Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. Saturn კარგი რა სტურნ რა, კარგი რა, კარგი რა, კარგი რა, კარგი რააა! რა გენინსპექცია კაცო? გგონია მარტო მანდ ვინც მუშაობთ იმათ იცით გენინსპექცია რას აკეთებს? მეტი დარდი არა აქ ეხლა ვასიკო სანოძეს შსს-ს თანამშრომელი დასაჯოს იმიტომ, რომ ირაკლი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავეს და დრო დააკარგვინეს, პახოდუ უხეშად ელაპარაკნენ. გენინსპექციის რეალური ფუნქცია შსს-ში თანამშრომლების ვანოსადმი უსაზღვრო ერთგულების შემოწმება და მათი ოპოზიციური მიდრეკილებების ჩახშობაა. მაქსიმუმ ფულის ისე გაკეთება თუ ვანოს დავალებით არ ხდება. მოქალაქეთა უფლებები, მითუმეტეს ჩემნაირების ძლიან მოშჩნად კიდიათ.
  2. დაახლოებით ორი კვირის წინ რესტორანში მოვილხინე უახლოეს ძმაკაცებთან ერთად. ასე 30-35 ლარი დამრჩა ჯიბეში და რომ წამოვედით ცოტა ვიძუნწე., ფულის დაზოგვის მიზნით ტაქსის მაგივრად მეტროთი გადავწყვიტე წამოსვლა, მითუმეტეს რომ ჩემი სახლი მეტროსთან ძალიან ახლოსაა. რომ შევედი მეტროში 5 პატრულის თანამშრომელი დამხვდა და შემაჩერეს: -გამარჯობათ. -გამარჯობათ. -ერთი წუთი თუ შეიძლება. -კი, ბატონო. გისმენთ. -საბუთები ხო არა გაქ? -კი. მაქვს. ამოვიღე და ვაჩვენე. დაათვალიერეს და დამიბრუნეს. -კარგი. მაღალი ბიჭი გვჭირდება რა ძმაო. შეგიძლია დაგვეხმარო? სულ რამდენიმე წუთის საქმეა. -კარგით. ოღონდ მალე რა. მეჩქარება. -ხო, ხო. ცოტა ხნის საქმეა ძალიან. წამო. სამმა პატრულის თანამშრომელმა გარეთ გამიყვანა. მიმიყვანეს თავიანთ მანქანასთან და კარი გააღეს: -ჩაჯექი. -კი, მარა აქ რა მინდა? -მივალთ რა. დაგვეხმარები და გაგიშვებთ ეგრევე. არ შეგეშინდეს. არაფერი არაა საერთოდ. -რისი უნდა შემეშინდეს კაცო?! მე არაფერი დამიშავებია. ვინც დააშავა იმას ეშინოდეს. თქვენ თუ რამეს დამაბრალებთ, თორე ისე რატო უნდა შემეშინდეს. -ხო,ხო. დაჯექი. მართლა არაფერია (ეღიმებათ). უცებ მოვრჩებით. -და მაინც რაში უნდა დაგეხმაროთ? -წამოგვყევი და გაიგებ. -აუ თუ ძმა ხარ ეხლა ფარული კამერა და რაღაცა ეგეთი თუა მითხარი. მაინც არ გაგაშვებინებთ მაგას ეთერში. თან მეჩქარება მაგრად. -არა ძმაო, არა. ბუდარია და რაღაცა არაა. ბავშვებს ვფიცავარ. -აბა რა არი? ეგეთი არაფერი მინახია. დაგვეხმარეო მეუბნები და თან არ მეუბნები რაში უნდა დაგეხმარო. -არაფერია ისეთი რა. მივალთ და ნახავ. ნუ გეშინია... -ვაჰ, კაცო არ მეშინია. რა მეშინია? რა შემატყვეთ? წესით კი არ გაქვთ უფლება რო არ მეუბნებით და ისე მიგყავართ, მარა წამო ჰა. მაგრად მაინტერესებს რაში გჭირდებით. ვჯდები (დებილი არა ვარ?) გზაში სიგარეტს ვეწევი და ვლაზღანდარობ. ვცდილობ როგორმე ვათქმევინო რაში უნდა დავეხმარო. -ე.