Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. ნამდვილად ავტორიტარულია თუმცა არასტანდარტული. ასეთი ტერმინი სინამდვილეში არ არსებობს, მაგრამ მე ასე დავარქმევდი : შენიღბული ავტორიტარიზმი.
  2. ვინც მუშაობს ხო რას ამბობ რა. აი, მაგალითად ბიძაჩემი სკოლაში დირექტორის მოადგილეა და 250 ლარი აქვს ხელფასი ამაზე გაცილებით ნაკლები ხელფასიც აქვთ ხალხს. პატარ-პატარა მაღაზიები როა, გინდა სურსათის, გინდაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების და ა.შ. (ოღონდ არა საფირმო). დღეში 4-5 ლარი აქვთ ხელფასი იქ დასაქმებულ ადამიანებს. უმუშევრები წინა ხელისუფლების დროსაც ბევრნი იყვნენ, მაგრამ ოჯახის ერთი წევრი მაინც თუ იყო დასაქმებული, მთელს ოჯახს ყოფნიდა, ეხლა ყველამაც რომ იმუშავოს ასეთი პატარა ხელფასებიტ კომუნალური გადასახადების გადახდა და კვებაც კი ჭირს. ჩაცმა-დახურვა, დასვენება-გართობაზე, მითუმეტეს მანქანზე და სხვა კომფორტის და ფუფუნიების საშუალებებზე აღარას ვიტყვი. ცოცხალი თავით არ დამეთანხმება იგივე სატურნი თუ ვიდეო არ ვანახე (ვიდეობისაც არ სჯერა ხოლმე, მარა...), მაგრამ ფაქტია, ეს იმის ბრალია, რომ კორუფცია კი არ მოისპო, არამედ ელიტარული გახდა. 1000 ლარს თუ ადრე 10 კაცი იყოფდა მეტ-ნაკლები წილით, ეხლა ერთს 900 მიაქვს, მეორეს 80, მესამეს 20 და დანარჩენი 7 ნოლზე ზის. ფაქტია, ყველა მინისტრის, მაღალჩინოსანი პოლიციელის და პარლამენტარის ოჯახში 3-3 ავტომანქანაა, აქედან მინიმუმ ერთი პორშე კაიანი, ბეემვე იქს6, მერსედეს ცლს500 და ა.შ. მათ სახლებზე და აგარაკებზე აღარც ვილაპარაკებ. რაც მაგათ ოფიციალური შემოსავალი აქვთ, მაგდენი და მეტი მეც მქონდა, მაგრამ რატომღაც არ მომდიოდა უკანასკნელი თაობის ძვირადღირებული ავტომობილები (მითუმეტეს 2 და 3) და ვერც 300-400 კვადრატულ მეტრიანი და ასიათასიანი რემონტიანი ბინა შევიძინე. არც ბანკებს მოუციათ კრედიტი, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არსებული უმსხვილესი და პრესტიჟული ბანკებიდან ერთის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მოწილე და დამფუძნებელი ჩემი უახლოესი ნათესავია (მთლად ახლო), მეორეს პრეზიდენტი ბავშვობის მეგობრის ძმა და მესამეს საკრედიტო განყოფილებაში ჩემი 2 ძმაკაცი მუშაობს კრედიტ-ოფიცრად სანამ კოდუები, კეზერაშვილები, ადეიშვილები, მერაბიშვილები, მასტერები, უგულავები და ახალაიები არ ჩამოიკიდებიან ერთი ადგილით, მანამ უფრო გაიზრდება დაუსაქმებელთა და დამშეულთა რიცხვი და უფრო გაღრმავდება სხვაობა ხალხსა და მათს შორის. მაგათი ფსევდოელიტარი დედა ვატირე მე!
