-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
"სიტყვებითა ჰაერს ვათბობთ, და ვირთაგვებს ვაფრთხობთ"
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Frank Einstein კომბინაციაში -
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიუნჰენიდან თბილისში დაბრუნდა. აეროპორტიდან კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში მიბრძანდა, სანთლები დაანთო და მრევლი დალოცა. “ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ”, _ ბრძანა უწმინდესმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: რა თქმა უნდა გამორჩეული ქვეყანაა, გამორჩეული ხალხით დასახლებული. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ უფალი მეორედ მოსვლის ჟამს ხომ ამ ენით დაელაპარაკება კაცობრიობას ("შიოსა და ევაგრეს ცხოვრება") . მეორე: ქრისტეს კვართიც ხომ საქართველოშია დასაფლავებული. მესამე: საქართველო ხომ ღვთიშობლის ქვეყანაა. მეოთხე: ჩვენი მეფეებიც ხომ : "ჩვენ იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატიონმან მეფეთ მეფემან..." ესე იგი, ქრისტეს წინაპართა შთამომავლები იყვნენ. რომელი ერს შეუძლია კიდევ მსგავსი დინასტიით იამაყოს. ჰოდა, ჩემო კარგებო, პატრიარქიც გვაჩვევს (გვახსენებს) იმ აზრს, რომ ქართველი ხალხი საგანგებო და განსაკუთრებული მისიის მატარებელია. მოკლედ, ისტორიამ ვერაფერი გვასწავლა, ვ ე რ ა ფ ე რ ი კოტე მაყაშვილის ლექსი გამახსენდა: "ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ, სულ, სულ ვლაპარაკობთ! სიტყვებითა ჰაერს ვათბობთ და ვირთაგვებს ვაფრთხობთ" მოჭამა ქართულმა მესიანისტურმა იდეამ ჭირი, მ ო ჭ ა მ ა!!! რაც უფრო მალე გავიგებთ ამას , მით უფრო მალე მივხვდებით , რომ ჩვეულებრივი ერი ვართ, რომელსაც შეუძლია ერთდროულად იყოს მაღალიც და მდაბალიც, გონიერიც და უგუნურიც. უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით? პატივცემულო კოლეგებო: თემა პოლიტიკურია
-
ვანკუვერში ტრაგედიის მიზეზად ქართველი სპორტსმენის შეცდომა დასახელდა 13 / 02, 2010 14:32 ვანკუვერში ქართველი სპორტსმენის დაღუპვის მიზეზად თავად სპორტსმენის შეცდომა დასახელდა. მოციგავეთა საერთაშორისო ფედერაციისა (FIL) და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ექსპერტებმა ქართველი სპორტსმენის დაღუპვის მიზეზად პილოტირებაში დაშვებული შეცდომა მიიჩნიეს და დაასკვნეს, რომ ტრასის ტექნიკური ხარვეზი არაფერ შუაშია. 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორაციაში ნათქვამია: “სავარჯიშო დაშვების დროს სპორტსმენმა მე-15 მოსახვევიდან გამოსვლისას გასწორება დააგვიანა და შემდეგ მოსახვევში სწორად ვერ შევიდა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ქუმარიტაშვილმა, ყველა მცდელობის მიუხედავად, ციგის მართვა დაკარგა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა. FIL-ის ტექნიკურმა ექსპერტებმა შეძლეს მისი გზის აღდგენა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მომხდარს საერთო არფერი აქვს ტრასის ტექნიკურ ხარვეზებთან”, -ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ამ დასკვნაზე დაყრდნობით, ოლიმპიადის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, უისტლერის ტრასა შეჯიბრებებისთვის გაიხსნას. უსაფრთხოების მიზნით, მე-16 ვირაჟთან დამცავი კედელი აიგება, ხოლო ყინულის პროფილი შეიცვლება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
