-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
"კავკასია"-ზე დაუხოციათ ერთმანეთი!)))
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo ბევრიც არ უკლიათ რომ წინააღმდეგნი იყვნენ. :vischemivis: უფრო სწორად ძალიან მაგრად კიდიათ და არ სწამთ. ღმერთმა დაიფაროს და მაგათ რამე მძიმე ტრაგედია თუ შეემთხვევათ პირად ცხოვრებაში ეგ თუ მიაბრუნებთ ღმერთისკენ ან ღრმა სიბერე და მოახლოებული სიკვდილის შიში. სანამ მაინცდამაინც არ უჭირთ, კიდიათ რელიგია. მაგას გარდა რაც მთავარია ეკლესია ყოველთვის უნდა მოიქცეს ისე, როგორც ამას რჯულის კანონი ავალდებულებს და არა ისე, რომ ვიღაცეების გულის მოსაგებად და მოსაზიდად გადადგას ნაბიჯები. ეგ უკვე მარკეტინგი იქნება და მარკეტინგიც რომ იყოს, არ შეიძლება ორი ახალი კლიენტის მოსაზიდად 10 ძველი და პასტაიანი კლიენტი დაკარგო. -
უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში ალასანიამ?
analgin replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კი [ 10 ] [45.45%] კი. უნდა მოიხადოს. არათუ მოიხადოს, ნათლად და დამაჯერებლად უნდა განმარტოს რატომ ჩერდებოდა ამდენი ხანი იმ ხელისუფლების რიგებში, რომელსაც ამდენი ცოდვა-ბრალი აწევს კისერზე. -
ძუკუ ეროვნულ საბჭოსთან და თოფაძესთან უნდა გაერთიანებულიყავით. ეს ხმების მინიმუმ 20% თავისთავად იყო და პლუს ნიჰილისტი, დაბნეული, გაბრაზებული თუ ზარმაცი ამომრჩევლის ხმებსაც დაიმატებდით, ერთი ამდენს თუ არა იმდენს, რომ საერთო ჯამში 30%-ზე მეტს მიიღებდით.
-
"კავკასია"-ზე დაუხოციათ ერთმანეთი!)))
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo ნუ კონკრეტულად რა დაბრკოლებას უქმნის? თუ არაა მორწმუნე მისთვის რა მნიშვნელობა აქვს მამა დავითს ეპისკოპოსად აკურთხებენ თუ თავს გადახოტრიან. ეს ეკლესიის შიდა საქმეა და მხოლოდ მორწმუნეებს შეიძლება აინტერესებდეთ. ვთქვათ მე ლიჩნად იაღოველების მიმართ მაქვს აგრესიული და ცინიკური დამოკიდებულება, მარა არ მკიდია რომელ იაღოველს ორდენს მისცემენ და რომელს დამლაგებლად ამუშავებენ? საქმე რომ სახელმწიფოს ეხებოდეს კი ბატონო, მარა ეკლესიაა ხო? ვერ ვხვდები რა აღიზიანებთ. ცივი წყალი ხო მოდის, მართალია ბევრგანგან გრაფიკით, მაგრამ მაინც?... -
"კავკასია"-ზე დაუხოციათ ერთმანეთი!)))
