Jump to content
Planeta.Ge

babuagiorgi

პლანეტელი
  • პოსტები

    9.597
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    25

ყველა პოსტი babuagiorgi

  1. საქონელი რომ 5 წლის განმავლობაში იყიდებოდეს კიდევ ჰო. ასე კი მხოლოდ ბოლო ერთი თვეა და ბასტა. ვის ახსოვს მერე ამომრჩეველი.
  2. ეხლა რუსეთის ხელისუფლებასთან სიახლოვის გარეშე რომ ფულს ვერ იშოვნიდა და თან ვერ იარსებებდა მანდ, ამას კამათი არამგონია სჭირდება. ხოდორკოვსი აიღეთ და რამდენი სხა ფულიანი ხალხის მაგალითი, ვინც ხელისუფლებასთან ახლოს არ იყო ყველას დაერხა და ეხლა ქართველს გააჭაჭანებდნე იქ კარგი თვალების გულისათვი, ოდნვ დაუჯერებელია მეს ეს ამ მომენტში არ მადარდებს. დიდი ბიზნესი პოლიტიკის გარეშე არ კეთდება და საწინააღმდეგოდ. ასეთი მიდგომით, მაშინ ყველა ქართველი ვინც რუსეთში ფარას შოულობს რუსეთი პოტენციალური შპიონია. ეხლა მიშას ხელისუფლების დაკარგვის ეშინოდეს ამის გამო რუსეთში მაცხოვრებელ ქართველობას ციხეში ხომ არ ჩავსვამთ შპიონაჟის ბრალდებით რაც მოგივა მიშითაო ყველა შენი შიშითაო.
  3. საჩხერეს იმედით შორს ვერ წავა არჩევნებს მოიგებს ის ვინც სამეგრელოში მოიგებს. ასეა ეს.
  4. კაი ინტერვიუ იყო. ნელ-ნელა ასწორებს იმიჯს. "0 მორატორიუმს ვაცხადებ. ოდნავ თემები შევცვალოთ.
  5. ნუ იმის გარდა რაც ზემოთ უკვე დავწერე, ამ ინტერვიუს შემდეგ შეიძლება ასეთი კითხვა დასვას კაცმა; რა სთქვა აშშ ელჩმა? ან კიდევ, ეს ჩანაწერი რომელი წლისაა 2004, 2006 თუ 2011?
  6. მოუსმინე დასწყისში და მიხვდები. არ არის აუცილეებლი მთელ ინტერვიუს მოუსმინო. 5 წუთი საკმარისია. მე მაინტერესებს, სხვმა თუ მოისმინა ის რაც სთქვა, თუ არა და მაშინ თარჯიმანია დასჭერი
  7. დასაწყის მოვუსმინე ჯერ და ფაქტობრივად დიპლომატიურ ენაზე სქთვა, რომ იძულებული იყო მისულიყო ივანისვილთან შეხვერდაზე. ვისაც არ სჯერა, კარგად მოუსმინოს. დანარჩენს ეხლა მოვუსმენ, თუ ღირს აწი მოსასმენად.
  8. არ უნდა. რუსებს აქვთ დამუშავებული ტექნოლოგია. წერილს გაატანენ. ვინც გახსნის ამენი აქვს.
  9. ნუ ამ მხვრივ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის ინიციატივა პოზიტივად უნდა აღვიქვათ.
  10. ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელ ვალერი ლევინის საქართველოში რადიოაქტიური ნივთიერების ჩამოტანის ეჭვით დაკავება, სავარაუდოთ რუსეთის რეაქციის მოლოდინთანაა დაკავშირებული, რამეთუ ძნელად დასაჯერებელია ოფიციალური ვერსიის მართებულობა, რადიაქტიული ნივთიერების შემოტანის თაობაზე. აღნიშნული ფაქტი უფრო რუსეთის შესაძლებელ რექციაზეა და შემდგომ აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის მიმართ “დამსჯელ” ზომების მიღებაზეა გაანგარიშებული. ამ შემთხვევაში კი სასჯელის ფორმა რუსეთის რეაქციის მკაცრ ტონის კოეფიციენტზე იქნება დამოკიდებული.
