Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. Saturn შენც ხომ იცი რომ ეგრე არ არის? მე რომ რადიკალ ოპოზიციონერებში მიწევს ურთიერთობა, ეგეთი უნდა და არასოდეს არავის უქნია კი არა თავშიც არ მოსვლია რო, ფეხზე ამდგარიყო და "მიშას რა? - დედის ტ...!" ეყვირა. ის ხო საერთოდ გამორიცხულია რო "გრეჩიხას გაუმააარ - ჯოს! ირაკლის გაუმააარ - ჯოს!" და მსგავსი ვინმემ ქნას. მაგ სისტემაში 90% მონები მუშაობენ. მონები რო არ იყვნენ არც არავინ აიყვანდა სამუშაოდ.სპეცნაზის, სოდ-ის, კუდ-ის და კრიმინალურის ხალხს ვგულისხმობ ძირითადად და ნაწილობრივ პატრულსაც. აბა შენ რასაც აკეთებ ეგეთ მონას ვერც იშოვიან ეგენი, მაგდენი ტვინი არა აქვთ მაგათ. პროგრამას კი არა საკუთარ გვარს და სახელს ვერ წერენ წესიერად.
  2. პრინციპში სადაც ეს ხდება (იხ. ვიდეო ქვემოთ), მაგი რა გასაკვირია? არა რა, ეს ვიდეო უკვდავია. ქართული პოლიციის ნამდვილი სახე. მიდი და არ შეგზიზღდეს მერე:
  3. მე ის მაღიზიანებს ასეთი ავადმყოფურად აგრესიული დამოკიდებულება რომ აქვს ზოგიერთს რწმენისადმი და მორწმუნეებისადმი. ბოლო დროს უკვე საზღვარი აღარ უჩანს მათ ცინიზმსა და ღვარძლს. დანარჩენი თავში ქვა, მუცელში სამართებელი...
  4. მოკლედ შენ იმდენად სერიოზული სიძულვილი გქონდია რწმენის მიმართ, გაოგნებული ვარ... იმ პოსტზე მე გიპასუხე გუშინ: http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=265700 ასე რომ შენს ისტერიას მე ვფიქრობ არანაირი საფუძველი არ აქვს. რა გჭირს უკვე მართლა და მართლა??? შუაღამისას სამყაროს რაობაზე ფიქრები შემოგაწვებიან ხოლმე და ბრაზი მოგდის შენს თავზე რომ ვერ ამოხსენი რატომ იბადებიან ადამიანები, რატომ კვდებიან და საერთოდ რა აზრი აქვს რამეს? მაგას რომ ზუსტი პასუხი გასცე შენ არც გაჩნდებოდი. იცი სიტყვა ღმერთი საიდან წარმოიშვა ქართულში? "ღრმა ერთი" ის ერთადერთია რომელსაც ვერავინ ჩასწვდება ბოლომდე. ამ მიმართულებით რო გავაგრძელოთ დისკუსია, მომიწევს ამ თემის რელიგიაში გადატანა და ისე დავიღალე უკვე კითხვით: რა გჭირს, რატომ გაქვს ამხელა სიძულვილი და აგრესია, ღმერთის, რწმენის და მორწმუნეებისადმი? მუდმივად შავბნელი ეჭვები რატომ გაწუხებს იმ მიმართულებით საიდანაც ყველაზე ნაკლებად გემუქრება საფრთხე?
  5. http://savok.org/uploads/posts/2009-02/1235832374_dengi-cccp.jpg 2 ბილეთის და ტაქსის ფული მაქ. რომელი დაგპატიჟოთ?
