-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
Saturn აუუუუუ! თქვენ ტვინში ჩამახედა ერთი წამით რა... თუ იმის თქმა გინდა რომ რადგან 22-ში სახელმწიფო სტატუსი არა აქვს და 5-ში აქვს ე.ი. ის 22-ია მართალი და უკეთესი, მაშინ ამ საქართველოში 10-დან 9 მართლმადიდებელია და მაგ ლოგიკით თქვენი ხმა არარ უნდა გავიგო მე საერთოდ. ;) არადა მე ის გითხარით, რომ რომელიმე კონფესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნა არადემოკრატიული სულაც არ არის თქო. არადემოკრატიული ქვეყნები ევროკავშირში არ არიან. ჩადით აგერ ბაბუსთან ჩეხეთში და იქ იგრძნობთ თავს კარგად. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ურწმუნო მანდ ცხოვრობს. 30% ათეისტია. ;)
-
აუ გაახურეთ რა...უკუღმა ნუ მიდიხართ დემოკრატიისკენ. ;) ეს დედააფეთქებული იმიტომ ვამბობ უაზრო და უსგანო საუბრები გაქვთ მაგ სხვა კონფესიებთან და ერთი რელიგიის (იმისა, რომელიც ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ამა თუ იმ ადგილას) პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება არ ნიშნავს არადემოკრეტიულობას და სავსებით ნორმალური მოვლენაა. მაინცდამაინც ლინკები უნდა ვქექო თქვენს გამო??? თუ მართლა გაინტერესებთ და გაღელვებთ, მოიძიეთ ინფორმაცია და მერე ილიბერალეთ რა. ევროკავშირის წევრ ხუთ ქვეყანაში რელიგიას სახელმწიფო სტატუსი აქვს: დიდ ბრიტანეთში ანგლიკანიზმს და პრესვიტერიანიზმს, დანიაში ლუთერანიზმს, საბერძნეთში მართლმადიდებლობას, კვიპროსში ასევე მართლმადიდებლობას, მალტაში კათოლიციზმს. ერთერთი მთავარი მიზეზი რის გამოც ევროკავშირის კონსტიტუცია ამდენი ხანი ვერ მიიღეს არის ის, რომ იტალია, გერმანია ზემოთჩამოთვლილი ქვეყნები და კიდევ რამდენიმე (რაც მახსოვს რუმინეთი, პორტუგალია, ირლანდია, პოლონეთი) მოითხოვენ ევროკავშირის კონსტიტუციაში ქრისტიანობის მოხსენიებას როგორც პრივილეგირებულ რელიგიას, რასაც ეწინააღმდეგებიან საფრანგეთი, ჰოლანდია და რამდენიმე ქვეყანა (ესტონეთი, ჩეხეთი, ლატვია და მგონი ბელგიაც). ეგრე არ არის რომ წივიხართ და კივიხართ რას ქვია მართლმადიდებლებს პრივილეგიას ანიჭებთო. თან შედარებისთვის გეტყვით, რომ მაგალითად დანიაში 31%, ხოლო ბრიტანეთში 38%-ია მორწმუნე და შეადარეთ ეხლა საქართველოს სიტუაცია. იქ არ იჭაჭება არავინ და თქვენ რა გეტაკათ. რატო გაღიზიანებთ ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსი?
-
lasha1997 აი ლაშასი არ მესმის თორე... ეგრე იცის რელიგიურ თემებზე, ლიბერალიზმზე და ა.შ. სემინარებზე ბევრმა სიარულმა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან უაზრო საუბრებმა. In my homble opinion... არადა ყველაფერი მარტივად და ამავდროულად ბრძნულად არის ნათქვამი ამ განცხადებაში. ამათ დემოკრატია ისე ესმით, რომ ეკლესია რაღაც დახურულ ორგანიზაციად იყოს გამოცხადებული რომელიც მარტო წირვა-ლოცვებს აღავლენს და თავისი აზრი არ უნდა გამოთქვას ამა თუ იმ მოვლენაზე. აი მაშინ გვეტირება ყოფა ეგ რომ მართლა ეგრე მოხდეს. ეკლესია ვალდებულია მისი სამწყსოს სულიერ განვითარებაზე იზრუნოს, გზააბნეულებს გზა უჩვენოს, ცუდ გზაზე დამდგარი ამხილოს და უკან მოაბრუნოს. ამასაც აკეთებენ. ვის უნდა ედებატონ და რატომ უნდა ედებატონ? იმ ხალხს ედებატონ რომლებიც მათი წევრები არ არიან და ასწავლიან როგორ უნდა მოიქცეს ეკლესია? :TAT: დებატები და აი და უი არ უნდა მაგას. მაგას უნდა გააზრება და დაჯერება.
