Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. shamili შამილ რა მაინტერესებს იცი? არ უშვებ შესაძლებლობას რომ ზვიადსაც შეიძლება რაღაც მოეტყუებინა, შეშლოდა, არასწორად გაეკეთებინა, მოჩვენებოდა, დაებრალებინა, დაბოღმილიყო? მისი პირიდან ამოსული ყოველი სიტყვა უდავო ჭეშმარიტება იყო? ბოლოს და ბოლოს წმინდანი იყო ზვიადი? რა გაახურეს ზვიადი, ზვიადმა, ზვიადს, ზვიადის, ზვიადთან...კარგით რა!
  2. asds ვაააჰ. კაცი 14 წელია ჟურნალისტია და აქედან 12 წელი წამყვანი და შენ კიდევ უცბად გაიქაჩაო რო მითხარი იმიტო დაგიდე. მომწონს რა, კი არ ვაფანატებ მაგაზე. მეც ვიცი ქართული მედია. თან იმაზე კარგად ვიდრე წარმოგიდგენია კაი გავეშვათ კაცო, მაგის ადვოკატი გამხადე კიდე რა.
  3. აჰა...ეხლა ინტელექტუალიც გამხდარა ჩახვაძე...
  4. lasha_alo რა თქმა უნდა იგულისხმება "შედარებით". ყოველ შემთხვევაში ვერავინ დამისახელებს სხვა ძალას, რომელიც ფორუმზე სუფტა ხალხით იყოს დაკომპლექტებული.
  5. asds ლევანჯან კაი რა ტო, კავკასიაში მუშაობას გაქაჩვას ეძახი შენ? :D ტიპები დღემდე სპირალიანი პლიტებით თბებიან ზამთარში და ელისაშვილს მანდ 300 თუ 400 ლარი აქ ხელფასი. მაგას რა გაქაჩვა უნდა? მეტი არავინ დათანხმდება ეგეთ პირობებზე და. შენ დათანხმდებოდი? თან უცბად გაიქაცა რას ქვია კაცო??? აგერ ალეკოს შრომითი გამოცდილება: 1996 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას შემდეგ ორგანიზაციებში: "დილის გაზეთი"; "მერიდიანი 44"; სახელმწიფო ტელევიზია, საინფორმაციო პროგრამა "მოამბე"; 1998 წლიდან არის პროგრამა "ალიონის" წამყვანი; სახელმწიფო რადიოს I არხის და რადიო "ორის" საინფორმაციო პროგრამების და პიკის საათის წამყვანი; რადიო "იმედი", საინფორმაციოს წამყვანი; 2003-2004წწ. "მეცხრე არხის" საიმფორმაციო პროგრამის კორესპოდენტი; 2004-2007წწ. რადიო "თავისუფლება", ჟურნალისტი; 2007-2009წწ. ტელევიზია "მაესტრო", ჟურნალისტი; ამჟამად მუშაობს ტელევიზიაში "კავკასია", ჟურნალისტი ამას უცბად გაქაჩვა ქვია? შეცდომაში შეუყვანიხარ ვიღაცას.
  6. ვააააააახ რა ვაააააააააააააახ ვაააააააააააახ ვაააააააახ სინდისი, ნამუსი, შუბლის ძარღვი, ლოგიკა, ელემენტარული, აქეთური, იქეთური... გუბაზა რუსეთის კაცი ყოფილა და ედპ პატრიოტები. ერთადერთი ძალაა ფორუმი რომელიც სუფთა ხალხითაა დაკომპლექტებული და თან საღად აზროვნებს და ეხლა იმას მიწვდნენ. არადა რომელი ფრაზის გამოც გამოც შამილი ფორუმის რუსეთუმეობას ეჭვობს და ამიტომაც გაგვიმუქა ეგ ფრაზა არის ერთადერთი ჯანსაღი და სწორი აზრი არათუ საქართველოსთვის, ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისთვის. და მაგიტომაც მევასება ფორუმი.