  11. რაში მაინტერესებ ამათი პოზიცია. ეს დალოცვილი აქ პოზიციაზეა საუბარია თუ პატხალიმობაზე? გადიკითხე რას მპასუხობს? "ამჟამად ქვეყნისათვის აქტუალურია ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი" ივანიშვილი რომ ამ ხელისუფლებას აფინანსებდა იმ პერიოდში მე ჩამომერთვა მოქალაეობა და ეხლა აქტუალური არ ვარ ხო?
  12. აბა მაშინ ამათ "ქართული აკადემია" კი არა "ფულის აკადემია" უნდა ერქვათ. გადაიკეთონ სახელი და ხმას არ ამოვიღებ
  13. "ქართული აკადემიის" მიმართვა მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა ფუნდამენტური უფლების დარღვევაა იმ ადამიანისა, რომელიც საქართველოში დაიბადა, გაიზარდა და რომელმაც სამშობლოსათვის გაკეთებული კეთილი საქმეებით აღბეჭდა თავისი სახელი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. "ქართული აკადემია" მოუწოდებს საქართველოს სამეცნიერო და შემოქმედებით წრეებს, მათს თითოეულ წარმომადგენელს, ყველას, ვისაც გაცნობიერებული აქვს ბიძინა ივანიშვილის ფასდაუდებელი ღვაწლი ქვეყნის წინაშე, ზემოაღნიშნულის შესახებ გამოხატონ საკუთარი მიუკერძოებელი პოზიცია. ვფიქრობთ, მსგავს ვითარებაში ეს არის საკუთარი ღირსების შემგნები საზოგადოებისა და მისი თითოეული წევრის ვალი და მორალური პასუხისმგებლობა. "ქართული აკადემია" 20.X.2011 და ამათი კომენტარები წაიკითხეთ აქ: http://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=288570397833798&id=100000425190682&notif_t=feed_comment_reply თან ივანიშვილს კმაყოფილება გამოუთქვია ამაზეო მე ამათი პატხალიმი რა .................. ზოგი პროფილიდან არ იხსნება და კონვერზაციის ტექსტს აქ მოვათავსებ: Jambuli Gamcemlidze ‎,,გადაარჩინე სიცოცხლე,,უერთდება ,,ქართული აკადემია,,ს მიმართვას Temur Naneishvili უნდა განცხადების სახით გამოქვეყნდეს ჩემო ჯამბულ Davit Mxeidze პირადობის დამადასტურებელ საბუთებში ეროვნების გრაფა რომ არ იყოს ამოღებული და იქ ბიძინას ქართველობა რომ ეწეროს, ხომ იმთავითვე ნონსენსი იქნებოდა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა? ამიტომ მომავალში უნდა აღვადგინოთ ეს ნორმა და უფრო მეტიც - ეთნიკურად ყველა ქართველი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და რამდენი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს, ყველა, უპირობოდ უნდა ითვლებოდეს საქართველოს მოქალაქედაც! "საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი"... გიორგი ალანია გაიხარეთ. დიდი მადლობა გადაეცით"ქართულ აკადემიას" ჩემი და სხვა ქართველი ემიგრანტების მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით მიმართვისთვის. რა თქმა უნდა ჩვენი დამსახურება საქართველოს ისტორიაში "უმნიშვნელოა" ბიძინა ივანიშვილის ღვაწლთან შედარებით, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვართ იმისათვის, რომ "ქართული აკადემიას" არ დავავიწყდით. Temur Naneishvili ბატონებო, მარტო მოწონებითა და აზრის გამოთქმით ფბ-ზე ნუ შემოვიფარგლებით, ეს არ არის საკმარისი. ცალკეულმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა ან პიროვნებებმა პრესაში დანცხადებები უნადა