-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
რომ იცოდეთ რამდენჯერ დავიწყე ამ თემის პოსტვა...ის კი არა, ერთხელ "მოვაყომარე" კიდეც, მაგრამ არ დამიპოსტია, რაღაც მბორკავდა, დავწერდი, გადავიკითხავდი და ვშლიდი- დაკარგულ სამშობლოზე მინდა გელაპარაკოთ. რავი, დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც მივიყვან საქმეს ბოლომდე. ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე, შენი იმედით ვიწყებ და ...ხელი მომიმართე როდესაც უგზო -უკვლოდ დაკარგულ საქართველოს ვიხსენებ, მაშინვე გურამ ოდიშარიას პიესიდან "კატერების ნავსადგური" მითოლოგიური პასაჟი მახსენდება :-"ერთ ფრინველს ორი თავი ჰქონდა, ერთი სხეული. ერთ დღეს მისმა თავებმა ერთმანეთი შეიძულეს და ერთიმეორის ჯიბრზე ქვების ყლაპვა დაიწყეს. ორი თავი კი ჰქონდა ფრინველს, მაგრამ კუჭი ჰქონდა ერთი და მოკლედ, იმ მოძულე თავებმა ფრინველი შეიწირეს". ასე მოვიძულეთ ჩვენც ერთმანეთი, ასე გადავაყოლეთ ჩვენს ამბიციებს და პირად კეთილდღეობას ჩვენი ქვეყანა. არადა მაინც ჯიუტად ვეძებ ჩემს დაკარგულ სამშობლოს, მაგრამ რასაც ვხედავ სულ სხვა ქვეყანაა და სულ სხვა სახელი ჰქვია მას...მე კი ძველ საქართველოში მინდა დაბრუნება, მაგრამ ვაი რომ არ არსებულში დაბრუნება შეუძლებელია. ჩემი საქართველი დიდი ხანია გარდაიცვალა!...ხანდახან მინდა ნეკროლოგი გავგზავნო გაზეთში "გარდაიცვალა ჩემი სამშობლო, პანაშვიდი და დასაფლავება არ შედგება, რადგან ცხედარი გამთენიისას გაიპარა" ...დიახთ, ნამდვილად ასეა, საქართველო გაიპარა საქართველოდან . გაიპარა იქ, სადაც არც ტერიტორიალური მთლიანობის პრობლემები არსებობს და არც დამოუკიდებლობის. იქ ჰარმონია და სიმშვიდეა ალბათ. მაგრამ რავიცი რავიცი...სადაც ქართველია იქ სიმშვიდე და ჰარმონია როგორ იქნება? გამორიცხულია! სადაც ქართველი ფეხს დაადგავს იქ აუცილებლად მოიკიდებს ფეხს სიხარბე, შური, სიძულვილი, ბოღმა, ფარისევლობა, სასწაული პროვინციალიზმი, გამოკრეტინებამდე მისული ეგოიზმი. ასეა ეს, ჩვენ უბედურები იმიტომ კი არ ვართ, რომ რუსები არიან ცუდები, ჩვენ არ ვართ ისეთი კარგები, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერი გავხადოთ. პრეტენზია გვაქვს დიდი ტრადიციების ერი გვერქვას, მაგრამ ამავდროულად ჩვენი ოცნება მაძღარი მონობაა მხოლოდ. ვცდები? არა, არ ვცდები, რამეთუ ჩვენ თანახმა ვართ ვიყოთ ცუდები, ოღონდ კარგად ვიცხოვროთ. ჩვენ თანახმა ვართ ვიყოთ მორჩილი, ოღონდ მაძღრად ვიყოთ. ჰოდა, ჩემო კარგებო, როდესაც ყველაფერზე თანახმა ხარ , არ შეიძლება იყო კარგად, რადგან ყველაფერზე თანხმობა მონობას ნიშნავს. მოკლედ, უზერებო, სად უნდა ვეძებოთ და როგორ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული სამშობლო?