  7. აუ თქვენ ჩემთან უნდა ნახოთ როგორ დააგეს... ;) დაგებული კი არა დაყრილია. აი ქვები თუ ხრეში როა ამოწეული ხო იცით? აი ეგრე. ფისი (გუდრონი) დაენანათ ეტყობა. რაც ყველაზე მთავარია ამ გენიოსებმა კანალიზაციის ლუკებზე ზემოდან დააგეს ასფალტი და ეხლა ჩემს ეზოში კანალიზაციის ლუკები აღარაა. ;)
  8. რაში უნდა ჭირდებოდეს ელისაშვილის კონტროლი სოდ-ს? გადავირევი რა. ვიგოდა სად არის ან აქედან (ალეკოსგან) ან მითუმეტეს იქედან (სოდ-ისგან)? ეხლა ხო საერთოდ რაც კოდუა ჩამოლაბორნატდა სულ ჩაფახფახდება ეგ დეპარტამენტი. ადრე წამალს მაინც აბარიგებდნენ, იქეთ მათე მოტორსს მიუვარდებოდნენ თვეში ერთ თაზა მანქანას აახევდნენ, აქეთ რესტორნებს დაივლიდნენ 3 თვეში ერთხელ და პო 10 000 პო 50 000 (ზომა-წონის მიხედვით) აახევდნენ, ბულაჩაურის ცნობილი რესტორანი საერთოდ მთლიანად წაიღეს. აქეთ ცალკე ლილოს და ელიავას დაურბენდნენ ბიჭები და იყვნენ ჯიგრულად რა. ელისაშვილი ვის რა ფალოიმიტატორად უნდა, მაგაზე რა ხეირი უნდა ნახონ? შენი წყაროები რაღაცას ურევენ აი, ქლორი აკლიათ ეტყობა. შსს-ს საქმიანობაში აი ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად ვერკვევი. სოდ-ი და კუდ-ი ვაბშე სხვა პონტია რა. ეს ორი დეპარტამენტი არის შავი ფულის საკეთებელი, რეკეტიორი და ბარიგა ტერორისტული ორგანიზაციები. ანალიტიკურ დეპარტამენტს ეხება მთელი მედია სივრცის კონტროლი. გენერალურ ინსპექციას შსს-ს კადრებში პოლიტიკური ორიენტაციის მკაცრი კონტროლი. დანარჩენი დეპარტამენტები უნდა ვთქვა რომ ძირითადად კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. აი ცოტა პატრულში ვერაა მთლად ხუთიანზე საქმე. გეგეჭკორი, საპატრულოს დაკავების ჯგუფები, საგამოძიებონაწილი და განსაკუთრებით რაიონული წარმომადგენლები აშკარად პოლიტიკური რეპრესიების გამტარებელი კრიმინალები არიან, მარა საბოლოო მაინც ჯამში სამიანს დავუწერ იმის გამო რომ ძალიან ოპერატიულად და მობილურად მუშაობენ და ამის გამო წვრილმანი კრიმინალების მოქმედება მნიშვნელოვნად შეზღუდულია.
  9. ვეფხვი დაგვცინით ბატონო ვეფხვო? რას ქვია არ ერეოდა, ბიზნესმენობდა? სახელმწიფოს მხრიდან იარაღის შესყიდვა განსაკუთრებით საიდუმლო საკითხია და მასზე ინფორმაცია მხოლოდ პრეზიდენტს, უშიშროების საბჭოს ან გენ-შტაბის წევრს შეიძლება ჰქონდეს. თუ გგონიათ რომელიმე ქვეყანაში ამაზე ტენდერი ცხადდება? კერძო პირებსა და კომპანიებს მხოლოდ საკოლექციო , პირადი მოხმარებისა და თავდაცვისთვის განკუთვნილი (რომელიც შეიძლება პოლიციამაც გამოიყენოს) და სანადირო იარაღის წარმოების და ვაჭრობის უფლება აქვთ ანუ სანადირო თოფების, შაშხანების და პისტოლეტების. ავტომატების, ჭურვების, ნაღმების, საბრძოლო მანქანების, ტანკების, საზენიტო დანადგარების, ქვემეხების საჰაერო ბომბდამშენების და მოიერიშეების, ამათი ტყვიაწამლის და ა.შ და ა.შ. წარმოების და ვაჭრობის უფლება მხოლოდ უშუალოდ სახელმწიფოებს აქვთ. asds კაცო საიდან მოგაქვთ ხოლმე ეს სიბრძნეები რა?! ვინ გითხრათ რო FBI "ძირითადად აშშ-ის შიდა საქმეებზეა ორიენტირებული" და CIA საგარეოზე? FBI არის გამოძიების ფედერალური ბიურო ( Federal Bureau of Investigation ) რომელსაც აშშ-ში 500-მდე ოფისი აქვს, აშშ-ს გარეთ კი 50-ზე მეტი ოფიციალური წარმომადგენლობა აქვთ. ბოლოს და ბოლოს ამას შეხედეთ: Currently, the FBI's top investigative priorities are: 1. Protect the United States from terrorist attack (see counter-terrorism); 2. Protect the United States against foreign intelligence operations and espionage (see counter-intelligence); 