-
უხამსობისგან და რელიგიური გრძნობების დასაცავად საპატრიარქო ხელისუფლებას კანონის მიიღებას სთხოვს. საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეკლესია დემოკრატიულ ღირებულებებს პატივს ცემს, თუმცა უზნეობის, უხამსობის, აღვირახსნილობისა და სატანიზმის პროპაგანდას მხარს არ დაუჭერს. საპატრიარქო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს - გახმაურებული “წიგნის” და ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. საპატრიარქოს განცხადების თანახმად, უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა ეროვნული ფასეულობებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ გახმაურებული “წიგნის” არცთუ ისე დიდი ხნის წინ შემდგარი პრეზენტაციაც ამ მიზნით შემუშავებული ახალი გეგმის პირველი ნაწილი იყო; პროვოკაციის მეორე ნაწილი კი ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განხორციელდა. “დღეს არის მცდელობა, რომ ხალხის მთელი ყურადღება გადავიდეს “კავკასიის” ეთერში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, ხოლო მის გამომწვევ მიზეზებზე ცოტა ვინმე საუბრობს. სინამდვილეში კი, ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია მორალურ-ფსიქოლოგიურმა ძალადობამ, რაც წიგნის დაბეჭდვასა და მისდამი პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერაში გამოიხატა”, _ ნათქვამია განცხადებაში. საპატრიარქოში განმარტავენ, რომ საქართველოს ეკლესია, ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, ძალადობას ვერასოდეს დაუჭერს მხარს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, რადგან ეკლესია არის ურთიერთგაგების, ერთობისა და მშვიდობის მომხრე და მოსურნე. ამასთან, ეკლესია ერ დაუჭერს მხარს უზნეობის, უხამსობის, აღვირახსნილობისა და სატანიზმის პროპაგანდას. “დემოკრატიულ ღირებულებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. ამიტომაცაა ევროპის თითქმის ყველა ტრადიციულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და პატივისა და ღირსების უფლება თანაბრად დაცული; ამიტომაც არის საყოველთაოდ აღიარებული, რომ გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვათა უფლებების დარღვევა; და რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს შუღლისა და დაპირისპირების პროვოცირების უფლებას, ეკლესიის შეურაცხყოფის, რელიგიური გრძნობების შელახვის და სახელმწიფო სიმბოლოების დამცირების უფლებას” _ ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ყველაფერი შეგნებულად გაკეთდა და წიგნის ავტორი ერეკლე დეისაძე, დაკვეთის შემსრულებელი, ბრმა იარაღი იყო, რათა მართლმადიდებელთა პროვოცირება მოეხდინათ; მათზე აპელირებით კი, მერე უშუალოდ ეკლესიის ავტორიტეტზე განეხორციელებინათ დარტყმა. “ეს “წიგნი” და მისი პრეზენტაციაც იყო სატყუარა, ხაფანგი, რაც შემდგომმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა. ამიტომაც საპატრიარქო არ ჩაერთო დებატებში და მოსახლეობასაც მოუწოდებს თავშეკავებისკენ. დღეს კი, როდესაც ვნებათაღელვა შედარებით დაცხრა და მეტნაკლებად გონივრული ქმედების საშუალება მიეცათ ადამიანებს, მიგვაჩნია, რომ ვალდებულნი ვართ, საზოგადოებაც და ხელისუფლებაც გავაფრთხილოთ იმ საშიშროების შესახებ, რასაც საკითხისადმი დღევანდელი მიდგომა გვიქადის”, _ ნათქვამია განცხადებაში. საპატრიარქო აღნიშნავს, თუ რა არის ეს საშიშროებები. კერძოდ, საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში თუ აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიური გრძნობები ასე შეილახება, არავითარი გარანტია არ არის იმისა, რომ შინაურმა თუ გარეშე მტერმა ისარგებლოს ამით და დეისაძის მსგავსი ადამიანის საშუალებით ასევე განზრახ შელახოს სხვა რელიგიების ან სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების წარმომადგენელთა რელიგიური გრძნობებიც, რაც სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზად შეიძლება იქცეს და რამაც შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. “ამიტომაც მივმართავთ ხელისუფალთ, რეალური შეფასება მისცენ მომხდარს და სასწრაფოდ მიიღონ კანონი, რომელიც სათანადოდ დაიცავს მოსახლეობას უხამსობისგან, დაიცავს პიროვნების და საზოგადოების პატივსა და ღირსებას, მათ რელიგიურ გრძნობებს. ამით ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა მშვიდობასა და კეთილდღეობას”, _ აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, საპატრიარქო შენიშნავს, რომ მართლმადიდებლობის სახელით არსებული არც ერთი ორგანიზაცია არ არის საპატრიარქოს ინიციატივით შექმნილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ჩემი შენ გითხარიო.
