშიკო.რუსეთს ომს მაინც ვერასოდეს მოვუგებდით...დავტესტეთ,არ გამოვიდა,ახლა უნდა გავჩუმდეთ რამდენიმე დეკადის განმავლობაში მაინც!

     

    ისე,მიშიკოსაც აწყობდა ეგ ომი - მან რაღაცნაირად გააპრავა თავისი ტუფტა წინასაარჩევნო დაპირება,რომ თავისი პრეზიდენტობის ვადაში მინიმუმ ერთ დაკარგულ ტერიტორიას დაიბრუნებდა.ჩვენ ხომ 200 თვითმფრინავი გვბომბავდა,ლოლ.ვცადეთ და არ გამოვიდა.ეს უმჯობესი იყო,ვიდრე უმოქმედობა.ამ უანასკნელს ხალხი ვერ გაიგებდა.გარდა ამისა,ომმა ყურადღება მიიპყრო(რომელიც ჯერ არ დასრულებულა,ლოლ © "ერორი") და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ხალხის ყურადღების გადატანაც ამგვარი გზით მოხდა.

    მოდით,მაკკეინის საარჩევნო კამპანიას აქ არ შევეხები.

     

    ამერიკას არ სჭირდება ჩვენი ომობანას თამაშები,რეგიონში მათ სიმშვიდე სჭირდებათ,და მათ მოიპოვეს ეს სიმშვიდე,რადგან რუსეთმა აღიარა ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიების დამოუკიდებლობა,ბაზებს აშენებს და ჩვენ ცხირსაც ვერ შევყოფთ,უფრო მეტიც - ცხვირის შეყოფის მცდელობაც აღარ გვექნება გასაგები მიზეზების გამო.

     

    როგორ ფიქრობთ,ამერიკას რომ გამოვუცხადოთ,აიბარგეთ აქედანო,დაგვემუქრება თუ არა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებით? მე ვფიქრობ,კი.გასაგებია,რომ არაფერში აწყობს პრორუსულად განწყობილი ორი ახალი სახელმწიფოს წარმოქმნა,მაგრამ თუ მას საფრთხე დაემუქრება,რომ აქედან აბარგება მოუწევს,ის ამ კოზირსაც გამოიყენებს,ეჭვი არ შეგეპაროთ,და დარჩება აქ.ჩვენ ამერიკას აქედან ვეღარ ავადებინებთ,თუ თავისი ნებით არ დატოვა საქართველო(გულისხმობ იმას,რომ რუსეთთან რამე გარიგების საგნად სანამ არ გვაქცევს,მანამდე არ აუდებს-თქო).

     

    ისე,ჩვენმა მთავარმა მოკავშირემ,მისმა ექს პრეზიდენტმა ბუშმა რა თქვა,არ გახსოვთ? რუსეთმა არაპროპორციული ძალა გამოიყენაო,ლოლ.დიპლომატიურ ენაზე ეს რას ნიშნავს,თავად გაშიფრეთ.ერთ-ერთი შიფრი ესეც იყო - თუ კიდევ ოდესმე ომობანას წამოიწყებთ,ჩვენი იმედი ნუ გექნებათ,რუსებს შევაჭმევინებთ თქვენს თავსო.

     

    კიდევ ვიმეორებ:მე არ მჯერა,რომ ამერიკასთან(რომელიმე გავლენიან ინსტიტუტს ვგულისხმობ) შეუთამხებლად მოხდა "788",ბუშმა იცოდა თუ არა,ეს არც ისე მნიშვნელოვანია.ალბათ,იცოდა,მ��

    �გრამ მასთან არ ექნებოდა მიშიკოს შეთანხმებული.

    ან მიშიკო რისი შემთანხმებელი იყო,CIA და გოსდეპი რასაც გადაწყვეტდნენ,ისე იქნებოდა ყველაფერი.