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჰმ...ერთი ასეთი გაცვეთილი გამოთქმა არსებობს - რომის პაპზე კათოლიკე არავინაა... ჯერ იმას ვიტყვი, რომ სასულიერო წოდებას არა ვინმესადმი ჟესტის გასაკეთებლად, არამედ კონკრეტული პირის მრევლისადმი, სარწმუნოებისადმი და ეკლესიისადმი ღვაწლის გამო გადასცემენ ხოლმე. მერე კიდევ პატრიარქს მის დღეში (ყოველ შემთხვევაში რაც პატრიარქია), არასოდეს დაუშვია შეცდომა და მითუმეტეს დანაშაული არ ჩაუდენია ქვეყნის, ერისა და ეკლესიის წინაშე. მან ეს მრავალჯერ დაამტკიცა. რადგან აკურთხა ეტყობა ასე იყო საჭირო ეკლესიისთვისაც, ერისთვისაც და ქვეყნისთვისაც. თუ ვინმეს ესიგნალება, დაესიგნალოს. რა პრობლემაა? :vischemivis: -
მართალი ხარ DonCaredo. 30%-ნი ბარიერი ზუსტად მაგისთვისაა. მაგდენი არ აქვთ ნაცებს მაგრამ, მაგდენს გაქაჩავენ თავისუფლად. გადავხედოთ წინა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს. ამას დიდი კვლევაც არ უნდა. იდიოტიზმია ეს 30% რა. როცა ირჩევ ერთ კაცს და არა პარტიას ბარიერი ყველგან და ყოველთვის არის ან 50%-ს+1 ან საერთოდ არ არის და პირველ ადგილზე გასული იმარჯვებს 30%-ს აიღებს, 22-ს თუ 97-ს. მთავარია მასზე მეტი არავის ჰქონდეს. თუნდაც მაგიტო არიან ეს დედამისექსილი ედპ, თორთლაძე, ქდმ, მე თვითონ და მრეწველები იაფფასიანი მეძავები, რომ ესეთი რამე გაუპრავეს და დატოვეს დანარჩენი ოპოზიცია "ვინუჟდენში". თუმცა რაღა დანარჩენი, ნამდვილი ოპოზიცია. არ ვიცი დეპრესას ეტყობა ჩემზე დიდი სანაცნობო და საახლობლო ყავს, როგორ ვეკამათო ასეთ რამეზე? ჩემს სანაცნობოში 10%-ს ან აღწევს ან არა მისი რეიტინგი და ისევ ფორუმელების გადამკიდე ვამატებ 5%-ს ეგება და სადმე არიან და მე არ ვიცი
-
newstudio ზოგადად აზრი რომ ცალკე აღებული უგულავას ცალკე აღებულ სხვა კანდიდატებზე მაღალი რეიტინგი აქვს, სიმართლესთან ახლოს დგას, IMHO. მართალია 34% მაინც არ მგონია არანაირად, მაგრამ ჯანდაბას. ალასანიას რეიტინგიც პრინციპში სადღაც 10-15%-ში მერყეობს თბილისში. ჭანტურია რომ არ ყოფილიყო ნახსენები იქნებ დამეჯერებინა კიდეც. აი ჭანტურიას რეალური რეიტინგი თუ 3-4%-ზე მეტს შეადგენს დავიშალეთ მაშინ უცოდინარები ვყოფილვართ ყველანი. :bushti:
-
მერობის კანდიდატების სატელევიზიო დებატები
analgin replied to akkai's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio ვერ დაგეთანხმები შეფასებებში. ჩემი აზრით დებატებმა გაამართლა. სასიამოვნო მოულედნოლობა იყო ჩემთვის. ნამდვილი დებატები სწორედ მსგავსი ფორმატით ტარდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში. უბრალოდ ჩემის აზრით დრო იყო ძალიან, ძალიან შეზღუდული. მაგალითად როცა ადამიანს ეკითხები რა მიგაჩნიათ დედაქალაქის მთავარ სოციალურ პრობლემად, რა არის ამის მიზეზი, როგორ აპირებთ მის მოგვარებას მერად არჩევის შემთხვევაში და საიდან მოიძიებთ დაფინანსებასო, დამეთანხმეთ და ძნელია