ი. რაში უნდა დაგეხმაროთ არ ამბობთ ხო მაინც? -მივალთ მალე რა. არაფერია ისეთი. -კაცო "ისეთი" რა უნდა იყოს? "ისეთი" რო იყოს მეც "ისეთი" უნდა ვიყო. -ხო. ვხედავთ რო არა ხარ ეგეთი... -და მაღალი რა შუაშია...რას მაინტრიგებთ მითხარით (ეცინებათ). -კალათბურთის სათამაშოდ თუ მიგყავართ ამ შუაღამისას არ გამოგადგებით. არ ვიცი თამაში და ვაშლის საკრეფად კიდე ვაშლის სეზონი არაა ჯერ როგორც ვიცი (ისევ ეცინებათ). -არა, არა. -აბა რა ხდება მაგის დედა ვატირე, ნუ გადამრიეთ. პოპულის პონტში რამე აქცია გაქვთ და ყოველ მეათასე დაკავებულს საჩუქარს გადასცემთ თუ რა არი? (იხევიან). კაი ხანი მივდიოდით. -ამდენი ხანი სად მივდივართ? მე რითი უნდა წავიდე მერე? -ჩვენ თვითონ მიგიყვანთ სახლში ჩვენი მანქანით. ამ ღადავ-ღადავში თავი ორთაჭალაში, შსს-ს შენობის ეზოში ამოვყავი. -გადმოდი. გადმოვედი. -ე, აქ რა მინდა? -არაფერია რა ხო გითხარით კაცო. ნარკოლოგიურზე შეგამოწმებენ და გაგიშვებენ. უცებ შემეცვალა ხასიათი და გავბრაზდი ძალიან. -მერე მაგის დედა ვატირე ვერ მითხარი? ხო იცი რო არა გაქვთ მაგის უფლება? -რავი ძმაო... (თვალს მარიდებს). - რა რავი ძმაო, შუაღამისას მაჩერებ. არ მეუბნები რაზე, მოგყავარ შსს-ს შენობაში და თან რაღაც ზღაპრებს მიყვები - მაღლები გვჭირდებაო...ან ნარკოლოგიურზე აქ როდის აქეთ ამოწმებთ? -შეხვალ და გაიგებ. არაფერი არაა რა. -რა უნდა იყოს კაცო. სიმთვრალეზე თუ მამოწმებ გეკითხა და იქვე გეტყოდი რო მთვრალი ვარ. აქ რას წამომიყვანე? -არა. სიმთვრალე არაა პრობლემა. -აბა, ნაროკმანის რა შემატყვე ვერ გავიგე? -არაფერი. -აბა ეს რა სპეცოპერაცია მოაწეთ აქ? ან როდის იყოს საგზაო პატრული მეტროში შედიოდა, იქ ვინმეს აჩერებდა, რომელზაც არაფერი უეჭვია და ნარკოლოგიურზე მიყავდა, თანაც რატომღაც შსს-ს შენობაში? -შევალთ და გეტყვიან რა. შევედით. პირადობის მოწმობა დამატოვებინეს შესასვლელში დაცვასთან. ვიღაც გამომძიებელი მოვიდა. -აი ეს აგიხსნის ეხლა ყველაფერს. პატრულის თანამშრომლები შენობიდან გავიდნენ. -რა ხდება? ვეკითხები. -ამოცნობის პროცედურაა.