    ამერიკისგან ჰუმანიტარული წყლისა და პლედების გარდა ვერაფერი მივიღეთ.მე არ მიკვირს,ამერიკა რომ არ გვეხმარება სამხედრო ტექნიკით.როგორც უკვე ვთქვი,მათ ინტერესებში არაა ჩვენი იმ დონეზე მოძლიერება,რომ აფხაზეთს ან სამაჩაბლოს დავარტყათ.ამიტომ,ისინი არასოდეს შეგვაიარაღებენ ისე,როგორც ჩვენ გვინდა.ისინი ეცდებიან,რომ მოგვამარაგონ უნიფორმებით,ასწავლონ ჩვენს ჯარისკაცებს ნატოს სტანდარტების შესაბამისი სიარული(მარში) და ა.შ.პრინციპში,ეგ უკვე ასწავლეს - რამდენიემ წლის წინ,სამხედრო კათედრაზე 2 კვირიანი ზბორებისმაგვარი რაღაც რომ გვქონდა,გვასწავლეს მარში და ვინც ზედმეტად დავარტყამდით მიწაზე ფეხს,ოფიცრები საბჭოთა გადმონაშთს გვეძახდნენ : D ნატოს სტანდარტების მიხედვით,ახლა ნაზად მიაბიჯებენ ჯარისკაცები: D

     

    ძალიან არ მომწონს,როცა ერაყში მიდიან(მიდიოდნენ) ჩვენი ჯარისკაცები,ან რატომ უნდა მესიამოვნოს?! ჰუმანიტარული წყალი გაიკეთონ უკან! ჩვენი ბიჭები საზარბაზნე ხორცები იყვნენ იანკების ნავთობ-ომებში? იიიF,რა კაია...მე შენ გეტყვი,ისეთ პრაქტიკას იღებენ,რომ...ჰამერებით პატრულიერებიასას რომ ნაღმზე აფეთქდები,ამით რა პრატქიკას იღებ?! ისინი იქ არიან სამშვიდობო მისიით და ბრძოლაში მაინც არ მონაწილეობენ.სამაგიეროდ,დიდი

    შანსია,რომ მორიგი პატრულირებისას...

    გარდა ამისა,მაინც არავინ აომებს მაგ ბიჭებს საკუთარი ქვენის ტერიტორიული მთლიანობს აღსადგენად და რა აზრი აქვს,არ მესმის.მთავრობამ კეთილი ინებოს და ისე უზრუნველყოს ის ბიჭები ფინანსური კეთილდღეობით.

     

    საქართველოში ერთი ასეთი ავადმყოფური კლიშეა გავრცელებული,რომ თუ ამერიკაზე მუშაობ,პატრიოტი და კაი როჟა ხარ,მაგრამ რუსეთზე თუ მუშაობ,გამყიდველი ხარ.არადა, ორივე შემთხვევაში გამყიდველი ხარ.შაქრის სიროფში ამოვლება და შენი გამყიდველობის "გაპრავება" ამერიკის სახელით არ ღირს! საქართველოს სასიკეთოდ მუშაობისთვის უცხო ქვეყანა არ დაგიქირავებს.ბავშვები ხომ არ ვართ?! ეს 2X2=4.მუშაობ უცხო ქვეყნის ინტერესებს გატარებისთვის - მორჩა,მნიშვნელობა არ აქვს,რუსეთი იქნება,ამერიკა თუ მოზამბიკი.დასახვრეტი ხარ : D

     

    ამერიკა,უხ, შენი!

     

    ამერიკამ და ნაცმომ ერთობლივად გენიალურად იმუშავეს,რომ რუსეთს წაეღო ეგ ტერიტორიები(წინაპირობა შექმნეს),ანუ ხურდაში გაატანეს,კოდორიცა და ახალგორიც რა ტექნიკურად გაუპრავეს...სამაგიეროდ,ხელს ვერავინ ახლებს დარჩენილ საქართველოს.საქართველოს ეგ ნაწილი ამერიკის პროტექციის ქვეშაა.ამერიკას არაფერში სჭირდება ჩვენი დაკარგული ტერიტორიები,გეოპოლიტიკურად არანაირი დატვირთვა არ აქვთ აფხაზეთის პალმებსა და ცხინვალის ხრეშს.ზედმეტი თავის ტკივილია მათთვის და რეგიონში ტყუილად წყალს ამღვრევენ.ასე რომ,ამერიკის ინტერესებშია,თუ ეგ ტერიტორიები ჩამოცილდება საქრთველოს და აქ სტაბილურობა დაისადგურებს.