-
კაროჩე რა... მიდით მმკ და სმმ. თქვენს გვერდზე ვარ.
-
asesino_141 დღის ბოლომდე დააფიქსირებენ მომხმარებლები თავის აზრს და მიიღებს ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას. ამ თემაში მხოლოდ ხმის მიცემაა. ჩათი და გარჩევა თუ გნებავთ აქ: http://planeta.ge/index.php?showtopic=24118
-
კაროჩე ბოლოჯერ ვშლი ოფტოპებს!
-
lasha_alo კაცო! ჟოპო და მიშმაკაკა არის შეურაცხყოფა და ისედაც ისჯება. ვაჰ! ტყუილა მაქ დაღეჭილი ეს? - 11.1. შეურაცხყოფად არ ჩაითვლება მომხმარებლის მიჩნევა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსის თუ იდოლოგიის მიმდევრად იმ შემთხვევაში თუ საუბარი არ ეხება უცხო სახელმწიფოს სუბიექტებს (მაგ: ნაციონალი, ფაშისტი, კომუნისტი, გრეჩიხისტი, მიშისტი და ა.შ.).
-
Saturn დააკონკრეტე რა პრეტენზია გაქვს? რას ქვია ვიღაც ღლე მოვა და შენ სამსახურზე ღლეობას გეტყვის? კორექტულობის ფარგლებში იუზერს ყველაფრის უფლება აქვს. თუ პირადად შენ არ გაყენებს შეურაცხყოფას რაც უნდა ის ილაპარაკოს შენს სამსახურზე თუ პროფესიაზე. რა პრობლემაა??? არაკორექტულობა ანუ შეურაცხყოფა ისედაც დასჯადია და რატომ უნდა იარსებოს ამ იდიოტურმა წესმა რომ შარიანმა იუზერებმა თითზე დაიხვიონ და იჭიჭყინონ. არავის უფლება არ ილახება თუ მის სამსახურზე, საქმიანობასა და პროფესიაზე ისაუბრებენ. ამიტო ამ წესის დატოვება არაფრით არ შეიძლება. ...ქალებთან ეგეთ მიდგომას არ გირჩევ....პრინციპში არც კაცებთან. რას ნიშნავს მაკას არავინ არაფერს ეკითხება? ეხლა შენ რომ აქ რაღაცეებს არჩევ გითხრან ერთი შენ მაინც არავინ გეკითხებაო ანუ წერე და იყავიო კი ხარ ღირსი ისე.
-
უცხო_პლანეტელი რა პუნქტებზე ჭანო? ერთადერთ პუნქტზე გაბურღეთ თქვენ (შენ და სატურნმა მხოლოდ) ტვინი, რომ გინდა თუ არა ვიღაცა რო მიშისტს ან ნაციონალს დაგიძახებს ის დაისაჯოს. ჩემს ვარიანტში დანარჩენი შენიშვნები რაც იყო გავითვალისწინე მე. სასჯელები შევამსუბუქე და ამოვიღე (ჩემის მხრიდან მნიშვნელოვან კომპრომისზე წავედი) ქვეყნების გინება. მხოლოდ ნაციის გინებაზე დავტოვე სასჯელი და ეხლა მხოლოდ თქვენ ორნი იბრძვით, რომ ღრუსეთის დედაო რო თქვათ ეს კაი პახმელიაზე ლუდივით შეგერგოთ და არ ეწყინოს იმას, ვისაც მაგალითად დედა ყავს რუსი, ზატო თქვენ რო ვირაცამ გითხრათ აი ეგეთი ლოგიკა გაქვთ თქვენ მიშისტებს ან თქვენ ნაციონალებსო ის დაისაჯოს. ამაზე ბევრი ადამიანი გყავდათ თქვენ დასჯილი ვითომდა შეურაცხყოფის და იმ იდიოტური იარლიყის აკიდების წესებით. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ამიტომ დაიწერა ეს წესები ასე დაღეჭილად. ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე იუზერი პრინციპულად იზიარებს ჩემს პოზიციას. მაქსიმუმი რაც შემეძლო თქვენ ორისთვის გამეკეთებინა გავაკეთე. თქვენი 3 შენიშვნიდან 2 გავითვალისწინე. და ამ ერთზეც გამოკითხვა გაგიხსენით, რომ დისკრიმინაციაში არ დაგედანაშაულებინეთ. აგერაა ჩემი წესები. ვისაც მოსწონს დაუჭერს მხარს. არა და არ დაუჭიროს კაცო, ვაჰ! პოლიტიკის განყოფილების კოდექსი (წესები, აკრძალვები, სასჯელები და ვადები) თავი I ზოგადი ნაწილი 1. ეს კოდექსი არეგულირებს პოლიტიკის განყოფილების მომხმარებელთა და მოდერატორთა ქცევის და მათი ურთიერთობის წესებს. http://planeta.ge/index.php?act=boardrules 2. კოდექსი შეესაბამება ფორუმის ზოგად წესებს. 