Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. kontr-agent 007 ეეე, ამდენი ჩალიჩის თავი რო მქონოდა...ზატო საცოლემ დამიდგა ეჭვიანობის სცენები და გამოვედი უკვე პახმელიაზე...
  2. გაერომ ჰაიტის დასახმარებლად 10 მილიონი აშშ დოლარი უკვე გამოყო. დანგრეული ჰაიტის დასახნარებლად მსოფლიო ბანკი 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას აპირებს. http://www.ghn.ge/news-6225.html თქვენი წუპაკი დედა ################## მე რა!!! მიშას მილიარდები და ამ მართლა საწყალ და უზომოდ გაუბედურებულ ხალხს მეტი არა? ისე განვიცდი მაგ ადამიანების ბედს, საშუალება რომ მქონდეს საკუთარი ფეხით ჩავიდოდი და საკუტარი ხელით მივეხმარებოდი... Haiti is the poorest nation in the western hemisphere. More than half the population lives on less than one dollar a day and 78% on less than two. There is a high infant mortality rate (60 for every 1000 births) დასავლეთ ნახევარსფეროს ურარიბესი ქვეყანაა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი დღეში ერთ დოლარზე ნაკლებზე ცხოვრობს, 78% 2 დოლარზე ნაკლებზეო,ჩვილი ბავშვების სიკვდილიანობის ძალიან მაღალი კოეფიციენტია: 1000-დან 60 http://web.worldbank.org/WBSITE/EXTERNAL/C...:258554,00.html
  3. ნუ, ეხლა... შალიკო იტყვის: მე პირველი უნდა ვიყოო, ალიანსი იტყვის: ჩვენ ყველაზე ბევრი უნდა ვიყოთ, თან ყველა ზემოთო, ბურჯანაძე იტყვის: ფული ჩემია ძმაოო ე.ი. მუსიკა მე უნდა შევუკვეთოო, დავითაშვილი, კუკავა და ძიძიგური იტყვიან: აბა, ჩვენ რაღა ვირის თავ-ფეხიო? მოდი, აბა პრაიმერი ჩავატაროთო ფორუმი გამოვა და: რა დროს სიებია, ხევისბერებთან ავიდეთ და ზარებს შემოვკრათო!!! მაისაშვილი: თქვენ რა გესმით, მიწაზე დადიხართო, ოქრუაშვილი და ბესელია: მუხტი ჩვენ ავაგორეთო, ნოღაიდელი: მე ვაბშე მკიდია, ფული იყოს - რუსი, მიშა, გოგრა ბალი, ყველა მკიდიაო სალომე: ნუ მე ეხლა სადაც ბევრი შეგროვდებით იქით მოვალ, ოღონდ გამატარეთო. ერთი კაი გოთვერნული ორგია გამოუვათ რა, ვერც დავინახავთ ვინ ვისაში და რას შეყოფს... : ალიანსი და ფორუმი გაერთიანდეს და ეგეც საკმარისია, მერე უკვე იქით შეეხვეწებიან (ლეიბების გარდა ყველა), რბილი ვაგონი, კონდიციონერი და ტელევიზორი, ტუალეტის წინ ან კიბეზე მაინც დამაყენეთ და ისე მოგცემთ ფულსო.
  4. T_A_T "ფეოლა" გექნება ნანახი და გახსოვს? - "გაგიჭირდებოდათ..." : არა, ჯერ არ დაუნიშნიათ, მარა აპირებენო. ლინკი ხო დავდე.
  5. ე.ი. ცესკოს თავმჯდომარედ თურმე ოთარ სიჭინავას დანიშვნას აპირებენ. ამისი CV აგერაა: ოთარ სიჭინავა - დაიბადა 1972 წელს ქ. თბილისში. 1989-1994 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტზე. 2001- 2002 წლებში სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, თემპუს_ის პროგრამის ფარგლებში. 1988-1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის სახელმწიფო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეხანძრე. 1993-1996 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურის კანცელარიაში მდივანად. 1996-1998 წლებში იყო ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პროკურატურის სტაჟიორი. 1999-2000 წლებში იყო საქართველოს საინვესტიციო ცენტრის იურისტი. 2000-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ისტორიის კათედრაზე ლაბორანტად. 2005 წლის თებერვლიდან 2006 წლის ოქტომბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2006 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. ე.ი. ადამიანი, რომლის კარიერაც დაიწყო მეხანძრეობით, გაგრძელდა კანცელარიის სეკრეტარ(შ)ობით და მაქსიმუმი რაც გაუკეთებია ეს იყო სტაჟიორობა და ლაბორანტობა, ჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (!) წევრად აურჩევიათ, მერე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ (!!!) და ბოლოს ცესკო-ს თავმჯდომარეობას უპირებენ და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ მიშას კორპუსში უცხოვრია ადრე და ეტრფის... http://www.ghn.ge/news-6222.html თავდაცვის მინისტრად ბოლო ორჯერ 28-28 წლის ბრძენი გვეჯდა (კეზერაშვილიც და ახალაიაც ამ პოსტზე დანიშვნის დროს 28 წლისები იყვნენ), 33 წლის განათლების მინისტრი გვყავდა, რომელიც სასწავლებლად გაუშვეს და რომლის გულწრფელი აღიარების თანახმად, მისთვის განათლების მინისტრად დანიშვნა ძალიან მოულოდნელი იყო, წინა განათლების მინისტრი სანტეხნიკი გვყავდა, სოფლის მეურნეობის მინისტრი, კვეზერელი 26 წლის იყო დანიშვნის დროს, გილაური 29 წლის იყო ენერგეტიკის მინისტრად რო დანიშნეს, ფინანსთა მინისტრი 30 წლის გვყავს, გარემოს დაცვის მინისტრი სოულის პაპსავიკი, ბლანჟეიანი ტიპია, კულტურის მინისტრი მხედრიონელი, "ბოროტების საძმოს" წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მოქალაქე, შსს მინისტრს სამთო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული... განათლებით ფილოლოგი-ხელოვნებათმცოდნე ვარ, უმეტესად ბიზნესით ვიყავი დაკავებული, მიმუშავია მიმუშავია სპორტულ ჟურნალისტად, თარჯიმან-გიდად, ტელემარკეტინგის კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილედ, ასკით 27-ს ვუკაკუნებ. მიყვარს ფეხბურთი, დალევა და ლამაზი ქალები...ე.ი მიხოს მეზობელი რო ვყოფილიყავი "ნაციონალური" ლოგიკით ერთი კაი ნობელის პრემია მეკუტვნის კვანტურ ფიზიკაში თუ არა, მიკროქიმიაში მაინც.
  6. ვინმემ პახმელიაზე გამომიყვანეთ!!! არც არაყი მშველის, არც მჟავე, არც წვნიანი, არც მაწონი, არც წვენი, არც ჩაი... გადაბმულად 3 დღე ნალოთავები კაცი გილოცავთ ახალ წელს აუ დღესაც უნდა დავლიო და ხვალაც...ან პახმელიაზე გამომიყვანეთ ან დამმალეთ მაინც, ხალხი არა ხართ? P.S. თემა პოლიტიკურია!!! http://www2.pd.istc.cnr.it/AISV/images/P.Cosi-KarateBowDrunk.gif
  7. Jonathan Livingston yeaaaah შენ რამდენი ხნის წასული ხარ? ეს არ გაქ ნანახი? ხო წინაზე შემეშალა, აი უონთ არა, აი ლაიქ
  8. რა ბანი რის ბანი? : ყველა მიშისტის და ვაბშე "ისტის" დედას ##################! აბა ბანი??? ჩემ გარდა ჩამსწორებელსაც ##################!
  9. ტი ჩტო?! აი უოუნთ თუ მუვ ით მუვ ით... :yeah2:
  10. kisa გააპრავებს და გააფორმებს მაგათ მალე ხალხი კისა კისა კისა, ტი მაია ლარისა... :
  11. პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარის შერჩევა-არჩევის ვადებს გადაწევს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა დღეს 16:00 საათზე გაიმართება, სადაც კანონმდებლები პრეზიდენტის შეთავაზებას გაითვალისწინებენ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევა-არჩევის ვადებს გადაწევენ. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი რიგგარეშე სხდომამდე ,,საარჩევნო კოდექსში’’ შესაბამის ცვლილებას, 14:00 საათზე, განიხილავს. დღეს, ასევე, 13:00 საათზე, დაგეგმილია საკონსტიტუციო ცვლილების საორგანიზაციო კომისიის სხდომა, რომელიც ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნების არაუგვიანეს 1 ივნისისა ჩატარებას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ,,საარჩევნო კოდექსს’’ მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები 8 იანვრამდე უნდა შეერჩია და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატირებიდან ერთი, ცესკოს ოპოზიციურ წარმომადგენლებს კი არაუგვიანეს 11 იანვრისა უნდა დაემტკიცებინა, თუმცა კანონი დაირღვა და ვადების გადაწევა გახდა საჭირო. http://www.expressnews.ge/?lang=geo&id=991&nid=1319 მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუკი ბელადი მიბრძანებს ამას... :yes2: ის, რაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში იმპიჩმენტის პროცესის დაუყოვნებლივ დაწყების საფუძველი ხდება, ჩვენთან მოყომარებადია. "საქართველოში ყველაფერი მოსულა. ჯამლეტმა ჯონდო დააორსულა". და ბოლოს არის თუ არა ეს უკვე...(იხ. თემის სათაური).
  12. FRIDRIX დაგინება არ მოსულა თქვენში? ძალიან მინდა პირადად გაგიცნო. მინდა დავრწმუნდე, რომ ნამდვილი ხარ, არსებობ და ამ ყველაფერს არ ხუმრობ.
  13. Nukriko ფუ, ეგ რა ბოდიში და ####ობაა (ვიდეო)? :TAT: რაღა ეგენი და რაღა პიონერები... არა, ნუკრი, არა! რეჟიმის დამხობა მხოლოდ და მხოლოდ ბრბოს შეუძლია. ბრბოს კი წინამძღოლი სჭირდება. ბრბოს ცუდი გაგებით არ ვამბობ ოღონდ. სამოქალაქო საზოგადოება არის საზოგადოება, რომელიც არასოდეს გამოდის კონსტიტუციის და კანონის ფარგლებიდან, უარს ამბობს ყოველგვარ ძალადობაზე. არ მეთანხმები? და როგორ და რითი გინდა კანონის დაცვით და შიშველი ხელებით აიძულო თოფიანი კაცები, რომ დაგემორჩილონ? თუ დააჰიპნოზებ არ ვიცი და ...გამოვიდა სამოქალქო საზოგადოება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვისთვისაც ლაფის სროლას დღემდე აგრძელებს ხელისუფლება, შიშველი ხელებით, თეთრებში ჩაცმული, 3 თვე მოუწოდებდა რეჟიმს რომ გონს მოგებულიყო. პროტესტის ფაქტიურად ყველა კონსტიტუციურ და კანონიერ, მშვიდობიან ფორმებს მიმართა. რეჟიმი სამი თვე სცემდა, აგინებდა, იჭერდა, ემუქრებოდა, ავიწროვებდა, აშანტაჟებდა მათ, მაგრამ ის საზოგადოება მაინც არ გადაიქცა ბრბოდ. რაც შეეხება ბრბოს: ბრბო, არის საზოგადოება, რომელიც კანონის ფარგლებიდან გამოდის, მზადაა დაწვას, დაანგრიოს, დალეწოს, თუ საჭიროა მოკლას კიდეც და ამით დაიცხროს უკმაყოფილება. იცი ხალხი ბრბოდ როდის იქცევა? როცა შია! აპრილის აქციების დროს ჯერ კიდევ არ შიოდათ ისე ძალიან...ჩემს სადარბაზოში 18 ოჯახი ცხოვრობს და აქედან 5 ბინას ყიდის წელიწადზე მეტია უკვე, მეექვსემ 3 დღის უკან გაყიდა კაპიკებში. სამოქალაქო საზოგადოების "იარაღი": სასამართლო, მიტინგი და გაფიცვაა. რეჟიმს ერთიც კიდია, მეორეც და მესამეც. რეჟიმს ამარცხებს ბრბო, აი საკითხავი ისაა ბრბოს წინამძღოლი თავადაც რეჟიმად გადაიქცევა თუ დემოკრატიად. როცა კანონი კანონობს, ოღონდ ყველასთვის თანაბრად და კუჭიც სავსეა, მაშინ გარდაიქმნება ბრბო სამოქალაქო საზოგადოებად, ოღონდ ამას წლები უნდა, წლები უნდა იკანონოს კანონმა. შენ რამე გსმენია თურქმენეთის, კუბის, ნიგერიის, რუანდის, ჰაიტის, ჰონდურასის, უგანდის, ლიბიის, ვენესუელის სამოქალაქო საზოგადოების შესახებ? ვერც გაიგებ, სანამ მორიგი რევოლუციის წინამძღოლი დემოკრატიის დამკვიდრებას არ მოისურვებს. იმ ქვეყნებში, სადაც რეჟიმისგან ბრბო ვაცლავ ჰაველისნაირმა წინამძღოლებმა გაათავისუფლეს, მალე ჩამოყალიბდა ბრბოსგან სამოქალაქო საზოგადოება, სადაც ფიდელ კასტროსნაირებმა - ათწლეულებია ბრბოდ დარჩნენ. რა, გგონია იმ ქვეყნებში არ აწუხებთ სამართლიანობის პრობლემები? თუ ნაკლები ხალხი ცხოვრობს ან ნაკლები ფული აქვთ სამოქალაქო საზოგადოების "შესაქმნელად"? არა, მოხდება ოდესმე მორიგი რევოლუცია და თუ ეღირსათ ვაცლავ ჰაველი, იქაც ჩამოყალიბდება. ჩვენც მაგ დღეში ვართ ზსუტად.
  14. Nukriko თანამედროვე მსოფლიოში ძლიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ძალიან დიდი ფული სჭირდება. ასე, რომ ეგეთი რომც არსებობდეს, აუცილებლად ვიღაცის ინტერესებს გაატარებდა. ერთადერთი ძლიერი (უძლიერესი!) და რეალურად დამოუკიდებელი ფორმა, რაც არსებობს საზოგადოების ინტერესების დასაცავად, ეს პროფკავშირებია, რომელიც საწევროებით არსებობს და მათ ხსენებაზე აკანკალებს და ცივი ოფლი ასხამს მსოფლიოს ნებიესმიერი განვითარებული სახელმწიფოს ხელისუფლებას. პრაქტიკულად არ არსებობს მოთხოვნა, რომელსაც ხელისუფლება მათ არ უკმაყოფილებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკა და მთლიანად სახელმწიფო რამდენიმე კვირაში ჩამოენგრევათ თავზე. სამწუხაროდ აქ ესეც არ იმუშავებს. იმ ქვეყნებში ბიუჯეტი რეალურად გადასახადებით ივსება და არა ყოველწლიურად აღებული მილიარდობით საგარეო ვალით, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების გაყიდვით და ბიზნესისთვის იარაღით და მუქარით წართმეული ფულებით. ესეც არ იყოს, ნორმალურ ხელისუფლებას ყოველთვის ადარდებს საკუთარი ქვეყნის ბედი და პირადი რენომე, ამათ - კიდიათ. შენ ნამეტანი დასავლეთ ევროპაში დაბადებულ-გაზრდილივით უყურებ ყველაფერს, მიამიტურად. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება თავისით ვერასოდეს ჩამოყალიბდება ისეთ ქვეყნებში, რომელთაც რეჟიმი მართავს. ამას დემოკრატია სჭირდება, დემოკრატია შობს სამოქალაქო საზოგადოებას და არა პირიქით, როგორც შენ გგონია, ჩემი აზრით. :TAT:
  15. მე მაგაზე მეტად ის "მაღელვებს", "სად დაიკარგება ხოლმე ეს კაცი რა?!"(კ/ფ "სიყვარული ყველას უნდა") რა უნდა, რას აკეთებს გერმანიაში ამდენ ხანს? რაის სამუშაო ვიზიტიტაა ნუ გადამრიეთ?! გამაგებინეთ რომელი ქვეყნის პრეზიდენტი მიდის კვირეობით სამუშაო ვიზიტით, თანაც ისე, რომ არც წასვლამდე, არც წასვლის დროს არავინ იცის ვის ხვდება და რა საკითხებზე? რომ ვთქვი მასე სამკვირიანი "სამუშაო ვიზიტით" საფრანგეთში ფსიქიატრიულში მკურნალობდა თქო, თავი გაიგიჟა გაგი67-მა :TAT: ... არა მგონია არ იცოდეს, რომ სერიოზულად არღვევს კანონს. რაც მართალია, მართალია - ძალიან ძლიერი იურისტია მიშა. ასე, რომ ორი ვარიანტია: ან რაღაც ძალიან სერიოზული ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით და იმიტომ გადაიკარგა გერმანიაში ან იმდენად შეიშალა ჭკუიდან, რომ ძალის დემონსტრირებას ახდენს - მაინც მე როგორც მინდა ისე იქნება და მოგსტყვნიათ პატრონი, რაც გინდათ იფიქრეთ, ილაპარაკეთ და მოიმოქმედეთ. მე გადავწყვეტ ,ჩემ ხოშზე, რა და როგორ იქნებაო. ლეღვის ტოტზე სეირნობ მიხაკო და შენნაირ საქონელს კი არა ბავშვის წონას ვერ უძლებს ეგ ტოტი, ჩამოვარდები და ხელმეორედ იტკენ მაგ ფეხს.
  16. lasha_alo ესეა საჭირო, რამდენიმე მიზეზის გამო: 1. რუსებთან ომი გვაქვს 2. ოპოზიციას რუსეთი მართავს 3. აბა, გრეჩიხა ჯობია? ბასტა!
  17. ეს ფრიდრიხი რეალური ადამიანია თუ ამ ფორუმის პატრონების სარეზერვო ნიკი, რომლითაც სეკულარიზმის იმიტირებას ახდენენ? : : : სატურნ, აბა ეხლა ტყუილებ მაეშვი, თორე მოიდა ზურაბა ... რას მელაპარაკები, ტო? ნამეტანი ახლობელი ადამიანები მყავს მაგ სისტემაში, "პუსტა-პუსტადან "დაწყებული, მინისტრის მოადგილეთი დამთავრებული და იმ "პუსტა-პუსტას" (ჩვეულებრივი, რიგითი პატრულ-ინსპექტორია) აქვს 1000 ლარი ხელფასი (ხელზე 800) + ყოველთვიური პრემია 500-600 ლარი + კვარტალში ერთხელ ორმაგი ხელფასი (ანუ პრემია ერთი ხელფასი). პრემიების რაოდენობა დამოკიდებულია თვის განმავლობაში გამოწერილი საჯარიმო ქვითრების რაოდენობაზე, უფრო სწორად იქიდან შემოსულ თანხაზე. პირდაპირი პროცენტები არ ეკუთვნით, მაგრამ სწორედ ამ "დამსახურების" გამო უწერს უფროსი პრემიებს; ამას გარდა უფასო სამედიცინო დაზღვევა, არამარტო მისი, მისი ოჯახის წევრებისაც, უფასო საქალაქო ტრანსპორტი (მეტრო, ავტობუსი) და შეღავათები (ფასდაკლება) რკინიგზაზე, კომუნალურ გადასახადებზე. პატარა "ზვანია" ვისაც აქვს (ლეიტენანტიდან კაპიტნამდე) იმას 1500-დან 2000 ლარამდე ხელფასი (ხელზე) და უფრო მაღალი პრემიებიები აქვთ, მაღალჩინოსნებს ხელფასი საერთოდ კიდიათ, ცოლებს აძლევენ იქ უკვე ხუთი და მეტ ნულიან ციფრებზე მიდის საუბარი. ხოო, რაც შეეხება იმ ვიდეოს. ეგ სასტავი (ვისაც პანჩურებს ურტყამენ) არიან ვაჟელი ნარკობარიგები, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. ის თეთრპერანგიანი და სამკლაურიანი ტიპი არის დავით ზაუტაშვილი, სოდ-ის მაღალჩინოსანია, მინისტრის მოადგილე არაა. ეხლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესოზე: პანღურებს ურტყამენ იმიტომ, რომ ძალიან დიდი რაოდენობით სუბუტექსი უპოვეს მაგ ტიპებს (3000 აბი), მაგრამ მთელი პარტია ფეხზე დადგა და რამდენიმე საათში, მანქანიდანვე გააშვებინეს.Saturn, ეგ ვიდეო მოდულის შენობის შესასვლელთანაა გადაღებული და აი, ხო პოლიციელი ხარ, მიდი ერთი და სცადე, თუნდაც ღამით, მიდი მანდ, გაიკეთე ეგ სამკლაური და იგივე გაიმეორე
  18. ბადრი_წიქორაძე რა უნდა გითხრას, ხოშიანი, ევროპული დონის სასამართლო გვქონია, გვერდზე თემაში შენიშვნაც კი მოგვცა ამაზე :eshmak:: შეღებილი კედლები მოეწონა ალბათ...