“ეროვნული ფორუმი” საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის იდენტიფიკაციას ბიომეტრიული ფოტოს გამოყენებით ითხოვს “გუშინ სასტუმრო “ვერე პალასში” დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბმა პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული ფორუმის” მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ინიცირებულ წინადადებათა განხილვა მოაწყო. განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები: ეკა ბესელია, კახა კუკავა, დავით უსუფაშვილი, კახა კაციტაძე, სოსო შატბერაშვილი, კახა ძაგანია, ირაკლი ალასანია და სხვები. საპარლამენტო ოპოზიციიდან იმყოფებოდა გიორგი თარგამაძე. სხდომას უძღვებოდა დამოუკიდებელ ეტსპერტთა კლუბის ხელმძღვანელი, სოსო ცისკარიშვილი”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით რის სანაცვლოდ მიიღებს “ეროვნული ფორუმი” არჩევნებში მონაწილეობას? / რატომ წამოიწყო იმ პარტიამ საარჩევნო პირობების გაუმჯობესებაზე საუბარი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს? “ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემოთავაზებაში იმაზე, რომ თავიდან მოხდეს ამომრჩეველთა რეგისტრაცია, მოხდეს სიების ელექტრონული ვერსიის გაკეთება, ხოლო ამ სიას უნდა დაემატოს ბიომეტრიული ფოტოსურათი. ეს უკანასკნელი აუცილებელია იმისთვის, რომ ამომრჩევლის იდენტიფიკაცია მოხდეს. დღეს ყველა სახის დოკუმენტის გაყალბებაა შესაძლებელი, რაც ძალიან ხშირად ხდება საარჩევნო პროცესში. ერთადერთი, რის შეცვლაც შეუძლებელია, ეს არის ჩვენი ბიომეტრიული ფოტო - გინდა გვარი შეუცვალე, გინდა სახელი, ის რჩება მაინც უცვლელი. როდესაც ამომრჩეველი მივა უბანზე, მას გადაუღებენ ბიომეტრიულ ფოტოს. თუ ეს ამომრჩეველი სხვა ადგილზე მოინდომებს ხმის მიცემას, კომპიუტერი თავთად მოახდენს იდენტიფიკაციას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი. “ჩვენ ასევე ბევრი ვიფიქრეთ, როგორც გამოვრიცხოთ ყალბი ბიულეტენები, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა არჩევნებამდე ხდება ბიულექენებზე ბეჭდის დარტყმა და მერე მასობრივი ჩაყრა. ამიტომ უნდა მოხდეს ბიულეტენებზე საკონტროლო ბეჭდის დარტყმა. მესამე საკითხია, როცა არჩევნების შემდეგ მეორე და მესამე დღეს იზრდება ხოლმე ამომრჩეველთა მაჩვენებელი. როგორც კი ხმის მიცემის პროცედურა დამთავრდება, უნდა დაითვალსო, პირველ რინში, დარჩენილი ბიულეტენები. ეს პროცედურა ხდება ვიდეოთვალის წინ, როგორც კი ეს გაკეთდება, მაშინვე დაიწყება ჩაბრილი ბიულექენების დათვლა”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი. “ეროვნული ფორუმის “ წარმოდგენილ იდეებს ცოტა ეჭვით უყურებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. მისი აზრით, თუ არ დაზუსიდება კომპიუტერი ვისი კონტროლის ქვეშ იქნება და რამდენად იქნება სანდო, ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ უფრო დიდი საფრთხის წინაშე. მისივე თქმით, სხდომაზე ხელისუფლება არ არის წარმოდგენილი, რომელიც ოპოზიციას ხშირად უკმაყოფილებს თხოვნას, მაგარმ შემდეგ შემოაქვს გაყალბების თავისი მექანიზმები. ვახტანგ ხმალაძის აზრით, ხელისუფლებას ამ წინადადებებზე ძალიან გაუჭირდება არგუმენტირებული უარის თქმა. მისივე თქმით, კომპიუტერიული პროგრამის დაცვის ხარისხი არის საკმაოდ მაღალი. დავით უსუფაშვილის თქმით კი ელექტრონული ვერსია არ გამორიცხავს დანარჩენს, ანუ ჩვეულებრივ სიებსა და პროცედურებს”, - წერს სტატიის ავტორი. “ამაში ჩაერთვებიან ამერიკელებიც და ევროპელებიც, მათ მზადყოფნა უკვე გამოთქვეს. ხელისუღფლებას საწინააღმდეგო არგუმენტი არ ექნება. ჩვენ ეს პროცესი დავძარით იმიტომ კი არა, რომ მაინცდამაინც ადგილობრივი არჩევნებისთვის მოესწროს, არამედ ამ ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი ერთხელ და სამუდამოდ შეთანხმდეს საარჩევნო პროცესზე. სანამ ამ წინადადება წარვადგენდით, გვქონდა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებები, პრინციპში, ყველა თანახმაა. აქ არის ჩამოწერილი ოთხი მთავარი პუნქტი, არის კიდევ დეტალები. ეს ისეთი თემაა, რაზეც ხელისუფლება უარს ვერ იტყვის. ეს გაყალბებას მთლიანად ვერ მოსპობს, მაგრამ მინიმუმამდე დაიყვანს”, -აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე და შეკითხვას - “ვანო მერაბიშვილის გავლენასაც დაიბვან მინიმუმამდე?” - პასუხობს: “არა, დაშინებები და რეპრესიები იქნება, მაგრამ უბანზე რომ მივა ამომრჩეველი, იქ როგორ მოიქცევა, არავინ იცის. აქ ლაპარაკია პროცედურულ საკითხებზე. თუმცა, უბანზე გაყალბება თითქმის შეუძლებელი იქნება. ეს საკითხი დავძარით ჩვენ. უცხოელები, პრინციპში უკვე ჩართულები არია, მათგან ექნება ხელისუფლებას კონსულტაციები. როგორც ვიცით, ხელისუფლებამ “ენ-დი-აი”-ს პროექტი ჩააგდო. ამიტომ ეს პრესტიჟის საქმეცაა”. ეკა ბესელიამ სასამართლოს გასათავისუფლებლად ახალი მოძრაობა - “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ჩამოაყალიბა “ზეპარტიული მოძრაობა, რომლის სახელწოდებაა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” დღეს დავაფუძნეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რმო პარტიას ვტოვებთ. ეს მოარული, ხელოვნურად აგორებული ჭორია და სხვა არაფერი. არც ჩვენი პარტიის გარეთიანება არ იგეგმება რომელიმე პოლიტიკეურ სუბიქეტთან. ნინო ბურჯანაძის პარტიასთან გვექნება სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა. ნინო ბურჯანაძესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და არავითარი დაპირისპირება ჩვენს შორის არ არსებობს”, - აცხადებს “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ეკა ბესელია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არასაპარლამენტო ოპოზიცია მხარს გვიჭერს” / ეკა ბესელიამ სასამართლოს გასათავისუფლებლად ახალი მოძრაობა ჩამოაყალიბა. “ჩვენი მოძრაობის ყველაზე აქტიური წარმომადგენლები იქნებიან სამოქალაქო სექტორისა და საზოშაოდეობის აქტიური ნაწილი. მოძრაობის მიზანია სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკანონო პატიმრებს, დავიწყოთ მათი გათავისუფლების კამპანია სასამართლოში და სამართლიანობისთვის ბრძოლა. ამის ირგვლივ უნდა მოხდეს კონსოლიდირება და რაც შეიძლება მეტი ადამიანის მხარდაჭერა უნდა მოვიპოვოთ. თუ ამ გზაზე მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტები არ არსებობს და როცა ქვეყანაში სასამართლო არის პოლიტიკური, იქ ელემენტარულ სამოქალაქო უფლებებზე საუბარი, უბრალოდ, ფორმალური ხდება. შეიქმნება ერთიანი ცენტრი, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს. თემების საჯაროობა, საჯარო მოსმენები, ერთიანი დოკუმენტის შექმნააა საჭირო, ასევ დაიგეგმება სხვადასხვა აქციები პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ყველა ადამიანმა უნდა იბრძოლოს იმ არენიდან, სადაც მოღვაწეობს. ყველამ უნდა იბრძოლოს სამართლიანობისა და უკანონობის წინააღმდეგ. ბრძოლის ადგილი მხოლოდ ქუჩა არ არის. იმედი მაქვს, ჩვენს მოძრაობას შემოუერთდებიან როგორც არასამთავრობოები და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე პოლიტიკური სპექტრიც. არასაპრალამენტო ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელიგვიჭერს მხარს. ისინი მზად არიან ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად”, - აცხადებს ეკა ბესელია და შეკითხვას - რაც შეეხება უკანონო პატიმრების და პოლიტპატიმრებს, მათი გათავისუფლება როგორ წარმოგიდგენიათ?” - პასუხობს: “მარტო ციხეებში შესვლა და პატიმრების ნახვა ხომ არ არის მთავარი. უკანონო პატიმრების საქმეების შესწავლა შესაძლებელია ყველა გზით, იურისტები იქნებიან ყველაზე დიდი ძალა, რომელიც ამ პროექტში ჩაერთვებიან. ხელისუფლების მარწუხებისგან გათავისუფლების მცდელობა ორი მიმართულებით უნდა მოხდეს. პირველი, ეს არის საერთაშორისო ორგანიზიებთან და ასევე პოლიტიკურ დიპლომატიური სპექტრთან კონსულტაციებით და ამასთან ერთად აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება და ჩართვა ამ პროცესებში. პოლიტიკური რეპრესიები უნდა შეჩერდეს”. 13.02.2010 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/125297.html