     

    რამდენიც უნდა ილაპარაკოს ობამამ,კლინტონშამ ან ვინმე სხვამ,რომ საქართველოს ნატოში მივიღებთ მაგ ტერიტორიბთან ერთადო,ეს არის შეუძლებელი! ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ქვეყანა,როგორიცაა გერმანია და ყოველთვის მოგვდებს შარს.არავის უნდა პრობლემებიანი საქართველო.როცა ოჯახში ერთ წევრს აქვს პრობლემა,ეს ყველას პრობლემა ხდება.ნატოს ბებერი ევროპის წევრებს არ ხიბლავთ ასეთი პერსპექტივა და გასაგებიცაა.რუსეთთან პრობლემები არ სჭირდებათ,ზამთარში მითუმეტეს.საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისედაც რთული იქნებოდა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა რომ არ გვქონოდა...

     

    ამერიკა რუსეთს უფრო კარგად დაუქნევს თითს და უფრო დაასუსტებს,დარჩენილი საქართველო თუ იქნება ნატოს წევრი და აფხაზეთი და სამაჩაბლო(უვარგისი ტერიტორიები გეოსტრატეგიული თვალსაზრისით) რუსეთის ფედერაციაში თუ იქნება,ვიდრე ასეთი საქართველოთი - უამრავი პრობლემებითურთ.იმის თქმა მინდა,რომ თვალი გაახილეთ და მოეშვით უაზრო ფანტაზიორობას! ამერიკის სტრატეგიული ინტერესები არ ემთხვევა ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

     

    "ამელიკა მაგადია" - ამ ფრაზას ჭკუიდან გადავყავარ.რატომ აფეტიშებთ ამერიკას? ვგიჟდები ჯენის ჯოპლინსა და ჯიმი ჰენდრიქსზე,მაგრამ ამერიკა ბიონსესა და ჯასტინ ტიმბერლეიკს გვთავაზობს,ამაზრზენია მათი პოპკულტურა,მეინსტრიმები და ოხრობები.აღარ არსებობს თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის ამერიკა,ახლა ჯორჯ დაბლიუ ბუშისა და ბარაკ ჰუსეინ ობამას საზიზღარი ამერიკა არსებობს.ეგ შუშის ქვეყანას ახლა ბანკებისა და მსხვილი კორპორაციების პრეზიდენტების მმართველობის ქვეშაა, და მორჩით მაგ ქვეყნის უაზრო გაფეტიშებას.არ მაქვს იმედი,რომ თქვენს "ამელიკა მაგადია" გონებრივ ციტადელს გავარღვევ,მაგრამ ...

     

    საშუალო-სტატისტიკური ანგლოსაქსი იანკი არის ჩამოყალიბებული იდიოტი.არიან ნიჭიერი ადამიანებიც(ძიორითადად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულები),რომლებსაც აქვთ გარკვეული მიღწევები მეცნიერებაში,თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში და ა.შ.,მაგრამ არის კიდევ ზომბირებული მასა,ჰომოგენური მასა,საშუალო-სტატისტიკური იანკი,რომელიც შუშის თვალებით უყურებს გარესამყაროს და ახასიათებს შეზღუდული აზროვნება.ახლა მეზარება,თორემ დაგიხატავდით საშუალო-სტატისტიკური იანკის ფსიქოპორტრეტს.დაანგრიეთ სტერეოტიპები! არ დგას ამერიკელი ერი ევოლუციის უფრო მაღალ საფეხურზე,მოიცილეთ პროვინციული მიდგომა(დიდაქტიკისთვის ბოდიშს ვიხდი,მაგრამ მომენტებში მიჭირს თავის შეკავება).