გავაკეთოთ, მასურობა, სიმრავლე ძალზე მნიშვნელოვანი და ეფეტური იქნება. გიორგი ალანია ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სხვა და სხვა ორგანიზაციების და პიროვნებების მხრიდან, ასეთ ტიპის მიმართვებში კონკრეტული პიროვნებების, კერძოდ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის დაკარგვის შეწუხებულ მიმართვებს ვხედავ. ჩემი აზრით ოდნავ უხერხულია სხვა ქართველი ემიგრანტების მიმართ. განსაკუთრებით ეს ორგანიზაციებს ეხება, ამ შემთთხვევაში "ქართულ აკადემიას". დავიჯერო ეს მიმართვების ტექსტებში ადგილის უკმარისობის გამოა? Temur Naneishvili ამჟამად ქვეყნისათვის აქტუალურია ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი. რა თქმა უნდა ყველა ქართველს ვისაც სურვილი აქვს იყოს საქართველოს მოქალაქე უნდა მიეცეს ამის უფლება. ეს პრობლემა უსწრაფესად მოიხსნება ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ. ქართულმა აკადემიამ 2 ტომი გამოსცა, რომელშიც ნაცების უმსგავსავსობებს აპროტესტებს. ეს განცხადება კი კონკრეტულად მიმართულია იმ პოლიტიკური აქტის საწინააღმდეგოდ , რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის გამორთვას საარჩვნო პროცესიდან. ამიტომ გთხოვთ ნუ შეეცდებითსაკითხის გააუბრალოებას. გიორგი ალანია ბატონო თემურ, საქართველოსთვის აქტუალურია ყველა ქართველის ბედი განურჩევლივ ფინანსური, სქესობრივი, პოლიტიკური და სხვა ნიშანთვისებებზე დამოკიდებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ძალიან სამწუხაროა, "ქართული აკადემიის" სხვა ქართველი მოქალაქეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება. იმედია ბატონი ბიძინა ივანიშვილი სწორად შეაფასებს ამ თქვენს მცდარ დამოკიდებულებას ემიგრაციის მიმართ. პ.ს. ინფორმაციისთვის. იმ პერიოდში როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამ ხელისუფლებას აფინანსებდა, მაშინ ზუსტად იგივე ფორმატში მე პირადათ ჩამომერთვა მოქალაქეობა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, თქვენი პასუხი ქვეყნისთვის ამ საკითხის აქტუალურობასთან დაკავშირებით.... Temur Naneishvili თქვენ ვერ გაგიგიათ რა გიპასუხეთ. ყურადღებით წაიკითხეთ, აბა სადა ვთქვი რასაც თქვენ ამბობთ? თუ თქვენ არ მეთანხმებით, რომ ბიძინას მოქალაქეობა პოლიტიკური მოტივით ჩამოართვეს მოქალაქეობა ბრძანეთ. ძალიან ცუდია რომ თქვენთვისაც ჩამოურთმევიათ მოქალაქეობა. Temur Naneishvili ჩემთვის ნათელია თქვენი მიმართვების მიზანი, იმედი მაქვს ჩვენი საერთო მეგობრებისათვისაც ნათელი გახდება. გააგრძელეთ. Temur Naneishvili სხვათა შორის ბატონმა ბიძინამ უკვე მისცა სათანადო შეფასება ჩვენს ამ განცხადებას. იილეთ გუშინდელი მიმოწერა ფბ-ზე გიორგი ალანია არა. თქვენ ვერ გაიგეთ მე რა გიპასუხეთ. ბიძინა ივანიშვილი არ არის ერთადერთი ვისაც პოლიტიკური მოტივით ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა მოტივის არ აქვს მნიშვნელობა, რაც უკვე ზემოთ დაგიწერეთ. რაც ეხება "ნათელს", ამ მთხვევაში მერწმუნეთ, არა მარტო ჩემთვის არამედ ამ თქვენი კომენტარების მკითხველისთვის ნათელია თქვენი მიმართვის მიზანი. აქ კი კიდევ ერთხელ დაგიკოპირებთ, წინა პასუხის დაბლა მიწერილ ტექსტს: "პ.ს. ინფორმაციისთვის. იმ პერიოდში როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამ ხელისუფლებას აფინანსებდა, მაშინ ზუსტად იგივე ფორმატში მე პირადათ ჩამომერთვა მოქალაქეობა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, თქვენი პასუხი ქვეყნისთვის ამ საკითხის აქტუალურობასთან დაკავშირებით."... Temur Naneishvili ე.ი. არ არუდგინოთო მოქალაქეობა ივანიშვილს, ეს უნდა მოგვეთხოვა? გიორგი ალანია ნუ, თუ ბიძინა ივანიშვილმა უკვე მისცა შეფასება თქვენ მიმართვას რა მეთქმის იმის გარდა რაც უკვე დავწერე. ძალიან გთხოვთ, ნუ გადაგაქვთ საუბარი პროვოკაციულ კონტექსტში. მე არ დამიწერია ის რომ არ უნდა აღუდგინონ მოქალაქეობა. არამედ: "ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სხვა და სხვა ორგანიზაციების და პიროვნებების მხრიდან, ასეთ ტიპის მიმართვებში კონკრეტული პიროვნებების, კერძოდ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის დაკარგვის შეწუხებულ მიმართვებს ვხედავ. ჩემი აზრით ოდნავ უხერხულია სხვა ქართველი ემიგრანტების მიმართ. განსაკუთრებით ეს ორგანიზაციებს ეხება, ამ შემთთხვევაში "ქართულ აკადემიას"... Temur Naneishvili ჩემი კომენტარების მიზანია საზოგადოებამ მოითხოვოს ივნიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენა, რათა მას მიეცეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის საშუალება. აი თქვენი მიზანი კი ეს არის. გიორგი ალანია დიახ. ჩემი მიზანია ის, რომ ყველა ქართველი თანაბარ უფლეებებით უნდა სარგებლობდეს განურჩევლივ ფინანსური, სქესობრივი, პოლიტიკური და სხვა ნიშანთვისებებზე დამოკიდებული მდგომარეობიდან გამომდინარე. . Temur Naneishvili რა თქმა უნდა მოვითხოვოთ ყველა ქართველისათვის ვისაც ამის სურვილი აქვს მოქალაქეობის აღდგენა, ამის წინააღმდეგი შეიძება იყოს ჭკუათმყოფელი ადამიანი? მე ასე მგონია, თქვენ ცდილობთ ეს თემა ჩაძიროთ. ვიმედოვნებ, რომ ამის მიზეზია ის რომ თქვენ არ ითვალისწინებთ რამხელა იმედი გაგვიჩინა ბიძინას გააქტიურებამ. ხალხი თვლის რომ ეს ბოლი იმედია გაითვალიწნეთ ეს ფაქტი. გიორგი ალანია თქვენ რას მოითხოვთ (მომავალში) ჩემთვის უკვე საინტერესო არ არის. რაც ეხლა მოითხოვეთ იმაზე გაგეცით პასუხი. თემის ჩაძირვისა რა მოგახსენოთ. იმედია ამ თემას არ წაშლით, რომ მომავალში ქართველმა ემიგრანტებმა ნახონ, თუ რა არის "პრიორიტეტული" "ქართული აკადემიისათვის". კამთის გაგრძელებას პირადათ თქვენთან კი უკვე არარ ვაპირებ. აზრს ვერ ვხედავ. იმედია ერთხელ შეგრცხვებათ ამ საკითხში ასეთი "პრიორიტეტული" მიდგომისთვის, თუმცა ესეც მეეჭვება. კარგად ბრძანდებოდეთ. Temur Naneishvili კარგად ბრძანდებოდეთ. თქვენთვის რომ პრიორიტეტულია ვიწრო პარტიული ინტერესები ამაში ნამდვილად დამარწმუნეთ. თემის წაშლას არ ვაპირებ და ვიმეოვნებ რომ ნამდვილი პატრიოტი ქართველები სათანადო დასკვნებს გამოიტანენ ჩვენი არც თუ ისე კორეკტული პოლემიკიდან.კიდევ ერთხელ და საბოოლოდ მოგმართავთ, ნუ შეეცდებით ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის ჩაძირვას, არ გამოგივათ!!!