-
არადა "ცვეტში" ვიცოდი, ჩემო ირაკლი, რომ ჩემი ხმა დარჩებოდა , როგორც უდაბნოში მოღაღადე ხმა "უდაბნო, ლურჯად ნახავარდები", ანუ ხავერდოვანი, მაგრამ მაინც ხრიოკი. სამწუხაროა... analgin
-
machkatela მაგდენი არ ვიცი. დღეს გადავრეკავ ახალ გვინეაში და დავაზუსტებ
-
Договор «бухта за газ» – историческая жертва аборта. Только психически неуравновешенная постсовковая дипломатия способна уродить двустороннее соглашение, выгоды которого непонятны обеим сторонам. Начиная с 1997 года, когда Ельцин с Кучмой подписали первый договор, Россия платила за Севастополь по 90 миллионов долларов в год. Боевые успехи Черноморского флота – два потопленных грузинских катера во время ублюдочной олимпийской войны 2008-го года. Это по полмиллиарда баксов за катер. За такие деньги грузины съели бы всех президентов Закавказья, а на десерт прихватили бы и пару наших. biggrin.gif [...] Вот это и есть главное достижение Харьковского договора. За это мы платим миллиарды налогоплательщиков. Никому не нужен ни ржавый флот, ни загаженная бухта в большом соленом лимане. Дюжины юрких катеров, с мощными радарами и слабой пушчонкой, вполне достаточно для присмотра за нашим куцым Причерноморьем – от Сочи до Керченского пролива. Никому не нужен обшарпанный Крым с его неустроенными татарами. И нет в России края, которому не пригодились бы сорок миллиардов. http://www.ej.ru/?a=note&id=10065
-
ბორის ნემცოვი - რუსეთს ყირიმში შავი ზღვის ფლოტი საქართველოსთან ომისთვის სჭირდება რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის მტკიცებით, რუსეთს ყირიმში შავი ზღვის ფლოტი საქართველოსთან ომისთვის სჭირდება. ამის შესახებ ნემცოვმა რადიო ”ეხო მასკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ”მთავარია, რომ ის ბოსფორისა და დარდანელის გავლას ვერ შეძლებს, რადგან ამ სივრცეს ნატო აკონტროლებს. გეტყვით, რომ ფლოტი საქართველოსთან ომისთვის სჭირდებათ. მითხარით, ღირს კი საქართველოსთან ომი 40 მლრდ აშშ დოლარი?”, - აღნიშნა ნემცოვმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: მალე დავეწევით პალესტინა-ისრაელის ორმოცწლიან ომს . ბებერი, ქრონიკული, ავადმყოფი ომია რუსეთ-საქართველოს ომი და კიდევ როდის მოგვიბრუნდება არავინ იცის ეთანხმებით ნემცოვს?
-
Gagi 67 Gagi 67 გონიერი კაცი ხარ
-
ძუკუ დამავიწყდა , ჩემო მიშა, რუსოფილებზე აუგის თქმა რომ არ შეიძლება მაუსი მაქვს მოსაჭრელი
-
მსოფლიოს წამყვანი ფსიქიატრები ადასტურებენ, რომ სააკაშვილი შეურაცხადია მიხეილ სააკაშვილს დაჩაგრული და განაწყენებული კაცის სინდრომი აქვს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. ეს ფაქტი განსაკუთრებით დამაჯერებელი გახდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ფსიქიკური აშლილობის კლინიკური გამოხატულება დოკუმენტალურად დაგვიდასტურა მისი ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა. ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, "ჯორჯიან თაიმსს" მიაწოდა დოკუმენტი, რომელშიც დადასტურებულია მსოფლიოში ცნობილი წამყვანი ფსიქიატრების დასკვნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არა მხოლოდ არაადეკვატური, არამედ შეურაცხადი და საშიშიცაა. ქალბატონმა, რომელმაც დოკუმენტი მოგვაწოდა, გვითხრა, რომ რვა ფსიქიატრის დოკუმენტი 5-გვერდიანია და მას მხოლოდ ნაწილი აქვს და ეს ნაწილიც ჩვენ გადმოგვცა. მან ასევე განგვიცხადა, რომ სრული დოკუმენტის ასლი აქვთ ლევან ვარშალომიძეს და გიგა ბოკერიას. წყაროს თქმით, ფსიქიატრებმა მიხეილ სააკაშვილზე სერიოზული კვლევა ჩაატარეს. "სქემა, რომელიც ფსიქიატრებმა დაამუშავეს, სრულად ასახავს მიხეილ სააკაშვილის ქმედებას", _ განაცხადა პრეზიდენტის ოჯახის ახლობელმა ჩვენთან საუბრისას. მან ასევე დასძინა, რომ სააკაშვილის ფსიქიატრიული კვლევა არ ჩატარებულა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტი გახდა. ნაწილი ჩატარებულია გაპრეზიდენტებამდე, ნაწილი კი _ გაპრეზიდენტების შემდეგ. გთავაზობთ რამდენიმე ფსიქიატრის კვლევას სტილის სრული დაცვით: პროფესორი მერილენდ ტიმოტი ვანი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ფსიქიატრი-ფიზიონომისტია, ამბობს, რომ სააკაშვილის შინაგანი ენერგია გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მოზღვავებული ენერგიისა და არამდგრადი ჰორმონალური მდგომარეობის წყალობით, იგი მუდმივად დარჩება "პატარა მამაკაცად". მისი ფიზიოლოგიური კვლევის შედეგად, ტიმოტი ვანი მივიდა დასკვნამდე, რომ სააკაშვილი იცოცხლებს დიდხანს. ამაზე მეტყველებს მისი ფიზიონომიური მდგომარეობა, შუბლიდან დაწყებული ყელის მიდამოებით დამთავრებული. ტიმოტი ვანი ამბობს, რომ მან განახორციელა კვლევა რამდენიმე ცნობილ ადამიანზე, რომლის ფიზიონომიურმა ანალიზმა ზუსტად დაადასტურა პიროვნების ხასიათი და მისი ბედიც. მისი აზრით, "მიხეილ სააკაშვილს ემოციური ხასიათი სულაც არა აქვს, იგი აგრესიული, იმპერატიული თვისებების მქონე ლიდერია. მას აქვს მიდრეკილება, ისწავლოს მუდმივად, კარგად აქვს განვითარებული მახსოვრობის უნარი. ის გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე დგას გონებრივი განვითარებით, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. ამის გამოწვევა ორ რამეს შეუძლია _ ძლიერ რადიაციასა და ძლიერ დეპრესიას. ცნობილია, რომ ძლიერი დეპრესია ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებს ან აქვეითებს, ან აძლიერებს სხვა ორგანოების დასუსტების ხარჯზე", _ ამბობს ტიმოტი ვანი. ფსიქიატრ-კრიმინალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ვინოგრადოვი ამბობს, რომ "სააკაშვილი მუდმივი ჭაბუკია. მას აქვს ძლიერი ენდოკრინული, ჰორმონალური პრობლემები, რაც მის ქცევაზე მუდმივად აისახება. სააკაშვილის დაჯირკვლებული კანი, ხორკლიანი ენა შინაგანი დაავადებების შედეგია. ხშირად უსივდება ტუჩები, ებერება ყელის ძარღვები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაიმეზე გაბრაზებულია. ის ვერ ახერხებს დაიცვას ზღვარი სიბრაზესა და ემოციას შორის. ის მაქსიმალისტია, ან აგრესიული, ან... თუმცა ის არასდროს არაა მშვიდი. სააკაშვილი, თავისი დაავადებების გამო განიცდის სექსუალურ კომპლექსებს. მას სექსუალური აქტის პროცესის წარმართვა არ შეუძლია, მიდის აღგზნებამდე, მაგრამ აქტს ვერ ასრულებს. დაკომპლექსებულია საპირისპირო სქესთან ურთიერთობით. სავარაუდოდ, ეს ბავშვობიდან გამოყოლილი სინდრომია. სექსუალურ კომპლექსებს ხშირად გამოდევნის აგრესიის საშუალებით. ცდილობს, გამუდმებით ამტკიცოს, რომ ჭკვიანი სექსუალური ინდივიდია, თვალს აყოლებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, მათთან ყოფნის სურვილი კლავს, მაგრამ ეს სურვილი მერე ჟინში გადაუდის, რომლის გამოც ვერც თავად კმაყოფილდება და ვერც საპირისპირო სქესს აკმაყოფილებს. სააკაშვილის ემოციური აგრესია გადამდებია. სააკაშვილის ამბიციები წინ უსწრებს მის ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს. მისი საქციელი არასდროს არაა გამოწვეული განსჯისა და დაფიქრების შედეგად, ის ემოციებსა და ახირებებზე აგებს თავის ცხოვრებას. მიხეილ სააკაშვილს აქვს დაჩაგრული და განაწყენებული კაცის სინდრომი. მძიმე სიტუაციებში მოქმედებს იმპულსურად, რადგან რაციონალურად, გააზრებულად ქმედება მას არ შეუძლია. მისი ქმედება არ შეესაბამება რეალურ ვითარებებს. ის ყოველთვის მიდრეკილია, დადგეს სიტუაციაზე მაღლა. სააკაშვილის შინაგანი სამყარო ადეკვატურია მის ჯიბრიან ხასიათთან, არ შეუძლია აღიაროს შეცდომები, თუმცა ყოველთვის ისეთი სახე აქვს, თითქოს რაღაცის რცხვენია. რეალურად, მორცხვი ჭაბუკის სახე მისი ნიღაბია. მისი აკანკალებული ტუჩები მიუთითებს მის ნევრასთენიულ და გაუწონასწორებელ ხასიათზე. ამის გამო ძალიან გაუჭირდება და უჭირს კიდეც ერთ ადამიანთან ცხოვრება, შეგუება ოჯახის წევრებთან... მას არ ხიბლავს ოჯახური ატმოსფერო, ის მისთვის დამღლელია... ზოგადად, მისთვის სიმშვიდე დამღლელია. ასეთი ტიპის ადამიანი ვერ აზროვნებს და ვერ აგებს თავის ცხოვრებას თავის აზრსა და შეხედულებებზე, მას მუდმივად კარნახობენ. მიხეილ სააკაშვილი მუდმივად წააგავს ბიჭუნას, რომელსაც არ ძალუძს, გაანალიზოს თავისი ქცევები, ელოდება, როდის მოვა ვინმე უფროსი, რომელიც მასზე უფრო ჭკვიანია და თავზე ხელს გადაუსვამს. სააკაშვილი მუდმივ შექებას საჭიროებს. მასთან ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ ძალის პოზიციიდან. როგორც ექიმმა, შემიძლია ვთქვა, რომ სააკაშვილს არ აწყენდა ხელახალი ფსიქოტესტის ჩატარება, ეს უმტკივნეულო არ არის", _ ნათქვამია დოკუმენტში. "ჯორჯიან თაიმსმა" გაარკვია, რომ სააკაშვილი ქართველ ფსიქიატრთანაც დადიოდა, რომელიც ძლიერ ანტიდეპრესანტებს აძლევდა და ბოლო ხანს მკურნალობა შეუწყვიტა. ქართველმა ფსიქიატრმა, რომელმაც ვინოგრადოვისა და ტიმოტი ვანის დასკვნა ნახა, განაცხადა, რომ ფსიქიატრიის შესახებ საქართველოს კანონის 28 მუხლის თანახმად, მას არა აქვს უფლება, ისაუბროს მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ მდგომარეობაზე, რადგან ეს კანონით დასჯადია. "ექიმი ვალდებულია, საიდუმლო დაიცვას. პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი მკურნალობისა და სამეცნიერო კვლევის პროცესში უშუალოდ ჩართული პირებისათვის. ინფორმაციის გაცემა კანონით დასჯადია, თუ იგი არ ექვემდებარება სასამართლო გადაწყვეტილებას", _ განაცხადა ფსიქიატრმა. როგორც ცნობილია, ამგვარი ფსიქოსექსუალური და მანიაკალური გადახრები მსოფლიო დიქტატორებს ახასიათებდათ. მაგალითად, მსგავსი პრობლემები ჰქონდა ადოლფ ჰიტლერს. მიხელ სააკაშვილი, მისი გონებრივი თვალსაწიერიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელის მასშტაბებზე ვერ გავა, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში მინინაცისტური სახელმწიფოს მშენებლობისადმი მიდრეკილება მრავალჯერ გამოამჟღავნა. ამ დასკვნების შემდეგ უკვე