     

    ამერიკელები(მასას ვგულისხმობ,გამონაკლისებს შევეშვათ) არიან ჩამოყალიბებული სირები.ახლა ამერიკის კონსული რომ კითხულობდეს ამ თემას და წასვლა რომ დამჭირდეს,მე უფრო მეტი შანსი მექნება,რომ გამიშვას,ვიდრე თქვენ - ვინც აფეტიშებს ამერიკას და ცოცხლად დნება.იცით,რატომ? - იმიტომ,რომ %^ეები არიან.მათი შეზღუდული გონება მეტს ვერ ქაჩავს.ჩემზე იტყვიან,ეს იქ დამრჩენი არააო და უპრობლემოდ მომცემენ ვიზას,თქვენ კი დაგიწუნებენ - ამათ ნამეტანი უყვართ ამერიკა და ამათი გაშვება არ შეიძლებაო.გეფიცებით,არ ვხუმრობ,სულ სხვა სიხშირეზე ბრუნავს მათი ტვინი.იმიტომაც ეტ^&ნის დედა იმ ქვეყანას.(ერთ დროს მართლა უმაგრეს ქვეყანას)

     

    სსრკ-ს დროს ჩვენთანაც იყო ხალხის ჰომოგენური მასა,მაგრამ აქ რეპრესიებს ატარებდნენ კომუნისტები და იძულებულები იყვნენ.იანკები კი კაპიტალიზმისა და სრული თავისუფლების პირობებში არიან ასეთი დაქნეულები,ზომბირებულები, გამოტელევიზორებულები და გამობრიტნისპისრებულები.განს�

    ��ვავება აშკარაა.

     

     

    არ ვიცი,რა...ყველა მხრიდან პოლნი პიზდეცია.საქართველო არის CIA-ს პროექტი.ვერ ვხედავ გზას,თუ როგორ უნდა ამოვიდეთ ამ ჭაობიდან,ამ ჭირს(ამერიკის სახით) როგორ უნდა დავაღწიოთ თავი.შარშანდელ აგვისტომდე კიდევ ვხედავდი გზას,ახლა ვეღარ ვხედავ.მადლობა მიშიკოსა და მის ხროვას.

     

    რუსეთისკენ ყველა გზა მოჭრილია,იძულებულები ვართ,ამერიკას დავემორჩილოთ და მოწყალე თვალებით ვუყუროთ.კრემლში მაგარი სლეები ზიან,ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის,რომ ამერიკაზე უფრო მეტად გავმხდარიყავით დამოკიდებულები.წარმატებით შეასრულეს(შეასრულებინეს) ეს მისია.საქართველოსკენ მომავალი ყველა გზა მოჭრეს(მოაჭრევინეს).

     

    ხო,ვიცით,რომ რუსეთი,უკაცრავად-ღრუსეთი,ჩვენი მტერია,ვიცით,ვიიი-ციიით! ისიც ვიცით,რა უნდა მოვიმოქმედოთ,როცა ჩვენს წინ დანაგაშლილი ყაჩაღი დგას(რუსეთი),მაგრამ როცა ზურგით ვდგავართ დანაგაშლილი ყაჩაღისგან(ამერიკა),მისკენ სახითაც ვერ ვტრიალდებით(არ გვაქვს უფლება) და ბედისწერის იმედზე ვართ,რომ დანა ზურგში არ ჩაგვარტყას,ეს უფრო საგანგაშოა,ჩემი აზრით.

     

    თქვენ ამერიკა რუსეთზე ნაკლები ნაბოზარი ნუ გგონიათ.(ერაყელებს ჰკითხეთ,ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშ უფროსის ეპოქიდან მოყოლებული...)

     

     

    ამერიკა ფასს გვიწევს,რომ რუსეთთან უკეთ ივაჭროს ჩვენით.ეს კარგად დაიმახსოვრეთ!

     

     

    დაახლოებით 10 დღე ინტერნეტი არ მქონდა,ხოდა,გავიხსენე ახალგაზრდობა და ის დრო,რასაც ვხარჯავდი კომპიუტერზე,დავხარჯე ტელევიზორის ყურებაში.ეს იყო 10 უსაშინლესი დღე ჩემი ცხოვრების განმავლობაში : D თურმე კიდევ კარგ ჭკუაზე ყოფილა ეს ხალხი.გებელსის დ.შ.,"ერორი" რასაც აკეთებს,იმას ვერ აღვწერ.