-
UTUFURS ძალიან კარგი არაფრის , გეთაყვა
-
fashisti სინდის-ნამუსი :hm:
-
ვანკუვერში მომხდარი ტრაგედიის გამო, მოციგავე ლევან გურეშიძე ოლიმპიადაზე აღარ გამოვა ვანკუვერში მომხდარი ტრაგედიის გამო, ქართველი მოციგავე ლევან გურეშიძე ოლიმპიადაზე აღარ გამოვა, - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს დელეგაციის მისიის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯაფარიძემ “ინტერპრესნიუსს” კანადიდან აცნობა. “ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოციგავე ლევან გურეშიძე, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბავშვობის მეგობარი და კლასელია, შეჯიბრებიდან მოვხსნათ. ეს ტრაგედია მის თვალწინ მოხდა. ისინი ერთად ვარჯიშობდნენ, ორივე ბაკურიანელია და ერთად იზრდებოდნენ, ოლიმპიადაზეც ერთად მოხვდნენ. პირველი ჩამოსვლა კარგად გაიარეს, მეორე დაშვება ლევანმა კარგად მოეახერხა, ნოდარს კი, ბოლო “ვირაჟზე” ეს უბედურება შეემთხვა”, - აღნიშნა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, უბედური შემთხვევის შემდეგ, ოლიმპიური სოფლის “ქართულ სახლში” საათნახევრით საქართველოს პრეზიდენტი მივიდა, რომელმაც ოლიმპიურ ნაკრებს წევრის გარდაცვალება მიუსამძიმრა. ამასთ, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებიც 4 წელია, ამ თამაშებისთვის ემზადებიან, ოლიმპიადაში მონაწილეობა გააგრძელონ. “ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძნელია. ყველა გაოგნებულები ვართ. აქ საქართველოს მოქალაქეების დიდი დიასპორაა, ჩვენი თანამემამულეები გვერდზე გვიდაგანან და გვამხნევებენ”, - განაცხადა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, უისტლერის ოლიმპიური ტრასა ძალიან ცუდად არის დაპროექტებულია, რის გამოც გუშინ ბევრი სპორტსმენი დაშავდა. “არ არის გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები. ხომ შეიძლებოდა, ბეტონის ნაცვლად რბილი დამცავი ბალიშები ყოფილიყო ან ისე დაბალი რატომ უნდა ყოფილიყო ყინულის ბორტი, რომ სპორტსმენი გადავარდნილიყო. დღეს ძალინ ბევრი სპორტსმენი დაშავდა. მაგალითად, იტალიის მსოფლიო ჩემპიონს ციგა ამოუტრიალდა და ძლივს გადარჩა”, - განაცხადა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრასა შეამოწმონ და შეიტანონ კორექტივები, რადგან ბევრმა სპორტსმენმა უარი თქვა შეჯიბრებაში მონაწილეობაზე. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
მერის არჩევნები... ძალაუფლებაგამოცლილი ადგილისთვის?! “ყველაფერი იქნება პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დამოკიდებული - რამდენად მომთხოვნი იქნებიან დასავლელი პარტნიორები და რამდენად დაიძაბება ან განიმუხტება პოლიტიკური პროცესები. ეს გადაწყდება მოთამაშეებს შორის. ეს ყველა ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა უფრო პოლიტიკურ სიტუაციაზე. იმის მიხედვით, რამდენად აქტიური ან პასიური იქნება ოპოზიცია, განისაზღვრება შედეგი. როდესაც არის შესაბამისი აქტიური პოლიტიკური სიტუაცია, მხოლოდ ამ დროს მიდის ხელისუფლება დათმობაზე. სხვა შემთხვევაში არ მგონია რამე რესურსი იყოს სიტუაციის შესაცვლელად.”, - აცხადებს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური კონგრესის ევროპული თვითმმართველობის ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი დავით ლოსაბერიძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მერის არჩევნები ძალაუფლებაგამოცლილი ადგილისთვის. “დასავლეთის მხრიდან დაინტერესება, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ გააჩნია ორგანიზაციებს. არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც მოვალენი არიან, რომ ამ პროცესის მონიტორინგი გასწიონ. მეორე მხარეა პოლიტიკური შტოები და მათი დაინტერესების