  3. Nukriko ცუდად გესმის "ძველი ბიჭი" რას ნიშნავს და კარგია (მართლა) რომ არ იცი. "ძველმა ბიჭმა" თუნდაც მარტომ და თუნდაც 50 შეიარაღებულ ძაღლთან "ზადნი რომ მიცეს" ჩათვალე მთელ ავტორიტეტს დაკარგავს და "ჩამოლაბორანტდება". "ძველი ბიჭის" სტატუსი რომ მიიღო, ერთერთი უმთავრესი სწორედ ისაა, რომ დამტკიცებული გაქვს (არაერთხელ) რომ რეალურად გამტრაკებელი ხარ მაგარი : : : ისე, მართლა ძნელი განსასხვავებელია: - ორივეს შავები აცვიათ; - ორივე ხშირად ეტანებიან ნარკოტიკულ საშუალებებს; - ორივესთან კამათს ერიდებიან არიფები; ...ერთი განსხვავება, 100%-ნი, რაც მახსენდება - "ძველი ბიჭი" არასოდეს მიაყენებს ვინმეს დაუმსახურებელ პიროვნულ შეურაცხყოფას. ფუჰ, აი სოდ-ი და კუდ-ი რო მეზიზღება, მაგის მეასედი არ მეზიზღება ლიჩნად მიშა, ვანო და ბოკერია ერთად აღებული. მაგათი ლაკისტუფლებიანი და ბაჯაღლოსბრასლეტიანი დედები ################## მე...
  4. Nukriko მეკაიფები კაცო??? რას ქვია რომ მქონდეს ვიქნებოდი "ოპოზიციონერი"? მე რა პრივილეგიებისთვის კი არ ვიბრძვი...რომ მდომოდა და ეხლაც რომ მინდოდეს მექნებოდა ეგ პრივილეგიები... მე შეგნებულად უარი მაქვს ნათქვამი ამ ყველაფერზე. ჩემი თუ არ გჯერა აგერ არიან ჩვენი საერთო ნაცნობები და გეტყვიან კი, შეურაცხოფადაც ვიღებ, მაგრამ შეურაცხყოფას ადვილად აიტანდა ადამიანი თუ ეცოდინებოდა, რომ ამ შეურაცხყოფის გამო სადმე სამართალს იპოვიდა. აბა, წარმოიდგინე: მე და შენ ორივემ გადავწყვიტეთ, რომ დეპრესასგან ვიყიდოთ სახლი და შემდეგ მის ადგილას ახალი სახლი ავაშენოთ. შენ მიდიხარ და სთავაზობ 100 000 დოლარს, მეორე დღეს მე მივდივარ და დეპრესას ვეუბნები ან მაგ სახლს მე მომყიდი 20 000 დოლარად ან საერთოდ ვერ გაყიდი. ორი ვარიანტია ან დეპრესა მე მომყიდის ან გადაწყვიტავს შენ მოგყიდოს, მაგრამ მე ხელშეკრულებას გავაუქმებ, მერე შენტან მოვალ და დაგიჭერ, მერე გეტყვი 50 000 მომეცი, იმ სახლსაც გაეშვი და დამითმე და გაგიშვებ, არადა იჯდები ციხეში თქო. რას იფიქრებ? ანდა მე და შენ რესტორანში ვიჩხუბეთ, ჩხუბი მე დავიწყე, თითო-თითო შემოვცხეთ ერთმანეთს. მე არც კი დავუჭერივართ, შენ კი "სროკზე" გაგიშვეს 3 წლით. რას იფიქრებ? ანდა შენ ჰარვარდის MBA გაქვს, 5 წელი მაიკროსოფტში მუშაობდი, 2 წელი ეფლში, ეხლა სადრაცას მუშაობ და გაქვს 500 ლარი ხელფასი. ამ დროს უფროსი სამსახურიდან გაგათავისუფლებს და შენს ადგილზე მე დამნიშნავს, რომელსაც ხაშურის ჰუმანიტარულ-ტექნიკური კოლეჯი "განთიადი 99" მაქვს დამთავრებული და ხელფასს დამინიშნავს 3000 ლარს. რას იფიქრებ? გინდა შეურაცხყოფა დაარქვი ყველაფერ ამას და გინდა ბოდიში და თავზე დაჯმა. ყველაფერში, აბსოლუტურად ყველა სფეროში ასეა.
  5. Nukriko სამართლიანობისთვის და კანონის წინაშე თანასწორობისთვის ვიბრძვი. ამ ეტაპზე მთავარია ბალანსი არსებობდეს. თუ კანონს ყველა თანაბრად არ დავიცავთ, მაშინ თანაბრად დარღვევის "უფლებაც" უნდა გვქონდეს. ძალიან ამაზრზენად ჟღერს, მაგრამ ასე უფრო ამაზრზენია, რაც დღეს ხდება. არ იფიქრო იმისთვის ვიბრძოდე, მეც დამარღვევინონ კანონი თქო უბრალოდ ეს უსამართლობის და "ბეზპრედელის" შეგრძნება მაცოფებს და ამას ვაკლავ თავს.