     

    გასაუქმებელია ტელევიზორი! ყველა ტელევიზია უნდა დაიხუროს! : D ხალხს ა^ლევებენ.აუ,მაშინ მივხვდი კომპიუტერისა და ინტერნეტის ფასს.გასმენინებენ იმ უხარისხო და იაფფასიან მუსიკას,რაც მათ სურთ(მაჩატა და ათასი უბედურება).განახებენ იმ უხარისხო ფილმებს,რაც მათ სურს;გაწვდიან იმ ინფორმაციას,რაც მათ სურთ...გაზომბირებენ,შენგან უხარისხო პროდუქტი გამოჰყავთ.პროსტა დამაინტერესა და სერიალ "დონა ბარბარას"(ასე ჰქვია,მგონი) ერთ სერიას ვუყურე : D არა,ინტერნეტში მეც ვუყურებ "ლოსტს","24"-ს და ა.შ.,მარა ეგ სხვაა.ეგ ხარისხიანი სერიალებია.ხალხს მაგით წამლავენ ყოველდღე?! ეგ ხალხი კიდევ კარგ ჭკუაზე ყოფილა.თურმე როგორ ჩამოვრჩი მოვლენებს ამ კომპიუტერის გადამკიდე და არ ვიცოდი.

    მთავარი შოკი მივიღე მაშინ,როცა მამაჩემმა დამიწყო პოლიტიკაზე ლაპარაკი.კაცო,ვუყურებ,აშკარა��

    � დიანა ჯოჯუა ლაპარაკობს მისი სახით : D გამოვ^&ევდი,ე! გაოგნებული ვუყურებდი და ვუსმენდი.ხმა ჩამივარდა.აზრი არ ჰქონდა,არაფერი მითქვამს. აშკარად ჩამოვრჩი მე მოვლენებს. მასაც "ამელიკა მაგადია" აკერია პირზე და მის პოლიტიკურ სიმპატიას არ ვიტყვი,პროსტა,მეუხერხულება : (

     

    ხო,რა მითხა,იცით? ლამის ვიტირე...ასეთ რაღაცას მეუბნება:სააკაშვილი ტყუილად აკეთებს აჭარას,ხალხი მაინც აფხაზეთში დაისვენებსო ჯერ ვიფიქრე,კაიფობს-მეთქი,მაგრამ არ კაიფობდა : ( და ასე გამოერორებულია მოსახლეობის უმეტესი ნაწილი : ( ეგ "ერორიც" ამერიკის სპეცსამსახურებისაა(ისევე,როგ

    ორც მთელი მთავრობა).ხალხს მიზანმიმართულად წამლავენ და აზომბირებენ.

     

    ეს ლირიული გადახვევა იყო,როგორც დაგპირდით პოსტის დასაწყისში: )

     

    ახლა ისევ ამერიკას დავუბრუნდეთ - როგორც მარტინ ლუთერ კინგი იტყოდა: ბოლოს ჩვენი მტრების სიტყვები კი არ გვემახსოვრება,არამედ ჩვენი მეგობრების დუმილიო.

    მე ამერიკას ისეთივე მტრად ვთვლი(უფრო საშიშ მტრადაც კი),როგორც რუსეთს,მაგრამ ეს ფრაზა თქვენთვის არის განკუთვნილი,ვინც ამერიკას მეგობრად მიიჩნევს.

    გაიხსენეთ ამერიკის დუმილი პირველი 3 დღე და მერე ბუშის ის ფრთიანი ფრაზა რუსეთის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

     

    კიდევ უამრავი რამ მაქვს დასაწერი,მაგრამ დავიღალე და თან დიდი პოსტი რახან არის,ბოლოში ყოველი ასოს აკრეფისას იჭედება დასაპოსტი ველი 2 წამით.

     

     

    მოკლედ,ძალიან მაინტერესებს,რისთვის ვიბრძოდით საბჭოთა კავშირისგან გამოყოფისთვის,თუ მერე იანკების ... ლოკვა უნდა დაგვეწყო?