  6. ვაჰაჰაა. მაგარია. მარა ეს ჯობია აშკარად
  7. ჩემი ეპიტაფია მუხრან მაჭავარიანი წასაწერი საფლავის ქვის ორივე მხარეზე: (ქვედაზეც, ზედაზეც, — მკვდარმაც რომ წაიკითხოს და ცოცხალმაც) შენი არ იყოს, — ჩემო ირაკლი! — ვერ ვიდევგმირე! — ვერ ვიწინაპრე! — ჭირმა ჩემმა და ჩემმა სილაღემ! — მამულმა შენებრ შემიწირა მე. 1995
  8. shamili მაგას მითუმეტეს არ ვემხრობი! ამხელა ძალაუფლების ერთი კაცის ხელში თავმოყრა არის ხონჩით მირთმეული ტირანის სკიპტრა. პირიქით მე ხელისუფლების შტოების და განსაკუთრებით ძალოვანი შტოების მაქსიმალურად განცალკევებას და დაბალანსებას ვუჭერ მხარს. ასევე კადრების პროფესიონალიზმისა და პატიოსენების მიხედვით დაკომპლექტებას და არა ვინმეს მიმართ მონური ერთგულების მიხედვით.
  9. არა მაგ იდეას! რატომ მანამდე არ ითხოვდით სააკაშვილის გადადგომას? რა, მიზეზი არ გქონდათ? 1. მსოფლიო არასოდეს დააკისრებს რუსეთს პასუხისმგებლობას მაგ ამბების გამო. ეგ ყველაფერი მსოფლიოს ისტორიაში იმდენად წვრილმანია სამწუხაროდ, რომ ამის გამო არც ურთიერთობას გაიფუჭებს და დაიძაბავს ვინმე და მაშინ ამერიკელების მიერ ვიეტნამში და იაპონიაში ჩადენილი სისასტიკეების აღიარების საკითხიც დადგება. ამიტომ დიდი ქვეყნები ერთმანეთს ასეთ რამეს ადვილად პატიობენ და ეს კარგად უნდა გვესმოდეს პატარა ქვეყნებს. 2. საქართველო- ა.შ.შ-ს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება უკვე არსებობს და მას თავის ვადები და მასშტაბები აქვს. სრული ილუზიაა, რომ ამერიკელები რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაში ისეთი ტიპის სამხედრო ძალებს განალაგებენ, თანაც უმოკლეს ვადებში, როგორიც შენ გინდა და ამით აშკარა ქიშს გამოუცხადებენ რუსეთს. რუსეთის მოსაზღვრე არცერთ ქვეყანაში ეგეთი ბაზები არ უყენია აშშ-ს და თუ ოდესმე დააყენებს საქართველოდან არ დაიწყებს. იმიტომ, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და გარშემორტყმული ვართ რუსული სამხედრო ბაზებით (ჩრდ.კავკასიაში, აფხაზეთში, ცხინვალში, ახალგორში, სომხეთში, სევასტოპოლში). ამისთვის საუკეთესო ადგილი პოლონეთია და მაგიტომაც აპირებდნენ იქ ბაზების განლაგებას. 3. რა წუთშიც საქართველოში მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტის არანორმალური მასშტაბებით ზრდას, გამალებულ შეიარაღებას და მილიტარისტული (მითუმეტეს ჰიპერ) იდეოლოგია-პროპაგანდის ზრდას დაიწყებს. იმ წუთში უარს ვამბობ ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე სამუდამოდ და იმავეს მოვუწოდებ ყველა ჩემს ახლობელს და ნაცნობს ან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გამოვუცხადებ ასეთ ხელისუფლებას ყველანაირი საშუალებით. ყველა ომის პარტიის დედა ვატირე მე! 4. ამ პუნქტს პრინციპში ვეთანხმები, თუმცა რამდენადაც ვიცი ხმელეთზე არც ისე ცუდადაა დაცული ეხლაც. აი ჰაერში კი გვინდა მართლა გაძლიერება. 5. მეტი რა უნდა გამკაცრდეს ეხლა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამშობლოს ღალატში დაადანაშაულებენ, რაც 25 წელი პატიმრობას ითვალისწინებს როგორც მახსოვს და სიკვდილით დასჯის აღდგენას ხომ არ მოითხოვ?