მიხედვით დადგება გარკვეული შედეგი. აქ გასათვალისწინებელია, თუ რა დონეზეა დასავლეთი დაინტერესებული პოლიტიკური სტაბილურობით - აქცენტი გაკეთდება მოქმედ ძალებზე თუ ახალზე. მგონია, რომ საქართველოსგან დასავლეთი მოითხოვს, შედგეს გარკვეული კონსენსუსი, მაგრამ რა დონეზე, ეს უკვე პოლიტიკური კონიუნქტურიდან და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ლოსაბერიძე. “პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, ვის ვირჩევთ. რეალურად, თვითმმართველობას არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია, თანდათან მცირდება იმ უფლებათა ნუსხა, რომელიც მათ ჰქონდათ და უფრო და უფრო დამოკიდებულნი ხდებიან ცენტრალური ხელისუფლებაზე. თუ ადრე ეს ხორციელდებოდა დე ფაქტოდ, ახლა ხორციელდება დე იურედ. ხელისუფლება, ჩემი აზრით, თავისთვის ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას მოუწევს დათმობა გარკვეული ძალაუფლების, არ ექნება პრობლემა, რომ პროცესებზე გავლენა დაკარგოს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა ან წააგო, ხელისუფლება არაფერს კარგავს. ასევე, ოპოზიციის უმრავლესობა არ არის დაინტერესებული ბევრი საკითხით, არ ინტერესდებიან, რა გარემოში მოუწევთ ბრძოლა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ზამთარსა და და შემოდგომაზე კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით მერის უფლებები საკმაოდ შეიზღუდა. იმ შემთხვევაშიც კი თუ არასახელისუფლებო პარტია მოვა ხელისუფლებაში, მას მოუწევს პოლიტიკური თამაში და კანონმდებლობის შესაცვლელად სერიოზული მუშაობა. ეს სახიფათოა ხელისუფლებისთვის და ურთიერთბრალდებების კონტექსტში გადადის პროცესები. ვფიქრობ, ორივე მხარე პოლიტიკურ თამაშს ეწევა და რეალური მიზნისკენ არ ისწრაფვის. ვის ხელში იქნება ძალაუფლება, მათთვის ეს არის მთავარი და არა ის, რისთვის სჭირდებათ ძალაუფლება”, - დასძენს დავით ლოსაბერიძე. “გამომდინარე საქართველოს დღევანდელი პოლიტკიური სიტუაციიდან და საზოგადოების განწყობიდან, ამომრჩევლის მოსაზიდად საჭიროა სოციალურ-პოპულისტური განცხადებები, ვინაიდან საზოგადოება არ არის დაინტერესებული კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტით. აქ თამაში იქნება ურთიერთბრალდებებზე და პიარზე - ეს იქნება შადრევნების გახსნა თუ ბავშვების ხელში აყვანა. შანსები დამოკიდებულია იმაზე, რა პოლიტიკური კონიუნქტურა იქნება არჩევნებისთვის - ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, გაიფორმოს გამარჯვება და თუ დაინახა, რომ ეს არ გასდის, რაღაც კუთხით დათმობს და ამის მოახდენს სიტუაციის განმუხტვას”, - აცხადებს დავით ლოსაბერიძე და შეკითხვას - “თუ ვერ გახდა ქალაქის მერი ოპოზიციონერი, საკრებულოში მაინც აქვს ოპოზიციას შანსი, ზეწოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე? “ეს თემა არის გაურკვეველი, ვინაიდან საქართველოში სახეზეა ცენტრალიზაციის პროცესი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ითამაშებენ პოლიტიკური სუბიექტები. სავარაუდოდ, ყველა ძალა შეეცდება პოლიტიკური ქულების დაწერას... ხელისუფლებას შეეძლო, რომ პრობლემების უდიდესი ნაწილი დეცენტრალიზაციის საშუალებით სხვაზე გადაეტანა, მაგრამ ეს არ მოხდა არც ერთ შემთხვევაში გასული წლების მანძილზე. რომელი მმართველი გუნდიც არ უნდა ავიღოთ საქართველოში, ყველანი იყვნენ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის იდეით დაკავებულნი. ეს მათ უფრო მეტ პრობლემას უქმნიდა, ვიდრე მოგებას. დეცენტრალიზაცია გარდაუვალი პროცესია, მაგრამ როდის მოხდება და როდის იქნება პოლიტიკური ელიტის ნება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე”. 13.02.2010
-