  6. კარგი რა თინა რა კარგი რა!!! თქვენ რომ იქ არ ყოფილიყავით, სამუდამოდ დამკარგავდით, როგორც მხარდამჭერს. თქვენი შეცდომა ის იყო და კვლავაც არის, რომ სუსტები ხართ და ამდენ ხანს ყოვლად უსარგებლო "ახალი მემარჯვენეების" გარდა საერთო ენა ვერავისთან გამონახეთ (ალასანია სხვა საქმეა), რა პირობა უნდა წამოაყენოს გუბაზ სანიკიძემ, კახა შარტავამ, კობა დავითაშვილმა, კახა კუკავამ ან ზვიად ძიძიგურმა ისეთი, რომ ვერ დაუკმაყოფილოთ? მაშინაც და ეხლაც კაპიკია თქვენი (და ჩემიც!) ღირებულებების ფასი, თუ წონითაც და რაოდენობითაც ყველაზე ძლიერის ნიშა არ დაიკავეთ ოპოზიციაში, ოღონდ ისეთი ძლიერის, რომელიც ყველა დანარჩენს ერთად აღებულს, ორჯერ მაინც აღემატება. თქვენ ისე იქცევით, როგორც ცალკეული მოქალაქე ან ამომრჩეველი. წინა პლანზე ღირებულებებს აყენებთ, მაგრამ გავიწყდებათ, რომ თქვენ არა რიგითი მოქალაქე ხართ, რომელიც სხვას აძლევს ხმას, არამედ პოლიტიკოსი ხართ, რომელსაც უნდა მისცენ ხმა. გახდით წონადი და ძლიერი პოლიტიკური ძალა და ღირებულებებზე მერე იბრძოლეთ. ეს ხომ პოლიტიკაა?!
  7. მოკლედ, რა... ერთადერთი გამოსავალია: გაიხეს ყველა ერთ ადგილზე და ერთიანი კანდიდატი დააყენონ (არასაპარლამენტო ოპოზიციამ, თორე "კონსტრუქციული და საპარლამენტო" ანუ ედპ, ქდმ, მე თვითონის დედაც, ჯეკ. გიგი უფრო მოხსნის თავის კანდიდატურას, ვინემ ეგენი).
  8. უკვე ზუსტად იგივეზეა, რაზეც შევარდნაძის მმართველობა იყო (მცირედი განსხვავებებით): "ჭამეთ და "გადაიჯვით" ვინც ჩემთან ხართ" მცირედი განსხვავებები ისაა, რომ ადრე (შევარდნაძის დროს) "ვინც მათთან არ ვიყავით", მხოლოდ "გადაჯმა" გვეკრძალებოდა, ჭამა ნებადართული იყო...ეხლა ჭამაც აგვეკრძალა, შესაბამისად საჭმელი სულ მათია, გაცილებით გემრიელია და დათმობა გაუჭირდებათ.