დამნაშავე უნდა ამოიცნონ. ხუთი კაცი იდგება და ერთი შენ იქნები პროსტა რა. ვიცით რო შენ არ ხარ. სულ ხუთი წუთი დადგები, შემოვა ის, მერე გავა და ვსიო. ტვინში სისხლმა ამასხა. -რააა??? ვარიანტი არაა! თქვენ მე მეკაიფებით მაგის დედა მო...? ქვეყანაა თუ ნინიას ბაღი? შუაღამისას მაჩერებ, არ მუბნები რა გინდა. მანქანაში მსვამ. იქ ერთს მეუბნები, გადმოვდივარ მეორეს, შემოვდივარ მესამეს. თქვენი "კუკლა" კი არა ვარ აქ? რას ქვია დავდგე??? მე აღარაფერს მეკითხებით? მინდა, არ მინდა... -ხო, რა იყო ხუთი წუთი დადექი. -რა ხუთი წუთი ბიჭო? რო მაჩერებ არ უნდა მითხრათ რო მაგისთვის მოგყავართ? რას მაწვალებ აქ და დროს მაკარგინებ. ვინ მოგცათ თქვენ მაგის უფლება? რატო არ მითხარით და მთხოვეთ იქვე?.. მიბრუნდა. აღარ მისმენს. ცოტა მოშორებით დგება და მობილურზე რეკავს. -ერთი წუთით მოითმინეთ. უფროსი ცამოვა ეხლა და გავარკვევთ ყველაფერს. -ჩამოვიდეს ხო. უფროსმა სხვა კანონები იცის და მე სხვა? ამასობაში ჩამოვიდა ვიღაც (უფროსი) და კიდევ სამი ვერზილა. -რა ხდება აქ? კითხულობს. -რა რა ხდება? რომელი კანონი გაძლევს უფლებას რომ ყოველგვარი ახნა-განმარტების და ოპერატიული ინფორმაციის გარეშე, დაჟე ეჭვის საფუძველის გარეშეც კი ადამიანი დააკავო, აქ მოიყვანო და ამოცნობის პროცედურაზე ჩუჩელასავით დააყენო მისი თანხმობის გარეშე? ჰა? -გვაქვს უფლება. პოლიციას ყველაფრის უფლება აქვს საჭიროების მიხედვით. -თქვენ მე ბიჭო დებილი ხო არ გგონივართ აქ? ზოგიერთისგან განსხვავებით კანონი ვიცი. ყოველ შემთხვევაში ჩემი უფლებები და შენი მოვალეობები. იქ არ დავდგები მეთქი ვარიანტი არაა. მიტრიალდნენ ყველანი კუთხეში. ერთი ორი წუთი ითათბირეს. მერე მოდის ეს უფროსი და მეუბნება. -კარგით მიბრძანდით. დაცვასთან მიდის ჩემს საბუთს ართმევს და მიბრუნებს. გამოვდივარ გარეთ და სადღაა შენი პატრული ბიძია სახლში მიყვანას რომ დამპირდა? ტელეფონზე საათს დავხედე და 12:41 ანთია. სულ გავფსიხდი. შევტრიალდი უკან და აღარც ის გამომძიებლები აღარ არიან. მარტო დაცვა. დაცვას ვეუბნები: -ვინ იყვნენ ისინი? მითხარი რომელ კაბინეტში სხედან. ეგენი ხო არ უბერავენ? -არ ვიცი ძმაო. ჩვენ დაცვაში ვართ. ყველას არ ვიცნობ. კაბინეტები აბა რა ვიცი...ენა დაება. -უფროსი ვინ არი აქ მაშინ მითხარი. ვის დავურეკო? -არ ვიცი ძმაო. -რა არ იცი კაცო? შსს-ს დაცვაში მუშაობ თუ სკოლის დარაჯი ხარ? რომ მომიყვანეს აქ და ქუჩის ძაღლივით დამაგდეს ღამის პირველ საათზე ორთაჭალაში...აქ რა მინდა ტო? წავიდა რაღაც ცნობარი ამოიღო და მეუბნება: -აი ამ გამომძიებელს ვიცნობ მარტო.ზაზა ქვია. ეს მაგის ნომერია. ვრეკავ. -ალო. -გამარჯობათ. ბატონი ზაზა ბრძანდებით? -არა. ბატონი ზაზა გასულია. ვინ კითხულობს? -მოქალაქე ვარ...და არ მუშაობს ბატონი ზაზა დღეს? სასწრაფო საქმე მაქვს. იქნებ მობილურის ნომერი მაინც მომცეთ. -ეხლა დაკითხვაზეა. -რა ხდება? მე გადავცემ. -შემოსასვლელში ვდგავარ. თქვენმა თანამშრომლებმა მომიყვანეს და... -ა, თქვენ ის ხართ წეღან რო გელაპარაკეთ ქვემოთ? -რა ვიცი. ვიღაცეებს ველაპარაკე, მარა თქვენ ხართ თუ სხვა არ ვიცი. -ამოცნობაზე... -დიახ.დიახ. მაშინ მე ვარ. უცებ ტიპი მოულოდნელად ხმას უწევს და ბუინს იწყებს: -მერე რა გინდა ბიჭო? რას მირეკავ აქ? -რა გაყვირებს? გეგონება კიდე მე დავარღვიე კანონი. რას გირეკავ და რო მომიყვანე აქ უკანონოდ... -ხოდა ხო გაგიშვი მერე? წადი რა! -გამიშვი რა, რამე დავაშავე, დაპატიმრებული გყავდი და გამანთავისუფლე? -რაც არი ხო გაგიშვი ბიჭო? გააჩერე ეხლა ტაქსი და წადი, ვახ! -ხმას დაუწიე და ნუ მიყვირიხარ. ვისაც შენი ყვირილის ეშინოდეს იმის დედაც მო... და ვინც შენზე ნაკლები ყვირილი იცოდეს კიდე იმისიც. თუ ყვირილი გინდა ჩამოდი, არადა როგორც მომიყვანე აქ, ისე წამოყვანე, თორე ჩემი ხოდით თუ წავედი ნახევარ საათში მოვბრუნდები და მერე როგორ იყვირებ ვნახავთ. -ხო, კარგი, კარგი, გამოვიძახებ...ვაახ, ეს ვინაა ჩემი დედა მო...?! ტუ-ტუ-ტუ-ტუ-ტუ... ხუთ წუთში ეკიპაჟი მოვიდა და მიმიყვანეს სახლში. ერთი სიტყვა არ მომიტყუებია. არც გამილამაზებია. ფრაზებიც კი ციტირებული მაქვს.
  3. ვააჰ, ზოგს რა ბედი აქვს რა... ჩემს ეზოში კიდე დაახლოებით10-15 უპატრონო ძაღლი იკრიბება ღამღამობით. რაღაც სხადნიაკი აქვთ ხოლმე და ისეთი ვაი-უშველებელი და გაუთავებელი ყეფა, წკავწკავი და ყმუილი აქვთ დილამდე, რომ გულშეწუხებული ხალხის ნახევარზე მეტს არ სძინავს მიმდებარე კორპუსებში. რამდენი წელია ვიხვეწებით დაიჭირონ და მოგვაშორონ, მაგრამ ყურსაც არ იბერტყავენ. ისე, მე უფრო მაგარი ისტორია მაქვს და ცალკე თემაში მოგიყვებით.
  4. FRIDRIX დის შვილს არ გადაუღია. ეკონომიკის მინისტრი რომ იყო მაშინ სტუდენტები აიყვანა სტაჟიორებად და ისინი ყავდა დაპატიჟებული. რამდენიმემ გადაუღო და მაგ ვიდეოს სხვადასხვა ვერსია არსებობს. სიმთვრალეს რაც შეეხება, არასოდეს არ სვამს. მაქსიმუმ ერთი ჭიქა დალიოს, ისიც ათასში ერთხელ.
  5. გიორგი68 არ მიპოვია... მეორე ვიდეოდან ისე მე ვისაც ვიცნობ ბენდუქიძის გარდა ასევე ცეკვავს გილაურის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა, ადეიშვილის პირველი მოადგილე ჯაბა ებანოიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კახა დამენია, საბაჟოს ხელმძღვანელი ლევან გოთუა, ტექზედამხედველობის ინსპექციის უფროსი რამაზ ობოლაძე, გეპეის მთავარი იურისტი ბექა მაისურაძე, მთავრობის ექსპერტი მმართველობის და ეკონომიკის საკითხებში მერაბ ნარმანია. გოგოებიც რამდენიმე მეცნობა სახეზე, ზოგი კანცელარიაში მუშაობს.
