Jump to content
Planeta.Ge

DATA TUTASXIA

პლანეტელი
  • პოსტები

    1.033
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი DATA TUTASXIA -ს მიერ

  1. licemer

    მიშელ ფუკო:-"კრიზისი დაძლევა შეუძლებელია, თუ კრიზისში არ შეხვედი"

     

    ფუკოს ეს ფრაზა ზოგადი ფორმულირებაა. მე მიშას შემთხვევაში რას გულისხმობ კრიზისში შესვლაში ეგ მაინტერესებს.

     

     

    იმას ხომ არა რომ ომი მიშამ დაიწყო?

  2. licemer

    რომ კრიზისის გადასაწყვეტად შესულიყო კრიზიში

     

    რას ნიშნავს?

     

    კრიზისის გადასაწყვეტად კრიზისში შესვლა რას ნიშნავს?

  3. licemer

     

    აქაც ეს თემა.

     

    ლიც მითხარი რა გიქნა ასეთი იმ იუზერმა მეზობელი ფორუმიდან? იუზერ "მშრომელზეა" ლაპარაკი. :):

     

     

    გახსოვს კუდში რომ დაგსდევდა? რა იყო ხომ არ დაუვერბოვკებიხარ? :D:

  4. licemer

    ზუგდიდელი ხარ და არ იცი, რომ კახა მიქაია წლების განმავლობაში იჯდა წამალზე? თუ შენთვის მისაღებია მორფინისტი, რომელსაც პოლიტიკური ამბიცია აქვს? ზუგდიდელი ხარ და არ იცი, რომ კახა მიქაიას ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდა? თუ შენთვის მისაღებია გარეკილი, რომელსაც პოლიტიკური ამბიცია აქვს? არა ხარ შენ ზუგდიდელი

     

    არ ვიცოდი ნამდვილად და ამიტომაც გკითხე.

     

    თუ შენთვის მისაღებია მორფინისტი, რომელსაც პოლიტიკური ამბიცია აქვს?

    გაფიცებ ეგ საიდან დაასკვენი?

     

    ზუგდიდელი ხარ და არ იცი, რომ კახა მიქაიას ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდა?

    არც ეს ვიცოდი. რამდენად სანდოა შენი ინფო მალე გავარკვევ.

     

    არა ხარ შენ ზუგდიდელი

     

    რატომ აქცენტი არა მაქვს თუ რა? :):

  5. ძუკუ

    ცხინვალზე პირველი შეტევის მცდელობა როგორც მახსოვს 2004-ში იყო

     

    :yes2:

     

    ბუშისა და სარკოზის საუბარი უკვე დამარცხების შემდეგ შედგა

     

    რა მნიშვნელობა აქვს როდის შეხვდა? მათავარია რომ იყო ასეთი საუბარი. ან ვინ იცის კიდევ როდის მოხდა საუბარი.

     

    არა მგონია სამშვიდოებებს სპეციალურად ესროლეს

    მეც მასე ვფიქრობ მაგრამ ვინ იცის.

  6. licemer

    მეტი რაღა გინდა ღა დაგეთანხმე, რომ მაგარი მიამიტი და გულუბრყვილო ადამიანი ვარ...

     

    ჰოდა მეც მაინტერესებს შენი მიამიტური პასუხები კითხვებზე.

  7. მიუხედავად ამ ვებ გვერდის ტენდენციურობისა ოპოზიციას ამ შემთხვევაში ნახევარზე მეტი ხმა აქვს. პროცენტულად იქნებ ვინმემ გამოიანგარიშოს.
  8. licemer

    როდესაც ბრალდებას აყენებ, ომი მიშამ დაიწყოო,, ამით მიშას აზარალებ თუ საქ

    ამ ასაკის ადამიანს არ გეპატიება ასეთი მიამიტური მსჯელობა.

     

    მაშინ უნდა შეგეკითხო:

     

    1.რას ნიშნავს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მოხსენება პრეზიდენტისათვის-"ჯარი ისეა მზად ომისათვის როგორც არასდროს"?

     

    2.რას ნიშნავს ყურაშვილის განცხადება "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა".

     

    3.სარკოზის განცხადება:" ბუშმა დამირეკა და მითხრა თავი შემეკავებინა საქართველოში ჩასვლაზე".

     

    4.ლომაიას განცხადება "არავითარი რუსის ჯარი არ შემოსულა" ეს იყო 8 აგვისტოს.

     

    5.ვინ გასცა რუსი სამშვიდობოებისთვის ცეცხლის გახცნის ბრძანება?

     

    6.რატომ შემცირდა პროვოკაციები ბუშის ადმინისტრაციის წასვლის შემდეგ?

     

    7.ვინ დაიწყო შეტევა ცხინვალზე 2003-ში?

  9. liliko

    პოლიტიკაში კი არ პოსტავენ - არიან, წარმომიდგენია მათ ტეტჩერის მერამდენე ხარისხში წარმოიდგენ

     

    არა არის შენში რაღაც ტეტჩერისეული.

     

    ბუშის წასვლის მერე, კი არა აგვისტოს მერე რუსებს არანაირად აღარ აწყობთ პროვოკაციები. მეტსაც გეტყვი, მაქსიმალურად იხარჯებიან, ცხინვალში და ახალგორში განსაკუთრებით, რომ ბეზპრედელი არ დაუშვან.

    რატომ? მგონი გასაგებია რატომაც

     

    რა აღარ აწყობთ ტელევიზორს არ უყურებდი ომის შემდეგ პროვოკაციები ბევრი იყო, ყოველშემთხვევაში ასე გვეუბნებოდა რუსთავი2. ხოლო ობამას მოსვლის შემდეგ შეწყდა რატომღაც.

  10. liliko

    საინტერესო მოთხოვნაა

    მე, ერთ პოლიტიკაში დილეტანტ დიაცს საიდან უნდა მქონდეს პასუხი დიიიდი ბუშის ღრმა პოლიტიკურ გათვლებზე?

     

    რა ვიცი რახან პოლიტიკაში პოსტავდი რატომღაც ტეტჩერად წარმოგიდგინე. :user::

     

    ისე მეორე კითხვაც დაგისვი და ალბათ არც ამაზე გექნება პასუხი.

  11. liliko

    2008 წლის 5 აგვისტოს თბილისის მოსახლეობის 95% ასევე ლირიკად მიიჩნევდა იმ ძალიან ღია გზავნილებს, რასაც რუსი პოლიტიკოსები აკეთებდნენ საჯაროდ

     

     

    მიპასუხე: რატომ არ ურჩევდა ბუში სარკოზის ომის დროს თბილისში ჩასვლას?

     

    ან რატომ შემცირდა ბუშის ადმინისტრაციის წასვლის მერე პროვოკაციები კონფლიქრურ რეგიონებში?

  12. Saturn

    ანუ შენ თვლი რომ რუსეთს უნდოდა აღმოსავლეთ ევროპიდან გამოსვლა

     

    ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გორბაჩივისა და ედიკას მეთაურობით ქონდათ სურვილი. და კიდეც ისინი შემთხვევით არ იყვნენ მანდ.

  13. liliko

    შარშან აგვისტოში კონკრეტულად რა გაგვიკეთა აშშ-მ?

     

    ბუშმა სარკოზის თბილიშში ჩასვლაზე თავის შეკავება ურჩია.

     

     

    რამდენი ხანია ამაზე ვფიქრობ და რატომ? ვერაფერს ვერ ვუკავშირებ.(არ მინდა რომ ჩემი ვარაუდი გამართლდეს).

     

    იქნება თქვენ გამცეთ პასუხი. რატომ ურჩია ბუშმა სარკოზის ასეთი რამ?

  14. Saturn

    ტექნიკურად ისე მოხდება, როგორც მოხდა აღმოსავლეთ ევროპაში, ავღანეთში და საქართველოს იმ ნაწილში, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს. ანუ რუსული სამხედრო ძალები დატოვებენ საქართველოს, რის შემდეგაც მოხდება საერთაშორისო პოლიციური ძალების ჩაყენება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. შემდეგ განისაზღვრება ამ ორი რეგიონის სტატუსის განსაზღვრა საქართველოს შემადგენლობაში.

    ღმერთმა გისმინოს, მაგრამ ზედმეტად ოპტიმისტურად ხარ განწყობილი.

     

    ომი არ იქნება და როგორ წარმოგიდგენია აქედან რუსის გასვლა?

     

    აღმოსავლეთ ევროპიდან რუსეთის თანხმობით მოხდა გასვლა, ჩვენს შემთხვევაში ასეთი სურვილი არა აქვთ.

     

     

     

    liliko

    მედვედევმა დღეს განაცხადა, ნურას უკაცრავად, ვერც დანარჩენ საქართველოს და ვერც უკარიანას ვერ გარგუნებთო

     

    ეგ უბრალოდ ლირიკაა და მგონია რომ უახლოეს მომავალში რუსეთი რაიმე მკვეთრ მოძრაობებს არ გააკეთებს.

  15. Saturn

    საქართველო იბრძვის რუსეთის, ამ წუმპეს ორბიტიდან გამოსვლისთვის და აშშ მას ამაში ეხმარება. რა თქმა უნდა თავისი ინტერესების გათვალისწინებით. აბა ლამაზი თვალებისთვის არავინ არაფერს არ გაგიკეთებს პოლიტიკაში. უბრალოდ დღეს ჩვენი და აშშ-ს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

     

    მაინტერესებს ტექნიკურად როგორ მოხდება ეს? თუ აშშ და ჩვენი ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა, გამოდის რომ აშშ ამ შემთხვევაში მთავარი მოწინააღმდეგეა რუსეთისა ამ რეგიონში. და როგორ გგონია რა პაიკს გაწირავს აშშ რუსეთთან ჭიდილში(სხვანაირად არ გამოვა რაღაცა უნდა დათმოს).

     

    მე პირადად მგონი, რომ რუსეთმა ამ ეტაპზე მიიღო ის რაც მას ამჟამად აქვს, ხოლო აშშ-ს ერგო დანარჩენი საქართველო.

×
×
  • შექმენი...