  9. irene მაგაშიც გეთანხმებით ამიტომაა პოლიციური რეჟიმი საშიში და მივადექით მთავარს: რეალურად დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო! აი ეს არის ის ბერკეტი, რომელიც ყველა ნორმალურ ქვეყნაში ანეიტრალებს ძალაუფლების, იარაღის და ფულის მქონე დაჯგუფებების თარეშს, იქნება ეს პოლიცია თუ კრიმინალური სამყარო. ამ მხრივ ჩვენ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ვართ.სასამარტლოც და პროკურატურაც შსს-ს კონტროლქვეშაა. ნიგერიის და სხვა გასამხედროებული ტირანიების რეჟიმის ქვეყნებს დაემსგავსა საქართველო. ჩვენს ბედს თოფიანი და ფულიანი კაცები წყვეტენ თავის ხოშზე. კონტროლის მექნიზმები მკვდარია
  10. რა როსტოველი და ოდესელი, კაცო გეუბნებით 70% ქართველი იყო თქო machkatela გეთანხმები, 100%-ით! უბრალოდ განსხვავება იცი რა არის? "შავებში" მაინც ცოტა მეტი შანსი გაქვს, რომ არ დაიჩაგრო. ერთი ქურდი თუ დაგჩაგრავს და უსამართლოდ მოგექცევა, წახვალ, სხვა ქურდთან უჩივლებ და ის ხელს არ დააფარებს. სიმართლის გატანის შანსი მაინც არის. აქ კიდევ მართლა "ძაღლი ძაღლის ტყავს არ ხევს"
  11. kisa არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ კანონიერი ქურდების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 70% ქართველია მათგან უმეტესობა ქუთაისელი. ამათ მერე მოდიან ქურდები აფხაზეთიდან და ქურდები სამეგრელოდან, რუსთავიდანაც ბევრია... http://www.primecrime.ru/ ინფორმაციის მხრივ ყველაზე სრულყოფილი საიტი და საინტერესო ესაა რაც მინახავს
  12. გენაცვალეთ, რა...: ტყუილად კი არ შევარქვი forum.gov.ge ?! დიდი ხანია, წლებია, საღ აზრს მოსწყდა უკვე მაქაური პოლიტიკის განყოფილება. არანაირი დისკუსია, არანაირი გამოსავლის ძიება. ბაყაყებივით სხედან ჭაობში და ყიყინებენ: რუსეთის დედააა+ოპოზიციის დედააა რუსეთის დედააა+ოპოზიციის მხარდამჭერების დედააა რუსეთის დედააა+ვინც ვერ ხვდება რომ მიშას წასვლაზე ფიქრიც კი ღალატია იმის დედააა რუსეთის დედააა+პატრიარქის დედააა რუსეთის დედააა+ინტელიგენციის დედააა რუსეთის დედააა+ყველაფერი ქართულის დედააა ვინც არ გვეთანხმება ყველას დედააა! იდი ვი ვსე ნა ...
  13. ყველაზე უცნაური რა არის, იცით? "ქურდულ მენტალიტეტზე" რატომღაც ყველაზე მეტს ის საუბრობს, ვისაც არც შეხება ქონია არასოდეს და საერთოდ წარმოდგენაც არა აქვს ამაზე. თუ ამას შეახსენებ ან დაუმტკიცებ, ავტომატურად, "ვაჟკაცურად" გიპასუხებენ: ხო. არ ვიცი, არც არანაირი სურვილი არ მაქვს ვიცოდე, იმიტო, რომ მაგათი დედაცო!" დანამდვილებით ძნელია ვინ შექმნა ე.