  10. + 1 000 000 000 :ravic: შენ ეხლა მიხვდი მაგას? მე ბიძია რაჭველი კი ვარ მარა აგერ მეორე წელი მიდის მგონია რაც მივაფურთხე და წამოვედი. ეხლა ვნახე. გადავირიე. იმენა ტისკში ყავთ შარი, სულ უტვინოს და შეუგნებელს ეძახიან და თან დასცინიან - აძალებენ ხო, ემუქრებიან ბავშვებსო? ნწნწნწუო, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის პრეზიდენტის სახელი აყვირო ბავშვსო. Y რო დავუძახო პაჩოტი უნდა იყოს მაგაათვის კიდე...
  11. Nukriko ბატონო??? დიდი ბოდიში, იმედს დავიტოვებ რომ ჩემგან ამის თქმა არ გეწყინება, მარა აღარც ვიცი რომელ ერთ სისულელეზე გიპასუხო და რატომ. 1. პრივილეგირებულობა ნიშნავს იმას, რომ (რაც ეხლაც არის ჩადებული ჩვენს კონსტიტუციაში კონკორდატის სახით), რომ მართლმადიდებლურ ეკლესიებს სახელმწიფო ეკლესიისთვის მიწას გადასცემს უფასოდ, შესაბამისად ამ მიწებს არ დაბეგრავს; მართლმადიდებლურ დიდ დღესასწაულებს გამოაცხადებს ოფიციალურად უქმე დღეებად (ნუ ატეხავ ერთ ამბავს მაგალითად მინიმუმ ქრისტიანული შობა და აღდგომა ყველგან უქმეა), საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს მნიშვნელოვან რელიგიურ ღონისძიებებს (ესეც ყველგან ასეა), შსს-ს არა აქვს უფლება მღვდლებს მოსთხოვოს აღსარებაზე მოსმენილი საიდუმლოს გამხელა და ა.შ. ეს არ ნიშნავს სხვა კონფესიების და მითუმეტეს ათეისტების უფლებების შელახვას. ა რ ა ნ ა ი რ ა დ. ყველას რომ ასე ზუსტად ერთნაირი უფლება მისცე, მაშინ სახელმწიფო ენადაც იმდენი ენა უნდა გამოაცხადო რამდენი ეთნოსიც ცხოვრობს. :ravic: ამიტომ არის რომ უმრავლესობას აქვს უფლება ჰქონდეს მცირედი პრივილეგიები, მარა არ დაჩაგროს სხვა და პატივი სცეს მას. 2. ვინ დაგიშალა წიგნების გამოცემა??? აქ საუბარია იმაზე, რომ როცა შენ გამოსცემ ისეთ წიგნს რომლითაც ჩემს რელიგიას და სიწმინდეებს უკიდურესად შეურაცხყოფ და ამის პროპაგანდას ეწევი (უნივერსიტეტში აწყობ საჯარო პრეზენტაციას) ამის უფლებას არ მოგცემ. 3. ვინ "ჩვენ" მოვალთ სათავეში??? რეებს ბოდავ კაცო? ეკლესია აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას და ხელისუფლებაში მოსვლას??? ან მე რატომ მეუბნები თქვენო? ეს რა აბდაუბდა და სისულელეა? 4. ვინ გეძახა ავადმყოფი შენ? ეკლესიის მისია ერის სულიერ განვითარებაზე ზრუნვაა. მას თავისი პრიორიტეტები აქვს და სრული უფლება მისივე მრევლს უთხრას რა არის სწორი (ქრისტიანულად) და რა არასწორი. მისივე მრევლი გააფრთხილოს იმ საფრთხეების შესახებ, რაც მათ სულიერებას ემუქრება. არავინ მოუწოდებს, არც არასოდეს მოუწოდებია და არც არასოდეს მოუწოდებს შენი დაჩაგვრისკენ. 