  6. ბენდუ რეპავს ვეფხისტყაოსანს ცეკვავენ და მღერიან იგრეკები
  7. პოლიციის დღე არა ეხლა ის კიდე. 21 დეკემბერი და 15 აპრილი გამოაცხადეთ საერთო სახალხო დღესასწაულებად, სამდღიანი უქმეებით... ანუ მიშას და ვანოს დაბადების დღეები. რა შუაშია (იქნებ თავშია?!) და დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ჩვენს ფორუმზე რამდენიმე ჟურნალისტი პოსტავს და ვულოცავ. თავისუფლებას,ა წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ.
  8. მე გთხოვ, რომ დარჩე. შენი სათქმელი ხომ თქვი უკვე სრულად? სხვების პასუხი აღარაა საინტერესო ალბათ. თუ წინააღმდეგი არ ხარ დამიდასტურე და დავხურავ ამ თემას.
  9. babuagiorgi გიორგი, აბა კარგად დაფიქრდი, ჩემთან მიმართებაში ხო არ ახურებ ცოტას, ჰა?
  10. აუ რა გჭირთ რა... რამეში იზღუდებით??? არ გაძლევთ ვინმე თქვენი აზრის (ნებისმიერის) თავისუფლად გამოთქმის საშუალებას? იდევნებით "ელიტის" მიერ? და ჩემს მიერ?
  11. მგონი მქონდა აქ მაგაზე ან თემა ან პოსტი აღარ მახსოვს. უსაზღვროდ ბევრია მაგაზე სალაპარაკო. აი ეს არის თბილისის 2010 წლის ბიუჯეტი: http://www.tbilisi.gov.ge/files/174_87_646...clisbiujeti.zip 100%-ით ვარ დარწმუნებული რომ ხელისუფლების მომხრეებიდან კაციშვილი არ მოისურვებს ამაზე დებატებს. არ დაიზაროთ და წაიკითხეთ. თუ რამეს ვერ გაიგებთ, შემიძლია დაგეხმაროთ. შეადარეთ რამდენი იხარჯება სოცუზრუნველყოფაზე, რამდენი ტაშფანდურებზე და რამდენი მიდის ჯიბეში ხელფასების თუ არაფინანსური აქტივების სახით.
  12. არავის გინდათ დებატები ჩემთან ქალაქის ბიუჯეტის განკარგვასთან, გამჭვირვალობასთან და მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით? თუ გნებავთ უგულავა დამისვით. გავაფარჩაკებ.
  13. იხუმრეს. მორჩა. გადამაქვს არქივში.
  14. ადმინისტრაციის კი არა და ყველა ჩვენგანის ავტორიტეტი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ყველა საქმის გასარჩევი თემა იხურება. საკუთარ სინდისთან აგოს პასუხი. ვისაც რამე პრეტენზია აქვს აქ თქვას: http://planeta.ge/index.php?showtopic=23356
  15. ვეფხვი სხვათაშორის მაგ "ლეგენდარული" ფრაზის - აბა, გრეჩიხა ჯობდა? - ავტორი მე ვარ.
  16. babuagiorgi ჩემო გიორგი, მე ჩემს სიმართლეს ყველგან ვიტყვი და ყველას ვეტყვი. წასვლით, გაბუტვით და ჩხუბით რა გამოვა? ჯერ ხომ არ მიუღწევია იმ მასშტაბს რაზეც შენ გაქვს ლაპარაკი? ხოდა სანამ მიაღწევდეს დარჩი და შენი ატრაკე, ამხილე, ხელი შეუშალე, რა ვიცი...