3. Protect the United States against cyber-based attacks and high-technology crimes; 4. Combat public corruption at all levels; 5. Protect civil rights; 6. Combat transnational/national criminal organizations and enterprises; 7. Combat major white-collar crime; 8. Combat significant violent crime; 9. Support federal, state, local and international partners; 10.Upgrade technology for successful performance of the FBI's mission. http://en.wikipedia.org/wiki/Federal_Bureau_of_Investigation National Security Priorities 1. Counterterrorism • International Terrorism • Domestic Terrorism • Weapons of Mass Destruction 2. Counterintelligence • Counterespionage • Counterproliferation • Economic Espionage 3. Cyber Crime • Computer Intrusions • Online Predators • Piracy/Intellectual Property Theft • Internet Fraud Criminal Priorities 4. Public Corruption • Government Fraud • Election Crimes • Foreign Corrupt Practices 5. Civil Rights • Hate Crime • Human Trafficking • Color of Law • Freedom of Access to Clinics 6. Organized Crime • Italian Mafia/LCN • Eurasian • Balkan • Middle Eastern • Asian • African • Sports Bribery 7. White-Collar Crime • Antitrust • Bankruptcy Fraud • Corporate/Securities Fraud • Health Care Fraud • Identity Theft • Insurance Fraud • Money Laundering • Mortgage Fraud • Telemarketing Fraud • More White-Collar Frauds 8. Major Thefts/Violent Crime • Art Theft • Bank Robbery • Cargo Theft • Crimes Against Children • Cruise Ship Crime • Indian Country Crime • Jewelry and Gems Theft • Retail Theft • Vehicle Theft • Violent Gangs http://www.fbi.gov/hq.htm ყველა ამ დანაშაულზე სადაც კვალი მიიყვანთ იქ ჩავლენ და აწარმოებენ საგამოძიებო-ოპერატიულ საქმიანობას. რაც შეეხება CIA-ს. ეს არის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ( Central Intelligence Agency ) დამათი ძირითადი საქმიანობა არის უცხოური ქვეყნების მთავრობებზე, კომპანიებზე თუ სხვადასხვა პირებზე ინფორმაციის შეგროვება, რა თქმა უნდა ქვეყნის ტერიტორიაზეც იგივე საქმიანობის განხორციელება. მოკლედ დაზვერვა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. საგამოძიებო ფუნქციები ძალიან ნაკლებად აქვს, მითუმეტეს და განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე კრიმინალს ეხება, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო უსაფრთხოებას არ ეხება.მხოლოდ ინფორმაციის შეგროვება, მისი ანალიზი და სხვადასხვა ოპერაციების დაგეგმვა-აღსრულებაა CIA-ს ფუნქცია. გამოძიებები მხოლოდ ასე ვთქვათ შიდა ტარდება, ინფორმაციის შეგროვება-გადამუშავების მიზნით. ასე რომ ორივე, FBI-ც და CIA-ც მოქმედებს როგორც აშშ-ში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
  10. Achiko1972 მართალი ბრძანდებით. დახურული ჩვენება სწორედ მაგას ნიშნავს და ის რაც სატურნმა თქვა არაფერ შუაშია.
  11. asds ჩემი აზრით სხვებთან შედარებით აშკარად ობიექტურია ელისაშვილი. მისგან ოპოზიციის კრიტიკაც არაერთხელ მომისმენია და ძალიან მწვავეც. "ძვლებზე სიარულში" რას გულისხმობ? ვერ ვხვდები ან არ ვიცი რაღაც. ძალიან გამიჭირდება იმის დაჯერება, რომ ელისაშვილის სოდ-ზე მუშაობს. მითუმეტეს რომ ტელევიზიებს სოდ-ი არ კურირებს შსს-ში. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი კურირებს. სოდ-ის საქმე ნარკობიზნესის, მაღაზიების და ბაზრობების წილების კონტროლია.