ფაქტიურად ოთხ შეკითხვას ერთად, თანაც ასეთ სერიოზულ საკითხებს ორ წუთში გასცე სრულფასოვანი პასუხი. თუმცაღა ის პასუხებიც კი რაც მოვისმინე სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო ჩემთვის. ყველა გამომსვლელმა ნათლად და კონკრეტულად ისაუბრა, გარდა ერთისა. ყველა ძალიან კარგად ყოფილა ჩახედული და დებატებისთვის მომზადებული, გარდა ერთისა. ის ერთი კი ქალაქის მოქმედი მერი გიგი უგულავა იყო. უგულავას გამოსვლაში არ დასახელებულა არცერთი ციფრი, არცერთი პრობლემა! გავგიჟდი! მთელი მისი გამოსვლა იყო უნიჭო სარეკლამო სლოგანებით გაჯერებული. ყველაზე სერიოზულ შეკითხვაზე (აი ზემოთ რომ გავამუქე) უპასუხა დასაქმებაა პრობლემა. დასაქმებული ადამიანი თვითონ გადაჭრის ყველა პრობლემას. ესენი ყველა გატყუებენო და მერე იმ 2 წუთიდან წუთი და ორმოცი წამი ილაპარაკა "დღეს თბილისი არის უფრო განათებული ვიდრე იყო 5 წლის წინ, უფრო..ვიდრე...უფრო...ვიდრე...უფრო...ვიდრე...უფრო...ვიდრე...ვისაც ამის გჯერათ მომეცით ხმაო. სამარცხვინო გამოსვლა ქონდა. თან თოფაძემ სწორად შენიშნა ამ დასაქმებაზე სულ პერსპექტივაში საუბრობს, შედეგი კი არ აქვს. რამდენი წელია დასაქმებაზე ლაპარაკობს ხელისუფლება. გაგახსენოთ ეხლა ლადო გურგენიძე, 50 000 სამუშაო ადგილი და ა.შ.? :bushti: მას შემდეგ რაც დრო გავიდა რამდენი ადამიანის დასაქმებასაც აპირებდნენ, პირიქით ორი იმდენმა დაკარგა სამუშაო. დანარჩენი ოთხიდან ცოტა მოისუსტებდა თოფაძე, რომელიც ძალიან შორიდან უვლიდა საკითხებს და ძირითადად ვერ ეტეოდა დროში. პრობლემებს კარგ ანალიზს უკეთებდა, მაგრამ მისი გადაჭრის გზები მე არ მომეწონა. ძალიან ბიზნესმენური მიდგომები ქონდა (უფასო მუნიციპალური საავადმყოფო, რომელიც სხვა რაიონებიდან ჩამოსულ პაციენტებს ფასიან მომსახურებას შესთავაზებს და ამით შეინახავს საკუთარ თავს, ნაგვის გადასახადის მოხსნა ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის ხარჯზე). გაზზე და დენზე არაფერი უთქვამს. ნაგვის და წყლის გადასახადები კომუნალური გადასახადების საერთო წილიდან 5%-ს შეადგენს, ამიტომ მისი გამოსვლა მე არაეფექტური მეჩვენა. გია ჭანტურიამ პრობლემების კარგი ცოდნა გამოავლინა, მაგრამ მათი მთავარი სლოგანის (გაზი 10 თეთრი, დენი 5 თეთრი, წყალი უფასო) პირველი ორი პუნქტის რეალური ხორცშესხმის მათეული მექანიზმი არის თვალებში ნაცრის შეყრა და მტკნარი სიცრუე. "ხელისუფლებას მოვთხოვთ ზეწოლას" არ არის მექანიზმი. სასაცილოდაც კი ჟღერს. ყველაზე დიდი სიურპრიზი ჩემთვის ზვიად ძიძიგურის გამოსვლა იყო. ნამდვილად არ მოველოდი თუ მას ყველა საკითხზე ასე სერიოზულად ჰქონდა ნამუშევარი. აბსოლუტურად ყველა შეკითხვას ძალიან მომზადებული შეხვდა, აბსოლუტურად სწორ და ადეკვატურ შეფასებებს აკეთებდა და რაც მთავარია მისი ხედვა ამ პრობლემების მოგვარებისა იყო ძალიან რეალური, მოგვარების გზები, საშუალებები და მეთოდები ასევე რეალური, მისაღები და ჩემი აზრით ეფექტური. დაფინანსები წყაროები ზუსტად დასახელებული და რეალური. მასზე ოდნავ უკეთესი, მთლიანად დებატებში კი საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა ირაკლი ალასანიამ, რომელსაც ყველა პრობლემაზე კარგად მომზადებული პასუხი ჰქონდა. კონკრეტულ ციფრებში გაწერილი, მოგვარების კონკრეტული გზებით, მექანიზმებით და დაფინანსების წყაროებით. ძიძიგურის და ალასანიას განცხადება, რომ დღეს გადასახადებს ადევს პოლიტიკური ფასი და რეალურად მისი შემცირება პრაქტიკულად შეუძლებელია ხელისუფლების ცვლილების გარეშე, მართალია და ამას ყველა საღად მოაზროვნე ხედავს და ხვდება. თუმცა ის, რომ ისინი კონკრეტულ კანონმდებლობას გამოიყენებენ და მარეგულირებელი კომისიებისა და სასამართლოების ძალით სცდიან ამ პრობლემის გადაწყვეტას მისაღებია. გარდა ამისა ყველაზე მეტ სოციალურ შეღავათებს ამ ორი კანდიდატის პროგრამა შეიცავდა. ჯანდაცვის პროგრამებზე როგორც ალასანიასი, ასევე ჩემდა ძალიან მოულოდნელად ძიძიგურის უნდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარია. კაპიკ-კაპიკ გაწერილი აქვთ ორივეს და მართლა რეალურად შეღავათის მომტანი ჩანს საზოგადოებისთვის. ასე რომ გაუმარჯოს ობიექტურობას. ჩვენი სუბიექტური აზრი პიროვნებების მიმართ არ ნიშნავს იმას, რომ მათ სიტყვებს ანალიზი არ გავუკეთოთ. -
"კავკასია"-ზე დაუხოციათ ერთმანეთი!)))
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
fashisti ეს ხალხი მიზანმიმართულად ებრძვის ერის სიწმინდეებს ქრისტიანობას და ზნეობას კაცო, ამას თუ ამბობ, რატომღა თვლი რომ პარანოიაა აზრი იმის შესახებ რომ სახელმწიფო ებრძვის ეკლესიას? აბა მაშინ მიზანმიმართული რას ნიშნავს? სხვას ვის უნდა ჭირდებოდეს ამ ქვეყანაში სიწმინდეების და ქრისტიანობის დისკრედიტაცია? მითუმეტეს როცა ხელისუფლების წრეებში ძალიან გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერით და დაფინანსებით ხდება ლიბერასტების გათავხედება. გიგი თევზაძის, დათო დარჩიაშვილის, გია ნოდიას ხელდასხმით. თან ეს ხომ უსაფუძვლო ბრალდება არაა ჩემის მხრიდან? იგივე ამ ოხერი და დაწყევლილი წიგნის პრეზენტაცია იმ უნივერსიტეტის ორგანიზებით მოეწყო, რომლის რექტორიც გიგი თევზაძეა, სადაც გია ნოდია ლექციებს კითხულობს და ასეთი წიგნების გამოცემას და პრეზენტაციას, ამგვარი ბინძური ღონისძიებების მოწყობას, ანტიმართლმადიდებლური და ანტიეკლესიური პროპაგანდის თანადაფინანსებას ამ უნივერსიტეტთან ერთად, "ღია საზოგადოება საქართველო" ახდენს, რომლის ხელმძღვანელიც დათო დარჩიაშვილი იყო, მანამდე ალექსანდრე კახა ლომაია. "სპეცნაზში" ხალხი რომ აყავთ ერთერთი პირველი შეკითხვა არის ხარ თუ არა მართლმადიდებელი და დადებითი პასუხის შემთხვევაში უარს გეუბნებიან აყვანაზე, ეს სპეცნაზები კი ვანო მერაბიშვილს ექვემდებარებიან და არა მგონია ამ კითხვარს გუბაზ სანიკიძე ადგენდეს. -
"კავკასია"-ზე დაუხოციათ ერთმანეთი!)))
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds ეგ არ არის ლოგიკური. მართლმადიდებლობა უმრავლესობაა და უმრავლესობას ეკუთვნის მათი სურვილების გათვალისწინება. შედარებისთვის პარლამენტს მოგიყვან. ქვეყნის ბიუჯეტის განკარგვის, სფეროებში ფინანსების რაოდენობის მიმართვას, პრიორიტეტებს ხომ უმრავლესობა ამტკიცებს. ვთქვათ უმრავლესობას უნდა რომ A თანხა მიიმართოს თავდაცვაში, B ჯანდაცვაში და C განათლებაში, უმცირესობას უნდა A განათლებაში, B თავდაცვაში და C ჯანდაცვაში. ეს სამართლებრივი კუთხით. რაც შეეხება მორალურ მხარეს, მე, შენ, სიკნადმომ და კისამ სპონსორი რო გავჩითოთ, რომელიც გვაძლევს სიტყვაზე მილიონს და გვეუბნება მოილაპარაკეთ და რამე საქმეში ჩამადებინეთ, რაშიც გინდათ იმაშიო, მერე თქვენ ამუშავეთო. შენ რო გაზეთის გამოშვება გადაწყვიტო და ჩვენ სამმა საწარმოს გახსნა, როგორ ფიქრობ ეს ფული საით უნდა მიიმართოს? ეს ფული ორივე საქმეს ერთად არ ეყოფა და ამიტომ გავხსნით საწარმოს. -
"კავკასია"-ზე დაუხოციათ ერთმანეთი!)))
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა მმკ არ დაგმო? უბრალოდ ლიბერასტებს კიდევ უფრო ვგმობ მეც და საზოგადოების უდიდესი ნაწილიც. ვინმეს გონია რომ შემთხვევით ამოტივტივდნენ ეგ ლიბერასტები? რა თქმა უნდა ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა მართლმადიდებლობის და ეკლესიის წინააღმდეგ. ვერ ინელებენ, რომ ეს არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომლის ავტორიტეტსაც ვერაფერი დააკლეს, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს ხალხზე, რომელსაც ვერ აკონტროლებენ და ა.შ. კი, ბატონო. დიდი ეჭვი მაქვს, რომ მალხაზ გულაშვილი სპეციალურად ცდილობს რაღაც დიდი სოციალური აფეთქების გამოწვევას, რასაც მოყვება უმძლავრესი სახალხო პროტესტი და ხელისუფლების დამხობა. იმის ეჭვიც მაქვს, რომ რუსული სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებს გულაშვილი. სწორედ ამაზე ვამბობდი სამწუხაროა, რომ ასეთი კაცის პროვოცირებულ პროცესებში ჩაბმა შეიძლება მოუწიოს საზოგადოების დიდ ნაწილს მეთქი, მაგრამ თვითონ თემაა ისეთი, რომ ისინიც კი ვინც მის პიროვნებას და ქმედებებს ვგმობთ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს მის გვერდით აღმოვჩნდებით და მისი სცენარის მონაწილენი გავხდებით. შემთხვევით და ჰაერზე არ მითქვამს დააყენებინეთ ტაკუნები ლიბერასტებს, თორე გადაყვება ეს ხელისუფლება ამას მეთქი. ორი საშინელებიდან - რუსული სპეცსამსახურების ცნენარით პროვოცირებულ პროცესებში ჩართვიდან და რწმენის შეურაცხყოფა-ეკლესიის დისკრედიტაცია-ლიბერასტების გაპრავებიდან ქართული საზოგადოება ჩემი ჩათვლით პირველ საშინელებას აირჩევს. -
"კავკასია"-ზე დაუხოციათ ერთმანეთი!)))
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გადაყვება ეს ხელისუფლება ეკლესიასთან დაპირისპირებას. -
"კავკასია"-ზე დაუხოციათ ერთმანეთი!)))
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სად არის მანდ "გაპრავება"? წმიდა სინოდის სხდომაზე იმსჯელეს იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც საზოგადოება დგას. აღინიშნა, რომ ქვეყანას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ურწმუნოების, უზნეობისა და პათოლოგიური გარყვნილების პროპაგანდა. “ითქვა ისიც, რომ ყოველივე ამის დამკვეთნი და შემსრულებელნი საეკლესიო კანონმდებლობით თვითონ უწესებენ თავის თავს უმძიმეს სასჯელს, _ შეჩვენებას. ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია, რომელიც მოწოდებულია ნებისმიერი ადამიანის ცოდვათაგან მოქცევისა და ცხონებისათვის, ამიტომაც ჩვენი ვალია, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი და მოვუხმოთ სინანულისკენ”, _ აცხადებენ საპატრიარქოში -
"კავკასია"-ზე დაუხოციათ ერთმანეთი!)))
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვერასოდეს ვერავინ მიაღწევთ, რომ მართლმადიდებლობის მლანძღველი, მაგინებელი და დამცინველი თავისუფლად და უვნებლად დადიოდეს ქუჩაში. ვერასოდეს მიიღებთ ეგეთ საქართველოს. ვერ ეღირსებით. გულაშვილი პროვოკატორია თუ აგენტია თუ ორივე ერთად ასეთ საკითხებზე მას ყოველთვის ექნება ქართული საზოგადოების მხარდაჭერა. სამწუხაროა. ძალიან სამწუხარო. დააყენებინეთ ტაკუნები ლიბერასტებს. აუკრძალეთ ჩვენი სარწმუნოების შეურაცხყოფა და აღარ იქნება ამდენი ადამიანი იძულებული რომ გულაშვილისნაირ არსებებს გვერდში დაუდგეს. -
asds კარგი რა შენ კიდე ვინ რა დაგიშავა? შენი რადიკალური პოზიციის გამო რამდენიმე ფორუმჯიელი წვრილფეხა ნაცმაცუნა ჩიხუახუა დაგემუქრა, შენ კიდე შენ თვითონ ადექი და მოიხიე. ეგ იყო სულ. ნუ გაბუქე ეხლა საკუთარი მდგომარეობა და ნუ მოგაქვს თავი დისიდენტად. ცხრაჯერ გახვედი და შემოხვედი ამ ქვეყანაში. ვინმეს შენთვის ზიანის მოყენება რო სდომოდა მოგაყენებდნენ აქედან. არც ციხის საკნებში, არც საიქიოში და არც რეანიმაციულ განყოფილებებში ინტერნეტი არ უნდა იყოს წესით... თუ არ ვარ მართალი თქვი რა დაგიშავეს. გრცხვენია? მე რაც დამიშავეს მაქვს ნათქვამი მაგალითად.
-
ფაქტია ამ სიტუაციაში და ასეთი ნაგლად დადგმული და პროვოცირებული საქმის გამო ძიძიგურის დაჭერა არ შეიძლება. თუ დაიჭერენ ორიდან ერთს ვიფიქრებ: 1. ხელისუფლება იმდენად დებილი და ბოღმაა, რომ გუშინ სააკაძის მოედანზე არშეკრებილი საზოგადოება უკვე საკუთარი მომხრე ჰგონია და ფიქრობს, რომ ძიძიგურის დაჭერა შერჩებათ და გულს მოიოხებენ. 2. ვინც ეს მოაწყო და დაჭერას აპირებს არაფერიც არ ჰგონია და ყველაფერი ზუსტად ჰქონდა გათვლილი. მიშას განუდგა და უჩალიჩებს რაღაცას. ე.ი. ან ვანო ან გიგი... ნუ ეხლა გრეჩიხებზე რო რაღაც გაეჩალიჩებინათ ან ხაინდრავაზე, კიდე ვიფიქრებდი ნერვებმა უმტყუნათ ამათ თქო, მარა ზვიადი ძალიან თავდაჭერილი და წესიერი კაცია და იარაღს ასე ტყუილ-უბრალოდ არ მოკიდებდა ხელს. არც პატარა ბიჭია, არც იარაღის უნახავი მშიშარა კაცი, რომ უმიზეზოდ ესროლა. არა რა, ამათ არაფერი ეშველებათ. მეთოდებსაც რო არ ცვლიან ამდენი წელი. მოსწონთ ბეზპრედელი.
-
Saturn მე მგონი ზუსტად მაგის გამო დაიწერა ეს წესები ადმინისტრაციის, გლობალ მოდერატორის და მომხმარებელთა საკმაო ნაწილის სურვილით და თხოვნით.