  17. კიდე დაიძირა ეს თემა. რა ვქნა, რა გავაკეთო? ) ;) :viking: :viking: :viking: :viking:
  18. მაგას ვერასოდეს გავაკონტროლებთ ვერასოდეს. ფორუმ ჯისთან შედარება უადგილოა. იქ ბეზპრედელია. ერთი რომ განსხვავებული აზრი იდევნება და მეორე (მთავარი) სხვადასხვა გამოკითხვების შეგნებული გაყალბება ხდება იქ, ნიშანდობლივია, რომ იქაური გამოკითხვების შედეგები მართლაცდა მაქსიმუმ 2%-ით განსხვავდება იმ შედეგებისგან რომელსაც როგორც წესი ობიექტური და მიუკერძოებელი თემურ იაკობაშვილი, გია ნოდია და კოკი იონათამაშვილი გვთავაზობენ ხოლმე, შემდეგ აღნიშნული პიროვნებები ობიექტურად და მიუკერძოებლად ხვდებიან მინისტრების სავარძლებში თუ ნაცების სიის კენწეროში, მერე კი ასევე ობიექტურად და მიუკერძოებლად აღმოაჩნდებათ ბიზნესის ნიჭი, სხდებიან საკუთარ 50 000-ან მანქანებში, მიდიან საკუთარ 5 მილიონიან ოფისებში, 500 000-ან სახლებში ან სადმე ბაჰამებზე რა ვიცი... ...მოკლედ მთავარია გარემო არ დაბინძურდეს და ფორუმის მომხმარებელს არ დააკუკონ თავზე და რეალური დემოკრატიის პირობებში, ყოველგვარი პარტიული ბრიგადების, 15ნიკიანობის, ბოტების გარეშე ის სიტუაცია იყოს, რაც ობიექტური რეალობის ამსახველი იქნება და მაშინ გინდა ალასანიამ იყიდოს, გინდა მიშამ და გინდა პუტინმა. მე პირადად მკიდია. ადმინისტრაციას კი მოვუწოდებ მართლა ცოტა თავი შეიკავონ, თორე ნამეტანი დიდი დოზით იმისი მოფერება და პროპაგანდა ვინც თუნდაც გულით მოგწონდეთ, ყოველგვარი მერკატილური ინტერესების გარეშე, ბევრისთვის შეიძლება ისე იქნას აღქმული როგორც მაგალითად გიორგის შემთხვევაში. თანაც ობიექტურად და მიუკერძოებლად. :გიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიივიიიიიიიიიიიიიიი:
  19. დააფიქსირეთ რა თქვენი აზრი წესებზე... გთხოვთ! რატომ ძირავთ ამ თემას? არადა ყველა წესს წავშლი მაშინ და დავტოვებ მხოლოდ ერთ წესს: "პოლიტიკის და საზოგადოების განყოფილებაში ნებადართულია მხოლოდ რუსეთის, მიშას, ოპოზიციის და ერთმანეთის სალანძღავი თემების გახსნა."
  20. მე ვიღებ ფრიდრიხის გამოწვევას.
  21. 1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. 2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ. 3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. 4. ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ. 5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. 6. ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. 7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ. 8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. 9. ნეტარ იყუნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა. P.S. მისამართი არ შემშლია და ოფტოპი არ არის. არავის გვაწყენს ამის წაკითხვა და გააზრება.
  22. მეც დიდი ხანი ვფიქრობდი პასუხზე რამაზ. მართლა დიდი ხანი. ხან აქეთ ვეცი, ხან იქით. ხან ფილოსოფიის ჭიას დავემგზავრე, ხან კლიო ვიხმე, ღმერთიც გამახსენდა, სიყვარულიც, განათლებაც, 100 000 წმინდა მოწამეც და კონსტანტინე მირზაც, მაგრამ ამის მეტი "უკეთესი" ვერაფერი დავასკვენი რასაც ქვემოთ ნახავ. არ კი გეწყინოს, მაგრამ ვერ დაგამშვიდებ ვერც შენ და ვერც საკუთარ თავს... http://api.ning.com/files/p7O58bDGA2NApQWivao1HwqWrRbVZTOW8uiL1QeHF6yB4v3bipqrgtOf6EqQwoKH/WorldDividedAssMap.jpg
  23. Saturn გამოდის სიტყვა ქვეყანა არის მაქიდან ამოსაღები მაშინ. ამოვიღოთ. მე თანახმა ვარ. ოღონდ მკაცრად გავაკონტროლებ რომ ნაციის შეურაცხყოფაში არ გადაიზარდოს.
×
×
  • შექმენი...