  12. Nukriko ფაქტიურად უნდა შერჩეთ ეგ მილიონები. ფული ფულად უნდა შერჩეთ თუ იურიდიულად ყველაფერი წესრიგში ექნებათ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ეგრეა. ადამიანო ყველაფერ ვერ წაართმევ. კაი ვთქვათ დაუმტკიცე რო სიტყვაზე ლუდის ქარხანა შენი იყო და წაგარტვა, ის დაგიბრუნდება. დაუმტკიცე რო 1500 ლარიანი ხელფასით 5 წელიწადში 2 მილიონიან სახლს ვერ იყიდიდა და ჩამოართვი და გაიტანე აუქციონზე, მარა იგივე იმ ჯიპზე შემოგედავება დანაზოგით ვიყიდე ან განვადებითო. ერთი 200 მილიონი სადღაც ოფშორში ან შვეიცარიაში უდევს ბანკში და იმის კვალს ვერ მიაგნებ რო გასკდე, ვერც ძვირფას ავეჯს, ტექნიკას და ჭურჭელს ჩამოართმევ. ხოდა რა, ის მაინც მდიდრად დარჩება. არ დარჩება, მაინც ყველაფერს წავართმევთ და გავაღარიბებთ და ვიქნებით ველურები და ბოლშევიკები. ჩემი მოკრძალებული აზრია ასეთი ამ თემაზე და ვერ შეგეხვეწები ეხლა დამიჯერე თქო. მაშინ შენ მითხარი მექანიზმი, კონსტიტუციის და კანონების დაცვით და არდარღვევით როგორ წარმოგიდგენია მათთვის ქონების ჩამორთმევა, გაღარიბება და შესაბამისად "ელიტის" მოსპობა?
  13. ვეფხვი რა მერე? დაგავიწყდა როგორ მოიყვანეს? ისევე წაიყვანენ. არ არის ეგრე. არაა ეგ ამერიკის საშინაო საქმე. უზარმაზარი ფული იყო ჩადებული, ეტაპობრივი მოძლიერება და ფეხის მოკიდება უნდოდათ ამიერკავკასიაში. ამათმა კიდე ჯერ ფული მოუტეხეს და მერე იმათ დაუკითხავად ომში ჩაებნენ, სადაც იმ ნაწილი მოუტეხავი ფულით ნაყიდი იარაღებიც რუსებს ჩააბარეს. გეგმები ცალკე ჩაუშალეს და აურიეს და ამდენი მილიონები თავის ჭკუით დააწერეს ამერიკელებს ლიოხებივით. მიშა რას იტყვის თავის ბიძაშვილზე ჯერ ერთი აზრი არ აქვს, ამით ვერ დაიცავს თავის ოფიციალურ რეპუტაციას (არაოფიციალურად ისედაც ყელამდე ქაქშია) და მეორეც ვერ იტყვის მაგას იმიტო რო თვითონ ფაქტი, რო პრეზიდენტის ბიძაშვილი მონაწილეობდა ამ გარიგებებში უკვე დიდი წითელი SOS-ია. რა, თავდაცვის მინისტრი იყო თუ უშიშროების საბჭოს მდივანი რომ ასეთ საქმეებში ერეოდა რომც არაფერი ეაფერისტა? და საერთოდაც ეგრე არაა რა. ვერ შეჯდება ვირზე. აშშ-მ მოათრია აქამდე კბილებით, თორე აუსრულებდა ვანია მუქარას და მართლა ჩამოკიდებდა აქამდე ერთი ადგილით. შეჯდება და მიიღებენ რუსები აშშ-სგან კარტ ბლანშს.
  14. Nukriko ვერ დაგეთანხმები. თვითონ რომ მიითვისეს ეგ სისხლის სამართლის დანაშაულია და რომ წაართვეს კონსტიტუციის დარღვევა. სანამ კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების დაცვას არ ვისწავლით, იქამდე ვერც სისხლის სამართლის დანაშაულს შევებრძოლებით და ვერც ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებად და საერთოდ სახელმწიფოდ შევდგებით. ნუკრი კონსტიტუცია სახელმწიფოს ბიბლიაა, ათი მცნებაა, მრწამსია, არ ვიცი რა დავარქვა. ყველა დანარჩენი კონსტიტუციასთან შედარებით წვრილმანია. რას ქვია პრობლემა არ არის კაცო??? კონსტიტუციის დარღვევაზე (მითუმეტეს ხელისუფლების მხრიდან) დიდი პრობლემა ქვეყნისთვის არ არსებობს. მემარცხენე და თან ათეისტი ხარ ვიცი და გკიდია, მარა მაინც გეტყვი: ღმერთი არსებობს და არამად ნაშოვნი ჯიპი კი არა ლუკმა არ შერჩენია ჯერ არავის. შენ არხეინად იყავი, ნურავისზე დაიბოღმები და ნურავისი შეგშურდება და იმათ ცხოვრება გადაახდევინებს საზღაურს.
  15. lasha1997 არ ვიცი. საქართველოში არ მოღვაწეობს ეგ ქალი. პირველად მესმის. რაც ვქექე ინტერნეტში, 2-3 უსარგებლო ინფორმაციას მივაგენი რაღაც რადიოებში გამოსულა ნავადვორსკაიასთან და პორტნიკოვთან ერთად.
  16. Nukriko კი. მართალი ხარ. უბრალოდ ვერ წაართმევ რა. არ შეიძლება. მართლა ერთადერთი რამ რასაც ცხოვრებაში ძალიან ვნანობ და ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს ის არის, რომ მიშამ რო მოსვლის პირველ პერიოდში შევარდნაძის ჩინოვნიკების გაკულაკება დაიწყო - სახლების, მანქანების, ფულის წართმევა, მაშინ სიამოვნებისგან ხელებს ვიფშვნეტდი, ეგრე უნდათ მაგათ თქო. იმიტო, რო შენნაირი მიდგომა მქონდა მაშინ მეც. მარა გავიდა დრო და გავაანალიზე. ასეა თუ ისეა, როცა ადამიანი მოპარული ფულით რაღაცას ყიდულობს ის რაღაცა იურიდულად უკვე მაინც 100% მას ეკუთვნის. დაისაჯონ ფულის მოპარვისთვის და წავიდნენ ციხეში, პაჟალსტა, მარა ქონების წართმევა პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ტიპიური რეტრო-ბოლშევიკური მიდგომაა. ნუ ამ გირაოთი გამოშვების დაკანონებით ხო საერთოდ გააპრავეს ეს ბოლშვიზმი. კი, ვხედავ შენ ამ თემით ასე პირდაპირ არ მოგითხოვია მათთვის რამის წართმევა, მარა სხვანაირად მაგათი "ჩარეცხვა" არ გამოვა. სანამ ფული აქვთ ყოველთვის ელიტად დარჩებიან, ყოველთვის ჯიპებით ივლიან და ყოველთვის დიდ ინტერესს გამოიწვევენ პრესასა თუ საზოგადოებაში.
  17. lasha1997 "თურმე" სად მიწერია კაცო? ფაფალაშვილი რავი. არც კი გამიგია. ეხლა დავგუგლე და აი ეს ვიპოვე. 20 წლის ლაწირაკია ვიღაცა. http://www.facebook.com/Gio.Papala რამდენიმე ჟურნალისტი ყავს მეგობრებში + კარდუ და ნაფტა. აი თუ შემოვა ნაფტა კითხე და ეცოდინება ალბათ. ვეფხვი არა მგონია. მაქსიმუმ აიძულონ დატოვოს თანამდებობა. ბოლობოლო ბიძაშვილი თუ დაუჭირეს ან მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს აზრზე ხარ რამხელა სკანდალი იქნება? პრეზიდენტის ბიძაშვილი ქვეყნისთვის შესაძენ იარაღზე ფულს აკეთებდა, თანაც ისე, რომ ამას იარაღით უკანონო ვაჭრობის სახე ქონდა ფაქტიურად. მძლავრი ბერკეტია მიხოს საშანტაჟოდ და სამანიპულაციოდ. 2-3 კვირის წინ კი მეუბნებოდა ერთი ჩემთვის ძალიან სანდო კაცი შემოდგომაზე მიშას მოქესტავენ ამერიკელები, ძალიან დიდ საერთაშორისო სკანდალშია გახვეულიო, მარა არ მივაქციე მაშინ ყურადღება.
  18. და მამაჩემს რომ ჯერ კიდევ 1989 წელს ყავდა მანქანა (Nissan sunny), რომელსაც ელექტროშუშები, ელექტროსარკეები, კონდიციონერი, ლუკი, საბარგულში მაცივარი, ღიაკარდარჩენილზე იაპონურად ტვინისმბურღავი რობოტი ჰქონდა. ჩემი ოჯახიც ელიტაა? :D ვხუმრობ. მესმის რასაც გულისხმობ ნუკრი და მორალურად გეთანხმები, მაგრამ ეგ მთელს მსოფლიოში ეგრეა და ვერ შეცვლი. ელემენტარულად აშშ-ში ლამის ყველა სენატორის შვილი თვითონაც სენატორი ხდება. პოლიტიკა ერთგვარი ბიზნესია, პოლიტიკოსები ბრენდები და ვარგა თუ არ ვარგა ბრენდი ცნობადია და იყიდება. ბაზარზე ახალი ბრენდის დამკვიდრებას ბევრი ფული და დიდი დრო სჭირდება.