წ. "ქურდული იდეოლოგია", არ გამოვრიცხავ ის სადღაც მაინც თავისით გაჩენილიყო და შემდგომში კგბ-ს სათავისოდ გამოეყენებინა და მისი პოპულარიზაცია მოეხდინა. სინამდვილეში ქურდული იდეოლოგია, ბევრს გაუკვირდება და რამდენიმე ძირითად ღირებულებას ეყრდნობა: სიმართლეს, ზრდილობას, ღირსებას, მეგობრის და გაჭირვებულის თანადგომას; ეს არც ჩემი მოგონილია, არც აღმოჩენილი და არც ჩემი დამოკიდებულება ამ სამყაროს მიმართ. მამაკაცებს (ნაწილს მაინც), მოგეხსენებათ ალბათ, რომ "ქურდულში" ყველაფერს, ყველა მოქმედებას, მოვლენას, საქციელს, სიტყვასაც კი თავისი ახნა აქვს და სჭირდება. ხოდა, იქ ასეა: ქურდი - არის ადამიანი, რომელმაც მის მიერ ქურდული კანონების ზედმიწევნით სწორად შესრულების გამო მოპოვებული ავტორიტეტით, მიიღო უფლება, განსაჯოს სხვების ბედი, იზრუნოს სხვებზე, მთელს ქურუდულ (და არამარტო) სამყაროზე და მთავარი - იყოს სამართლიანი, არასოდეს დაჩაგროს მართალი კაცი, არ შელახოს სხვისი ღირსება უსამართლოდ. მოკლედ ქურდი - სიმართლის დამდგენია. ქურდულ სამყაროში, ნებისმიერ ურთიერთობაში, ნებისმიერი ადამიანისგან მთავარი არის ზრდილობა. ეს "ჩამჭრელ" შეკითხვად ითვლება (რა არის მთავარი), ხშირად მოზრდილებმაც არ იციან პასუხი. : პიროვნული ღირსების შებღალვა უმკაცრესად ისჯება ქურდული სამყაროს მიერ, სასჯელის ზომა ხშირად შეიძლება მკვლელობაც კი იყოს. გაუპატიურებაზე იგივე სასჯელს იმსახურებს მოძალადე, პლუს ცხოვრების ბოლომდე ყველანაირ დამცირებას. გაგიკვირდებათ და ბავშვების, ქალების და მოხუცების გატაცება (გამოსასყიდის მიღების მიზნით) კატეგორიულად იკრძალება და მძიმე, უპატიებელ დანაშაულად ითვლება. "ბარიგობა" "გრეხია" და ქურდული სამყაროდან გაძევებით ისჯება. "ობშიაკის" შესახებ ყველას გსმენიათ ალბათ, ეს ერთგვარი ბანკია, სადაც ყველას გარკვეული შესატანი შეაქვს და სამაგიეროდ, გაჭირვების ჟამს ყველას შეუძლია იქიდან ფულის აღება. თუ ფული გადაუდებელი ოპერაციისთვის, დაკრძალვისთვის და ა.შ. ესაჭიროება, "სხადნიაკის" (ქურდული კრების) გადაწყვეტილებით სარგებლის გარეშე გადაეცემა მას ფული ობშიაკიდან, სხვა შემთხვევაში პირდაპირ (სხადნიაკის გარეშე) შეუძლია მიიღოს ფული, ოღონდ გარკვეულ დროს, გარკვეული პროცენტის დამატებით უნდა დააბრუნოს მეგობრის გასაჭირში მიტოვება მძიმე დანაშაულია, კაცის გამეტებით ცემა (განსაკუთრებით თუ ერთს სცემს ბევრი) გამონაკლისი შემთხვევების გარდა ერთერთი უპატიებელი დანაშაულია. ეს რაც შეეხებოდა ღირებულებებს, რასაც ეყრდნობა ქურდული იდოლოგია, მაგრამ ღირებულებების გარდა ერთი მარტივი, მთავარი და პრინციპული წესიც არსებობს, "ქურდული" შემთხვევით ხომ არ ქვია, აბა? უნდა იპარავდე, ქურდი უნდა იყო. თუ არ იპარავ, ვერც "ქურდი" გახდები (ვერასოდეს!), ვერც "ძველი ბიჭი" და ვერც "კაი ბიჭი". ამიტომაა, ძალიან რომ მაცინებენ ხან გრეჩიხას და ხან კიდევ ვისი (მაგალითად ჩემი) მისამართით ქურდული მენტალიტეტის მატარებლობის და ძველი ბიჭობის ბრალდება რომ მესმის
  14. Saturn შეძლებისდაგვარად, ვცდილობ ყველა შევასრულო და დანარჩენი არაა შენი საქმე და გთხოვ ასეთ თემებზე მაინც შეეშვი კბილის გაკვრას. რა გჭირს, რა უბედურებაა, ადამიანო?