  14. ზუსტი არ ვიცი რას ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობით ასეა სწორი.
  15. ვანო მერაბიშვილმა სამი დღე დააგვიანა ბატონო მინისტრო, ძალიან შეწუხებული ვარ თქვენი ასეთი დაგვიანებით. ყოველ დილას გულმოდგინედ ვქექავ Youtube იმ იმედით, რომ ვიპოვი თქვენს მიერ "მოძიებულ"კომპრომატს, პარდონ, ვიდეო–აუდიო ჩანაწერს იმაზე, თუ როგორ ეს რუსეთიდან გამოგზავნილი და მილიონებით შემკობილი ჩვენს დალაგებულ ქვეანას "დანაგვიანებას" უპირებდა. ხო, ნაგავზე გამახსენდა. რადგან ნაგავი ელექტროენერგიის გადასახადს არის შეერთებული, წინადადებით შემოვდივარ სასჯელს ელექტროენეგიის ხარჯიც დაემატოს. აბა პატრიოტი თუ არის, რატომ რუსულ ენერგიას არ ხარჯავს? ხვალ დილას ადრე გავიღვიძებ იმ იმედით, რომ ეს მოსკოვიდან ჩამოფრენილ ივნიშვილის "შპიონს" უკვე ექნება დაღერღილი "С чего начинаетса Родина". კარგი იქნება ბაქოდან გამოგზავნილ გაზი რომ გაქვთ, იმას თუ გაუკეთებთ ვენებში. გიფუჩუა მეზობელ ბების, ბავშობაში მეზობლის ეზოში ვაშლი რომ მოიპარა იმასაც აღიარებს. მოკლედ ბატონო მინისტრო, ძალიან გულგატეხილი ვარ თქვენი ასეთი დაგვიანებით და იმედაი ახლო მომავალში ვიხილავთ ამ აუდიო–ვიდეო აღიარებებს. მაგრა მომენატრა მა ვორდა კადაფი
  16. ბატონოჩემო ნუ აღიქვამ ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით. მანამდე მქონდა სტატია "საყოველთაო ეროვნული ორგაზმი" და გეფიცებით რომ მხედველობაში გრუპავოი სექსი არ მქონია.
  17. რა აქვს "სეიფში" დამალული არც თქვენ იცით და არც მე მაგრამ მე ვცდილობ მისი განცხადებებიდან და აზრებიდან გამოდინარე ანალიზი გავაკეთო "სეიფის" შემცველობისა. 7 ოქტომბერს გააკეთა პირელი განცხადება. თუ გაინტერესებთ გეცნით მის შინაარს და 8 ოქტომბრის ანალიტიკური სტატია წაიკითხეთ და ნახავთ იას, თუ რამდენად არის ამოცნობილი "სეიფის" შემცველობა
  18. "უნიჭო" ჩეხები ახერხებენ გარკვეულ წილად. რა თქმა უნა შეუდარებელი მაშტაბებით და "ნიჭიერი" ქართველი ვერ ტვინავს ხო? არ იცი შენ ამის ტექნოლოგია
  19. მანდ ჰენრი ფორდის და განსაკუთრებულად ტომაშ ბატიას არაჩევულებრივი მაგალითებია, როდესაც მილიარდერმა ერთ ქალაქში შექმნა სოციალური სისტემის ნიმუში. მეორე. დაპირებეის მოცემას ვინ ითხოვს? პრობლემის გადაჭრის ხედვაზეა საუბარი. რაც დღევენდელ დღეს ეხება. დააყრეინე ჯიბიდან (ანგარიშებიდან) ამ ხელისუფლების წარმომადგენელთ გატაცებული თანხები, განსაკუთრებიტ შემოსუი დახმარებებიდან და კრედიტებიდან. სავსებით საკმარისია დასავლეთის ტიპის სოციალური სიტემის 1-2 წელიწადში სექმნა. ნუ უმიზნოდ დახარჯულ თანხებე არ ვსაუბრობ, ეს ხომ............
  20. პოლიტიკის კომერციალიზაციის მცდელობა, როდესაც ბიზნესს უკვე არ აკმაყოფილებს პოლიტიკის აჩრდილის როლის თამაში და მმართვის სადავეების პირადად ხელში აღების სურვილი უჩნდება, სიახლე არაა და ამის მაგალითებს ქართული პოლიტიკის საზღვრებს გარეთაც ვიპოვით. ზოგიერთი ბიზნესმენი პოლიტიკური ილუზიებს სახელმწიფოსა და ბიზნესის მმართველობის ტექნოლოგიის მსგავსებით ხსნის , რაც ფაქტობრივად არაა გამორიცხული იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პოლიტიკურ სუპერმარკეტად ჩამოყალიბდება, სადაც პოლიტიკური მმართველობის ფორმა მარკეტინგის ფილოსოფიით არის ჩანაცვლებული. პოლიტიკა – საზოგადოების მართვის ხელოვნებაა, რომელიც შეიძლება აღვიქვათ როგოც ბრძოლა საზოგადოებრივი მოწყობისათვის. დემოკრატიულ მმართველობის ფორმად იგულისხმება ისეთი სიტემა, სადაც სახელისუფლებო აპარატი წარმომადგენლობითია, რამეთუ რომელიმე ერთი ფენის სახელმწიფო მოწყობის უფლების პრივატიზირება, ყველაზე კეთილშობილურ ფორმაშიც კი სამართლიანობის პრინციპს გამორიცხავს და უფრო ავტორიტარიზმია ვიდრე დემოკრატია. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის ბიზნესმენური კუთხით ხედვა გასაკვირვი არაა, რადგან საზოგადოებრივი მოწყობის ბრძოლაში ერთი ჯგუფის იდეოლოგიდანაა გამომდინარე, რაზედაც მისი განცხადებების ზოგიერთი პასაჟი მიუთითებს, სადაც დემოკრატიის აღქმა ავტორიტატორულ მმართველობის ელემენტებს შეიცავს. ივანიშვილისათვის საპარლამენტო მოწყობის მისაღები ფორმა, მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობით არის მისაღები, რაც ახსნილია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების სურვილით. თუმცა აქ უნდა ავღნიშნოთ ის, რომ საქართველოში წინა მოწვევის ყველა პარლამენტი, აბსოლუტურ საკონსტიტუციაო უმრავლესობით იყო წარდეგნილი, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები, ერთი ჯგუფის და არა საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდა. დემოკტარიული მმართველობის ფორმისათვის, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას რომელიმე ერთი სუბიექტის უპირატესობა მიუღებელია. ამის გამო ასეთი ტიპის საკანონმდებლო აქტის მიღებას განსაკუთრებული პროცედურული ნორმები ახასიათებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ორი საშუალება არსებობს, საპარალამენტო და რეფერენდუმის სახით. საპარლამენტო, უმრავლესობის სურვილთან ერთად ითვალისწინებს უმცირესობის თანხმობასაც, რაც ფაქტობრივად მიღებული კანონონის გრძელვადიანი ქმედების გარანტიაა. რეფერენდუმის შემთხვევაში, აუცილებელი არაა საპარლამენტო უმცირესობის პოზიციის გათვალისწინება, რადგან ამ შემთხვევაში პარლამენტის მიერ წარდგენილი კანონი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ხმათა რაოდენობით მტკიცდება. საინტერესოა ბიძნა ივანიშვილის სოციალური სიტემის ხედვის ფორმაც, სადაც აღნიშნავს იმას, რომ “ისეთი საგადასახადო სისტემა უნდა გვქონდეს, რომ არც პენსიონერები დავხოცოთ შიმშილით და ბიზნესსაც ჰქონდეს განვითარების საშუალება.” – ნამდვილად რომ ორიგინალურია, ან უფრო სწორედ ბიზნესმენის მიერ საზოგადოებრივი პრობლემატიკის აღქმის მაგალითია, რამეთუ პოლიტიკოსი ასეთ სიტყვებს მინიმუმ მოერიდებოდა. დემოკრატიული არ ნიშნავს