ნამდვილად აღარ არის საოცარი საქართველოში განვითარებული ის მოვლენები, რომელნიც უშუალოდ სააკაშვილის ავადმყოფ გონებაში მომწიფდა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, ფაქტობრივად, შეიწირა. ადოლფ ჰიტლერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამგვარი ფატალური ფინალი ასეთი დაავადებების მატარებელი ტირანებისთვის დამახასიათებელია და მსგავსი ფაქტები ისტორიაში იშვიათი არ არის. ძველი დასკვნაა, მაგრამ ახლად ასაღებს "ჯორჯიან თაიმსი". მოკლედ, ატრაქტორებს გულაშვილი
-
პოლიტიკის განყოფილების წესების შესწორებები
ლ ი ც ი replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რუსეთზე ( +პოლიტელიტაზე) და არა რუსებზე, რა თქმა უნდა უნდა დაიშვას გამონაკლისი. -
analgin ვაუუ ;) ) ეს რა მონსტრი ვყოფილვარ მოკლედ, იუმორი მომეწონა მაგრად+ არ შეიძლება ამდენ ადამიანთან კონფლიქტი გქონდეს და ყველასთან მართალი იყო. აქედან გამომდინარე მზად ვარ ყველას გავუწოდო შერიგების ხელი
-
analgin analgin გაფრთხილებით გავაფრთხილე, ხოლო ვორნი "ტრუხაა" , არ მუშაობს რა ვქნა ირაკლი, თავზე ნაღდი ვერ ....., არადა მასტს "იმენნა" ეს უნდა. არადა, ქინძზე მკიდია ყველა რუსთმოყვარული, ასი წელი არ ვეხები, უბრალოდ ვკაიფობ მათზე და ბასტა!
-
lasha_alo და როდის ვუთხარი? ყველანაირად ვარიდებდი თავს კონფლიქტს. ნამდვილად არ ვიმსახურებ საყვედურს. analgin მის სამართლიანობაზე რა მოგახსენო, ჩემო ირაკლი, მაგრამ თავის შეკავება მართლა საჭირო იყო. უბრალოდ მისმა არაობიექტურობამ გამომიყვანა მწყობრიდან. DonCaredo რუსთმოყვარულთა შეტევაა?
-
SSDK რა თქმა უნდა არ გეთანხმებით, მაგრამ გასაგებად დაპოსტეთ. მოკლედ, თუ არ მიწყენთ, მაშინ სხვა დროს გაგცემთ პასუხს. დღეს ცოტა "გამაბრაზეს " და პოსტზე კონცეტრირება მიჭირს . არადა თქვენი პოსტი ნამდვილად იმსახურებს სერიოზულ პასუხს
-
McLaren ჩემი აზრით, შენ უბრალოდ ძველ წყენაზე მიღებ "აბაროტს"+ რუსოფილურ "ატმასკას " აძლევ "დიადი " რუსეთის მეხოტბეს ეს მისი პროვოკაციული პოსტია, რომლის გულისთვისაც მას გაფრთხილება მივეცი, მაგრამ არ გაჩერდა შენ ხარ ქსენოფობი და შენი და შენნაირების დამსახურებაა რომ დავკარგეთ ტერიტორიები, რომ დაიღვარა სისხლი, სხვათა შორის შენი და შენნაირების ბრალია ისიც რომ ვერ ვეომეთ რუსებს, იმიტომ რომ როგორც წესი ქართველი ქსენოფობები ბრძოლაში აბსოლუტურად უსუსურები ხართ და თქვენი ფსევდო პატრიოტიზმი მხოლოდ გინებაში გამოიხატება ........................................................................................ ხოლო ამ პოსტისთვის კი ბანი დაიმსახურა რა უნდა გებაზრო, ამხელა კაცი ხარ და შენ რა შეგცვლის, როგორიც ხარ ისეთად დარჩები, პატარა ბოვშვივით იგინები, ქსენოფობიით დაავადებული განუვითარებელი მასტი ხარ მუქარით კი ნაღდად არ დაგემუქრები, მე რა უნდა გაგიკეთო იმაზე ცუდი როგორ საცოდავ მდგომარეობაშიც იმყოფები 030.gif ........................................................................................ და ამის შემდეგ კიდევ ვინმე იტყვის რომ მან ბანი არ დაიმსახურა? საღოლ! მოკლედ, შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ, რამეთუ კარგად დაგამუღამე და ვხედავ, რომ სიძულვილი გალაპარაკებს. მოძულე კაცი კი ჩემში მხოლოდ სიბრალურს და ზიზღს იწვევს. ასე რომ, ადიოს ამიგო ბოღმა