3. განყოფილების ყველა მომხმარებელი და მოდერატორი ვალდებულია დაემორჩილოს ამ წესებს. თავი II განმარტებები 1. შავი შრიფტით აღნიშნულია მოქმედებები, რომელთა განხორციელებაც ამ წესების მიხედვით აკრძალულია და ისჯება. 2. წითელი შრიფტით აღნიშნულია სასჯელის ფორმები და ვადები ამავე თავის პირველი პუნქტით ქმედებების გამოვლენის შემთხვევებში. 3. “*” ნიშნით აღნიშნულ აკრძალვებზე მოქმედებს ერთნაირი სასჯელი, რომელიც მითითებულია III თავის ბოლოს. თავი III საერთო წესები 1. ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე ერის (და არა ქვეყნის) ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება) – სასჯელი: ბანი 24 საათი. 2. რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რასის ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება) – სასჯელი: ბანი 24 საათი. 3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების, სიწმინდეების (წმინდანები, საკულტო ნივთების, ღონისძიებების, ღვთისმსახურების და მოძრვრბის ან მათი მიმდევრ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება) – სასჯელი: ბანი 24 საათი. 4. ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდა. სასჯელი: ბანი 24 საათი. 5. სხვა ფორუმელზე მუქარა მისი ფიზიკური ანგარიშსწორების (მოკვლის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, თავისუფლების აღკვეთის) მიზნით. – სასჯელი: ბანი 72 საათი. 6. ისეთი სახის დეზინფორმაციის გავრცელება, რომელშიც საუბარია ომზე ან ბუნებრივ კატაკლიზმებზე. – სასჯელი: ბანი 24 საათი. 7. პორნოგრაფიული მასალის გავრცელება, იქნება ეს ვიდეო-ფოტო-აუდიო სახით თუ ბმულის საშუალებით. – სასჯელი: ბანი 12 საათი. 8. ფორუმული მეტსახელის ( შემდგომში “ნიკნეიმი”) გადაცემა სხვა პირისთვის ან ერთი ნიკნეიმის გამოყენება რამოდენიმე პირის მიერ. – სასჯელი: ბანი 48 საათი. 9. თანაფორუმელის გინება. სასჯელი: ბანი 48 საათი. 10. თანაფორუმელის ან მისი ოჯახის წევრების უცენზურო სიტყვებით მოხსენიება. – სასჯელი: ბანი 48 საათი 11. თანაფორუმელის შეურაცხყოფა სიტყვებით, რომლებიც მას რეპუტაციას შეულახავს. (მაგ: მოღალატე, მატყუარა, უტვინო, ავადმყოფი, მონა, პუტინის მიმდევარი, და ა.შ.). – სასჯელი: ბანი 6 საათი. 11.1. შეურაცხყოფად არ ჩაითვლება მომხმარებლის მიჩნევა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსის თუ იდოლოგიის მიმდევრად იმ შემთხვევაში თუ საუბარი არ ეხება უცხო სახელმწიფოს სუბიექტებს (მაგ: ნაციონალი, ფაშისტი, კომუნისტი, გრეჩიხისტი, მიშისტი და ა.შ.). 12. უცენზურო გამონათქვამები. * 13. ფლუდი. * 14. ტროლინგი. * 15. ოვერქვოთინგი. * 16. ნებისმიერი სახის რეკლამა. * 17. ნებისმიერი სხვა წესი, რომელიც გათვალისწინებულია ფორუმის ზოგადი წესებით. * * – ამ ნიშნით აღნიშნულ დარღვევებზე მოდერატორი ვალდებულია: - პირველად გამოვლენის შემთხვევაში მომხმარებელს სთხოვოს აღარ დაარღვიოს ეს წესი. - განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში მომხმარებელს მისცეს სიტყვიერი გაფრთხილება. - ყოველ მომდევნო განმეორებაზე მომხმარებელი დაისაჯოს 20% ვორნის დამატებით. (ჯერ 20%, შემდეგ 40% და ასე 100%-მდე) დამატება: - 100% ვორნის შემთხვევაში მომხმარებელი დაისაჯოს ბანით 3 საათი. - ნებისმიერი ბანის ამოწურვის შემდეგ მომხმარებელს ყველა გაფრთხილება გაუნულდება. თავი IV მოდერატორი ვალდებულია: 1. დაიცვას და გამოავლინოს ფორუმის ზოგადი წესის დამრღვევი მომხმარებლები და ამ კოდექსის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე. 2. დაიცვას და გამოავლინოს ამ კოდექსის დამრღვევი მომხმარებლები და ამ კოდექსის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე. 3. წესები გაავრცელოს ყველა მომხმარებელზე ერთნაირად და თანაბრად. 4. გააერთიანოს ერთი და იმავე საკითხზე გახსნილი თემები. 5. თემები, რომლებიც არ ეხება პოლიტიკას და საზოგადოებას დახუროს ან გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში. 6. ჩაასწოროს თემის სათაური თუ ის შეიცავს უცენზურო ან ვისიმე შეურაცხმყოფელ სიტყვებს. 7. ავტორთა თანხმობის გარეშე არ დახუროს, წაშალოს ან გადაამისამართოს თემები, გარდა მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 8. არ ჩაასწოროს თემის სათაური, გარდა მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 9. არ წაშალოს მომხმარებელთა პოსტები, გარდა ამ კოდექსის III თავის მე-4, მე-6, მე-7, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოდერატორი დაისჯება: 1. ფორუმის ზოგადი ან ამ კოდექსის III თავით გათვალისწინებული წესების დარღვევის შემთხვევაში მოდერატორი დაკარგავს სტატუსს, მიეცემა წევრის (member) სტატუსი და დაისჯება ბანით 24 საათი. 2. ამ კოდექსში აღნიშნული მოდერატორის ვალდებულებებიდან მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში მოდერატორი დაკარგავს სტატუსს და მიეცემა წევრის (member) სტატუსი. 3. ამ კოდექსში აღნიშნული მოდერატორის ვალდებულებებიდან მე-3 პუნქტის დარღვევაზე საჩივრის შემთხვევაში (შესაბამის თემაში პრეტენზიების განყოფილებაში), ადმინისტრაცია გახსნის გამოკითხვას პოლიტიკის და საზოგადოების განყოფილებაში, სადაც თუ გამოკითხულთა ხმების 30% +1 ხმა ჩათვლის, რომ საჩივარი საფუძვლიანი იყო მოდერატორი დაკარგავს სტატუსს და მიეცემა წევრის (member) სტატუსი. 4. ამ კოდექსში აღნიშნული მოდერატორის ვალდებულებებიდან 1, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების შემთხვევაში მოდერატორს ადმინისტრაციის მხრიდან ორჯერ მიეცეს სიტყვიერი გაფრთხილება. მესამედ დარღვევის შემთხვევაში კი მოდერატორი დაკარგავს სტატუსს და მიეცემა წევრის (member) სტატუსი. თავი V ჩატი (chat) > პოლიტიკის და საზოგადოების განყოფილებაში ჩატზე სასჯელი არ არის. მისი თავიდან აცილება დამოკიდებულია მომხმარებელთა სურვილსა და კეთილ ნებაზე.
-
უცხო_პლანეტელი maka ნუ ჩათაობთ, გთხოვთ! maka მე პრინციპულად არ ვსჯი არავის სანამ ახალ წესებს არ დავამტკიცებთ. ამ მესიჯით მოვედი საერთოდ რო ეს იდიოტური და მოუქნელი წესები უნდა შემეცვალა. ამ წესებით მე არ ვიმოქმედებ. აირჩევა ახალი წესები. დამტკიცდება და მერე ვიმოქმედებ წესისამებრ. რა თქმა უნდა აქვს შენს აზრს მნიშვნელობა და სრული უფლება გაქვს ხმის მიცემის.