ჟაკ როგე - ოლიმპიურ ქალაქზე შავი ჩრდილი ჩამოწვა ოლიმპიურ ქალაქზე შავი ჩრდილი ჩამოწვა, - ასეთი შეფასება მისცა მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ჟაკ როგემ ქართველი სპორტსმენის, 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება. “ბი-ბი-სი” ავრცელებს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ხელმძღვანელის, ირაკლი ჯაფარიძის განცხადებასაც. “გუნდი დაღუპული მეგობრის სახელის უკვდავსაყოფად იბრძოლებს”,-აღნიშნა ირაკლი ჯაფარიძემ. ამასთან, როგორც უცხოური სააგენტოები წერენ, საქართველოს ნაკრები ფიქრობდა, საერთოდ აღარ მიეღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრეს. ქართველი მოციგავის დაღუპვის შემდეგ მოციგავეთა საერთაშორისო ფედერაციამ საგანგებო ბრიფინგი მოიწვია, ხოლო ნაკრებების კაპიტნებმა გუნდების საგანგებო შეკრება გამართეს. უისტლერის ტრასა, სადაც სპორტის სამ სახეობაში – ციგაობაში, ბობსლეისა და სკლეტონში ეწყობა შეჯიბრებები, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საშიშ ტრასად ითვლება. ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე გუნდი გამოთქვამდა პრეტენზიას სპორტსმენების უსაფრთხოების გამო. ორგანიზატორებს საყვედურობდნენ, რომ სპორტსმენებს სავარჯიშო დაშვევებისთვის ცოტა დრო ქონდათ გამოყოფილი, რაც ავარიების რისკს ზრდიდა. “სპორტის სწრაფი სახეობებისთვის მნიშვნელოვანია, სპორტსმენმა ტრასაზე მეტი დრო გაატაროს. ორგანიზატორები ვალდებულნი არიან, ამ დროის არსებობა უზრუნველყონ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ სპორტსმენი კარგად მოემზადოს, არამედ მათი უსაფრთხოებისთვისაც. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ეს სპორტი სიამოვნებისთვის იყოს და არა - სიკვდილისთვის”, - განაცხადა “ბი-ბი-სი”-სთან საუბრისას ბრიტანელმა სკლეტონისტმა, ეშტონ შმიდმა. ციგით სწრაფი დაშვების სახეობაში ტრაგიკული შემთხვევები ადრეც მომხდარა. ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა. ყველა უბედური შემთხვევა სავარჯიშო ან საჩვენებელი გამოსვლების დროს მოხდა. უბედური შემთხვევა ვანკუვერში ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეასკდა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით არსებულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. ქართველ სპორტსმენს სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა და 21 წლის ქართველი მოციგავე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნოდარ ქუმარიტაშვილი მიმდინარე სეზონზე მსოფლიო პირველობის ხუთ ეტაპზე მონაწილეობდა და 44-ე ადგილი დაიკავა.
-
ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ოლიმპიადის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე პატივი მიაგეს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს ნაკრები შავი სამკლაურებითა და შავი შარფებით გამოვიდა. შავი ლენტი ქონდა საქართველოს სახელმწფიო დროშასაც. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრის, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ოლიმპიადის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე პატივი მიაგეს. ოლიმპიური დროშის აღმართვის შემდეგ, მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ჟაკ როგემ სტადიონზე შეკრებილ 60 ათას ადამიანს სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისთვის. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეასკდა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით არსებულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. უბედური შემთხვევა ვანკუვერში ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავდმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა.
-
DMS შეურაცხყოფა
-
newstudio გული გამორიცხე
-
ძალიან ცუდი ამბავი მომხდარა, ძალიან
-
lasha_alo უცნაური რომ იყოს, მაშინ ყველაზე ოპოზიციურ დრონი.გე-საც "გააქრობდნენ"
-
ტუშიი :tashi: