Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. Saturn კარგი სატურნ, კარგი. ლექციების საკითხავად არ მოვუწვევივარ არავის, რომ სატიტაოდ ავხსნა რა რატომ, როგორ და რისგან არის გამოწვეული. თუ გაქვს რამე ცოდნა ამის შესახებ რას მალავ, მოდი და მედებატე არა და გადი რა კცო, მე შემოვდივარ პროგრამისტების განყოფილებაში და ალგორითმებზე გეუბნები რამეს? ძალიან მოკლედ აგიხსნი: თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა წარმატებით მუშაობისას დროთა განმავლობაში წარმოშობს დიდ კაპიტალს, რომელიც მცირერიცხოვანი ადამიანების (კაპიტალისტების) ხელში იყრის თავს. ამ კაპიტალზე რაღა თქმა უნდა ნერწყვი მოსდის როგორც დანარჩენ თანამოქალაქეებს, აგრეთვე გარეშე მტაცებლებს. იმატებს კაპიტალისტების მიმართ უკმაყოფილება და გაღიზიანება. შესაბამისად კაპიტალი საჭიროებს იმაზე მეტ დაცვას ვიდრე მანამდე იყო ანუ ძლიერდება არმია, იზრდება შეიარაღება. რაც უფრო გადის დრო მით უფრო იზრდება ნაპრალი მდიდარ და ღარიბ სოციალურ ფენებს შორის, იმატებს უკმაყოფილებაც და იზრდება საფრთხე რომ გაავებულმა ღარიბთა ფენამ მათ ეს ქონება ძალით გასტაცოს, თუ ამათ მოერევიან გარეშე მტრის მოგერიების დროს ეს რარიბები არ დაუდგებიან გვერდში. ამიტომ იწყება კაპიტალის მცირე დოზით განაწილება ღარიბ ფენებზე, ძირითადად აბორიგენ მოსახლეობაზე, რომელიც იმ მიწაზე სადაც კაპიტალია უმრავლესობას წარმოადგენს და მდიდრები რთავენ პროპაგანდის მანქანას, რომ ისინი საუკეთესო ნაცია არიან მსოფლიოში, რომ ეს ქონება და კაპიტალი მხოლოდ მათია, რომ ისინი ყველაზე აღმატებულები, ძლიერები ჭკვიანები, გამბედავები არიან. თაობებს სისხლში უჯდებათ ეს იდეოლოგია და ნელნელა იზრდება ნაციონალური მიდრეკილებები, ნელნელა იზრდება კაპიტალი, რა თქმა უნდა პროპორციულად იზრდება ჯარი და შეიარაღებაც, ხოდა როცა ეს ყველაფერი იმდენად გაიზრდება და გაიდგამს ფესვებს, რომ კაპიტალი და ეკონომიკა იზრდება თუ იკლებს აღარ აქვს მნიშვნელობა მათ უჩნდებათ უძლეველობისა და ამპარტავნების მანია, უჩნდებათ მოთხოვნილება მთელს მსოფლიოს დაუმტკიცონ ეს, იზრდება სიხარბეც და სხვისი ქონებისა და თუ მიწების მითვისების სურვილებიც ჩნდება, დაუოკებელი მისწრაფება აქვთ სხვა ერებმა აღიარონ მათი უპირატესობა, ეთაყვანონ მათ, ემსახურონ და ეშინოდეთ მათი. აი ამ დროს ამოირჩევენ რომელიმე ერს ან ერებს სხვადასხვა მიზეზით, ზიზღდებათ ისინი და...მეტი კი არაფერია ფაშიზმი. ... აშშ ვერ იქნება ფაშისტური. ერთი რომ მულტინაციონალური ქვეყანაა და ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა ნაცია ამერიკელი, მეორეც მართლა ერთი თუთის ხის ასაკისაა ჯერ. მე მაგას ვერ მოვესწრები ალბათ, მაგრამ რამოდენიმე ათეულ წელიწადში ან ას წელიწადში აშშ აუცილებლად გახდება ფაშისტური, ყველაფერი ისე მიდის. ევროპაში ეს არავის ემუქრება რადგან მემარჯვენე და მემარცხენე ძალები პერიოდულად ენაცვლებიან ერთმანეთს ხელისუფლებაში და ეს აბალანსებს, აი აშშ-ში კი დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც მემარჯვენეები არიან. ამაზე მოკლედ ვერ ავხსნი და თუ კიდევ ვერ გაიგე მკიდია. სხვა დროს კარგი იქნება თუ უფრო ღირსეულად წარმოაჩენ შენს თავს. მარტო ღრეჭვის სმაილების დადებას და "ტყუილია" ან "სისულელეს" დაწერას ასეთ თემებში ძალა არ აქვს და მხოლოდ შენს მიმართ უკურეაქციას გამოიწვევს მაგის მკითხველში.
  2. სატურნ რეაქცია აღარ აქვს შენს ხითხითზე არავის. მათ შორის მეც. ალბათ უწიგნურება ყველაზე უკეთ უნიჭო დაცინვით იმალება. ვუი-ვუი არ უნდა მაგას. გადაშალე წიგნები და წაიკითხე. წიგნები თუ არა საიტები მაინც. უკიდურესი მემარცხენეები რომ კომუნისტები არიან და უკიდურესი მემარჯვენეები ფაშისტები ეს ცნობილი ჭეშმარიტებაა ყველასთვის ვინც ოდნავ მაინც ერკვევა პოლიტიკურ იდეოლოგიებში. ანდა რას გიხსნი?...
  3. Leo_Nafta ჯერ ერთი სად ვახსენე, მივანიშნე, ვიგულისხმე ან გავიფიქრე მაინც საბჭოთა კავშირი? მეორეც კომუნიზმი არის პოლიტიკური წყობილება, რომელშიც არცერთი წარმოების საშუალება არ შეიძლება იყოს კერძო საკუთრებაში, იქნება ეს ქარხანა, ფაბრიკა, სახნავ-სათესი მიწა, ფერმა, მაღაზია, ბანკირკინიგზა, მოკლედ ყველაფერი, გარდა პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი ნივთებისა. ასეთი კი ნამდვილად იყო საბჭოთა კავშირი. მემარჯვენე იდეოლოგია თუკი ეყრდნობა კონსერვატიულ და ტრადიციულ ღირებულებებს, გარკვეულ პერიოდში აუცილებლად მოითხოვს და შობს მონარქიას, ხოლო თუ ძლიერ გაიდგა ფესვები თეოკრატიას; თუ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზეა დაფუძნებული, კაპიტალიზმს აყალიბებს, რომელიც დროთა განმავლობაში ნაციონალიზმში გადაიზრდება, საბოლოო ჯამში კი ფაშიზმში. რაც შეეხება მემარცხენე იდეოლოგიას, ის ყოველთვის ეგალიტარიზმზეა (ანუ თანასწორობაზე, როგორც სოციალურად, ისე პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ა.შ.) დაფუძნებული და აუცილებლად წარმოშობს სოციალიზმს. ნამდვილი სოციალიზმი ანუ ნამდვილი თანასწორობა ლოგიკურად და აუცილებლად მიაღწევს ანარქიას, რადგან როცა ყველა თანასწორია და თანაც ყველა თავის ჭკუაზე ერეკება ვერ ხდება შეთანხმება ვინ და როგორ უნდა მართოს ქვეყანა, ეკონომიკა, როგორ ებრძოლონ კრიმინალს, როგორ შექმნან დოვლათი, რა ააშენონ, რა დაანგრიონ და ა.შ. ხოდა ანარქიაში ბოლოს გამოჩნდებიან ყველაზე ჭკვიანნი და ძლიერნი, რომელთაც ბრბო ბელადებად ირჩევს და ეს ბელადები ქმნიან კომუნიზმს. რაც შეეხება მემარცხენე ლიბერალიზმს, ეგ მაგარი ტრუხა პონტია, რადგან ერთმანეთთან თავსებადი არ არის. ასეთმა იდეოლოგიამ შეიძლება ერთჯერადი ეფექტი მოიტანოს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, თუმცა ძალიან მალე მაინც ლიბერალიზმი ანუ მემარჯვენეობა გადასწონის და მემარცხენეობისა აღარაფერი დარჩება მისგან. კონკრეტული მაგალითები შემიძლია მოგიყვანო: მაჰათმა განდი, მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა, დალაი ლამა, ოსკარ რომერო... ყველა ამათმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს თავიანთ ქვეყნებში, ყველა მათგანი მემარცხენე, სოციალური მოთხოვნებით და იდეოლოგიით გამოირჩეოდა და ამით მიაღწიეს შედეგს, მარა შედეგი რა იყო? პოლიტიკური წყობილების ცვლილება? არა და ვერა. მათ გაიმარჯვეს, ისინი მოვიდნენ, მაგრამ ქვეყანაში დარჩა მემარჯვენე პოლიტიკური წყობილებები. ...ხო, სხვათა შორის ყველა ზემოთჩამოთვლილი ბუმბერაზი პიროვნება უაღრესად მორწმუნე იყო. ასე რომ ან ნუ დაიბრალებთ მემარცხენე ლიბერალობას ან არადა ჩაუღრმავდით ან საკუთარ თავს ან წიგნებს. ისეთი იდეოლოგიით და ქცევით კი თქვენ რომ გამოირჩევით სტალინი, ლენინი, მაო ძე დუნი და ფიდელ კასტრო მოვიდნენ თავიანთი ქვეყნის სათავეებში. თავიდანვე ბელადები კი არ იყვნენ ეგენი. თქვენსავით თანასწორობას, ადამიანს უფლებებს, სიბნელიდან გამოსვლას, ჩამორჩენილობის აღმოფხვრას, განვითარებას ქადაგებდნენ და ეკლესია-რელიგიების უაზრობას, დამნაშავეობას და სასაცილოობას ამტკიცებდნენ. ერთი ერთში ასეა ეს. კარგად თუ დაფიქრდებით და სარკეში ჩაიხედავთ მიხვდებით.
  4. ყველა ვინც თვლით თავს ლიბერალებად და განსაკუთრებულად აგრესიული, ცინიკური და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით გამოირჩევით ქრისტიანული ღირებულებების მიმართ. საერთოდ წარმოდგენა გაქვთ რა არის და რას ნიშნავს ლიბერალური ღირებულებები? ლიბერალიზმის ერთერთი ძირითადი და უმთავრესი პრინციპი სხვისი ღირებულებების პატივისცემაა (არა გათავისება, თანხმობა ან მიმდევრობა)! ღმერთის, ღვთისმშობლის, წმინდანების, სასულიერო პირების, წმინდა წერილის შეურაცხყოფა და გაშარჟება (უნიჭოს რომ თავი დავანებოთ) თქვენი აზრით თქვენი მხრიდან ლიბერალიზმის დემონსტრირებაა? საერთოდ ლიბერალიზმი მემარჯვენე იდეოლოგიის ძირითადი საყრდენი და საფუძველია. სხვათაშორის მემარჯვენე იდეოლოგიაში უმნიშვნელოვანესი, მეტად პოზიტიური, ღირსეული და პატივსაცემი ადგილი უჭირავს რელიგიას, თუმცა ეს კიდევ ცალკე და სხვა საკითხია. ღვთის გმობა, სასულიერო პირების და მორწმუნეთა დაცინვა და შეურაცხყოფა, რელიგიისადმი აგრესიული და ნეგატიური დამოკიდებულება მემარცხენე, კომუნისტური იდეოლოგიის საძირკველი, კარკასი და სახურავია. გამაგებინეთ ვინ ხართ, კომუნისტ-ლიბერალები ხართ? ვისაც გსურთ მედებატეთ. ოღონდ არ გირჩევთ - ორი საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელი ვარ ლიბერალიზმში.
  5. lasha_alo რომ გამოფხიზლდები მერე მითხარი. :bushti: ვერ გავიგე რას მოითხოვ კაცო. მოვითხოვო და მერე აღარ წერ რას.
  6. მე როგორც გავიგე (შსს-დან) სწორედაც ალვირესის (და არა ალვირეზის. ესპანურში სადაც z წერია ს იკითხება.) საქმეზე იყო ჩამოსული. აი ამაში მოტეხეს ფული მაგან და კეზერას ბანდამ: http://www.ammoman.com/images2/Bosnia223/MVC-005F.jpg http://www.reuters.com/article/idUSN0511492220100306 Separately, the indictment provides new allegations in which an unnamed sales agent in Israel for Alvirez’s company allegedly contacted him in February 2008 about purchasing 14 million rounds of M855 ammunition for the government of Georgia. Alvirez knew that the Israeli sales agent was paying bribes to government officials in Georgia to facilitate the ammunition contract, the indictment says. The Israeli sales agent purchased the ammunition from an unnamed co-conspirator’s company for approximately $3.9 million, the government alleges. The Israeli agent then sold the ammunition to the government of Georgia for nearly $4.7 million, paying a $112,000 commission to Alvirez for facilitating the deal, the indictment says. In July 2008, the Israeli sales agent, working with another unidentified “corrupt” Miami sales agent, sold to Georgia an additional 7.2 million rounds of ammunition purchased from the co-conspirator’s company, the indictment says. Alvirez allegedly received a $57,600 commission for his participation in that deal. In August 2008, rising tensions between Russia and Georgia over disputed territory of South Ossetia broke out into armed conflict, sparking an international crisis. The United States, long an ally of Georgia President Mikheil Saakashvili, had worked to tamp down tensions, without success. Russia bombed the Georgian Black Sea port of Poti and inflicted extensive damage to Georgian cities and infrastructure. North Atlantic Treaty Organization war ships were mobilized for what the western military alliance said was humanitarian assistance, an explanation the Russians rejected. The fighting ended after a few days, but Russia later recognized the South Ossetia and another disputed Georgian territory, Abkhazia, as independent states. The Georgian government passed a resolution declaring the territories to be Russian-occupied. Throughout the conflict, companies in Israel supplied Georgia with military equipment and training, according to published reports. In October 2008, the unnamed Miami sales agent contacted Alvirez to assist in finding a supplier to sell Meals, Ready to Eat (MREs) to Georgia, the indictment says. Alvirez received a $15,000 commission from the Miami sales agent for the deal, and Alvirez knew the agent had made “corrupt payments” to help obtain the MRE contract, the government alleges. http://www.mainjustice.com/2010/03/07/supe...cpa-conspiracy/ შინაარსს გადავთარგმნი: საბრალდებო ოქმის მიხედვით 2008 წლის თებერვალში ამ ალვირესს ისრაელიდან დაკავშირებია აგენტი, რომელსაც გაუკეთებია შეთავაზება რომ მიეყიდათ საქართველოს მთავრობისთვის 14 000 000 (თოთხმეტი მილიონი) ისეთი ტყვია, რომლის ფოტოც დავდე ზემოთ. ალვირესს სცოდნია, რომ ეს აგენტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ქრთამს უხდიდა ამ კონტრაქტის სანაცვლოდ. ამ აგენტს ეს ტყვიები მისგან უყიდინებია სხვა კომპანიისთვის3 900 000$-ად და შემდეგ ამ კომპანიისგან მიუყიდია საქართველოს მთავრობისთვის 4 700 000$-ად, რისთვისაც ალვირესისთვის გადაუხდია საკომისიო 112 000$. 2008 წლის ივლისში იგივე აგენტი ჯერჯერობით დაუდგენელ მაიამელ აგენტთან ერთად ისევ დაუკავშირდა მას და შესთავაზე დამატებით 7 200 000 იგივე ტყვიის მიყიდვა საქართველოსთვის კვალავაც "ჩერეზ" სხვა კომპანიით. ამ გარიგების შედეგად ალვირესმა 57 600$ მიიღო. მთელი აგვისტოს ომის განმავლობაში საქართველო მუდმივად იღებდა ისრაელიდან სხვადასხვა შეიარაღებასო. 2008 წლის ოქტომბერში ზემოთხსენებული უცნობი მაიამელი აგენტი დაუკავშირდა ალვირესს და შესთავაზა საქართველოსთვის მიეყიდათ სამხედროებისთვის განკუთვნილი მზა საჭმელი MRE (Meals, Ready to Eat). ალვირესს 15 000$ საკომისიო მიუღია. ამის დედაც. უშუალოდ ომისთვის მზადების, ომის და ომის შემდეგ პერიოდში მილიონ დოლარზე მეტი გაუკეთებია კეზერას! ეს მარტო აქედან რაც გასკდა...მარტო M4-ის ტყვიებიდან! და მარტო ამ პერიოდში! თანაც ატკატების გარეშე. გახსენი პატარა "ლევი" შპს, იყიდე იაფად და მიყიდე ძვირად...
  7. რა ქნა მოიკოსტარიკა უკვე თუ ჯერ ვერა? ძაღლის გაგდებული ვიყო ეგ თუ ბავშვობის ოცნებებს არ ისრულებდეს რა...რაზეც ყველას გვიოსნებია, რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გვემოგზაურა და გვეგულავა, განსაკუთრებით ეგზოტიკურ ქვეყნებში. თან მაგის ავხორცობის და ნარკომანიის ამბები რომ ვიცი ყნოსავს ეხლა მაგი კოკაინს და უჭირავს რომელიმე ასეთის ორივე ბარკალი თავის დისტროფიკ ხელებში.... http://www.costaricachica.com/chicafront.jpg
  8. ეს თემა რაზეა? ნამდვილად აუპატიურებდნენ თუ არა გულაშვილის ბიჭს? არადა არაა საღადაო ეს...
  9. Saturn ბოდიში, მაგრამ ეხლა მე მეჩვენება თუ რაღაცნაირად შემოვლითი გზებით ცდილობ ლაშა აიძულო შენი ვარიანტი დაამტკიცოს?
  10. ვეთანხმები დიტოს და ამიტომ ვკეტავ ამ თემას, რომ აქაც იგივე არ გაგრძელდეს.
  11. ვაააჰ, კაცო. მე ვუთხარი ეგ ადმინისტრაციას, დავწერ წესებს და თქვენ დაამტკიცეთ თუ მისაღები იქნება თქო. მე მხოლოდ მიხმარება გადავწყვიტე, რადგან მაქვს გამოცდილება ეგეთი რაღაცეებისდა არ მაძებნინო ეხლა ალომ მოითხოვა თქვენ თვითონ (მომხმარებლები) შეთანხმდით, ჩვენ არ ჩავერევითო. პოპულიზმი რა შუაშია? პოპულიზმია ისეთი გარემოს შექმნაზე ზრუნვა სადაც ყველა თანასწორუფლებიანად იგრძნობს თავს?
  12. Siknadmo მხილება ყველა სასულიერო პირის ერთერთი უპირველესი მოვალეობაა სჯულის კანონით. ასე რომ თუ ქვეყანაში ან სადმე რამე ხდება ისეთი რაც სერიოზულად შეურაცხყოფს, ზიანს აყენებს ან საფრთხეს უქმნის ქრისტიანობას და მრევლს, ყველა მღვდელი ვალდებულია ამხილოს. აქციაზე მისვლას რაც შეეხება, პოლიტიკურ აქციებზე ნამდვილად არ აქვს არცერთ მღვდელს მისვლის, გამოსვლის და მონაწილეობის მიღების უფლება. თუ მივა ერთადერთი მიზნით უნდა მივიდეს, რომ დააშოშმინოს დაპირისპირებული მხარეები და თავიდან ააცილოს მათ მსხვერპლი, დაზიანება და ა.შ. რასაც იგივე მამა დავით ისაკაძე შარშან გიორგობაზე პოლიციის სამმართველოსთან ცდილობდა და ვერავინ შემეკამათებით, რომ მისმა იქ ყოფნამ ათეულობით ადამიანი მინიმუმ სხეულის მძიმე დაზიანებას გადაარჩინა. ის სიტყვით ხომ არ გამოდიოდა? მოთხოვნები ხომ არ ჰქონია? მხოლოდ სიმშვიდისკენ მოუწოდებდა ყველას. რა არის ამაში ცუდი? იცი რა, ვისაც შინაგანი აგრესია ან ანტიპატია აქვს ჩაბუდებული ეკლესიის მიმართ ის საუბრობს ხოლმე აქტიურად ჩარევაზე, არჩარევაზე, გამიჯვნაზე და ა.შ. თორემ მარტივად ჩანს რომ ეკლესია ყველგან მხოლოდ ქრისტიანობის და მშვიდობის დასაცავად იღვწის და ამით არავის არანაირ ზიანს არ აყენებს. რატომღაც კარგ ტონად და მოდად იქცა დღეს ზოგისთვის ეკლესიის როლზე და ფუნქციებზე, უფლებებზე, მოვალეობებზე და ა.შ. მკვეთრი განცხადებების კეთება. ტეხავს მეგობრებო. ტეხავს.
  13. მეც ველოდები. მართლაცდა რატომ არ გვანახებენ? ბოლო ხმაზე კიოდა მაგის ცოლი გადაღებული გვაქ გადაღებულიო და სადაა? რა ათი კაცის ნაცემი მაგის დედა ვატირე, კარგით რა. რემბო ყოფილა მაშინ. ოთხმა ნაბოზარმა მცემა ჩემს ჯეელობაში, მაქსიმუმ 2 წუთი გაგრძელდა თან ის ჩხუბი და ისეთი ტვინის შერყევა მქონდა 18 დღე გვერდზე გადაბრუნებაც კი მეკრძალებოდა და დახეთქილი მქონდა თავ-ყბა... ჯერჯერობით არ მაქვს საფუძველი და არც მინდა დავიჯერო, რომ მართლა რაღაც წინასწარდაგეგმილ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი კავკასიის მფლობელების მხრიდან, მაგრამ ჯერ ერთი რო ერთადერთი მართლა ნაცემი ადამიანი გვაჩვენეს ტელევიზიით და ისიც მმკ-ს წევრი იყო თუ სმმ-სი, არადა კიოდა ჯანგირაშვილი აჩვენეთ როგორი ნაცემები არიან კავკასიის ოპერეტორებიო, მერე კიდე ერთერთ კადრში კარგად ჩანს ერთერთ ამჟამად დაკავებულს რატი მაისურაძეს როგორ ურტყამს და მერე მისკენ იწევს ვიღაც თეთრპერანგიანი სადღაც დერეფანში, ეს მაისურაძე კი უკან იხევს და მერე საერთოდ გადის იქედან. კაროჩე არ გამიკვირდება ვიღაცამ თუ ვერ იცნო აქუბარდია, ვინმე ლიბერასტი ეგონა, რაღაც აკადრა, აქუმ ხურდა დაუბრუნა, რაზეც იმ ვიღაცისგან ერთი მოხვდა კბილებში და მერე სხვებმა გააჩერეს. ერთადერთი რაც ჩანდა იმ კადრებში იყო ის, რომ ღრძილებიდან მოსდიოდა სისხლი, რასაც იმას ვაბრალებ, რომ ალბათ პროტეზი უდგას :D
  14. ეგ მამა დავით ქვლივიძეა, ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის უკან მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. უგანათლებულესი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მისი ქადაგების მოსასმენად სპეციალურად დადის ხოლმე ხალხი სხვადასხვა ტაძრებიდან და რაიონებიდან. ბევრი რამე არ იცით თქვენ. :givi: მე ყველაფერში ვეთანხმები. ნამდვილი მოძღვარია.
  15. პრინციპში მხოლოდ ჭანოს და სატურნს ქონდათ ამ "ისტობაზე" შენიშვნა. შემოვიდეს ჭანო და დაადასტუროს ეს ვარიანტი თუა მისაღები. არადა თავისი დადოს დღის ბოლომდე. ხვალ უკვე გავხსნი თემას და ჩავატაროთ გამოკითხვა რომელი წესები ურჩევნია განყოფილებას, ეს თუ ჩემს მიერ შემოთავაზებული: http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=257039 მეტი რა ვქნა ეხლა? ორი ადამიანის გამო ამდენ ხანს ვიცდი, რომ ამ ორმა ადამიანმა (სატურნმა და ჭანომ) დისკრიმინიაციაში არ დაგვადანაშაულონ. დადონ თავიანთი ვარიანტი და ჩავატაროთ გამოკითხვა. ეგება და ზარმაცი მომხმარებლები, რომლებმაც კოდექსის თემაში არ გამოთქვეს თავისი აზრი მათ ვარიანტს ემხრობიან. ხვალ ვხსნი ორ გამოკითხვას: 1. რომელი კოდექსი დავამტკიცოთ 2. ამოვიღოთ თუ არა ფორუმის ზოგადი წესებიდან პუნქტი 2.20 იკრძალება მონაწილის პროფესიული საქმიანობის განხილვა, თუ ის აღნიშნულის წინააღმდეგია.;
  16. akkai ხო. გიგიზე მეც მაქვს ბლომად ინფორმაციები. 1. მისი ოფიციალური ხელფასი არც მეტი, არც ნაკლები 16 000 ლარს შეადგენს. აი პრემიებს რამდენს უწერს თავის თავს ეგ არ ვიცი. როგორც წესი და ყველაზე ხშირად პრემია ხელფასის 50-დან 100%-მდე მერყეობს ხოლმე და რაც უფრო მაღალი თანამდებობა აქვს ადამიანს მით უფრო დიდია შანსი, რომ ამ პრემიამ 100 და ხანდახან მეტიც კი პროცენტი შეადგინოს. ნებისმიერი გამოცდილი ბუღალტერი დაადასტურებს ამას. 2. ხელფასსაც რომ თავი დავანებოთ მისი ბენეფიტები შეიძლება ბევრი ქვეყნის ხელმძღვანელ პირებისთვის იყოს შესაშური: - უნივერსიტეტის ხარჯზე ემსახურება 2 ავტომანქანა. ერთი პირადად მას და ერთი მის ოჯახს, რომელთა საწვავისა და ტექმომსახურების საფასურს სრულად და ულიმიტოდ ფარავს უნივერსიტეტი. - ანალოგიურად სრულად და ულიმიტოდ იფარება მისი მობილური ტელეფონის ხარჯები. - წელიწადში 10-12-ჯერ აქვს მივლინება სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მისი ბიზნეს კლასით ფრენის, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრების და სამივლინებო "ჯიბის ფულის" ხარჯებს ასევე სრულად და ულიმიტოდ უნივერსიტეტი ფარავს. 3. ტვერელის ეკლესიასთან უზარმაზარი და ძალიან ძვირადღირებული (რამდენიმე მილიონად შეფასებული) სახლი აიშენა განათლების სამინისტროს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან გადმოქაჩული მოპარული ფულით. 4. აბსოლუტურად პოლტიზირებული სისტემა აქვს აწყობილი. მე თვითონ ეგ უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, უფრო სწორად სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი იყო რომ ჩავაბარე და სანამ დავამთავრებდი გაერთიანება მოხდა უცხო ენებთან. 2006-ში დავამთავრე, მაგრამ დიპლომი არ გამომქონდა. მეკიდა მაგრად, ფასი მაინც არა აქვს ქართულ დიპლომებს და მეზარებოდა მისვლა, კანცელარია-სამდივნოებში ძრომიალი, სხვადასხვა პროცედურები და ლოდინი. შარშან ანუ დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ შევიარე და გაოგნებული დავრჩი! არცერთი დეკანი, დეკანის მოადგილე, კათედრის გამგე, პროფესორი, ლექტორიც კი რომელიც მე მასწავლიდა იქ აღარ მუშაობს! მხოლოდ ადმინისტრაციული კადრების ძალიან მცირე ნაწილი (კანცელარიის თანამშრომლები, ბიბლიოთეკარები, დამლაგებლები) დაუტოვებიათ. სამაგიეროდ ნახევარი თავისუფლების ინსტიტუტი და ნაციონალური მთავრობა მანდ კითხულობს ლექციებს. შემიძლია მხოლოდ ნაწილი ჩამოგითვალოთ და გაოგნდებით: თავად გიგი თევზაძე ნოდარ ლადარია ბელა წიფურია (ლომაიას და გია ნოდიას მოადგილე განათლების მინისტრის პოსტზე როცა იყვნენ) სერგო რატიანი გიგა ზედანია ემზარ ჯგერენაია გია ნოდია დავით აფრასიძე დავით დარჩიაშვილი ლევან თარხნიშვილი ლევან რამიშვილი თანაც თარხნიშვილის და რამიშვილი გარდა ყველანი სრული პროფესორის წოდებით მოღვაწეობენ იქ. არ კმარა მეგობრებო? ამათ გვერდზე შეგნებულად აღარ ჩამოვთვალე ის ადამიანები ვინც ამჟამად აღარ კითხულობენ ლექციებს, თორემ გიგი თევზაძის მოსვლის შემდეგ იქ თეა თუთბერიძისნაირი ოროსანი უწიგნურიდან დაწყებული, პირველი არხის ამჟამინდელი ხელმძღვანელი იუმორისტი გია ჭანტურიათი გაგრძელებული და დამთავრებული თავმოტვლეპილი სამხედრო "ექსპერტი" ნიკა ჩიტაძით, რა "მარგალიტებს" აღარ უმოღვაწიათ. სამაგიეროდ ისინი, ვინც მართლა მეცნიერები, მართლა პედაგოგები, მართლა პროფესორები და მართლა პროფესიონალები იყვნენ ვიმეორებ არცერთი აღარ მუშაობენ. სიტყვაზე რომ არავინ გამომეკიდოს ვიტყვი, რომ ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ძველი ლექტორი ყავთ დატოვებული, ოღონდ ისინი ვინც გარდამავალ პერიოდში ანუ გიგი თევზაძის მოსვლამდე, ოღონდ ვარდების რევოლუციის შემდეგ იქნენ ჩემს უნივერსიტეტში დაწინაურებულნი, იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. ესეთი არაფერი მინახია რა. ეგრე აბუჩად აიღო და გააფარჩაკო ამდენი ხალხი...
  17. დათოჯან ჯერ ერთი დააგინე ივანეს და მეორეც ისეთ რამეზე ილაპარაკე რაზეც ოდნავი წარმოდგენა მაინც გაქვს რა. თუკი სინდისი, ყურები და თვალები არ გაქვს და შენით ვერ ხედავ, მაშინ ჰუმან რაითს უოჩის, სახალხო დამცველის და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ყოველწლიურ ანგარიშებს გაეცანი და შეადარე. ლინკების დადებას მე ნუ მომთხოვ. არ ვაპირებ ეხლა შენს გამო ამხელა მასალების ამოქექვას. მე ნანახი მაქვს უკვე. თუ გაინტერესებს შენც ნახე და გაეცანი. თავისუფლად ხელმისაწვდომია.
  18. asesino_141 კარგი რა ლივინგსტონ კაცო მესაჯდომეების მეტი დასაცავი და თავის ასატკიებელი ვერაფერი ნახე? მითუმეტეს რომ ამ ფორუმის წესები არ გავალდებულებს სექსუალური უმცირესობების დაცვას.
  19. ტეხავს რა. ასეთი თემები დრეში ას გვერდს უნდა აღწევდეს და პირველი სამი თემიდან არ უნდა ჩამოდიოდეს მინიმუმ არჩევნებამდე ჩვენ რო ნორმალური საზოგადოება ვიყოთ. აქ (საქართველოში) კიდე საპატრიარქო-ლიბერასტების რაზბორკები, რუსეთუმე ხარ-ვანოს ხელის ბიჭი ხარ თემები ითვლება მოდურად და ელიტარულად. თავის ნოუჰაუ გინებებიანად.
  20. კარგი ცოდოა. დაანებე თავი, სანამ ვანო და მიშა რულამენ მაგას იარაღი თუ არ დაადე ისე ვერ ათქმევინებ რო ეგენი ცუდები არიან. ხალხი ცვიოდა და ხოცავდნენ არა ის კიდე. განყოფილებაში ცემები იყო უმიზეზოდ და ოხრად, ასჯერ იმაზე მეტი ვიდრე ეხლაა, მარა წამება და სიკვდილიანობა ეხლა მეტია. ეგ მაგას აღიარებს ეხლა? ხო ხედავ ასობით კაცი ყავთ მოკლული და დღეგამოშვებით პირდაპირ ფანჯრიდან ყრიდნენ ხალხს თურმე. პროსტო რა, ევასებოდათ და ერთობოდნენ ეტყობა ხალხის ფანჯრიდან გადმოყრით.
  21. ჰმ...ტაშიი. შენ სად იყავ შენ მაშინ, თორე მე შევაკვდი თარგამაძის გადაყენებას. 2001-ში როდესაც თარგამაძე-ქუთათელაძე-მეფარიშვილის ტრიადა გადააყენეს იმ აქციების ერთერთი მთავარი ორგანიზატორი ვიყავი. სწორედ მაშინ გავიცანი დღევანდელი ხელისუფლები პირადად. უნივერსიტეტიდან მრიცხავდა რექტორი, სახლში არ ვყოფილვარ კვირაზე მეტი. საკუთარი სისხლი შევალიე მაგათთან ბრძოლას. ჩემი ყველაზე აქტიური ურთიერთობა შსს-სთან და მათ მიმართ უკიდურესი ზიზღი სწორედ იმ პერიოდიდან იღებს სათავეს. გულწრფელად გირჩევ ჩემთან ნიშნის მოგებით ნურასოდეს ილაპარაკებ ეგეთ თემებზე და ნურც ორმაგ სტანდარტებს დამაყვედრი. მე ჩემი პრინციპები ორ გროშში არ გამიცვლია არასოდეს და ჩემი ქვეყანა ალალად და უანგაროდ მიყვარს. ცოტა მეც გამიკეთებია ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ვეცდები ბევრი გავაკეთო. ისე ტყუილად გგონია, რომ მერაბიშვილი, ახალაია, კოდუა, არსოშვილი, მასტერა გრამით მაინც უფრო პატიოსნები და პატრიოტები არიან ვიდრე თარგამაძე, ალავიძე ეგ ბანდა. ერთი ხრენია და ნუ დაიხვიეთ ენაზე, ფანჯრებიდან ხალხი ცვიოდა არა ის. ერთი შემთხვევა იყო, როცა ვიღაცამ დაკითხვაზე წამებას ვერ გაუძლო და მეექვსე სართულიდან გადმოხტა თვითონ და თავი მოიკლა რომ ძმაკაცები არ ჩაეშვა. წამება ვანომ რო იცის ეგეთი უნდა. სუსტი ნერვების პატრონებთან ბოდიში და ეს მე ვაწამე? http://www.humanrights.ge/eng/files/molashvili3.gif http://www.humanrights.ge/eng/files/molashvili1.gif http://www.humanrights.ge/eng/files/molashvili2.gif ეს სულხან მოლაშვილია. ყოფილი კონტროლის პალატის უფროსი. იმას თუ ვერ ხვდები წითელ ზონაზე მყოფ თანამდებობის პირს რო ესე ექცევიან, ჩვეულებრივ წვრილმან კრიმინალებს რა დღეში აგდებენ, მკითხე და გეტყვი. გადაბმულად 1 საათი არ მძინებია რაც ვიჯექი, ჯოჯოხეთური ღრიალის და გმინვის ხმები გამოდიოდა ხოლმე...კარგი რა სატურნ რა. ნუღა ამბობ ხოლმე მაინც. პოლიციის განყოფილებაში თუ ხალხს ნაკლებად ცემენ ეს იმას არ ნიშნავს რომ შსს-ს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უსწორდებიან ხალხს ფიზიკურად.
  22. lasha_alo ხო კაი. ნუ ვიკამათებთ მაშინ. მე რაც ვთქვი ის მიმაჩნია სწორად და...
  23. აჩი, რომ ვამბობ შეგნებული და მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ეკლესიის წინააღმდეგ თქო არ მეთანხმება ზოგი, მაგრამ რა მაინტერესებს იცი? აი ეს ხალხი დღეს რომ პატრიარქს რუსეთის აგენტად მოიხსენიებს, ანტიმართლმადიდებლურ "ივენთებს" აწყობს, გარყვნილების და უხამსობის პროპაგანდას ეწევა. ეკლესიაში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. რა ვიცი რას არ კადრულობენ კიდევ. ეს ხალხი სად იყვნენ 2003 წლამდე? ცნობისათვის უწმინდესი 1957 წლიდან სასულიერო მოღვაწეა (ბერად აღიკვეცა), 1963 წლიდან ეპისკოპოსი და 1977 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ანუ ეს ხალხი რა ასაკისაც არ უნდა იყვნენ მანამდე სად იყვნენ? მანამდე რატომ არ აწუხებდათ იგივე პრობლემები, მანამდე რატომ ვერ ხედავდნენ რუსულ კვალს, მანამდე რატომ არ წერდნენ ეგეთ წიგნებს??? სკლეროზი არ მაქვს სხვათა შორის და ნამდვილად მახსოვს, რომ კაციშვილი ხმის გამღები არ იყო. მაინცდამაინც მიშას მოსვლის შემდეგ რატომ ხდება ასეთი მუდმივი ისტერია ეკლესიის, პატრიარქის და მორწმუნეობის თემაზე? რატომ მიმდინარეობს მათი პერმანენტული დისკრედიტაციის მცდელობა? ვინმე ვერ ხვდება საიდან მოდის ეს ყველაფერი? ვაი იმის პატრონს მაშინ. ვერ ხედავთ? ვერა? http://hownottomakeasite.net/Images/reading%20glasses.jpg კიდევ ვერა? http://otherbrooksbrother.files.wordpress.com/2008/02/microscope.jpg მაინც ვერა? http://img2.timeinc.net/instyle/images/2008/GALLERY/10/102708_telescope_400x400.jpg ვერა და ოფთალმოლოგს მიაკითხეთ ბიძია ან სტივი უანდერს რჩევებისთვის და ეს ჩემგან საჩუქრად http://www.granitegrok.com/pix/blind-man.jpg
  24. Siknadmo ყველა ადამიანი თავისით მიდის ღმერთთან. რწმენა გასაყიდი პროდუქტი არაა, რომ პრომოცია მოახიდნოს ეკლესიამ.
×
×
  • შექმენი...