     

    ჩვენ ახლა თავისუფლები ვართ? ნამდვილად ჩვენ ვმართავთ ამ ქვეყანას? კარგად დაფიქრდით და მე ნუ მიპასუხებთ,საკუთარ თავებს გამოუტყდით.

     

    რისთვის დავკარგეთ ის ტერიტორიები,რისთვის შეგვეტენა ორგზის ლუზერული მენტალიტეტი იმ წყეული წაგებული ომების გამო,თუ მაინც მონობაში უნდა გვეცხოვრა?!

     

    ჩვენ ახლა ჭკუა გვაქვს თავში?

     

     

    ნელ-ნელა მეც ამ აზრამდე მივდივარ. უფრო სწორედ მივედი უკვე :yes2:

     

    ალბათ ახლო მომავალში მეც გამოვაცხობ მსგავს პოსტს.

  13. lasha_alo

    მღვდლის საქმეა ილოცოს და რწმენას მიხედოს. პოლიტიკა უნდა გაიხადოს ანაფორა.

     

    კი მაგრამ სასულიერო პირი ამ ქვეყნის შვილი არ არის? იმ საზოგადოების წევრი არ არის, რომელშიც შენ ცხოვრობ? იმასაც ხომ ადარდებს საქართველოს ბედი. და რატომ უკრძალავ შენ თავისი აზრის გამოთქმას და რის საფუძველზე?

     

    ან სად ნახე ეკლესიის ჩარევა პოლიტიკაში? მაინტერესებს კონკრეტული ფაქტები.

  14. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...=2679&ct=24

     

     

    ``მომავლის უდიდესი ქალაქები``

     

     

    ჟურნალმა ``ფორბსმა`` ``მომავლის უდიდესი ქალაქების`` რეიტინგი შეადგინა. ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, რომლებიც თანდათანობით მსოფლიოს აღიარებული მეგაპოლისების რიგში დგებიან და მიმდინარე ფინანსური კრიზისის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ. ჟურნალის რეიტინგი ემყარება ``კომპანია MasterCard–ის განვითარებადი ბაზრების მსოფლიო ინდექსს``, რომელიც, თავის მხრივ, მსოფლიოს 30 განვითარებადი ქვეყნის 65 ქალაქს აფასებს.

     

    შეფასების კრიტერიუმები კი სხვადასხვაა: სამეწარმეო საქმიანობის წარმოების შესაძლებლობები, ეკონომიკური ზრდა, ფინანსური სერვისის პირობები, განათლების, ტექნოლოგიების, ცხოვრების დონე, უსაფრთხოება.

     

    რეიტინგი ასე გამოიყურება:

    1.შანხაი (ჩინეთი)

    2.პეკინი (ჩინეთი)

    3.ბუდაპეშტი (უნგრეთი)

    4.კუალა–ლუმპური (მალაიზია)

    5.სანტიაგო (ჩილი)

    6.გუანჩჟოუ (ჩინეთი)

    7.მეხიკო–სიტი (მექსიკა)

    8.ვარშავა (პოლონეთი)

    9.ბანგკოკი (ტაილანდი)

    10.შენჩჟენი (ჩინეთი)

    11.ფოთი(საქართველო) :ravic:

  15. lasha1997

    დღევანდელი სასკოლო რეფორმის "დედა" - მეტი რა გითხრა?

     

     

    სასკოლო რეფორმა ობოლია მამა არა ყავს :)

     

     

     

     

     

     

    choxa

    საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ

    რუსეთთან დიპურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მოქალაქე გვყავს;

    ქართველი ელჩის საშუალო ასაკი 33 წელია;

    წკრიალაშვილი კულტურას კურირებს;

    თუთბერიძე-განათლებას;

    პადოშა კანონებს წერს;

    ჯონდი დეპუტატია და კობა ბექაური ბიზნესმენი;

    უშიშროების მაღალჩინოსნები წუწაობენ - პარლამენტის თავმჯდომარე უყურებს;

    ზუგდიდის პროკურორს პატრიარქიო აჯოლდოვებს ორდენით და წკრიალაშვილს პრეზიდენტი

     

     

    ეკა რატომ გამოტოვე ტყეშელაშვილი?