პენსიონერების, ინვალიდების და უმუშევრების სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე არსებობას, არამედ ღირსეული ცხოვრების უფლებას. დემოკრატი პოლიტიკოსისათვის კი მიუღებელი უნდა იყოს აზრები, სადაც მაქსიმუმი შემთხვევით არ “დავხოცოთ შიმშილით” იგულისხმევა. აქვე მინდა დავუმატო ის, რომ ბატონი ივანიშვილი დღემდე თავს არიდებს სოციალურ სისტემაზე საუბარს, რაც ერთი მხვრივ გაუგებარია, რადგანაც დღეს ეს საქართველოს 80%-ი მოსახლეობისა მთავარი პრობლემაა. აქედან გამომდინარე კი, ამ საკითხს მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების დეკლარირებით ვერ შემოვფარგლავთ. პრობლემა უფრო ღრმა ხასიათისაა და გრძელვადიან ქმედითუნარიან პროგრამას მოითხოვს. ზემოთ მოყვანილიდან გამომდინარე, ბატონ ბიძინა არა პოლიტიკურ სასტარტო პოზიციაზე, არამედ მხოლოდ ოცნების დამუშავების სტადიაში იმყოფება. იმისათვის რომ ამ ოცნებას სწორი მიმართულება მიეცეს, მოსახლეობის ყველა კლასის ინტერესებია გასათვალისწინებელი. აუცილებელია საზოგადოებრივი ყველა ფენის დამცველი წარმომადგენლობითი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც დაამუშავებს საზოგადოების უმრავლესობისათვის მისაღებ პროგრამას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ მომავალზე და ბატონ ბიძინას კი ვთხოვდი მოუმატოს კიდევ მინიმუმ ორი წელი პოლიტიკურ აქტიურობის სტადიაში ყოფნის სურვილს, რადგან ის დრო რომელიც დაასახელა, ახლის დაარსებას კი არა, დღევანდელი ხელისუფლების მემკვიდრეობის შენარჩუნებასაც არ ეყოფა. ან კიდევ არა რის აუცილებელი მისი პირდაპირი პოლიტიკური ანგაჟმა. არსებობს საზოგადოებრივი აქტიურობის სხვა კეთილშობილური საშუალებებიც. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ მილიარდერი ბიზნესმენების ჰენრი ფორდისა და ტომაშ ბატიას მიერ შექმნილი ეფექტიური ლოკალური მიკრო სისტემები, რომელიც შემდგომ დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წყობისათვის, მმართველობისა და სოციალური სისტემის არაჩვეულებრივ მაგალითებად იქცნენ. მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ბევრს საქართველოში ახალ პოლიტიკური ძალად ევლინება, რაც გასაკვირვი არ არის არსებული რეჟიმის პირობებში, მაგრამ პოლიტიკური მოღვაწეობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ ფინასები, არამედ პოლიტიკისა და ბიზნესის გამიჯვნის სურვილიც, რაც დღემდე გაკეთებული განცხადებების ფონზე, ქართველ ოლიგარქს ეს უჭირს. ამისათვის კი აუცილებელია ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი კონკრეტულ დემოკრატიულ იდეოლოგიის ჩამოყალიბებაზე გადაიტანოს, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც. ამას კი, მიუკერძოვებელი აზრის დეფიციტის გამო, მხოლოდ საქართველოში მოღვაწე პოლიტიკური სპექტრის მეშვეობით ვერ გააკეტებს. ოლიგარქის განცხადებები დემოკრატიული ლექსიკონის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან და მომავალში მხოლოდ დრო გვანახებს იმას, თუ რამდენად ახლოს იყო რეალობასთან სიტყვა და ქმედების კოეფიციენტი.
  21. არავითარი სიახლე. ამ ინტერვიუს მოკლე თარგმანი: "დემოკრატიის გზაჯვარედინზე ავტორიტარიზმის მიმართულებით გადავუხვევ, რამე თუ ავტორიტარიზმი დემოკრატიის საძირკველია"
×
×
  • შექმენი...