  19. lasha1997 კეზერაშვილი ისრაელშია. მის გარემოცვასთან მაქვს რაღაც ურთიერთობა და დანამდვილებით ვიცი. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს კეზერაშვილი "სუფთად" გამოძვრება მაგ საქმიდან, რადგან ისრაელის კანონმდებლობა კრძალავს მათი მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას, რაც არ უნდა დიდი დანაშაული ჰქონდეს მას იმ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი. ეხლა რატო ამოვქექე ეს თემა: იმავე კეზერაშვილის გარემოცვიდან შევიტყე, რომ ამ საქმეში კვალი ფაქტიურად პირდაპირ სააკაშვილთან მიდის, რადგან მთავარი ეჭვმიტანილი პრეზიდენტის ბიძაშვილი, თემურ ალასანიას ვაჟი ნიკა ალასანია ყოფილა. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კეზერაშვილი უდანაშაულოა. ეს ძალიან სერიოზული საქმეა, იმდენად სერიოზული, რომ დიდი შანსია პირადად სააკაშვილი გადაყვეს ამ ამბებს. თავად განსაჯეთ თვით ამერიკაშიც კი აშშ-ს 22 მაღალი რანგის ჩინოვნიკის საქმეებზე მიმდინარეობს მოკვლევა, რომელთა დიდი ნაწილი დაკავებული ყოლიათ უკვე. იმ იარაღის შესყიდვა ამერიკული ფულით ხდებოდა და თუ ვინმეს გონია მიშას ამას აპატიებენ...დაველოდოთ.
  20. თქვენ რა გგონიათ ვკაიფობდი რო ვთქვი ბავშვობის ოცნებებს ისრულებს თქო? გაიცანით რითია ცნობილი კოსტა რიკა:
  21. რა იყოთ, თრეილერი არ გაქვთ ნანახი კაცო? მე მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ ვარ. რამდენიმე მაგარი კადრია. განსაკუთრებით თბილისის ზედხედები :018: მარა ბატალური სცენები აქედან რაც ჩანს არ მომწონს. იაფფასიან "ბოევიკებს" ჰგავს. კონა ათი შაური როა. იმედია ეს ოფიციალური თრეილერი არაა ანუ ჯერ დაუმონტაჟებელია და კომპიუტერული გრაფიკით დაიხვეწება. ამიტომ სანამ თავიდან ბოლომდე არ ვნახავ ობიექტური აზრი ვერ მექნება. T_A_T ისე რენე არა, რენი ქვია და ჩავასწორებ სათაურს.
  22. asds ატრაკებ და გიხარია ეხლა რა :018: შენ მოსაწონ კაცს მარტო სარკეში ხედავ მგონი. ქართველი მამაკაცი ჟურნალისტებიდან, რომლებსაც ტელევიზიით პოლიტიკური გადაცემები მიყავთ ან ცოტა ხნის წინ მიყავდათ ერთერთ საუკეთესოდ მიმაჩნია. კიკალიშვილს, პაიჭაძეს, აფრასიძეს და სანაიას მაინც ჯობია ერთად აღებული. მაგათ ინტელექტს აქედან ვერ გავზომავ და გადაცემას კი ყველაზე საინტერესოდ უძღვება და ცდილობს მაინც ობიექტური იყოს. დანარჩენი ყველა გუნდრუკს უკმევს ამონ რას.
  23. McLaren ბარიერს იმიტო უყურებს ხალხი რო თავისუფალი სიტყვის დეფიციტია. ხო ალეკოსაც სჩვევია, მარა ალეკო არაა ეგეთი გამაღიზიანებელი. უცოდინარი მაინც არაა და პირში არავის უხტება.
  24. არადა ბრძოლა გაცილებით ადვილია, რადგან მეტოქე სუსტი და უჭკუოა. ამ დღეებში ვიწყებ რაღაცის მოყომარებას.
  25. კააარგიააა... 1. დიმიტრი გელოვანი კი არა და ყველა კაცი 2. მიშა 3. ედო
×
×
  • შექმენი...