  16. newstudio

    ვინც არ იცის, იგი თბილისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსია:

     

    "- შენ ხარ კულტურული ღონისძიებების სამმართველოს უფროსი. როგორ ართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობას?

    - მერწმუნეთ, თუ საქმე გაინტერესებს, ნებისმიერ სფეროში კარგად იმუშავებ. ასე რომ, საქმის კეთება არც მიჭირს და არც მეზარება.

     

    - როგორ მოხვდი ამ თანამდებობაზე?

    - ვაკანსია იყო, მივედი გასაუბრებაზე და მაშინვე ამიყვანეს. მას შემდეგ, რაც ახალი კულტურის მინისტრი დაინიშნა, უამრავი ახალი და საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. სერიოზულ საქმეს ვაკეთებთ, არავის ეგონოს, რომ პოპმუსიკის განვითარებას ვემსახურებით.

     

    - მაინც რას აკეთებთ?

    - 25 ოქტომბერს თბილისში ჩამოგვყავს "რივერდანსი" და გამართავს გრანდიოზულ კონცერტს. გარდა ამისა, კიდევ უამრავი პროექტი გვაქვს დაგეგმილი.

     

    - ნინა, როდესაც ამ თანამდებობაზე დაინიშნე, ბევრი ფიქრობდა, რომ ეს შენი პოლიტიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე და პოლიტიკოსებთან ნაცნობობით მოხდა. იმედი არავის ჰქონდა, რომ ამ საქმეს თავს გაართმევდი.

    - რატომ ვერ გავართმევ, დებილი ვარ? ვინც ჩემზე ამას ფიქრობს, გადაეცი, რომ ძალიან ცდება და გაჩერებას არ ვაპირებ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კულტურის სამინისტროდან მალე გამომაგდებენ, ვეტყვი, რომ ის, რაც გავაკეთე, მხოლოდ დასაწყისია და ამ თანამდებობაზე დიდხანს მოუწევთ ჩემი ატანა.

     

    http://www.ambebi.ge/sazogadoeba/11773-qdebili-varq.html

     

     

    ესეა ჯიგარო საქართველოში. თავისით მიაღწია გოგომ ამ თანამდებობას, ხომ ამბობს ვაკანტური იყოვო, ჰოდა შეაღო კარი და და დასკუპდა მერიასა შინა.

     

    ერთ თავის კლიპში თიხის კუტა გამოძერწა, მერე დივანზე წამოგორდა და ძუძუები გამოაჩინა, მერე პრეზიდენტს წაეპადხალიმა სულ თვალები უჟუჟუნა და მორჩა- გაჩარხა საქმე.

     

     

    თქვენ ნინას მერიის კულტურის სამსახურის უფროსობა გაკვირვებთ, მე კი ეკა ტყეშელაშვილის ყოფნა უშიშროების საბჭოს მდივნად. დამიჯერეთ ეს უკანასკნელი უფრო დოდი უბედურებაა ქვეყნისთვის.

  17. „პრაღის 24 დეკლარაცია“ -- რომელშიც ქართველებს ბრალი ედებოდა ოსების გენოციდში და რომელმაც (გარეწარ სახაროვის „საქართველო მცირე იმპერიაა“-სთან ერთად) საძირკველი გაუმყარა ოსურ სეპარატიზმს...

     

    ამ დეკლარაციის მშობელი-მამა იყო თახსირი გლობალიზმის ფრიადოსანი ჰაველი...

     

     

     

     

    ესეც მძინარე ცხინვალი 1.

     

     

    ბესარიონ გუგუშვილის პასუხია ჩემს შეკითხვაზე.

     

     

    ესეც ხომ რუსი არ არის ამის დედა ვატირე.

     

     

     

    ისე ამას ცალკე თემაც ეკუთვნის.

  18. newstudio

    არა მარა, ვის დაკარვია ეგ სააგენტო? პირველად გავიგე მისი არსებობა...რამე ვირუსი ექნებათ საიტზე და აბრალებენ რუსებს

     

    რეკლამას იკეთებს სააგენტო. :yes2: უფასო და კარგად აპრობირებული მეთოდია საქართველოში.

×
×
  • შექმენი...