  15. მონასტერში რომ ვცხოვრობდი, მცირე ხანს, იმ კელიაში სადაც მეძინა ხოლმე, კედელზე თავთან ერთი პატარა ფურცელი იყო გაკრული, რომელიც იმ მონასტრის ძველმა წინამძღვარმა დაწერა. მას 30 ქველის საქმე ერქვა. ნახეთ: 30 ქველის საქმე 1. სიმართლე იხსნის სიკვდილისაგან. 2. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია. 3. შრომა ხორცისათვის მაქებარია, სულისათვის ცხონებაა. 4. მორჩილება – უმოკლესი გზაა გადარჩენისათვის. 5. სიმდაბლე – ამისი სატანას ეშინია. 6. თავშეკავება – თვით აღასრულებს ყველა მცნებას. 7. არ განკითხვა – უშრომელად გადარჩენაა. 8. გამოძიება – ყველა სათნოებაზე მაღლა დგას. 9. მონანიება – სიხარულია ღვთისა და ანგელოზების. 10. მარხვა ლოცვასთან ერთად ღმერთთან აერთებს. 11. მოწყალება თვითონ ღმერთის საქმეა. 12. ვინც გაჭირვებულს ეხმარება, მასში თვით იესო ქრისტეა. 13. ვინც მოთმინებით ატარებს მძიმე ტვირთს, ასრულებს მკაცრ მორჩილებას, მას თვითონ იესო ქრისტე უტვირთავს. 14. ვინც დამწუხრებულ მოყვასს ნუგეშს სცემს, ის მორჩილებით ეამბორება იესო ქრისტეს. 15. ვინც მოყვასს თავისზე უკეთეს საჭმელს მიართმევს, ის კვებავს ქრისტეს კეთილი საკვებით. 16. ვინც მოყვასის ცოდვებზე ტირის და ითხოვს მათ პატიებას, ის ფეხებს ბანს იესო ქრისტეს. 17. ვინც წმინდა ნაწერებს კითხულობს, ის იღებს თავის სულიერ სახლში იესო ქრისტეს. 18. ვინც ათხოვებს ღვთივკურთხეულ წიგნებს მოყვასს წასაკითხად, იგი სასიამოვნო საკვებს მიართმევს იესო ქრისტეს. 19. ვინც განეშორება უქმ სიტყვებს, ის ეზიარება ქრისტეს ტრაპეზს. 20. ვისაც არ სურს მოისმინოს გმობა და განკითხვა თავის ძმაზე, იგი აძევებს ეშმაკს თავისი სულიერი სახლიდან. 21. ვინც მიბაძავს მოყვასის კეთილ სათნოებებს, ის ძვირფას ყვავილებს იძენს. 22. ვინც გაჭირვებულს დაინახავს და გული შესტკივა მასზე, იგი ქრისტეს ჭრილობებს უშუშებს. 23. ვინც კეთილმსახურებით ასწავლის ღვთის სიტყვას, ის ძმათა შორის უფლის ლოცვა-კურთხევას ასრულებს. 24. ვინც უძლურ ძმას კვებავს და ეხმარება, ის ანგელოზებთან ერთად გალობს იესო ქრისტეს აკვანთან. 25. ვინც სიმდაბლით და კეთილკრძალულებით თავს იკავებს ჭამა-სმისაგან, უარყოფს ამქვეყნიურობას, მას მიაქვს საჩუქრები სამ მეფესთან ერთად იესო ქრისტესთან. 26. ვინც თავს ბანს მოყვასს ან ურეცხავს ტანსაცმელს, ის იოანე ნათლიმცემელთან ერთად ნათლავს იესო ქრისტეს. 27. ვინც განმარტოებულია (დახშულია), ის იმყოფება უდაბნოში იესო ქრისტესთან ერთად. 28. ვინც არ ეწინააღმდეგება წინასწარმეტყველებს და აკვდინებს თავის ხორცს (სხეულს), ის მარხულობს იესო ქრისტესთან ერთად. 29. ვინც გარდაცვლილისთვის ლოცულობს, ის ქრისტესთან ერთად მიდის ლაზარეს კუბოსთან და სთხოვს მამა-ზეციერს მის აღდგინებას მკვდრეთით. 30. ვინც სიმდაბლით მადლობს უფალს ყველაფრისათვის, ის ამზადებს ადგილს თავისთვის ღმერთის სასუფეველში. ამინ!
  16. ქველმოქმედება მხოლოდ მაშინ არის ქველი მოქმედება ანუ სიკეთის კეთება, როცა ეს უანგაროდ ხდება და ჩუმად ხდება და ამას ერთადერთი მიზანი აქვს: დაეხმაროს და შვება მოგვაროს გაჭირვებულ ადამიანს. რომ მიდიხარ და ჯერ იმიტომ ეხმარები, რომ მან და მისმა ახლობლებმა ხმა მოგცენ, მერე კი მთელმა ქვეყანამ გაიგოს რა კეთილი ძია ხარ ეგ უკვე ქველმოქმედება კი არა სპეკულანტობაა, ყიდვა-გაყიდვა და აღებ-მიცემობა! მეორედ აღარ მიქარონ ეგ რა და კამერების წინ 10 კომპიუტერის ჩუქებას, მაგ ფულით კამერების გარეშე, ვინმე უფულო ავადმყოფს ოპერაცია გაუკეთონ და მშიერ და ტიტველ ბავშვებს აჭამონ და ჩააცვან.
  17. newstudio ფუჰ, გული ამერია მართლა! ეს რა უბედურებაა???
  18. Saturn არ მგონია. ვიცი ანუ შინაარსობრივად იგივეა, მაგრამ მნიშვნელოვანი კორექტივები აქვთ შეტანილი და ბევრი ფრაზა გადაკეთებული. რაც შეეხება მახნოს, მას თქვენმა იდეურმა მამებმა, კომუნისტებმა შეარქვეს ანარქისტი, იმიტომ, რომ რეჟიმს ებრძოდა. ებრძოდა "კანონებს" რომლებიც მართლაც და ცუდ დღეში აგდებდა ადამიანებს. თქვენს ასე დაუსრულებლად აპელირებთ ვითომდა კანონის სახელით და მოღალატეებად და ანარქისტებად რაცხავთ ადამიანებს, რომლებიც რეჟიმს ებრძვიან. ...და გია დგებუაძე ("მასტერა"), ოლეგ მელნიკოვი და მათი მსგავსი ამაზრზენი არსებები არ უნდა ატარებდნენ მთავარი კანონდამცველების სტატუსს. მასტერა შენი მინისტრის მოადგილეა, იცი??? ოღონდ ეხლა თავი არ მოიკატუნო და არ თქვა რა დაუშავებია, ზღაპრებია, ვიდეო მაჩვენეთ და ა.შ.
  19. რა ირაკლი წერეთელი?! კარგით რა... : ნინიას ბაღია? ირაკლი წერეთელი არა მზია კვირიკაშვილი და ბიძინა მახარაძე. ძალიან არასერიოზული კაცია. კი, ბატონო, შეიძლება ძალიანაც უყვარდეს საქართველო, მარა ჭკუა არც მოეკითხება და მითუმეტეს არც დაეკითხება გავიმეორებ და ძალიან არასერიოზული კაცია. კომიკური პერსონა.
  20. Saturn კანონები იმისათვის იქმნება, რომ ადამიანის კეთილდღეობას ემსახუროს და არა ადამიანები იბადებიან იმისთვის რო კანონმა კეთილები უტყნას... :tesl: რამდენი მიშას აუდგება და დააწესებს წაიკუზეთო, ეგეთ კანონს ვინც არ შეასრულებს ის ადამიანი ჩემთვის არც არასახელმწიფოებრივად მოაზროვნეა და არც "აბსოლუტური უმრავლესობა" ანუ #### (თქვენი გაგებით). აბსოლუტური უმრავლესობა თუ ვერ გრძნობს კონკრეტული კანონით მიღებულ კეთილდღეობას და ეს კანონი მას კეთილებს უტყნავს, მაშინ მართლაც რა მნიშვნელობა აქვს კანონს? ეს იგულისხმა აჩიმ და არა მგონია ვერ მიმხვდარიყავი და ნუ აპელირებთ ყოველ წუთას უაზროდ ამ "კანონი-კანონით!" რა. იაღოველებივის ბიბლიასავით სასაცილო და ამაზრზენია თქვენს ხელში კანონი.
  21. Saturn არ გეჩვენება, რომ საკუთარ თავზე მეტისმეტად დადებითი წარმოდგენა გაქვს? რას ნიშნავს "ასე რომ აზროვნებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა?" და "მე ასე არ ვაზროვნებ" (ანუ როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა). მაპატიე, მაგრამ ეგ ერთერთი უმთავრესი მიზეზი იყო, რის გამოც ფორუმ გოვ ჯი დავტოვე. ეს რა მიდგომაა მაგის დედა ##################? "####ები, ბნელები და უტვინოები ხართ ყველანი. ჩვენ გვიყურეთ, მოგვბაძეთ, ჩვენ, ჩაგრულ, უმწიკვლო მოაზროვნეებს, თუ გინდათ რომ ქვეყანა აშენდეს" ხო არა? საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სატურნივით თუ იაზროვნებს (და არა მაგალითად ანალგინივით) მაშინ აღარ "გექნებათ" ეგეთი ქვეყანა?