  19. vinsaniti ვაა, ვინს, კეთილი იყოს შენი ფეხი :maladec: სპორტის მოდერობა არ გინდა? ხალხი მოიყვანე და ჩაგიწყობ
  20. ძუკუ კი, ბოლოს მართლა ძალიან იმაიმუნეს...რა ფულიც სუფრაზე მოგროვდა იმის ნახევარი კიდევ მე დავამატე ზემოდან არ იყო პრობლემა. უბრალოდ მეწყინა რო მომატყუეს. ძალიან მთვრალი ვიყავი და დამეზარა დათვლა და ჩხუბი, თორე კი იყვნენ ღირსები :eshmak: ადგილების მეტი რა ვიცი, მაგრამ კაცზე 10-15 ლარი რო ეყოს მეტი ნაღდად არ ვიცი... P.S. ამ ჯერზე მე პას.12-ში და 13-ში ორ დაბადების დღეზე თამადობა მიწევს, 14-ში ძველით ახალი წელია, 15-ში მანქანა ჩამოსდის ჩემ ბიძშვილს და ვიცი დაასველებს...დამარტყავს ინფარქტი უნდა წავიდე, დავიმალო, თორე ... დავბერდი, სადღა შემიძლია ამდენი დალევა?!
  21. შენ ძალიან მიშისტი ხარ თუ ძალიან მიამიტი? : :eshmak:: : რომელი გენერალური ინსპექცია, ვასილ სანოძე რომ ხელმძღვანელობს? არა, კი არ გეკითხები, ვიცი, რომ სანოძე ხელმძღვანელობს და ისიც ზუსტად ვიცი, რომ მათი ერთადერთი მოვალეობაც, ფუნქციაც და საზრუნავიც ის არის, რომ უმკაცრესად აკონტროლონ და არ დაუშვან რომელიმე პოლიციელის მხურვალე მიხუიზმის განელება. როგორც კი შეამჩნევენ, რომ არათუ არ ასრულებს უკანონო ბრძანებებს (იარაღის და ნარკოტიკების ჩადება, მიტინგების დარბევა, ცრუ მოწმედ გამოსვლა და ა.შ.), არამედ ნეიტრალური უჭირავს, დედა აქვს ნატირები იმას. ასე რომ ეგენი არათუ "მობლატავე" პოლიციელებს დასჯიან, თავად არიან ყველაზე "მობლატავენი". "ასობის" ხალხი, ჩიტაძეზე ვინც ზიან...ოოო, მტერს!...მხურვალე მიხუიზმის თესლი მებაირახტრეები. სისულელეები არ დამიწყო ეხლა, შიგნიდან ვიცი რაც ხდება. მანდ ("ასობის" შენობაში) ერთი წესიერი კაცი მუშაობს, გია ზედელაშვილი (სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი). კითხეთ და მოგიყვებათ სანოძის "მოვალეობებზე". სანამ სამართალდამცავები არ გახდებიან, ყოველთვის ძაღლებად დარჩებიან ჩემთვის!
  22. kisa ვიცი. იმიტომაც დავწერე არ ფუნქციონერებს მეთქი და არა არ არსებობს, მაგრამ მაინც მართებული შენიშვნაა სწორად ვერ გადმოვეცი ჩემი აზრი. ანუ სტალინის, ჰიტლერის და თუნდაც თურქმენბაშის სახელმწიფოებში ოფიციალური ოპოზიცია არ არსებობს და ისინი სიკვდილით, მინიმუმ ციხით ისჯებოდნენ ტოტალურად, აქ კი ვითომდა პარლამენტშიც ზის ოპოზიცია (ფსევდო) და პოლიტიკური ოპონენტებთან ურთიერთობის ფორმები ფულის წართმევა, ფიზიკური ანგარიშსწორება (ცემა), და სრული იგნორირებაა. მართლაც ძალიან ცოტა უკლია ქრესტომათიულ ავტორიტარიზმამდე. :ravic:
  23. kisa სტანდარტულში ისეთი ტიპის სახელმწიფოები ვიგულისხმე, სადაც საერთოდ არ ფუნქციონერებს პარლამენტი, პრეზიდენტი, სასამართლო და სხვა მსგავსი ინსტიტუციები. აქ კი ვითომ არსებობს და ისინი თავის საქმეს აკეთებენ, თუმცა შენიღბული იმიტომ ვუწოდე, რომ ისინი თავის რეალურ მოვალეობას კი არ ასრულებენ, არამედ იმას, რაც 4-5 გავლენიანი ავტორიტარის (მიშა, ვანო, ადეიშვილი, კოდუა...) ნება-სურვილია.
×
×
  • შექმენი...