5. რისი გარანტია უნდა მოგცეს და ვინ უნდა მოგცეს ადამიანო? რამე ახალი პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნა (თან მე მისი წევრი ვარ), ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს და მათ მიმართავ? ქართული ეკლესია 15 საუკუნეზე მეტია არსებობს და შენ მიმართავ რომ თქვენ რომ მოსვლას აპირებთ გარანტია მომეცით რო არ დამჩაგრავთო? ეკლესიას აქვს უფლება თავის მრევლს უთხრას ნუკრი შოშიაშვილი არ არის მართალი და მისი დამოკიდებულება ღმერთის და რწმენისადმი დამღუპველია სულისთვისო, ეს შენ რომელ კონსტიტუციურ ან მორალურ უფლებას გირღვევს? მოკლედ ძალიან გამაბრაზე რა. ნამეტან სისულელეებს ლაპარაკობ, აჩემებული და აკვიატებული გაქვს ის რაც ბუნებაში არ არსებობს და უფრო უარეს და გაუგებარ სისულელეებს თხოულობ კიდე. სანამ შენგან გარანტიებს არ მივიღებ რომ შენს მეზობელს ისევე არ ვეყვარები როგორც საკუთარი შვილი უყვარს, ბოდიში მარა არ გენდობი რომ როდესაც თქვენ მოხვალთ სათავეში არ დამირხევთ. :D
  12. Nukriko რა წარმოდგენა მაგას უნდა ნუკრიკო??? მართლაცდა ასაკის ბრალია ეგ, თორემ საქართველო ასეთი იყო ყოველთვის 2003 წლამდე! ებრაელები 26 საუკუნე ცხოვრობდნენ აქ, კიდევ მარავალი საუკუნე მუსულმანები, სომხები, საკმაო ნაწილი კათოლიკეები ( სულ რომ არაფერი სულხან-საბა ორბელიანი, ზაქარია ფალიაშვილი, მიხეილ ტამარაშვილი, პეტრე ოცხელი, ძმები ზუბალაშვილები...კიდევ ბევრი). ამის ყველაზე ნათელი მაგალითი მეიდანია, სადაც ქართული და სომხური ეკლესიები, მეჩეთი და სინაგოგა ერთად დგას. ამაზე მეტი პლურალიზმი და თანასწორობა რა გინდა? :ravic: ხელოვნურად ამოიწია ეს თემა თავისუფლების ინსტიტუტის მიერ 2003-ის შემდეგ განსაკუთრებით. დანამდვილებით ვიცი, რომ გრანტების ძალიან დიდ ნაწილს ისინი ასეთ რაღაცეებში იღებენ, რაც მეტს იყვირებენ და მეტს გაბუქავენ, რაც უფრო დაამძიმებენ და გაამუქებენ სიტუაციას, მით უფრო გახშირდება და გამსხვილდება ეს გრანტები. ძალიან სამწუხაროა რომ შენიშტანები ეგებიან ამ ანკესზე და არაფრისგან პრობლემას ქმნით რომ ლევან რამიშვილმა და ბანდამ თქვენ ხარჯზე იგულაონ. ან დავიჯერო ლაშა ვერ ხვდება ამას? მე არსად არ მომითხოვია, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადოთ მეთქი. მე გითხარი ევროკავშირის წევრ 5 სახელმწიფოში რელიგიას სახელმწიფო სტატუსი აქვს და ეს სულაც არ აღიქმება იქ სხვების უფლებების შეზღუდვად და არც იზღუდება თქო. უბრალოდ სავსებით ბუნებრივია, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყოს ის, რაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სურს და უნდა და გაგიმეორებვ მეასედ ეს არ ნიშნავს რო შენ იჩაგრები.