  22. shamili ფორუმი და ალიანსი პრორუსული კომბინაციაა... ედპ, ქდმ, მე თვითონ და თორთლაძე ეროვნული... რა თქმა უნდა. ვისაც მიხა მიაჩნია ერის დედაბოზ...ბოძად, ეროვნულია, ვისაც არა - მოღალატე, აგენტი და თანაც აუცილებლად, მაინცდამაინც რუსეთის აგენტი...რა თიკუნს აფუჭებ არადა, ეს დედანაზასი თეთრი და შავი დალტონიკებისთვისაც, ასტიგმატიკებისთვისაც და კატარაქტიანებისთვისაც კი ადვილი გასარჩევია, როგორც წესი...
  23. ოხოხოხოხოხოხოხო რა... განსხვავებული მოსაზრება და პოზიცია=სუკის აგენტს=ქვეყნის მოღალატეს=არაკაცს! მე კი ვფიქრობ, რომ ზუსტად თქვენნაირი მიდგომის ადამიანები, თავისი აზროვნებისდა გამო, ნებსით თუ უნებლიეთ, ქვეყნის გამთლიანების, განვითარებისა და სიძლიერის მტრები არიან. მეეჭვება ისე გძულდეთ ან გუბაზ სანიკიძე, ან კაკო ასათიანი, როგორც მე ვანო მერაბიშვილი და ირაკლი კოდუა, მაგრამ ვერც ღვთის, ვერც საკუტარი სინდისის და ვერც ქვეყნის წინაშე ვერ ვიკადრებ და სხვა ქვეყნის აგენტს ვერ ვუწოდებ ვერცერთს. რა უბედურებაა ეს??? იმიტომ აქვს მაღალი რეიტინგი, რომ: 1. პატიოსანი კაცია და არავის ჯიბიდან არაფერი მოუპარავს, მითუმეტეს წაურთმევია. 2. ადამიანებში დადის და ადამიანივით იქცევა, ერთი დღე დავოსში არ ლიჟაობს, მეორე დღე ტაიტიზე არ იზაგრება, მესამე დღე მისი რესტორანში ქეიფის გამო მთელი ქუჩა არ იკეტება და მეოთხე დღეს ფიარისთვის გლიცერინიან ცრემლებს არ აღვარღვარებს და არ ეფერება მადლიან პენსიონერებს. 3. ქართველებს გვიყვარს გულში მჯიღის ცემა. მეც მათ შორის. მაგის გამო უყვარდა მთელს საქართველოს ზვიად გამსახურდია. მეტს არაფერს აკეთებდა. გუბაზივით ეგეც სადღეგრძელოებს ამბობდა, როგორც თქვენ ამბობთ. ამიტომ მინდა ფორუმის და ალიანსის შერწყმა, ანუ ეროვნულობის და პატიოსნებისა, რაციონალურობასთან და დიპლომატიურობასთან.
  24. ხო, კიდევ, "ასობი" ყავს შსს-ს ტრუხატრუხატრუხა...
  25. Saturn კე გლეჯამენ ჩვენი სოფლელი სპეცნაზებლები. დააჭერინე სკამის ფეხები 9 ცალს და აცემინე 16 წლის ბავშვი. რა თქმა უნდა თან უნდა გამოთქმით აგინონ. იმენა "სპეცნაზი" ანუ კოდუას ხალხი მაგარი არაპროფესიონალები ყავს შსს-ს და ეგენი მხოლოდ და მხოლოდ ერთგულების ნიშნით ყავთ დაკომპლექტებული, ძირითადად სოფლელი, უსწავლელი ( მათ შორის სპეცმომზადება გაუვლელი) მუტრუკებით. ძალიან ძლიერი კონტრდაზვერვა გვყავს, საკმაოდ მაღალ დონეზე მომზადებული კრიმინალისტები, პატრულის მომზადების დონეც დამაკმაყოფილებელზე მეტია აშკარად. მომსახურების სააგენტოც საკაიფოდ მუშაობს. სოდ-ი, კუდ-ი და სპეცნაზი არი მძღნერობა და ერთადერთი მიზეზით არსებობენ, რეჟიმის ყველა საშუალებით გასამყარებლად და შესაბამისად იქ მოსახვედრად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მომზადების დონეს და პროფესიონალიზმს. ერთადერთი კრიტერიუმი უსაზღვრო ერთგულებაა.
×
×
  • შექმენი...