-
კონფიდენციალურობის უფლება იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაცია არ გადმოდგება და არ გაამხელს მათ IP-ს. რაც შეეხება მომხმარებელს, ის ვერც ვერასოდეს გაიგებს ვინ ვინაა თუ თავად არ გაამხილა ვინმემ. ეგ არის ყველაზე იდიოტური წესი. აგერ ჟურნალისტები არიან ამ ფორუმზე, მათ არ სწყინთ მათი საქმიანობის განხილვა, ფსიქოლოგები არიან. არც მათ სწყინთ. ნიუსტუდიო რეჟისორია. არ სწყინს. მე ფილოლოგი. არ მწყინს. ვიღაც რაგბისტია. არ სწყინს. სატურნსაც კი არ სწყინს როცა მის პროგრამისტობაზე ესაუბრები. ბოლოს და ბოლოს ფრიდრიხს არ სწყინს კი არა მთელი თემა და შემდეგ განყოფილება მიუძღვნა მას. რა ვქნათ ეხლა, მხოლოდ იმის გამო უნდა იარსებოს მაგ წესმა, რომ სატურნს არ უნდა რომ ვინმემ შეახსენოს შსს-ში მუშაობო? რა ფორმულირებაც არ უნდა მისცეთ მაგ წესს, ყოველთვის იარსებებს საშიშროება რო ვისაც ვისი "ზუბი" ექნება ხელზე დაიხვიოს მერე ეგ წესი და თქვას - აი, ამან ახსენა რო ჟურნალისტი ვარ დასაჯეთ ამის გამო, აი იმან ჩემი ფსიქოლოგობა ახსენა და ა.შ.
-
ოოო! გამოკითხვის თემებში ნუ ჩათაობთ რა. გთხოვთ. მერე პასუხების ძებნა ჭირს. წავშლი ახლა ოფტოპებს. იკეტება. გაიღო. გთხოვთ მხოლოდ ხმის მიცემა. არავითარი ჭორაობა.
-
აბა, კაი დილა მშვიდობისა ფორუმო და სანამ ცხელია გადაიღეთ, ჩემი ექსპრომტად ნახლაფორთარია. აქედან რამდენიმე ფოტო ეჭვია მაქვს შეიძლება არც გქონდეთ ნანახი საერთოდ:
-
პოლიტიკის განყოფილების კოდექსი (წესები, აკრძალვები, სასჯელები და ვადები) თავი I ზოგადი ნაწილი 1. ეს კოდექსი არეგულირებს პოლიტიკის განყოფილების მომხმარებელთა და მოდერატორთა ქცევის და მათი ურთიერთობის წესებს. http://planeta.ge/index.php?act=boardrules 2. კოდექსი შეესაბამება ფორუმის ზოგად წესებს. 3. განყოფილების ყველა მომხმარებელი და მოდერატორი ვალდებულია დაემორჩილოს ამ წესებს. თავი II განმარტებები 1. შავი შრიფტით აღნიშნულია მოქმედებები, რომელთა განხორციელებაც ამ წესების მიხედვით აკრძალულია და ისჯება. 2. წითელი შრიფტით აღნიშნულია სასჯელის ფორმები და ვადები ამავე თავის პირველი პუნქტით ქმედებების გამოვლენის შემთხვევებში. 3. “*” ნიშნით აღნიშნულ აკრძალვებზე მოქმედებს ერთნაირი სასჯელი, რომელიც მითითებულია III თავის ბოლოს. თავი III საერთო წესები 1. ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე ერის (და არა ქვეყნის) ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება) – სასჯელი: ბანი 24 საათი. 2. რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რასის ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება) – სასჯელი: ბანი 24 საათი. 3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების, სიწმინდეების (წმინდანები, საკულტო ნივთების, ღონისძიებების, ღვთისმსახურების და მოძრვრბის ან მათი მიმდევრ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება) – სასჯელი: ბანი 24 საათი. 4. ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდა. სასჯელი: ბანი 24 საათი. 5. სხვა ფორუმელზე მუქარა მისი ფიზიკური ანგარიშსწორების (მოკვლის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, თავისუფლების აღკვეთის) მიზნით. – სასჯელი: ბანი 72 საათი. 6. ისეთი სახის დეზინფორმაციის გავრცელება, რომელშიც საუბარია ომზე ან ბუნებრივ კატაკლიზმებზე. – სასჯელი: ბანი 24 საათი. 