-
kisa საერთოდ ღამე ვინც აკრავს იმიტომ აკრავს, რომ სხვისი პლაკატი ჩამოხიოს და მის ადგილას თავისი გააკრას ან ზევიდან გადააკრას. და შენ რო იცოდე ნანა საკუთარ სახლზე უფრო შეიძლება გააკრა, ვიდრე კორპუსზე, რადგან საკუთარ სახლს სავარაუდოდ ერთი მეპატრონე ყავს და კიდევ არის მისგან ნებართვა მიიღო; კორპუსში კი რამდენი ოჯახიც ცხოვრობს სათითაოდ ყველასგან ხო ვერ მიიღებ ნებართვას? ყველა ერთი სუბიექტის მხარდამჭერი ხო არ იქნება? დაჟე მარტო ერთი რო იყოს წინააღმდეგი მაინც არ გაქ გაკვრის უფლება, ის სადარბაზო მასაც ისევე ეკუთვნის როგორც დანარჩენ 17-ს, 26-ს თუ რამდენიც იქნება. ასე რომ მაგის უფლება არავისა აქ. ეგ ნაღდად ვიცი. მარა არა მგონია მაგაზე ეჩხუბა ზვიადს. სხვა რაღაცაში იქნება საქმე...ან ის ქალები ვინ იყვნენ საერთოდ, ღამის 2 საათზე თვითმხილველს, თანაც ქალს და თანაც რამდენიმეს რა უნდა, რესტორანია? რომელიმე თქვენგანის ეზოში ღამის ორ საათზე ქალები არიან? ანდა სროლის და ჩხუბის ხმაზე თქვენი მეზობელი ქალები სახლიდან ეზოში გამორბიან თუ პირიქით?
-
asesino_141 ეს წესები არის ძალიან არასრულყოფილი და ვისაც როგორ უნდა ისეთ ინტერპრეტაციას მისცემს. ამიტომ ვერიდები "მათრახს". მათრახი და ტყავის შორტები არ ვიცი მე და ... დროზე მივიღოთ მართლა ეს ოხერი რა.
-
kisa დადგენილება კი არა კანონი არეგულირებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსი. მუხლი 75. სააგიტაციო მასალა 1. საოლქო საარჩევნო კომისიები შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად კენჭისყრამდე არა უგვიანეს 15 დღისა უზრუნველყოფენ საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას. პარტიული სიების, საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა სიების, კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემებისა და საარჩევნო პროგრამების გავრცელება სავალდებულოა. ამ მასალის წარდგენისათვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში დაიბეჭდება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებული ოფიციალური მონაცემები. 2. საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას. 3. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში. 4. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე. სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის საკრებულოებმა შეიძლება აკრძალონ საარჩევნო პლაკატების გაკვრა ცალკეულ შენობებზე მხოლოდ არქიტექტურისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთ შენობათა ჩამონათვალი ქვეყნდება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50 დღისა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან გამოყონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული. 5. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები და ინფორმაცია მისი ტირაჟისა და გამოშვების თარიღის შესახებ. იკრძალება ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე. 6. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები უნდა წარედგინოს იმ საარჩევნო კომისიას, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია. 7. არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. თქვენენ ალბათ ეს პუნქტები გაინტერესებდათ, რაც გავამუქე. აგერაა საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" http://www.parliament.ge/index.php?lang_id...&kan_id=256 (გადმოწერა არ გინდათ. ცოტა ქვემოთ ჩამოსწიეათ და მანდვე წერია სრული ვერსია.)
-
lasha_alo მაგას არ ვჩივი? იქითა კვირის ბოლოს უკვე მიღებული და დამტკიცებული წესები უნდა გვქონდეს არ ვიცი მე.
-
უცხო_პლანეტელი კაცო, დადეთ თქვენი ვარიანტი მეთქი ვაჰ! მე ჩემსას არ ჩავასწორებ. მე როგორც აქ მიწერია ისე ვთვლი სწორად და ამ ვარიანტს ჩემს გარდა სხვა მხარდამჭერებიც ყავს კიდევ. თქვენი ვარიანტები თქვენ დადეთ და ვუყაროთ მერე კენჭი.