  13. Nukriko დაიკიდე. მე არა მწყინს პედრიოტი და არც საბოდიშო გაქვს ჩემთან. რომ ჩამეთვალა რომ ბოდიში გაქვს მოსახდელი გეტყოდი როგორმე, არ შემრცხვებოდა. :bushti: მე ასაკს ვაბრალებ და იმას, რომ არ გისაუბრია აქამდე რომელიმე განათლებულ მღვდელთან ან უბრალოდ ქრისტიანთან, ვინც შენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე კომპეტენტურ პასუხს გაგცემდა. სულ ცოტა წლები გინდა კიდევ და შენ თვითონ მიხვალ იქამდე, რომ ცხოვრების აზრს ჩაწვდე. P.S. მესამე აბზაცზე ნურაფერს მიპასუხებ გთხოვ. პოლემიკისთვის არ მითქვამს.
  14. ისე...X თუ XI კლასში, აღარ მახსოვს რომელ კლასში ისწავლება დიდოსტატის მარჯვენა, დავალება მოგვცეს ასეთი თემა უნდა დაგვეწერა, "რატომ მომწონს დიდოსტატის მარჯვენა", მოიტანა ყველამ ეს ტემა 2 მაქსიმუმ 3 გვერდი ქონდათ და მე...მივიტანე თემა რომელსაც ერქვა "რატომ არ მომწონს კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება", რომელიც იყო 6 ფურცელი (12 გვერდი). შოკი იყო ყველასთვის. ჯერ ხო კლასში ჩავიქოლე რა პონტში არ მოგწონსო, მარა რო წაიკითხეს და მოუსმინეს, ტაში დაუკრეს. :bushti: ხელიდან ხელში გადადიოდა ეს თემა, ყველა მასწავლებელმა ცალ-ცალკე დამიბარა, ბოლოს დირექტორმაც და შენ რო ვერ ხარ მატორზე კი ვიცოდით, მარა საღოლ მაინცო. ისე გეწერა ეგ თემა, ვისაც კონსტანტინე გამსახურდია გვევასებოდა ლამის შეგვაზიზღეო. მხოლოდ მე მივიღე ხუთიანი იმ თემაში.
  15. lasha_alo ეგ მამა თეოდორე სანამ საერო პერიოდი იყო ჩემი დამრიგებელი იყო სკოლაში რამდენიმე წელი. ვერ წარმოიდგენ იმდენად განსწავლული ადამიანია. :bushti: რაში არ ეთანხმები მაინც? მე პირადად არცერთ ფორუმელს არ ვურჩევდი მასთან დებატებში დაჯდომას. გაცამტვერდებიან. წარმოუდგენლად განათლებულია თეოლოგიურ სფეროში. ფანტასტიურად იცის ისტორია და ლიტერატურა.
  16. Nukriko რა ვიცი. ბოლო დღეებია ძალიან აგრესიულ და ცინიკურ დამოკიდებულებას ავლენ პატრიარქის და საპატრიარქოს პოზიციებთან დაკავშირებით და ვინც ამ პოზიციებს ეთანხმება ცოტა ნე ტოდ ეუბნები რაღაცეებს. მე მაგალითად გუშინ თუ გუშინ წინ მითხარი გაიგეთ "თქვენი" არაა ეს საქართველო ჩვენიცაა და ჩვენც ზუსტად თქვენნაირი უფლებები გვაქო. ეხლა პედრიოტებს გვეძახი უკვე.
  17. mtidan ეჰ. მაგი მე მკითხე... ერთი ახლობელი მყავდა...ქურდი. არ დავასახელებ რომელ უბანში და რაც იმ უბანში მაღაზია, ჯიხური, საცხობი, სტომატოლოგიური კლინიკა, ტოტალიზატორი და ა.შ. იყო ყველა გარკვეულ თანხას უხდიდა მფარველობის სანაცვლოდ. ეს ფული არ იყო ბევრი, ფიქსირებული "სტავკები" იყო, რაც საშუალოდ ამ ადამიანების მოგების 10-20%-ს შეადგენდა. სამაგიეროდ მართლა მფარველობდა ყველას. პლუს თუ ვინმეს რაღაც პერიოდში ბიზნესი უვარდებოდა ეს ქურდი ასე ვთქვათ გრძელვადიან კრედიტს აძლევდა რომ ის ბიზნესი ამოექაჩათ, მხოლოდ ამოქაჩვის მერე ცოტა გაზრდილ წილს აძლევდნენ. რა თქმა უნდა ძალიან მანკიერი და ამაზრზენი ურთიერთობაა ეს ნორმალური საზოგადოებისთვის და არ შეიძლება მოიწონო, მაგრამ რაც ის წავიდა იმ უბნიდან ჯიხურები ხო ყველა აიღეს თავისთავად და უკაპიკოდ დატოვეს იმდენი ოჯახი, მაღაზიები ნახევარს წაართვეს და ნაცების ცოლებს და ნათესავებს გადაუფორმეს, ნახევარს იმხელა მაყუთები მოთხოვეს სოდ-ის და კუდ-ის სასტავმა რო დახურეს და დახურეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთ მაღაზიას ის პატრონი აღარ ყავს ვინც ყავდა 7-8 წლის უკან. ტოტალიზატორები და კლინიკები ყველა დაიკეტა. საცხობების ნაწილი დარჩა მხოლოდ და ისინიც წუწუნებენ ადრე ფქვილზე დიდი არჩევანი გვქონდა და ძალიან იაფად ვყიდულობდით. ეხლა მარტო ამათი შემოტანილი ფქვილია, უხარისხო და ძვირი. გინდა არ გინდა ის უნდა ვიყიდოთო. ამას ჩანაცვლება არ ქვია. ამას ძალადობა, გამოძალვა და ღორობა ქვია. ცხვირში ამოუვათ. მალე. :bushti:
  18. მალადეც, აი ასე უნდა დევნილებისთვის გამოყოფილი ფულისთვის სწორი მიმართულების მიცემა.
  19. asds მორფიკას ერთს ვიცნობდი ავლაბრელს. მეტეხის ქუჩაზე ცხოვრობდა (ალბათ ეხლაც მანდ ცხოვრობს) ზუსტად ჯდება შენს დახასიათებაში.
  20. mtidan რა ვიცი, ერთი ძმაკაცი მყავს, რიგითი პოლიციელია და ოფიციალური საყვედური მხოლოდ იმის გამო აარტყეს შუფუტინსკის რატო უსმენო. მიზეზად დისციპლინარული გადაცდენა თუ რაღაც ეგეთი ჩაუწერეს არ ვიცი. კაროჩე ერთხელ რო მივიდა სამსახურში მანქანით შუფუტინსკი ქონდა ჩართული და უფროსმა მაგას რა პონტში უსმენ ძველი ბიჭი ხარო? პოლიციელები მაგას არ უსმენენო. მეორე დღეს მივიდა ისევ მაგას უსმენდა და მე რა გითხარი შენ მაგას ნუ უსმენო, გატრიალდა და 5 წუთში გაუშვანშვალა საყვედური.
  21. Nukriko შენ შენს ტავს ლიბერალად მიიჩნევ? არ ვიცოდი თუ ამხელა აგრესია გქონდა ქრისტიანობის და ქრისტიანების წინააღმდეგ.
  22. ჰმ...ნაგანიო... ქურდია ეგ ჩემისა? გილზებს არ ტოვებს და რამე. წინ უდევს უბეში და ისე დააქ უეჭველი.
  23. asesino_141 არ შეიცავს შეურაცხყოფას ეგ და "თუ თვითონ თვლის" რა აბიჟნიკია??? შე ფორთოხლის წვენოო რო მითხრა და მე გავატრაკო შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს თქო ამის გამო ვინმე უნდა გააფრთხილო და დასაჯო? რა სისულელეა? ან იქნებ ვირაცამ გაახუროს შენობით რო მელაპარაკებიან ტავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, ბატონობით და თქვენობით მომმართეთო. ასე მივმართოთ??? არ იქნება მიშისტო-გრეჩიხისტო-ნაციონალო-რესპუბლიკელოზე სასჯელი. ვაჰ.
×
×
  • შექმენი...