7. პორნოგრაფიული მასალის გავრცელება, იქნება ეს ვიდეო-ფოტო-აუდიო სახით თუ ბმულის საშუალებით. – სასჯელი: ბანი 12 საათი. 8. ფორუმული მეტსახელის ( შემდგომში “ნიკნეიმი”) გადაცემა სხვა პირისთვის ან ერთი ნიკნეიმის გამოყენება რამოდენიმე პირის მიერ. – სასჯელი: ბანი 48 საათი. 9. თანაფორუმელის გინება. სასჯელი: ბანი 48 საათი. 10. თანაფორუმელის ან მისი ოჯახის წევრების უცენზურო სიტყვებით მოხსენიება. – სასჯელი: ბანი 48 საათი 11. თანაფორუმელის შეურაცხყოფა სიტყვებით, რომლებიც მას რეპუტაციას შეულახავს. (მაგ: მოღალატე, მატყუარა, უტვინო, ავადმყოფი, მონა, პუტინის მიმდევარი, და ა.შ.). – სასჯელი: ბანი 6 საათი. 11.1. შეურაცხყოფად არ ჩაითვლება მომხმარებლის მიჩნევა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსის თუ იდოლოგიის მიმდევრად იმ შემთხვევაში თუ საუბარი არ ეხება უცხო სახელმწიფოს სუბიექტებს (მაგ: ნაციონალი, ფაშისტი, კომუნისტი, გრეჩიხისტი, მიშისტი და ა.შ.). 12. უცენზურო გამონათქვამები. * 13. ფლუდი. * 14. ტროლინგი. * 15. ოვერქვოთინგი. * 16. ნებისმიერი სახის რეკლამა. * 17. ნებისმიერი სხვა წესი, რომელიც გათვალისწინებულია ფორუმის ზოგადი წესებით. * * – ამ ნიშნით აღნიშნულ დარღვევებზე მოდერატორი ვალდებულია: - პირველად გამოვლენის შემთხვევაში მომხმარებელს სთხოვოს აღარ დაარღვიოს ეს წესი. - განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში მომხმარებელს მისცეს სიტყვიერი გაფრთხილება. - ყოველ მომდევნო განმეორებაზე მომხმარებელი დაისაჯოს 20% ვორნის დამატებით. (ჯერ 20%, შემდეგ 40% და ასე 100%-მდე) დამატება: - 100% ვორნის შემთხვევაში მომხმარებელი დაისაჯოს ბანით 3 საათი. - ნებისმიერი ბანის ამოწურვის შემდეგ მომხმარებელს ყველა გაფრთხილება გაუნულდება. თავი IV მოდერატორი ვალდებულია: 1. დაიცვას და გამოავლინოს ფორუმის ზოგადი წესის დამრღვევი მომხმარებლები და ამ კოდექსის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე. 2. დაიცვას და გამოავლინოს ამ კოდექსის დამრღვევი მომხმარებლები და ამ კოდექსის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე. 3. წესები გაავრცელოს ყველა მომხმარებელზე ერთნაირად და თანაბრად. 4. გააერთიანოს ერთი და იმავე საკითხზე გახსნილი თემები. 5. თემები, რომლებიც არ ეხება პოლიტიკას და საზოგადოებას დახუროს ან გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში. 6. ჩაასწოროს თემის სათაური თუ ის შეიცავს უცენზურო ან ვისიმე შეურაცხმყოფელ სიტყვებს. 7. ავტორთა თანხმობის გარეშე არ დახუროს, წაშალოს ან გადაამისამართოს თემები, გარდა მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 8. არ ჩაასწოროს თემის სათაური, გარდა მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 9. არ წაშალოს მომხმარებელთა პოსტები, გარდა ამ კოდექსის III თავის მე-4, მე-6, მე-7, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოდერატორი დაისჯება: 1. ფორუმის ზოგადი ან ამ კოდექსის III თავით გათვალისწინებული წესების დარღვევის შემთხვევაში მოდერატორი დაკარგავს სტატუსს, მიეცემა წევრის (member) სტატუსი და დაისჯება ბანით 24 საათი. 2. ამ კოდექსში აღნიშნული მოდერატორის ვალდებულებებიდან მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში მოდერატორი დაკარგავს სტატუსს და მიეცემა წევრის (member) სტატუსი. 3. ამ კოდექსში აღნიშნული მოდერატორის ვალდებულებებიდან მე-3 პუნქტის დარღვევაზე საჩივრის შემთხვევაში (შესაბამის თემაში პრეტენზიების განყოფილებაში), ადმინისტრაცია გახსნის გამოკითხვას პოლიტიკის და საზოგადოების განყოფილებაში, სადაც თუ გამოკითხულთა ხმების 30% +1 ხმა ჩათვლის, რომ საჩივარი საფუძვლიანი იყო მოდერატორი დაკარგავს სტატუსს და მიეცემა წევრის (member) სტატუსი. 4. ამ კოდექსში აღნიშნული მოდერატორის ვალდებულებებიდან 1, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების შემთხვევაში მოდერატორს ადმინისტრაციის მხრიდან ორჯერ მიეცეს სიტყვიერი გაფრთხილება. მესამედ დარღვევის შემთხვევაში კი მოდერატორი დაკარგავს სტატუსს და მიეცემა წევრის (member) სტატუსი. თავი V ჩატი (chat) > პოლიტიკის და საზოგადოების განყოფილებაში ჩატზე სასჯელი არ არის. მისი თავიდან აცილება დამოკიდებულია მომხმარებელთა სურვილსა და კეთილ ნებაზე. .... .... .... ასევე კენჭს ვუყრი წინადადებას, რომ ფორუმის ზოგადი წესებიდან გაუქმებულ იქნას ეს პუნქტი: 2.20იკრძალება მონაწილის პროფესიული საქმიანობის განხილვა, თუ ის აღნიშნულის წინააღმდეგია.;
-
გამოკითხვა არის სახელობითი და მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: არჩევის უფლება აქვს მომხმარებელს, რომელიც დარეგისტრირებულია დღევანდელ დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა, აქვს მინიმუმ 100 პოსტი და აქედან მინიმუმ 50 პოლიტიკის განყოფილებაში. ასარჩევი არის ორი ვარიანტი: სატურნის ვარიანტი ანალგინის ვარიანტი ყურადღება! ვისაც წესები ჯერ არ წაგიკითხავთ გაეცანით და მერე მიეცით ხმა. ირჩევთ თქვენი აზრით უკეთეს წესებს და არა უკეთესი ავტორის წესებს. P.S. ვარიანტებს შეგიძლიათ გაეცნოთ პირდაპირ ლურჯად მონიშნულ ტექსტზე დაწკაპუნებით (სადაც წერია "სატურნის ვარიანტი" და ანალგინის ვარიანტი")
-
აუ ენა რა შუაშია ნუ გადამრიეთ რა... საბჭოთა კავშირს და გემრმანიას რო ომი ჰქონდა და მაგათ რო მტრობა ჰქონდათ, ეგეთი საშინელი ან ომი გსმენიათ ვინმეს ან მტრობა? არ ისწავლებოდა სკოლებში გერმანული ენა, თანაც სავალდებულო საგნად? მე მკიდია. არ ვიცი რუსული მე თვითონ. ვერ ვსაუბრობ და ვერ ვწერ, წიგნებს ვერ ვკითხულობ რუსულად. მხოლოდ ელემენტარული, ყოფითი საუბრები შემიძლია, ისიც ძალიან ცუდად და გრამატიკული შეცდომებით ( ნუ აი მიშა ქარელზე ოდნავ უკეთ ვიცი რა. ), შემიძლია ფილმებს ვუყურო და მესმის. ეგაა და ეგ, მაგრამ აი ბიძაჩემი არის სკოლაში დირექტორის მოადგილე, სადაც 800-ზე მეტი მოსწავლიდან 600 რუსულენოვანია. გიჟს გავს კაცი, რამდენიმე ბავშვის გარდა ვისაც ქართულად გამართულად წერა კითხვა ეხერხება ბავშვები ვეღარ სწავლობენ საერთოდო. მაგის გამო აღარც მოდიან თურმე, მაინც არ გვესმის ეგ ენა და დავალებებს ვერ მოვამზადებთ, რა გვინდა სკოლაშიო. ამ უტრაკო ხისთავიანებმა რაღაც შუალედური ფორმა მაინც ამოირჩიონ, ვთქვათ 6-7-ე კლასამდე იყოს რუსული სექტორი, ამ პერიოდში კარგად ასწავლონ ბავშვებს ქართული და მერე გადაიყვანონ ქართულ სექტორზე. რუსულად მოსაუბრე 6-7-8-9-10 წლის ბავშვი, რომელსაც სახლში რუსულად ელეპარაკებიან როგორ ისწავლის მათემატიკას, ისტორიას, ბუნებას ქართულად? მითუმეტეს ქართულად თემას როგორ დაწერს???
-
lasha1997 კი ეგრეა. აქ არ დავაკოპირებ და ამ რეფორმაზეა ლაპარაკი: http://en.wikipedia.org/wiki/Intelligence_...ion_Act_of_2004 "დაზვერვის რეფორმა და ტერორიზმის პრევენციის აქტი" 2004 წელს შემოიღეს.