-
ნწუნწუნწუნწუნწუ...რა აღმაშფოთებელიაააა..... შეშინებულს შეშინებული უნდა დაუძახო, ჩაჯმულს ჩაჯმული და დედამ...ს დედამ...ი. მითუმეტეს თუ თავისუფალი მოქალაქე ხარ და არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გაწევს კისერზე. გოგა ხაინდრავა ცხოვრებაში ერთადერთხელ იყო პოლიტიკური ფიგურა და ისიც მიშას გვერდით როცა იდგა მაშინ. არც მანამდე და არც მას მერე არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ყოფილა და არც თანამდებობა ჰქონია. თანაც მე ორი ხელის აწევით ვეთანხმები: შეშინებული, ჩაჯმული და თავზე დაჯმულია დღეს ძალიან ბევრი, ისევე როგორც 1937-ში იქნებოდა. როდესაც ამდენი მაგალითი გაქვს ირგვლივ - ვიღაცას შვილი მოუკლეს, ვიღაცას ბიზნესი წაართვეს, ვიღაცას თვალი გამოთხარეს, ვიღაც დააპატიმრეს, ვიღაც სამსახურიდან გამოაგდეს და შიმშილით კვდება, არაა გასაკვირი თუ ჩაისვრი. თუმცა ოპოზიციის პასუხისმგებლობაც დიდია ამ შეშინებაში და ჩაჯმაში. ძალიან არაორგანიზებულად მიდიან და ტყუილად აცემნინებენ თავს. არადა იგივე სპეცნაზი იყო 7 ნოემბერს რიყეზე, მეტეხის ხიდთან უბრალოდ რომ გადაითელა, ხელკეტები და ჩაფხუტები რომ დაყარეს და გაიქცნენ ბევრი. ვინც ვერ მოასწრო კიდე...იქ რომ ცრემლსადენი გაზი არ გაეშვათ, ვერც რეზინის ტყვიებით და ვერც წყლის ჭავლით ხალხს ფეხებს ვერ მოსჭამდნენ, პირიქით ამით უფრო აღიზიანებდნენ - დაჭრილი მხეცი უფრო საშიშია. ხოდა, ცოტა მომზადებული რო ყოფილიყო ოპოზიცია (ლიდერები) და პატარა გეგმა რომ ქონოდათ რა შემთხვევაში რა უნდა ექნათ ეგ სპეცნაზი არი სულ ორი ლუკმა. ხოდა რო უყურებს ეს ხალხი რომ კიდევ ვერ ისწავლა ამ ოპოლიდერობამ ჭკუა და ისევ დაუგეგმავად, სპონტანურად მიდიან ასეთ აქციებზე, აღარ მიყვება. ისე, აბა დაფიქრდით ვის ეწყინა ეგ ფრაზა ყველაზე მეტად? ვინც თავის თავი დაინახა "შეშინებულში და ჩაჯმულში" ;)
-
კარგით რა მართლა რა... შეიძლება ცუდი პოლიტიკოსი იყოს, მაგრამ ნამდვილად წესიერი, ზრდილობიანი, პატიოსანი და ვაჟკაცი ადამიანია, უაღრესად მორწმუნე და ოჯახისმოყვარული. ნუ რად უნდა ფიქრი რომ პროვოკატორები მიუგზავნეს...ისე ამ ჟურნალისტებს ბოლომდე შიგა აქვთ, ხო??? ღამის ორ საათზე ოჯახში მისვლა რომ უზრდელობაა არ იციან? თუ ხუთი შვილი რო ყავს და ბავშვები ითრგუნებიან ეგ არ ესმით? თუმცა ამათ რა უნდა ესმოდეთ, ეგენი არ არიან მკვდარი ჯერ გაციებული რო არაა და გარდაცვლილის დედას, ცოლს, დას თუ შვილს რო მიკროფონებს თხრიან თვალში და იდიოტურ კითხვებს უსვამენ ხოლმე?